რუდოლფ შტაინერი კვების და ჯანმრთელობის შესახებ

Admin
ანთროპოსოფია
0
0

მთარგმნელი: ადილარი წირღვავა

(1924 წლის 31 ივლისსა და 2 აგვისტოს დორნახში, მეორე გოეთეანუმის მშენებლებთან რუდოლფ შტაინერის წაკითხული ლექციების კურსი – „კვება და ჯანმრთელობა“, სადაც განიხილება კვების, ვიტალურობისა და საკვების სულიერი განზომილებების ფართო თემები, არის დამატება 1924 წლის 07–16 ივნისს მის მიერ კობერვიცში წაკითხული ლექციების კურსისა, რაც მიწათმოქმედების, სოფლის მეურნეობის სულისმეცნიერული თვალსაზრისით აღორძინებას შეეხებოდა და იგი ბიოდინამიურ სოფლის მეურნეობის საფუძვლად იქცა. ეს უკანასკნელი უკვე ქართულად ნათარგმნია და 2022 წელს გამოცემულია შემდეგი სახელით – „მიწათმოქმედების აღორძინების სულიერი საფუძველი“. 

ამ ლექციაში რუდოლფ შტაინერმა თავისებურად ივარაუდა ნახშირისაგან ალმასის წარმოქმნა, რომელიც მართლაც ოფიციალურად 30 წლის შემდეგ, 1954 წელს მიიღეს ამერიკელმა მეცნიერებმა. 

ლექციების ციკლი „კვება და ჯანმრთელობა“ გერმანულიდან ინგლისურზე ნათარგმნია გლედის ჰანის მიერ, საიდანაც ითარგმნა ქართულად ) 

I  ლექცია

რუდოლფ შტაინერი – დილამშვიდობისა ბატონებო, ვინმეს ხომ არ გაუჩნდა შეკითხვა ბოლო კვირეების განმავლობაში?

შეკითხვა: მე მსურს გკითხოთ სხვადასხვა საჭმელზე, – ლობიოზე, სტაფილოზე, მაგალითად რა ზეგავლენა აქვთ მათ სხეულზე? თქვენ ასევე უკვე ისაუბრეთ კარტოფილზე, იქნებ გვითხრათ რამე სხვა საკვებ პროდუქტებზეც. ზოგ ვეგეტარიანელი არ მიირთმევს იმას, რაც ჩამოკიდებულია ჰაერში, მაგალითად ლობიოს ან ბარდას.1 რადგანაც ყველა ხალხს სხვადასხვა მარცვლეული მოჰყავს, მარცვლეულის მინდვრებზე საინტერესოა, რით განსხვავდებიან  მარცვლეულის სახეობები ერთმანეთისაგან?

რუდოლფ შტაინერი: ამრიგად, შეკითხვა შეეხება სხვადახვა საკვების ორგანიზმთან კავშირს. ესე იგი, უპირველესად ჩვენ უნდა მოვიპოვოთ სწორი აზრი თავათ კვების შესახებ. კვებაზე პირველი აზრად ის მოგვდის, რომ როდესაც რამეს ვჭამთ, ის პირიდან კუჭში გადადის, შემდეგ ორგანიზმში უფრო ღრმად გროვდება და შემდგომ კი გამოიყოფა, შემდეგ ჩვენ კვლავ უნდა შევჭამოთ და ა.შ. მაგრამ ჭამის პროცესი არც ისე მარტივია. ის გაცილებით რთულია. თუ ვინმეს უნდა გაიგოს სხვადასხვა საკვებთან როგორ არის დაკავშირებული ადამიანი, აუცილებლად გარკვევით უნდა იცოდეს მას რომელი სახის საკვები სჭირდება. უპირველესად რაც ადამიანს სჭირდება ეს არის ცილა. ცილა ყველა საკვებშია. შემდეგი რაც მას სჭირდება ეს არის ცხიმი. ცილაც და ცხიმიც ყველა საკვებშია. ცხიმი არის მცენარეებშიც. მესამე რაც გვჭირდება მისი სახელი ნაკლებნაცნობია, ეს ნახშირწყალია, რომელიც მოიპოვება მაგალითად კარტოფილში. თუმცა ის დიდი რაოდენობით მაგრამ ის ასევე არის სხვა მცენარეებშიც. მნიშვნელოვანი ფაქტი ნახშირწყლის ისაა, რომ იგი პირის ღრუში არსებული ნერწყვისა და კუჭში არსებული სეკრეციის მეშვეობით ნელა–ნელა სახამებლად გარდაიქმნება.  სახამებელი გვჭირდება, მაგრამ არ ვჭამთ. ჩენ ვჭამთ საკვებს, რომელიც ნახშირწყლებს შეიცავს და ნარშირწყლები ჩვენში სახამებლად გარდაიქმნება. შემდეგ, მონელების შემდგომი პროცესის დროს, ისინი შაქრად გარდაიქმნებიან. ჩვენ გვჭირდება შაქარი და როგორც ვხედავთ შაქარს ვიღებთ ნახშირწყლებიდან. მაგრამ კიდევ გვჭირდება რაღაც ესაა მინერალები. ჩვენ მათ ნაწილობრივ ვიღებთ საკვებში დამატებით, მაგალითად მარილის სახით და ნაწილობრივ ის შედის ჩვენს ყველა საკვებ პროდუქტში. 

როდესაც ჩვენ ცილას განვიხილავთ, უნდა გავაცნობიეროთ როგორ განსხვავდება ცხოველებში და ადამიანებში არსებული ცილა მცენარეში არსებულისაგან. მცენარეებიც შეიცავენ ცილას, მაგრამ ისინი მას არ ჭამენ, აბა საიდან მოაქვთ? მათ ის მიწიდან ან ჰაერიდან მოაქვთ, მინერალური სამყაროდან, მათ შეუძლიათ მიიღონ ცილა უსიცოცხლო, მინერალური წყაროებიდან. არც ცხოველს და არც ადამიანს ეს არ შეუძლია. ადამიანს არ შეუძლია გამოიყენოს ცილა, რომელიც უსიცოცხლო ელემენტებისგან უნდა მიიღოს, ის მაშინ მცენარე იქნებოდა, მან უნდა მიიღოს ცილა მცენარეებისაგან და ცხოველებისაგან. დედამიწაზე ცხოვრება, რომ შეძლოს ადამიანს მცენარეები სჭირდება. მაგრამ განსაცვიფრებელი ფაქტია ის, რომ მცენარეებიც ვერ იცოცხლებდნენ დედამიწაზე ადამიანების გარეშე. ამრიგად ჩვენ მივადექით საინტერესო ფაქტს და ის უნდა საკმაოდ ნათლად უნდა გავიაზროთ, რომ ყველა საგანთა შორის ორია უმნიშვნელოვანესი ადამიანის ფიზიკური არსებობისას. ესაა მწვანე ფოთლების მწვანე წვენი და სისხლი. ფოთლებში მწვანე წვენს ქლოროფილი ეწოდება და იგი მწვანე ფოთლებშია. ახლა ეს საოცარ რამემდე მიგვიყვანს. დაფიქრდი როგორ სუნთქავ, ესეც საკვები ნივთიერებების მიღების ერთ–ერთი გზაა. თქვენ ჰაერიდან ჟანგბადს იღებთ. თქვენ მას შეისუნთქავთ. მაგრამ მთელ სხეულში ნახშირბადია განფენილი. თუ თქვენ მიწის ქვეშ ნახშირის საბადოებამდე ჩახვალთ, შავ ნახშირს ნახავთ. თუ ფანქარს თავს წაუმახვილებთ ვიღებთ გრაფიტს. ნახშირი და გრაფიტი ორივე ნახშირბადია. თქვენი მთელი სხეული ნახშირბადისგანაა შექმნილი (სხვა ნივთიერებებთან ერთად). ნახშირბადი ადამიანის ორგანიზმში ფორმირდება. შეიძლება ითქვას ადამიანი შავი ნახშირის გროვაა. მაგრამ შენ სხვა რამის თქმაც შეგიძლია. მოგაგონდა ნახშირბადისაგან შექმნილი უძვირესი საგანი სამყაროში? ეს ალმასია, მას უბრალოდ სხვა ფორმა აქვს. ასე, რომ თუ უფრო მხიარულად გინდათ ჟღერდეს, შეგიძლიათ თქვათ, რომ მბრწყინავი ალმასებისაგან ხართ შექმნილები. შავი ნახშირი, გრაფიტი ფანქარში და ალმასები ერთიდაიგივე ნივთიერებაა. თუ ოდესმე მიწიდან ამოღებული ნახშირი რაიმე პროცესით გამჭვირვალე გახდება ალმასს მიიღებ. ე.ი. ჩვენ სხეულში ალმასები გვაქვს დამალული. ან ჩვენ ვართ ნახშირის საბადო. მაგრამ როდესაც ჟანგბადი შეერევა ნახშირბადს სისხლში, ჩვენ ვიღებთ ნახშირორჟანგს. და თქვენ საკმაოდ კარგად იცნობთ ნახშირორჟანგს, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ზელცერის წყალი ბუშტებით, ის ნახშირორჟანგია. ეს გაზია. ამგვარად შეიძლება ასეთი სურათი შეიქმნას – ადამიანი ჰაერიდან შეისუნთქავს ჟანგბადს, ჟანგბადი ვრცელდება მთელს მის სისხლში. მის სისხლში მას აქვს ნახშირბადი და ის ამოისუნთქავს ნახშირორჟანგს. ჩაისუნთქავ ჟანგბადს, ამოისუნთქავ ნახშირორჟანგს. 

ბატონებო, დედამიწის ევოლუციის პროცესში ყველაფერი დიდი ხნის წინ იქნებოდა მოწამლული ადამიანებისა და ცხოველების მიერ გამოყოფილი ნახშირორჟანგით, არც ადამიანები და არც ცხოველთა სამეფო არ იარსებებდა რომ არა მცენარეები, რომელთაც სრულიად განსხვაევებული ხასიათი აქვთ. მცენარეები არ შთანთქავენ ჟანგბადს, ისინი შთანთქავენ ნახშირორჟანგს, რომელსაც ადამიანები და ცხოველები ამოისუნთქავენ. მცენარეები ისევე ხარბები არიან ნახშირორჟანგის მიმართ, როგორც ადამიანები – ჟანგბადის მიმართ. 

Screenshot 2025-07-29 at 18.34.08                    

თუ მცენარეს შევხედავთ, იგი მისი ყველა ნაწილით – ძირი, ღერო, ფოთლები ყვავილები შეიწოვს ნახშირორჟანგს. ნახშირორჟანგში არსებული ნახშირბადი მცენარეში ილექება, ხოლო ჟანგბადი გამოიყოფა. ადამიანები და ცხოველები კვლავ იღებენ ჟანგბადს უკან. ადამიანი ამოისუნთქავს ნახშირორჟანგს და კლავს ყველაფერს; მცენარე უკანვე იღებს ნახშირორჟანგს, გამოჰყოფს მისგან ჟანგბადს და ყველაფერს აძლევს სიცოცხლეს. მცენარე ვერაფერს უზამდა ნახშირორჟანგს მას, რომ ქლოროფილი არ ჰქონოდა. ეს მწვანე წვენი ბატონებო მაგიურია. იგი უკანვე აბრუნებს ნახშირბადს მცენარეში და ჟანგბადს კი გამოჰყოფს. თუ ჩენი სისხლი ნახშირბადს ჟანგბადთან აერთიანებს, ქლოროფილი კვლავ გამოჰყოფს ჟანგბადს მისგან. დაფიქრდით რა შესანიშნავად არის მოწყობილი ბუნება ადამიანები, ცხოველები და მცენარეები ერთმანეთს ასე რომ ავსებენ.

            მაგრამ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ, ადამიანს არამარტო მცენარის მიერ გამოყოფილი ჟანგბადი სჭირდება, არამედ სჭირდება მთლიანად მცენარე, მომწამლავი მცენარეეების და ზოგიერთი მცენარის გამოკლებით, რომელიც ძალიან ცოტა იმ ნივთიერებეს შეიცავს, რაც ადამიანს ესაჭიროება. ადამიანს მცენარეები სჭირდება არა მარტო იმისთვის რომ ისუნთქოს, არამედ იმისთვის რომ საკვებად გამოიყენოს.  ეს კიდევ ერთ საოცარ კავშირამდე მიგვიყვანს. მცენარე შედგება ფესვისაგან, თუ ის ერთწლიანი ფოთლოვანი მცენარეა (ამ ეტაპზე ხეებს არ განვიხილავთ) ფესვის, ფოთლისა და ღეროს, ყვავილისა და ნაყოფისაგან. მოდით შევხედოთ ფესვს. ის მიწაშია. ის შეიცავს მინერალებს, რადგანაც მინერალები არის მიწაში და ფესვი მიწას ეკვრის თავის პაწაწინა, წვრილი ფესვთა სისტემა, რითაც იგი მუდმივად იწოვს ამ მინერალებს. ამრიგად მცენარის ფესვს დედამიწაზე არსებულ მინერალურ სამყაროსთან განსაკუთრებული კავშირი აქვს.

შეხედეთ ბატონებო, ადამიანის სხეულის ნაწილი, რომელიც დაკავშირებულია მთელ დედამიწასთან არის თავი. არა ფეხები, არამედ სწორედ თავი, როდესაც ადამიანური არსება საშვილოსნოში იწყებს ყოფნას დედამიწაზე ადამიანად პირველად მას არაფერი აქვს გარდა თავისა. ის მისი თავიდან იწყებს. მისი თავი მთელი დედამიწისა და კოსმოსის ფორმას იღებს. თავს განსაკუთრებით სჭირდება მინერალები, რადგანაც მისგან გამოსული ძალები აძლევს სხეულს ძვლებს. ყველაფერი რაც ადამიანურ არსებას სიმყარეს აძლევს თავის ფორმირების წყალობით ჩნდება. მაშინ როდესაც თავი ჯერ კიდევ არის რბილი, როგორც საშვილოსნოში, მას ძვლების სწორად ფორმირება არ შეუძლია. მაგრამ როცა ის უფრო და უფრო მკვრივდება სხეულს გადასცემს ძალებს, რომლითაც ცხოველიც და ადამიანიც იძენენ საშუალებას ჩამოაყალიბონ თავისი მყარი ნაწილები, განსაკუთრებით ძვლები. ჩვენ ამისათვის გვჭირდება ფესვები. ისინი დაკავშირებულები არიან დედამიწასთან და შეიცავენ მინერალებს. ჩვენ გვჭირდება მინერალები ძვლების ფორმირებისათვის. ძვლები შეიცავენ კალციუმის კარბონატს და კალციუმის ფოსფატს, რაც არის მინერალები. ამრიგად შენ შეიძლება ნახო, რომ ადამიანი საჭიროებს ფესვებს იმისათვის, რომ გაიძლიეროს მისი თავი.

ამრიგად ბატონებო, თუ მაგალითად ბავშვი თავში სუსტდება –ხდება უყურადღებო, ჰიპერაქტიური მას როგორც წესი შესაბამისი სიმპტომი ექნება – ჭიები ნაწლავებში. ჭიები ნაწლავებში ადვილად მრავლდებიან თუ თავიდან გამოსული ძალები საკმაოდ სუსტია, რადგანაც ამ დროს თავს არ შეუძლია იმუშაოს საკმარისად ძლიერად დანარჩენ სხეულზე. თუ თავის ძალები სხეულის ქვედა ნაწილებზე ძლიერად მუშაობენ ჭიები ადამიანის ორგანიზმში თავშესაფარს ვერ პოულობენ. ხედავთ რა დიდებულადაა აგებული ადამიანის სხეული – ყველაფერი ურთიერთდაკავშირებულია. თუ თქვენს შვილს ჭიები ჰყავს უნდა გააცნობიეროთ, რომ ბავშვს თავის ძალები დაუსუსტდა. ყველამ ვისაც სურს მასწავლებლობა უნდა იცოდეს, რომ ახალგაზრდობაში ჭიები ჰყავდა მათ, ვინც მოგვიანებით გონებრივად სუსტია. და რა უნდა გააკეთოს მან ვინც ამას აღმოაჩენს? უმარტივესი წამალია რაციონში სტაფილო დაუმატონ რა თქმა უნდა სხვა საჭმელთან ერთად. სტაფილო მცენარის ფესვია. ისინი მიწაში იზრდებიან და შეიცავენ ბევრ მინერალს. მათ აქვთ მიწის ძალები და როდესაც ისინი ხვდებიან კუჭში მათ სისხლის მეშვეობით ძალუძთ თავზე იმოქმედონ. მხოლოდ მინერალებით გაჯერებულ სუბსტანციას შეუძლია თავამდე მიღწევა. ისინი ადამიანს თავის მეშვეობით აძლევენ ძალას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სტაფილოს მეშვეობით თავის უდიდესი ნაწილი ხდება ძლიერი. ადამიანი შინაგანად მტკიცე და ენერგიული, რომ იყოს სწორედ ეგ სჭირდება. თუ თქვენ სტაფილოს – მცენარეს დააკვირდებით, ვერ დაინახავთ, რომ განსაკუთრებით მისი ძალა ფესვებშია ჩადებული. ჩვენ მცენარის მხოლოდ ის ნაწილი გვაინტერესებს რაც ფესვია და ის თითქმის მთლიანად ფესვია. დანარჩენ მწვანე ნაწილს, ჩვენთვის უნმიშვნელოა, ის უბრალოდ ზემოთაა. ამიტომ სტაფილო განსაკუთრებით სასარგებლოა, როგორც საკვები ნივთიერება ადამიანის გონების შესანარჩუნებლად. თუ თავს გრძნობთ ისე რომ თითქოსდა თავი ცარიელი გაქვთ, ვერ აზროვნებთ სწორად, დაღლილი ხართ, ... მაშინ კარგია თუ რამოდენიმე ხნით სტაფილოს მიღებას დაიწყებთ. ბუნებრივია ეს ყველაზე მეტად ბავშვებს დაეხმარება. 

თუ შევადარებთ კარტოფილსა და სტაფილოს, ისინი უპირველესად გამოიყურებიან საკმაოდ განსხვავებულად. რა თქმა უნდა მცენარე კარტოფილს აქვს მწვანე ნაწილიც. ასევე მას აქვს ის ნაწილიც, რასაც ბოლქვებს ვუწოდებთ, რომელიც მიწაშია და ჩვენ ვჭამთ. თუ ზედაპირულად ვიფიქრებთ, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ბოლქვები არის ფესვები, მაგრამ ეს არასწორია, ბოლქვები არაა ფესვები. თუ შენ ქვემოთ ნიადაგს ყურადღებით დააკვირდები შენ დაინახავ ნამდვილ ფესვებს, რომელიც ბოლქვებზე ჰკიდია. ნამდვილი ფესვები პაწაწინა ფესვთა სისტემაა, ფესვი ბეწვებია, რომლებიც ჰკიდია ბოლქვებზე. ისინი ადვილად შორდება, როდესაც კარტოფილს აგროვებ ეს ფესვები უკვე დაცვენილია. მხოლოდ პირველად, როდესაც შენ თხრი კარტოფილს ეს ბეწვი ფესვები ჯერაც მასზეა. როდესაც ჩვენ კარტოფილს მივირთმევთ, რეალურად ჩვენ მივირთმევთ შეშუპებულ, გადიდებულ ღეროს ნაჭერს. ის როგორც ფესვი ისე ჩანს. სინამდვილეში იგი ღეროა. ფოთლები მეტამორფოზირებულია. კარტოფილი არის რაღაც ფესვსა და ღეროს შორის, ამიტომაც მას ისეთი მინერალების შემადგენლობა არა აქვს, როგორც მაგალითად სტაფილოს. მიუხედავად იმისა, რომ იზრდება მიწაში, ის არაა დედამიწის. ის ძლიერად დაკავშირებული არაა მიწასთან. იგი ნახშირწყლებს შეიცავს, არა ბევრ მინერალს არამედ ნახშირწყალს.

ამრიგად მეგობრებო, საკუთარ თავს შეგიძლიათ უთხრათ: როდესაც სტაფილოს ვჭამ ჩემი სხეული მას იოლად იღებს, რადგან მას მხოლოდ ნეწყვი სჭირდება სტაფილოს დარბილებისათვის, მხოლოდ ნერწყვი, კუჭის სეკრეცია, პეპსინი და ა.შ. სჭირდება რათა სტაფილოს ყველა მნიშნელოვანმა მინერალებმა თავამდე მიაღწიოს. ჩვენ გვჭირდება მინერალები და მინერალებს ნებისმიერი სახის ფესვი გვაძლევს, მაგრამ უდიდესი რაოდენობით ისეთი ფესვი, როგორიცაა სტაფილო. 

როდესაც ჩვენ ვჭამთ კარტოფილს პირველად ის პირში, ხოლო შემდეგ კუჭში გადადის. იქ სახამებლის მისაღებად კუჭი იყენებს ძალას. შემდეგ საჭმლის მონელების პროცესი ნაწლავებში მიდის. იმისათვის, რომ სისხლში მოხვდეს და შემდეგ თავამდე მიაღწიოს კიდევ უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო, რადგანაც შაქარი სახამებლისგან უნდა იქნას მიღებული. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება იგი წავიდეს თავისკენ, ამიტომ კიდევ უფრო დიდი ძალის გამოყენებაა საჭირო. იფიქრეთ მეგობრებო, როდესაც ჩემს ძალას რაიმე გარეგანზე ვამახვილებ – ვსუსტდები. ეს ადამიანის ფსიქოლოგიის საიდუმლოა. თუ მე დავჩეხავ შეშას თუ მე გამოვიყენებ ჩემს შინაგან ენერგიას – ვსუსტდები. მაგრამ თუ მე შინაგან ძალას გამოვიყენებ ნახშირწყლებს სახამებლად ვაქცევ, ხოლო სახამებელს – შაქრად, მაშინ – ვძლიერდები.  ზუსტად იმიტომ, რომ კარტოფილის მივირთმევით შაქარს ვითვისებ, ძლიერი ვხდები. ძალას თუ გარეგანზე ვიყენებ ვსუსტდები, თუ შინაგანზე ვიყენებ – ვძლიერდები. ამიტომ მნიშვნელოვანი კუჭის საჭმლით ამოვსება კი არაა არამედ ის, რომ საკვებმა ძალა გამოიმუშაოს ჩვენში.

საკვებს ფესვებიდან შეიძლება ითქვას, მსგავსი შედეგი აქვს როგორც სტაფილოს, თუმცა არა ისეთი ხარისხით. ისინი თავზე ზემოქმედებენ, შესაბამისად საკვები ფესვებიდან სხეულს აძლევს იმას რაც თავათ სჭირდება. საკვები, რომელიც მწვანე ფერისკენ იხრება და შეიცავს ნახშირწყალს სხეულს მუშაობისა და გადაადგილებისათვის საჭირო ძალას აწვდის. 

ჩემს მიერ მოცემული პრინციპი კარტოფილის შემთხვევაშიც მოქმედებს, მიუხედავად იმისა, რომ კარტოფილზე უკვე ვისაუბრე, რომ მის მონელებას საშინლად დიდი ძალისხმევა სჭირდება, და ბოლოს ის ადამიანს არ აძლევს მუდმივ ძალას და სუსტს სტოვებს.2

კარტოფილი არის უხარისხო პროდუქტი, ყველა მარცვლეული – ხორბალი, ჭვავი და ა.შ. ჯანსაღი პროდუქტია. მარცვლეული ასევე შეიცავს ნახშირწყლებს, იმდაგვარს, რომ ადამიანი მათგან სახამებელს და შაქარს გადაამუშავებს ჯანსაღი გზით. მარცვლეულის ნახშირწყლებით იგი ნებისმიერ სხვა საკვებზე მეტად გაიძლიერებს საკუთარ თავს. ერთი წამით რომ დაფიქრდეთ რამდენად ძლიერები არიან ფერმებში მცხოვრები ადამიანები თუნდაც იმ ფაქტით, რომ ისინი ჭამენ დიდი ოდენობით სახლში გამომცხვარ პურს, რომელიც შეიცავს მათი მინდვრების მარცვლეულს. მათ მხოლოდ ჯანსაღი სხეული სჭირდებათ დასაწყისისათვის. ისინი თუ შესძლებენ ამ სახლში გამომცხვარი საკმაოდ უხეში პურის მონელებას ეგ მათთვის ყველაზე ჯანსაღი საკვები იქნება. მათ უპირველესად ჯანმრთელი სხეული უნდა ჰქონდეთ, სახამებლად და შაქრად გარდაქმნის პროცესის მეშვეობით ისინი განსაკუთრებულად ძლიერები ხდებიან. 

შეიძლება წამოიჭრას შეკითხვა. ხედავ ადამიანები თავიანთი ევოლუციის პროცესში, ვიტყვი თითქმის საკუთარი ნებით მიხვდნენ, რომ მარცვლეული ცხოველებისაგან განსხვავებულად უნდა მიეღოთ. ცხენი ქერს თითქმის ისე ჭამს, როგორც ის მინდორში იზრდება. ცხოველები მარცვლეულს მიირთმევენ უმად, ისევე როგორც მცენარეა. ჩიტებს გაუჭირდებოდათ თესლების მიღება თუ ისინი დამოკიდებული იქნებოდნენ ვინმეზე, რომელიც მათ მარცვლეულს ჯერ მოუმზადებდა. მაგრამ ადამიანები თავად მივიდნენ მარცვლეულის მოხარშვასთან. რა ხდება როდესაც მარცვლეულს ვხარშავთ? ჩვენ რომ ვხარშავთ მარცველს მას ცივად არ მივირთმევთ, მას მივირთმევთ თბილს. ფაქტია, რომ ჩვენი საკვების გადამუშავებისათვის შინაგანი სითბო გვჭირდება. სანამ არ არის სითბო ჩვენ არ შეგვიძლია ნახშირწყალი ჯერ სახამებლად, ხოლო შემდეგ სახამებელი შაქარად გარდავქმნათ. ამისთვის შინაგანი სითბოა საჭირო.

თუ ჩვენ პროდუქტს გავათბობთ ან სითბოთი მოვამზადებთ, ჩვენს ორგანიზმს დავეხმარებით. ორგანიზმს არ დასჭირდება ყველა სითბოს თავათ წარმოება. საკვების მომზადებისას მათ ჯერ აცხელებენ, ანუ სითბოს პროცესი უკვე დაიწყო. ეს პირველი შედეგია. მეორე შედეგია ის რომ ისინი მთლიანად გარდაიქმნება. დაფიქრდი რა მოსდის მარცვლეულს, როდესაც ფქვილისგან პური ცხვება. ის რაღაც სხვად იქცევა. და როგორ იქცევა სხვად? პირველად მარცვლეული დავფქვი. რას ნიშნავს ეს? რომ არ დამეფქვა წვრილ–წვრილ ნაწილაკებად სხვა შემთვევაში ამის გაკეთება მომიწევდა ორგანიზმში. ყველაფერი რასაც გარეთ ვაკეთებ სხვა შემთხვევაში ჩემს სხეულს მოუწევდა შიგნიდან გაკეთება. ამით მე ჩემს სხეულ სამუშაოს ვუმსუბუქებ. ასევეა ცხობის დროსაც. რასაც მე ვაკეთებ კეთებისას მე ჩემს სხეულს თავიდან ვაცილებ ამ საქმის გაკეთებას. მე მიმყავს საკვები იმ კონდიციამდე, რომლიც იოლად მოსანელებელია ჩემი სხეულისათვის. უნდა იფიქრო განსხვავებაზე ვინმეს  უმი კარტოფილის ნაცვლად მოხარშული რომ ეჭამა. თუ ვინმემ შეჭამა უმი კარტოფილი მის კუჭს უზარმაზარი რაოდენობის სითბოს გამოყოფა მოუწევდა, რომ გადაემუშავებინა ეს კარტოფილი, რომელიც თითქმის სახამებელია. და ის ხარისხი, რომლითაც მას შეეძლო ტრანსფორმაცია, საკმარისი არ იქნებოდა. შემდეგ კარტოფილი მიაღწევდა ნაწლავს და ნაწლავშიც უზარმაზარო ოდენობის ენერგია უნდა დაეხარჯა. შემდეგ კარტოფილები დარჩებოდა ნაწლავებში, რადგანაც შემდგომი ძალები ვეღარ გაიტანდნენ. ამრიგად თუ ვინმე ნედლ კარტოფილს შეჭამს აივსებს კუჭს და ნაწლავები ვეღარ ამუშავებენ მას ან ივსება ნაწლავები. ორივე შემთხვევაში შემდგომი მონელება არ ხდება. მაგრამ თუ კარტოფილი გაივლის მოსამზადებელ სტადიას მოხარშვის ან სხვა გზით მაშინ კუჭნაწლავს დიდი სამუშაო არ ექნებათ და კარტოფილი პირდაპირ გადადის სისხლში, შემდეგ კი პირდაპირ თავში. როგორც ხედავთ საჭმლის მომზადებით, განსაკუთრებით იმის რაც ნახშირწყლებს შეიცავს, ჩვენ კვებას ვაადვილებთ. 

თქვენ ნამდვილად გაცნობილი იქნებით კვებასთან დაკავშირებულ ყველანაირი სახეობის სისულელეს. მაგალითად უმი საკვების მიღების მიმდევრები, ვინც არ აპირებს მოიმზადოს არაფერი არასდროს, ისინი აპირებენ ყველაფერი უმად მიირთვან. როგორ ხდება ეს? ეს იმიტომ რომ ადამიანებმა მატერიალისტური მეცნიერებიდან დიდი ხანია აღარ იციან რა რა არის, სულიერი მეცნიერებას კი ერიდებიან, ამიტომ რაღაცეებს თავათ იგონებენ. სრულად უმი საკვებით კვება არის ფანტაზია. მხოლოდ უმ საკვებზე მყოფი რაღაც ხანი ააქტიურებს მის ორგანიზმს უმი საკვების მიღებით, თუმცა საბოლოოდ მას ფიტავს, რადგანაც ორგანიზმს საჭმლის გადამუშავებისათვის დიდი ძალისხმევა სჭირდება.

ახლა მეგობრებო ცხიმებზე გადავიდეთ. მცენარეები, თითქმის ყველა მათგანი შეიცავს ცხიმებს, რომლებსაც ისინი მინერალებისაგან წარმოქმნიან. ცხიმები, ნახშირწყლებისა და ცილების მსგავსად იოლად, არ შეიწოვება ადამიანის ორგანიზმში. მაგალითად, თქვენ მარილს თუ შეურევთ თქვენს წვნიანში, ეს მარილი თითქმის უცვლელი მიდის თქვენს თავში. შენ მას როგორც მარილს ისე მიიღებ თავში, მაგრამ როდესაც კარტოფილს ჭამ, შაქარი აღწევს თავამდე და არა კარტოფილი, ისე როგორც მე აღვწერე.  ცხიმებთან განურჩევლად იმისა მცენარეულია თუ ცხოველური საქმე ასე მარტივად არ არის. როდესაც ცხიმები შეიჭმება ისინი თითქმის მთლიანად იშლება ნერწყვის, კუჭის წვენისა და ნაწლავების წვენების მეშვეობით და ისინი გარდაიქმნება რაღაც სხვად, რომელიც სისხლში გადადის. ცხოველმა და ადამიანმა უნდა შექმნას საკუთარი ცხიმი ნაწლავებსა და სისხლში იმ ძალებით, რომლებსაც მათ მიერ მიღებული მიღებული ცხიმები გამოჰყოფენ. 

თვალნათელია, რომ ეს განსხვავებაა ცხიმებსა და შაქარს ან მინერალებს შორის. ადამიანი ჯერაც იღებს მარილს და შაქარს ბუნებისაგან. მას შეუძლია მიღოოს შაქარი კარტოფილისაგან, ჭვავისაგან  და ა.შ. მაგრამ მასში არის რაღაც ბუნებრივი. მაგრამ  ადამიანების და ცხოველების ცხიმებს ბუნებასთან არანაირი კავშირი არა აქვთ. მათ თვითონ ჩამოაყალიბეს ისინი. ადამიანს არ ექნებოდა ძალა, რომ არ ეჭამა. მის ნაწლავებს და სისხლს ცხიმი სჭირდება. ამრიგად ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადამიანს თავათ არ ძალუძს მინერალების წარმოება, თუ მან არ მიიღო მისი ორგანიზმი ვერასოდეს შეძლებდა მინერალების წარმოებას. თუ მან არ მიიღო ნახშირწყალი, თუ მან არ ჭამა პური ან მსგავსი საიდანაც ნახშირწყალს იღებს, იგი ვერასოდეს შეძლებს შაქარი თავისით აწარმოოს და სამუდამოდ სუსტი იქნებოდა. იყავით მადლობელი შაქრის ბატონებო, რადგან იგი გვაძლევს ძალას, რის გარეშეც დავინგრეოდით.

ეს ასევე ეხება ხალხებს. არსებობენ ერები, რომლებიც ძალიან ცოტა შაქარს ან შაქრის წარმომქმნელ საკვებს იღებენ. ისინი ფიზიკურად სუსტები არიან. არიან სხვებიც, ვინც მეტ ნახშირწყალს იღებენ და ისინი უფრო მეტად ძლიერები არიან. 

ასე მარტივად არ არის საქმე ცხიმთან. თუ ვინმეს ორგანიზმში ცხიმი აქვს (და ეგ თანაბრად ვრცელდება ცხოველზეც), ეს არის საკუთარი მიღწევა, მისი სხეულის შექმნილი. ცხიმები მთლიანად მისი პროდუქციაა. ადამიანი შლის ცხიმს რომელსაც მიირთმევს და სწორედ ამ დაშლის პროცესში ძალას იძენს. კარტოფილის, ჭვავის, ხორბლის მირთმევის შემდეგ ის ავითარებს ძალას ნივთიერებების გარდაქმნით, ხოლო ცხიმების მირთმევის შემდეგ ის ავითარებს ძალას ნივთიერებების დაშლით.

თუ მე გავანადგურებ რამეს სხეულს გარეთ მე დავიღლები და გამოვიფიტები, თუ მე შევჭამ დიდ ცხიმიან ბიიფშტექსს და გადავამუშავებ მას მე ასევე დავიღლები. მაგრამ ცხიმიანი ბიფშტექსის ან მცენარეული ცხიმის დაშლა მაძლევს ძალას კვლავ, რომ მე შემიძლია საკუთარი ცხიმი ვაწარმოო სხეულში თუ იგი ამისკენაა მიდრეკილი. როგორც ხედავთ ორგანიზმში ცხიმის მოხმარება  ნახშირწყლის მოხმარებისაგან ძალიან განსხვავებულია. ადამიანის სხეული უაღრესად რთულია და რაც მე აღგიწერეთ უზარმაზარი სამუშაოა. ადამიანის ორგანიზმმში ბევრი რამ უნდა მოხდეს, რათა მან მცენარეული ცხიმების განადგურება შეძლოს.

ახლა ვიფიქროთ რა ხდება როდესაც ვინმე მწვნეულს მიირთმევს მის ღეროს და ფოთლებს. როდესაც იგი ჭამს მწვანეულს იგი იღებს მცენარისაგან ცხიმს. რატომ არის ზოგჯერ ღერო ასეთი მაგარი? ის თავის ძალებს ფოთლებს გადასცემს და ისინი ხდებიან მდიდარი ცხიმებით. ფოთლები რაც უფრო მეტად მწვანეა მით უფრო მეტი ცხიმი რჩება მასში. როდესაც ვინმე პურს მიირთმევს მას არ შეუძია მისგან იმდენი ცხიმის მიღება. ის უფრო მეტ ცხიმს იღებს მაგალითად წყლის წიწმატისაგან, პატარა მცენარისაგან, რომელსაც პაწაწინა ფოთლები აქვს, ვიდრე პურის ჭამის დროს. აი როგორ გაჩნდა ჩვეულება პურზე წაესვათ კარაქი, რაღაც სახეობის ცხიმი, ეს არ იყო გემოვნებისადმი ლტოლვა. აი რატომაა სოფლის მაცხოვრებლები პურს ბეკონთან ერთად რომ მიირთმევენ. ისიც ცხიმია და მას ორი მიზეზის გამო მიირთმევენ. 

როდესაც მე ვჭამ პურს, პური ზემოქმედებს ჩემს თავზე, რადგანაც მცენარის ფესვის ელემენტები ძალები მოქმედებენ ღეროში, მიუხედავად იმისა რომ ღერო იზრდება ჰაერში მასზე მაინც მოქმედებს ფესვთა ძალები. მთავარი ის კი არ არის რაიმე მიწაშია თუ ჰაერში, არამედ ის – აქვს თუ არა მას ფესვთა ძალები. მწვანე ფოთოლს კი ფესვური ძალები არ გააჩნია. მწვანე ფოთოლი არასოდეს ჩნდება მიწის სიღრმეში. გვიან ზაფხულში ან შემოდგომაზე, როდესაც მზის ძალები არ მოქმედებენ ისე ძლიერად, ღერო შეიძლება მომწიფდეს. მაგრამ ფოთოლს გასაშლელად მზის ძლიერი ძალა სჭირდება, ის მზისაკენ იზრდება. ამრიგად ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მცენარის მწვანე ნაწილი მოქმედებს გულზე და ფილტვებზე, როდესაც ჩვენ მწვანეულს მივირთმევთ ისინი გვაძლევენ მცენარეულ ცხიმებს და  აძლიერებენ ჩვენს გულსა, ფილტვებს და მკერდის არეს. 

