არმაზის ხმალი

Admin
ხელოვნება
4.5
1

ავტორი: მალხაზ ჯიქურაული

  იყო და არც იყო და რაც იყო ისიც დროთა განმავლობაში ფერფლად იქცა, მაგრამ ფერფლისგან შეკრებილმა ამბავმა იმდენი ქნა: გაერთიანდა, გამკვრივდა და ჩვენამდე მაინც მოაღწია.

  იქ სადაც უკვდავი მდინარეები მტკვარი და არაგვი ერთმანეთს უერთდება, ერთ კალაპოტში ჯდება და ერთმანეთს ქვეყნის ამბებს უზიარებს. იქ სადაც ორმა მდინარის ღმერთმა შეძლო დამეგობრება და სამარადჟამო ძმობის შეფიცვა. იქ სადაც მრავალი საბატონო თუ სამეფო განიცდიდა, ნგრევას თუ აღზევებას, ერთი უჩვეულო ამბავი მოხდა.

  მრავალი საუკუნეების წინ, როცა დედამიწას ღმერთის რჩეული შვილები განაგებდნენ და ბოროტებამაც თითქოს და სამუდამოდ დაყარა ფარხმალი, მცხეთის კარიბჭის დამცავ კოშკურაზე განგაშის ზარის ხმა გაისმა.

- ურჯულოები!, ურჯულოები! – გაჰკიოდა გუშაგი. მან ვერც კი გაარკვია მახინჯი მტრის ვინაობა. რომლებიც მოუსავლეთიდან მოსულიყვნენ და გზად ყველაფერს ანადგურებდნენ. მათ შავ გულებში დაგროვილ 1000 წლის ბოღმას და ჯავრს ყველაზე და ყველაფერზე იყრიდნენ. ორმეტრიანი ცივი მზერის და რკინის აბჯრებში გამოწყობილი და მახინჯი მეომრები, ბოროტი არსების ,,ტაროსის” მარიონეტებად ქცეულიყვნენ. ასი ათასობით მეომარი სხვადასხვა მიმართულებით გაბნეულიყო და ქვეყანას წალეკვით ემუქრებოდა.

  მოუსავლეთის ბრძანებელს ტაროს გაერღვია ჩაკეტილი წრე, რომელიც დამცავ ბარიერად აღმართულიყო დედამიწასა და მოუსავლეთს შორის. (მოუსავლეთი მდებარეობდა დედამიწის გულში, სადაც სინათლის ერთადერთ წყაროს გამდნარი მაგმა წარმოადგენდა, სადაც ვულკანური წყლები დუღდა და გადადუღდა, სადაც ცოდვილებს, კაცის მკვლელებს და ეშმაკის ნაშიერებს მოუყრიათ თავი. ტაროსის დედამიწაზე გამოჩენის მიზეზი კი სულ სხვა იყო. მას განზრახული ჰქონდა 300 სკიპტრის ხელში ჩაგდება რომლებიც ღმერთის რჩეულებს ეკუთვნოდათ. თვითოეული სკიპტრა სხვადასხვა ძალის მატარებელი იყო და მის მფლობელს ძლევამოსილს და უკვდავს ხდიდა. სამასივეს მფლობელი კი ღმერთის ტოლი და სწორი შეიქმნებოდა. სწორედ ამ მეთოდით აპირებდა ტაროსი ღმერთთან შერკინებას და მცხეთაში მისი ჯარის გამოჩენაც ამით იყო განპირობებული. ის ეძებდა არმაზის სკიპტრას, რომლის ადგილსამყოფელიც მისი აზრით ყველა მცხეთელმა იცოდა. მით უმეტეს მცხეთის მეფეს უნდა სცოდნოდა. ან კიდევ არმაზის მეგობრებს, რომლებიც ოდიდგან ხალხის სადარაჯოზე იდგნენ. რომლებიც არმაზის მითითებით საუკუნოვან ძილს მისცემოდნენ. 

  ტაროსმა მიუწვდომელ ადგილად მყინვარის ჩრდილოეთ ნაწილი მიიჩნია და მრავალი ტყვესა თუ მონის საშუალებით ციხე კოშკი დადგა, კლდეები შავი ძაძებით შემოსა და შავი მურით შეღება. საბრძანებლად დიდი დარბაზი აირჩია, სადაც დიდ სიმდიდრეს მოუყარა თავი. საბატონო ტახტი ეგვიპტელ ოსტატებს ააწყობინა, სახელურები და მისაყუდებლები ადამიანის თავის ქალებით შეალამაზა და სწორედ ამ ტახტიდან განაგებდა მეომართა მოქმედებას. მას არამარტო მფრინავი გველეშაპები და შავი აჩრდილები ემორჩილებოდნენ: ყვლა მკითხავი, ყველა მჩხიბავი, ყველა კუდიანი, ვამპირი თუ მაქცია, სიკვდილით დასჯილი თუ ზომბად ქცეული ადამიანი მის თვალებს კი შავი ყორნები წარმოადგენდნენ. მათი მეშვეობით იგებდა ქვეყნის ამბებს, სკიპტრების ადგილსამყოფელს თუ ბრძოლის ვითარებას.

- დახოცეთ, აიკელით, გაანადგურეთ, გაძარცვეთ, გააუპატიურეთ, ჩამოახრჩვეთ! - ასეთ და ამგვარ ბრძანებებს გასცემდა სისასტიკით გამორჩეულ სარდლებს.

  შემოდგომის ბოლო დღეებს დედამიწა ოქროს ფრად შეემოსა. ვენახებში ქარვისფრად ანთებული მტევნები გლეხის მარჯვენას ელოდა. ფართოდ გაეშალათ დახუნძლული ტოტები ვაშლის და კარალიოკის ხეებს. მაგრამ ეს სიმყუდროვე მოჩვენებითი აღმოჩნდა მშვიდობიანი მოსახლეობისათვის, რომლებსაც თავზე დიდი უბედურება დაატყდათ. ათასობით დატყვევებული, მშიერ მწყურვალი, სულს შავი ციხე კოშკის გალავნის მშენებლობაზე განუტევებდნენ. საბოლოო განსასვენებელსაც ხომ გალავნის უშველებელ კედელში პოულობდნენ.

  დაწიოკებული ხალხი მცხეთის მეფის სასახლის გალავნის კარს მისწყდომოდა და შველას ითხოვდა. იმდენად სწრაფი და მოულოდნელი გამოდგა მტრის გამოჩენა, რომ ხალხმა იარაღის ასხმაც ვერ მოასწრო. სიმინდისა და ხეხილის ბაღები წითლად შეიღება. ურჯულოები კალიასავით მოსდებოდნენ მცხეთის მიდამოებს. ვერსად გაიქცეოდი, ვერსად დაიმალებოდი, ბავშვების ყვირილი ცას სწვდებოდა. მეფემ მცირე რაზმით კარიბჭესთან მიირბინა. კოშკურიდან გადახედა შეშინებულ ხალხს და ასე დაუყვირა: რას შეშინებულხართ იარაღი აისხით და ისე გამოცხადდით მეფესთანო.

- გვიშველეთ მეფეო, სახლები გადაგვიწვეს, ცოლ-შვილი დაგვიხოცეს. - ხალხის გმინვა არ წყდებოდა. ის იყო მეფეს ახალი ბრძანება უნდა გაეცა, რომ ურჯულოთა ცხენოსანმა ჯარმა მცხეთის სასახლეს წრე დაარტყა. მეფე დაიბნა, შეშინდა, აცახცახდა. 

- თეთრი დროშა, ცოლ-შვილი, ოქრო გადამალეთ!

- მეფეო, ხალხს რა ვუყოთ?

- ყველამ თავის თავს მიხედოს ამდენ ჯარს წინააღმდეგობას როგორ გავუწევთ.

- კი მაგრამ, მეფეო, ხალხი უიარაღოა

- მუშტებით დაიცვან თავები

  წამიერად ჰაერი გაიყინა, ირგვლივ სამარისებული სიჩუმე ჩამოვრდა. - არმაზი, არმაზი. - აყაყანდა კარიბჭესთან შექუჩებული ხალხი. სწორედაც ასეთი სიჩუმე უსწრებდა ხოლმე არმაზის გამოჩენას. თითქოს ცხენებიც დაიბნენ აქეთ-იქეთ იყურებოდნენ. ურჯულოები სასახლიდან გამოსულ მეომრებს და მათგან დიდ წინააღმდეგობას ელოდნენ. განსაკუთრებით ეშინოდათ წმინდა მებრძოლების გამოჩენის. რომლებიც ნახევრად ღმერთკაცებს წარმოადგენდნენ.

  ამასობაში მზემაც მიაღწია თავის მაქსიმუმის პიკს და დედამიწას ცხელი სხივების ნაკადი მოაბნია. ჰაერში უდარდელად მოლივლივე არწივმა რამდენჯერმე შემოუფრინა სასახლეს გარშემო. რამოდენიმეჯერ გულის განგმინავად დაიჩხავლა და წმინდა მთის მიმართულებით გაფრინდა.

  ტაროსი თვითოეულ ჯარისკაცს შვილად აღიქვამდა განსაკუთრებით პატივს სცემდა დაუნდობელ სარდლებს. მათ გულის მოსაგებად უმაღლესი ჯილდო, ოქროს ბეჭედი დააწესა, რომლის ანალოგით თვითონ ჰქონდა. ბეჭდის მფლობელს კი განუსაზღვრელ ძალაუფლებას ანიჭებდა: ჩუქნიდა დაპყრობილ მიწებს, ჰარამხანიდან ულამაზეს ქალწულებს. ჯარისკაცებს კი ტარტაროსებს უწოდებდა. არც ეს იყო უბრალო წოდება. ტარტაროზი რომ გამხდარიყო ჯარისკაცი, მინიმუმ ერთი ადამიანი უნდა მოეკლა წამებით.

  ტაროსის სარდალი იერიშის დაწყებას არა ჩქარობდა. მას იმედი ჰქონდა რომ მათ წინააღმდეგ ცხენზე ამხედრებული ნახევრად ღმერთკაცები გამოეგებებოდნენ, უეცარი იერიშით დაამარცხებდა მათ და იქნებ მაშინ მაინც გაეგო თუ სად ჰქონდა არმაზს გადამალული სკიპტრა. არმაზი კი მათ უკვე აღარ ადარდებდათ, რადგან რამოდენიმე დღის წინ ტაროსმა მოტყუებით შეიპყრო შავ სასახლეში მოსალაპარაკებლად მისული ნახევრად ღმერთკაცი.

ურჯულოები გმინავდნენ ხმლებს გამეტებით ურტყავდნენ ფარებს. კატაპულტები საბრძოლო მზადყოფნაში მოეყვანათ. ურჯულოთა სარდალმა რკინის მუზარადი მოიხადა, ხმალი ქარქაშიდან ამოიღო და დაიყვირა. - დახოცეთ, გაანადგურეთ, სკიპტრა არ დაგავიწყდეთ! - ცხენი ყალყზე შეაყენა და კარიბჭისკენ გაქანდა.

თეთრი დროშა მყისიერად აფრიალდა სასახლის თავზე, მაგრამ ვერც ამ გარემოებამ უშველა სასახლის კართან შეკრებილ ხალხს. შემდეგში ვერც გალავნის შიგნით ჩაკეტილ ხალხს. კატაპულკებმა რამოდენიმე ადგილას შეანგრია გალავნის კედლები. რამოდენიმე წუთში შეწყდა ხალხის წყევლა და კივილი. ურჯულოებმა შეამტვრიეს ხის ალაყაფი და მცხეთის სასახლე ცეცხლს მისცა. ყველა მეომარი მამაკაცი წამების შემდეგ სიკვდილით დასაჯეს. წამების წყალობით ბევრი ჯარისკაცი მოინათლა ტარტაროზად.

- უყურეთ ამ გაიძვერას საიდან ამდენი სიმდიდრე? ასეთი ძვირფასი ხალიჩები ემირის სასახლეშიც არ მინახავს. არც ეგვიპტის ფარაონს აქვს ასეთი მოხატული იატაკი, ასეთი ჭურჭელი არც ინდოეთის მახარაჯებს აქვთ. მაგრამ საკვირველია რატომ არმაზის კერპს ვერ ვხედავ? - იმეორებდა სარდალი და იქაურობას ხარბი თვალებით ათვალიერებდა.

  ნაცემი მეფე მტრის სარდალთან მუხლისჩოქებით მივიდა. მარმარილოს მოხატული იატაკი მისი სისხლით შეიღება. ეხ რა დრო იყო როცა ამ იატაკით და სიმდიდრით რომ ტრაბახობდა, თავი ღმერთის სწორად წარმოედგინა ახლა კი დამყაყებული, აყროლებული გოლიათები მის დასჯას ცდილობდნენ. მის ტახტზე კი თხაწვია, წვრითვალება და ვირივით კბილების პატრონი მოკალათებულა.

  მეფე ერთგულებას და ხარკის გადახდას ითხოვდა: ოღონდ ცოლ-შვილს ნუ დამიხოცავთ და რასაც მოითხოვთ ყველაფერს მოგართმევთო.

  განრისხებულმა სარდალმა წიხლი ჰკრა მეფეს და პირობები წაუყენა.

- სად აქვს არმაზს გადამალული სკიპტრა?!

- რა სკიპტრა, პირველად მესმის.

- სკიპტრა ცოლ-შვილის და სამეფოს სანაცვლოდ. - გაუმეორა სარდალმა.

- იქნებ თვითონ არმაზს ჰკითხოთ სად აქვს სკიპტრა გადამალული, რადგან ის ჩემი მტერია, ხალხს ჩემ წინააღმდეგ განაწყობს.

სარდალთან შავი აჩრდილი მივიდა, რომელსაც ადამიანის სულში შეეძლო ჩაძრომა. სარდალს ყურში რაღაც ჩასრჩულჩულა: ის და არმაზი მართლაც ვერ ხდებოდნენ ერთმანეთსო. შავი აჩრდილი ამავდროულად სარდლის პირადი დაცვა და მრჩეველი იყო. მათ არც ხმალი ეკარებოდათ და არც ისარი რომელიც ადამიანის ხელით იყო შექმნილი. მაგრამ საშინლად ეშინოდათ არმაზის ხმლის რომელიც ღვთაებრივი ძალის მატარებელი იყო. შავმა აჩრდილმა მუზარადიდან წითელი თვალები გააკვესა და თავის ადგილს დაუბრუნდა.

- მეფე რომელიც საკუთარ ხალხს ღალატობს, რა იმედი უნდა მქონდეს, რომ მეც არ მიღალატებს.

- ღმერთს გეფიცები! - წამოიყვირა მეფემ

- რომელ ღმერთს, რომელმაც მიგატოვათ, არა ამის შემდეგ ტაროსის სახელზე ილოცებთ და თქვენი ბატონიც ის იქნება.

- ტაროსის? თვალები გაუფართოვდა მეფეს

- სწორედ ტაროსის, ხელი არავინ ახლოს დედოფალს და ახალგაზრდა უფლისწულს, სად არიან აქ მოიყვანეთ!

ბრძანებამ დროულად მოუსწრო დედოფალს, რომელიც მოძალადე მეომრის ხელში, ტანისამოს შემოხეული განწირული ხმით ტიროდა. ახალგაზრდა უფლისწული კი თითქოს დედის წამებას სიამოვნებით უყურებდა. (რითაც შემდეგში სარდლის მოწონებას დაიმსახურებს)

- ყოველწლიურად 1000 ოქროს ფულს და 1000 ცხვარს გამოუგზავნი ყოვლისშემძლე ტაროს. კიდევ ერთი და მთავარი, რამდენი ქალიშვილიც გეყოლება იმდენს მიათხოვებ ჩვენს მბრძანებელს, რათა ჩვენი მოყვრობა სამუდამოდ გაგრძელდეს გასაგებია! - წამოიყვირა სარდალმა.

- რასაკვირველია, ტაროსის ბრძანება ჩემთვის კანონია

- ჯერ არ დამიმთავრებია, აღარ გაბედოთ რომელიმე ღვთაების სახელზე სანთლის ანთება.

- როგორც გენებოთ, ხვალვე დავანგრევინებ არმაზის კერპს.

- სიტყვებში ნუ მეჩრები! ქანდაკების დანგრევა არ დამივალებია, მათზე ნუღარ ილოცებთ და ისინი თვითონვე დაინგრევიან, გასაგებია!

შეშინებული მეფე უფრო მოიკაკვა და ერთი მუჭა გახდა.

- ლამაზი ცოლი გყოლია. ეს შვილებსაც ლამაზს გააჩენს. სად არის 

ჩვენი მამაცი ბიჭი?!

უფლისწულს ხელების კვრით შემოიყვანენ მთავარ დარბაზში

- დაიჩოქე სარდლის წინ. - უფლისწულმა ჯიუტად მუხლი არ მოდრიკა. უფლისწული ორმა მეომარმა ძალად დააჩოქა, მაგრამ ბიჭი მალევე წამოხტა ფეხზე. გამძვინვარებულმა სარდალმა ხანჯალი იშიშვლა და უფლისწულს მივარდა. უფლისწული მის წინ ქვად და რკინად ქცეულიყო. სარდალმა უცებ მოიქნია ხანჯალი და უფლისწულის ყელთან შეაჩერა.

- რას ერჩით ჩვენიანია, ღოჩაღ, რამდენი წლის ხარ?

- თორმეტის.

- რამოდენიმე წელიწადში ჩემს გვერდით დაგიყენებ და ერთად დავიპყრობთ ქვეყნებს, რას იტყვი წამოხვალ ჩემთან? უფლისწულმა ასე მიუგო: თქვენთან ბრძოლა ჩემთვის დიდი პატივი იქნებაო.

- მომწონს ეს ბიჭი, ჩემს ვარსკვლავთ მრიცხველს უხმეთ, დღეიდან ის იზრუნებს უფლისწულზე. შეასწავლის ბრძოლას, სისხლის სმას და პატრონის ერთგულებას. ჯერჯერობით აქ დარჩები და ჩემი ერთგული თვალი იქნები, როცა დამჭირდები მე თვითონ გიხმობ.

სარდალმა ახალგაზრდა უფლისწულს ხელი გაუწოდა

- სიტყვა სიტყვაა, მამაშენს მიხედე ჭკუით იყოს!

მეორე დღეს ახალგაზრდა ტყვეები გადაარჩიეს და ცხრამთას იქეთ ტაროსის საბრძანებელში გააგზავნეს. ჯარმა კი მიმართულება დასავლეთისკენ აიღო.

ვარსკვლავთ მრიცხველმა მცხეთის სასახლეში ცხოვრება არ ისურვა. შორიახლოს სიპი ქვით მომცრო ზომის სახლი აიშენა და შავად გადაღება ეზოში კი ტაროსის კერპი დადგა.

ვარსკვლავთ მრიცხველი ათასნაირ შხამებს და წამლებს ამზადებდა. ძირითადად კი ისრებს წამლიდა და ტაროსის ჯარს უგზავნიდა. უფლისწულსაც აურია გონება და მეფის წინააღმდეგ განაწყო. მუდამ ლაღი და ხმაურიანი სასახლე დადუმდა. არავის და არაფრის ნდობა არ შეიძლებოდა. საკმარისი იყო ერთი გადაკრული სიტყვაც კი ვინმეს დასცდენოდა ტაროსზე, რომ სახრჩობელაში გაყოფდა თავს.

ვარსკვლავთ მრიცხველმა სასახლეში შავი ქსელები გააბა და ბევრი მომხრეც გაიჩინა, ისე შეკვეცა მეფის უფლებები, რომ ვარსკვლავთ მრიცხველის დაუკითხავად მეჯინიბესთანაც კი ვერ აუწევდა ხმას.

დაცარიელდა მცხეთა და მისი შემოგარენი, აქა-იქ ხანში შესულ ადამიანებს თუ დაინახავდა კაცი, ისიც თითო ოროლას. აღარსად ისმოდა ბავშვების ჟრიამული, გლეხების ნასახლარებს ჭინჭარი და ძურწა ბალახი მოერია, ურჯულოებმა ტყვეებთან ერთად საქონელიც გარეკეს. მიმდებარე სოფელი კი ბებერი ვირისა და ფეხმოტეხილი ძროხის ამარა დატოვეს. არც სხვა სოფლები იყო კარგ დღეში. გლეხობამ ტყეს მიაშურა და ზამთრის სარჩო გარეული ხილით შეავსო. ცოტა მოხერხებული გლეხები ხაფანგებსაც აგებდნენ და ნადირის ხორცით იკლავდნენ შიმშილს. ურჯულოების გამოჩენის შიშით ვერც სიმინდს ტეხდნენ და ვერც ხორბალს. ასე გაძლება აღარ შეიძლებოდა. ერთ საღამოს გლეხები მეფის ბრძანების გვერდის ავლით შეიკრიბებიან და მაღალ მთაზე, სადაც აღმართული იყო გმირი არმაზის მოოქროვილი კერპი, რომელიც უხსოვარი დროიდან იცავდა მცხეთის მოსახლეობას თხოვნით მიადგებიან.

ჩამავალი მზის სხივებს დასავლეთის მიმართულებით ღრუბლები წითლად შეეღება, ადრე თუ ამ გარემოებას გლეხები ამინდის გამოსწორების ნიშნად აღიქვამდნენ ახლა მათი ფიქრი შიშს მოეცვა.

არმაზის კერპი მედიდურად გაჰყურებდა მტკვრისა და არაგვის შესართავს. წმინდა მთიდან კარგად მოჩანდა მცხეთის სასახლე, გლეხები მუხლებზე დაემხნენ. თავები ჩაღუნეს და არმაზის სადიდებელი ლოცვები წარმოსთქვეს. მათ ლოცვებში არმაზის კერპმა რიაგირება არ მოახდინა. ერთ-ერთი გამბედავი გლეხი ფეხზე წამოდგება და ხმამაღლა ალაპარაკდება.

- თუ მართლა ჩვენი პატრონი და მფარველი ხარ, დაგვეხმარე ნუ მისცემ ბოროტებას იმის საშუალებას, რომ ქვეყანაზე იბატონოს. დაგვეხმარე დავიბრუნოთ ჩვენი ცხრამთას იქეთ გადახვეწილი შვილები და შვილიშვილები თუ არა და მართლაც ვაღიარებთ ტაროს ჩვენს ბატონად და ჩვენი ხელით დავანგრევთ შენს კერპს.

არმაზის კერპი შეზანზარდა, აწკრიალდა, გლეხებმა უკან დაიხიეს, მოოქროვილმა კერპმა გმინვა ამოუშვა. ფარი რომელიც ხელში ეჭირა ღმერთად აღიარებულ არმაზს ნათება დაიწყო, იქედან კი არწივი გამოფრინდა. არწივი ქალად გარდაისახა და გლეხების წინ წარსდგა. შეშინებული გლეხები ერთად შექუჩდნენ.

- ღმერთო ჩემო რა ლამაზია, ანგელოზია თუ ჩვენს მონუსხვას ცდილობს. - აჩურჩულდნენ გლეხები.

