მთარგმნელი: ია გოისაშვილი
ადამიანებს, რომლებიც მოიხმარენ ფსიქოდელურ ნარკოდიკულ საშუალებებს, ისეთი შეგრძნება ეუფლებათ, თითქოს „ცნობიერების მაღალ საფეხურს“ მიაღწიეს. და ახლა, თავის ტვინზე ჩატარებული კვლევები ამ მოსაზრებას ადასტურებენ.
ინგლისელმა მკვლევარებმა, კვლევაში მონაწილე იმ პირებზე დაკვირვებისას, რომელთაც მიიღეს ფსიქოდელური პრეპარტები, აღმოაჩინეს, რომ მათში ნერვული აქტივობის მოდელები, გარკვეული საზომის მიხედვით „უფრო მაღალი“ იყო, ვიდრე ნორმალური მღვიძარე ცნობიერების შემთხვევაში.
უწინ, მკვლევარები მიიჩნევდნენ, რომ ნორმალური მღვიძარე ცნობიერება წარმოადგენდა ცნობიერების მაღალ საფეხურს, როდესაც მას ადარებდნენ ძილის და უმოქედობის მდგომარეობას, ანესთეზიის ან ტვინის გარკვეული დაზიანების ან დაავადების დროს, ამას ადასტურებდა კვლევები, რომელშიც მეცნიერები ცნობიერების მდგომარეობას ნეირონების გარკვეული ტიპის ქმედებების მიხედვით განსაზღვრავდნენ.
ახალ კვლევაში, მეცნიერებმა შეისწავლეს ტვინის აქტივობის რამდენიმე კრიტერიუმი იმ ადამიანებში, რომლებიც მოიხმარდნენ LSD-ის, კეტამინს და ფსილოციბინს და აღმოაჩინეს, რომ მათი მიღების შემთხვევაში, ტვინის მოქმედება იზრდებოდა ნორმალურ მღვიძარე მდგომარეობასთან შედარებით.
„ჩვენ დავაკვირდით მაგნიტო-ენცეფალოგრაფიის (MEG) მონაცემებს, რომელიც ჩვენმა კოლეგებმა შეაგროვეს ლონდონის იმპერიალ კოლეჯში, ეს მონაცემები გვიჩვენებს ტვინში მიმდინარე მაგნიტურ ქმედებებს“, განაცხადა ანილ სეტმა, სასექსის უნივერსიტეტის გონებრივი მეცნიერების ცენტრის თანადირექტორმა. „ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ სიგნალების მრავალფეროვნება - მისი შემთხვევითობა და არაპროგნიოზირებადობა - უფრო მაღალი იყო იმ ადამიანებში, ვინც მოიხმარდა აღნიშნულ ნარკოტიკულ საშუალებებს, ვიდრე მათში, ვინც ცნობიერების ჩვეულებრივ, მღვიძარე მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. თუ დააკვირდებით ადამიანებს ვისაც ეძინათ, ან სძინავთ ან ანესთეზიის ქვეშ არიან, ეს მაჩვენებელი ყოველთვის მცირდება.“
კვლევის თანახმად, რომელიც გამოქვეყნდა 19 აპრილს, ჟურნალში "საინეთიფიქ რეპორტსი", ეს ზრდა დაფიქსირდა ექსპერიმენტის დროს გამოყენებული სამივე ტიპის ნარკოტიკულ საშუალების მოხმარებისას.
მკვლევარები ასევე შეეცადნენ ტვინში მიმდინარე ქმედებებსა და ექსპერიმენტის ცდისპირების გამოცდილებას შორის კორელაციის დადგენას.
ჩვენ ცდისპირებს ვუსვამდით შემდეგი სახის კითხვებს: “თქვენი აღქმა განსაკუთრებით ნათელია? როგორ აღიქვამთ საზღვარს თქვენსა და დანარჩენ სამყაროს შორის? რამდენად უცნაურად გეჩვენებათ საგნები? უთხრა სეთმა ლაივ საინენსს. „ჩვენ აღმოვაჩინეთ სუსტი კორელაცია ზოგიერთ ამ საზომსა და ადამიანების გამოცდილებას შორის.
მკვლევარები ამბობენ, რომ ის ადამიანები, ვინც მოიხმარენ ფსიქოდელურ ნარკოტიკებს, ხშირად ჰყვებიან სულიერი გამოცდილებების შესახებ, ასევე ისეთი გამოცდილებების შესახებ, რომელიც მათში რადიკალურ ცხოვრებისეულ ცვლილებებს იწვევს. თუ აღნიშნულ ნარკოტიკულ საშუალებებს სამედიცინო დაკვირვების ქვეშ, განსაკუთრებული სიფრთხილით მოიხმარენ, ამ პრეპარატებით გამოწვეული „მაღალი ცნობიერება“ შესაძლებელია დაეხმაროს ადამაინებს ისეთი მდგომარეობის დროს, როგორიცაა მაგალითად დეპრესია, რომელიც არ რეაგირებს ტრადიციულ სამედიცინკო პრეპარატებზე, აცხადებენ ისინი აღნიშნულ კვლევაში.
„ამჟამინდელი კვლევის დასკვნები გვეხმარება გავიგოთ, თუ რა ხდება ადამიანების ტვინში, როდესაც ისინი განიცდიან მათი ცნობიერების ზრდას ფსიქოდელური პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ“, თქვა რობინ კაჰარტ ჰარისმა, იმპერიალ კოლეჯის ფსიქოდელური ნივთიერებების კვლევის ხელმძღვანელმა.
„ადამიანები ხშირად ამბობენ, რომ ისინი უკეთ უღრმავდებიან საკითხებს ამ ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედებსი ქვეშ - და როდესაც ეს ხდება თერაპიულ კონტექსტში, მას შესაძლებელია დადებითი შედეგები მოჰყვეს“. განაცხადა კაჰარტ-ჰარისმა, რომელიც ჩართული იყო ახალ კვლევაში. თუმცა, მკვლევარების აზრით, მიუხედავად იმისა, რომ პრეპარატებით გამოწვეული ფსიქოდელური მდგომარეობა შესაძლებელია მაღალი დონის ცნობიერებას განაპირობებდეს, კვლევაში გამოყენებული კონკრეტული საზომის მიხედვით, ის არ ნიშნავს რომ ეს უფრო სასურველია ან აღნიშნულ მდგომარეობაში ყოფნა უფრო ჯანსაღია.
„როგორც ჩვენ აღვიქვათ სამყაროს ჩვეულებრივ მდგომრეობაში, აღქმის ყველაზე უფრო საჭირო ფორმაა“, განაცხადა სეთმა. ჩვენ არ გვინდა ყოველთვის ჰალუცინაციურ მდგომარეობაში ვიმყოფებოდეთ. ეს არ ნიშნავს, რომ ფსიქოდელური მდგომარეობა უკეთესია, უფრო ფასულია, ან უფრო სასურველია. ეს არ არის სუბიექტური მსჯელობა“.
მკვლევარებს იმედი აქვთ, რომ მომავალ კვლევაში უფრო გაიღრმავებენ აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებების შესახებ ცოდნას და გაარკვევენ თუ რა კავშირია ტვინში სპეციფკურ ცვლილებებსა და ფსიქოდელური მდგომარეობის გარკვეული ასპექტებს შორის.