დასკვნა აქედან ერთია: საჭიროა ცნობიერად გადახედოთ თქვენს დამოკიდებულებებს სამუშაოსს მიმართ, რათა მოიშოროთ ჭარბი პოტენციალი. აუცილებლად უნდა გქონდეთ თავისუფალი დრო, როცა შეგიძლიათ ის აკეთოთ, რაც სმსახურის გარეთ მოგწონთ. მას, ვისაც დასვენება, გათიშვა არ შეუძლია, არც მუშაობა შეუძლია. როდესაც სამსახურში მიხვალთ, გააქირავეთ საკუთარი თავი. გაეცით საკუთარი ხელები და თავი, მაგრამ არა გული. სამსახურის ქანქარას თქვენი ენერგია სჭირდება, მაგრამ ამქვეყნად მხოლოდ იმისთვის ხომ არ მოსულხართ, რომ ქანქარაზე იმუშაოთ? თქვენი ეფექტურობა მუშაობაში შესამძნევად გაიზრდება, თუკი თქვენს ჭარბ პოტენციალებს მოიშორებთ და ქანქარაზე მიჯაჭვულობას თავს დააღწევთ.
თუკი თქვენ ასეთი არაორდინალურობის უკიდურეს ხაზზე მოხვდით და წარმატება დაიჭირეთ, შეგიძლიათ ინერციიტ ისრიალოთ იმ ხაზთა გროვებზე, სადაც ახალი ბედნიერი ვითარებები მოდიან. მაგრამ თუ პირველი წარმატების შემდეგ კვლავ შავი ზოლი მოვიდა, ეს ნიშნავს, რომ დესტრუქციულმა ქანქარამ გამოგიჭირათ და წარმატების ტალღისგან მოშორებით წაგიყვანათ.
სხვადასხვა პროფესიებისთვის სხვადასხვა სიტუაციებში მრავალი მსგავსი „მაგიური“ რიტუალი არსებობს. ადამიანებს სჯერათ მათი და წარმატებით იყენებენ იმისთვის, რომ ცხოვრების წარმატებული ხაზის სიხშირეზე განეწყონ და წარმატების ტალღა გახედნონ. პრინციპში, არ აქვს მნიშვნელობა, რისი რწმენა ექნებათ ადამიანებს - რიტუალის მაგიური თვისებების, თუ სიხშირეზე განწყობის. როგორც თავად ხვდებით, მთავარია მხოლოდ პრაქტიკული შედეგი.
ავიღოთ კიდევ ერთი მაგალითი. ზოგჯერ გამყიდველები იყენებენ ერთგვარ მაგიურ რიტუალს - ფულით ეხებიან თავიანთ საქონელს. რა თქმა უნდა, თავისთავად ასეთ რიტუალს არანაირი ძალა არა აქვს, ამიტომ ამაში მაგია, როგორც ასეთი არაა. მაგრამ თუკი ვაჭარს სჯერა რიტუალის ძალის, ეს ეხმარება მას, რომ წარმატებული ვაჭრობის სიხშირეზე განეწყოს. განწყობა ქვეცნობიერ დონეზე ხდება. გონებით ადამიანი მხოლოდ გარეგნულ მხარეს აცნობიერებს: რიტუალი რაღაც აუხსნელი სახით მუშაობს. და ის მართლაც მუშაობს, მაგრამ არა თავისთავად, არამედ როგორც თეატრალური რეკვიზიტი. მთავარ როლს კი მსახიობის აზრობრივი ენერგია ასრულებს.
შედეგი კი ასეთი იქნება: როცა მომდევნო ჯერზე შეხვდებით წარმატების ტალღას, ქანქარა ვეღარ წაგიყვანთ სხვა მხარეს. ამგვარად, ბედნიერების ფრინველი თქვენს ხელში დარჩება. მისი მოზიდვისთვის კი საჭიროა, რომ თქვენს გარშემო პოზიტიური ენერგიის ტრანსლაცია მოახდინოთ. ანუ იყოთ არა მხოლოდ ცალსახად პოზიტიური მიმღები, არამედ ტრანსლატორიც. შედეგად სამყარო თქვენს გარშემო ძალიან მალე უკეთესობისკენ შეიცვლება. თქვენ ადვილად გადაინაცვლებთ ცხოვრების უფრო და უფრო წარმატებულ ხაზებზე. საბოლოო ჯამში თქვენთან წარმატების ტალღა მოვა, რომელიც აგიტაცებთ და წარმატებისკენ გაგაქროლებთ. მაგრამ არ იფიქროთ, რომ ტრანსერფინგი მხოლოდ წარმატების ტალღაზე სერფინგით შემოიფარგლება. ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯებია. შემდეგ კიდევ მრავალი საოცარი აღმოჩენა გელოდებათ.
თუკი გულმოდგინედ დააპრაქტიკებთ ასეთ ტექნიკას, დროთა განმავლობაში ძველი ჩვევა ახლით ჩანაცვლდება. მაგრამ სანამ ეს მოხდება, ქანქარები ყველანაირად ეცდებიან, რომ მოგწვდნენ. შეამჩნევთ, რომ თითქოს განზრახ, მრავალი უსიამოვნება დაგატყდათ თავს. თუკი არ დანებდებით და ისწვალით, რომ გახსოვდეთ, თქვენი გამარჯვება ძალიან შთამბეჭდავი იქნება, აი, თავად ნახავთ.
მაშინაც კი, თუ ამ თავს წაიკითხავთ და მიზნად დაისახავთ, რომ გახსოვდეთ, კვლავაც ნეგატიურად მოახდენთ რეაგირებას არასასურველზე. შემდეგ გააცნობიერებთ, რომ იმ მომენტში უბრალოდ დაგავიწყდათ და არაცნობიერად, ჩვევით მოქმედებდით. მაგრამ როგორც კი დროულად გაიხსენებთ, სიტუაცია თქვენი კონტროლის ქვეშ მოექცევა. გულში გაგეცინებათ: „აჰა, ეს შენ ხარ ქანქარავ? ახლა უკვე ასე ადვილად ვერ წამომაგებ“. თქვენ უკვე აღარ ხართ მარიონეტი, თავისუფალი ხართ, რომ ცნობიერად მიიღოთ ან გააგდოთ ქანქარა.
თავიდან ეს ძნელია, რადგანაც არასასურველზე ნეგატიურად რეაგირების ძველი ჩვევა ძალიან მყარადაა გამჯდარი. მთავარია, აუცილებელია ისწავლოთ: ყოველი სავალალო ვითარების დროს გახსოვდეთ, რომ ამ დროს ქანქარა ცდილობს თქვენს წამოგებას. როგორც კი გაიხსენეთ, შეგიძლიათ ცნობიერად გააკეთოთ არჩევანი: მისცეთ ენერგია ქანქარას იმით, რომ გამოტყორცნოთ თქვენი ნეგატიური ემოციები, თუ ხახამსრალი დატოვოთ იგი და ამით გაიმარჯვოთ.
წარუმატებლობების აღქმის ალტერნატიული საშუალებაა - გიხაროდეთ ყოველი წარუმატებლობა ან მოვლენების არასასურველი განვითარება. ყოველი წარუმაატებლობა, როგორც მინიმუმ, სასარგებლო გაკვეთილია და უფრო ძლიერსა და გამოცდილს გხდით. გიხაროდეთ თქვენი სამყაროს ნებისმიერი გამოვლინება, და იგი სამოთხედ იქცევა. ეს, რა თქმა უნდა, ქცევის ძალიან უჩვეულო მეთოდია. მაგრამ მიზანიც ხომ სრულიად უჩვეულოა - გახდეთ ჯინი, რომელიც საკუთარ სურვილებს ისრულებს. ნუთუ შესაძლებელია ამის ჩვეული მეთოდებით მიღწევა?
მიიღეთ პირდაპირ საწინააღმდეგ პოზიცია: ჯინაზე გაიხარეთ წარუმატებლობებით, იპოვეთ მათში თუნდაც მცირე სარგებელი - ეს ყოველთვის შესაძლებელია. ჭიქა ნახევრად ცარიელი კი არა, ნახევრად სავსეა. ბანალური გამოთქვა: „ყველაფერი რაც ხდება - უკეთესობისკენაა“, უნაკლოდ მუშაობს, თუკი ეს თქვენი კრედოა. აუცილებელია, ჯიუტად შეინარჩუნოთ განწყობა კარგზე და უარი თქვათ ნებისმიერი საბაბით დამწუხრებისა და აღელვების ძველ ჩვევაზე.
კარგი ამბები არც ისე გვაღელვებს და მალე გვავიწყდება. ცუდი, პირიქით, ცოცხალ რეაქციას იწვევს, რადგანაც პოტენციურ საფრთხეს შეიცავენ. ნუ შეუშვებთ ცუდ ამბებს თქვენს გულში, და შესაბამისად თქვენს ცხოვრებაშიც. ჩაიკეტეთ ცუდი და გაიხსენით კარგი ამბებისთვის. მცირე პოზიტიური ცვლილებებიც კი აუცილებლად უნდა შეამჩნიოთ და მოუფრთხილდეთ. ისინი წარმატების ტალღის მაცნენი არიან. როგორც კი გაიგეთ თუნდაც პატარა დამაიმედებელი სიახლეები, ნუ დაივიწყებთ მაშინვე, როგორც ამას მანამდე აკეთებდით, არამედ პირიქით - იფიქრეთ, განიხილეთ, ინადირეთ მათზე. იფიქრეთ ამ ახალ ამბებზე ყველა კუთხიდან, გაიხარეთ, ააწყვეთ პროგნოზები, გქონდეთ შემდგომი უკეთესობის მოლოდინი. ამგვარად წარმატების ტალღის სიხშირეზე იფიქრებთ და მის პარამეტრებზე გადაეწყობით. კარგი ამბები უფრო და უფრო მეტი იქნება, ცხოვრება კი უფრო მშვენიერი გახდება. ეს არაა მისტიკა, და არც ადამიანის თვისება - გაფილტროს ინფორმაცია, როცა პესიმისტი შავი სათვალით უყურებს სამყაროს, ოპტიმისტი კი - ვარდისფერით. ასეთია რეალობა: თქვენ გადაინაცვლებთ ცხოვრების იმ ხაზებზე, რომლებიც თქვენი აზრების ენერგიათა პარამეტრებს შეესაბამება.
გიხაროდეთ ყველაფერი, რაც მოცემულ მომენტში გაგაჩნიათ. ეს არაა ცარიელი მოწოდება, რომ აპრიორი ბედნიერი იყოთ. ზოგჯერ ვითარებები ისე ლაგდება, რომ კმაყოფილად ყოფნა ძალიან ძნელია. მაგრამ სუფთა პრაქტიკული თვალსაზრისით უკმაყოფილების გამოთქმა მომგებიანი არაა. თქვენ ხომ გინდათ, რომ ცხოვრების იმ ხაზებზე მოხვდეთ, სადაც ყველაფერი გაკმაყოფილებთ? მაგრამ როგორ მოხვდებით იქ, თუ თქვენი გამოსხივება უკმაყოფილებითაა სავსე? პირიქით, ასეთი გამოსხივების სიხშირე სწორედ იმ ხაზებს შეესაბამება, რომლებშიც ცუდად ხართ. კარგი ხაზები იმით გამოირჩევიან, რომ თქვენ იქ მოგწონთ და თქვენი აზრები სიხარულითა და კმაყოფილებითაა აღსავსე.