- იქნებ ვკითხოთ ვინაობა, ბოროტი სული არმაზის კერპში ჩასახლებას ვერ შეძლებდა, თვითონ ტარტაროზებიც კი გაურბიან ამ ადგილს, მაგრამ ყველაფერი შესაძლებელია. 

ყველაზე გამბედავი გლეხი იაკობი ქალის წინაშე წარსდგა, მუხლებზე დაიჩოქება და პატიებას ითხოვს. ქალი გაიღიმებს და გლეხებს ეტყვის: ბოროტება რომელიც ცხრა მთას იქედან მოვიდა, ძალიან ძლიერია, მასთან პირისპირ ბრძოლას, ვერც ღმერთები ბედავენ. ამაში თქვენი დიდი წვილილიც ურევია, როცა გიჭირთ მაშინ გახსენდებათ ღმერთები. ღმერთებმაც დაარღვიეს ერთმანეთთან კავშირი და ადამიანებს განუდგნენ, ტაროსის გამოჩენის მიზეზი კი სულ სხვაა, მან დედამიწაზე გაბნეული 300 სკიპტრა უნდა შეაქუჩოს. თვითოეული სკიპტრა გარკვეულ მაგიურ ძალას ფლობს, გაერთიანებით კი მისი მეპატრონე უძლეველი ხდება. სწორედ ამის საშუალებით უნდა რომ იბატონოს მთელ დედამიწაზე და თვით შემოქმედი გამოიწვიოს ბრძოლაში. სკიპტრები კი შემოქმედის რჩეულებს ეკუთვნის, მან დღეს დღეობით შეძლო და 200 სკიპტრა ჩაიგდო ხელში, რის წყალობითაც დღენიადაგ ძლიერდება. მაგრამ არმაზი კიდევ გაძლევთ ერთ შანსს, რომ გონზე მოხვიდეთ და ლოცვა გააგრძელოთ. შენ კი იაკობ კარგად მისმინე: შენს ლამაზ მეუღლე სერას ვაჟიშვილი შეეძინება, სახელად მათეს დაარქმევ, მასზე არმაზი იზრუნებს და ეცდება სხვა ღმერთებიც მიიმხროს, მანმადე კი მოგიწევთ ბოროტების და უსამართლობის მოთმენა, ილოცეთ არმაზზე და მეტი მხნეობა და ძალა შესძინეთ.

  ამ ბოლოხანს არმაზი ძალიან დასუსტდა, სადღაც იკარგება, ბოლოს ორჯელ ვნახე ისიც რამოდენიმე წუთი. რაღაც უბედურება ტრიალებს ჩვენ თავზე. იმიტომაც უნდა რომ ქვეყანას კიდევ ერთი რჩეული მოევლინოს.

- რა დროს ჩვენი შვილია, ჩემი 60 წლის ლამაზი მეუღლე რომ შვილს გააჩენს, მოვესწრებით კი მის დავაჟკაცებას. სახელი მაინც გვითხარი, რომ ლოცვებში მოგიხსენიოთ. - უთხრა იაკობმა.

ქალმა გაიცინა ლოყები ორ ადგილას ჩაეჩხვლიტა, თვალები აუციმციმდა და მორცხვად უპასუხა: დალიო.

- დალი? - აღმოხდათ გლეხებს და არმაზის კერპთან ახლოს მივიდნენ. დალი ისევ არწივად გარდაისახა და არმაზის ოქროს ფარში გაუჩინარდა. გლეხებმა ფიცი დადეს, რომ ამ მბავს არავის გაუმხელდნენ. ყოველ საღამოთი არმაზის სახელზე სანთლებს ანთებდნენ და მის სადიდებელ ლოცვებს წარმოსთქვამდნენ.

სამი თვის შემდეგ სერას მუცელში ბავშვი ამოძრავდა. გავიდა ცხრა თვე და ახალშობილის ტირილმა მცხეთა შეაზანზარა. სწორედ იმ ღამით როდესაც სერამ იმშობიარა მოკაშკაშე ცას ერთი მნათობი ვარსკვლავი მოწყდა და იაკობის ეზოში ჩამოვარდა. ვარსკვლავმა არე-მარე გაანათა და თვალსა და ხელშუა ჩაქრა. იაკობს თვალთ დაუბნელდა მდგომარეობიდან კი ბავშვის ტირილმა გამოიყვანა.

- დაილოცოს ღმერთო შენი განგება დალის სიტყვა ასრულდა, დიდება არმაზს და გახარებული სახლში შევარდა.

  ალვისხესავით აწოწილი ტაროსი კოშკის აივანზე მოუსვენრად წინ და უკან გადაადგილდებოდა. არწივივით მოკაკულ ცხვირზე წამოზრდილ მეჭეჭას გრძელი ფრჩხილებით აწვალებდა. მალიმალ მოსასხამს გვერდს უცვლიდა და ტელესკოპით მოკრიალებულ და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას მიშტერებოდა. არც ვარსკვლავის უეცარი მოწყვეტა და დედამიწაზე დაშვება გამოპარვია მხედველობიდან, ისეთი ვარსკვლავის რომელიც საუკუნეებია მყარად იდგა ერთ ადგილას. ტაროსი ამ ამბავს ავის მომასწავლებლად აღიქვამს, ხელად აფრენს სწრაფმრბოლელებს, ყორნებს უბრძანებს მოევლოთ დედამიწა და ვარსკვლავის დაშვების ადგილი შეესწავლათ, ამბის მოლოდინში კი კოშკი გამოიკეტება.

  ახალშობილის ხმამ მცხეთის სასახლემდეც მიახწია, მეფე აღელდა. - რა ამბავია, მოხუცებმაც დაიწყეს შვილების გაჩენა?

მეფეს მართლაც ამცნეს, რომ იაკობს შვილი შეეძინაო.

- უყურე მაგ დამბლას, ხარკს ვერ გადაგიხდი მუხლებში ღონე აღარ მაქვსო, აღარც ჩემს სერას შეუძლიაო და შვილებს კი აჩენენ. აჩენენ და აჩინონ მოჯამაგირეებს გამრავლება უნდა.

მეფემ ხმამაღლა დაიწყო სიცილი, მაგრამ მისი სიცილი მალევე შეწყდა, რადგან ბებია ქალმა ქალიშვილის დაბადება ახარა. დადუმდა მეფე და მისი აზრები წყვდიადმა მოიცვა.

- აკი მეუბნებოდნენ ვაჟიშვილი გეყოლებაო, უხმეთ ვარსკვლავთ მრიცხველს და თავი გააგდებინეთ!

მაგრამ ვარსკვლავთ მრიცხველმა მეფეს ტაროსის თავი დაამუქრა, შეახსენა მისი ნება დამოყვრების შესახებ და ჭკუით ყოფნა ურჩია.

  მეფე საგონებელში ჩავარდა, სასმელს მიეძალა, სამი დღე და ღამე არ გამოფხიზლებია. აღარ გავიგონო დედოფალმა შვილი გააჩინოსო. მეფის გამოფხიზლებას კი ტაროსის სწრაფრმბოლელები მოახერხებენ. ისინი ვარსკვლავთ მრიცხველის თათბირის შემდეგ დაასკვნიან, რომ ვარსკვლავის გამოჩენა იმის მაოწყებელი იყო, რომ მეფეს ულამაზესი ქალიშვილი შეეძინა, რომელიც შესაბამისად აღიზრდებოდა და ტაროსის მრავალრიცხოვან ჰარამხანას დაამშვენებდა.

ამ ამბავმა თითქოს დაამშვიდა ტაროსი, მაგრამ ეჭვი მაინც ტვინს უხვრეტდა.

- როდის იყო ღმერთებს ჩემი გახარებოდათ, აქ სხვა ამბავია, ისე კი რა უნდა იყოს, მრავალმა ღმერთმა გამოაცხადა მორჩილება და ვინც დარჩა დღე-დღეზე მოხოხდებიან ჩემთან. - ისევ თვითონ გასცა თავის კითხვას პასუხი და გამხიარულდა. მხიარულობა კი იმაში გამოხატა, რომ საბერძნეთისკენ დაძრა თავის უთვალავი არმია: იქ თავგასულ ღმერთებს ჭკუა უნდა ვასწავლოვო. სარდლებს მითითებები მისცა და მთავარ დარბაზში შევიდა სადაც სკიპტრებს ინახავდა.

- ცოტაც, ცოტაც და მთელ სამყაროს მე დავეპატრონები, მე გავაკონტროლებ: მფრინავ ცხენებს, ლამაზ ფერიებს და ულამაზეს ასულებს. ცოტაც ტაროს და მთელი დედამიწა შენი იქნება. საბერძნეთიდან სულ მცირე 50 სკიპტრას ველოდები მიზანი ახლოსაა, და სიხარულით ხელები მაღლა აღმართა.

- ყველა და ყველაფერი მე უნდა მემორჩილებოდეს-და მის გარშემო თვალმარგალიტებით გაწყობილმა სკიპტრებმა იწყეს ტრიალი. მაგრამ მისი სიხარული მალე შენელდა, რადგან შავმა ყორანმა კიდევ ერთი ამბავი მოუტანა.

- დიდო ბატონო, მიწისა და წყვდიადის გამგები ვარსკვლავის ჩამოვარდნის დროს მცხეთაში კიდევ ერთი ახალშობილი დაიბადა.

- როგორ, მაშ ჩემმა სწრაფმრბოლელებმა ეს ვერ გაიგეს! მცხეთის მეფემ ეს ამბავი დამიმალა! იმ ბავშვს განსაკუთრებული ხომ არაფერი შეამჩნიე

- ისეთი არაფერი, ჩვეულებრივი ბავშვია, მოხუცი იაკობის და დაჩაჩანაკებული სერას შვილია.

- ბიჭია თუ გოგო? - ბიჭია ჩემო ბატონო

- როგორ თქვი დაჩაჩანაკებულიო, როგორ მოახერხა დაჩაჩანაკებულმა შვილის გაჩენა? ფხიზლად უნდა ვიყოთ, ღმერთები სანდოები არ არიან კიდევ ერთი მტერი არ გამოგვიგზავნონ. ათასი თვალი და ათასი ყური გამოიბი. პირადად შენ გავალებ მის თვალთვალს ერთი წუთითაც არ მოეშვა. თუ განსაკუთრებული რამე შენიშნო მაშინვე შემატყობინე.

- დიდო ბატონო ამდენ თავის ტკივილს ხომ არა ჯობია ახლავე თავიდან მოვიშოროთ.

- როგორ ბედავ, ჭკუას მასწავლი! შენ რაც გითხრეს ის გააკეთე. ეცადე მასთან ახლოს იყო და რაც შეიძლება დაუახლოვდი, მერე კი ვნახოთ მომავალი გვიჩვენებს, თუმცა შეიძლება მართალიც იყო.

- სწორედ მაგას მოგახსენებდი

- მაგ თითისტოლა ბავშვის უნდა შემეშინდეს, გასწი და დაუყოვნებლივ შეასრულე.

ყორანი რომელსაც მოხუცი ადამიანის იერი მიეღო ისევ პირვანდელი სახე დაიბრუნა, შავი ფრთები ბარტყაბურტყით მოიქნია და მცხეთისკენ გაფრინდა.

  მას შემდეგ ხუთმა წელმა განვლო. ტაროსის დაუნდობელი ჯარი დედამიწას შავი ჭირივით მოსდებოდა. ხალხი მედგარ წინააღმდეგობას უწევდა. არ გამართლდა ტაროსის ჩანაფიქრი, რომ დედამიწას ერთ წელიწადში დაიპყრობდა და თავის საბატონოდ აქცევდა. აქა-იქ გაქცეული ხალხი ერთიანდებოდა, ძალას იკრებდა და ახალი ენერგიით უტევდა ტაროსის სისხლის მსმელ ჯარს.

  მცხეთის სასახლეში კი ფერიასავით ლამაზი პრინცესა იზრდებოდა. ასე უწოდებდნენ პატარა გოგონას მნახველები. თეთრ პირსახეს პატარა ტუჩები და ჩამოქნილი ცხვირი ალამაზებდა. თაფლისფერი თვალები მუდამ საყვარლად უციმციმებდა. ზამბარასავით დაგრეხილი შავი თმები წელამდე ჩამოშლოდა. არ შეიძლებოდა მის დანახვაზე ადამიანს გულში არ გაეფიქრა: ღმერთო ჩემო რა ლამაზია, ნამდვილი ანგელოზია, რა დედამ შობა ამ გვარიო. ზოგიც სხვანაირად ფიქრობდა: ამ შავგვრემან მეფე დედოფალს თოვლივით თეთრი შვილი როგორ გამოუვიდათო.

  ამ დროის მანძილზე კი უფლისწული დავაჟკაცდა და ვარსკვლავთ მრიცხველის ხელში ნამდვილ ჯალათად იქცა. დისაგან განსხვავებით უფლისწულს ყველა უარყოფითი მხარეები სახეზე აღებეჭდა. ბოროტი თვალები, პირი მუდამ ყვირილისთვის გამზადებული და არწივივით მოგრეხილი ცხვირი ერთგვარ მკაცრ გამომეტყველებას ძენდა ახალგაზრდა ყმაწვილს. ორჯელ დააპირა მძინარე დედოფლისა და პრინცესას მოკვლა, მაგრამ ბედზე მეფემ შეუსწრო. ალბათ თავის ჩანაფიქრს შეასრულებდა კიდეც სარდალს რომ არ ეხმო თავისთან. მაგრამ ერთი მაინც გააკეთა კარგი, ტაროს მცხეთისათვის მძიმე ხარკი მოახსნევინა. არადა რამდენს დადიოდა მეფე სხვადასხვა სამეფოებში, ეხვეწებოდა ხალხს: ჩემთან გადმოდით საცხოვრებლადო. მაგრამ ყველა სამეფოს თავისთვის უჭირდა. გადამალული განძიც მინიმუმამდე დაიყვანა, ხარკის მოხსნა კი მისთვის დიდი შვება იყო.

- ეხ წარსულს ჩაბარდა ჩემი მდიდრული ცხოვრება. აფსუს ჩემი მარმარილოს იატაკი, მდიდრული ფარჩები, ოქროს თასები, ქალღმერთის შიშველი ქანდაკებები, ალბათ ეხლა ტაროსის სასახლეს ამშვენებენ. სამაგიეროდ! სამაგიეროდ ხომ ეს შავი აყლაყუდა ქანდაკება დამიდგეს. იჭმეოდეს ან იყიდებოდეს მაინც, რომ კაცს ამით რაიმე სარგებელი ენახა. ფუი შენი! შენ დაანგრიე ჩემი ცხოვრება და ახლა გინდა რომ შენზე ვლოცულობდე. - ფიქრობდა მეფე და აქლემივით პირში დიდი რაოდენობით ნერწყვს იქუჩებდა. ის იყო ტაროსის ქანდაკებისათვის შეურაწყობა უნდა მიეყენებინა, რომ დარბაზში ვარსკვლავთმრიცხველი შემოვიდა. მეფეს ნერწყვი ყელში გაეჩხირა და კინაღამ დაიხრჩო.

- რას აკეთებდი, ტაროსის შეურაწყოფის მიყენებას აპირებდი?!

- არა ქვეყნის დანგრევას ვთხოვდი.

- ჭკვიანად იყავი თორემ სახრჩობელა არ აგცდება. შენს მიმართ ტაროსი ყოველთვის ლოიალურად არ იქნება განწყობილი. 

- ნეტა შენი თავი არავინ დამანახა. უშენოდაც კარგად ვიცი ვინ ვადიდო და ვინ არა. - მაგრამ მალევე შეეცვალა აზრები, რადგან იცოდა რომ ეს მისთვის ცუდად დამთავრდებოდა, თანაც შეამჩინა ფანჯარაზე შემოსკუპებული ყორანი როგორ აკვიდებოდა მის ყოველ ნაბიჯს და სიტყვას. ტაროს ჩემთან არამარტო დამოყვრება უნდა, ჩემი შვილიც მცხეთის მომავალი მეფე, თავისთან იხმო და მარჯვენა ხელად გაიხადა. როგორ შეიძლება მე მისთვის ცუდი ვისურვო. ის ჩემი, შენი და ქვეყნიერების ბატონია.

- კარგად კი გეხერხება თავის დაძვრენა, მაგრამ ვნახოთ როდემდე დაიძვრენ თავს, ერთხელაც იქნება და... ყვავმა ფრთა-ფრთას შემოჰკრა, დაიჩხავლა და ფანჯარას მოსცილდა. ვარსკვლავთ მრიცველმა მუქარა აღარ დაასრულა და მეფის მთავარი დარბაზი ბუტბუტით დატოვა.

  ყორანი ისე მიეჩვია პატარა მათესთან თამაშს რომ აღარც კი ერიდებოდა. რამდეჯერ მოხვედრია ბავშვის ნასროლი ქვა თავში, მაგრამ ტაროსის შიშით ტკივილს იტანდა. ბევრჯერ გასცვივდა შავი ბუმბული შვილდის ისრით, მაგრამ მაინც ითმენდა, თუმცა კი ერთი სული ჰქონდა როდის მოეშვებოდა საძაგელ ბავშვს, რომელიც ასე აწვალებდა. ხან მოწამვლა დაუპირა, ხანაც წყალში დახრჩობა მაგრამ იცოდა რა სასჯელიც ელოდა და ითმენდა.

  ცხრა მთას იქეთ წაყვანილი მოსახლეობის უმეტესობა შიმშილით დახოცილიყო, გადარჩენილები კი ძვლების ხროვას დამგვანებოდნენ. ტაროსმა მცხეთის უფლისწული ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში თავის მარჯვენა ხელად დანიშნა სადაც ხალხის მოთვინიერება მეტის მეტად გაუჭირდა. 

  უფლისწულმა თავის სისასტიკით მალე გაითქვა სახელი. ყველა სწყევლიდა მის გამჩენს და მასთან შეხვედრას ყველა გაურბოდა. სამაგიეროდ ტაროსის თვალში დიდდებოდა. მან დაიმსახურა ტაროსის უმაღლესი ორდერი, ოქროს ბეჭედი და განუსაზღვრელი ძალა-უფლება. ძლევამოსილი შეიქმნა არა მხოლოდ დაპყრობილ ქვეყნებში არამედ ტარტაროზების შორისაც. დღითი-დღეE ცივდებოდა მისი მზერა, ყველაფერში ტაროს ბაძავდა და მისი ჯიბრით ჰარამხანა მოამრავლა. რა თქმა უნდა ტაროს ასეთი საქციელი არ მოეწონა, რადგან ყველა ლამაზმანი მას უნდა კუთვნებოდა, მაგრამ მცხეთის უფლისწული ჯერ კიდევ სჭირდებოდა და ამ თავხედობას დროებით პატიობდა.

  ლამაზი ფერია კი სასახლეში სიცილ კისკისით დარბოდა, პატარა სალი ყველას იმედი და სიხარული იყო. მეფე ცდილობდა რომ შვილი არ შეეყვარა, რადგან მისი მომავალი უკვე განსაზღვრული იყო. არ უნდოდა რომ მის ისედაც უკვე მძიმე დარდებს კიდევ ერთი შემატებოდა. ჯერ იყო და თავის თავს ვერ პატიობდა სიგამხდლეს, რატომ არ შეებრძოლა ტაროს, რატომ არ შეაკლა თავი მაშინ ხომ არც პატარა სალი დაიბადებოდა და არც უფლისწულს აქცევდა ტაროსის ნამდვილ ჯალათად. დღეები კი ამ დარდში და ფიქრში შეუმჩნევლად და სწრაფად გადიოდა.

  ბედნიერ ვარსკვლავზე დაბადებული მათე კი ქვედა საცვლის ამარა სოფლის აღმა დაღმა ბილიკებზე დარბოდა.

  ძნელად შესასრულებელი დავალება აღმოჩნდა ყორნისათვის მათეს თვალთვალი. ბოლოს გადაწყვიტავს: რაც არის, არის ამ ღლაპს ხომ არ უნდა შევალიო ჩემი დარჩენილი სიცოხლე, ჩავახრჩობ წყალში, ისიც დაისვენებს და მეც. ტაროსთან კი თავს რამენაირად დავიძვრენო.

ზაფხულის ერთ ცხელ დღეს, როდესაც ყველა სულიერი და უსულო არსება წყლისკენ იწევდა, ყორანმა თამაშ თამაშით მდინარისკენ გაიტყუა მათე. უცაბედად თავზე დააცხრა და მდინარეში გადააგდო. ყვიროდა მათე და შველას ითხოვდა, მაგრამ მისი მშველელი არსად ჩანდა. თითქოს მოხუც იაკობსაც ჩაესმა შვილის ყვირილი, გულმა ბაგა-ბუგი დაუწყო. მეზობლებს გასძახა და მდინარისაკენ დაეშვა.

  ერთხელ ჩაყურყმელავდა მათე, მაგრამ იმარჯვა და ისევ მაღლა ამოიწია, პირიდან ნაყლაპი წყალი გადმოღვარა და შეშინებულმა ხელები ადგილზე აატყაპუნა. ისევ დაეშვა ფსკერისაკენ. ყვავი მდინარის თავზე ჩხავილით ტრიალებდა. ყოველ ამოყვინთვაზე თავზე აცხრებოდა და მაღლა ამოწევის საშუალებას არ აძლევდა. სად იყო და სად არა ცაში არწივი გამოჩნდება. მდინარის თავზე მოტრიალე ყვავს დააცხრა თავზე და მდინარეში ჩააგდო. არწივი წყალში თავით ჩაეშვა, წყალშივე ქალად გარდაისახა, მათე მოძებნა და ნაპირზე გამოიყვანა. ხელოვნური სუნთქვით მალევე მოიყვანა გონზე.

- მათე, მათე .. – გაისმა იაკობის გაბმული ხმა. ქალი ისევ არწივად გარდაისახა და მდინარეს დაუყვა თავქვე. ყვავი წყალში უმწეოდ ფართხალებდა და სველი ფრთებით ცდილობდა ნაპირზე გასვლას, მაგრამ არწივი ამის საშუალებას არ აძლევდა.

  იაკობმა მალე აღმოაჩინა შვილი. მათემ მამას ყვავის ვერაგობის შესახებ უამბო. გონს რომ მოვედი ნაპირზე ვიყავიო. მეზობლები კი ყაყანებდნენ: როდის ყოფილან ყვავები სანდონი, ერთი სული აქვთ მკვდარ ადამიანს მიაგნონ და მათი ხორცით იკვებონ, გაწყდა მათი ხსენება.

მას შემდეგ მათეს წყლის შიში დასჩემდა. არაფრის დიდებით არ ჩავიდოდა წყალში საბანაოდ და ეს შიში მას ჭაბუკობამდე გაჰყვა.

  ხუთი წლის იყო როდესაც პირველად მამის გამართული შვილდით კურდღელი მოინადირა, ახლა კი თხუთმეტის შესრულდა და თავის გამართული შვილდით სანადიროდ მიიჩქარის. სოფლის იმედს და ყველას მარჩენალს, ხარივით მკერდი და ვეფხვივით მოხდენილი ტანი ჰქონდა. ხვნის დროს გუთანში ებმოდა, თივის ზიდვისას კი მარხილში. მის გართობის საშუალებას ნადირობა წარმოადგენდა. მთელ დღეს შეეძლო ირმისთვის ედევნა დაეღალა და ხელით დაეჭირა. ვერც შვილდის სროლას დაუწუნებდა კაცი. თეთრ პირისახიდან მარგალიტებივით უბრწყინავდნენ კეთილი თვალები.

  მისი მშობლები იმდენად მოხუცდნენ, რომ საწოლს მიეჯაჭვნენ. აკი მეფეც იხმობდა თავისთან სასახლეში, მაგრამ მათეს გამოუცხადებლობის მიზეზი მუდამ მშობლები იყვნენ. ახლა კი ირემი მოინადირა და შინ კარგ ხასიათზე ბრუნდება. ხორცის ნაჭრებს გზადაგზა ანაწილებს: ეს წინამხარი თედოს, ეს გვერდი მარო ძალოს. უცებ მის წინ მზემ ფრინველის აჩრდილი გამოსახა. მათემ თავი მაღლა ასწია და მის თავზე მოტრიალე არწივი შენიშნა. ზურგიდან ნანადირევი მოიხსნა და შვილდი მოზიდა. სტყორცნა კიდეც, მაგრამ ისარიც და არწივიც ცაში გაუჩინარდნენ. მოეჩვენა თითქოს მის ისარს არწივმა პირი წაავლო და თან წაიღო.

  ამასობაში სალიც წამოიზარდა და ვარდივით დამშვენდა, ის ნამდვილ მზეთუნახავად იქცა. სიტყვა მზეთუნახავიც რომ სწორედ მას შეესაბამებოდა რადგან მოხუცი მეფე სასახლიდან გასვლას უკრძალავდა. განსაკუთრებით ყვავ-ყორნებს არიდებდა. მაგრამ ყველაზე დიდი ყორანი ( ვარსკვლავთ მრიცხველი) ხომ მის სასახლეში ჩასახლებულიყო. სალის არა მარტო ბავშური სილამაზე შეენახა არამედ ხვეული თმები მუხლებამდე ზღვის ტალღებივით ჩამოეშვა.

მის დაკრულ ჩონგურზე და ნამღერზე ბულბულებიც კი სმენად გადაიქცეოდნენ ხოლმე. სალი თვითონ თხზავდა სიმღერებს, მომავალს, მშვიდობას და თეთრ ცხენზე ამხედრებულ რაინდს უმღერდა.

  ამასობაში კიდევ სამმა წელმა განვლო. მათე 18 წლის კი შესრულდა მაგრამ სახეზე ღინღლიც კი არ მოსვლოდა. ქალივით ლამაზს ყველა მზეთუნახავის გულის მოგება შეეძლო. მაგრამ მზეთუნახავები მამის მოყოლილ ზღაპრებში თუ გაეგო, თორემ ამ ქვეყანაზე არსად ენახა. მეტისმეტად კეთილს და ლმობიერს ყოველთვის სხვისი ბედი აღელვებდა.

  სალიმ ისე შეაყვარა ხანშიშესულ მეფეს თავი, რომ მეფე უიმისოდ ვეღარ ძლებდა. იმედობდა რომ იქნებ ტაროსმა მიივიწყა ჩემი ქალიშვილი და თავიც დამანებაო. იქნებ ჩემს სადისტ შვილს გონება გაუნათდა და მისი თავი გამოითხოვაო. არა ისევ არმაზის კერპს უნდა ვთხოვო მისი ხსნაო. - ფიქრობდა მეფე.

მართლაც ერთ საღამოს ყველასგან მალულად არმაზის, კერპთან მივა. თავის ხელით შეწირავს საკლავს და სანთლებსაც დაანთებს. მას თავზე სალოცავად ასული გლეხები წაადგებიან. გლეხები ადვილად ამოიცნობენ გლახაკის ტანისამოსში გამოწყობილ მეფეს. მეფე მათ საიდუმლოს შენახვას სთხოვს. ქვეყნის შესახებ ბევრ კარგსაც იტყვის და ბევრ ცუდსაც: მე არმაზისთვის არასოდეს მიღალატია, ის ჩვენი ღვთაება და მფარველიაო. ერთ-ერთ გლეხს მის საუბარზე გული მოულბება და მათეს ამბავს მოყვება.

- ბევრსაც მეუბნებოდნენ მათეს შესახებ, მაგრამ რას დავიჯერებდი რჩეული მდაბიო ოჯახში თუ დაიბადებოდა. - მეფე მაინც ცდილობდა თავის წარმომავლობით ეამაყა და სხვებისთვის ჩრდილი მიეყენებინა. გლეხებმა ხმა ვეღარ ამოიღეს. მეტიჩარა გლეხმა ინანა კია თავის გულუბრყვილობა, მაგრამ უკვე გვიანი იყო ის ვეღარაფერს შეცვლიდა .

- უხ, შე გაფხორილო მამალო, რომ არა შენი წარმომავლობა ალბათ ჩვენსავით დღედაღამ შრომაში ამოგხდებოდა სული. რატომაა ღმერთი უსამართლო, რა გვჭირს ამის დასაცინი. არმაზ როდის დაგვიდგები გვერდში, როდის მოგვაშორებ ამისთანა ხორცმეტებს. ხომ შეიძლება ყველამ ერთიანად და სიამატკბილობით ვიცხოვროთ. ან იქნებ ყველაფრის გასაღები მათეა. - ფიქრობდა მეფის სიტყვებზე გულაჩუყებული გლეხი

მეფის გულში იმედის ნაპერწკალი გაღვივდა. იმ დღესვე პირადად მოინახულებს მათეს და სასახლეში გადასვლას უბრძანებს. მეფე მას შემდეგ დაიყოლიებს მათეს რაც მის მშობლებსაც შესთავაზებს სასახლეში გადაბარგებას.

- ეხ დიდებული გვარის მაინც იყვეს, ჩემი სალი და მათე როგორ შეეფერებიან ერთმანეთს. კი მაგრამ ამ ბებრუხანა იაკობს, როგორ გამოუვიდა ამისთანა ლამაზი ბიჭი. რომ ვთქვა ცოლმა უღალატა-თქო, მაგ ბებრუხანას ვიღა იკადრებდა. ნუთუ მართლაც რჩეულია და ის თავქარიანი გლეხი არ ტყუოდა, ვნახოთ რა გამოვა ამ საქმიდან. იქნებ მათეს საშუალებით ჩემი ქონება და ყმები დავიბრუნო. მერე, მერე კი ვნახოთ, მაგასაც მივუჩენ თავის ადგილს. - ფიქრობდა მეფე. 

ვარსკვლავთ მრიცხველი ყველაფერ ამას ეჭვის თვალით უყურებდა. ის მათეს წარმომავლობით დაინტერესდება. ქარაფშუტა გლეხის დახმარებით ყველაფერს დაწვრილებით შეიტყობს და თავად გაემართება ტაროსთან მეტად საგანგაშო ამბის სათქმელად.

ქარაფშუტა გლეხი მალე მიხვდება თავის მიამიტობას და მეფეს მოუყვება თავის წინდაუხედავად გადადგმულ ნაბიჯს. მეფე გზას მოუჭრის ვარსკვლავთ მრიცხველს და თავისი ხელით გამოასალმებს წუთისოფელს.

  მათეს მდიდრული ტანისამოსი ისე მოუხდება, რომ სალიმ ყველა წარმოსახვით რაინდზე შეწყვიტა ფიქრი და ოცნებებით ღვთიურ ქვეყანაში მათესთან ერთად ჩაიძირა.

დედოფალიც მოიხიბლა მათეს სილამაზით. ინანა კიდეც რატომ მისი ხნისა არა ვარ, არაფრად ჩავაგდებდი მის წარმომავლობას და ცოლად გავყვებოდიო. მოკლე ხანში დედოფალმა მათეს საზოგადოებაში ქცევის მანერები, სუფრასთან ჯდომა, ქალის პატივისცემა და წერა კითხვა შეასწავლა.

მათე და სალი დამეგობრდნენ და მათი მეგობრობა მათდა უნებურად დიდ სიყვარულში გადაიზარდა. სალის მარგალიტივით ციმციმა თვალებში სიყვარულის კოცონი აგიზგიზდა. გაურბოდა მათეს მზერის დაჭერას, თვალს, თვალში ვერ უსწორებდა, გული სხვანაირად უცემდა, უხილავი ძალები ექაჩებოდნენ მისკენ. მეფეს ეს ამბავი უხაროდა და არც უხაროდა. ვერც მათეზე ამბობდა უარს და შვილის ქცევის მიზეზსაც ხვდებოდა. მაგრამ სულ ერთთავად ტაროსის სარდლის სიტყვები აგონდებოდა: რამდენი ქალიშვილიც გეყოლება იმდენს ტაროსს გამოუგზავნიო. მაგრამ ხომ შეიძლება ის სარდალიც მოკლეს ღმერთკაცებმა. ვარსკვლავთ მრიცხველი თვითონ გამოასალმა სიცოცხლეს. იქნებ სადმე გადამალოს სალი მათესთან ერთად. - ფიქრობდა და ვერც ფიქრობდა, აზრებს ვერ ალაგებდა. ერთ წუთს რომ სხვანაირად ფიქრობდა მეორე წუთს აზრებს იცვლიდა. თუ მართლაც ღმერთის შვილია რატომაც არ უნდა შეებრძოლოს ტაროს. მათეს მშობლები რამოდენიმე თვეში გამოეცლებიან ხელიდან. მას სიყვარულმა თავგზა აურია, ერთთავად ჩაფიქრებული დადიოდა: რატომ დიდგვაროვანი არა ვარ, რომ თამამად მეთხოვა სალის ხელი. ახლა კი რომც ვითხოვო ჩემისთანა გლახაკს და არაფრის მქონეს ვინ მომცემს მის თავს. მათეს ფიქრები და დარდი ამოუცნობ ძალას მოეცვა, რომლის მართვა და კონტროლი ვერა და ვერ ისწავლა.

ერთ დღესაც ისევ იმ არწივს შენიშნავს, მოზიდავს შვილდს, მაგრამ ბოლო წუთს სროლას გადაიფიქრებს.

- იქნებ მაგასაც ყჰავს შეყვარებული, იქნებ მაგასაც დაეხოცა მშობლები, რას ვაკეთებ რა დაუნდობელი გავხდი, იფრინოს რას მიშლის.

არწივმა კამარა შეკრა და ძირს დაეშვა, მიწაზე კი ქალად გარდაისახა.

მათე შედგა, ისევ მოზიდა შვილდი.

- თუ ეშმაკი ხარ გზიდან ჩამომეცალე თუ კეთილი ზრახვები გამოძრავებს მოსვლის მიზეზი მითხარი!

- ეგ სათამაშო ჩამოუშვი იაკობის შვილო და კარგად მომისმინე.

მათემ შეათვალიერა თავისი სანაქებო შვილდი და ძირს დაუშვა.

- ფუი ეშმაკს, შეგაჩვენოს წმინდა გიორგის მადლმა, არმაზის რისხვა დაგატყდეს თავზე თუ უწმინდური არსება ხარ!

- არამზის სახელს როგორ ახსენებ, არ გეშინია სახრჩობელაში რომ გაყო თავი?

- მე არაფრის მეშინია, ერთხელ მოვედი ამ ქვეყნად და ერთხელ უნდა მოვკვდე. მე იმ წმინდანებს ვერ ვუარყობ რომლებმაც ადამიანების გადასარჩენად საკუთარი სიცოცხლე გაიღეს.

- ყოჩაღ, საიდან მაგდენი გამბედაობა?

- საიდან და გულიდან, მოვა დრო და მე მაგათ ვაჩვენებ სეირს.

- მარტო, აპირებ მათთან შებმას?

- ასეთ სიცოცხლეს სიკვდილი მირჩევნია, მოვა დრო და მთასა და ბარს გავასწორებ, აღარ იქნება მდიდარი და ღარიბი, ყველას ეყვარება ერთმანეთი და ბოროტებაც თავისთავად გაქრება.

- რა ნაცნობი სიტყვებია, იცი ასეთ სიტყვებს რამდენი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა?

- არც მე ვიქნები გამონაკლისი.

- იცი, მეომარს საკუთარი აღჭურვილობა, სანაქებო ბედაური და ერთგული რაზმი უნდა ჰყავდეს. თუ მაგ შუბით აპირებ ორმეტრიანი გოლიათების შეჩერებას.

- ეხ, არამაზის ხმალი და გიორგის თეთრონი რომ ჩამაგდებინა ხელში...

- მერედა რა გიშლის ხელს? მოძებნე და იპოვი. მათეს გაეცინა. - შენ რა სასაცილოდ მიგდებ?

- რატომ სულაც არა, აგერ იმ მინდორზე თეთრი ბედაური რომ დადის, ხომ არ იცი ვისია?

- არა, არ ვიცი, რომც ვიცოდე სხვისას არასოდეს დავეპატრონები.

ქალმა გაიცინა. - ჩემია წადი და აქ მოიყვანე.

- კიდევ მეხუმრები?

- სულაც არა. - დალიმ ჯიბიდან პატარა სასტვენი ამოიღო და სული ჩაბერა. ცხენს ფრთები შეესხა და მათ წინ დაეშვა.

- ეს გიორგის ცხენია?

- არა, ხომ გითხარი ჩემია-თქო. ახლა ახლო მიდი და მიიჩვიე.

ცხენმა მათე კარგად მიიღო, მის ხელებს შორის მოაქცია თავი და გაინაბა.

- ეს სასტვენი შენთვის მომიცია თეთრონი ყოველთვის ღმერთების ცხენებთან ბალახობს, როცა დაგჭირდეს სასტვენს ჩაბერე და შენთან გაჩნდება. მაშ მზად ხარ რომ ბოროტებას შეება არამზის შვილო.

მათე გაბრაზდა. - მე გლეხი იაკობის შვილი ვარ, დედაჩემს...

- დედაშენს სერა ერქვა. - აღარ დაამთავრებინა დალიმ.

- მაგ სიტყვებში რას გულისხმობ

- რაც გაიგე იმას ვგულისხმობ, შენ რჩეული ხარ და ამ ნდობას გამართლება უნდა. როდის იყო რომ ხანში შესული ქალი ბავშვს აჩენდა. არმაზმა სერას მუცელი შენს გამოსაზრდელად გამოიყენა, თორემ შენ სისხლში ადამიანური არაფერია, შენ ღმერთკაცის შვილი ხარ.

- რას მაიმუნობ, აქედან მომშორდი თორემ არმაზის სახელს ვფიცავ ჩემი ხელით მოგკლავ. ცხენით გინდა მიყიდო?!

- ეგეც კარგია, რომ ყველას ასე ადვილად არ ენდობი ეს ადამიანის საუკეთესო თვისებაა. 

დალიმ მზის ჩასვლამდე არმაზის კერპთან დაუთქვა შეხვედრა: დანარჩენს იქ მოგიყვები და ჩემს სიმართლეს იქ დაგიმტკიცებო.

მათე საგონებელში ჩავარდა. იმ დღესვე ეწვევა სოფლის უხუცეს თედოს, მიწურ სახლში და თავის დაბადების შესახებ ამბავს (სიმართლეს) კითხავს.

უცხო ქალის და უხუცესის მონაყოლი ერთმანეთს დაემთხვა.

- ეხ შვილო იყო დრო როცა არმაზი ღმერთებმა რჩეულად აღიარეს, მან საბოლოოდ განდევნა ბოროტი არსებები დედამიწიდან და ქვეყანაზე მშვიდობა დაამყარა. ხალხმა და ღმერთებმა მისი ამაგი დააფასა ღმერთკაცად აღიარეს და მასზე დაიწყეს ლოცვა. დროთა განმავლობაში ხალხმა გაიგო მშვიდობის გემო, არმაზი მიივიწყეს, თვითონ გადაეშვნენ გარყვნილებაში. ამით ბოროტება გაძლიერდა და ახალი ძალით შემოუტია დედამიწას. შედეგს ხომ თვითონაც ხედავ. თუ დავუჯერებთ ლეგენდას და არმაზს გავაძლიერებთ ის სხვა ღმერთების რჩეულებთან ერთად კიდევ მოევლინება ქვეყანას და რვა წმინდა მეგობართან ერთად გაანადგურებს ბოროტებას.

- რომელ რვა მეგობარს გულისხმობ: გაის, გაცს, ამირანს, გიორგის, იახსარს, კოპალას, ლაშარს და ფშარაველს.

- სწორედაც, შენ ჩემზე უკეთ გცოდნია.

- მამა მათზე ბევრს მიყვებოდა, არმაზის ხმლის შესახებ ლეგენდაც მართალია?

- ეგეც მართალია, მის ხელში ჭერა რჩეულის ხვედრია. შენ ხომ მისი რჩეული და ჩვენი იმედი ხარ. დააკვირდი შენს თავს ნუთუ ვერ ამჩნევ, როგორ ყველასგან განსხვავებული ხარ, სხვანაირად აზროვნებ, ყველაზე ერთნაირად შეგტკივა გული, ღმერთმა შენთვის არც ტანი დაიშურა და არც სილამაზე, ეს რჩეულის ხვედრია, რასაც გამართლება უნდა. იცოდე ეგ შენი უნარი და ძალა ამირანივით არ აგივარდეს თავში.

- კარგი რა მოხუცო, ამირანის ზღაპარი ზეპირად ვიცი.

- ზღაპარი. - გაიცინა მოხუცმა.

- რაო იმ ფერიამ რა გითხრა?

- როგორ, შენ საიდან იცი იმ ფერიის შესახებ?

- ვაი რომ ვიცი და ვაი რომ მოხუცი ვარ და პარტინიორობას ვერ გაგიწევ. პირველ რიგში ფერიას არმაზის ხმლის შესახებ ჰკითხე, მერე მისი მეგობრების შესახებ. იცოდე გულში არ ჩაგივარდეს თორემ შენთვის ყველაფერი ცუდად დამთავრდება.

- ჩემი გულის კარი უკვე შეაღო ერთმა ფერიამ და მის ადგილს იქ ვერავინ დაიკავებს.

მოხუცი მიხვდა თუ რომელ ფერიასაც გულისხმობდა მათე და გაიღიმა.

- ღმერთმა გისმინოს, ახლა კი დამილოცნიხარ, დღენიადაგ ვილოცებ შენთვის და ყველა ღმერთებისათვის.

მათე სასახლეში ჩაფიქრებული დაბრუნდა, ის მეფის მონახულებას გადაწყვეტს. როგორც ძალიან შინაურს და მეფესთან დაახლოვებულ პირს მეფის საძინებელში დაუბრკოლებლად შეუშვებენ. შემთხვევით მეფისა და დედოფლის ლაპარაკს შეესწრება. ყურს მიუგდებს და სიმართლეს გაიგებს სალის და ტაროსის ნიშნობის შესახებ. თვალებში სისხლი ჩაექცევა, როცა სალის ახსენებენ. ჩუმად გამოვა მეფის მოსასვენებლიდან და არმაზის მთისაკენ გაემართება.

არმაზის კერპთან მუხლს მოდრეკს და სთხოვს: თუ მართლა მისი რჩეულია გზა უჩვენოს და დავალება მისცეს.

არმაზის კერპი შეიშმუშნა, ფარიდან არწივი გამოფრინდა და ქალად გარდაისახა.

- მასწავლე სად არის არმაზის ხმალი.

ფერიამ გაიცინა. - ძალიან ხომ არ ჩქარობ? საქმეში აჩქარება არ ვარგა.

- დრო აღარ მაქვს, დღეს თუ ხვალ ტაროსი ჩემს სალის ჰარამხანაში წაიყვანს, უსალოდ კი ეს ქვეყანა არაფრად მიღირს.

- ეს შეყვარებული ადამიანის სიტყვებია, როგორ ერთი ადამიანის სიყვარულს ანაცვალებ მთელ ქვეყანას?

- არა მარტო მთელ ქვეყანას ჩემ თავსაც.

- შენ არ ადიდებდი იმ წმინდანებს, რომლებმაც სხვების გადასარჩენად საკუთარი სიცოცხლე არაფრად ჩააგდეს, როგორ გგონია მათ არ ყავდათ შეყვარებულები, ახალგაზრდა ხარ და გამოუცდელი, ეგ სიტყვები მეორედ აღარ წარმოთქვა, საიდან გამოუვიდა მაგ შავტუხა მეფეს მაგისთანა ლამაზი შვილი. ისე მაგის წარმომავლობა კიდევ ერთხელ უნდა გადავამოწმო.

- რა ბედი ეწია არმაზს? მანაც ამირანის გზა ხომ არ განვლო?

- არა არმაზი ცაში წაიყვანეს ღმერთებმა. ბოროტი არსებების გამოჩენის შემდეგ მასთან კონტაქტი დავკარგე. ის კი დაზუსტებით ვიცი, რომ შენ მისი რჩეული ხარ და დღეიდან მე მომიწევს შენი დაცვა.

- შეენ? - გაუკვირდა მათეს

დალიმ არმაზის კერპს ოქროს ფარი მოხსნა რომელზეც არწივი იყო გამოსახული და მათეს გაუწოდა: ამის საშუალებით მუდამ შენს გვერდით ვიქნები. ხმალი კი არმაზის სამარხში ინახება.

- აკი ღმერთებმა წაიყვანესო?

- იმიტირებული სამარხი ბოროტების თვალის ასახვევად გაკეთდა, მაგრამ ხმალთან არამზის მეგობრები იმყოფებიან, რომლებმაც მისი გაუჩინარების შემდეგ მისი დაცვა გადაწყვიტეს და მის გვერდით გაქვავდნენ. ისინი საუკუნოვან ძილს მიეცნენ და არმაზის დაბრუნების მოლოდინში წყლის ქვეშ მოექცნენ. ახლა კი ღამდება და ბოროტება ძლიერდება, მათ რომ ჩემი არსებობა შეიტყონ გამანადგურებენ. დღისით გამოვალ კავშირზე, მანმადე კი ეს ფარი წაიღე და საგულდაგულოდ შეინახე.

  სასახლეში ერთი აურზაური იყო, ცხენოსნები წინ და უკან გადაადგილდებოდნენ. ტაროსის მებრძოლები ვარსკვლავთ მრიცხველს ეძებდნენ, მაგრამ მის კვალს ვერსად მიაკვლიეს.

ტაროსის ფანჯარაზე შავი ყორანი შემოსკუპდა. მან ტაროს ამცნო თუ მისმა მეგობრებმა სად იპოვეს ვარსკვლავთ მრიცხველი და სად მიირთვეს მისი ლეში. ტაროსმა ეჭვი მაშინვე მცხეთის მეფეზე მიიტანა: დავაშავე რომ მას ხარკი მოვუხსენიო. შემდეგ მისი ქალიშვილი იკითხა. მოსამსახურეებმა მეფის ქალიშვილის სილამაზე აქეს და ადიდეს: მასეთი ლამაზი ქალი ჩვენს დღეში არ გვინახიაო, ის არამიწიერი სილამაზით გამოირჩევაო. ის ისეთი ლამაზია რო ყველა ჰარამხანის ქალს ერთად აღებულს დაჩრდილავსო. - ტაროსი გაბრაზდა.

- თურმე ჩემს მეტს ყველას სცოდნია მისი არსებობა, მისი სილამაზე, თქვენ დაგავიწყდათ თქვენი მოვალეობა. კიდევ აქ ხართ გაფრინდით, სანამ თავები კიდევ გაბიათ მხრებზე და აქ მომიყვანეთ თქვენი სანაქებო მზეთუნახავი.

მოსამსახურეები ყვავ ყორნებათ გარდაისახნენ გუნდურად აიშალნენ და ჩხავილ ჩხავილით დატოვეს მყინვარის ცივი სასახლე.

- შენ ეი წვერა რამდენი წლისაა ახლა მეფის ქალიშვილი? წვერას ენა დაება. - თვრამეტის ჩემო მბრძანებელო.

- დაგიბერებიათ, შენ არა მარტო წვერს, თავსაც გამოემშვიდობები. - და ხრინწიან ნახველს, ხარხარი მოაყოლა. წვერა ორმა მცველმა ძალით გაათრია ტაროსის საბრძანებლიდან და ტაროსის სურვილიც უმალ აღასრულეს.

უკვდავი ტაროსი კოშკის ტერასაზე გავიდა კლდეებს მედიდურად გადახედა და გულში სიამაყის გრძნობამ დაურბინა. ის ღამე მათემ ფიქრებში გაატარა, გული სალისკენ უწევდა, რამის ამძვრალიყო მისი საძინებლის აივანზე და იქედან თვალი შეევლო თავის ფერიასათვის. თანაც ეშინოდა და-ძმობა ჰქონდათ შეფიცული, სიტყვის გატეხვის ეშინოდა. მოიწონებდა სალი მის ასეთ საქციელს. უალო ცეცხლში იწვოდა მისი გული და გამოსავალს ვერ პოულობდა. არადა ტაროსი ხომ შეიძლება ხვალ მოსულიყო და მისი თავი წაერთვა. მაინც ვერ გატეხდა სიტყვას, სიმწრისგან მუშტები მაგრად მოკუმა და კედელს შეანერცხა.

ალიონზე ახლად ჩაძინებული მამლების ყივილმა გამოაღვიძა, უხმო არწივს და თავის დარდი გაანდო.

- ამაღამ სავსე მთვარიანობისას არმაზის კერპთან ყველა დროის ქურუმთა სულები იკრიბებიან, იქ უნდა წახვიდე და მათგან წყალობა მიიღო. შეეცადე ზედმეტი კითხვები არ დასვა, ნურც სიყვარულზე დაიწყებ ლაპარაკს.

- შენთვის როგორ ადვილია ამ თემაზე ლაპარაკი, ნუთუ არავინ გყვარებია.

ფერიას ლამაზი თვალები ცრემლებმა დაუნამა 

- ვაი რომ მყვარებია, მე ერთ ადგილას უნდა გავფრინდე უჩემოდ წარსდგები ქურუმებთან და აბა შენ იცი, თუ მათგან კურთხევა მიიღე მეც წაგიყვან არმაზის ხმალთან. არ დაგავიწყდეს მათთან არამზის შვილის სახელით წარსდექი.

  მათეს თვალებში იმედის ნაპერწკალი აკიაფდა. მან ის დღე სალისთან გაატარა. სალიმ შეატყო მათეს დაბნეულობა და მალიმალ მიზეზს ეკითხებოდა. მაგრამ მათემ მიზეზის გამხელა ვერა და ვერ მოახერხა და რა იცოდა რომ ეს მისი ბოლო შეხვედრა იქნებოდა მასთან.

  დაღამდა მთვარე ოქროსფრად დაიღვარა. მათემ არმაზის კერპს მიაშურა. ქურუმებს უკვე აენთოთ კოცონი და მის გარშემო თათბირობდნენ. ქურუმებს მისი მისვლა არც გაჰკვირვებიათ, აათვალ ჩაათვალიერეს, კითხვა კითხვაზე დააყარეს: ვინ იყო, აქ რას აკეთებდა, ვისი შვილი იყო, რა უნდოდა, რისთვის აწუხებდა არმაზს, აღელვებდა თუUარა ქვეყნის ბედი. მაგრამ მათე იმდენად იყო სალიზე ფიქრით გართული, რომ ნახევარი კითხვა არც გაუგია. შემდეგ წამოდგა ერთი თეთრწვერა ქურუმი. - ნეტა რა კითხვებს აყრით, ვერ ატყობთ რომ ყურებამდეა შეყვარებული. ისე კი სიმართლისა და სიყვარულისთვის მებრძოლ რაინდს წინ ვერაფერი დაუდგება. რას იტყვით ქურუმებო?

- სწორია, მართალია, აგრეა, რა თქმა უნდა. - აქეთ-იქედან გაისმა ხმა.

- ცხრამეტი წელია არმაზი ჩვენთან კონტაქტზე არ გამოსულა, ყური მოვკარით ტაროსმა დაატყვევა, შავი მაგიით შეულოცა და თავის დამსჯელ რაზმში ამსახურებსო. ამ ორიოდე დღის წინ კი მისი ფარიც დაიკარგა.

- აქნობამდე ტაროსი მისი კერპის ხელით შეხებას ვერა ბედავდა, რადგან მას ხალხის ლოცვები იცავდა. ახლა კი ესეც მოახერხა. შენ მათე ბიჭო რა შეგიძლია, კაცი მოგიკლავს?

- ღმერთმა დამიფაროს.

- ბოროტი გველეშაპი თუ მოგიკლავს?

- ჯერ არ შემხვედრია.

- ბრძოლა თუ იცი?

- ისეთი არავინ ყოფილა რომ შევბრძოლებოდი.

- ტაროსი თუ გინახავს?

- ვნახავ და...

- ხო... ეგ კარგია, მაგრამ ცარიელა ხელით აპირებ მასთან ბრძოლას?

- სწორედ ამიტომ მჭირდება არმაზის ხმალი.

- მერედა ხმლის ხმარება თუ იცი? იქნებ ჯობდეს მეხის მსროლელი მშვილდი მოგცეთ, მგონი მაგის ხმარება უფრო გეხერხება.

- რა დროს დაიკარგა არმაზის მცველი ფარი, მასში ხომ, არმაზის მცველი ქალღმერთი იყო მოთავსებული. როგორ გვჭირდება მისი თავი, სწორედ ის გასწავლიდა საბრძოლო ხელოვნებას, ხმლის და შვილდის გამოყენებას. 

- არც მაგაზე ვიტყოდი უარს, მაგრამ ტაროსის შავი გულის ძგერას, მხოლოდ არმაზის ხმალი თუ შეაჩერებს.

- ეგეც მართალია. რაღას ვუყურებთ ქურუმებო, ხომ ყველამ კარგად ვიცით ეს ბიჭი ვინც არის, ჩვენ მას დაბადებიდან ვაკვირდებით, დროა ჩვენი ძალები გადავცეთ, კურთხევა მივცეთ და ხმლის ადგილსამყოფელი ვასწავლოთ.

- ხმალს მე თვითონ ვიპოვი, თქვენი კურთხევა მჭირდება.

ქურუმები შეიცხადებენ. - ძალიან ვჩქარობთ, ამ ახალგაზრდას ვატყობთ ჯერ კიდევ ბევრი წრთობა უნდა

- მე მომწონს ეს ბიჭი და მისი შემართება.

ერთი თეთრწვერა ქურუმი ცაში ხელებს აიშვერს, ლოცვას წარმოთქვამს, იქედან კი ღვთაებრივი შვილდი დაეშვება.

- ეს შვილდი ჩვენი ღვთაებრივი პატრონისაა, შენთვის გადმომიცია თვალის ჩინივით გაუფრთხილდი, ის არა მარტო მეხის ისრებს ისვრის, მსუბუქი სატარებია, სამად იკეცება, ბრძოლაში მეტად საჭირო და უძლეველი იარაღია. დაკეცილ მდგომარეობაში მისი ბუმერანგად გამოყენებაც არის შესაძლებელი. ამას ახლავე აგიხსნი. ქურუმმა შვილდი დაკეცა და წმინდა მთიდან მცხეთის მიმართულებით გაისროლა. ბუმერანგმა შემოიფრინა მცხეთა და ისევ წმინდა მთას დაუბრუნდა. ქურუმის ხელთან შეანელა ფრენა და ბზრიალი და ქურუმმაც თითქოს ჰაერში გაჩერებული ბუმერანგი მშვიდად დაიჭირა.

- ეს რა ჯადოქრობაა? - გაიკვირვა მათემ.

- ჯადოქრობა მისი ბრძოლაში გამოყენებაა, ერთ გასროლაზე 1000 გადამთიელს შეუძლია წააცალოს თავი. შენ კი ყმაწვილო პირველი ხარ ვისაც წილად ხვდა ამ იარაღის ტარების უფლება. ღმერთი ამ იარაღს თავის შვილებსაც არ ანდობს.

- მე რითი დავიმსახურე მისი წყალობა?

- ალბათ გულით, გულით რომელიც შენ საგულეში ძგერს. იცოდე ყველაფრის შემდეგ უკან უნდა დააბრუნო. - ქურუმმა წვერზე ხელი ჩამოისვა და ხელში მოელვარე შვილდს დახედა.

შემდეგ მეორე ქურუმმა აღმართა ხელები, ეს კი ჩემი პატრონის კურთხევაა და შენთვის გადმომიცია. 

- ეს კი ჩემი პატრონის ძალ ღონის ნაწილია.

- ეს ჩემი პატრონის მოხერხებულებაა.

ქურუმები სხვადასხვა ძალებს თვლიდნენ და მათ თავზე პატარა მანათობელი ბურთები ათამაშდნენ. ბოლო ქურუმმა ბედი დაამატა და ბურთებიც შეერთდნენ. სინათლემ მათეს თავზე გადაინაცვლა. მათემ ხელები გაშალა და ჯვრის ფორმა მიიღო. სინათლე წამიერად დაეშვა მის სხეულში.

ქურუმებმა მუხლი მოიდრიკეს მის წინაშე და უთხრეს: დღეიდან ჩვენი ხალხის და ღმერთების იმედი შენ ხარო.

  თენდებოდა როცა მათე სახლში დაბრუნდა. მას კარებში ატირებული დედოფალი მიეგება, გულმა ხინჯი უყო და ეს ხინჯი მეფემ დაუდასტურა.

- რაღა აზრი აქვს ჩემ სიცოცხლეს, შვილი სადისტად აღვზარდე, ხალხი ვერ შევიფარე, საბოლოო იმედიც თავისთან წაიყვანა ტაროსმა. - იშიშვლა ხანჯალი და გულში გაიყარა.

დედოფალს გული წაუვიდა. სასახლეში აურზაური ატყდა. რომ არა დედოფალი ალბათ ეჭვს მათზე მიიტანდნენ. ამის შემდეგ აღარც დეოფალს უცოცხლია თავი. საწამლავით მოიწამლა თავი და ქმრის გვერდით დაიდო სამუდამო განსასვენებელი.

მათე გაგიჟებული შევარდა თავის ოთახში.

- სად ხარ, გამოდი!

ფარიდან ფერია გამოვიდა, იცი რა მოხდა, რომ გეუბნებოდი, დრო არ ითმენს -  მეთქი, არ დამიჯერე ეს წუთია მეფემ და დედოფალმა თავი მოიკლეს. მე რას მირჩევ მათ კვალს მივყვე .

- დაწყნარდი ნუ აღელდები, ერთი ამბავი მეც გავიგე.

- კარგი თუ ცუდი?

- ვისთვის კარგი, ვისთვის ცუდი. არმაზი ტაროს ყურმოჭრილ მონად უქცევია.

- საიდან იცი?

- თვითონ ვნახე.

- გიცნო?

- კი მიცნო და შენთან დამაბარა: გამაგრდეს და კაცურად მოიქცესო. ახლა კი სხვა ამბავს მოგიყვები რომელიც ძალიან დაგაინტერესებს. როცა მცხეთას ტაროსის არმია გარს შემოერტყა და იერიში მიიტანა სასახლეზე, ტაროსის ერთ-ერთმა სარდალმა დედოფალზე იძალავა. მოძალადეს არმაზმა შეუსწრო და საკუთარი ხელით მოახრჩო და ესეც არ არის მთავარი ის მოძალადე ქალღმერთის შვილი იყო, რომელიც ტაროსმა სიკვდილის მანქანად აქცია. შემდეგ არმაზმა სცადა დედოფლის დაწყნარება, სწორედ ამ დროს წაიყვანეს დედოფალი ტაროსის მთავარ სარდალთან. მას შემდეგ დაიბადა პატარა სალი. ეს არც მეფემ იცოდა და დედოფალმაც ეს საიდუმლო როგორც ჩანს სამარეში გაიყოლა.

- მართლა, - თვალები გაუფართოვდა მათეს. 

- თავიდანვე მეცნო სალის სახე ის ქალღმერთის ასლია.

- იცი კურთხევა მომცეს ქურუმებმა.

- ვიცი.

- საიდან იცი?

- ასეთი შვილდი მხოლოდ შემოქმედის ხელში მინახავს. ახლა კი წავიდეთ და არმაზის ხმალი წამოვიღოთ დროა ბოროტებას სამაგიერო მიეზღოს. ცურვა იცი?

- ვინ მეე... მტკვარზე და არაგვზე გაზრდილმა კაცმა. დალიმ გაიცინა, მოაგონა მათეს პატარაობა, როცა მას ყორანი უპირებდა დახრჩობას. ისიც კარგად იცოდა, რომ მას შემდეგ მათეს წყლის შიში რომ დასჩემდა. აკი ყორანის ჯავრიც ამოიყარა. რამდენი სდია ყორანს, რომ წყლისთვის თავი არ დაეღწია. ყორანმა მაინც მოახერხა და წყლიდან გამოვიდა. მოხუც ადამიანად გარდაისახა და არწივის ჯოხით მოგერიება დაიწყო. დალის არ უნდოდა თავის გამჟღავნება და მოხუცი ყორანი მიატოვა.

არწივის ბასრ ბრჭყალებს კი გადაურჩა ყორანი, მაგრამ ტაროსის ბასრ მახვილს ვერ დააღწია თავი. ტაროსმაც მიივიწყა ვიღაც გლეხის ბიჭი და ქვეყნის აოხრება განაგრძო.

- იცი რომ არმაზის სამარხის შესასვლელს მდინარის ღმერთები, მტკვარი და არაგვი იცავენ. ვნახოთ ისინი როგორ მიგიღებენ.

დალი წყალში თავით გადაეშვა, მათემ კი ბევრი ჭოჭმანის შემდეგ ცხვირზე ხელი მოიჭირა და წყალში ფეხებით ჩახტა. მათე მორევში სიღრმისაკენ დაეშვა, მას დალი წამოეშველა და ცხვირიდან ხელი გააშვებინა. მათემ სიმსუბუქე იგრძნო, არც ჟანგბადის ნაკლებობას უჩიოდა, თითქოს ფილტვები დიდი რაოდენობით ჰქონდა სავსე. 

- ნუთუ ეს იყო ამან გადამარჩინა ბავშობაში? - ფიქრობდა მათე და თავის მხსნელს ცურვით მიჰყვებოდა უკან .

გამოქვაბულის შესასვლელთან ორი მრისხანე წვეროსანი მამაკაცი დახვდებათ, დალი თავს წარუდგენს, მათეც დალის ქცევას მიბაძავს და პატივისცემის ნიშნად წყლის ღმერთებს თავს დაუკრავს.

- გამოქვაბულში მხოლოდ დალის შეუძლია შესვლა!

- უცხო პირებს შესვლა ეკრძალებათ!

- მე ხმლის წასაღებად ვარ მოსული.

- ხმლის! - აენთნენ წყლის მბრძანებლები.

- მერედა ვინ გაძლევს, შენ იცი, რომ თუ ღვთის რჩეული არა ხარ ეგ ხმალი მტვრად გაქცევს.

- ეგ ჩემი გადასაწყვეტია.

- მორჩით, რა ბავშვებივით ჩხუბობთ, როგორ გგონიათ ჩვეულებრივ ადამიანს მოვიყვანდი აქ.

- რა ვიცი სოფლელი ბიჭივით კი იქცევა. ის შენი შეპირებული მზეთუნახავი ქალები სად არიან, გავწყდით მათი ლოდინით.

- რაო, ზღვიდან სირინოზები აღარ ამოდიან?

სირინოზები ხომ ნახევრად თევზები არიან, ჩვენ კი ადამიანები გვინდა, ჩვენი მგვანი და ჩვენი მსგავსი.

- ცოტაც მოითმინეთ, ბოროტებას განვდევნით და ყველაფერი იქნება.

- რომელ ბოროტებას?

ხანდახან წყლიდან მაღლაც უნდა ამოხვიდეთ და ქვეყნის ამბები გაიგოთ.

- მერედა გამოქვაბული?

- კარგით, კარგით, თქვენ კიდევ ერთხელ დაამტკიცეთ არმაზისადმი ერთგულება, ახლა კი სამარხში შეგვიშვით. წყლის მკაცრი ღმერთები გვერდზე გადგნენ. გამოქვაბულის შუა გულში მოზრდილ მარმარილოს ქვის ლოდზე ნახევრად ჩასობილი ხმალი მოჩანდა, გარშემო კი რვა მებრძოლის ქანდაკება იდგა.

- ესენია ლეგენდარული მებრძოლები, თავი ზღაპარში მგონია, როგორ შეიძლება მათი გაცოცხლება?

- ხმალს შეეხე და თვითონ მიხვდები.

მათემ მარმარილოს ქვას გარშემო შემოუარა, - ეს რა წარწერა აქვს? - 

ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო - დამარცვლა მათემ.

- სწორედაც ეს პირველი ქართველის ხმალია, რომელიც ღმერთებმა ჩამოიტანეს ციდან, შორეული ვარსკვლავის ლითონითაა დამზადებული, ოქროს წყალშია ნაწრთობი და ბოროტების დაუძინებელი მტერია. როცა ქართველებმა იწყეს გამრავლება მემკვიდრეებმა ბევრმა გამოთქვა პრეტენზია მის ფლობაზე ატყდა ერთი ჩხუბი და გაწევ გამოწევა. ძმათა სისხლი რომ არ დაღვრილიყო ღმერთებმა არმაზს გადასცეს ეს ხმალი ისევ მათ დასაცავად. ღმერთებმა ეს ხმალი სხვადასხვა ძალებით აღჭურვეს და საიმედო ადგილზე მოათავსეს.

  მათე ხმალს შეეხო, ქვის ქანდაკებები ხმაურით შეირხა და იქედან

8 მებრძოლმა პირვანდელი სახე დაიბრუნა.

- ვინ ხარ?

- ხმალს ხელი არ ახლო

- დალი შენ მოიყვანე უცხო კაცი?

- ბიჭი, - შეუსწორა ერთ-ერთმა მეგობარმა მეგობარს.

- პატარა ბიჭი, რისთვის მოსულხარ? - ამირანმა ოქროს კბილი გამოაჩინა.

- შენ ხარ ამირანი?

- საიდან მიცნობ? - ამირანი შედგა.

- მე კი არა მთელი საქართველო გიცნობს, როგორც დანარჩენებს: გაი, გაცი, ფშარაველი, იაღსარი, კოპალა, ლაშარი, ურჩხულების შემმუსვრელი გიორგი, რამდენი დევი და კუდიანი გყავთ მოკლული. ამირანის მომრევი კი ქვეყნად არ დაბადებულა ჩემს გარდა.

- უყურე ამ ლაწირაკს, პირზე ღინღლიც კი არ მოსვლია და ამირანს იწვევ საჭიდაოდ, იქნებ საჩხუბრად. ახლავე მოვსინჯოთ ძალები.

ამირანი ვაშკაცურ შესახედაობასთან ერთად ყველასგან გამოირჩეოდა ფიზიკური აღნაგობით. ძლევამოსილს რამის ტანზე შემოსკდომოდა კუნთები. მის ტანისამოსსაც კუნთების ფორმა მიეღო. რომაული სტილის აბჯარსაც დაეკარგა პირვანდელი სახე და მის ტანთან ერთად შეზრდილიყო.

- როგორ ამბობდი ,,სომეხი ვარ ტანტრე მქვია დავკარგე და ვეძებ ვირსაო” ,, რას მიცინი დევის ქალო, რას მიელავ ბაგე პირსაო გამივლი და გამომივლი გამისინჯავ ბაგე კბილსაო” მაშინაც ოქროს კბილმა გაგყიდა და ახლაც, შენ კუნთებმა არ მოგატყუოს.

მეგობრებმა სიცილი დაიწყეს.

მომწონს ეს ბიჭი. - თქვა გიორგიმ. - რა გქვია?

- მათე.

- მე კიდევ სულაც არ მომწონს. - იძახდა ამირანი. დალი შეეცადა ამირანის დამშვიდებას. - აღარ გახსოვს 25-ის ხდებოდი როცა პირველად წვერი წამოგივიდა ეს ღმერთკაცების ჭაბუკობის ასაკია.

- მერე ეს ჭაბუკი ვიღაა.

- ეს ჭაბუკი არმაზის შვილია.

- არმაზის! - ერთდროულად წამოიძახა რამოდენიმე მეგობარმა.

- კარგით რომელიც ხმალს ამოაძრობს რჩეულიც ის იქნება.

ამირანი დასწვდა ხმალს და ლოდიანად მაღლა ასწია, მაგრამ ხმალმა მარმარილოს ლოდს თავი ვერ დააღწია. გიორგიმ გაიცინა. - ყველას გვაქვს შემოქმედისგან ბოძებული ძალები, რომლებიც ერთმანეთთან ჩხუბში კი არ უნდა გამოვიყენოთ, არამედ ქვეყნის და ხალხის საკეთილდღეოდ. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით ვის რამდენი ბოროტი არსება გვყავს მოკლული და ვის რამდენი სიკეთე აქვს გაკეთებული. იქნებ გამოვცადოთ ეს ახალგაზრდა. - მეგობრებმა გიორგის აზრი მოიწონეს.

მათემ ხმალი ერთი ამოწევით ამოაძრო და ხელში შეათამაშა.

- ყოჩაღ, მაგრამ მაინც უნდა ვეჭიდო ამ ახალგაზრდას. - იძახდა ამირანი.

- დაწყნარდი, ხელი ჩამოართვით ერთმანეთს და არმაზის დანაბარები მოისმინეთ.

მათემ პირველმა გაუწოდა შერიგების ხელი ამირანს. ამირანსაც უნდოდა ხელის ჩამორთმევით ეჩვენებინა თავისი ძალა, მაგრამ შეცდა მას ლითონივით ნაწრთობი და მაგარი ხელი დახვდა.

- რაო ჩვენო ფერია, არმაზი კიდევ განსაცდელშია.

- არა მარტო არმაზია განსაცდელში, მასთან ერთად მთელი დედამიწაც. - დალიმ ღვთის რჩეულ მეგობრებს დაწვრილებით უამბო ყველაფერი. არც ჰარამხანის არსებობა დაუმალავს წყლის მბრძანებლებისათვის. - ჩვენ კიდევ ერთხელ მოგვიწევს დედამიწის ხსნა ბოროტი არსებებისგან.

- ბრძოლა სიკვდილამდე. თუმცა სანამ ხალხი ლოცულობს ჩვენზე უკვდავები ვიქნებით, მაგრამ მაინც ფრთხილად უნდა ვიყოთ. - თქვა გიორგიმ.

- კეთილი იყოს ჩვენს გუნდში შემოსვლა. - გაიმ ხელი გაუწოდა მათეს, მათ ხელებს სხვისი ხელებიც შეუერთდათ და ერთმანეთს ძმობა შეფიცეს.

- ჩვენ ცარიელ გამოქვაბულს ხომ არ ვუყარაულებთ, ჩვენც წამოვალთ თქვენთან, ხმალი არ მოქმედებს ჩვენზე და ჯადოსნური ლოცვა, იქნებ გამოვდგეთ რამეში.

- იქნებ ტაროსის ჰარამხანაში შეგვევლო და რამოდენიმე ქალი აგვეწაპებინა. - დაამატებს არაგვი.

- გაგონილი მაქვს, რომ დედამიწის ყველა ლამაზმანს იქ მოუყრია თავი. - იახსარმა ხელი გადახვია ფშარაველს და უთხრა: ჰა, ძმობილო რას იტყვი, ხომ არ დავბერდი.

- შენისთანა ვაჟკაცზე ვინ იტყვის უარს, როგორც ჩემისთანაზე. - გაიცინა ფშარაველმა.

თქვენ რა სუყველას ერთად გეწვიათ სიყვარული, ნეტა საერთოდ ხმა არ ამომეღო და ქალები არ მეხსენებინა. ჯერ საქმეა და მერე ქორწილები.

- ჩვენც გვინდა ბრძოლისთვის მოტივაცია, როგორც მათეს. - თქვა ამირანმა.

- რის მოტივაცია, თქვენ რა ტვინიც ქვად ხომ არ გექცათ 

- ნუ გვიბრაზდები, მეგობრები ხუმრობენ, თუმცა მართლაც არ აწყენდათ დაოჯახება. - სიტყვაში ჩაერთვა გიორგი.

- მართალია, მართალი. - გაისმა აქეთ-იქედან.

  ცხრა მთას იქეთ კი ბოროტი ტაროსი ამაოდ ცდილობდა სალის მოხიბვლას. ვერც ტკბილმა სიტყვებმა გაჭრა, ვერც სიმდიდრით გააკვირვა და ვერც შიშით შეაშინა.

- შენ რა შენი თავი გგონია მარტო ლამაზი გადახედე ჩემს ცოლებს ერთმანეთზე უკეთესები არიან, თუ ჭკუით არ მოიქცევი მშობლებსაც დაგიხოცავ და შენც ზედ მიგაყოლებ, ურჩხულებს და თავნება ადამიანებს ვერ ვიტან.

- ვერ მიტან და თავი დამანებე, გამიშვი სახლში.

- იქნებ შეყვარებული ხარ და ამას არ მიმხელ!

- რომც არ ვიყვე შეყვარებული შენთან ცხოვრებას სიკვდილი მირჩევნია.

- შენ იცი, რომ ჩემთან სიტყვის შებრუნებას ვერავინ ბედავს და ვინც გაბედა ცოცხალი აღარ არის.

ტაროსმა ტაში შემოჰკრა და ჰარამხანიდან ქალების მომთვინიერებელი კუდიანი დედაბერი იხმო.

- წაიყვანე და მოარჯულე. თუ ერთ კვირაში კიდევ ამხელა ენა ექნება, ორივეს დაგხოცავთ, გასაგებია! კუდიანი მოიკაკვა, სალი თითქმის ძალით წაათრია, ისევ შემოჰკრა ტაროსმა ტაში და მასთან ორი ქალიშვილი მივიდა ორივემ მოფერება დაუწყო ბატონს. სალიმ გასვლისას კიდევ შეანათა ზიზღნარევი თვალები ბებერ ტაროს და გულში გაიფიქრა. - მაგას ვერ ეღირსები ჩემი ხელით მოვიკლავ თავს.

ჰარამხანა მართლაც გადავსილი იყო ლამაზმანებით. ზოგი აუზში ბანაობდა, ზოგიც ქიშმიშს მიირთმევდა, ზოგიც ცხვირში რაღაც თეთრ ფხვნილს იყრიდა.

  არაგვის და მტკვრის შესართავი 12 მეგობარმა ხუმრობით და სიცილ ხარხარით დატოვა.

მცხეთელებმა მეფის საჯინიბოდან 12 საუეთესო ბედაური აირჩიეს და მეგობრებს გზა დაულოცეს. 

  ყორნება ტაროს მითიური გმირების გამოჩენის ამბავი აცნობეს. ტაროსმა სასწრაფოდ გამოიძახა ყველა ჯარისკაცი რომლებიც გაბნეულები იყვნენ მთელ დედამიწაზე. მათ შორის მცხეთის უფლისწულიც

  ხუთი მეტრი სიგანის და ოცი მეტრი სიმაღლის გალავანი ახლად მორჩენილი იყო, მაგრამ იცოდა რომ ამ კედლით მითიურ გმირებს დაბრკოლებას ვერ შეუქმნიდა და სხვა ხერხს მიმართა. ჯერ გარიგება შესთავაზა გმირებს. ტაროსი გარიგებაში ნახევარ დედამიწას თმობდა. მაგრამ ამ წინადადებაზე უარი მიიღო. შემდეგ ნახევარს პრინცესა სალიც დაუმატა. ამ შეთავაზებას მათე კი დათანხმდა, მაგრამ მეგობრებმა უარი განაცხადეს: კარგად ვიცნობთ მაგის ხრიკებს ის აუცილებლად ხაფანგს დაგვიგებსო.

- ან ყველაფერი დაგვიბრუნოს და მშვიდობით წავიდეს მოუსავლეთში, სადაც თავს კარგად გრძნობდა, არადა სიცოცხლეს გამოემშვიდობოს. პირობა უცვლელია, მაგას მე მოვუგრეხავ კისერს. - იმუქრებოდა ამირანი.

- ხვალ მძიმე დღე გველის, დავისვენოთ მტერმა დაღლილობა არ შეგვატყოს. - თქვა გიორგიმ.

- სამასი წლის დასვენებული ჯანი მაქვს. - გაჯიუტდა იახსარი.

- შენ რას იტყვი მათე ბიჭო, გიბრძოლია ოდესმე?

- არა.

- აბა შენ აქ დაგველოდე, სალისაც მოგიყვანთ და ტაროსსაც მუხლის ჩოქებზე მოვათრევთ. - გაიცინა გაცმა. მას გაი მიუახლოვდა და ყურში ჩასჩურჩულა.

- მორჩი სიცილს დააკვირდი ვისი შვილდი კიდია, ვისი ფარი უჭირავს, აღარაფერს ვამბობ ხმალზე.

- ვისი შვილდია, შემოქმედის? ეს ხმალი ხომ არმაზისაა. - ისევ თვითონ გასცა კითხვას პასუხი.

- ძმობილო გეხუმრე, გვერდიდან არ მომცილდე, ერთად გავჟლიტოთ ტაროსის მახინჯი ჯარისკაცები. - გაცმა ხელი გაუწოდა მათეს და ძველი ანდაზაც დააყოლა. ,,ძმა ძმისთვისა შავი დღისთვისაო” 

არ ჩერდებოდნენ ტაროსის მოსალაპარაკებლად გაგზავნილი ყორნები. ბოლოს მათაც უწია მუქარამ და რამდენიც კი მიუახლოვდათ იმდენი მოკლეს შვილდით.

  ტაროსმა სახელდახელოდ გამოძებნა ფულს დახარბებული ვაჭარი და დავალება მისცა. დავალება კი ასეთი იყო: მას მათესთვის გარიგების გზით ღმერთის პირადი მჭედლის მიერ გამოჭედილი საბრძოლო აბჯარი უნდა მიეყიდა. სინამდვილეში კი აბჯრის სუსტი ადგილი გულის მხარე იყო, სადაც მაგიური ხსნარით ფოლადი დაერბილებინა. ფოლადი ჩვეულებრივი ისრითაც გაიხვრიტებოდა მიზანში მოხვედრის შემდეგ. ეს გარემოება შემდეგში ტაროსის ყველა მებრძოლს უნდა სცოდნოდა.

დილაადრიან ვაჭრის ქარავანმა გზა გადაუჭრა მეგობრებს. რას არ ნახავდა მყიდველი ვაჭრების ხურჯინებში: სად ინდოეთიდან წამოღებული ხანჯლები, სად ჩინეთიდან წამოღებული აბრეშუმის ქსოვილები, ყელსაბამები, ბეჭდები, საყურეები და მრავალი სხვა. მათეს ყურადღებას მაინც რკინის აბჯარი მიიპყრობს.

- მოგწონს მეგობარო, თქვენც მებრძოლი ბრძანდებით?

- კი. - უპასუხა მათემ. 

- მერედა საბრძოლო აღჭურვილობა რატომ არ გაცვიათ, როგორც შენს მეგობრებს. ზუსტად შენი ზომაა ეს აღჭურვილობა, შორეულ ქვეყანაში მიმქონდა ერთ-ერთ მეფისათვის, გზად კი გავიგე, რომ ბრძოლაში დაღუპულა ღმერთმა აცხონოს მისი სული. უბრალო არ გეგონოს, ღმერთების სამჭედლოშია გამოჭედილი, ქათმის ბუმბულზე მსუბუქია და ყველა ლითონზე მაგარი და შეუვალი. გიორგის თავიდანვე არ მოუვიდა ვაჭარი თვალში და ჰკითხა.

- საიდან იცი ამდენი ამ ჯაჭვის შესახებ?

- ეს აღჭურვილობა ღმერთის რჩეულმა რაინდმა მომყიდა.

- ტყუის ღმერთის რჩეული რაინდი თავის აღჭურვილობას არაფრის დიდებით არ გაყიდდა. - ფიქრობდა გიორგი.

- არ გჯერათ, შეამოწმეთ, ჩემზე გამოსცადეთ, ნახეთ ბუმბულივით არის, იცით ეს ჯავშანი ფასდაუდებელია.

- ჩვენს აღჭურვილობაზე რას იტყვი? - შეეკითხა იაღსარი.

- მე ბევრი ქვეყანა მაქვს მოვლილი, მაგრამ თქვენნაირი აღჭურვილობა არსად მინახავს, მაგრამ ჩემსას მაინც არ შეედრება.

მეგობრებმა ხელიდან ხელში გადაიტანეს ჯავშანი 

- საუცხოვოა.

- რა მსუბუქია.

- შესანიშნავია.

- ეს ხომ ქალის მოკაზმულობაა. - თქვა ამირანმა. - ვაჟკაცს ვაჟკაცური აღჭურვილობა, სამკაულები და სამუხლეები უნდა ამშვენებდეს.

- რას ამბობ ქალებს რა უნდა ომში. ქალები სახლში, შვილებს უნდა აჩენდნენ. - ვაჭარმა გესლიანი თვალებით გადახედა დალის, რომელიც ერთ-ერთ ვაჭართან ყელსაბამს ათვალიერებდა.

- ძმობილო ეგ ქალი მოტაცებული გყავთ?

- არა ჩვენი გუნდის წევრია.

- მებრძოლია?

- კი მებრძოლია. - უთხრა გიორგიმ.

- მე მეგონა აბჯარში გამიცვლიდით.

- ბევრს ნუ ლაპარაკობ აბა ტანზე მოირგე (ჯავშანი) შენზე გამოვცადოთ.

- რა პრობლემაა ჩემზე იყოს.

გიორგიმ რამოდენიმეჯერ შემოარტყა ხმალი ჯავშანს. ვაჭარი წაბორძიკდა მაგრამ შეძლო ზორბა ტანის შემაგრება.

- მე მიმიშვით მე გამოვცდი. - მკლავები დაიკაპიწა ამირანმა.

- ეგ არა სხვამ გამოსცადოს, მაგის დარტყმულს ჯავშანი კი გაუძლებს მაგრამ მე ვერ გავუძლებ.

- მაშ მე გამოვცდი. - თქვა დალი.

- ეგ სხვა ამბავია, ჩემთვის დიდი პატივი იქნება.

- მე გულის არეში მაინტერესებს. - დალიმ შვილდი მოზიდა. ვაჭარს ცივმა ოფლმა დაასხა. - ოღონდ ეგ არა. - ვაჭარი მუხლებით მიწაზე დაეცა.

- მაპატიეთ, ტაროსმა დამაშინა.

- მაშ შენ ჩვენი ვინაობა იცოდი და მაინც ცდილობდი უვარგისი ჯავშნის შემოპარებას?

- სიკვდილი მოღალატეს. - გაისმა აქეთ-იქედან.

- არა გიორგი ადამიანებს არ ხოცავს, ის მათ სწორ გზაზე აყენებს. ბოროტებას? ბოროტებას კი, ეს სულ სხვაა. ერთი შეცდომა ყველას ეპატიება, მთავარია ადამიანმა შეცდომა პროფესიად არ გაიხადოს.

- ნამდვილად წმინდანი ხარ გიორგი, წაიღეთ ეს აბჯარი თქვენთვის დამითმია, ჩემი ფეშქაში იყოს, გულის არეს ეშველება ამისთანა ჯავშანს ვერსად იშოვით.

- არ შეგვაცდინოს გიორგი ეგ აბჯარი გაჯერებული იქნება შავი მაგიით.

- მერედა შავი მაგიის მოხსნას რა უნდა, აბჯარი უნიკალურია, ამ აბჯარს ვერც მეხის მსროლელი ისარი ვერას დააკლებს. ნაკურთხი წყლით კი გულის არის გამაგრება იოლად შეიძლება. 

გიორგიმ ლოცვები წარმოთქვა, აბჯარს ნაკურთხი წყალი დაასხა და მეგობრებს მიუბრუნდა. - ამ აბჯარს ჩემზე გამოვცდი. - მეგობრებმა უარი განაცხადეს. ისევ ვაჭარს მოუწია მისი გამოცდა.

  გიორგიმ ვაჭარს ორმაგი გადაუხადა და უთხრა: რამოდენიმე დღე ტაროსის ახლოს არ გამოჩნდე თორემ სიკვდილით დაგსჯისო. ვაჭარმა წასვლის წინ მეგობრები გააფრთხილა: ფრთხილად იყავით ტაროსი კიდევ ბევრ დაბრკოლებას შეგიქმნით. არავის და არაფერს ენდოთ.

  ახლა კი მთლად დევგმირს დაემსგავსა მათე. წელში გასწორდა და მედიდურად გააჭენა მეფის სანაქებო ბედაური.

ვაჭრის სიტყვები მართლაც მალევე გამართლდა. მეგობრებმა გადაიარეს ერთი მთა და ის იყო მეორე მთას უნდა შესდგომოდნენ, რომ რაღაც ჩოჩქოლი შენიშნეს. დალი მაშინვე არწივად იქცა და შეიარაღებულ ხალხს თავზე მოექცა. აღელვებულ ბრბოს ძელზე გაეკრათ ქალიშვილი და მათრახით სცემდნენ. დალიმ ხმამაღლა დაიწრიპინა, ეს მეგობრებისთვის ნიშანი იყო და მეგობრებმაც არ დააყოვნეს. ბრბოს წრე დაარტყეს და ქალის გადმოცემა მოითხოვეს. ბრბოს ერთ-ერთი კარგად შეიარაღებული კაცი გამოეყო.

- თუ შეიძლება თქვენ თქვენი გზით წადით და ჩვენს სამართალში ნუ ჩაერევით.

გიორგი ცხენიდან ჩამოქვეითდა და აღელვებულ მამაკაცს მიუახლოვდა.

- რომელ სამართალზე მელაპარაკები ღვთის თუ ადამიანების. ისეთი რა დააშავა მაგ საცოდავმა, რომ ასეთი განაჩენი გამოგიტანიათ?

- მაგ ქალს ცოცხლად უნდა გავაძროთ ტყავი, მან მთისა და ღვთის კანონი უდიერად დაარღვია.

- ვინ მოგცათ მაგის უფლება, რომ ღვთის სახელით სჯით. თქვენ რა არ იცით რომ ღმერთისთვის ქალი და კაცი თანასწორია.

- ეგ შეიძლება თქვენი ღმერთისთვის არის ასე. - შესძახა ჯალათმა და ქალის ცემა განაგრძო.

ამირანმა ვეღარ მოითმინა და თვალის დახამხამებაში ძელთან მიიჭრა, ჯალათი ხმლით შუაზე გააპო და დანარჩენებს მუშტით დაემუქრა.

- მე ხომ გაფრთხილებდით, ახლა კი რაც მოგივათ თქვენს თავს დააბრალეთ. - დაიყვირა მომლაპარაკებელმა და ხმალი იშიშვლა.

  მეგობრებმა წინააღმდეგობა, რომ დაინახეს ბრძოლაში ჩაებნენ.

ამირანმა ძელიდან ჩამოხსნა ქალიშვილი ხელში აიყვანა. ქალიშვილი კი ყელზე შემოეხვია მხსნელს. ამირანს კიდევაც გაუკვირდა, ამდენი ტკივილისა და ჭრილობის შემდეგ კიდევ ყელზე მოხვევის თავი როგორ აქვსო. მაგრამ არაფერი შეიმჩნია. სასიკვდილოდ დაჭრილმა მომლაპარაკებელმა ასეთი სიტყვები წარმოთქვა.

- თქვენ თვითონ არ იცით ვისთან გაქვთ საქმე კიდევ უნდოდა რაღაც ეთქვა მაგრამ ვეღარ მოასწრო და სამუდამოდ დახუჭა თვალები.

ქალი ლოცავდა მეგობრებს და თან წაყვანას სთხოვდა, რადგან მთიელების გამოჩენის ეშინოდა. გიორგიმ და დალიმ დაკითხვა მოუწყვეს, ვინ იყო, რისთვის სჯიდნენ. მაგრამ ქალმა ისეთი ტყუილი შეთხზა, რომ მეგობრებს გული აუჩუყდათ. ცრემლებიც კი გადმოსცვივდათ თვალებიდან. ქალმა განგებ დაიწყო ტირილი, ამირანსაც ამოუჯდა გული და ხელით ანუგეშა, ამირანმა ხელი თავიდან წელამდე ჩააყოლა, მაგრამ ქალი ტკივილს ვერ შეიგრძნობდა. გიორგიც მიხვდა ამირანის ქცევის მიზეზს და ქალს განუცხადა.

- დაწყნარდით, შენი გვჯერა, მაგრამ ჩვენთან გზა რომ განაგრძო ერთ ცდას უნდა გაუძლო.

ქალი ფეხზე წამოიჭრა. - კიდევ არ გჯერათ ჩემი, რა უნდა გავაკეთო რომ თქვენი დარწმუნება შევძლო.

მათე გიორგის მიუბრუნდა. - იქნებ არ ღირდეს?

- გამოცდით არაფერი დაშავდება, ჩვენც იმედიანად ვიქნებით და ქალსაც უსაფრთხოდ ჩავაბარებთ პატრონს.

გიორგიმ მეგობრები იხმო, ხელი-ხელს მისცეს და ქალის გარშემო წრე შეკრეს. შემდეგ უცხო ქალს მიუბრუნდა და უთხრა: - შემოდი ჩვენს წრეში და ჩვენთან ერთად წახვალ.

  ქალმა თამამად შეაბიჯა წრეში, მაგრამ უმალ დაიკრუნჩხა მიწაზე გაენთხო და წივილი დაიწყო. მას პირველადი და ნამდვილი სახე დაუბრუნდა. თვალებს ცოფიანი ძაღლივით აბრიალებდა, შემდეგ ფრთები შეესხა და ჰაერში აიჭრა.

- ესროლე მათე რაღას უდგახარ - შეუტია დალიმ.

ის იყო მფრინავი არსება მთას უნდა მოფარებოდა რომ მეხის ისარმა შუაზე გააპო. ქალს ცეცხლი მოედო და ჰაერში აალდა.

- ხედავ მათე როგორ უნდა ადამიანის შეცნობა, წმინდა წრეში ვერანაირი არსება ვერ დამალავს საკუთარ თავს.

- მაშ გამოდის რომ უდანაშაულო ხალხი დავხოცეთ?

- არა ეგენიც ტაროსის დამქაშები იყვნენ. გიორგიმ დახოცილ მეომრებს ნაკურთხი წყალი დაასხა და ადგილზე აალდნენ.

- შენ თავიდანვე იცოდი არა?

- რა თქმა უნდა.

- აბა რაღას გვატირე? - სიცილით უთხრა მათემ. შერცხვენილმა მეგობრებმა კი ერთმანეთს გადახედეს.

- უბრალოდ მინდოდა რომ თქვენთვის გაკვეთილი ჩამეტარებინა და მგონი გამოვიდა კიდეც. ტაროსი არ მოისვენებს კიდევ მოგვიწყობს მსგავს შეხვედრებს, ფრთხილად უნდა ვიყოთ.

  შავ სასახლეში კი ტაროსი ყვიროდა და ბრძანებას ბრძანებაზე გასცემდა. შემდეგ გამოვიდა კოშკის აივანზე, ხელები მაღლა აღაპყრო და გველეშაპი იხმო.

სად იყო და სად არა გველეშაპი მოფრინდა .

- რას მიბრძანებ ბატონო.

- ახლავე გაფრინდი და ჩვენსკენ მომავალი თავგასული მებრძოლები ცეცხლის ალში ამოხრუკე.

- რომელი მებრძოლები დიდო ბატონო?

ტაროსმა მათი სახელები ჩამოთვალა. - თუ დალის დაინდობ და ცოცხლად მომგვრი უძვირფასეს საჩუქარს მიიღებ. გასწი რაღას უდგახარ!

სიამოვნებით ბატონო, მათ ჩემი მოდგმა მთლიანად ამოწყვიტეს, განკითხვის დრო დადგა.

გველეშაპმა გრძელი კისერი უკან შემოატრიალა დიდრონი ფრთები მძლავრად მოიქნია და მაღალ დათოვლილ მთებს თავზე გადაუფრინა. გველეშაპმა რამოდენიმე საათის სავალი გზა რამოდენიმე წუთში დაფარა.

  ტრიალ მინდორზე გამოჩნდნენ მეგობრები. დალიმ მაშინვე შენიშნა გველეშაპი და ცხენი შეაყენა. უმალ გარდაისახა არწივად და ჰაერში აიჭრა. სწრაფი მანევრით გველეშაპს წრე დაარტყა და მეგობრებისათვის გამზადებული ცეცხლი ჰაერში გააშვებინა.

- რამდენი ხანია გველეშაპს არ შევბრძოლებივარ. - თქვა გიორგიმ.

- არც ჩვენ დაგვაკლებდა მასთან ბრძოლა. - ერთხმად თქვეს მეგობრებმა.

არაგვმა თქვა: გთხოვთ ჩემს ცხოვრებაში გველეშაპი არამც თუ მომიკლავს ნახვითაც არ მინახავს, მე შევებრძოლები. მე მისი ვერც ცეცხლი დამაკლებს რამეს და ვერც მისი ბასრი კბილები.

- კარგი მასე იყოს, ვიცინებთ მაინც. - თქვა კოპალამ 

- მფრინაო ხვლიკო, აქეთ მოდი, შემებრძოლე. - ყვიროდა არაგვი.

გველეშაპმა მალევე შენიშნა განცალკევებით მდგარი არაგვი და მისკენ გაფრინდა. გველეშაპმა არც მისთვის დაიშურა ცეცხლის ნაკადი, მაგრამ ვერა დააკლო რა. არაგვი იცინოდა, მაგრამ მალე შეწყდა მისი სიცილი, რადგან ჩონჩხად ქცეული დამწვარი ცხენი ფეხებიდან გამოეცალა. იწვოდა მისი სანაქებო ტანისამოსიც. არაგვი ძირს გაგორდა და ცეცხლი ჩაიქრო და გველეშაპს ხელმეორედ დაუძახა. - სულ ეგა ხარ, სად მიფრინავ მახინჯო! მეგობრები არაგვს გარს შემოეხვივნენ. გველეშაპმა მძლავრად მოიქნია ფრთები და ცაში აიჭრა. არწივი უკან აედევნა. მათემ არაგვს თავისი ცხენი დაუთმო

- გამომართვი ძმობილო შენთვის დამითმია.

- მერედა შენ?

- ჩემთვის დიდი პატივი იქნება თუ წყლის ღმერთი ჩემი ცხენით ისარგებლებს.

- გამოართვი, გამოართვი მაგან ბრძოლა მაინც არ იცის... სიტყვა არ ჰქონდა ამირანს დამთავრებული, რომ მათეს წინ მფრინავი თეთრონი დაეშვა.

გველეშაპმა ჰაერში საზარელი ღრიალი ატეხა. მთებმა მისი ღრიალი ექოსავით აირეკლეს და შეიქმნა ერთი ზანზარი.

  მათე ზურგზე მოახტა თეთრონს და ცაში აიჭრა, ხელში მეხის მტყორცნელი შვილდი მოიმარჯვა და გველეშაპს შეუტია. რამოდენიმე წუთში გველეშაპი ძირს ბზრიალით დაეშვა, რადგან მათეს ნასროლმა ისარმა გული განუგმირა. გველეშაპი მეგობრების წინ დაენარცხა, ერთიც გაიბრძოლა, უნდოდა პირიდან ცეცხლის ნაკადი გამოეშვა, მაგრამ ძალა აღარ ეყო და თავისავე გადმონთხეულ ცეცხლში ჩაიწვა. მაგრამ ამით არ დამთავრებულა ყველაფერი. გველეშაპის ძახილზე ცაზე მრავალმა მფრინავმა მახინჯმა არსებამ მოიყარა თავი, ნამდვილი სასაკლაო შეიქმნა ცაში თუ მიწაზე, ბრძოლა დილიდან საღამომდე გაგრძელდა. ახლა კი მოეღალათ მეგობრებს მკლავები. არაგვს და მტკვარს ბოლი ასდიოდათ რადგან ტანზე ფარებს არ იფარებდბნენ. გიორგის კი ფარის მაგივრობას მოსასხმი უწვედა. აივსო მინდორი დახოცილი გველეშაპების ლეშით. ბოლოს ამირანის წინ მფრინავი ჩინური გველის გვამი დაეცა, მას თან ჩამოჰყვა მათე, რომელიც თავზე მოხტომოდა და არმაზის ხმლით განეგმირა ყელის არეში.

- რას იტყვი ამირან, შევაქოთ ეს ბიჭი?

- არა, თავში აუვარდება, მეც რომ მქონოდა მფრინავი ცხენი და მეხის მსროლელი შვილდი მეც ადვილად გავუმკლავდებოდი მფრინავ მახინჯებს. - იხტიბარს არ იტეხდა ამირანი. - მაგრამ დრო მოვა და მაინც ვეჭიდები.

  მეგობრებმა გზა განაგრძეს, დიდრონ მთებში ამრეც და დამრეც ბილიკებს ბოლო არ უჩანდა. ბევრი გაველურებული ტომი გზად ეღობებოდა ბოროტებასთან მებრძოლ მეგობრებს, მაგრამ საკმარისი იყო მათთვის, რომ ღვთაებრივი იარაღის ძალა ეჩვენებინათ, რომ შეშინებულები ნადირის ტყავებში გამოწყობილები აქეთ-იქეთ გარბოდნენ.

- ესეც ჭერმისის მთა. - წარმოთქვა გიორგიმ და ხელი დიდრონ მთისაკენ გაიშვირა.

ვეებერთელა მთის ფერდობები წიფლნარს და ფიჭვნარს დეფარა. აქა-იქ მოჩანდა ვეებერთელა ცაცხვის ხეები, რომლებიც შემოდგომის დადგომას ყვითელი ფოთლებით ეგებებოდნენ. მარადმწვანე ფიჭვებს და მთის მკაცრ პირობებთან შეგუებულ ხეებს ენით აუწერელი სილამაზე გადაეშალათ. სად წითლად ელავდა აღაჟღაჟებული ძახველი, სად ჟანგისფერი დასდებოდა ნეკერჩხალს. თავმომწონე წიფლის ფოთლები წითელ ყვითელ ფერებში ირეოდა. დათვის საყვარელი პანტები ჩაშაქრებულიყვნენ, ტოტები მედგრად გაეშალათ და ბუნება მხატვრის ფანტაზიით მოეხატათ.

- რა სილამაზეა, ვინ იცავს ამ ტყეს, რომ ადამიანის ხარბ ხელს ზიანი რომ ვერ მიუყენებია. - თქვა ლაშარმა.

- ოდესღაც შუა მთაში ჭერმისის სასახლე მდებარეობდა, რომელსაც დედოფალი ელენე მართავდა. ის არე-მარეში დაუნდობლობით გამოირჩეოდა. მის სილამაზეზე ლეგენდებს თხზავდნენ. ბევრი მთხოვნელი ჰყავდა დედოფალს, მაგრამ მისი გულის მონადირება ვერავინ შეძლო. იმასაც ამბობდნენ მის სილამაზის და ძალის წყაროს სწორედაც რომ ეს ტყე წარმოადგენსო. ხოდა აბა კაი დედის შვილს ვინმეს გაებედა და დაუკითხავად მოეჭრათ რომელიმე.

- გიორგი შენც მის თაყვანისმცემელთა რიგში ხომ არ იდექი. - ღიმილით წარმოსთქვა იარსაღმა.

  შეჩერდით! - გიორგიმ ცხენი შეაყენა და მარჯვენა ხელი მაღლა აღმართა. მგონი უკვე ღრმად შემოვედით ტყეში. სწორედაც ამ ადგილებში ესხმოდნენ თავს გაწვრთნილი მეომარი ქალები დაუპატიჟებელ სტუმრებს.

დალი მიუახლოვდა გიორგის და ხმადაბლა უთხრა: ახლავე დავადგენ ყველაფერსო. - არწივად გარდაისახა და დიდრონ ხეებს შემოუფრინა. მართლაც ხეებზე შვილდებით შეიარაღებული რამოდენიმე მეომარი ქალი შენიშნა. დაბრუნდა გიორგისთან და მკლავზე დააჯდა. დალიმ არწივის თვალები გააკვესა და ტელეპატურად გადასცა გიორგის: მართალი ყოფილხარო.

გიორგის ცხენმა უკანა ფეხები ააბაკუნა.

- მდინარის ღმერთებო წინ საშიშროება გვემუქრება, გზა გავაგრძელოთ თუ გამოწვევა მივიღოთ. - ხმამაღლა წარმოთქვა გიორგიმ.

- თუ საქმე ქალებს ეხება, გართობა ჯობია.

- მაშ წადით წინ, ოღონდ წყლად ქცევა არ დაგავიწყდეთ. მტკვარი და არაგვი სიცილით გაერთიანდნენ.

- ლამაზმანებო აბა სადა ხართ, გამოდით თქვენი გულის მპყრობელები მოვედით. - ათი ნაბიჯიც და ქალების ყიჟინა ატყდა. ისარს, ისარი მოჰყვა. ქალები ხიდან ხეზე ციყვებივით გადაადგილდებოდნენ. არაგვმა ისიც კი შეამჩნია ქალები ხტომის დროს როგორ იყენებდნენ ხელებშუა გაბმულ აბრეშუმის ქსოვილს, რომლებიც ფრთების მაგივრობას წარმოადგენდნენ. ისრები მათი წყლად ქცეულ ტანის გავლით უმისამართოდ ეცემოდნენ. მფრინავმა ქალებმა ხერხს მიმართეს და ორი გულადი მეომარი ბადეში გააბეს. ცხენები წაბორძიკდნენ და პატრონებიანად ბადეში აიხლართნენ. სადღა იყო სიცილ ხარხარი, ტყე მეომრების სიცილმა გააყრუა. ქალები ერთად შექუჩდნენ. გიორგიმ დეზი ჰკრა ცხენს და ქალების მიმართულებით წავიდა. ქალებმა შვილდები მოზიდეს და გიორგის მიმართულებით რამოდენიმე ჯერი გაუშვეს. აქ კი გამოამჟღავნა გიორგიმ თავის სისწრაფე და აუღელვებლობა. წამიერად ყველა ნასროლი ისარი ხელში მოაქცია და მუხლებზე დაიდო.

- შეჩერდით ჩვენ სამტროდ არ ვართ მოსულები, უბრალოდ ამ ტყეზე გვინდა გავლა.

- ვის ველაპარაკებით, სახელი გვითხარი.

- მე გიორგი მქვია, ოდესღაც თქვენ დედოფალ ელენეს ვიცნობდი. ჩემი და ელენეს სურათი სასახლის კედელზე კიდია თუ არ გჯერათ შეამოწმეთ. ქალებს ერთი ულამაზესი ქალი გამოეყო.

- გიორგიმ ჩვენი სამეფო რამოდენიმეჯერ იხსნა განსაცდელიდან, ის ჩვენთვის წმინდანია და ყოველდღიურად მოვიხსენიებთ მას ლოცვებში. თუ მართლა წმინდა გიორგი ხარ მინიშნება მოგვეცი - კარგით. - და გიორგიმ ჩამოუთვალა წლები როცა ის ელენეს სამეფოს ბოროტი არსებებისგან იცავდა. - პირველად სამთავიანი გველეშაპი მოგაცილეთ რომელიც ყოველთვიურად თითო ქალწულს ითხოვდა, მეორედ კუზიანი გოლიათი, მესამედ შავი აჩრდილები, მეოთხედ... გავაგრძელო ჩამოთვლა.

- არა აღარ არის საჭირო.

- გიორგი კიდევ იტყვი დედოფლის გულის მონადირებას არ ვცდილობდიო - ხმადაბლა ეტყვის იაღსარი.

- მე ყველას ვეხმარები ვისაც კი სჭირდება ჩემი შველა.

- ქალები ხმამაღლა ალაპარაკდნენ. - კი ის არის, ნამდვილად ის არის, მეც ბევრჯერ მაქვს მისი სურათი ნანახი, მეც, მეც იმეორებდნენ ქალები.

ქალები სიცილ ხარხარით შემოეხვივნენ გიორგის. გიორგის ყურადღება ერთ-ერთმა ქალიშვილმა მიიპყრო. - ღმერთო ჩემი ელენე ეს შენ ხარ, შეუძლებელია ისევ ისეთი ხარ.

- მე ელენე არა ვარ, მე მისი შვილიშვილი ვარ.

ასეთი მსგავსება მე არსად მინახავს. ელენეს რა ბედი ეწია?

- ტაროსის მახინჯმა ჯარისკაცებმა გადაწვეს და გაძარცვეს ჩვენი სასახლე, ისინი რაღაც სკიპტრას ეძებდნენ. მოხუცი დედოფალი დაატყვევეს და თავისთან წაიყვანეს. ჩვენ კი რამოდენიმე ქალმა მოვახერხეთ გაქცევა. მას შემდეგ ტყეში ვიმალებით. ვეღარც სასახლეში ვბრუნდებით რადგან იქ ტაროსის ჯარისკაცები გამაგრდნენ.

- მე დედა დამრჩა იქ.

- მე და.

- მე შვილი.

პირობას გაძლევთ, რომ თქვენს დედოფალს უკან დავაბრუნებ ცოცხალს და უვნებელს.

- გიორგი ჩვენც თქვენთან ერთად წამოვალთ.

- არა თქვენი იქ წამოსვლა საშიშია.

- რატომ, ერთს მე დავიცავ

- მეორეს მე.

- მესამეს მე.

ბურტყუნებდნენ მეომრები. გიორგიმ გაიცინა: ნეტა ღმერთს ეს ქალები რომ არ შეექმნა რა გეშველებოდათ. მორჩით მაგ მაიმუნობას და წავიდეთ გავანთავისუფლოდ სასახლე.

ისევ აფრინდა დალი და სასახლის დასაზვერად წავიდა. მეგობრებმა ცხენები შეაყენეს და ათიოდე მებრძოლ ქალთან ერთად ჭერმისის სასახლისაკენ გაიჭრნენ.

სასახლის მოზრდილ გალავანს ჯერ კიდევ ეტყობოდა შემოსევების კვალი. ხის მოზრდილ კარების ნაცვლად ნახევრად დამწვარი ფიცრები ეკიდა. მთვრალი ტარტაროზები გალავნის შიგნით დარჩენილ ქალებს აწიოკებდნენ და მათი წვალებით ერთობოდნენ. ბავშვები რკინის გალიებში ჩაესვათ და ნადირებივით ცოცხალი ხორცით კვებავდნენ. ერთ დროს გაბრწყინებული სასახლე ჯოჯოხეთად ქცეულიყო.

ყიჟინით შეცვივდნენ სასახლის ტერიტორიაზე მეგობრები. მუსრი გაავლეს ტარტაროზებს და ყველა დატყვევებული ქალი და ბავშვი გაანთავისუფლეს.

გიორგიმ კიდევ ერთხელ განუცხადა ქალებს ტაროსის წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობაზე უარი და გზა განაგრძო.

  ტაროსმა კიდევ ერთხელ მოინახულა სკიპტრები, ყველას სათითაოდ მოეფერა. - ახლა, სწორედ ახლა, ამდენი წვალების შემდეგ, მოუნდათ ჩემთვის სკიპტრების წართმევა. ორიოდე სკიპტრაც და ქვეყნის მბძანებელი გავხდები. ეშმაკმა დაწყევლოს, თითქოს მიწამ და წყალმა ჩაყლაპა ის სკიპტრები. - შემდეგ ისევ მისაღებ დარბაზს დაუბრუნდა სადაც მისი საბრძანებლო ტახტი იდგა.

- მომგვარეთ რქებწასული უფლისწული და მეფის ურჩი ასული. - მისი სურვილი დაუყოვნებლივ შესრულდა.

  მცხეთის უფლისწული გაბრწყინებული სახით ეახლა ტაროს, თითქოს დიდი ბრძოლა მოეგოს, მაგრამ რაც მან მოუტანა თავის ბატონს დიდ ბრძოლის მოგებას აღემატებოდა.

უფლისწულმა ბატონის წინაშე დაიჩოქა, უბიდან თვალმარგალიტებით გაწყობილი სკიპტრა გამოაძვრინა და თავის აუხრელად გაუწოდა.

- ყოჩაღ, შენ გაამართლე ჩემი იმედები, შენ წონა ოქროს და ჰარამხანიდან საუკეთესო ქალწულს მიიღებ ჩემგან საჩუქრად.

დარბაზში სალიც შემოიყვანეს. სალის სახე ხელებით დაეზიანებინა, რომ ტაროსს მისი სილამაზით არ ესარგებლა.

სალის ძმის დანახვაზე იმედი ჩაესახა: იქნებ ჩემს ძმას გონება გაუნათდეს და ტაროს ჩემი თავი გამოსთხოვოსო.

  ტაროსი აენთო, ტაში შემოჰკრა და კუდიანი იხმო.

- ეს არის მახინჯო ქალის მოთვინიერება! გაიყვანეთ და ცოცხლად დაწვით!

კუდიანი ადგილზე გაქვავდა, დაიკრუნჩხა ტაროსს მის სიკეთეებს ახსენებდა, ბევრ გადამალულ ლამაზმანს პირდებოდა, მაგრამ არც ამან გაჭრა. მცველებმა ძალით გაათრიეს და მბრძანებლის ბრძანება სისრულეში მოიყვანეს.

  სალი მუხლებზე დაემხო, სახეზე ახლად შეხორცებული ნაიარევი ჩამოიხოკა და ახლიდან იდინა სისხლი. ტაროსი წყობიდან გამოვიდა.

- რას იტყვი საქართველოს მომავალო მბრძანებელო, ჩემი გულისთვის მოკლავ შენს დას?

  მცხეთის უფლისწულისთვის საქართველოს ტახტის შეთავაზება ჩამოქვეითებას ნიშნავდა, რადგან უდიდეს და ხალხმრავალ სამეფოს კარგავდა, სადაც თავს კარგად გრძნობდა. საქართველო კი იმ დროისთვის ხალხისგან დაცლილი გავერანებული და გაღატაკებული გახლდათ.

- უხ, შე ბებერო კუდიანო. - გაიფიქრა თავისთვის, ეცადა სახეზე არ შეემჩნია თავის განწყობილება, მაგრამ იმდენად გამოიყვანა ამ წინადადებამ წყობიდან რომ სახეზე ალმური აუვიდა.

სალის გულმა ბაგა-ბუგი დაუწყო, თვალებ ანთებული მიაჩერდა ძმის გადაწყვეტილებას.

- მე ამის გაკეთება ადრეც მინდოდა, რადგან ის ჩემი და არ არის.

უფლისწულმა თავი ჩაღუნა და ბავშობის დროინდელ მოგონებებში ჩაიძირა. მოაგონდა მცხეთის სასახლე, მტრის გამოჩენა, როგორ იძალავეს მის თვალწინ დედამისზე.

- ახლა არავინ გიშლის ხელს, რას გარინდებულხარ, მისმენ! უფლისწული მდგომარეობიდან გამოვიდა.

- თუმცა, - წამოიყვირა ტაროსმა. - ერთი იდეა მომივიდა თავში. დავამახინჯებ, ხეიბრად ვაქცევ და ისე გავუგზავნი ახლად გამომცხვარ გმირს, რომელსაც ფარულად მფარველობენ ღმერთები. ვნახოთ როგორ ჭკუაზე დადგება, მოინდომა რა ჩემი დაჩოქება. რას იტყვი მოგწონს ჩემი აზრი!

- დიდებულია, თქვენს მეტი ამას ვინ მოიფიქრებდა.

- ნეტა ვისზე ლაპარაკობენ, მათეზე ხომ არა, შეუძლებელია ღმერთის რჩეულია. თუმცა რა გასაკვირია, მასეთი ლამაზი მამაკაცი არსად მინახავს. ო . . .  დიდო არმაზი რა იქნება რომ ჩემი ჩანაფიქრი სიმართლეს შეესაბამებოდე. - ფიქრობდა სალი.

  მცხეთის უფლისწული ხელს ხანჯლისაკენ გააპარებს.

- არ გინდა ძმაო, მე ხომ შენი ერთადერთი დედმამიშვილი ვარ.

სწორედ ამ დროს შემოამტვრევს ორმეტრიანი არმაზი კარს.

- სალის ხელს ვერავინ ახლებს!

- ვითომ რატომ, ის ხომ შენთვის არავინაა და საერთოდ როგორ ბედავ ამდენს.

- არმაზი, ნუთუ არ ვცდები, ჩემი მათე არმაზის რჩეულია. ფიქრები განაახლა სალიმ.

- ის საქართველოს მომავალი დედოფალია!

ტაროსმა მაგიური სიტყვებით შეულოცა არმაზს და მხრებში მოწყვიტა. არმაზი მძლივს შეიკავებს თავს, რომ არ წაქცეულიყო.

ტაროსმა თავის მახინჯ მასხარას უბრძანა: წაიყვანე და პატრონს ჩააბარეო.

- ეტყობა კარგად ვერ ვასწავლე ჭკუა, ჩააგდეთ დილეგში და დღედაღამ გუშაგი დაუნიშნეთ.

არმაზი ძალით გაათრიეს დარბაზიდან.

არმაზის გმინვაზე ხმალმა ნათება დაიწყო, დალი შეკრთა.

- არმაზს უჭირს, ვიჩქაროთ თორემ რაღაც უბედურება მოხდება.

მათე თეთრონს შეაყენებს. - ვიჩქაროთ? კი მაგრამ ამათ ფეხის ნაბიჯზე რომ ვიაროთ როდისღა მივაღწევთ ტაროსის ციხეკოშკამდე? მე თქვენი არ ვიცი მარტო გავფრინდები და მარტო შევებრძოლები ტაროსის მახინჯ ჯარისკაცებს.

მათე ნუ ჩქარობ, მიუხედავად ღვთიური იარაღისა, რომელსაც შეუძლია მთელი  ტარტაროზების ამოწყვეტა ნუ დაგავიწყდება რომ ტაროსი სამყაროს სკიპტრებს ფლობს. აქ მეტი სიფრთხილე და მეტი ყურადღება გვმართებს, რომელსაც ერთობის მეტი ვერაფერი დაამარცხებს.

- სალის მოვიტაცებ, უკან დავბრუნდები.

- ცოტაც მოითმინე, სალისაც დავიბრუნებთ დედოფალ ელენესაც და ყველა ტყვესაც გავანთავისუფლებთ, დალი მართალია ტაროს ჩვენი ერთობა თუ დაამარცხებს. - თქვა გიორგიმ.

მეგობრებს განსაკუთრებით მყინვარის სუსხიანი და დათოვლილი მთის გადალახვა გაუჭირდათ.

თოვლიან ფერდობებზე კუდიანი ქარი წინ და უკან დაარბენინებდა თოვლის ნამქერს, მეგობრებს ხან თეთრად შემოსავდა და ხანაც მთის მწვერვალს შეეჭიდებოდა. ქარი თითქოს დაუპატიჟებელი სტუმრების გამოჩენაზე გაგიჟებულიყო. თოვლით შელესილ ფერდობებს გამალებით უტევდა, რომ როგორმე ზვავი დაეძრა. გიორგიმ მეგობრებს გადასძახა - არ მომწონს ეს ყველაფერი, ფრთხილად იყავით.

  მართლაც ტაროსმა აქაც დაუგო მათ მახე. თოვლის კაცები განაწყო მათ წინააღმდეგ, თითქოს ისინი მათ სამტროდ მოდიოდნენ.

კუდიანმა ქარმა ზვავი, რომ ვერ დაძრა, მთების მწვერვალებზე მოკალათებული თეთრი ბურუსი დაატრიალა. თოვლში აურია და ტრიალ-ტრიალით დაეშვა.

გიორგიმ ხმამაღლა დაიყვირა. - ერთად შექუჩდით!

მეგობრებმა მკლავები გადახვიეს ერთმანეთს მოსასხამები წამოიფარეს და დალის გადაეფარნენ.

რამოდენიმე წუთი ატრიალა ქარმა თოვლი და ბურუსი, შემდეგ მთის ფერდობებს დაუყვა და ხრამში ჩაიკარგა.  

მეგობრებმა თოვლი გადაიფერთხეს, ერთმანეთი მოიკითხეს და სიცილით გაამხნევეს ერთმანეთი.

ამირანი მათეს მიუბრუნდა, რომელიც სიცივისგან მთლად გალურჯებულიყო. - რა იყო მეგობარო ხომ არ შეგამცივნა?

- არა. - იხტიბარს არ იტეხდა მათე გიორგიმ თავის მოსასხამი მოიხსნა და მათეს მოახვია. მათეს იმ წუთას დაუბრუნდა ადამიანის ფერი.

- ეს რა არის გიორგი, მოსასხამია თუ ბუხარი?

გიორგიმ გაიცინა, მათეს თვალი ჩაუკრა და ტუჩებზე საჩვენებელი თითი აიფარა. ამასობაში კოპალამ თოკით გადამბული ცხენები აუშვა და ის იყო გზა უნდა განეგრძოთ, რომ მათ წინ მამრი თოვლისკაცი ათიოდ თანხმლებ პირთან ერთად გადაეღობათ.

ამირანი ცხენს მოახტა, მაგრამ ცხენი გაყინულ თოვლში მუცლამდე ჩაეფლო. შემდეგ თოვლისკაცს შეუტია.

- თეთრო ფერიებო, გზა მოგვეცით თუ გინდათ რომ არაფერი დაგიშავდეთ.

მამრი თოვლისკაცი აენთო, პირიდან ცეცხლ-ორთქლი გამოუშვა და ამირანისკენ გაქანდა. ამირანი ცხენიდან გადმოხტა და თოვლისკაცს დაეძგერა.

თოვლისკაცი მთელი ნახევარი ტანით აღემატებოდა ამირანს. ამირანს ბავშვივით წაავლო მხრებში ხელი. ამირანმა იმარჯვა და ხელი დაუჭირა, თოვლისკაცი დაიქნია და ათიოდე მეტრი მოისროლა. თოვლისკაცი მთის ფერდობს შეეჯახა, თოვლი იძრა და თოვლისკაცი თან წაიღო. სხვებმა რომ დაინახეს ეს ამბავი საშველად გაიქცნენ. მამრი თოვლისკაცი დაუსყლდა ზვავად ნაქცევ თოვლს და ამირანს უკნიდან დაუარა.

- ხომ გეუბნებოდით ჩემი მომრევი ამ ქვეყანაზე არ დაბადებულა-თქო.

ამ სიტყვის დამთავრება იყო და თავში ძლიერად მოხვდება მუშტი. ამირანს თვალთ დაუბნელდა. თოვლისკაცი ხელში შეათამაშებს ამირანს და კლდეს შეაჯახებს. ამირანს ჩამონგრეული კლდისა და თოვლის საფარი დაფარავს. ახლა თოვლისკაცი შემოირტყავს მკერდზე ხელს და აღრილდება. ღრიალზე მთებმა იწყეს ზანზარი, ზვავი ზვავს მოჰყვა და შეიქმნა ერთი გრიალი. ტაროსმა მთებიდან მომავალი გრიალი გაიგო და გულში გაიფიქრა: ჩემამდე ვერ მოხვალთ ძაღლიშვილებო.

  მეგობრები შეტევაზე გადავიდნენ, მათე მეხის მსროლელ შვილდს მოზიდავს და ისარს ისარზე გაუშვებს. ლაშარი მათრახს აათამაშებს, იაღსარმა მსხვილი ჯაჭვი დაატრიალა. რომლის ბოლოზეც რკინის ზღარბი იყო გამობმული და ნამდვილი ქარბორბალა დაატრიალა.

კოპალამ დევების მომთვინიერებელი მათრახი შეათამაშა ხელში. მათრახის ბოლომ რამოდენიმე წრე გააკეთა და თოვლისკაცს შემოეხვია კისერზე. კოპალამ ღონივრად მოქაჩა და ძირს დააგდო თეთრი გოლიათი.

ფშარაველამ აფთარივით გააკეთა რამოდენიმე ნახტომო აღრიალებულ მამრს დაეძგერა. ფშარაველი და თოვლისკაცი თოვლში აირივნენ. დალი ფშარაველის შეჩერაბს ცდილობდა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. გაიმმა და გაცმაც დაიკაპიწეს ხელები და თითო-თითო თოვლისკაცს დაეჭიდნენ. მოულოდნელად დალი თოვლისკაცების ენაზე ალაპარაკდა. როგორც იქნა მიიქცია მამრის ყურადღება და მოჩხუბრებიც დაშველდნენ. ისე უცემდა თოვლისკაცს გული რომ თითქოს გული საგულედან ამოხტომას ლამობსო. არც ფშარაველი იყო კარგ დღეში, მაგრამ ცდილობდა არ შეემჩნია, ის ამ ჟესტით ცდილობდა მოწინააღმდეგის დათრგუნვას. თოვლისკაცს კი ღია პირიდან ორთქმავალივით ამოსდიოდა ცხელი ორთქლი. გიორგი გახელებულ მეგობრებს აშიშმინებდა.

- შეჩერდით, ესენი არაფერ შუაში არიან, არცერთი არ მოკლათ! - ყვიროდა გიორგი.

ცოტახანში ქვაღორღი მიმოიფანტა, იქედან კი ამირანი გამოხტა. - სად არიან მე მაგათ ვაჩვენებ სეირებს. მეგობრები სიცილით დაიხოცებიან, ამირანი კი ყვიროდა. სად ხართ, მხდალებო, ლაჩრებო, გამოდით!

გიორგი მიუახლოვდა ამირანს და უთხრა: - ნუ ყვირიხარ ესენი მშვიდობიანი არსებები არიან, არავის აწუხებენ და არავის ესხმიან თავს.

- აბა ეს რა არის. - ამირანმა კოპზე მიანიშნა.

- თუ მასეა არც შენ დააყენე კარგი დღე. აგერ დალისთან არის და რატომ არაფერს უშავებს.

თოვლისკაცი თავის ენაზე დალის რაღაცას ესაუბრებოდა და გაკვირვებული მის თმებს აკვირდებოდა. ცოტახანში თოვლისკაცმა ვაჟკაცურად დაიჩოქა, დალის ხელზე აკოცა და დანარჩენებს რაღაც მიმართა. თოვლისკაცებმა წამიერად დატოვეს იქაურობა.  

- სად გარბიხართ, ამირანი ჯერ არავის უნახავს ბრძოლაში დამარცხებული, ამირანმა რამოდენიმე წუთი სდია მათ ნაკვალევს შემდეგ კი ერთ კლდეს მიადგა სადაც მათი ნაკვალევი იკარგებოდა. ერთი ისეთი შეყვირა რამის გაყინული კლდე დაიმსხვრა. მეტი გზა არ ჰქონდა უკან მობრუნდა და ბუტბუტ, ბუტბუტით ჩამოიარა დათოვლილი ფერდობი.

არმაზის ხმალი ნათებას არ წყვეტდა, დალი არწივად გარდაისახა და ცაში აიჭრა. მეგობრები ცხენებს მოახტნენ და რამოდენიმე საათის სავალი გზა ერთ საათში დაფარეს. მეგობრებმა როგორც იქნა გადალახეს მყინვარის დათოვლილი ფერდობები და მწვანეში ჩაფლულ ველზე გავიდნენ. მდელოდან საცალფეხო ბილიკი მიუყვებოდა ტაროსის ციხეკოშკისკენ მიმავალ გზას. დიდი სიფრთხილით გადაატარეს ცხენები და კლდეებს შუა ამოჰყვეს თავი. მოშორებით კი დიდი გალავანი და შავად შეღებილი ციხე-კოშკი მოჩანდა.

ოცმეტრიან გალავანს ორი კლდე გაეერთიანებინა. შუა გულ კედელს კი ხუთმეტრიანი რკინის კარები შეუვალს ხდიდა. ეს უბრალო მოკვდავებისთვის თორემ ამირანს ანდა სხვა მითიურ გმირებს ასეთი რამ სასაცილოდაც არ ეყოფოდათ.

  არწივს გზა ყორნების გუნდმა გადაუჭრა, მათ შორის გააფთრებული ბრძოლა გაიმართა. აქეთ-იქეთ ცვიოდა დაჭრილ დახოცილი ყორნები.

  ამასობაში ტაროსი განზრახვის შესრულებას შეუდგა. ჯალათ ძმას დისთვის მკერდი მოაკვეთინა, რომ ქართველი შვილი ვეღარ გაზარდოსო. ენა ამოაჭრევინა, ნანა ვეღარასოდეს იმღეროსო. ხელები დააჭრევინა რომ მათეს აღარ მოეხვიოსო. სახედარზე უკუღმა შესვა და სისხლში ამოსვრილი სასახლიდან გამოუშვა.

რკინის კარები ჭრიალით გაეღო, მეგობრებმა უცხო მხედარს მოჰკრეს თვალი, რომელიც უკუღმა შემჯდარიყო სახედარზე, წინ კი წელში მოხრილი არსება მიუძღოდა. ახლოს მისულთ კი საზარელი სურათი დახვდებათ. მათე მუხლებზე დაემხო. თითქოს ცამ იგრიალა და ზედ თავზე ჩამოემხო, თითქოს მიწა ეცლებაო ფეხებიდან.

- რისთვის, რისთვის დავისაჯე ღმერთო, ეს არის ქურუმებო ბედის მოცემა.

მათეს ღაპა-ღუპით წამოუვიდა ცრემლები. - დავიგვიანე ჩემი ბრალია ყველაფერი.

სახედრის გამცილებელმა კუზიანმა დარაჯმა რომ დაინახა მათეს შეშლილი სახე უკანმოუხედავად გაიქცა. მაგრამ უკნიდან მალევე მიეწია ლაშარის ნასროლი ისარი და ბატონისათვის კარგი ამბის მიმტანი მიწაზე გაგორდა.

ამირანმა იღრიალა, ცხენი ყალყზე შეაყენა, ისე დაქაჩა ფეხებით, რომ ორივე უზანგი ერთდროულად ჩამოწყდა. ცხენმა ერთი კი დაიჭიხვინა და მიწაზე დაეცა. ამირანმა ცხენი მიატოვა და გალავნისაკენ სირბილით გაქანდა. ამირანს ცხენოსანთა გუნდი ჩამოუქროლებს გვერდით.

- ეხ მიდი მგლის მუხლო არ მიღალატო.

ამირანი ქარივით ჩაუქროლებს გაჭენებულ ცხენებს. მეგობრები დანაწილდებიან და სხვადასხვა მიმართულებით შეუტევენ გალავანს.

არაგვი და მტკვარი რკინის კარებს დაეტაკებიან. შედეგად კი გალავნის თავიდან ცხელ კუპრს მიიღებენ. მტკვარი და არაგვი წყლად იქცევიან და სიცხისაგან თავიდან ორთქლი აუვათ. ამირანმა პირველ დაჯახებაზე დაბზარა კედლები, მეორეზე კი მთლად მოარღვია. მრავალი მახინჯი მეომარი დაიხოცა კედლის ჩამონგრევის შედეგად. ამირანი მტრის ჯარში შევარდა და ნამდვილი სასაკლაო გამართა. ერთდროულად სხვადასხვა ადგილას აგიზგიზდა ცეცხლი. არაგვი და მტკვარი თითქოს ბოროტი სულების ხოცვით ერთობოდნენ. განგებ დაარტყმევინებდნენ-ხოლმე მტერს ხმლებს, მაგრამ მათ წყლად ქცეულ ტანს არაფერი მოსდიოდა. შემდეგ კი მთელი ძალით იწყებდნენ მათ ხოცვას.

  დალის ცხენი ფრუტუნებდა და პატრონის მომლოდინე მიწას წინა ფეხებით ბრდღვნიდა.

  მათე ტიროდა, სალის მოჭრილ ხელებს ნაჭრით უხვევდა და გული ბოღმით და ცოფით ევსებოდა. უცებ მის ყურს ტაროსის სიცილი მოხვდება. თვალებში მხედველობა მოემატება და გარკვევით დაინახავს თუ როგორ უყურებდა ტაროსი კოშკიდან. მათე ელვის ისარს სტყორცნის. კოშკი შუაზე გაიყოფა და ნანგრევებად იქცევა. ამას კი ნამდვილად არ მოელოდა ტაროსი და თავის გადარჩენაზე დაიწყო ფიქრი.

ტაროსმა ჩვეული მეთოდით ხელები მაღლა აღაპყრო და მაგიური ლოცვები წარმოსთქვა.

- აიშალენით, აიშალენით ჩემო შვილებო და ჭკუა ასწავლეთ მათეს და მის შეყვარებულს!

მართლაც ციხეკოშკის თავზე საზიზღარმა არსებებმა დაიწყეს ფრენა. ყორნის თავიანი, მგლის ფეხებიანი, ღამურის ფრთებიანი და მაიმუნის კუდიანი არსებები ბატონის დავალებას ელოდნენ.

- გასწით, მოძებნეთ მათე და ნაკუწებად აქციეთ!

გიორგის მხედველობიდან არ გამოპარვია მფრინავი არსებები. ბრძოლას მიანება თავი და მათეს მისახმარებლად გააჭენა ცხენი. ბედზე მიასწრო სალის გიორგიმ. მათე მფრინავი არსებების შემოტევას ვეღარ უმკლავდებოდა, რადგან სალის დაცვაც უწევდა. გიორგიმ მათეს დაუძახა. 

- სალის მე დავიცავ, მაღლიდან წამოუარე ამ ჯოჯოხეთის მაშხალებს.

ამასობაში დალიმ იპოვა არმაზი და დილეგიდან გაანთავისუფლა და საგულდაგულოდ გადამალული სკიპტრა გადასცა და არმაზმაც პირვანდელი ძალა და მხნეობა დაიბრუნა.

არმაზმა მკვდარ მეომარს აჰყარა იარაღი და თვითონაც ბრძოლაში ჩაერთვა.

მათემ მფრინავი არსებები ერთი-მეორის მიყოლებით გაანადგურა. შემდეგ გიორგისთან დაეშვა და თხოვა: სალის მიხედე, დროა წერტილი დავუსვა ამ ამბავსო.

- იჩქარე, აბა შენ იცი, სალიზე არ ინერვიულო საიმედო ხელშია. სალის შემხედვარეს მათეს კიდევ ერთხელ აევსო ცრემლებით თვალები. გამწარებულმა მარჯვენა ხელი შემოირტყა გულზე და თქვა. - ჰაი დედასა, მწარედ გაზღვევინებ ტაროს, დამიდექი მოვდივარ! - მათემ რამოდენიმე ისარი სტყორცნა კედელს და ქვაღორღად აქცია. უმალ დაკეცა შვილდი და ბუმერანგად ქცეული მტრის მიმართულებით გაუშვა. მიფრინავდა ბუმერანგი და ორმეტრიან არსებებს უთაოდ ტოვებდა. შემდეგ იშიშვლა არმაზის ხმალი და ტარტაროზებს დაერია.

  შორიახლოს მყოფმა ამირანმა ბრძოლა შეანელა და მათეს გადახედა: ეს ჩემზე გულადი ყოფილაო. ხედავდა მის გარშემო როგორ ცვიოდა ცხენებიდან უთაო მხედრები, გახალისდა და უფრო გამეტებით შეუტია.

ტარტაროზები შიშმა მოიცვა. დაიბნენ და უაზროდ დაიწყეს ხელების ქნევა.

ლაშარმა და კოპალამ გაარღვიეს მტრის ალყა და მათეს გადასძახეს: ძმობილო გიორგი არ გინახავსო. მათეს ამირანმა დაასწრო: - ვინმე წავიდეს მასთან თორემ მარტოს მისი დაცვა გაუჭირდებაო.

ამირანმა კიდევ მიმოავლო ბრძოლის ველს თვალი. ჰაერში ტრიალებდა ელვარე ჯაჭვი, რომელზეც მნათობი რკინის ზღარბი შეუბრალებლად ჩეხავდა ბოროტ არსებებს. ელვარე მათრახი, რომელსაც კოპალა ატრიალებდა, აქეთ-იქეთ ცვიოდა უთაო მხედრები. ყველა მის მეგობრის ხელში ელავდა ღვთაებრივი იარაღი. მე რაღა დავაშავე ამისთანა რომ ღმერთმა ჩემთვის არანაირი იარაღი 

არ გაიმეტა. ამის გაფიქრება იყო და მარჯვენა მკლავმა ელვარება დაუწყო.

- უხ შენ გენაცვალე. - წამოიყვირა ამირანმა, მკლავს აკოცა და ორმეტრიანი ხმალი უფრო გამეტებით მოიქნია. ამირანის ღრიალზე ტარტაროზები დაფრთხნენ. განზე გადგნენ და აქეთ-იქედან ისრები დაუშინეს. ამირანი ისრებით ზღარბივით შეიმოსა.

- სულ ეგა ხართ! - მძლავრად გამოძრავდა და ისრები ჩამოიბერტყა და ჩაკეტილი წრე გაარღვია. დარბოდა ამირანი და მტერიც გაურბოდა მასთან შებმას. ამირანის მიმართულებით მათემ კიდევ ერთხელ გაუშვა ბუმერანგი. ამირანის წინ დასახიჩრებული მეომრები ცვიოდა.

- ლაწირაკი! აქეთ ნუ ისვრი ბრძოლა დამაცადე! ბრაზობდა ამირანი.

მათემ გაიცინა თეთრონი მაღლა ააგდო და სალისთან გაფრინდა. გიორგი შუბლიდან ოფლს იწმენდდა, მის გარშემო კი ათასობით დახოცილი გოლიათი ეყარა.

- გიორგი როგორ მოახერხე ამდენის დახოცვა?

სალი მუხლებზე დაჩოქილიყო, ხვეული თმები სახეზე ჩამოშლოდა, ტირილს უაზრო განგმინავი სიცილი მოაყოლა და უაზროდ ახარხარდა.

- რა მოუვიდა გიორგი?

- ძმობილო რაც მაგან გადაიტანა კიდევაც კარგად არის. გიორგი მიუახლოვდა სალის, თავზე ხელი გადაუსვა და უთხრა: დაწყნარდი სალი ყველაფერი კარგად იქნება, ცოტაც მოითმინე, ნერვებს არ აჰყვე, ახლა კი დაიძინე. გიორგიმ თავის მოსასხამი დააფინა ძირს და სალი ზედ დააწვინა.

- წავიდეთ მეგობარო არმაზი მოვძებნოთ.

- მერედა სალი?

- ამას უკვე ვეღარავინ შეაწუხებს, მოსასხამი შელოცვილია და მისი შემჩნევა ძლიერ კუდიანსაც გაუჭირდება.

გიორგიმ და მათემ ყიჟინით შეუტიეს ორ მეტრიან გოლიათებს.

დილიდან საღამომდე გრძელდებოდა ბრძოლა. შეშინებული ტაროსი აქეთ-იქეთ დარბოდა, ატყობდა როგორ ეცლებოდა ძალები. ჯერ ჰარამხანაში დამალვას გადაწყვეტს. ქალად გადაქცევას დააპირებს, მაგრამ არაფერი გამოუვა მან მთელი თავისი ძალები ჯარისკაცების შექმნას და ომს შეალია. მისი ერთადერთი ხსნა დაღამება იყო. მას შეეძლო მთვარიდან გამოსხივებული ენერგიით ძალები შეევსო. მანმადე კი თავის გადარჩენაზე უნდა ეზრუნა. მკვდარ გოლიათებს დაიყრის ზემოდან და მწყერივით გაინაბება.

არცერთ ავ სულს არ უღალატია პატრონისათვის ისინი უკლებლივ დაიხოცნენ, მცხეთის უფლისწულმა კი დრო იხელთა და ციხესიმაგრიდან გაიქცა. ჯადოსნური სარკის დახმარებით მალე აღმოაჩინა სალის სამალავი. გიორგის მოსასხამი გადააძრო და თვითონ მოირგო, სალის ყელზე ხანჯალი მიაბჯინა და წინ დამცავ ფარად აიფარა. მას ფეხდაფეხ მათეც მიჰყვა.

  მეგობრებმა გადააბრუნეს ციხეკოშკი და ტაროსი ვერსად ნახეს. ჩქარობდნენ მის მოძებნას რადგან ღამით ის ადვილად დაუსყლდებოდათ ხელიდან და შემდეგში უფრო დიდ დაბრკოლებას შეუქმნიდათ.

ისევ დალის არწივის თვალებმა იმარჯვა და ტაროსის სამალავი მაღლიდან აღმოაჩინა. დალი პირისპირ შეებრძოლა ტაროსს. ამასობაში მათ გარშემო მეგობრებიც შემოიკრიბნენ. ტაროსმა მოტყუებით სძლია დალის ვითომც ჩაბარებს აპირებდა, მაგრამ მოულოდნელად ხანჯალი მიაბჯინა ყელზე და 

წინ აიფარა.

- ესროლეთ, რაღას უცდით ჩემი სიცოცხლე არაფრად ღირს, მოკალით და დაასვენეთ დედამიწა.

არმაზმა იცოდა რომ ტაროს თავის ხმლით თუ მოუღებდა ბოლოს, ან მეხის მსროლელი შვილდით, რომელიც ამჟამად მათეს აღჭურვილობას წარმოადგენდა.

- ტაროს, ღმერთს ვფიცავარ, კისერს მოგიგრეხავ, დალის არაფერი დაუშავო.

- რომელ ღმერთს ამირანს, რომელმაც კლდეს მიგაჯაჭვა და ხან ხმლის დარაჯად რომ დაგაყენა? შენ რომ ჭკუა გქონდეს ჩემს მხარეს იქნებოდი არ მომიახლოვდე თორემ ყელს გამოვჭრი თქვენს ფერიას.

- ტაროს არაფერი დაუშავო დალის და გამჩენს გეფიცები ცოცხალს გაგიშვებ. - უთხრა არმაზმა.

- ცოცხალს კი არ გამიშვებთ აქედან მომშორდებით დალის კი მე დავიტოვებ, დალის ჩემს ჰარამხანის დედოფლად ვაქცევ.

  უფლისწულმა სალის მაგრად მიაჭირა ხანჯალი სალის თვალზე ცრემლი მოადგა.

- ოღონდ სალი გაუშვი და შენს ყველა სურვილს შევასრულებ თუ გინდა ღვთაებრივ იარაღს დაგითმობ. უფლისწულს ეს წინადადება მოეწონა. ხელად წარმოიდგინა თავისი თავი ღმერთის და ქვეყნის მბრძანებლად. სალი იარაღში გაცვალა, ცხენს მოახტა და შავ სასახლისაკენ გააჭენა, რადგან ქვეყნის შემცილებლები მოეცილებინა თავიდან.

- ტაროს დალის ხელი გაუშვი და შენს საოცნებო სკიპტრას მოგცემ. - წამოიძახა არმაზმა.

ტაროსი შედგა.

- სკიპტრას, აქ საიდან მოიტანე?

- შენ რა გინდა, აი სკიპტრა დალი დამითმე და სკიპტა შენი იქნება.

- არმაზ არ გინდა, გიორგი ხელი შეუშალე, ხომ ხედავ ჭკუაზე აღარ არის.

- არ გეწყინოს ჩვენო ფერია მაგრამ არმაზის სურვილს ჩვენ წინ ვერ აღვუდგებით.

-გაი, გაც, ამირან რა მოგივიდათ არმაზი შეაჩერეთ. არმაზმა სკიპტრა გადაუგდო ტაროს, მან დალის ხელი უშვა და სკიპტრა დაიჭირა.

- საცოდავებო, სწორედ ახლა თქვენს თავებს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეთ.

ტაროსმა ხელები მაღლა აღმართა, ქვა-ღორღიდან სკიპტრები გამოჩნდნენ და 

მის თავზე დაიწყეს ტრიალი. ცაზე კუპრივით შავი ღრუბელი გამოჩნდა სკიპტრების თავზე მორევად გარდაიქმნა და მეხის ისრების სროლა ატყდა 

აქეთ-იქეთ. მეხის ისრებმა ჯერ კიდევ დაუნგრეველი კედლები მიწასთან გაასწორა. მეგობრებს ჯერ მათე ეგონათ, შემდეგ როცა დარწმუნდნენ რაშიც იყო საქმე. აქეთ-იქეთ დაიფანტნენ.

ტაროსი თავის სტიქიაში იყო, ლოცვებს წარმოთქვამდა და თანდათან ძლიერდებოდა. ტაროსმა თვალი შეავლო მისკენ მიმავალ უფლისწულს და გაიღიმა. სამაგიეროდ მისი ნასროლი ისარი მოხვდება ფეხში. ისარმა ტაროს ცალი ფეხი დაუზიანა. ღრუბლებიდან მეხის ისრების ნაკადი მომართა და უფლისწულს დაუშინა. მაგრამ ფეხის ტკივილს ვეღარ გაუძლო, შელოცვას თავი მიანება და ნახევრად დანგრეულ სასახლეში შევარდა.

ჰაერში მოლივლივე სკიპტრები დაბლა ჩამოცვივდებიან, მეგობრებმა მათი შექუჩება დაიწყეს.

- ხელი არ ახლოთ, ეგ ყველაფერი ჩემია! - ყვიროდა უფლისწული. უფლისწულს არაგვი და მტკვარი გადაეღობნენ. უფლისწულმა ბევრი ესროლა წყლის ღმერთებს ისრები, მაგრამ ვერა დააკლო რა.

- რა არის გაფუჭდა ეს შეჩვენებული.

უფლისწულმა შვილდი გვერდზე მოისროლა და ხმალი იშიშვლა.

- უყურეთ. როგორ იწონებს გიორგის მოსასხამით თავს

- გიორგი ეგ მოსასხამი საიდან აქვს? - გადასძახა ფშარაველმა.

ხმალმა ნათება იწყო და გავარვარდა. უფლისწულმა სიმხურვალეს ვერ გაუძლო და ხელი გაუშვა. თავისი შვილდი მოზიდა და მისკენ მიმავალ გიორგის დაუმიზნა, მაგრამ ხმლის წყევლამ უწია და ფერფლად იქცა. გიორგის მოსასხამი ცხენზე გადაეკიდა.

- ასეთი დღე ელით ბოროტ სულებს, მოინდომა ქვეყნის მართვა. - თქვა გიორგიმ და მოსასხამი მოირგო. არმაზმა ხელი წამოავლო ხმალს და ტაროსის სისხლიან კვალს მიჰყვა

ჰაერში ორი ურჩხული გამოჩნდა, რომლებიც ტაროსის დასახმარებლად მოსულიყვნენ მოუსავლეთიდან. ამირანმა მეხის მსროლელი შვილდი მოზიდა და ორივე მიწაზე დაანარცხა

- უხ რა მაგარია, - და ბავშვივით გაიხარა

სისხლის კვალმა არმაზი სასახლის ჯურღმულებში ჩაიყვანა, სადაც ათი ათასობით გახრწნილი და დაავადებული ტყვეები იმყოფებოდნენ. ტაროსმა ლაბირინთის მაგვარ გვირაბებში ყველა ჩირაღდანი ჩააქრო. ის ხომ წყვდიადის ბატონი იყო და მხედველობაც ორმაგად უჭრიდა. ხანჯალი იშიშვლა და არმაზის საპირისპიროდ წავიდა. ამ დროს არმაზის ხმალმა იწყო ნათება და იქაურობაც განათდა. ტყვეების ნაწილმა არმაზი ამოიცნეს და შეძახილებით გაამხნევეს. არმაზმა ხელის ერთი მოქნევით თავი გააგდებინა ტაროს, მის ადგილას მეორეც, რომ არ ამოსვლოდა შავი გულიც განუგმირა. შემდეგ სათითაოდ დაჰყვა რკინის გისოსებს და ყველა ტყვე გაათავისუფლა. სასახლის ჯურღმულებიდან მშიერმა და დასნეულებულმა ხალხმა იწყო გამოსვლა. გიორგი ტყვეთა ნაკადს გაფაციცებით აკვირდებოდა, თითქოს ვიღაცას ეძებდა. ლაშარი და იახსარი ტყვეებს გამოსვლაში ეხმარებოდნენ და აი გამოჩნდა თმაშევერცხნილი ტანისამოს შემოხეული ხნიერი ქალი, რომელსაც ორი ქალწული მოაცილებდა. სინათლეზე ქალი ცოტახნით შეჩერდა ღრმად ჩაისუნთქა და ის იყო გზა უნდა განეგრძო, რომ მუხლი მოეკეცა და გული წაუვიდა.

- დედოფალო, დედოფალო რა მოგივიდა. - ქალწულებმა ყვირილი ატეხეს: გთხოვთ გვიშველოთ. გიორგი იმ წუთს მათთან გაჩნდა და გაკვირვებულმა წარმოთქვა. - ელენე, ნუთუ ეს შენ ხარ?

- კი, კი ელენე დედოფალია, უშველეთ რამე მოთქვავდნენ ქალწულები.

- გიორგი ეს ის ქალია შენ რომ...

- სწორედ ის არის სიტყვა აღარ დაამთავრებინა კოპალას.

-  ელენე რატომ ჩაიგდე თავი ასეთ დღეში, როგორ დაბერებულხარ, რატომ სკიპტრის ძალა არ გამოიყენე.

ელენემ თვალები გაახილა, გიორგის დანახვაზე ცრემლები გადმოსცვივდა.

- არ შეცვლილხარ გიორგი, ისევ ისეთი ხარ ჩვენო მხსნელო და იმედო. ახლა კი მაცალეთ სიკვდილი.

- რეებს როშავ, შენ ხომ ღმერთის შვილი ხარ?

- შვილიშვილს მიმიხედე, მე ფიზიკურ სხეულს ვემშვიდობები თორემ, ჩვენ... კიდევ შევხვდებით ერთმანეთს. ელენემ თვალები დახუჭა და ამ ქვეყნიურ ცხოვრებას გამოეთიშა.

- შეიძლება მართალიც არის. - გიორგიმ ხელში აიყვანა ელენეს ჯერ კიდევ  თბილი სხეული და გალავანი ორ ქალწულთან ერთად დატოვა.

  დალი არწივად გარდაისახა და მათესთან გაფრინდა, ისინი ცრემლიანი თვალებით ანუგეშა.

- ნუ გეშინიათ ყველაფერი კარგად იქნება, უსაშველო არაფერია, რაც მთვარია ბოროტება გავანადგურეთ. სალის წავიყვან ზეცაში, ღმერთების წყალში ვაბანავებ და ნახავ როგორი დაგიბრუნდება. მანმადე კი ეს წამალი დავალევინოთ, ტკივილებს შეუმსუბუქებს. ცოტახანში მათეს გარშემო მეგობრებმაც მოიყარეს თავი. ამირანმა მათეს შვილდი გაუწოდა. 

- ასე უფრთხილდები ღმერთების იარაღს.

- ჩემი ღმერთი ჩემს წინ დგას. რისთვის დამსაჯა ღმერთმა, ამისთვის, მას ხომ არაფერი დაუშავებია.

- ნუ სცოდავ, რეებსა ლაპარაკობ. მსხვერპლის გარეშე არცერთი დიდი საქმე არ კეთდება და ამ საქმეებს ხანდახან დიდი სიყვარულიც ეწირება.

- მაგრამ ადამიანი ხომ სიყვარულისთვის არის შექმნილი, რომ არა სიყვარული ამდენს ვერ შევძლებდით. სიყვარული ხანდახან ბრმა ისარს ემსგავსება ვის გულს როდის განგმირავს არავინ იცი, ეხ რას არ ჩაიდენს ადამიანი სიყვარულის გულისთვის - არმაზმა დალის გადახედა.

- ახლა კი წავიდეთ...

- ჰარამხანა, მორჩა და ეგ არის ,, ჭირი იქა ლხინი აქა” აბა ჰე. - თქვა მტკვარმა. - ერთი სული მაქვს მსოფლიოს ყველა ლამაზმანი ვიხილო ერთად.

კი მაგრამ ამირანი სად აორთქლდა, არაგვი სად არის?

მართლაც ამირანს და არაგვს ხელები მოეხვიათ ჰარამხანას ლამაზმანებისათვის და თავიაანთ თავგადასავლებს გაზვიადებულად უყვებოდნენ.

- კარგი გაი, რამოდენიმე დღე აქ დარჩით, არ გავიგო რომ ქალებზე ძალა იხმაროთ, კვირის თავზე კი შენ, გაცი და ამირანი წმინდა მთაზე ამოხვალთ. იახსარი, გიორგი დედოფალ ელენეს გადაასვენებენ წმინდა მთაზე გელოდებით. დანარჩენები აქ დარჩით ხალხას უმკურნალეთ. შემდეგ კი იცით სადაც უნდა შევხვდეთ.

- თქვენ რას იზავთ? - შეეკითხა გაი არმაზს.

- მე სკიპტრები უნდა დავუბრუნო მფლობელებს, შემდეგ კი შემოქმედს შევხვდები.

მათემ ცხენი მიჰგვარა არმაზს და უთხრა: ამ ცხენით მალე მოივლი ქვეყანასო.

არმაზმა გაიცინა, კიდევ ერთხელ აათვალიერ ჩაათვალიერა მათე, ცხენს შემოახტა და სკიპტრებიანად ცაში გაუჩინარდა. დალი არწივად გარდაისახა, ოღონდ ამ ჯერად გაცილებით დიდათ. სალი ზურგზე შეისვა, არც ღვთის შვილდი დავიწყნია და თეთრ ღრუბლებში გაუჩინარდა.

მათე ტყვეების ცოტა ღონიერ ნაკადს გაუძღვა წინ, შემდეგ კი მცხეთაში დაბრუნდა.

  მცხეთაში მისი დაბრუნების ამბავი მალე გავრცელდა. ხალხმა მის მიწურთან მოიყარა თავი, მაგრამ ვიღაცამ დაიყვირა სასახლეში მეფის ქალიშვილი დაბრუნდაო და ყველა სასახლისკენ გაქანდა.

მათეს კი თვალზე ცრემლი მოადგა და გულში გაიფიქრა: ჩემი ფერია დაბრუნდაო.

ცოტახანში ცხენის ფლოქვების ხმა შემოესმა მათე გარეთ გამოვიდა და თეთრ ცხენზე ამხედრებული გიორგი დაინახა.

- ეხ მეგონა? - მათემ თავი ჩაღუნა და ის იყო მიწურში უნდა შესულიყო რომ გიორგიმ დაამთავრა მისი სიტყვები.

- არ შემცდარხარ მეგობარო, უკან მობრუნდი.

გიორგის ცხენი მათეს ეზოს ქვის ღობესთან შეჩერდა, ზურგს უკნიდან კი სალი ჩამოხტა და მათესკენ გაქანდა. გიორგის თვალზე ცრემლი მოადგა 

შეყვარებულები ერთხან გაშეშებულები იდგნენ პირისპირ. სალის პირვანდელზე უკეთესი სილამაზე დაბრუნებოდა. ამ დროს გიორგიმ მოაბრუნა ცხენი და ხმის ამოუღებლად დატოვა შეყვარებულები პირისპირ.

- აი ეს არის ჩემი სიმდიდრე. - მათემ მიწურზე მიანიშნა.

- თანახმა ხარ ცოლად გამოყვე?

- ჩემი სიმდიდრე შენ ხარ. - უპასუხა სალიმ და მიწურში შევიდა.

- ეხ რა შეუძლია სიყვარულს, ადამიანს თავსაც ავიწყებს და ღმერთსაც, იხარეთ და იბედნიერეთ. - იმეორებდა გზად მიმავალი გიორგი. ცოტახნით ცხენი შეაჩერა, სოფლისკენ შემობრუნდა ხელით ჯვარი გამოსახა და ჭალებში გაუჩინარდა.

  სავსე მთვარიანობისას მეგობრები მართლაც შეიკრიბებიან წმინდა მთაზე. ქურუმებს კოცონი გაეჩაღებინათ და შემოქმედის მოლოდინში წვერებს ისწორებდნენ. უცებ ცა განათდა, სინათლეს ზეციური ხომალდი მოჰყვა, იქედან კი შემოქმედი (ღმერთი) გადმოვიდა.

  ირგვლივ ყველაფერი გაირინდა თითქოს ცეცხლის ალმაც კი შეანელა წვა და ტკაცუნი. შემოქმედმა რომელიც ადამიანის სხეულით იყო დედამიწაზე ჩამოსული ყველას მადლობა გადაუხადა გაწეული სამსახურისთვის და ყველას თავის ადგილი მიუჩინა: იახსარს, ლაშარს, ფშარაველს, კოპალას, გიორგის, ხალხის მოვლა პატრონობა დაავალა.

- არ გეგონოთ ამ ამბავმა გული მომილბო ამირანზე, გაიზე და გაცზე, ისინი არმაზის ხმლის დარაჯად დაბრუნდებიან. რადგან საქართველოსთვის ძნელბედობის ჟამს ყოველთვის მზად იყვნენ ხალხის დასაცავად. მტკვარი და არაგვი ორმაგ ფუნქციას შეითავსებენ: გაუფრთხილდებიან საქართველოს იმედს და სიცოცხლის ელექსირს ,,წყალს” არ მოაკლებენ ღვთიურ მიწას.

Aამირანს უნდოდა შეკამათებოდა, მაგრამ დალიმ შეაჩერა.

- დალიმ თავის ადგილი იცის და არმაზიც მიხედავს თავის საქმეს, რას იტყვით ქურუმებო?

- შემოქმედის სიტყვა ჩვენთვის კანონია.

- ხოდა თუ კანონია დღეს ქორწილს ვიზეიმებთ. ჩემი ხელით დავწერ ჯვარს მათეს და სალის, იმრავლეთ და ამრავლეთ ერი. შთამომავლობას კეთილი და ერთგული ადამიანები აჩუქეთ. რას იტყვით ქურუმებო, მივანიჭოთ მათეს უკვდავება?

- მივანიჭოთ, მივანიჭოთ. - აქეთ იქედან გაისმა ხმა.

- მაშინ რამოდენიმე წელი ჩემთან წავიყვან მათეს, რომ ღმერთებთან ცხოვრებას მიეჩვიოს. რას იტყვის არმაზის ვაჟკაცი თანახმაა ჩემს წინადადებაზე?

მათე ერთ წუთს დაფიქრდა. მან მალულად დაიჭირა სალის მზერა, რომელიც მისი სურვილის გამჟღავნებას ელოდა.

- თუ ნებას მომცემთ სალისთან დავრჩები, ერთად დავუძვერით ამ უბედურებას და ერთად დავიხოცებით, ღვთის წყალობით თავის დროზე. შემოქმედმა გაიცინა: სწორედ ამას მოველოდიო. - ამიტომ მიყვარს ადამიანები და ამიტომ ვპატიობ ამდენ შეცდომებს, იდღეგრძელეთ და იმრავლეთ ადამისა და ევას მოდგმავ.

მათეს ღმერთკაცები ხელის ჩამორთმევით ულოცავდნენ სწორ გადაწყვეტილებას. ჯერი ამირანზე რომ დადგა, ხელი ხელზე მაგრად მოუჭირა. ამირანმა გაიცინა და ასე თქვა: სანამ მე საუკუნოვან ძილს მივეცემი ჩემს ორეულს აქ ვტოვებ, არ გაახარო ბოროტი არსებები, შენ ძმა და მე ძმა. ისე კი მაინც ჯობდა რომ უკვდავება აგერჩია.

შემოქმედმა ხმამაღლა ჩაახველა და ამირანს გახედა.

- ამას ხომ ერთი სიტყვა არ გამოეპარება. - ამირანმა ცივად უშვა მათეს ხელი და არმაზის გვერდით დადგა

  შემოქმედმა ხელის ერთი გაქნევით გრძელი სუფრა გააჩინა. რა გინდოდა სულო და გულო სუფრაზე, რომ არ ყოფილიყო ისეთი ხილი და საჭმელი ელაგა, რომ უმრავლესობას თვალითაც არ ჰქონდა ნანახი.

ღრმა ძილით ეძინა მცხეთის მოსახლეობას, წმინდა მთაზე კი მხიარულობა მეფობდა.

  შემოქმედმა გიორგის მოწყენილობა შეატყო. მიზეზი ჰკითხა, მაგრამ მისგან სწორი პასუხი ვერ მოისმინა. ისევ განათდა ცა და ამჯერად ციდან სინათლეს ელენეს სული ჩამოჰყვა. გიორგიმ გაიხარა, შემოქმედს ვაჟკაცურად დაუკრა თავი და ელენეს ეახლა.

Dდილამდე მხიარულობდნენ წმინდა მთაზე ღმერთკაცები. გამთენიისას კი ყველა თავის ადგილს დაუბრუნდა.

მადლიანმა მიწამ მალე მოიშუშა იარები, ხალხიც გამრავლდა და მშვიდობამაც დაისადგურა ხანგძლივად.

მომავალი 150 წელი მცხეთის მოსახლეობამ მშვიდობიანად იცხოვრა. მათეს და სალის მონაპოვარმა შვილთაშვილებამდე გასტანა. შემდეგ კი როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე ან ხალხი ბოროტდებოდა ან მშვიდობით დამტკბრებს ავიწყდებოდათ ღმერთი, ეშვებოდნენ გარყვნილებაში და აწყობდნენ აჯანყებებს. მაგრამ ყოველთვის იბადებიან და იბადებოდნენ შემოქმედის წყალობით რჩეულები და ბოროტებას საწყის ფორმამდე აბრუნებდნენ. დედამიწაზე მოვლენილი წმინდანები კი მათ ნამდვილ რისხვად მოევლინებიან ხოლმე .

მათეს და სალის სიყვარულის ამბავმა ხალხის გულებში დიდხანს იცოცხლა.Aახლაც კი იმდენი ქნა, ფერფლად ქცეულმა მათმა ამბავმა, რომ გამკვრივდა, გაერთიანდა და ჩვენამდე მაინც მოაღწია.

 

როდის ჩაქრა ქვესკნელში მზე

არვინ იცის ღმერთის გარდა.

ქვეყანაზე ბოროტ ძალებს

დაახსომდათ ის დღე კარგად

      ქურდს რა უნდა, ბნელ ღამეში,

      გაიხარეს ორპირებმა.

      ტაროს უნდა მზე ჩააქროს

      იბატონოს კიდით კიდე.

ეჯავრება ევას მოდგმა,

და არმაზი დასანახად.

მის ხელს ბევრი ცოდვა ადევს

სურს გაწყვიტოს მთელი ერი.

ამირანი, მათე ბიჭი, ლაშარი და იახსარი,

კოპალა და ფშარაველი, სხვაც ბევრია მისი მტერი.

    ქვეყანაზე გაბნეული სკიპტრებშია მისი ძალა,

    შემოქმედის შურით კვდება, აბრიალებს კატის თვალებს.

    ორპირებს და სიტყვის გამტეხთ,

     აყრევინებს უმალ თვალებს.

ლამაზმანებს ანებივრებს, გადაავსო ჰარმაზანა,

ყველა უნდა მისი იყოს, ბატონიც და მისი ხარჭაც.

,,ქვესკნელს წადი, იქ იყავი თუ გინდა რომ თავი შეგრჩეს”

მკითხაობას და შავ ქსელს ხლართავს,

არ ისვენებს მისი ძალა.

ყველას ებრძვის, ყველასა კლავს,

ვისაც კი აქვს მკლავში ძალა.

      სხვის სიცოცხლეს არად აგდებს,

      შეასია ქალებს ჯარი.

      დრაკონებს და მფრინავ გველებს,

      ჩაუნერგა ხალხის ჯავრი.

 ბევრს ჯადოქრობს, ბევრს აწვალებს

 მისი მოდგმა და ჯილაგი.

 მაგრამ გმირებს რა გამოლევს,

უღლელია მათი მკლავი

      არმაზის ხმალს ბრძოლის მეტი

      რა უნახავს ქვეყანაზე

ბავშვებს უყვართ ზღაპრის სმენა

დიდებს ყურის დაგდება 

პაპებს ამბის დამტკიცება

მკითხველს აზრის გაგება.

მსგავსი სტატიები

ჟაბო


მუსიკას უსმენდა, როცა საღებავებით მოთხვრილ სამოსელში შებუდებული ორი...

ნარასიმჰა


ნარასიმჰა - კაცი-ლომი, ინდურ პანთეონში უზენაესი ღვთაების ვიშნუს ერთ...

ჟან-მიშელ ბასკიას ქაოსური ბუნება


მთარგმნელი: ანეტ შტრაუსი; Ikigai / იკიგაი      ...

ფლორენ სტეტჰეიმერი


მთარგმნელი: ანეტ შტრაუსი ფლორენ სტეტჰეიმერი (19 აგვისტო, 1871-11 მ...

ცნობილი მწერლების რჩევები დამწყებ მწერლებს


მთარგმნელი: ანეტ შტრაუსი  წყარო 1. „უპირველესად, მწერალმა ...

„შტორმის შემდეგ“: ის, რაც შტორმის დროს მოხდა


    „შტორმის შემდეგ“ (After The Storm) - იაპონელი რეჟის...

ინტერვიუ ლორა მაკაბრესკუსთან


მთარგმნელი: ანეტ შტრაუსი; Ikigai / იკიგაი წყარო   ვიდეო-ვ...

სიყვარულის მაღაზია


ავტორი: ქრისტინე ბებია  სიყვარულის მაღაზია გაიხსნა. ყველანა...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff