ინტენსიური ვიზუალიზაცია კი იწვევს იმას, რომ კალაპოტი სწორდება და მიზნისკენ უმოკლესი გზით მიდის. მკვეთრად მიმართული აზრების ენერგიას თქვენი ცალკეული რეალობა ვარიანტთა სივრცის გარდამავალ უბნებში შეჰყავს, რომლებიც ნორმალური დინების გვერდით მდებარეობს, და სადაც ყველაფერი ოპტიმალური და მიზანშეწონილი არაა. ეს ტრანზიტული ზონებია, რომლებიც როგორც წესი სიზმრებში გვხვდება, მაგრამ იშვიათად სინამდვილეში რეალიზდება, რადგან არაბუნებრივი სცენარი და დეკორაციები აქვთ და მომატებულ ენერგოდანახარჯებს მოითხოვს.