სრული იდიოტის სახით, როგორც შეიძლება „საღად მოაზროვნე“ ადამიანს მოეჩვენოს, ხელებს კმაყოფილებით იფშვნეტთ („ასე, ძალიან კარგი!“) ან ტაშს შემოკრავთ, ან სიხარულით ხტუნავთ. და მაშინ ძალიან მალე აღმოაჩენთ, რომ, მართლაც, გარემოება, რომელიც უიღბლოდ მიგაჩნდათ, სინამდვილეში თქვენს სასიკეთოდ მოქმედებს. სარკის ეს თვისება ყოველთვის იმდენად მოულოდნელად და გასაოცრად მოქმედებს, რომ ამასთან მიჩვევა შეუძლებელია. ყოველ ჯერზე, როდესაც თქვენს თვალში მარცხი გამარჯვებად შემობრუნდება, ისეთ შეუდარებელ აღტაცებას იგრძნობთ, როდესაც გსურთ შესძახოთ: არა, ეს შეუძლებელია! ეს ნამდვილი მისტიკაა!