ომის თანამედროვე კონცეფციები კი დაახლოებით შემდეგნაირად გამოიყურება:
ტყეში ხეზე ფუტკრების სკა ჰკიდია. იქ ველური ფუტკრები ცხოვრობენ, თაფლს გამოიმუშავებენ და თავიანთ პატარებს ზრდიან. მაგრამ აი, სკასთან მიდის ქანქარა და თავის მიმდევრებს უცხადებს: „ესენი ველური ფუტკრები არიან, და ძალიან საშიშები არიან, ამიტომ უნდა გავანადგუროთ, ან სკა მაინც დავაცარიელოთ. არ გჯერათ? შეხედეთ!“ ამ დროს იგი ჯოხს ესვრის სკას. ფუტკრები გამოფრინდებიან და ქანქარას მიმდევრების დანესტვრას იწყებენ. ქანქარა კი ზეიმობს: „აი, ხომ ხედავთ, როგორი აგრესიულები არიან! ისინი უნდა განადგურდნენ!“