ცეცხლის ელემენტს მიაწერეთ აქტივობა, ენთუზიაზმი, სიმტკიცე (firmness), გამბედაობა, გულადობა. ჰაერის ელემენტს — გულმოდგინება, ბეჯითობა, სიხარული, სიმარჯვე, გულკეთილობა, გატაცება, გულისთქმა (lust), ოპტიმიზმი. წყლის ელემენტს — თავმდაბლობა, მორიდებულობა, თავშეკავება, გზნება, აღფრთოვანება, თანაგრძნობა, სიმშვიდე, სინაზე, მიმტევებლობა. ხოლო მიწის ელემენტს — პატიოსნება, პუნქტუალურობა, პასუხისმგებლობის გრძნობა, გამძლეობა, სიმყარე, კეთილსინდისიერება, საფუძვლიანობა, ზედმიწევნითობა, სიდინჯე, წინდახედულობა.
ასე მაგალითად, ცეცხლის ელემენტს მიეწერება უეცარი რისხვა, ეჭვიანობა, სიძულვილი, შურისძიება. ჰაერის ელემენტს — ქარაფშუტობა, ტრაბახი, ჭორაობა, ლაყბობა, ამაოდმეტყველება, მფლანგველობა. წყლის ელემენტს — ინდიფერენტულობა, ფლეგმა, გულის სისასტიკე, ფრიგიდულობა, გულცივობა, სიზარმაცე, მლიქვნელობა, პირმოთნეობა, დაუდევრობა, ზედმეტად მორცხვობა, ამპარტავნობა, უტიფრობა, არამდგრადობა, მერყეობა. და ბოლოს, მიწის ელემენტს — სიზარმაცე, უსინდისობა, სევდა (მელანქოლია), არარეგულარულობა, ადვილად განაწყენება, ანომალიურობა, სიჩლუნგე, მძიმე ხასიათი