საჭიროა, შევინარჩუნოთ ჩვენში ზეიმის ცეცხლი, მოვუფრთხილდეთ ამ შეგრძნებას; დავაკვირდეთ იმას, თუ როგორ იცვლება სიცოცხლე უკეთესობისკენ; მოვეჭიდოთ სიხარულის ნებისმიერ თივის ღეროს; ვეძებოთ ყველაფერში სასიკეთო ნიშნები. ეს, ყოველ შემთხვევაში, მოსაწყენი მაინც არაა. საჭიროა გვახსოვდეს ყოველ წამს, რომ ტრანსსერფინგით ხართ დაკავებული, ცნობიერად მიდიხართ თქვენი მიზნისკენ, და შესაბამისად - მართავთ თქვენს ბედს. მხოლოდ ესეც კი სიმშვიდეს, თავდაჯერებულობას და სიხარულს გაძლევთ, და შესაბამისად, ზეიმი ყოველთვის თქვენთანაა. . როცა ზეიმის მდგომარეობა ჩვეული გახდება, მაშინ გამუდმებით იქნებით წარმატების ტალღის ქიმზე.
აი, იგრძენით შთაგონება და სიხარული. მაგრამ შემდეგ კვლავ ჩაგითრიათ ყოველდღიურმა რუტინამ. ზეიმი მიდის, და სამუშაო დღეები იწყება. როგორ უნდა შეინარჩუნოთ საკუთარ თავში ზეიმის მდგომარეობა? პირველ რიგში გახსოვდეთ იგი. ჩვენ მიჩვეულები ვაართ, რომ დღეების ერთფეროვნებაში ჩავიძიროთ და გვავიწყდება რაღაც კარგი. ცუდი ჩვევაა - დავიწყება. და დავიწყებას სწორედ ქანქარები გვაიძულებენ.
იმის ნაცვლად, რომ დესტრუქციული ქანქარების თამაშები მიიღოთ, ეძებეთ ქანქარები, რომელთა თამაშებიც თქვენთვის სასარგებლო იქნება. ეს ნიშნავს: გამოიმუშავოთ ჩვევა - ყურადღება მიაქციოთ ყველაფერ კარგს, პოზიტიურს. როგორც კი დაინახეთ, წაიკითხეთ ან მოისმინეთ რაიმე კარგი, სასიამოვნო, დამაიმედებელი - დააფიქსირეთ ეს თქვენს აზრებში და გაიხარეთ. წარმოიდგინეთ, რომ ტყეში მიდიხართ: იქ არის ლამაზი და სასიამოვნო ყვავილებიც და შხამიანი და ეკლიანიც. რას აირჩევთ? თუ ანწლის ყვავილებს მოკრეფთ, სახლში მიიტანთ და ვაზაში ჩადებთ, მალე თავი აგტკივდებათ. რაში გჭირდებათ ეს? ასევე საზიანოა რეაგირება დესტრუქციულ ქანქარებზე. ჯობია ჟასმინის ყვავილი მოწყვიტოთ და დატკბეთ მისი არომატით. შეუშვით საკუთარ თავში ყველაფერი პოზიტიური და მაშინ თქვენს გზაზე უფრო მეტი კარგი სიახლე და შესაძლებლობა შეგხვდებათ
დაე, არ მოგწონდეთ სახლი, მაგრამ მადლიერი მაინც უნდა იყოთ იმისთვის, რომ შეგიფარათ. ქუჩაში ქარი ქრის, წვიმა მოდის. სახლი ამ ყველაფერს თავის თავზე იღებს, თქვენ კი გიცავთ და გათბობთ. ნუთუ ამით მაინც არ იმსახურებს მადლიერებას? თუკი ახლა ხართ მადლიერი იმისთვის, რაც გაგაჩნიათ, თუკი სიყვარულს განიცდით ყველა საგნის მიმართ, რომლებიც თქვენს გარშემოა და არსებობაში გეხმარებათ, ამით თქვენ პოზიტიურ ენერგიას ასხივებთ. მაშინ, თუკი მოინდომებთ სრული იმედი შეგიძლიათ გქონდეთ იმისა, რომ თქვენი პირობები გაუმჯობესდება. და როდესაც სხვაგან გადახვალთ, აუცილებლად გადაუხადეთ მადლობა ყველაფერს, რაც თქვენს გარშემო მანამდე იყო. ის საგნებიც კი, რომლებსაც ყრით, მადლიერებას იმსახურებენ. ასეთ მომენტებში სამყაროში პოზიტიურ რხევებს ასხივებთ, და ისინი აუცილებლად დაგიბრუნდებიან.
ყოველ ჯერზე, როცა თქვენი გონება არაფერი განსაკუთრებულით არაა დაკავებული, მაგალითად ტრანპორტში, სეირნობისას ან ისეთი სამუშაოს დროს, რომელიც ყურადღების კონცენტრაციას არ მოითხოვს - ჩართეთ საკუთარ თავში პოზიტიური აზრები. არ იფიქროთ იმაზე, თუ რის მიღწევა ვერ შეძელით - იფიქრეთ იმაზე, რას გინდათ მიაღწიოთ, და მიიღებთ ამას.
ადამიანს მართლაც აქვთ თავისუფლება, რომ წარმატება და იღბალი აირჩიონ. და ამავდროულად, თავისუფლები არ არიან ქანქარებისგან, რომლებსაც წარმატების ტალღისგან შორს მიჰყავთ ისინი. ჩვენ კვლავ ვუბრუნდებით წინა თემას. იმისთვის, რომ არჩევანის თავისუფლება მოვიპოვოთ, აუცილებელია უარი ვთქვათ დამოკიდებულებაზე. ჩვენ იმის უფლებაც გვაქვს, რომ ჩვენთვის უცხო ქანქარებისს ზეგავლენაზე უარი ვთქვათ. მხოლოდ იმის გარკვევაღა გვრჩება, როგორ ავიღოთ ეს უფლებები.
ტალღა არაა თქვენით დაინტერესებული, ამიტომ მისი დაკარგვა იოლია - გვერდზე ჩაგივლით და აღარ დაბრუნდება. აქედან გაჩნდა საყოველთაო რწმენა იმის შესახებ, რომ ბედნიერების ფრინველის დაჭერა ძნელია. სინამდვილეში ტქვენ არ გჭირდებათ ძალისხმევა იმისთვის, რომ წარმატების ტალღა გახედნოთ. ეს მხოლოდ თქვენი არჩევანის საკითხია. თუკი იღებთ მას თქვენს ცხოვრებაში, იგი თქვენთანაა. ხოლო თუ ექვემდებარებიტ დესტრუქციული ქანქარას ზემოქმედებას და მისი ნეგატიური ენერგიით იმსჭვალებით, წარმატების ტალღას გვერდზე ჩაუვლით. ადამიანები სულ ასე იქცევიან: „როცა აქვთ, არ ინახავენ, როცა კარგავენ - ტირიან“. ბედნიერების ფრინველი სულაც არაა წინააღმდეგი, რომ საკენკი თქვენი ხელიდან აკენკოს. მისი დაჭერა არაა საჭირო. სრულიად საკმარისია, რომ უბრალოდ არ გააგდოთ.
წარმატების ტალღამ საკუთარი თავის შესახებ შესაძლოა კარგი ამბების სახით გვამცნოს. მას ინფორმაცია ცხოვრების სხვა ხაზებიდან მოაქვს. ეს აღიქმება, როგორც სასიკეთო ამბები. ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ ამ ბაწარს ჩავეჭიდოთ და გავიყვანოთ საკუთარი თავი იმ ხაზებზე, საიდანაც კარგი ამბები მოვიდა. იქ იქნება არა უბრალოდ ამბები, არამედ წარმაატებული მდგომარეობები.
წარმატების ტალღას ბედნიერება მოაქვს და ამასთან ენერგიას არ გართმევთ. იგი შეიძლება შევადაროთ ზღვის ტალღას, რომელიც ტალღაზე გამოაგდებს ხოლმე ძალებგამოცლილ მცურავს. წარმატების ტალღას ცხოვრების ბედნიერ ხაზებზე გადაყავხართ. მას, ისევე როგორც ქანქარას, არანაირი საქმე არ აქვს თქვენს ბედთან, მაგრამ თქვენი ენერგიაც არ სჭირდება. გინდათ? - დაწექით მასზე და იცურეთ, არ გინდათ? - იგი ყოველგვარი სინანულის გარეშე ჩაგივლით გვერდზე. წარმატების ტალღა დროებითი წარმონაქმნია, იგი არ იტაცებს სხვის ენერგიას, ამიტომ საბოლოო ჯამში ქრება, მსგავსად ზღვის ტალღებისა, რომლებიც ნაპირს ეხეთქებიან.
ვარიანტთა სივრცეში ყველაფერია, და მათ შორის ასეთი ოქროს საბადოებიც. თუკი თქვენ ასეთი არაორდინალურობის უკიდურეს ხაზზე მოხვდით და წარმატება დაიჭირეთ, შეგიძლიათ ინერციიტ ისრიალოთ იმ ხაზთა გროვებზე, სადაც ახალი ბედნიერი ვითარებები მოდიან. მაგრამ თუ პირველი წარმატების შემდეგ კვლავ შავი ზოლი მოვიდა, ეს ნიშნავს, რომ დესტრუქციულმა ქანქარამ გამოგიჭირათ და წარმატების ტალღისგან მოშორებით წაგიყვანათ.
კითხვა შეიძლება სხვანაირადაც დავსვათ: არსებობენ თუ არა ენერგეტიკული სტრუქტურები, რომლებსაც თქვენი ენერგია არ სჭირდებათ? როგორც აღმოჩნდა, არსებობენ. ერთ-ერთი მათგანია - წარმატებისს ტალღა, ანუ ვითარებათა სასიკეთო მიმდინარეობა პირადად თქვენთვის. ყოველ ადამიანს თავისი წარმატების ტალღები აქვს. ხშირად ასე ხდება: რაღაცაში გაგიმაართლებს, შემდეგ კი ამას მოსდევს სხვა სასიამოვნო მოულოდნელობების მთელი კასკადი. თითქოს ცხოვრებაში თეთრი ზოლის პერიოდი დადგა. ასეთი კასკადი იშვიათად ხდება, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირველმა წარმატებამ გაგახარათ და ამაღლებული განწყობა შეგიქმნათ.
მაგალითად, ძნელია იმის წარმოდგენა, რომ პლიაჟის ფრენბურთის კლუბი „მორჟების“ წინააღმდეგ ამხედრდეს. და თანაც, პლიაჟის ფრენბურთის კლუბის წევრობა ცხოვრებას ვერ დაგინგრევთ. მაგრამ ეს ქანქარაც იკვებება მიმდევრების ენერგიით, და თუ მათ ეს საქმიანობა მობეზრდებათ, კლუბი მოკვდება. მაგრაამ ეს არაფერია კრიმინალურ დაჯგუფებაში ყოფნასთან შედარებით, სადაც შესაძლოა თავისუფლება დდა სიცოცხლეც კი წაგართვან.

☀️ ტრენინგს გავუძღვება მამუკა გურული - სულისმეცნიერი, მენტორი, არაცნობიერის მკვლევარი და magma.ge-ს დამფუძნებელი.
☀️ ტრენინგი დაიწყება 1 თებერვალს და გაგრძელდება 108 დღის განმავლობაში. გექნებათ პროგრამა თავისი რეჟიმით, პრაქტიკებით და კვებითი რეკომენდაციებით (მათ შორის დეტოქს პროგრამით), რომელთაგანაც ნაწილი იქნება მუდმივი (ამ 108 დღის განმავლობაში) ნაწილი კი განახლდება (დაემატება ახალი დავალებები). განსაკუთრებულ შემთხვევებში (ჯანმრთელობიდან ან სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე) მოგეცემათ ინდივიდუალური რეკომენდაციები.
☀️ ონლაინ შეხვედრები ჩატარდება Zoom-ის ფორმატში, კვირაში ორი დღე: ხუთშაბათი და კვირა. დილით 8:00 (40-60 წუთი) და საღამოს 21:00 (საათ-ნახევრიდან 3 საათამდე).
☀️ ჩანაწერები ფეისბუქ-ჯგუფში შეინახება და თუ გაცდენა მოგიწევთ, მოგვიანებით ნახავთ (სასურველია ლაივების 50% მაინც დაესწროთ) და უკუკავშირი პირადად გექნებათ ჩემთან.
☀️ ბონუსად წინასწარ გამოგეგზავნებათ მაგმას ყველა PDF წიგნი (დაახლოებით 500 ლარის ღირებულების).
☀️ თემები და საკითხები, რომლებსაც გავივლით:
✨ ალბერტო ვილოლდოს სისტემა მისი წიგნის მიხედვით - „შექმენი ახალი სხეული“ (ნეირომეცნიერების და შამანიზმის სინთეზი);
✨ გურჯიევის სისტემა (თეორია და პრაქტიკა);
✨ ოშოს მედიტაციები და პრაქტიკები;
✨ თამაშის ალქიმია - ჰომო ლუდენს - ანუ მოთამაშე ადამიანის პრინციპი - როლი, მსახიობი, მაყურებელი;
✨ ვილჰელმ რაიხის სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის პრინციპები;
✨ ვექტორული ფსიქოლოგია - არაცნობიერი მოტივაციების საუკეთესო გზამკვლევი (რამდენიმე ლაივი);
✨ იუნგიანური ფსიქოლოგია - თეორიული და პრაქტიკული ლაივები (რამდენიმე ლაივი);
✨ ლირი-ვილსონის წრედების სისტემა;
ტაროს არქეტიპები (გმირის გზა ტაროს მაღალი არკანების მიხედვით);
✨ შამანური ფსიქოლოგია (ამაზონიის შამანების და ჰავაელი შამანების მიხედვით);
✨ რეალობის ტრანსერფინგის ძირითადი პრინციპები;
ჩაკრების სისტემა;
✨ აიურვედას (ვედური მედიცინის) ძირითადი პრინციპები;
✨ სამყარო და ადამიანი ჩენელინგების მიხედვით (თანამედროვე ეზოთერია);
☀️ დილის ლაივებში ძირითადად გვექნება სხვადასხვა მედიტაციები, ვიზუალიზაციები და ტექნიკები.
☀️ ჯგუფის დინამიკიდან გამომდინარე შესაძლოა იყოს გარკვეული ცვლილებები, ან რაიმე თემა დაემატოს.
☀️ ყოველდღიურად დაიდება სარეპორტო პოსტები სამოტივაციო ან შემეცნებითი ტექსტებით. ასევე დავალებად გექნებათ კვირაში 1 ან 2 ფილმის ნახვა (ხელოვნება საუკეთესო მასწავლებელია).
☀️ ეს ტრენინგი გახლავთ როგორც ტრანსფორმაციული, ასევე სასწავლო-შემეცნებითი. თქვენ მოგეცემათ ის გასაღებები და ტექნოლოგიები, რომლებსაც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე თანდათან გამოიყენებთ. ჩამოთვლილი სისტემებიდან რაღაც უფრო ახლოს იქნება თქვენთან, რაღაც ნაკლებად, და ამის მიხედვით აირჩევთ თქვენი განვითარების გზას. ჩემი ამოცანაა - არსობრივად გაგაცნოთ ეს სისტემები.
☀️ ჩემი მთავარი მიზანია - გაგაცნოთ თქვენი არაცნობიერის ის პროგრამები და მექანიზმები, რომლებიც თქვენი არსებობის და ცხოვრების 99%-ს მართავენ, და მოგცეთ ტექნოლოგიები მათ გადასაპროგრამებლად.
☀️ ასევე ვეცდებით ვიპოვოთ საერთო სხვადასხვა სისტემებს შორის და დავაკავშიროთ ისინი ჩვენთვის სასურველი შედეგის მისაღებად.
☀️ არსებობს სხვადასხვა ფაქტორები (მაგალითად დროის შეზღუდულობა), რის გამოც შესაძლოა იდეალურად ვერ მოახერხოთ ამ მანდალას გავლა, მაგრამ რა პროცენტითაც მოახერხებთ, შესაბამისი შედეგი გექნებათ, და რაც მთვარია, ეს მასალები თქვენთან დარჩება და ყოველთვის შეგეძლებათ გააგრძელოთ ან ხელახლა გაიაროთ ეს მარათონი, ან გაითვალისწინოთ მასში მოცემული რეკომენდაციები. და ამ ტრენინგის დროს გაიგებთ, როგორ გამოათავისუფლოთ მეტი დრო საკუთარი განვითარებისთვის.
☀️ თუ ჩათვლით, რომ ამ ეტაპზე არ ხართ მზად, შეგიძლიათ მხოლოდ შემეცნებითი ნაწილი გაიაროთ და თეორიაზე გააკეთოთ აქცენტი, პრაქტიკული მხარე კი მაშინ დაიწყოთ, როცა მზად იქნებით.
☀️ თქვენი ჩართულობიდან გამომდინარე ინდივიდუალური კონტაქტი მექნება ჯგუფის ყოველ მონაწილესთან (ვოისებით).
☀️ ასევე ტრენინგი მოიცავს ერთ ონლაინ-კონსულტაციას ჯგუფის ყოველ წევრთან (1 საათის ხანგრძლივობის).
☀️ ექსკლუზიურად მზის მანდალასთვის ჯგუფურ ბიოენერგეტიკულ ონლაინ დიაგნოსტიკას (თავისუფალი ნახატით) ჩაატარებს თათა ნაგუალ არაბული - ანთროპოსოფიული არტ თერაპიის სპეციალისტი, სოც-თერაპევტი, ბიოენერგეტიკოსი და მრჩეველი.
☀️ ასეთი ხანგრძლივობის მანდალა მინიმუმ 2-3 წელი აღარ ჩატარდება (წინა „მზის მანდალა“ 3 წლის წინ ჩატარდა და მისი ჩანაწერების შეძენა ახლაც შეგიძლიათ ძალიან კარგ ფასად). ამ მანდალას ჩანაწერები არ გაიყიდება.
🍀 + დამატებით მათთვის, ვინც ჩვენი რომელიმე ონლაინ-ტრენინგი გაიარა, ან ყველა წიგნი შეიძინა, იმოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება.
🍀 შესაძლებელია თანხის სამ ნაწილად გაყოფაც.
⭕️ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. მიღება მოხდება წინასწარი გასაუბრების საფუძველზე.
📩 რეგისტრაციისთვის და სხვა დეტალებისთვის მოგვწერეთ ჩვენს ფეისბუქ-გვერდზე, ან მეილზე: mamuka.guruli@gmail.com