ნებისმიერი ქანქარას მთავარი და ერთადერთი მიზანი მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ მიმდევრებისგან ენერგია აიღოს. თუ ენერგია არ მიეწოდება, ქანქარა ჩერდება.
ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ დარჩეთ თავისუფალნი და აირჩიოთ ცხოვრბეის ის ხაზები, რომლებშიც ნამდვილი წარმატება და ბედნიერება გელით - პირადად თქვენთვის. სირთულე იმაში მდგომარეობს, როგორ იპოვოთ მრავალ ქანქარას შორის საკუთარი.
მაგალითად, ბავშვები, რომლებსაც ყველაფერი უხვად აქვთ, მოიწყენენ ხოლმე იმიტომ, რომ „სასურველი აღარაფერი რჩებათ“. ისინი თავადაც იტანჯებიან და სხვებსაც აწუხებენ თავიანთი კაპრიზებით. ადამიანი ისეა მოწყობილი, რომ ყოველთვის სჭირდება - ისწრაფვოდეს რაღაცისკენ.
თუმცაღა მალე აღმოაჩენთ, რომ ამას მედლის მეორე მხარეც აქვს. თუკი მანამდე მოვლენების ცენტრში იყავით, ახლა ისინი გვერდზე ჩაგივლიან. გარშემომყოფებისთვის უკვე აღარ იქნებით უწინდებურად მნიშვნელოვანი, ისინი უფრო და უფრო ნაკლებად მოგაქცევენ ყურადღებას. საზრუნავები შემცირდა, მაგრამ ახალი სურვილებიც არ მოდიან. გარესამყაროს ზეწოლა სუსტდება, მაგრამ განსაკუთრებული დივიდენდები ამას არ მოაქვს. პრობლემების რაოდენობა გიმიცირდებათ, მაგრამ ამასთან მიღწევებიც მცირდება.
ეს მეთოდი ნამდვილად მუშაობს, თუკი მოახერხებთ ქანქარასგან განთავისუფლებას და „საკუთარი თავის მიქირავებას“. თუმცაღა ამის თქმა უფრო ადვილია, ვიდრე გაკეთება. შემდგომში, ამ წიგნიდან გააიგებთ ახალ საიდუმლოებებს, თუ როგორ კეთდება ეს. ეს ხომ მხოლოდ დასაწყისია. და არ გეჩვენებათ, რომ მე ტვითონ ჩაგკიდეთ ხელი და ლაბირინთში მიმყავხართ? მართალია, დარჩით თავისუფალი მათგანაც კი, ვინც თქვენი თავისუფლების შესახებ გიყვებათ.
თუ გჭირდებათ რაიმე ისეთი ამოცანის გადაჭრა, სადაც ფიქრია საჭირო, მაშინვე ლოგიკურ მსჯელობაში ნუ გადავარდებით. თქვენი ქვეცნობიერი პირდაპირაა დაკავშირებული ინფორმაციულ ველთან. იქ უკვე დევს ნებისმიერი ამოცანის გადაწყვეტა. ამიტომ თავიდან მოდუნდით, განაგდეთ მცირე შიში და მღელვარებაც კი ამ საკითხზე. თქვენ ხომ იცით, რომ პრობლემის გადაწყვეტა არსებობს. გაუშვით საკუთარი თავი, გააჩერეთ აზრთა დინება, ჭვრიტეთ სიცარიელე. ფრიად სავარაუდოა, რომ გადაწყვეტა მაშინვე მოვა, ტანაც ძალიან მარტივი. თუ არ გამოგივიდათ, არ იდარდოთ და ჩართეთ აზროვნების აპარატი. სხვა დროს გამოგივათ. მსგავსი პრაქტიკა კარგად ანვითარებს ინტუიტიურ ცოდნასთან წვდომის უნარს. მხოლოდ ისაა საჭირო, რომ ჩვევად აციოთ ეს.
ასეთი რბილი მაანევრის ტექნიკა იმაში მდგომარეობს, რომ ქანქარას პირველ შემოტევაზე თქვენ თანხმობით პასუხობთ, შემდეგ კი დიპლომატიურად იხევთ უკან, ან თავსმოხვევის გარეშე მიმართავთ მის მოძრაობას თქვენთვის საჭირო მიმართულებით.
თუკი ვიღაც თავს გაბეზრებთ, გამოიყენეთ მასზე დესტრუქციული ქანქარას მოდელი. თუკი ვერ აქრობთ მას, მაშინ უბრალოდ არ უპასუხოთ პროვოკაციას - იგნორირება გაუკეთეთ. იგი თავს არ დაგანებებთ მანამ, სანამ ენერგიის მიცემას არ შეწყვეტთ. ენერგიას კი შეიძლება აძლევდეთ როგორც პირდაპირ, კონფლიქტში შესვლით, ასევე ირიბად, ჩუმი სიძულვილით. შეწყვიტო ენერგიის მიცემა - ნიშნავს, საერთოდ არ იფიქრო მასზე, თავიდან ამოიგდოთ. უბრალოდ უთხარით საკუთარ თავს: „ჯანდაბას მაგის თავი!“ და ისიც წავა თქვენი ცხოვრებიდან.
თუკი ვიღაც თავს გაბეზრებთ, გამოიყენეთ მასზე დესტრუქციული ქანქარას მოდელი. თუკი ვერ აქრობთ მას, მაშინ უბრალოდ არ უპასუხოთ პროვოკაციას - იგნორირება გაუკეთეთ. იგი თავს არ დაგანებებთ მანამ, სანამ ენერგიის მიცემას არ შეწყვეტთ. ენერგიას კი შეიძლება აძლევდეთ როგორც პირდაპირ, კონფლიქტში შესვლით, ასევე ირიბად, ჩუმი სიძულვილით. შეწყვიტო ენერგიის მიცემა - ნიშნავს, საერთოდ არ იფიქრო მასზე, თავიდან ამოიგდოთ. უბრალოდ უთხარით საკუთარ თავს: „ჯანდაბას მაგის თავი!“ და ისიც წავა თქვენი ცხოვრებიდან.
ერთ სკოლაში, დაწყებით კლასში, სწავლობდა ბიჭი, რომელსაც ძალიან უყვარდა ყველას გაღიზიანება. მას პასუხობდნენ, ზოგი სიტყვებით, ზოგი საქმით, ის კი ყველა შემთხვევაში სიამოვნებას იღებდა ამისგან. ყველას „შეუჭამა“ ტვინი და არ იცოდნენ როგორ მოეშორებინათ თავიდან. მაგრამ კლასში იყო გოგონა, რომელსაც იგი არ ეხებოდა. არა, ის არ განიცდიდა მის მიმართ სიმპათიას, მაგრამ არც თავს აბეზრებდა. მასწავლებელი ვერ ხვდებოდა, რატომ ხდებოდა ასე. როგორც აღმოჩნდა, გოგონაა არანაირ ყურადღებას არ აქცევდა აბეზარას. მისთვის იგი უბ რალოდ არ არსებობდა. სხვა ბავშები ყოველთვის ადეკვატურად რეაგირებდნენ მის გამოხტომებზე, პასუხობდნენ პროვოკაციებზე, სხვა სიტყვებით, ენერგიას ასხივენდნენ ქანქარას სიხშირეზე. ასე, უნებურად, ბავშვები ამ პროვოკატორის მიმდევრები გახდნენ, ის კი მათ ენერგიაში ბანაობდა. მიმდევრაბი ამ შემთხვევაში არ წარმოადგენენ პატივისმცემელებს. ქანქარასთვის სულერთია, უყვართ თუ არა იგი. მთავარია - ენერგიას აძლევენ.
ყველაზე უხეში მაგალითი: ავი და მყეფარი ძაღლი აგეკიდათ. თუ შებრუნდებით, უფრო ხმამაღლა დაიწყებს ყეფას. თუ სერიოზულად მიიღეთ და „საქმეებს გაურჩევთ“, კიდევ დიდხანს გამოგეკიდებათ, მისი მიზანი ხომ სწორედ ისაა, რომ იპოვოს ვინმე, ვისთანაც სკანდალს მოაწყობს. მაგრამ თუ იგნორირება გაუკეთეთ, იგი სხვა ობიექტზე გადაერთვება. და თავშიც კი არ მოუვა, რომ ნაწყენი დარჩეს თქვენზე იმის გამო, რომ ყურადღება არ მიაქციეთ. იგი ძალზეა შეპყრობილი თავისი მიზნით - მიიღოს ენერგია, და სხვა რამეზე ვერ ფიქრობს. თუ ძაღლს აბეზარი ადამიანით ჩავანაცვლებთ, მოცემული მოდელი ზუსტად ასევე იმუშავებს.
ქანქარას მთავარი ამოცანაა - მიიზიდოს რაც შეიძლება მეტი მიმდევარი და ენერგია აიღოს მათგან. თუკი იგნორირებას გაუკეთებთ ქანქარას, იგი თავს დაგანებებთ და სხვებზე გადაერთვება, რადგანაც ის მხოლოდ მათზე მოქმედებს, ვინც მის თამაშს ღებულობს, ანუ მის სიხშირეზე იწყებს გამოსხივებას.