ავტორი: ეკატერინე სამხარაძე
ველი ჩურჩულებს ორი ინგლისურენოვანი ქვეყნის ურთიერთობაზე, კინოინდუსტრიაზე, მწერლის ცხოვრებაზე , ამ ქვეყნების ტრადიციებზე , ჩვეულებებზე , ღირებულებეზე, სიყვარულზე , სიკვდილზე . . . და შაბლონებზე. რადგან ყველაფერს რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ წითელ ხაზად გასდევენ შაბლონები, ყველგან და ყველაფერში მეფობს მოდა. ისე რომ ქვეყნის ერთ ბოლოში ნანახი გოგონა მეორე ბოლოში მცხოვრები მისი ტოლის თითქმის ზუსტი ასლია, თითქოს მათი სხეულები პოლიეთილენის პარკში გახვეული იყიდებოდეს და მხოლოდ მსუბუქი თავის მიხრახვნა სჭირდებოდეს.
მოთხრობა თვითმკვლელობით იწყება და თვითმკვლელობით მთავრდება, მაგრამ ის ადამიანები რომლებიც ასეთ აღსასრულს ირჩევენ სრულიად განსხვავებულნი არიან ერთმანეთისგან. სერ ფრანსის ჰინსლი ცნობილი მწერალი და განათლებული ადამიანია; თუ მხედველობაში მივიღებთ მისი ერთადერთი რომანის სათაურს "თავისუფალი ადამიანი განთიადს ეგებება" პარადოქსულია რომ სწორედ მისი ავტორი ხდება ჰოლივუდის პროტოტიპი, „მეგალოპოლიტენს სტუდიოს“ მსხვერპლი. სერ ფანსისის დაკრძალვა პომპეზურია და სწორედ აქ შემოდის დამკრძალავი კონცერნი "მოჩურჩულე ველი" ეს სწორედ ის ველია რომელიც იმ ყოველივეს კვინესენციას წარმოადგენს რაც კი რამ საუკეთესოა ამერიკული ცხოვრების სტილში.(ეს ვოს შეხედულებაა რომელსაც ნაწარმოებში ემე გამოხატავს).
"მოჩურჩულე ველი " ყველაზე ძლიერი და ყოვლისმომცველი შაბლონია მთელს ნაწარმოებში, თუ სხვა გმირები მეტნეკლებად ახერხებენ ოდნავ მაინც გვაჩვენონ თავისი ხასიათი, ის საგულდაგულოდაა მოქცეული ჩარჩოებში, ინტერიერის უწვრილესი დეტალიც კი, თანამშრომელთა ჩაცმულობა , ბაღი როლემსაც არაფერი აქვს მისი საკუთარი, ყველაფერი ასლია, და საუბრის მანერაც, შერჩეული ლექსიკა ( " ნეტარხსენებული" ) სულ დამავიწყდა აღმენიშნა რა არის ეს , "მოჩურჩულე ველი". დამკრძალავი ბიუროა, ამასთან ყველაზე პომპეზური , რომელსაც კონკურენციას უწევს მცირე დაწესებულება ცხოველების დამკრძალავი ბიურო "სამოთხის ბედნიერი სანახები". სიკვდილი აქ სრულიად მოკლებულია ყოველგვარ საკრალურობას და რიგით კომერციულ საქმიანობადაა ქცეული. არანაირი გლოვა, არანაირი მარადისობა... მხოლოდ საგულდაგულოდ დამუშავებული შეღებილ-შეთხიპნილი გვამი ( უკაცრავად ნეტარხსენებული ), როგორც ამაოების გროტესკი, დაკრძალვის კარგად ორგანიზებული ცერემონიალი, შერჩეული ადგილი სასაფლაოზე და მორჩა.
სიყვარული ხომ ყოვლისშემძლეა! და ამ გარემოშიც კი გამოჩნდნენ რომეო და ჯულიეტა, დენისია და ემეს სახით. ერთი "მოჩურჩულე ველში“ მუშაობს და ეს არის მისი ოჯახი, ხოლო მეორე "სამოთხის ბედნიერ სანახებში" ინგლისიდან გადმოხვეწილი პოეტია რომელიც უკვე ვეღარაფერს წერს. მოთხრობას არ ჰყავს დადებითი გმირი ყველა მათგანი ჩარჩოშია მოქცეული.
ემე. - მისი სახელი ძველი ბერძნულიდან ითარგმნება როგორც - მე სიკვდილმა მშობა - და ამასთანავე, ემე წარმოადგენს ეგოს პასიურ ფორმას, რაც მშვენივრად ერგება გმირს. მისი ეგო თითქმის გამოთიშულია ხოლო ემე ეგზალტირებული. გადაწყვეტილებებს ვისიმე დახმარების გარეშე ძნელად იღებს , მოქმედებენ მასზე და არა ის თავისით. ემე ამერიკული შეცდომების მსხვერპლია , თავისთავად ის გულმოდგინე მშრომელი და პრაგმატულად მოაზროვნე ადამიანია მაგრამ თავისი განათლება და სამუშაო არ აძლევენ მის პიროვნებას გახსნის საშუალებას. დენისი თითქოს მხსნელი უნდა ყოფილიყო მისთვის მაგრამ . . .
ემე, როგორც გაკვრითაა მინიშნებული - ელენე - განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევა , და განსაკუთრებული უსუსურობითაც, ემე ეწირება საკუთრ თავს, არა საკუთარ მცდარ არჩევანს , წესები წესები და უცრად საოცარი შეუსაბამობა !დენისი ბედნიერ სანახებში მუშაობს და უფრო დიდი სირცხვილი დენისი ჯოიბოის თუთუყუშს კრძალავს ! მაგრამ სიყვრული , ვენუსი ყველაფერს ცდილობს ამ ორი სულის გასაერთიანებლად , მაგრამ არც დენისია პარისი და არც ემე მითიური ელენე. გმირის უკან მიმალულ ცინიკოსს არ შეუძლია საყვარელი ქალის ხსნაც კი.
და აი მთავრდება „the loved one“ ისევე როგორც დაიწყო, თვითმკვლელობით. ეს ერთ დროს საყვარელიც ემეა , რომელმაც თავისი სიკვდილით შეძლო დენისის გულში გაყინული სინაზე გაელღო და უკან დაახევინა ცინიზმს. ავტორმა ვერ გაიმეტა ემე მოჩურჩულე ველისთვის და არ აქცია ძალით გაღიმებულ მოთხუპნულ ნიღბად ორქიდეების სალონში, ემეს ცხედარს შეყვარებული მიაბარებს ცეცხლს ძველი ბრიტანული ჩვეულების მიხედვით, ხოლო ბარათი ( "დღეს თქვენი პაწია ემე კუდს გიქიცინებთ და თქვენზე ფიქრობს სამოთხეში") მისი ერთგვარი შურისძიებაა.