ეს ვიტყოდი ადამიანის კვების საიდუმლოა: თუ თავზე ზემოქმედება მსურს ვიკვებები ფესვებითა და ღეროებით, თუ გულზე და ფილტვებზე – მწვანილეულს ფოთლებს მივირთმევ. უკანასკნელ შემთხვევაში, რადგანაც მათი დაშლა ხდება ნაწლავებში და მხოლოდ მათი ძალები აგრძელებს მუშაობას  მომზადება არაა აუცილებელი. ამიტომაცაა შესაძლებელი ფოთლების შეჭმა უმად სალათის სახით.  რაც თავზე ზემოქმედებს ის უმად არ იჭმევა, აუცილებლად უნდა მომზადდეს. თუ მომზადებული საკვები განსაკუთრებულად თავზე მოქმედებს, მწვანე სალათი და მისთანანი მოქმედებს გულზე და ფილტვებზე, აგებენ და ამარაგებენ მათ ცხიმებით. 

ახლა კი ბატონებო ადამიანებმა არა მხოლოდ თავი და მკერდის ნაწილი არამედ საჭმლის მომნელებელი ორგანოები – ქვედა ნაწილიც უნდა გამოკვებოს. მას სჭირდება კუჭი,ნაწლავები, ღვიძლი, თირკმლები და მან თავათ უნდა ააშენოს ეს საჭმლის მომნელებელი ორგანოები. საჭმლის მომნელებელი ორგანოებისათვის მას ცილები ესაჭიროება, ცილა რომელიც მცენარეებშია განსაკუთრებით მათ ყვავილებში და ნაყოფში. ამგვარად შეგვიძლია ვთქვათ ფესვი განსაკუთრებით კვებავს თავს, მცენარის შუა ნაწილი ღერო და ფოთლები – კვებავს მკერდს, ხოლო ნაყოფი, ყვავილები კვებავს ქვედა ტანს. 

როდესაც ჩვენ ვუყურებთ მარცვლეულის მინდვრებს შეგვიძლია ვთქვათ: „რა კარგია რომ ისინი არსებობენ.“ რადგან ეს ჩვენს თავს კვებავს; როდესაც ქვემოთ დავხედავთ ჩვენს მიერ დარგულ სალათს, რომელსაც უმად მივირთმევთ, რადგანაც ადვილად მოინელება ნაწლავებში და მათი ძალები გვესაჭიროება, იქიდან ვიღებთ ყველაფერს რაც აძლიერებს ჩვენი მკერდის ორგანოებს; მაგრამ მიაპყარით თვალი ქლიავს და ვაშლს, ხილს, რომელიც ხეებზე იზრდება, მათი მომზადება არაა საჭირო, რადგან ისინი თავათ მზემ მოგვიმზადა ჩვენ მთელი ზაფხულის განმავლობაში. ის უკვე მწიფეა შინაგანად და სრულიად განსხვავდება ფესვებისაგან ან ღეროებისაგან ანაც ღეროებისაგან რომლებიც არ არიან მზისგან დამწიფებულები არამედ არიან გამომშრალნი. ჩვენ არ გვჭირდება ხილის მომზადება თუ არ გვაქვს სუსტი ორგანიზმი, როდესაც იგი ვერ მოინელებს ხილს. სუსტი ორგანიზმის – კუჭ–ნაწლავური დაავადებებისას დროს  ფრთხილად უნდა ხილი მოხარშული, სოუსად, მურაბად და ა.შ.  თუ ადამიანს ჯანმრთელი საჭმლის მომნელებელი სისტემა აქვს მაშინ ხილი იდეალურია ქვედა ტანის გამოსაკვებად. ხილში შემავალი ცილის წყალობით ნებისმიერი ხილის ცილა კვებავს კვებავს ქვედა ტანში არსებულ ყველა საჭმლის მომნელებელ ორგანოს.    

აბა შეხედეთ როგორი კარგი ინსტიქტი ჰქონდა ადამიანს ამ საკითხზე. ბუნებრივია, მათ არ იცოდნენ იმ საკითხებზე რაც მე თქვენ გესაუბრებოდით, მაგრამ იცოდნენ ინსტიქტურად. ისინი ყოველთვის ამზადებდნენ შერეულ დიეტას – ფესვებით, მწვანილეულით და ხილით. ისინი ამას ყველას ერთად მიირთმევენ და ამ შემთხვევაშიც მათი ინსტიქტურად, ამ სამი განსხვავებული საკვების პროპორციებიც კი იყო ოპტიმალურად განსაზღვრული. 

მაგრამ ახლა როგორც იცით ადამიანები არა მხოლოდ მცენარეულ არამედ ცხოველურ საკვებსაც მიირთმევენ, ცხოველის ხორცს, ცხოველურ ცხიმებს. 

რათქმა უნდა ანთროპოსოფიის საქმე არ არის ფანატიკური ან სექტანტურ დამოკიდებულების დამკვიდრება, მისი ამოცანაა თქვას თუ როგორ არის რეალურად. მარტივად ვერ ითქმება, რომ ადამიანმა მხოლოდ მენარეები უნდა ჭამოს, ან მათთან ერთად ცხოველები და ა.შ. ერთი შეიძლება ითქვას რომ ზოგ ადამიანის მემკვიდრეობით მიღებული ძალები არ არის საკმარისად ძლიერი, რომ მათ სხეულში შეასრულოს მცენარეული ცხიმების გადამუშავებისათვის საჭირო ყველა სამუშაო, რათა ისინი იმდენად სრულად გადაამუშაოს, რომ შემდეგ მათ სხეულში განვითარდეს ძალები საკუთარი ცხიმის წარმოსაქმნელად. ადამიანი, რომელიც მხოლოდ მცენარეულ ცხიმებს იღებს მას განსაკუთრებულად კარგი საჭმლის მომნელებელი სისტემა უნდა ჰქონდეს, იმდენად ჯანმრთელი, რომ მისთვის ადვილია მცენარეული ცხიმების გადამუშავება და ამ გზით საკუთარი ცხიმების დაგროვება. ბევრ ადამიანს უბრალოდ არ შეუძლია აწარმოოს საკუთარი ცხიმი თუ ისინი მხოლოდ მცენარეულ ცხიმს მიიღებენ. როდესაც ვინმე იღებს ცხოველურ ცხიმს იგი მთლიანად არ იშლება. მცენარეული ცხიმები ადამიანის ნაწლავებს არ სცილდება – ისინი ნაწლავებშივე იშლება. მაშინ როცა ცხოველური ცხიმი სცილდება ნაწლავებსაც და ორგანიზმში შეიწოვება. ამიტომ ასეთი ადამიანი შესაძლოა უფრო სუსტი იყოს ვიდრე მხოლოდ მცენარეული ცხიმებით კვების დროს. 

ამრიგად ორი სახეობის სხეული უნდა განვასხვაოთ. პირველი რომელსაც არ მოსწონს ცხოველური ცხიმი, მათ არ მოსწონთ ბეკონის ჭამა და ზოგადად არ მოსწონთ ცხოველური ცხიმიანი საკვები. ეს სხეულები ისინია, რომლებსაც ძალუძთ სრულად დაშალონ მცნარეული ცხიმი ადვილად და ამ გზით სურთ საკუთარი ცხიმის წარმოქმნა. ისინი ამბობენ: „რაც არ უნდა ცხიმი მქონდეს თან, მე მსურს საკუთარი ცხიმი შევქმნა, მე მხოლოდ ჩემი მსურს“. მაგრამ ის ვინც მის მაგიდას ცხოველური ცხიმიანი საკვებით ავსებს არ ამბობს რომ „მე მინდა ჩემი საკუთარი ცხიმი“, ის ამბობს „სამყარო მომცემს მე ჩემს ცხიმს“, რადგან  ცხოველური ცხიმი უშუალოდ სხეულში შეიწოვება და კვების პროცესს ამარტივებს.   

როცა ბავშვი კანფეტს წოვს, ის ამას კვებისთვის არ აკეთებს. რა თქმა უნდა, მასში რაღაც საკვები ნივთიერებაა, მაგრამ ბავშვი ამისთვის კი არ წოვს – ის სიტკბოს გამო აკეთებს ამას. სიტკბო მისი ცნობიერების ობიექტია. როცა ზრდასრული ადამიანი ძროხის ცხიმს, ღორის ცხიმს ან მსგავსს მიირთმევს, ის მის სხეულში შეიწოვება. ეს აკმაყოფილებს მის მოთხოვნილებას, ისევე როგორც კანფეტი ბავშვის სურვილს აკმაყოფილებს. თუმცა ეს ერთი და იგივე არ არის, რადგან ზრდასრული ამ მოთხოვნილებას შიგნიდან გრძნობს. მას ეს შინაგანი ლტოლვა სჭირდება, რათა თავის შინაგან არსებას უპასუხოს. ამიტომაც უყვარს ხორცი. ის მიირთმევს მას, რადგან მისი სხეული ამას ითხოვს.

მაგრამ ამ საკითხის მიმართ ფანატიური არ უნდა ვიყოთ, არსებობს ხალხი, რომლებსაც არ შეუძლიათ სიცოცხლე ხორცის გარეშე. პიროვნებამ ფრთხილად უნდა გადაწყვიტოს მას შეუძლია ეს თუ არა. თუ ის გადაწყვეტს, რომ ხორცის გარეშე შეძლებს და ხორციანი კვებიდან ვეგეტარიანულ დიეტაზე გადავა იგი უფრო ძლიერად იგრძნობს თავს. ეს საკმაოდ რთულია, ზოგ ადამიანს ვერც წარმოუდგენია ცხოვრება ხორცის გარეშე, თუმცა თუ ადამიანი ვეგეტრიანელი გახდება ის უფრო ძლიერად იგრძნობს თავს, რადგანაც იგი აღარ დააგოვებს სხეულში უცხო ცხიმს. ის საკუთარ ცხიმს გამოიმუშავებს, რაც მას უფრო ძლიერად აგრძნობინებს თავს.

ეს მე საკუთარი გამოცდილებით ვიცი. სხვა შემთხვევაში მე ვერ გავუძლებდი ამ უკანასკნელი 24 წლის განმავლობაში დაძაბულ მუშაობას. მაგალითად მე არასოდეს შევძლებდი მემოგზაურა მთელი ღამეების განმავლობაში და შემდეგ დილას წამეკითხა ლექცია. ფაქტია, რომ თუ ადამიანი ვეგეტარიანელია, იგი ახორციელებს გარკვეულ აქტივობას საკუთარ თავში, რაც არ ხდება არავეგეტარიანელის შემთხვეაში, რადგანაც ეს აქტივობა ცხოველის მიერ სრულდება. ეს არის მნიშვნელოვანი განსხვავება.

მაგრამ არასოდეს გაიფიქროთ, რომ ვეგეტარიანიზმს ვაგიტირებ. ეს ინდივიდუალური საკითხია. თავათ პიროვნებამ უნდა გადაწყვიტოს სურს გახდეს ვეგეტერიანელი თუ არა.

ცილასთან დაკავშირებით განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია როგორ შეუძლია ადამიანს ცილის მონელება. თუ მას ძალუძს მიიღოს მცენარეული ცილა და დაშალოს იგი ნაწლავებში, იგი მისგან ძალებს მიიღებს. თუ ნაწლავები სუსტია, მან ცილა გარედან უნდა მიიღოს რაც იმას ნიშნავს, რომ მან უნდა მიიღოს სწორი სახეობის ანუ ცხოველური ცილა. ქათმები, რომლებიც კვერცხს დებენ ასევე ცხოველები არიან. ამრიგად ცილა არის რაღაც რაც სინამდვილეში საკმაოდ არასწორად შეფასდება თუ მას არ განვიხილავთ ანთროპოსოფიული თვალსაზრისით.  

