სინამდვილეში, სამყაროს კვანტის დადება არ ახასიათებს. უსიამოვნებები ნორმა არაა, რადგან მათზე ყოველთვის დიდი ენერგია იხარჯება. ბუნება კი ენერგიას უაზროდ არ ხარჯავს. ვარიანტთა დინება ყოველთვის უმცირესი წინააღმდეგობის გზით მიედინება. შეიძლება ითქვას, ის გარემოებათა იღბლიანი დამთხვევის გზას მიუყვება. პრობლემების ძირითად მასას თავად ადამიანი ქმნის, როდესაც წყალზე ხელებს ატყაპუნებს და თანაბარი დინების საწინააღმდეგოდ ნიჩბებივით იქნევს. მაგრამ მთავარი ისაა, რომ ნეგატივიზმისკენ მიდრეკილება შესაბამის სურათ-ხატს შობს, რომელსაც სარკე სინამდვილედ ახორციელებს.
ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff