მელატონინი - ძილის ჰორმონი

Admin
მეცნიერება
0
0

რა არის მელატონინი? ეს არის ჰორმონი, რომელიც თქვენი ძილის უნარის მნიშვნელოვანი ნაწილია. მას ეპიფიზი აწარმოებს. ბუნებრივი მელატონინი, რომელსაც თქვენი სხეული გამოიმუშავებს, ასევე ცნობილია როგორც ენდოგენური მელატონინი. იგი ეხმარება ორგანიზმის ბუნებრივი ძილ-ღვიძილის ციკლის რეგულირებას, რაც გაიძულებთ იგრძნოთ დაღლილობა დღის ბოლოს და გაიღვიძოთ დასვენების შემდეგ. მელატონინი ასევე შეიძლება დამზადდეს სინთეტიკურად ლაბორატორიაში და გაიყიდოს როგორც საკვები დანამატი — მას ეგზოგენური მელატონინი ეწოდება.

რას აკეთებს მელატონინი? მელატონინი ეხმარება ცირკადული რიტმის კონტროლს — ეს არის თქვენი ძილ-ღვიძილის ციკლი, რომელიც ავტომატურად ხდება დაახლოებით ყოველ 24 საათში. იგი ამზადებს თქვენს სხეულს დასაძინებლად. ეს არ არის ჯადოსნური ელექსირი, რომელიც გაძინებთ, არამედ მნიშვნელოვანი ქიმიური ცვლილებაა, რომელიც ყოველდღიურად ხდება თქვენს ორგანიზმში.

თქვენი ეპიფიზი ყველაზე მეტ მელატონინს გამოყოფს სიბნელეში და ამცირებს მის წარმოებას სინათლეზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მელატონინის მაღალი დონე გაქვთ ღამით, როცა გძინავთ, ხოლო დღის სინათლის საათებში მისი რაოდენობა სისხლში ნაკლებია.

როგორ მუშაობს მელატონინი? მელატონინი არის ქიმიური მაცნე, რომელიც ეუბნება თქვენს სხეულს, რომ დროა მოდუნდეს და მოემზადოს დასასვენებლად. ეპიფიზი ავტომატურად უშვებს დამატებით მელატონინს ყოველდღე დაახლოებით ერთსა და იმავე დროს, ჩვეულებრივ, მზის ჩასვლისას.

ჰიპოთალამუსი: მელატონინი მოქმედებს თქვენი ტვინის ჰიპოთალამუსის უჯრედებზე. იგი ეუბნება ჰიპოთალამუსს, რომ დროა შეანელოს აქტივობა. ამის შემდეგ ჰიპოთალამუსი ამცირებს იმ ფუნქციებს, რომლებსაც აკონტროლებს — როგორიცაა სხეულის ტემპერატურა, არტერიული წნევა და განწყობა.

თვალები: თვალებში მელატონინი ცვლის ბადურას დასასვენებლად მოსამზადებლად. იგი ეხმარება ბადურას გახდეს ნაკლებად მგრძნობიარე სინათლის მიმართ, რაც გეხმარებათ მოდუნებაში.

რა სარგებელი მოაქვს მელატონინს? საკმარისი ძილი მნიშვნელოვანია თქვენი ჯანმრთელობის ყველა ნაწილისთვის, მათ შორის:

თმისთვის

შინაგანი ორგანოებისთვის

ფსიქიკური და ემოციური ჯანმრთელობისთვის

კანისთვის

მელატონინი ასევე მუშაობს სხვა სფეროებში:

ეხმარება რეგულარული მენსტრუალური ციკლის შენარჩუნებას.

შეუძლია დაიცვას ტვინის ჯანმრთელობა და თავიდან აიცილოს ტვინის უჯრედების დაშლა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დემენცია (ალცჰაიმერის ჩათვლით) და პარკინსონის დაავადება.

ზოგიერთი მეცნიერი ფიქრობს, რომ ბუნებრივ მელატონინს შეიძლება ჰქონდეს დაბერების საწინააღმდეგო თვისებები.

მეტაფიზიკა

დასვენების, რელაქსაციის და ახალგაზრდობის ჰორმონი; წარმოადგენს ძლიერ ანტიოქსიდანტს და აღმდგენს. მისი ამოცანაა — გამოგვრთოს ღვიძილის რეჟიმიდან და გადაგვიყვანოს აღდგენისა და დასვენების რეჟიმში.

ფიზიკური გამოვლინებები

ორგანიზმში არეგულირებს გაახალგაზრდავების პროცესებს, ჩაძინებას, ძილის სიღრმეს და საღამოს/ღამის განწყობას.

როგორ ვლინდება მაღალი (ჯანსაღი) მაჩვენებლების დროს?

ღრმა ძილი, როცა ვერაფერი გაღვიძებთ; მომენტალური გაღვიძება სრულიად დასვენებულ მდგომარეობაში და ენერგიით სავსე ყოფნა.

როგორ ვლინდება დაბალი მაჩვენებლების დროს?

ჩაძინების სირთულეები, წარუმატებლობის შიში ან ჩაძინებისას დაურწმუნებლობა.

ზედაპირული ძილი, რომელიც ძალებს არ აღადგენს; გაღიზიანებულობისა და დანგრეულობის შეგრძნებით გაღვიძება.

