მაშინაც კი, თუ ამ თავს წაიკითხავთ და მიზნად დაისახავთ, რომ გახსოვდეთ, კვლავაც ნეგატიურად მოახდენთ რეაგირებას არასასურველზე. შემდეგ გააცნობიერებთ, რომ იმ მომენტში უბრალოდ დაგავიწყდათ და არაცნობიერად, ჩვევით მოქმედებდით. მაგრამ როგორც კი დროულად გაიხსენებთ, სიტუაცია თქვენი კონტროლის ქვეშ მოექცევა. გულში გაგეცინებათ: „აჰა, ეს შენ ხარ ქანქარავ? ახლა უკვე ასე ადვილად ვერ წამომაგებ“. თქვენ უკვე აღარ ხართ მარიონეტი, თავისუფალი ხართ, რომ ცნობიერად მიიღოთ ან გააგდოთ ქანქარა.