როდესაც ფესვებს ვჭამ, მისი ნივთიერებები ადიან თავში, როდესაც მწვანე სალათს ვჭამ მათი ძალები მიდიან ჩემს მკერდში – გული, ფილტვები– არა მათი ცხიმი, არამედ ძალები მათი ცხიმიდან. როდესაც მე მივირთმევ ხილს, ხილის ცილა რჩება ნაწლავებში, ცხოველური ცილა არ რჩება ნაწლავებში, იგი ვრცელდება მთელს სხეულში. შეიძლება იფიქროს ვინმემ, რომ თუ ადამიანი შეჭამს ბევრ ცილას იგი კარგად იკვებება. მატერიალისტურ ეპოქაში ამან მიგვიყვანა იმ ფაქტამდე, რომ ადამიანებმა, რომლებმა ისწავლეს მედიცინა, ცილის ჭარბი ოდენობით მიღებას გვირჩევდნენ: ისინი ითხოვენ რომ 120–150 გრამი ცილა ყოფილიყო აუცილებელი, რაც აბსურდულია. დღესდღეობით ცნობილია, რომ ამ ოდენობის მეოთხედია საჭირო. თუ ვინმე შეჭამს ამ არანორმალური ოდენობის ცილას, მაშინ ხდება ის, რაც დაემართათ ერთ პროფესორს და მის თანაშემწეს. მათ ჰყავდათ პაციენტი, რომელიც იტანჯებოდა არასრულფასოვანი კვებით და მათ სურდათ მისი ორგანიზმი ცილებით გაემდიდრებინათ. ახლა საყოველთაოდ აღიარებულია, რომ როდესაც ვინმე მიიღებს დიდი ოდენობით ცილას, რა თქმა უნდა ის გადამუშავდება, მისი შარდის ანალიზი ამას აჩვენებს, რომ იგი მან რაციონიდან მიიღო. ამ შემთხვევაში შარდის ანალიზმა ცილის არანაირი ნიშანი არ აჩვენა, მათ აზრადაც არ მოსვლიათ, რომ ის უკვე ნაწლავებით გაივლიდა. პროფესორი საშინელ  მდგომარეობაში იყო. მისი თანაშემწე კი ძალიან ნერვიულობდა, როცა მორცხვად თქვა: „ბატონო პროფერორო იქნებ ნაწლავებით?“ რა თქმა უნდა! რ მოხდა? მათ ადამიანს ჭარბი ოდენობით ცილა მისცეს, რაც არ იყო მისთვის გამოსაყენებელი, ამიტომ კუჭიდან გადაინაცვლა ნაწლავებში და შემდეგ გარეთ გამოიყო. ის არ გავრცელებულა სხეულში. თუ ვინმე ძალიან ბევრ ცილას გადაყლაპავს ის არ შეიწოვება სხეულში, არამედ ფეკალურ მასაში გადავა.  მიუხედავად ამისა სხეული მისგან იმას იღებს, რომ სანამ იგი გამოვა და არის ნაწლავებში ხდება მომწამვლელი და წამლავს მთელ სხეულს. აი ეს ხდება ძალიან ბევრი ცილის გამო. ამ შხამის გამო ჩნდება ათეროსკლეროზი. ბევრი ადამიანი საკმაოდ ადრე ავადდება ათეროსკლეროზით ჭარბი ცილის მოხმარების გამო.  

მნიშვნელოვანია, როგორც მე ვეცადე მეჩვენებინა, ამ საკითხების ცოდნა კვების დროს. ბევრ ადამიანს მიაჩნია, რაც უფრო მეტს შეჭამს უკეთესად გამოიკვებება. რა თქმა უნდა ეგ არაა სიმართლე. უკეთესად იკვებება ხშირად ის ვინც ნაკლებად ჭამს, რადგან ამგვარად თავს არ იწამლავს.

მთავარი რეალურად ისაა, რომ ადამიანმა უნდა იცოდეს სხვადასხვა ნივთიერება, როგორ მოქმედებს. ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ მინერალები მოქმედებენ თავზე, ნახშირწყლები, როგორებადაც ისინი მოიპოვებიან მაგალითად ჩვენს ყველაზე გავრცელებულ საკვებში პურში და კარტოფილში მუშაობენ ფილტვების სისტემაზე და ყელის სისტემაზე (ფილტვები, ყელი, სასა და ა.შ.). ცხიმები მოქმედებენ გულზე და სისხლძარღვთა სისტემაზე. ცილა კი საჭმლის მომნელებელ სისტემაზე. 

თავის ტვინს არ აქვს განსაკუთრებული რაოდენობის ცილა. ის ცილა, რაც მას აქვს — ბუნებრივია, ისიც ცილებით უნდა იკვებებოდეს, რადგან ცოცხალი ნივთიერებებისგან შედგება — ეს ცილა ადამიანმა თავად უნდა ჩამოაყალიბოს. ჭარბი კვებისას არაფერი სარგებლობა არ აქვს იმის რწმენას, რომ ამ გზით ის ჯანმრთელ ტვინს მიიღებს, პირიქით, ის იღებს მოწამლულ ტვინს.

შესაძლოა კვებას  კიდევ ერთი ლექციაც დავუთმოთ. ეს იქნება კარგი, რადგან ეს შეკითხვები ძალიან მნიშვნელოვანია. ამრიგად შაბათს ცხრა საათზე. 

 

შენიშვნები:

 

1. 1920 წლებში ვეგეტარიანელების ზოგიერთი ჯგუფი უარს ამბობდა შენახვით შეცვლილ საკვებზე (მაგალითად გამხმარ პროდუქტებზე), ზოგს მიაჩნდა, რომ ჰაერზე შრობას შესალოა გამოეწვია არასასურველი მიკრობული ცვლილებები, ზოგი მიიჩნევდა, რომ საკვები გამოშრობისას კარგავდა მის სასიცოცხლო ძალებს, ხდებოდა ნაკლები კვებითი ღირებულების და ძნელად გადაასამუშავებელი,  ზოგიც გამოშრობას მცენარეტა ეთერული თვისებების შეცვლად მიიჩნევდა.

2. კარტოფილის შესახებ რუდოლფ შტაინერს ნასაუბრები აქვს თავის ადრინდელ ლექციებში.

 

 

კვება და ჯანმრთელობა

 

II ლექცია

რუდოლფ შტაინერი: დღეს მე მსურს ბატონი ბურლეს წინა ხუთშაბათის შეკითხვაზე პასუხად ცოტა რამ დავამატო. თქვენ გახსოვთ, რომ ვისაუბრე ადამიანის კვებისთვის აუცილებელ ოთხ ძირითად ნივთიერებაზე – მინერალებზე, ნახშირწყლებზე, რომლებიც მოიპოვება კარტოფილში მაგრამ განსაკუთრებულად მარცვლეულში და პარკოსნებში, ცხიმებზე და ცილებზე. მე აღვნიშნე როგორი განსხვავებულია ჩვენი კვება ცილის მიმართ მაგალითად მარილთან შედარებით. ადამიანი მარილს იღებს საკუთარ სხეულში და ის ადამიანის თავამდე მოძრაობს ისე რომ მარილი მარილად რჩება. ის ნამდვილად არ იცვლება მხოლოდ იხსნება. ის, როგორც მარილი ინარჩუნებს მის ძალას მთელ გზაზე ადამიანის თავამდე. ამის საპირისპიროა ცილა. მაგალითად ცილა ჩვეულებრივი ქათმის კვერცხებში, აგრეთვე მცენარეული ცილა მაშინვე იშლება ადამიანის სხეულში იმ დროს როცა იგი კუჭში და ნაწლავებშია. ადამიანი ფლობს ძალებს, რომლითაც იგი შლის ცილას, მას ასევე აქვს ძალები, რომ კვლავ ააშენოს რაღაც, რომ შექმნას თავისი ცილა. იმს ამას ვერ გააკეთებდა მანამდე სხვა ცილა რომ არ დაეშალა.

იფიქრეთ როგორაა ეს ასე ცილაზე. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ გახდით განსაკუთრებით ჭკვიანი ადამიანი, იმდენად ჭკვიანი, რომ თქვენ ძალგიძთ საათის დამზადება. მაგრამ საათი თქვენ მხოლოდ გარედან გაქვთ ნანახი, ამიტომ თქვენ სწორად ვერ გააკეთებთ საათს. თქვენ რომ გქონოდათ შესაძლებლობა დაგეშალათ ეგ საათი, ცალკე დაგეწყოთ ნაწილებად, დაკვირვებოდით თუ როგორ არიან მისი ნაწილები დაკავშირებული, მაშინ თქვენ გეცოდინებოდათ თუ როგორ უნდა აგეწყოთ კვლავ საათი. აი რას უშვება ადამიანის სხეული ცილას. მან უნდა შეიწოვოს და სრულად დაშალოს ცილა. ცილა შედგება ნახშირბადის, აზოტის, ჟანგბადის, წყალბადის და გოგირდისაგან. ესენია მისი უმნიშვნელოვანესი კომპონენტები. მანამ სანამ ადამიანის ნაწლავს მიაღწევს ცილა მთლიანად იშლება და ნაწლავში ადამიანს ცილა კი არა აქვს არამედ ნახშირბადი, აზოტი, ჟანგბადი, წყალბადი და გოგირდი. ახლა ადამიანს აქვს ცილა ნაწილებად დაშლილი, როგორც საათი იყო მაგიდაზე. შენ შეგიძლია თქვა: „ნამდვილად, მე, რომ დავშალე ის საათი დავაკვირდი და ახლა შემიძლია გავაკეთო საათები. ასევე მხოლოდ ერთხელ მჭირდება ცილის შეჭმა, ამის შემდეგ მე შემიძლია ის თავათ გავაკეთო.“ მაგრამ ეს არ მოხდება ამ გზით. როგორც სრულყოფილ ადამიანურ ერთეულს ადამიანს აქვს მეხსიერება. თუმცა მის სხეულს თავისთავად არ გააჩნია ისეთი მეხსიერება, რომელსაც შეუძლია რაიმე დაიმახსოვროს – იგი თავის „მეხსიერებას“ მხოლოდ საკუთარი თავის აგებისთვის იყენებს. ამრიგად ვინმემ ყოველთვის უნდა მიიღოს ცილა იმისათვის რომ შეძლოს ცილის შექმნა. 

ფაქტია ის, რომ საკუთარი ცილის აგებისას ადამიანი ჩართულია ძალიან რთულ აქტივობაში. მიღებულ ცილას პირველად ის შლის ნაწილებად და მისგან მიღებული ნახშირბადი შეჰყავს მის სხეულში ყველგან. ყველამ უკვე იცით, რომ ჩვენ ჩავისუნთქავთ ჟანგბადს ჰაერიდან, ეს ჟანგბადი უერთდება იმ ნახშირბადს, რომელიც ჩვენ გვაქვს ცილებისა და საკვების სხვა ელემენტებისაგან გამოყოფილი, ნახშირბადის ნაწილს ჩვენ ამოვისუნთქავთ, როგორც ნახშირორჟანგს ხოლო დანარჩენ მცირე ნაწილს კი უკან ვაბრუნებთ. 

ამრიგად ჩვენ გვაქვს ნახშირბადი და ჟანგბადი ერთად ჩვენს სხეულში. ჩვენ არ ვიყენებთ იმ ჟანგბადს, რომელიც ცილის დაშლისას წარმოიქმნა, ჩვენ ჩასუნთქულ ჟანგბადს ვიყენებთ ნახშირბადთან შესაერთებლად. ამრიგად ჩვენ არ ვაწარმოებთ ჩვენს ცილას ისე როგორც მატერიალისტები აღწერენ, რომ თითქოს ჩვენ ვჭამთ ბევრ კვერცხს რომელიც გროვდება და შემდეგ ვრცელდება მთელს სხეულში. ეს არაა სწორი. ჩვენ ჩვენი სხეულის ორგანიზებით ნაწლავებში ვშლით ცილას, და იმის ნაცვლად, რომ ცილიდან გამოყოფილი ჟანგბადი გამოვიყენოთ ვიყენებთ შესუნთქულ ჟანგბადს. როდესაც ჩავისუნთქავთ ჟანგბადს ჩავისუნთავთ აზოტსაც, აზოტი ყოველთვისაა ჰაერში. იგივენაირად ჩვენ არ ვიყენებთ ცილისგან გამოყოფილ აზოტს არამედ ვიყენებთ ჩასუნთქულს. არც წყალბადს ვიყენებთ, რომელიც ასევე ცილის დაშლისასაა წარმოქმნილი, არამედ ვიყენებთ იმ წყალბადს, რომელსაც ვიღებთ ჩვენი ცხვირის და ყურებისაგან, ჩვენი გრძნობის ორგანოებისაგან. ესაა ის წყალბადი, რომლითაც ცილას ვქმნით. გოგირდსაც ჩვენ მუდმივად ვიღებთ ჰაერიდან. შეჭმული ცილისაგან ჩვენ მხოლოდ ნახშირბადს მოვიხმართ. აი ასეა საქმე ცილებთან დაკავშირებით.

მსგავსი სიტუაციაა ცხიმთან. ჩვენ ჩვენს ცილას ვაგებთ, მხოლოდ მიღებული ცილის ნახშირბადისაგან დანარჩენ შემადგენელ ნაწილს ვიღებთ გარედან. ჩვენ ვაგებთ ჩვენივე ცხიმს და ამ შემთხვევაში მცირე ოდენობით აზოტს ვიყენებთ. 

ის რაც კარტოფილში, პარკოსნებში და მარცვლეულშია გადადის ჩვენს ორგანიზმში, თუმცა ესენიც მხოლოდ ქვედა თავამდე (შენიშვნა N1) ვრცელდება. ზედა თავში (შენიშვნა N2) ვრცელდება მინერალები, სწორედ მათგან ვიღებთ იმას რაც ძვლების ასაშენებლად გვჭირდება.  

