ს ნამდვილად მარტივია. იმისთვის, რომ აზროფორმა მატერიალურ სინამდვილეში დაფიქსირდეს, ის სისტემატურად უნდა იქმნებოდეს. სხვა სიტყვებით, აზრობრივად მიზნობრივი სლაიდის რეგულარული ტრიალია საჭირო. უსარგებლო ოცნებებისგან განსხვავებით, რომლებიც დრო და დრო ჩნდება, ეს კონკრეტული სამუშაოა.
ამგვარად, საკუთარი გრძნობების კონტროლქვეშ აყვანით, რომლებიც ანარეკლთან გაბამენ, თქვენ სარკისგან თავისუფლდებით. თუმცა ემოციების დათრგუნვა არ ღირს, ისინი მხოლოდ დამოკიდებულების შედეგია. თავად დამოკიდებულების - რეაგირების საკუთარი მეთოდის და სინამდვილის აღქმის - შეცვლაა საჭირო. თავისუფლების მოპოვების შემდეგ თქვენ საჭირო ანარეკლის ფორმირების უნარს იძენთ. სხვა სიტყვებით, თქვენი აზრების მიმდინარეობის მართვით თქვენ რეალობას მართავთ. წინააღმდეგ შემთხვევაში რეალობა თქვენ გმართავთ.