საღამოს და ღამით განწყობის ვარდნა დეპრესიულ მდგომარეობამდე უმიზეზოდაც კი.

მიდრეკილება გენერალიზებული შფოთვისკენ, პანიკური შეტევებისკენ, დაუსრულებელი უნაყოფო დიალოგებისა და რეფლექსიისკენ.

კავშირი სხვა ჰორმონებთან და ნეირომედიატორებთან

მელატონინი პირდაპირ კავშირშია დღის განმავლობაში დაგროვილ სეროტონინთან და ოქსიტოცინთან.

მელატონინის ეფექტს ასევე სასიკეთოდ აძლიერებს ადენოზინის მაღალი დონე.

სისხლში არსებული კორტიზოლი და ადრენალინი ცალსახად ბლოკავს მელატონინის გამომუშავებასა და ზემოქმედებას.

როგორ მოვახდინოთ ნორმალიზება?

ფიზიკის მეშვეობით

დღის 12-18 საათის შემდეგ (სიტუაციის სიმძიმიდან გამომდინარე), სრულად იზღუდება ნებისმიერი აღმგზნები საშუალება — ინფორმაცია, საკვები, სასმელები, ადამიანთა კომპანია, სახეების, სიმბოლოებისა და ფიქრების ტრიალი.

ხელოვნური ძლიერი და მკვეთრი განათების დონის შემცირება; სანთლების გამოყენება, ტელეფონსა და კომპიუტერზე ლურჯი შუქის ბლოკატორების ჩართვა, ლურჯი შუქის დამცავი სათვალეების ტარება.

სწორედ დღისით დაგროვილი სეროტონინი მეტაბოლიზდება მელატონინად, ამიტომ მისი კარგი გამოყოფისთვის აუცილებელია დღის განმავლობაში სეროტონინის კარგი დონის გამომუშავება.

საღამოს სუნთქვის რეჟიმი ფოკუსით ამოსუნთქვის სიღრმეზე და სუნთქვის შეკავებაზე ჩასუნთქვებს შორის.

ძილისთვის ჯანსაღი ეკოლოგიური სივრცის ორგანიზება.

ფსიქიკის მეშვეობით

საბაზისო აუტოტრენინგი: რომელიც განგვაწყობს პოზიტიური მომავალზე. დღეს კარგი დღე იყო, ხვალ კი უკეთესი იქნება. ამისათვის ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია გამოძინება და აღდგენა. ჩემი ფიქრები არსად გაქრება, ხვალ მათ ახალი ძალებით დავუბრუნდები.
წერითი პრაქტიკა: ფურცელზე შფოთვისმომგვრელი და შემაწუხებელი ფიქრების ჩამოწერა. ამგვარად ფიქსირდება ფსიქიკისთვის გარანტია იმისა, რომ პოტენციური საფრთხე არ არის უგულებელყოფილი და ის იქნება გააზრებული.

სოციუმის მეშვეობით

დასასვენებელი ადგილის პრივატულობა და მისი დაცულობა, ოჯახური წრე და ტაქტილური კონტაქტი ცალსახად ძლიერ გავლენას ახდენს მელატონინის მუშაობაზე.

შეცდომები

სეროტონინის შესაძლო შეცდომების სიმეტრიული: ჭარბი სიმშვიდე სიტუაციებში, სადაც აუცილებელია ყველაფრის ხელში აღება აქ და ამჟამად.

ან მოდუნებისა და დასვენების უუნარობა იქ, სადაც ამაში ხელს არაფერი გიშლით და ეს ობიექტურად სასარგებლო და აუცილებელია.
 

მომზადებულია სხვადასხვა სტატიებზე დაყრდნობით

ავტორი: მამუკა გურული

მსგავსი სტატიები

ოუმუამუას ამბავი - პირველი ვიზიტორი სხვა ვარსკვლავური სისტემიდან


TED-ის ვიდეოს ტრანსკრიბცია. მთარგმნელი: ქრისტი ჩხაბერიძე NASA ყ...

სისტემები და აზროვნების კატეგორიები


ავტორი: იოანე შენგელია პირველ სურათზე ხედავთ წირს, რომელსაც აქვს...

რა არის მენტალური ველი?


ავტორი: დოქტორი გენადი ნეპოკოიჩიცკი (ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებ...

სტანდარტული მოდელი (ზოგადად)


მთარგმნელი: იოანე შენგელია სტანდარტული მოდელი აღწერს, თუ როგორ ურთ...

ორი გენი რომელიც სიზმრებზე აგებს პასუხს


მთარგმნელი: დავით ბექაური. წყარო სიამოვნებას ღებულობ სიზმრების ...

ფიზიკის ანბანი - ურთიერთქმედების ველი


არსებობს აგურები და არსებობს ნივთიერება, რომელიც ამ აგურებს ერთმანე...

ანალოგია


ავტორი: იოანე შენგელია სტატიაში ინდუქცია და დედუქცია განხილულია სი...

ტვინის დოპინგი: აქვს თუ არა აზრი ნოოტროპების მიღებას?


მთარგმნელი: ნანა აბესაძე წყარო ვეცადოთ გავერკვიოთ მოდურ, წინააღ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff