ინტერვიუ უინგ შიასთან

Admin
ხელოვნება
0
0

მთარგმნელი: ანეტ შტრაუსი    - უინგ შია       ტომ ბეტრიჯმა უინ...

მთარგმნელი: ანეტ შტრაუსი

 

Becoming Wing Shya | 《品》High Life - უინგ შია

 

 

 

ტომ ბეტრიჯმა უინგ შიასთან ერთად ისაუბრა ჰონგ-კონგურ ფუტურიზმზე და იმაზე, თუ როგორ შეიძლება მოდის ფოტოგრაფია გახდეს კინო. შიამ თავისი შემოქმედებიდან ფოტოები და კადრს მიღმა სცენები გაგვიზიარა, რომელიც ვონ კარ-ვაის ფილმების გადაღებებზე გადაიღო.

კვამლსა და ნეონში ჩაძირულები, - პერსონაჟები უინგ შიას ფოტოებიდან, ჩანს, რომ სიბნელეში თავს ისე გრძნობენ, როგორც სახლში. ფოტოგრაფის ნამუშევრები ძალიან ჰგავს მის მშობლიურ ჰონგ-კონგს, ულტრა-მოდერნისტულ მეტროპოლისს, ქაოსისა და ხმაურის ზონებით. ეს ის ლანდშაფტია, რომელიც მომავლის სულ სხვა ხედვას გვიჩვენებს, არა იმას, რომელსაც მიჩვეულები ვართ, რაღაც უფრო ძალადობრივსა და სქესობრივად დატვირთულს, ვიდრე ეს რომელიმე წიგნის უტოპიაშია აღწერილი. შია, რომელიც ხელოვნების, მოდისა და კინოს სფეროებში მუშაობს, ოსტატია იმ პერსონაჟების გადაღებისა, რომლებიც თითქოს სრულმეტრაჟიანი ფილმებისგან არიან ამოგლეჯილები. ფოტოგრაფი ამას მისი მეგობრისა და მენტორის, რეჟისორი ვონ კარ-ვაის გავლენას მიაწერს, რომელთანაც შიას როგორც გრაფიკულ დიზაინერსა და ასევე ფოტოგრაფს ბევრი წლის განმავლობაში უმუშავია.

- როგორც წესი, როცა მომავალს წარმოვიდგენთ, ჩვენ მას ვხედავთ როგორც რაღაც სუფთას და ორგანიზებულს. მაგრამ ჰონგ-კონგი ფუტურისტულ განწყობას უფრო პანკურ სტილში ქმნის.
- ჰონგ-კონგი მართლაც ძალიან უნიკალურია. პარიზი და ლონდონი არიან ქალაქები, რომლებსაც კონკრეტული სტილი და ტონი გააჩნიათ, მაგრამ ჰონგ-კონგს ყველაფერი აქვს. წერტილი. ტრადიციულია, მაგრამ ასევე თანამედროვე. ყველა ქუჩა განსხვავებულია. ყველაფერი ერთმანეთშია არეული, ცხოვრების წესიც კი. ჰონგ-კონგში, შენ შეგიძლია ადგილობრივ იაფფასიან რესტორანში ისადილო, შემდეგ კი ძვირადღირებული ტანსაცმლით იშოპინგო. იმდენად კომერციულია, რომ ყველაფერი ხმაურიანი და ფერადია. მე, როგორც ფოტოგრაფი, როცა ვონ კარ-ვაის ფილმებზე მუშაობა დავიწყე, ხშირად ვამუშავებდი ფერებს, რადგან ისინი ძალიან ძლიერ კონტრასტს ქმნიდნენ: ძალიან ჰონგ-კონგურები იყვნენ.
- ზოგიერთ შენობებს რაღაც სპეციფიკური სტრუქტურა აქვთ. კარიბულ შენობებს მახსენებს, რომლებიც თითქოს ოკეანეს იწოვენ და კიდეებზე მომწვანო ხდებიან.
- ეს კოულუნის მხარესაა. მიყვარს ეგ შენობები, მაგრამ ადგილობრივ ხალხს არ ესმის. არ ფიქრობენ, რომ ლამაზია. ყოველთვის, როცა მოდის სფეროსთვის ვიღებ ფოტოებს, ხაზს ჰონგ-კონგის მაგ მხარეს ვუსვამ.
- ამასწინათ ერთ წიგნს ვათვალიერებდი, რომელიც ანიმე ფილმებში ასახულ არქიტექტურაზე ჰყვება. და ძალიან აშკარაა, რომ ფუტურისტული ატმოსფეროები კოულუნის მაგალითზეა დახატული.
- გსმენიათ კოულუნ-სიტიზე? ადრე ერთი შენობა იყო, რომელმაც ყველა კვარტალი მოიცვა. მთავრობას კი მასზე წვდომა არ ჰქონია. ყველა, ვისაც ციხისგან თავის დაღწევა უნდოდა, იქ იმალებოდა, პოლიციას კი არ შეეძლო მათი მიგნება. როცა კანადიდან დავბრუნდი, ამ კვარტალში შევედი. სიგიჟე იყო. ნარკოტიკები, გემბლინგი, მეძავები... ყველაფერი. ერთი დღით ადრე, სანამ გაანადგურებდნენ, იქ გოგო მივიყვანე და შიშველს გადავუღე ფოტოები. იაპონელები ამ ქალაქს "გოუ სიტის" ეძახიან. მართლაც შეისწავლეს ეგ არეა და წიგნიც კი დაწერეს მასზე. ძალიან მაგარი წიგნია, მაგრამ მგონი საბოლოოდ ისიც გაანადგურეს.
- თქვენი აზრით, კოულუნი და ჰონგ-კონგი, ჰგვანან ერთმანეთს?
- ისინი უფროდაუფრო ემსგავსებიან, რადგან ხალხი, რომელიც აქ ცხოვრობს, მსგავსი რამეებისგან თავის არიდებას ცდილობს. ცდილობენ, აჩვენონ ჰონგ კონგი-როგორც უფრო საერთაშორისო ქალაქი - ნიუ-იორკის უფრო სუფთა, მეტროპოლიტენური ვერსია. ხალხი ცდილობს, რომ თავი აარიდოს ადგილობრივ სოფლებს. მაგრამ ძველი ჰონგ-კონგი მიყვარს. როცა ვონ კარ-ვაი თავისი ფილმისთვის კომპიუტერულ გრაფიკას იყენებს, ტრადიციულ ნაწილებს უთავსებს ნეონის განათებებს, რაც ჰონგ-კონგის ვიზუალს უფრო საკულტოს ხდის.
- ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ვონ კარ-ვაი მომავლის ბინძურ იდეასთან ძალიან ახლო კავშირშია.
- რეალურად, ჰონგ-კონგში, დროის განმავლობაში დაახლოებით 30 პროცენტს ვიღებთ. მისი ფილმების უმეტესობა ტაილანდსა და შანხაიშია გადაღებული. კარ-ვაი ყოველთვის აკეთებს ბევრ ტესტს. მას რაღაც აზრი მოუვა თავში და შემდეგ თავიდან ვიწყებთ გადაღებას. თქვენ რომელსაც უყურებთ, მეორე ვერსიაა. ჩვენ ბოლომდე ვასრულებთ პირველ ფილმს, შემდეგ კი თავიდან ვამუშავებთ მას.
- ობსესიური.
- ყოველთვის, ყოველთვის. მასთან მუშაობა მსიამოვნებს, რადგან არასოდეს ჩერდება, არასოდეს იხევს უკან. არც ხელოვნებაში, არც რაკურსებში, არც მსახიობებთან მუშაობისას. მსგავსი რამეები დიდი შთაგონების წყაროა ჩემთვის. ძალიან უყვარს თავისი საქმე.
- მომიყევი როგორია მის ფილმებზე მუშაობისას ფოტოების გადაღება.
- გადაღებებზე ფოტოების გადაღება იმიტომ მიყვარს, რომ მე არავის ვაღელვებ, მეორეხარისხოვანი ფიგურა ვარ. ისინი ჩემს ფირის კამერაზე მეტად ვიდეო კამერაზე არიან ორიენტირებულები. მე უბრალოდ ადამიანი ვარ და ვერავინ მხედავს. თითქოს იქ არც ვიყო.
- ერთდროულად ბევრ სხვადასხვანაირ სტილში იღებთ. როგორ ფიქრობთ, ისინი ერთიდაიგივე სივრციდან მოდიან თუ სხვადასხვა განწყობიდან, აზროვნებიდან?
- ჰონგ-კონგელი ხალხი ძალიან მოქნილი და მანევრულია, რადგან იქ სრული ქაოსი ხდება. ჩემი შემოქმედებაც კი ქაოსურია. ხალხი, რომელსაც ჩემთან მუშაობა სურს, ერთ სტილში არ მუშაობს, ამიტომ მეც ყველაფრის გაკეთების უფლება მაქვს. ეს ძალიან დამეხმარა, რომ ერთდროულად ბევრი სტილით გადაღებით მიმეღო სიამოვნება.
- რითი ხართ შეპყრობილი ახლა? რა გაინტერესებთ?
- ამ ბოლო დროს უფრო ვიდეოები შემიყვარდა. ფოტოებს ისევ ვიღებ, მაგრამ უფრო შემოქმედებით სტილში, რადგან მოდის ფოტოგრაფიაში უკვე ისედაც ბევრია. ინსტაგრამზე შეხვალ და ზედმეტად ბევრი ფოტოა ერთი დღისთვის. თითქმის გავიწყდება კიდეც, რა ნახე.
- რა სახის ფოტოები მოგწონთ ამჟამად?
- როცა მოდის სფეროსთვის ვიღებ ვიდეოებს, ვცდილობ, ისინი ფილმებს დავამსგავსო. მოდელს ჰყავს პერსონაჟი და ის როლს ასრულებს. რადგან როცა პერსონაჟი მოგწონს, მერე ტანსაცმელიც მოგწონს.
- რომელი თქვენ მიერ შექმნილი ბოლოდროინდელი პერსონაჟი მოგეწონათ?
- ვიცნობ დიზაინერს, რომელიც ტანსაცმელს ამსგავსებს იმ პერსონაჟებისას, რაც აცვიათ მათ ფილმებში. ჰონგ-კონგში ჩამოვიყვანე და მაფიოზური ისტორია მოვუფიქრე. იყო მოდელი, ტატუირებული ტიპები. ცოტა ჩხუბი და ცოტა სირბილი, ფონად ჰონგ-კონგით.
- „მაფია“ ძალიან არადაფასებული ჟანრია მოდის სფეროში. შეხედე ტანსაცმელს „ნაიარევი სახისნაირ“ ფილმებში. განგსტერს საინტერესო სტილი აქვს, რადგან მდიდარია, მაგრამ იქ არავინ საუბრობს იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს "კარგი გემოვნება".
- და თუ ისეთ პერსონაჟს შექმნი, რომელიც ეფექტურია, მაშინ ტანსაცმელის ეფექტური ხდება. იმის დანახვა, თუ როგორ იღებს ვონ კარ-ვაი ფილმებს, მაფიქრებს იმაზე, თუ რამდენად შემიძლია იგივე გავაკეთო მოდასთან მიმართებით. ამ სტილზე ვარჯიში გავაგრძელე რეჟისორებთან, დეკორატორებთან და სტილისტებთან, რომ შემექმნა რაღაც ფილმისებური - მოდის ჟურნალების გვერდებზე.
- თავად წერთ ამბავს პერსონაჟისთვის?
- დიახ. ამასწინათ როცა ვიღებდით, გოგოს ვუთხარი: „შენ გყავს ძალიან საინტერესო, წარმატებული ქმარი, რომელიც პარიზში წავიდა, მაგრამ ყოველთვის უმაგრეს ტანსაცმელს გიგზავნის. ამ ტანსაცმელს შვილსაც აცმევ, ამიტომ ბავშვს ყოველთვის მაღალი მოდისთვის შესაფერისი რაღაცები აცვია.“ ერთ ფოტოში ის სოფელშია, ტირის, რადგან ქმარმა მიატოვა.
- როცა ტანსაცმელს პირველად ხედავთ, მაშინვე იწყებთ ისტორიაზე ფიქრს?
- პირველ რიგში, სტილისტთან ვსაუბრობ, რომ გავიაზრო, როგორი ტიპის პერსონაჟი უნდა შევქმნათ. ხანდახან სიმღერას ვიყენებ. ბეიჯინგს ბევრი ინდი და როკ ბენდი ჰყავს, ამიტომ ერთ-ერთიდან ავიღე სიმღერა. მსახიობს ვუთხარი, რომ როკ ბენდის მომღერლად წარმოედგინა თავი, რომელსაც ყოველთვის უნდოდა ჩინეთიდან გაქცევა. ძალიან მსიამოვნებს ეს ყველაფერი.

 

 

Image may contain: one or more people, people sitting and indoor - ვონ კარ-ვაი უინგ შიას ობიექტივში

 

Image may contain: 2 people, people sitting, suit and indoor კადრი ფილმიდან "სასიყვარულო განწყობა".

 

 

Image may contain: one or more people, people sitting and indoor

 

 

Image may contain: people sitting, table and indoor

მსგავსი სტატიები

„მატრიცის“ ნამდვილი სცენარი, რომელიც პროდიუსერებმა უარყვეს


მთარგმნელი: ლიკა მარღანია წყარო და აი ახლა, ბოლოს და ბოლოს, ვიპ...

სილვია პლათი


სილვია პლათი მეოცე საუკუნის გამორჩეული ფიგურაა, რომლის შემოქმედება ...

დიდოსტატის მარჯვენა და იერუსალიმის ტაძრის ხუროთმოძღვარი ჰირამი


კონსტანტინე გამსახურდიას "დიდოსტატის მარჯვენაში" სამი მთავარი გმირი...

ჟან-მიშელ ბასკიას ქაოსური ბუნება


მთარგმნელი: ანეტ შტრაუსი; Ikigai / იკიგაი      ...

ქართული ხალხური ზღაპარი - "ვაშლა"


 ვაშლას ეძახდნენ ხელმწიფის სამი ვაჟიდან უმცროსს. ერთ-ე...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მზის მანდალა - 108 დღიანი პროგრამა (ჩანაწერები)

🌞 მზის მანდალა - პიროვნული განვითარების 108 დღიანი პროგრამა (ჩანაწერები)

🔥 წამყვანი - მამუკა გურული

🔥 დასრულდა მაგმას ყველაზე ხანგრძლივი (108 დღიანი), ყველაზე მრავლისმომცველი, ყველაზე ეფექტური, და სასერთიფიკატო ონლაინ-ტრენინგი: "მზის მანდალა" 

🔥 დღეიდან შეგიძლიათ უფრო ხელმისაწვდომ ფასად შეიძინოთ ამ ტრენინგის ჩანაწერები (ლაივ რეჟიმთან შედარებით თითქმის ორჯერ უფრო იაფად). შეძენის შემთხვევაში დაგამატებთ ფეისბუქ-ჯგუფში, სადაც ყველა ვიდეო-ჩანაწერი შენახულია. 

🔥 ექსკლუზიურად ამ ტრენინგისთვის - 2 ლექციას მითო-არქეტიპების სისტემაზე (ონლაინ) წაიკითხა „მითოლოგიის ქალღმერთმა“ - ხათუნა თავდგირიძემ (აღწერილობა იხ. ქვემოთ)...

🔥 მათთვის, ვინც სრულად გაივლის ტრენინგს (თუნდაც მხოლოდ თეორიულ ნაწილს) გაიცემა სერთიფიკატები! (სერთიფიკატი გაიცემა ყველა ლაივის ნახვისა და ბოლოს მცირე გასაუბრების შემდეგ)...

🔥 ტრენინგი განკუთვნილია როგორც დამწყებებისთვის, ასევე პროფესიონალი ფსიქოლოგებისთვის, ქოუჩებისთვის, კონსულტანტებისთვის და ა.შ. და რა თქმა უნდა, უბრალოდ საკუთარი თავის შემეცნების მსურველთათვის.

🔥 ამ ტრენინგს 3 მთავარი მიზანი აქვს:

1. სხვადასხვა თვალთახედვისა და სისტემის მეშვეობით (როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ეზოთერული) გამოვიკვლიოთ ჩვენი (და ზოგადად ადამიანის) პირადი არაცნობიერი. ასევე გავერკვეთ კოლექტიური არაცნობიერი მექანიზმების კანონზომიერებებში, არქეტიპებში, ეგრეგორებში და ა.შ.

2. დავამყაროთ ან/და გავაძლიეროთ კონტაქტი ჩვენს შინაგან მზესთან (ზე-მე-სთან, ანუ ზე-ცნობიერთან, უბრალო ენაზე რომ ვთქვათ - „სინდისთან“). 

3. ყველაზე უსაფრთხო, გამოცდილი და ყველასთვის ხელმისაწვდომი პრაქტიკების მეშვეობით გავიჯანსაღოთ ფიზიკური, ენერგეტიკული და ემოციური სხეული, და მოვიშოროთ ყველა ის „ბლოკი“, რომელიც ხელს გვიშლის განვითარებაში და რაც მთავარია - სრულად, ტოტალურად და თავისუფლად ცხოვრებაში. 

🔥 პრაქტიკაში გამოვიყენებთ იმ უნივერსალურ პრინციპებს, რომლებიც ყველა სულიერი განვითარების სისტემას აერთიანებს.

🔥 რაც შეხება თეორიას, პრაქტიკა რომ არ/ვერ გააკეთოთ ან მომავლისთვის გადადოთ, ეს თეორიული ლექციები უკვე ძალიან დიდ შემეცნებით ბაზას მოგცემთ. 

ლექციების ჩამონათვალი:

🌞 შესავალი ლაივი - გაცნობა და პროგრამის წარდგენა; 
🌞 დოქტორ ტორსუნოვის სისტემა; ენერგეტიკული შრეები;
🌞 გურჯიევის სისტემა (ზოგადი მიმოხილვა)
🌞 ვექტორული ფსიქოლოგია (4 ლექცია)
🌞 ვილჰელმ რაიხის „კუნთოვანი ჯავშანი“
🌞 ტრანსპერსონალური ფსიქოლოგია; პერინატალური მატრიცები; 
🌞 მითო-არქეტიპების სისტემა: 5 წრედი და 27 არქეტიპი (2 ლექცია): (1) „ცენტრალური და ბინარული არქეტიპები“; „პიროვნული განვითარების ზღურბლური არქეტიპები; (2) სამყაროსული ფუნდამენტური „ფენომენების არქეტიპები“.. ლექციები წაიკითხა სისტემის ავტორმა - ხათუნა თავდგირიძემ
🌞 ტაროს არქეტიპები - გმირის გზა ტაროს მაღალი არკანების მიხედვით (2 ლექცია)
🌞 ლირი-ვილსონის წრედების სისტემა (2 ლექცია)
🌞 კაჰუნების სიბრძნე (უძველესი შამანური სისტემა) (2 ლექცია)
🌞 ბავშვის ფსიქოლოგია (ლექცია წაიკითხა ლელა ბექაურმა)
🌞 ვედური ფსიქოლოგია
🌞 აიურვედას ძირითადი პრინციპები
🌞 ეგრეგორები
🌞 იუნგიანური ფსიქოლოგია (4 ლექცია)
🌞 სამყაროს მოწყობა სოფოოსის ჩენელინგების მიხედვით (2 ლექცია)
🌞 ჩაკრების სისტემა
🌞 ჯიოტიში - სამყაროს ცხრა ძალა

✅ სულ ჩატარდა 28 თეორიული (საღამოს) და 15 პრაქტიკული (დილის) ლაივი.

✅ თეორიული ლექციების ხანგრძლივობა საშუალოდ - 1.5-დან 2 საათამდე (თემატიკის მიხედვით). ჩანაწერები შეინახება და მათზე წვდომა მუდმივად გექნებათ.

✅ პროგრამას საჩუქრად მოყვება მაგმას ყველა PDF წიგნი ქართულად (სულ 350 ლარის ღირებულების).

☘️ მანდალას ჩანაწერების ღირებულება: 500 ლარი

☘️ მათთვის, ვინც მაგმას რომელიმე მანდალა გაიარა, ან ჩემთან პირადი კონსულტაცია გაიარა, ასევე მაგმას რეგულარული ფინანსური მხარდამჭერებისთვის ფასდაკლებაა - ფასი: 400 ლარი.

☘️ 23 წლამდე სტუდენტებისთვის - ფასი: 300 ლარი

პროგრამის ჩანაწერების შესაძენად მოგვწერეთ მაგმას გვერდზე; ან მეილზე: mamuka.guruli@gmail.com,

ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 598116447

პროგრამის შესაძენად საჭიროა გქონდეთ ფეისბუქ-ექაუნთი.

მონაწილეების შთაბეჭდილებები იხილეთ ამ პოსტის კომენტარებში...

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff