დაე, არ მოგწონდეთ სახლი, მაგრამ მადლიერი მაინც უნდა იყოთ იმისთვის, რომ შეგიფარათ. ქუჩაში ქარი ქრის, წვიმა მოდის. სახლი ამ ყველაფერს თავის თავზე იღებს, თქვენ კი გიცავთ და გათბობთ. ნუთუ ამით მაინც არ იმსახურებს მადლიერებას? თუკი ახლა ხართ მადლიერი იმისთვის, რაც გაგაჩნიათ, თუკი სიყვარულს განიცდით ყველა საგნის მიმართ, რომლებიც თქვენს გარშემოა და არსებობაში გეხმარებათ, ამით თქვენ პოზიტიურ ენერგიას ასხივებთ. მაშინ, თუკი მოინდომებთ სრული იმედი შეგიძლიათ გქონდეთ იმისა, რომ თქვენი პირობები გაუმჯობესდება. და როდესაც სხვაგან გადახვალთ, აუცილებლად გადაუხადეთ მადლობა ყველაფერს, რაც თქვენს გარშემო მანამდე იყო. ის საგნებიც კი, რომლებსაც ყრით, მადლიერებას იმსახურებენ. ასეთ მომენტებში სამყაროში პოზიტიურ რხევებს ასხივებთ, და ისინი აუცილებლად დაგიბრუნდებიან.