ამიტომაც მეგობრებო ჩვენ უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ მივიღოთ ჯანსაღი და მარტივი ცილა ჩვენს ორგანიზმში. ჯანსაღი მცენარეული ცილა არის ის რაც  ჩვენს ორგანიზმს დიდი ოდენობით სჭირდება. როდესაც ჩვენ ვიღებთ ცილას კვერცხისაგან ჩვენი ორგანიზმი ზარმაცდება. ორგანიზმი ადვილად შლის ასეთ ცილას რადგან თავათ ცილა იშლება ადვილად. მცენარის ცილა კი რომელსაც ჩვენ ვიღებთ ხილისგან არის განსაკუთრებულად ღირებული ჩვენთვის. თუ ვინმეს სურს ჯანმრთელობის შენარჩუნება აუცილებელია უმი ან მომზადებული ხილი შეიტანოს კვების რაციონში, რაც მონელებას აწესრიგებს. მისი უგულებელყოფა კი იწვევს საჭმლის მონელების სისტემის დისბალანსს.

ხედავთ რომ ასევე მნიშვნელოვანია მცენარეთა სათანადო კვებაც. და ეს ნიშნავს, ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ მცენარეები მიწაში ჩვენს მიერ ჩარგული თესლიდან ამოდიან. ისინი არაა მინერალები ისინი რაღაც ცოცხალია. მცენარეები ჩვენს მიერ მიწაში დათესილ თესლთაგან წარმოიშვება. მცენარე ვერ იზრდება მანამ სანამ ნიადაგი არ იქნება რაღაც ხარისხით ცოცხალი. როგორ გავხდით მიწას ცოცხალს? სათანადო განოყიერებით. დიახ სათანადო განოყიერება არის სწორედ ის რაც მოგვცემს ნამდვილად კარგ მცენარეულ ცილას. 

ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ დიდი ხნის უკან ადამიანებმა იცოდნენ, რომ მიწა კარგად ნოყიერდება ცხენებისა და საქონლის ნაკელით. ჩვენს დროში, როდესაც ყველაფერი მატერიალისტური გახდა, ადამიანები ამბობენ: ნახეთ,  ჩვენ ამას გაცილებით ადვილად შევძლებთ, საკმარისია გავარკვიოთ რა ნივთიერებებია ნაკელში, შემდეგ კი ისინი მინერალური სამყაროდან ამოვიღოთ – მინერალური სასუქი გამოვიყენოთ.

თქვენ შეგიძლიათ ბატონებო ნახოთ რომ, როდესაც იყენებენ მინერალურ სასუქს რაც ნიშნავს იმას, რომ ამ სასუქს დაყრიან მიწაზე, მცენარის მხოლოდ ფესვები ძლიერდება. შემდეგ ჩვენ ვიღებთ მცენარეებისაგან ნივთიერებებს რომელიც ეხმარება ჩვენს ძვლებს აგებაში. მაგრამ ჩვენ მცენარეებისაგან სათანადო ცილას ვერ ვიღებთ და ჩვენი მცენარეები, ჩვენი მინდვრის მარცვლეული დიდი ხნით განიცდის ცილის ნაკლებობას. ეს ნაკლებობა სულ უფრო გაიზრდება მანამ სანამ ადამიანები არ დაუბრუნდებიან ადრინდელ განაყოფიერებას.

უკვე იყო კონფერენცია სოფლის მეურნეობის საკითხზე, სადაც ფერმერებმა თქვეს: „დიახ ხილი უარესდება და უარესდება“. ეს სინამდვილეა. მაგრამ ფერმერებმა არ უწყიან მიზეზი. მხოლოდ უფროსებმა იციან, რომ როდესაც ახალგაზრდები იყვნენ ყველაფერი რაც მინდვრიდან მოჰყავდათ იყო უკეთესი. უშედეგოა ფიქრი, რომ საქონლის ნაკელის შემადგენელი ნივთიერებების უბრალო შერევით დამზადდება სასუქი. ყველამ იცის, რომ საქონლის ნაკელი ქიმიურ ლაბორატორიაში არ მზადდება, არამედ თავათ ძროხის შიგნით – ეს ლაბორატორია გაცილებით სამეცნიეროა. სწორედ ამიტომ საქონლის ნაკელი არამხოლოდ ფესვებს აძლიერებს, არამედ ძლიერად მოქმედებს ნაყოფებზეც და წარმოქმნის კარგ, ხარისხიან ცილას, რომელიც ადამიანს აძლევს ენერგიას. 

თუ მხოლოდ მინერალური სასუქს გამოიყენებენ, რაც ესოდენ პოპულარულია ახლა, ან მხოლოდ აზოტი გამოიყენება ბატონებო თქვენს შვილებს, უფრო ზუსტად თქვენს შვილიშვილებს, ძალიან ფერმკრთალი სახეები ექნებათ. მათ სახესა და თეთრ ხელებს შორის განსხვავებას ვერ დაინახავთ. ადამიანებს ცოცხლი ჯანსაღი ფერი აქვთ, როდესაც მიწა სათანადოდ არის განაყოფიერებული.

როდესაც ვინმეს კვებაზე ვსაუბრობთ, უნდა გავითვლისწინოთ როგორ მიიღება საკვები.  ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სხვადასხვა გარემოებიდან ჩანს ადამიანური ორგანიზმი თავისით როგორ ითხოვს იმას რაც უნდა. აი მხოლოდ ერთი მაგალითი: ადამიანები რომლებიც წლების განმავლობაში სასჯელს იხდიან და ჩვეულებრივზე ძალიან ცოტა ცხიმიანი საკვებით იკვებებიან, ორგანიზმს ცხიმისკენ ძლიერი ლტოლვა უვითარდება იმდენად, რომ საკანში მცველის მიერ შეტანილი სანთლიდან იატაკზე დაღვენთილ ცვილის წვეთის გადასანსვლას უმალ ლამობს პატიმარი. ნორმალური კვების დროს ჩვენ რაიმე ნივთიერება არ გვაკლია, მაგრამ თუ რაიმე მუდმივად აკლია რაციონს, მაშინ ორგანიზმი დამშეული ხდება და ამას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს. 

უკვე აღვიშნე, რომ ბევრი სხვა რამაცაა დაკავშირებული სასუქების გამოყენებასთან, მაგალითად ჩვენმა ევროპელმა წინაპრები მეთორმეტე და მეცამეტე საუკუნეებში ან უფრო ადრეც მრავალი თვალსაზრისით განსხვავდებოდნენ ჩვენსგან. ამ ფაქტს არ აქცევენ ყურადღებას. მათ არ ჰქონდათ კარტოფილი. კარტოფილი მოგვიანებით გვრცელდა. კარტოფილით კვებამ დიდი გავლენა მოახდინა. როდესაც მარცვლეულს მიირთმევენ მაშინ გული და ფულტვები ძლიერდება. ადამიანს ჯანმრთელი გულმკერდი უვითარდება და შესაძლოა ის მოაზროვნე არ იყოს თუმცა მას კარგი გამძლეობა აქვს სუნთქვისას. აქვე ვიტყვი ნურავინ იფიქრებს, რომ იმას აქვს კარგი ფილტვები ვინც მაგალითად ხსნის ფანჯარას და ყვირის მოდით სუფთა ჰაერი შემოვუშვათ. არა! ძლიერი ფილტვები აქვს იმას ვისაც ნებისმიერი სახის ჰაერის გაძლება შეუძლია. გამძლეა ის ადამიანი ვისაც ყველაფრის გაძლება შეუძლია და არა ის ვისაც არაფრის ატანა არ შეუძლია.   

ამ ეპოქაში ხშირად საუბრობენ გამძლეობაზე. იფიქრე როგორი „გამძლენი“ არიან ბავშვები, როცა მდიდრების ოჯახებში და მას მალე სხვებიც მიჰყვებიან ბავშვებს აცვიათ შარვალი, რომელიც მაქსიმუმ მუხლს ფარავს, მშობლები უფრო მეტ გონიერებას მიმართავდნენ რომ იცოდნენ, რომ ეს აპენციდიტისათვის თავისებური მომზადება შეიძლება იყოს. ჩვენ მაქსიმუმ ფეხშიშველი დავდიოდით ფეხები შარვლით სრულად დაფარული გვქონდა (შენიშვნა N3). თუმცა მოდა ტირანია. ამ საკითხზე არავინ ფიქრობს და ბავშვები ისე არიან ჩაცმულები, რომ მათი პატარა კაბები მუხლებამდე სწვდებათ. ერთ დღესაც ალბათ მუცელსაც მოიშიშვლებენ და ეს იქნება მოდა. მოდას კი ძლიერი გავლენა აქვს.

მაგრამ რა არის რეალურად საფრთხის ქვეშ ამას არავინ აქცევს ყურადღებას. ადამიანი თავათ ისეა მოწყობილი, რომ მას ნამდილად ძალუძს შინაგანად იმუშაოს  საკვებზე, რომელსაც მოიხმარს. ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადამიანი გახდეს ძლიერი, როდესაც იგი ამუშავეს მიღებულ საკვებს. ბავშვები ვერ გახდება ძლიერი იმ მოპყრობით, რომელიც მე წეღან აღვნიშნე. ისინი ისე არიან გამძლენი, რომ მოგვიანებით, როდესაც მათ თაკარა მზის ქვეშ უწევთ ცარიელი მოედნის გადაკვეთა ოფლიანდებიან და ვერ ახერხებენ მისვლას. არ არის გამძლე ვინც ვერაფრის გადატანას ვერ ახერხებს. ნამდვილად გამძლე ისაა, რომელიც ახერხებს ყველაფრის გადალახვას. 

შემდეგ დაიწყო კარტოფილით კვება. კარტოფილი ნაკლებად სასაგებლოა ფილტვებისა და გულისათვის, იგი როგორც ვთქვი აღწევს ქვედა თავში, სადაც ლოგიკურად და აბსტრაქტულად ვფიქრობთ. ადრინდელ ეპოქაში ცოტა ჟურნალისტები იყვნენ, არ იყო ბეჭდური ინდუტრია. წარმოიდგინეთ, რამდენი ამგვარი ფიქრი იხარჯება ყოველდღიურად ამ სამყაროში, ჩვენს დროში, მხოლოდ იმისთვის, რომ გაზეთები გამოვიდეს! ამნაირი აზროვნება ზედმეტად ბევრია, სრულიად არა აუცილებელია და ამას კარტოფილით კვებას უნდა ვუმადლოდეთ, რადგან ადამიანი რომელიც კარტოფილს მიირთმევს მუდმივად აბსტრაქტული აზროვნებისკენაა მიდრეკილი, სხვა რამის გაკეთება არ შეუძლია გარდა აბსტრაქტული ფიქრისა. სწორედ ამიტომ სუსტდება მისი გული და ფილტვები. ფილტვების ტუბერკულიოზი კარტოფილით კვებამდე არ გავრცელებულა. ყველაზე სუსტი ადამიანები ისინი არიან ვინც ცხოვრობს იმ რეგიონში სადაც მხოლოდ კარტოფილით იკვებებიან.   

სწორედ სულიერი მეცნიერებას შეუძლია ამ მატერიალური ფაქტების შემეცნება. მატერიალისტურმა მეცნიერებამ არაფერი იცის კვებაზე, მას წარმოდგენა არა აქვს რა არის ჯანმრთელი საკვები კაცობრიობისათვის. მატერიალიზმის მახასიათებელი ნიშანია, რომ ის ფიქრობს, ფიქრობს და ფიქრობს და არაფერი იცის. საბოლოოდ სიმართლეა თუ ვინმეს სურს ცხოვრებაში იმონაწილეოს ზემოთხსენებულიდან რაღაც უნდა იცოდეს. ეს არის ის რისი თქმაც მსურდა კვებაზე.

და ახლა შესაძლოა კიდევ გსურთ დამისვათ ინდივიდუალური შეკითხვები.

შეკითხვა: დოქტორო შტაინერო, თქვენს უკანასკნელ საუბარში თქვენ შეეხეთ ათეროსკლეროზს, ზოგადად ითვლება, რომ ეს დაავადება დიდი ოდენობით კვერცხისა და ხორცის მიღებით ვითარდება. მე ვიცნობ ერთ ადამიანს რომელსაც ეს გაჩნდა 50 წლის ასაკში, 70 წლის ასაკში საკმაოდ უმოძრაო გახდა, ახლა ის 85 თუ 86 წლისაა და იგი უფრო მეტად აქტიურია ვიდრე იყო ვიდრე ის იყო 50 ან 60 წლის ასაკში. შეიძლება რომ ათეროსკლეროზმა უკან დაიხია? თუ რაიმე სხვა მიზეზია, მაგალითად მე უნდა აღვნიშნო, რომ ეს პირი არასოდეს ეწეოდა და სვამდა ძალიან ცოტას. მან იცხოვრა ნამდვილად წესიერი ცხოვრებით, თუმცა ახალგაზრდობაში ძალიან ბევრ ხორცს ჭამდა. თუ 70 წლის ასაკში ძალიან ცოტა შეეძლო ემუშავა, ახლა 85 წლისა  მუდმივად აქტიურია.

რ.შტაინერი – მე გავიგე, რომ ეს ადამიანი დაავადდა ათეროსკლეროზით როდესაც იგი იყო 50 წლის. გახდა უმოძრაო და თითქმის ვერაფერს აკეთებდა, თქვენ  არ გითქვამთ გაუუარესდა თუ არა მეხსიერება. შეიძლება ვერ შეამჩნიეთ. მისი მდომმარეობა გაგრძელდა 70 წლამდე შემდეგ კი კვლავ გახდა აქტიური და ჯერაც ცოცხალია. მაქვს აქვს რაიმე სიმპტომი ათეროსკლეროზის თუ სრულიად მოძრავი და აქტიურია?

შეკითხვის დამსმელი: დღესდღეობით იგი სრულიად აქტიური და მოძრავია, ვიდრე იგი იყო 65–70 წლის ასაკში. ის მამაჩემია. 

რუდოლლფ შტაინერი: უპირველესად ჩვენ უნდა დავადგინოთ მისი ადრეული ათეროსკლეროზის ნამდვილი ბუნება. როგორც წესი ათეროსკლეროზი, რომ  ვინმეს ემართება მისი სისხლძარღვები ხდება სკლეროტული. ადამიანის არტერიების სკლეროტულობისას სხეული ხისტი ხდება და ადამიანი ბუნებრივად კარგავს სულისა და სამშვინველის მეშვეობით სხეულის კონტროლის უნარს. ხდება ისე რომ ზოგს აქვს ათეროსკლეროზი მაგრამ არა მთელს სხეულში. მაგალითად დაავადება შესაძლებელი გავრცელდეს მის ტვინში. მე არ ვიცნობ მამათქვენს მაგრამ რაღაც ვიცი თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. შესაძლოა თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობით გავიგო თქვენი მამის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. მაგალითად თქვენ გაწუხებთ რაღაც ან გაწუხებდათ (ვიმედოვნებ ეს სრულად განკურნებადი იქნება) ალერგიული რინიტი. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ატარებთ თქვენს სხეულში რაღაცას რომელიც შეიძლება განვითარდეს თუ თავში არაა  ათეროსკლეროზისადმი მიდრეკილება არამედ თავს გარეთ. ყველას ვისაც მიდრეკილება აქვს მთელი სხეულის ათეროსკლეროზისადმი შესაძლებელია ალერგიული რინიტი არ დაემართოს. ესეიგი ალერგიული რინიტი ათეროსკლეროზის საპირისპიროა. ახლა თქვენ გაწუხებთ ალერგიული რინიტი, რა თქმა უნდა კარგი იქნებოდა რომ არ გქონოდათ და უკეთესია, რომ განკურნებული ყოფილიყო, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ მისი განვითარების ტენდენციაზე, თქვენი ალერგიული რინიტი ერთგვარი დამცავია ათეროსკლეროზის წინააღმდეგ.

რაღაც ხარისხით ათეროსკლეროზი ყველას ემართება. ვერავინ ბერდება ისე ათეროსკლეროზი, რომ არ სჭირდეს. თუ ადამიანს ათეროსკლეროზი მთელს სხეულში აქვს მაშინ იგი საკუთარ თავს ვერ ეხმარება. მეთელი სხეული ეჭიმება და უხევდება.  თუ ვინმეს ათეროსკლეროზი თავში აქვს და არა დანარჩენ სხეულში, თუ სწორად ბერდება მაშინ ეთერული სხეული უფრო და უფრო ძლიერდება (მე ამაზე ადრეც ვისაუბრე) და მას ტვინი აღარ სჭირდება ისე როგორც ადრე. ტვინის გახევებით და გახისტებით გამოწვეული მსუბუქი სკლეროტული მდგომარეობა რამაც ადრინდელ წლებში ადამიანი მთლიანად უმოძრაოდ აქცია, ეთერულ სხეულს შეუძლია ეფექტურად აკონტროლოს.

მამათქვენს არ სჭირდებოდა თავათ განეცადა ალერგიული რინიტი. მას შეიძლება ამისკენ მხოლოდ მიდრეკილება ჰქონოდა. და ხედავთ ეს მიდრეკილება იყო სწორედ მისთვის სასარგებლო. შეიძლება ითქვას — ეს შეიძლება ოდნავ გადაჭარბებულად მოგეჩვენოთ, მაგრამ ადამიანს, რომელსაც ალერგიული რინიტისადმი მიდრეკილება აქვს, შეუძლია თქვას: „მადლობა ღმერთს, რომ ეს მიდრეკილება მაქვს!“ ალერგიული რინიტი ახლა არ მაწუხებს, და ის მუდმივად მაძლევს სისხლძარღვების დარბილებისადმი მიდრეკილებას. მაშინაც კი, თუ ალერგიული რინიტი არ ვლინდება, ის იცავს მას ათეროსკლეროზისგან. და თუ მას ჰყავს ვაჟი, ვაჟს შეიძლება გარეგნულად ჰქონდეს ალერგიული რინიტი. ვაჟს შეიძლება გარეგნულად აწუხებდეს დაავადება, რომელიც მამაში შინაგანად იყო და არ გამჟღავნებულა.

მემკვიდრეობის ერთ–ერთი საიდუმლოა: ის რაც წინაპრებში ჯანმრთელობის ნიშან–თვისება იყო, ბევრი რამ მემკვიდრეებს ავადმყოფობად გადაექცევა. 

ავადმყოფობები კლასიფიცირდება ათეროსკლეროზად, ტუბერკულიოზად, ციროზად, დისპეპსიად და ა.შ. ამის მიმოხილვა შესაძლოა ძალიან მომხიბვლელად ჩაიწეროს წიგნში; შეიძლება აღწერო, თუ როგორ ვითარდება კონკრეტულად ეს ავადმყოფობები, მაგრამ ბევრს ვერაფერ სარგებელს მიიღებ აქიდან, რადგანაც მაგალითად ათეროსკლეროზი ყველა ადამიანში განსხვავებულია. არ არსებობს ორი  ადამიანი რომელსაც აქვთ ერთნაირი ათეროსკლეროზი. ეს ასეა ბატონებო და ამან არავინ უნდა გააკვირვოს. 

იყო ბერლინის უნივერსიტეტის ორი პროფესორი. ერთი 70 წლის, მეორე– 92 წლის. უმცროსი საკმაოდ ცნობილი იყო, მას ბევრი წიგნი ჰქონდა დაწერილი, მაგრამ ის იყო ადამიანი, რომელიც ცხოვრობდა მისი, სრულიად მატერიალისტური ფილოსოფიით, მისი ყველა ფიქრები ღრმად იყო მატერიალიზმში იყო ჩარჩენილი. ახლა ასეთი აზრები ათეროსკლეროზსაც უწყობს ხელს. მას დაემართა ათეროსკლეროზი და 70 წელს გადაცილებს მოუწია პენსიაზე გასვლა. მისი უფროსი კოლეგა არ იყო მატერიალისტი. ის მთელი ცხოვრება ბავშვად დარჩა და  კვლავაც დიდი ენერგიით ასწავლიდა. მან თქვა: “დიახ ის ჩემი კოლეგა, ახალგაზრდა ‘ბიჭი’ მე ვერ გავუგე მას. მე არ მსურს ჯერ პენსიაზე გასვლა, მე ჯერაც საკმაოდ ახალგაზრდად ვგრძნობ თავს.“  ის „ბიჭი“ უკვე განთავისუფლებული იყო და აღარ ასწავლიდა. რა თქმა უნდა 92 წლისა გახდა სკლეროტული მისი წლების გამო, მაგრამ სულის მოქნილობის გამო მას კიდევ შეეძლო რაღაცის გაკეთება ამ არტერიები, მაშინ როდესაც მეორეს არ შეეძლო.

და ახლა პასუხი დამატებით ბატონი ბურლეს შეკითხვაზე სტაფილოების შესახებ. ბატონმა ბურლემ თქვა „ადამიანის სხეული ინსტიქტურად ითხოვს რაც მას სჭირდება. ბავშვები ხშირად ხელში იღებენ სტაფილოს. ბავშვები ზოგჯერ უფროსებიც იძულებულნი არიან მიირთვან საკვები რომელიც მათთვის არ არის კარგი. ვფიქრობ შეცდომაა როდესაც ვინმეს სძულს რაიმე საკვები, მე მყავს ბიჭი, რომელიც არ ჭამს კარტოფილს“ (შენიშვნა N4).

ბატონებო, თქვენ უნდა დაფიქრდეთ ამაზე: ცხოველებს, რომ არ ჰქონოდათ ინსტიქტი მათთვის რა იყო სასარგებლო და რა იყო ცუდი, დიდი ხნის წინ ამოწყდებოდნენ. მაგალითად საძოვარზე ხომ ხვდებიან შხამიან მცენარეებს და ინსტიქტურად, რომ არ იცოდნენ რომ შხამიანი მცენარეები არ უნდა შეჭამონ შეჭამდნენ მათ. თუმცა რადგან იციან ყოველთვის გვერდს უვლიან მათ. მეტიც ცხოველები არჩევენ იმას რაც მათთვის კარგია. ოდესმე გაგისუქებიათ ბატები? გიჭმევიათ მათთვის საკვები? გგონიათ რომ არა ადამიანები ბატები გააკეთებდნენ ამას? მოხოლოდ ადამიანები აიძულებენ ბატებს ამდენ ჭამას. ღორებთან სხვაგვარადაა. თქვენი აზრით რამდენად გამხდარი იქნებოდნენ ღორები ამდენი რომ არ გვეჭმია? ყველა შემთხვევაში ღორებთან საქმე სხვაგვარადაა. მათ ეს თვისებები მემკვიდრეობით მიიღეს. მათ წინაპრებს ცხიმის გამომომწვევ ყველა საკვებთან შეგუება მოუწიათ. ეს ნივთიერებები მათ საკვებთან ერთად მიირთმევდნენ წარსულში, მაგრამ პირველყოფილი ღორები იძულებულები იყვნენ რომ ეს საკვები ეჭამათ, არცერთი ცხოველი თავისით არ ჭამს იმას რაც მისთვის არაა შესაფერისი. 

მაგრამ ახლა რა მოიტანა მატერიალიზმმა? ის რომ აღარ ჯერათ ასეთი ინსტიქტის.

ახალგაზრდობაში მყავდა მეგობარი, რომელთან ერთადაც ძალიან ხშირად ვჭამდი. ჩვენ საკმაოდ გონივრულად ვიქცეოდით ჩვენი საკვების მიმართ და ვუკვეთავდით იმას, რაც, ჩვენი აზრით, ჩვენთვის სასარგებლო იყო. მოგვიანებით, როგორც ცხოვრებაში ხდება ხოლმე, ჩვენ დავშორდით. რამდენიმე წლის შემდეგ მე მოვხვდი ქალაქში სადაც ის ცხოვრობდა. მან სადილზე დამპატიჟა. და რა ვნახე?! სასწორი მის თეფშთან. მე ვკითხე: „რას აკეთებ ამ სასწორით?“ მე ვიცოდი რა თქმა უნდა მაგრამ მსურდა გამეგო რას იტყოდა. მან თქვა: „მე ვწონი მათ მიერ მოტანილ ხორცს და სალათს, ზომიერი ოდენობით რომ ვჭამო“. იქ მან აწონა ყველაფერი რაც მის თეფშზე უნდა გადაეტანა, რადგანაც მეცნიერებამ უკარნახა ეს. რა დაემართა მას? მას სრულად ჩამოშორდა ჯანსაღი ინსტიქტი თუ რა უნდა ეჭამა მას. გახსოვთ წიგნში ეწერა: „ადამიანს 120–დან 150 გრამამდე ცილა სჭირდება.“ ეს მან კეთილსინდისიერად აწონა. მისი ოდენობა არასწორი იყო, რადგანაც დღეს ცილის სათანადო ოდენობად უფრო ნაკლები ითვლება.

რათ თქმა უნდა ბატონებო როდესაც პირს დიაბეტი აქვს ეს არის აშკარად განსხვავებული სიტუაცია. შაქრის დაავადება, დიაბეტი მიუთითებს, რომ ადამიანმა დაკარგა კვების ინსტიქტი.

აი, ეს არის საქმის არსი. თუ ბავშვს ოდნავი მიდრეკილება აქვს ჭიებისადმი, ის ყველაფერს გააკეთებს, რომ თავი აარიდოს მათ. ზოგჯერ გაგაოცებთ, როცა ხედავთ, რომ ასეთი ბავშვი ეძებს ბაღს, თუნდაც ეს ბაღი იყოს შორს, ბავშვი მაინც მიაბიჯებს იქამდე სადაც სტაფილო იზრდება, შემდეგ იპოვით მას იქ, სტაფილოს მიირთმევს. რადგან ბავშვი, რომელსაც ჭიებისადმი მიდრეკილება აქვს, სტაფილოსკენ ისწრაფვის.

ამრიგად ბატონებო, ესაა ყველაზე სასარგებლო რამ რაც თქვენ შეიძლება გააკეთოთ: დააკვირდით ბავშვს, როდესაც იგი ძუძუთი კვებას შეწყვიტავს, რის კვებას უყვარს და რისი არა. როდესაც ბავშვი იწყებს გარედან საკვების მიღებას, მისგან შეიძლება მიხვდეთ თუ რომელი საკვები უნდა მივცეთ მას. ბავშვის კვების ინსტინქტი ფუჭდება იმ მომენტიდან, როდესაც ვინმე იწყებს დაძალებას რა ჭამოს მან. უნდა მისცე ის რაც ინსტიქტურად მოსწონს, თუ რაიმესადმი სიყვარული ზედმეტად გაძლიერდება, ბუნებრივია ის უნდა გაკონტროლდეს, მაგრამ ყურადღებით უნდა დაკვირდე თუ რას აკონტროლებ. (შენიშვნა N5)

მაგალითად, ფიქრობ, რომ ბავშვს ყველაფერ კარგს აძლევ, მაგრამ როგორც კი იგი მაგიდასთან მივა თავს ვერ იკავებს შეხტება სკამზე და მაგიდიდან შაქრის ნატეხს იპარავს. ეს ისეთი რამაა რასაც სწორად უნდა შეხედო. რაღაც ბავშვისთვის რომელიც სკამზე ნატეხი შაქრის ნატეხის მოსაპარად ხტება აშკარად ღვიძლში არ არის წესრიგში აქვს და ისინი შაქარით ამ პრობლემა კურნავენ. სხვებს ვისაც ასეთი პრობლემა არა აქვს შაქრით არ ინტერესდებიან. რა თქმა უნდა ასეთი ქცევა არ უნდა გახდეს ჩვევა,მაგრამ ამის გაგება აუცილებელია და მისი გაგება უნდა მოხდეს ორი მიმართულებით.

თუ ბავშვი უყურებს სულ და ფიქრობს როდის არ დამინახავს მამა ან დედა რომ შევძლო შაქრის ნატეხის აღება შემდეგ მოგვიანებით ის დაიწყებს სხვა საგნების მოპარვას. თუ დააკმაყოფილებ ბავშვს თუ მას მიცემ რა სურს ის არ გახდება ქურდი. მორალური თვალსაზრით ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ რამეებს აკვირდება თუ არა ადამიანი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ბატონებო. 

და შეკითხვაზე რომელიც ახლა დაისვა შემდეგნაირად უნდა გაიცეს პასუხი. ფრთხილად უნდა დავაკვირდეთ  ბავშვს რა უყვარს  ან სძულს. და არ დავაძალოთ იმის ჭამა რაც არ მოსწონს. მაგალითად ბავშს არ სურს ხორცის ჭამა. ეს იმას მიუთითებს, რომ ბავშვის ორგანიზმი ნაწლავურ ტოქსინებს გამოიმუშავებს, რომელსაც ის ერიდება. მისი ინსტიქტი სწორია. ნებისმიერი ბავშვი, რომელსაც მაგიდასთან ჯდომა შეუძლია სადაც ყველა ხორცს მიირთმევს თავათ კი არ სურს ხორცი, ხორციდან ნაწლავური ტოქსინების გამომუშავების ალბათობა აქვს.

ხედავთ, რომ მეცნიერება უნდა გახდეს დახვეწილი, უფრო დახვეწილი. დღეს ის ძალიან უხეშია. ამ სასწორებით, ყველაფრით რაც ლაბორატორიებში ხდება ნამდვილ მეცნიერებას ვერ განვახორციელებთ.  

კვებით, რაც ამ მომენტში ჩვენი ინტერესის საგანია, ადამიანმა უნდა მიაღწიოს იმის გაგებასაც რა გზით ზემოქმედებს იგი სამშვინველზე. მე ვთავაზობ ორ მაგალითს მათ ვინც ამ მიმართულებით იკვლევს. იფიქრეთ ჟურნალისტი რატომ ფიქრობს ამდენს და აქედან რამდენია უსარგებლო? ადამიანმა უნდა იფიქროს ბევრი, მან უნდა მოიფიქროს უამრავი ლოგიკური აზრი, ეს თითქმის შეუძლებელია ადამიანისათვის. და შენ აღმოაჩენ, რომ ყავა ინსტიქტურად უყვარს ჟურნალისტს, ან სხვა ნებისმიერ პირს, რომელიც პროფესიით წერს. ის ზის ყავახანაში და სვამს ყავას ფინჯნობით და ღრღნის მის კალამს, თითქოს რაღაც უნდა მოვიდეს, რომელიც მას შეაძლებინებს დაწერას. კალამის ღრღნაა მას არ ეხმარება. მაგრამ ყავა ეხმარება. ისე თითქოს ერთი აზრიდან მეორე წარმოიშვება, ერთი აზრი მეორეს მოჰყვება.

შემდეგ კი შეხედეთ დიპლომატებს, თუ ერთი აზრი მეორეს უერთდება და ერთისგან მეორე წარმოიშვება ეგ ცუდია მათთვის. ლოგიკურები დიპლომატები  მოსაწყენები არიან. მათი საუბარი სახალისო უნდა იყოს. საზოგადოებაში ადამიანებს არ მოსწონთ ლოგიკური მსჯელობით დაღლა. „პირველ რიგში, .. მეორე... მესამე“ პირველი და მეორე, რომ არ ყოფილიყო იქ, არც მესამე და მეოთხე იქნებოდა და საფიქრალიც არ გვექნებოდა. ჟურნალისტ ფინანსების შესახებ სტატიაში მხოლოდ ფინანსებზე უწევს საუბარი, მაგრამ თუ პოლიტიკოსი ხარ რომელიმე X ქვეყნის ეკონომიკაზე საუბრისას შენ იმავდროულად შეგიძლია ისაუბრო ღამის კლუბებზეც, შემდეგ შენ შეგიძლია აზრი გამოთქვა ლედი ამის და ამის კრემისებურ პუფებზე, გადახვიდე კოლონიების მდიდარ მიწებზე, ამის შემდეგ სად აშენებენ საუკეთესო ჯიშის ცხენებს და ა.შ. დიპლომატისათვის ერთი აზრიდან მეორეზე გადახტომა აუცილებელია, ამიტომ ვისაც სურს იქცეს მომხიბვლელ მოსაუბრედ იგი ინსტიქტს ემორჩილება და მთელი დღე ჩაის სვამს.  

ჩაი აზრებს ფანტავს, ის საშუალებას იძლევა ერთი აზრიდან მეორეზე გადახტე. ყავას კი მოაქვს ერთი აზრი მეორის შემდეგ. თუ გსურს ერთი აზრიდან მეორეზე გადახტე მაშინ ჩაი უნდა სვა, და მათ „დიპლომატ ჩაისაც“ უძახიან. ამასობაში ჟურნალისტი ყავახანაში ზის და ერთ ფინჯან ყავას მეორე მოსდევს. ხედავთ რა გავლენა შეიძლება საჭმელს ან სასმელს ჰქონდეს აზროვნების  პროცესზე. ეს არა თქმა უნდა მხოლოდ ჩაისა და ყავას არ ეხება, ესენი უკიდურესი შემთხვევებია. მაგრამ ამ მაგალითებიდან მე ვფიქრობ რომ ეს საკითხები სერიოზულად უნდა განვიხილოთ. ეს მნიშვნელოვანია ბატონებო. 

 

შენიშვნები

1) ქვედა თავი (lower head) – ანთროპოსოფიურ ანატომიაში ეხება გონებრივ პროცესებს, რომლებიც დაკავშირებულია მატერიალისტურ აზროვნებასთან. რუდოლფ შტაინერი კარტოფილს აკავშირებს ქვედა ინტელექტუალური უნარების – ლოგიკური ანალიზის, კრიტიკის და აბსტრაქტული აზროვნების – გამოწვევას, რომელიც გამოყოფილია ღრმა სულიერი ან ჰოლისტური აღქმისგან. ეს არის ჟურნალისტიკის, ბეჭდვისა და ფრაგმენტებად დაყოფილი იდეების (როგორიცაა გაზეთები) სწრაფი გავრცელების სფერო. ასევე ეს უკავშირდება ცხოველურ თვისებებს (ჭამა, მეტაბოლიზმი, რეპროდუქცია) ანატომიურად ყბა–პირი და კეფის ნაწილი

2) ზედა თავი (upper head) - არ არის სტანდარტული ანატომიური ტერმინი, არამედ ცნება, რომელიც ეფუძნება მის სულიერ-მეცნიერულ ჩარჩოს. ანთროპოსოფიურ ტერმინოლოგიაში „ზედა თავი“  ეხება თავის იმ რეგიონს, რომელიც დაკავშირებულია უმაღლეს კოგნიტურ და სულიერ ფუნქციებთან. ზედა თავში ვითარდება ინდივიდუალობა და უმაღლესი სულიერი უნარები (წარმოსახვა, შთაგონება, ინტუიცია) ანატომიურად შუბლისა და თხემის რეგიონი. 

3) 1920–იანების გერმანიაში პროპაგანდირებული იყო „ფრიულუფკულტური“ – ე.წ. თავისუფალი ჰაერის კულტი, ანთროპოსოფია ამას კრიტიკულად უყურებდა და მიჩნევდა რომ ზედმეტი სიგრილე აღიზიანებს მუცლის ორგანოებს. რ.შტაინერი ურჩევდა მატყლისა და ბამბის ტანისამოსს, რომელიც სითბოსა და სუნთქვას აწონასწორებს. 

4) რუდოლფ შტაინერს აუდიტორიის წევრები შეკითხვებს ხშირად პირადად ან შესვენებების დროს უსვამდნენ ხოლმე და როდესაც ლექციის წაკითხვა გრძლედებოდა მხოლოდ შტაინერის პასუხები იწერებოდა. სავარაუდოდ აქაც ეს შემთხვევა გავაქვს, რაც იმითაც დასტურდება, რომ რუდოლფ შტაინერი აუდიტორიას უყვება თუ რა შეეკითხა ბურლემ.

5) რუდოლფ შტაინერის ანთროპოსოფიური შეხედულებებიდან ის ხაზს უსვამს ბავშვის ბუნებრივი ინსტინქტების მნიშვნელობას კვების არჩევანში. შტაინერის მიხედვით, ბავშვის ინსტინქტური მიდრეკილებები (მაგ., გარკვეული საკვებისადმი სწრაფვა) ასახავს მისი სხეულისა და სულის საჭიროებებს. როდესაც მშობლები ან მზრუნველები ცდილობენ, დააძალონ საკვები, რომელიც მათი აზრით „სწორია“, ეს არღვევს ამ ბუნებრივ ბალანსს. თუ გარკვეული საკვებისადმი „გატაცება“ (მაგ., სტაფილო ან სხვა) ზედმეტად ძლიერდება, ის უნდა გაკონტროლდეს, მაგრამ ამ შეკავებამ არ უნდა დაარღვიოს ბუნებრივი ინსტინქტის არსი. შტაინერი მიიჩნევს, რომ ფრთხილი დაკვირვება აუცილებელია, რათა გაიგოს, რა საჭიროებას ემსახურება ეს მიდრეკილება.

 

მსგავსი სტატიები

რუდოლფ შტაინერი - თეოსოფია (ნაწილი XI)


თარგმნეს ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ წყარო VI. ფორმააზ...

რუდოლფ შტაინერი - თეოსოფია (ნაწილი XII)


თარგმნეს ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ წყარო შემეცნების ...

რუდოლფ შტაინერი - თეოსოფია (ნაწილი III)


IV. სხეული, სამშვინველი და სული თარგმნეს ზვიად გამსახურდიამ და მ...

რუდოლფ შტაინერი - თეოსოფია (ნაწილი V)


თარგმნეს ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ წყარო სულის გარდა...

რუდოლფ შტაინერი - თეოსოფია (ნაწილი IX)


თარგმნეს ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ წყარო IV. სული სუ...

რუდოლფ შტაინერი - თეოსოფია (ნაწილი VIII)


თარგმნეს ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ წყარო III. სულეთი...

რუდოლფ შტაინერი - თეოსოფია (ნაწილი X)


თარგმნეს ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ წყარო V. ფიზიკური...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff