წესი V
წესი V - ნუ გააკეთებინებთ თქვენს შვილებს ისეთ რაიმეს რაც თქვენს თვალში დაამცირებთ მათ
მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე
როგორც წესი ეს კარგი არაა
ცოტა ხნის წინ მე ვნახე სამიოდე წლის ბიჭი, რომელიც მშობლების უკან ძალიან ნელა მიჩანჩალებდა ხალხით სავსე აეროპორტში. ის ველურად ყვიროდა 5 წამიანი ინტერვალებით და რაც უფრო მნიშვნელოვანია, ამას ნებაყოფლობით აკეთებდა.
ის არ იყო ბოლო წერტილამდე მისული. როგორც მშობელს, შემეძლო ტონისთვის ამეწია. ის აღიზიანებდა თავის მშობლებს და ასობით სხვა ადამიანს და მათ ყურადღებას იქცევდა.
შესაძლოა რამე უნდოდა, მაგრამ არ იყო არანაირი საშუალება, ეს მიეღო და მის მშობლებს უნდა გაეფრთხილებინათ ამაზე.
თქვენ შეიძლება შენიშნოთ, რომ „სავარაუდოდ მისი მშობლები დაქანცულები იქნებოდნენ ხანგრძლივი მოგზაურობით“, მაგრამ პრობლემის მოგვარებაზე ორიენტირებული მიდგომის სულ რაღაც 30 წამი და უხერხულ ეპიზოდსაც ადვილად აიცილებდნენ თავიდან.
უფრო საზრიანი მშობლები, არ მისცემდნენ საშუალებას ხალხს ზიზღით შეეხედა მათი ზრუნვის ობიექტისთვის.
მინახავს წყვილი, რომლებსაც არ შეეძლოთ ეთქვათ „არა“ თავიანთი ორი წლის შვილისთვის, იძულებულნი იყვნენ ყოველთვის უკან მიჰყოლოდნენ მას სადაც არ უნდა წასულიყო, რადგან ის ისე ცუდად იქცეოდა , რომ შეუძლებელი იყო თუნდაც ერთი წამით მისი უმეთვალყურეოდ, თავისუფლად მიშვება.
მშობლების სურვილი - შვილისთვის მოქმედების თავისუფლება მიეცათ და არ ჩარეულიყვნენ მის იმპულსურ ქმედებებში, სრულიად საწინააღმდეგო ეფექტს იწვევდა: ისინი თრგუნავდნენ მას, იმის მაგივრად რომ მისთვის დამოუკიდებლად მოქმედება ეცალათ, ეს კი იმიტომ, რომ ვერ აძლევდნენ თავს უფლებას ესწავლებინათ ბავშვისთვის რას ნიშნავდა „არა“.
მას გონივრული შეზღუდვების საზღვრები არ ჰქონდა, რაც ბავშვს ავტონომიის მაქსიმუმს განუსაზღვრავდა.
ესაა კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორ იწვევს გადამეტებული ქაოსი გადამეტებულ წესრიგს (გარდაუვალი რევერსია).
ასევე მინახავს მშობლები, რომლებიც სტუმრებთან სადილის დროს, ნორმალურად საუბარს ვერ ახერხებდნენ, რადგან მათი ოთხი და ხუთი წლის შვილები დომინირებდნენ სოციალურ სცენაში და ყურადღებას იმით იქცევდნენ, რომ პურის ნაჭრებს გულს აცლიდნენ, თავის მცირეწლოვან ტირანიას ყველაზე ავრცელებდნენ - ამ დროს კი მშობლები შემცბარი აკვირდებოდნენ და ჩარევას ვერ ახერხებდნენ.
ერთხელ, როცა ჩემი ახლა უკვე მოზრდილი გოგონა ჯერ კიდევ ბავშვი იყო, მას სხვა ბავშვმა თავში მეტალის სათამაშო მანქანა ჩაარტყა. დავაკვირდი, რომ იმავე ბავშვმა ერთი წლის მერე გამეტებით ჰკრა ხელი თავის უმცროს დას და შუშის ზედაპირიან ყავის მაგიდას მიახალა.
დედამისმა ის მაშინვე ხელში აიყვანა (მაგრამ ვაჟი და არა შეშინებული გოგონა) და მშვიდი ხმით სთხოვა ასე აღარ მოქცეულიყო, ამასთან ერთად თავზე ხელი ისე გადაუსვა, ამით მიახვედრა, რომ მისი ასეთი ქცევა მისაღები იყო.
დედა შორს იყო იდეისგან, სამყაროსთვის პატარა იმპერატორი გაეზარდა. ეს ბევრი დედის გაუცნობიერებელი მიზანია, იმათიც კი, რომლებიც ქალისა და მამაკაცის თანასწორობის იდეას იცავენ.
ისინი ხმამაღლა გააპროტესტებენ ნებისმიერი მოზდილი მამაკაცის გაცემულ ბრძანებას, მაგრამ მაშინვე აფუსფუსდებიან, როცა საკუთარი შვილი არაქისის კარაქიან სენდვიჩს მოსთხოვს თავად კი ვიდეო თამაშისთვის თავის დანებება არ მოუნდება.
ბიჭის მომავალ პარტნიორებს ყველა მიზეზი ექნებათ, რომ დედამისი სძულდეთ.
ქალების პატივიცსემა? ეს სხვა ბიჭებისთვისაა, სხვა კაცებისთვის, მათი ძვირფასი შვილებისთვის არა.
რაღაც ამის მსგავსი ყოველთვის დევს მამაკაცთა უპირატესობის საფუძველში ისეთ ქვეყნებში როგორიცაა ინდოეთი, პაკისტანი და ჩინეთი, სადაც სელექციური აბორტები ფართოდაა გავრცელებული.
ვიკიპედია ასეთ პრაქტიკას „კულტურის ნორმებს“ მიაწერს, რომლის მიხედვით მამრობითი ნაყოფის უპირატესობა მდედრობითზე ნორმალურია(ვიკიპედიის ციტირებას იმიტომ მივმართე, რომ ის კოლექტიურად ივსება და რედაქტირდება და შესაბამისად კარგი ადგილია მსგავსი სიბრძნის მოსაძებნად).
თუმცა არ არსებობს მტკიცებულება, რომ ასეთი იდეები მკაცრად კულტურის ნაწილია. არსებობს ასეთი დამოკიდებულების თითქოსდა სარწმუნო ფსიქო-ბიოლოგიური ევოლუციის მიზეზები, რომლებიც დღევანდელი ეგალიტარული გადმოსახედიდან არც ისე ლამაზად გამოიყურებიან.
როგორც ამბობენ, თუ გარემოება გაიძულებს მთელი შენი ძალისხმევა ერთ საქმეში ჩადო, ევოლუციური ლოგიკის მკაცრი სტანდარტების მიხედვით, სადაც ამოსავალი წერტილი შენივე გენების გავრცელებაა, ჯობს ფსონი ბიჭზე დადო.
რატომ?
მაშ ასე, ჯანმრთელი რეპროდუქციის სისტემის მქონე გოგონას, შეუძლია გაჩუქოთ რვა ან ცხრა ბავშვი. ჰოლოკოსტს გადარჩენილი იტა შვარცი ამ მხრივ ნამდვილი ვარსკვლავი იყო, მას პირდაპირი შთამომავლობის სამი თაობა ჰყავდა და 2010 წლისათვის, როდესაც გარდაიცვალა, უკვე 2000-მდე ადამიანის წინაპარი იყო, მაგრამ ეს რიცხვიც კი, რეპროდუქტიულად ჯანმრთელი ბიჭისთვის ზღვაში წვეთია.
სექსი ბევრ მდედრობითი სქესის პარტნიორთან, მისი ბედნიერი ბილეთია შთამომავლობის გასამრავლებლად.
დადის ხმები, რომ მსახიობ უორენ ბიტს და ათლეტ უილთ ჩემბერლენს სარეცელი გაუყვიათ რამდენიმე ათას ქალთან (რაღაც მსგავსია ცნობილი როკ-ვარსკლავებზეც), თუმცა მათ ვერ მოგვცეს ამავე რაოდენობის ბავშვები.
თანამედროვეობა შობადობაზე გარკვეულ შეზღუდვას აწესებს, თუმცა წარსულში ასევე ცნობილმა ადამიანებმა შეძლეს ეს.
ცინის დინასტიის ფუძემდებელი გიოკანგა (დაახლოებით 1550 წელი), ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში მილიონნახევარი ადამიანის წინაპარი გახდა. უი ნეილის შუასაუკუნვანმა დინასტიამ სამ მილიონზე მეტი შთამომავალი მოგვცა, უმთავრესად ჩრდილო-დასავლეთ ირლანდიასა და აშშ-ში, ხოლო აზიის დიდი ნაწილის დამპყრობელი ჩინგიზ ხანი ცენტრალური აზიის მოსახლეობის 8% წინაპარი გახდა - რაც შეადგენს მხოლოდ მამარობითი სქესის 16 000 000 შთამომავალს 34 თაობის განმავლობაში.
ასე რომ, სიღრმეში არსებობს გარკვეული ბიოლოგიური წინაპირობა რატომ იცილებენ მშობლები მდედრობით სქესის ნაყოფს, თუმცა მე არ ვამტკიცებ ამ მოსაზრებას რადგან არსებობს სხვებიც, უფრო მეტად კულტურაზე დამოკიდებული მიზეზები.
განსაკუთრებულმა მოპყრობამ ვაჟიშვილისადმი, მისი აღზრდის პროცესში შესაძლოა კარგი შედეგებიც გამოიღოს და მოგვცეს მიმზედველი, კარგად განვითარებული, საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანი.
როგორც ფსიქოანალიზის მამა, ზიგმუნდ ფროიდი აღნიშნავს, ეს ხდება იმიტომ, რომ - „კაცს, რომელიც თავისი დედის უსიტყვო ფავორიტი იყო, მთელი ცხოვრება მიჰყვება დამპყრობლის შეგრძნება, მის წარმატებისადმი რწმენას კი ხშირად ნამდვილა მიჰყავს წარმატებასთან.“
მიზეზები საკმარისზე მეტია, თუმცა „დამპყრობლის შეგრძნებას,“ შეუძლია კაცი „ნამდვილ დამყრობლად „აქციოს.
ჩინგიზ ხანის გამორჩეული რეპროდუქტიული კვლავწარმოება, სხვებისთვისაც საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, ვინც არ უნდა ყოფილიყვნენ ისინი (რამდენიმე მილიონი გარდაცვლილი ჩინელის, სპარსის, რუსის და უნგრელის ჩათვლით).
ბიჭის გათამამებამ შესაძლოა კარგად იმუშაოს ე.წ „ეგოისტური გენების“ თვალსაზრისით (ფავორიტი ბავშვის გენებს შეუძლიათ კვლავწარმოება განუსაზღვრელი რაოდენობის შთამომავლობაში), როგორც გამოჩენილი ბიოლოგი რიჩარდ დოვკინსი აღნიშნავს, მაგრამ ეს შეიძლება ბნელ და მტკივნეულ წარმოდგენად გადაიქცეს აქ და ახლა, შემდეგ კი რაღაც ნამდვილად სახიფათოდ გარდაიქმნას.
ეს ყველაფერი რა თქმა უნდა არ ნიშნავს, რომ ყველა დედა ვაჟს ამჯობინებს გოგონას (ან პირიქით- გოგონებია არიან ვაჟებზე უპირატესი, ან იმას, რომ მამები ხანდა ხან არ ანიჭებენ ვაჟებს უპირატესობას). სხვა ფაქტორები კი აშკარად დომინირებენ.
მაგალითად: გაუცნობირებელი სიძულვილი (ხან და ხან არც თუ გაუცნობიერებელი) განსაზღვრავს მშობლის დამოკიდებულებას შვილთან რა სქესისაც არ უნდა იყოს ის. მე მინახავს ოთხი წლის ბიჭი, რომელიც რეგულარულად შიმშილობდა. მისი ძიძა დაშავდა და ის მეზობლიდან მეზობელთან გადადიოდა, რათა დროებით ეზრუნათ მასზე. როდესაც დედამისმა ის ჩვენთან დატოვა, გაგვაფრთხილა, რომ ბიჭი მთელი დღე არაფერს ჭამდა. „ყველაფერი კარგადაა“ თქვა დედამისმა. ამ დროს კი არაფერიც არ იყო კარგად (თუ ეს ისედაც თვალსაჩინო არაა).
ეს ოთხი წლის ბიჭი სასოწარკვეთით ებღაუჭებოდა ჩემს ცოლს , როცა ის ნაზად, მიზანმინართულად და ფრთხილად ცდილობდა გამოეკვება ბიჭი სადილობისას. აჯილდოვებდა მას ყოველ „თანამშრომლობაზე“ და უკან არ იხევდა. ბიჭმა დახურული პირით დაიწყო, ასე იჯდა სასადილო მაგიდასთან ჩვენთან, ჩვენს ორ გოგონასთან და ორ მეზობლის ბავშვთან ერთად, რომლებსაც ჩვენ ვუვლიდით. ჩემმა ცოლმა პირთან კოვზი მიუტანა და მოთმინებით ელოდა, მაშინ როცა ბიჭი აქტიურად აქნევდა თავს უარის ნიშნად და ორი წლის არც ისე კარგად აღზრდილი ბავშვის ხერხებით ცდილობდა თავის არიდებას.
ჩემმა ცოლმა თავისი არ გაატანინა, ის თავზე უსვამდა ხელს როგორც კი ბიჭი პირს აივსებდა და ეუბნებოდა რა კარგი ბიჭი იყო ამის გამო. მან აფიქრებინა, რომ კარგი ბიჭი იყო. ის საყვარელი, გათამამებული ბავშვი იყო.
ათი, არც ისე მტკივნეული წუთის მერე მან მთელი სადილი მოათავა. ჩვენ ყველა დაკვირვებით ვუმზერდით. ეს იყო სიკვდილ სიცოცხლის დრამა.
„შეხედე“ - უთხრა ჩემმა ცოლმა და ჯამი ასწია „შენ სულ დაამთავრე“. იმ ბიჭს, რომელიც გაბრაზებული და გამწყრალი იდგა კუთხეში, როცა პირველად დავინახე, რომელსაც სხვა ბავშვებთან ურთიერთობა არ უნდოდა, რომელიც გამუდმებით სლუკუნებდა, არ მპასუხობდა როცა ვცდილობდი შემეღუტუნებინა ან მეგობრულად მიმერტყა, სწორედ ამ ბიჭს უცებ სახე ღიმილმა გაუნათა.
ამან ყველა გაგვახარა ვინც მაგიდასთან ვისხედით. ოცი წლის მერეც კი, როცა ამ დღეს ვიხსენებ ისევ ცრემლი მერევა. მერე ის მთელი დღე პატარა ლეკვივით უკან დასდევდა ჩემს ცოლს და ერთი წუთითაც არ სტოვებდა მას. როცა ის დაჯდებოდა, ბიჭი კალთაში უხტებოდა, ეხუტებოდა მას და ისევ იხსნებოდა სამყაროსთვის, ეძებდა იმ სიყვარულს, რასაც ადრე უარყოფდა.
მოგვიანებით, იმ დღეს, თუმცა ჩვეულებრივზე უფრო ადრე, დედამისიც გამოჩნდა. ის კიბეზე დაეშვა იმ ოთახში რომელშიც ყველა ვიყავით. „ო, სუპერ დედიკო!“ - წამოიძახა მან - როდესაც თავისი შვილი ჩემი ცოლის კალთაში მწოლარე დაინახა. მერე ის წავიდა, შავი, სასტიკი გულით და განწირული პატარა ბიჭით ხელში.
ის ფსიქოლოგი იყო. ამის დანახვა ცალი თვალითაც კი შეიძლებოდა, აღარ მიკვირს როცა ადამიანებს თვალდახუჭული ყოფნა უნდათ.
ყველას ეზიზღება არითმეტიკა
ჩემი კლინიკის კლიენტები ხშირად მოდიან ჩემთან მათი ყოველდღიური ოჯახური პრობლემების განსახილველად. ეს ბანალური პრობლემები ძალიან ეშმაკურია, სწორედ მათი ჩვეული და ადვილად ამოსაცნობი ბუნება აქცევს მათ ტრივიალურებად, მაგრამ ეს ტრივიალურობა მატყუარაა - ეს ისაა რაც ყოელდღე ხდება, რაც ჩვენს ცხოვრებას ქმნის და დროის ისევ და ისევ ამგვარად გატარება პრობლემებს საგანგაშო სიჩქარით ზრდის.
ერთმა მამამ მომიყვა იმ სიძნელეებზე, რასაც ყოველდღე აწყდებოდა როცა ვაჟს აძინებდა - რიტუალი როცა დაახლოებით ¾ საათიან ბრძოლას მიჰქონდა. აქ არითმეტიკას მივმართეთ - 45 წუთი დღეში, 7 დღე კვირაში და 300 წუთი გამოდის - 5 საათი კვირაში. 5 საათი ყოველ კვირაზე და თვეში 20 საათი გამოდის. 20 საათი თვეში თორმეტი თვის განმავლობაში 240 საათი წელიწადში. ეს არის თვე ნახევარი სტანდარტული 40 საათიანი სამუშაო კვირის პირობებში.
ჩემი კლიენტი, წელიწადში თვე-ნახევარს საკუთარ შვილთან უშედეგო და საცოდავ ბრძოლაში ატარებდა. იმის თქმა აღარაა საჭირო, როგორ ტანჯავდა ორივეს ეს ყველაფერი.
არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად კარგი განზრახვა გაქვთ, ან რამდენად რბილი და დამყოლი ხასიათი,თქვენ ვერ გექნებათ კარგი ურთიერთობა იმასთან, ვისაც წელიწადში თვე ნახევარი ებრძვით. წყენა აუცილებლად ჩამოყალიბდება. ასეც რომ არ იყოს, დრო რომელიც ასე არასასიამოვნო საქმიანობაში დახარჯეთ, შეგეძლოთ უფრო პროდუქტიულად გაგაეტარებინათ, ნაკლებად სტრესულ და გასართობ აქტიურობაში. როგორ უნდა გავიგოთ ასეთი სიტუაციები? ვინ ტყუის - მშობელი თუ ბავშვი? ბუნება თუ საზოგადოება? და რა მოხდება თუ რაიმეს გავაკეთებთ?
უგუნური ველური
როგორც ამბობენ, ყოველი ადამიანი გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, რომელიმე ფილოსოფიურ დებულებას მისდევს.
რწმენა იმისა, რომ ბავშვებს თავდაპირველად სუფთა სული აქვთ და ის მხოლოდ საზოგადოებისა და კულტურის გავლენით ზიანდება, დიდ წილად 18 საუკუნის ფრანგი ფილოსოფოსის ჟან ჟაკ რუსოს მიერ არის ნაკარნახევი.
რუსოს სწამდა, რომ ადამიანთა საზოგადოებას და კერძო საკუთრებას გამხრწნელი გავლენა ჰქონდა. ის წერდა, რომ არაფერია ისე მშვენიერი, როგორც ადამიანი ცივილიზაციამდელ მდგომარეობაში.
ამავე დროს კი აღნიშნავდა თავის, როგორც მამის უუნარობას, რომელმაც თავისი ხუთი შვილი მაშინდელი ობოლთა თავშესაფრების ფატალური ზრუნვისა და მოწყალებისთვის გაწირა.
თუმცაღა რუსოს აღწერილი იდეალი აბსტრაქტული, ნახევრად არქეტიპული და ნახევრად რელიგიურია და არაფერი აქვს საერთო სისხლისა და ხორცისგან შემდგარ რეალობასთან.
სრულყოფილი, მითოლოგიური, ღვთაებრივი ბავშვი გამუდმებით ცხოვრობს ჩვენს წარმოდგენებში. ესაა ახალგაზრდობის ენერგია, ახალშობილი გმირი, უსამართლოდ დაჩაგრული, უცოდველი სული და მეფის დაკარგული, კანონიერი შვილი.
ესაა მინიშნება უკვდავებაზე, რომელიც თან ახლავს ჩვენს ყველაზე ადრეულ გამოცდილებებს.
ესაა ადამი, სრულყოფილი ადამიანი, რომელიც ღმერთთან ერთად იყო სამოთხეში, სრულიად უცოდველი,სანამ იქიდან განდევნიდნენ, მაგრამ ადამიანები ბოროტებიც ისევე არიან როგორც კეთილები და სიბნელეც, რომელიც ჩვენს სულებში მუდმივად ბინადრობს, ჩვენივე ახალგაზრდობის უდიდეს ნაწილს წარმოდგენს.
ასაკთან ერთად ადამიანები უკეთესობისკენ იცვლებიან, უფრო კეთილსინდისიერები და ემოციურად სტაბილურები ხდებიან.
ბულინგი მთელი თავისი საშინელებით, სკოლის ეზოებში ავლენს თავს და ძალიან იშვიათად შეგხვდებათ მოზრდილთა საზოგადოებაში.
უილიამ გოლდინგის ბნელი და ანარქისტული ბუზთა ბატონი ამის კლასიკური მაგალითია.
გარდა ამისა, არსებობს უამრავი მტკიცებულება იმისა, რომ ადამიანთა ქცევის საშინელებები სულაც არაა ისტორიასა და საზოგადოებაზე მარტივად დამოკიდებული. ეს მტკივნეული აღმოჩენა სავარაუდოდ პრიმატოლოგ ჯეინ გუდოლს მიეწერება, რომელიც 1974 წლიდან მოყოლებული, შიპმანზეებს აკვირდებოდა და იმ დასკვნამდე მივიდა, რომ მის საყვარელ პრიმატებს შეეძლოთ და მზადაც იყვნენ ერთმანეთი დაეხოცათ (თუ ადამიანებისთვის დამახასიათებელ ტერმინოლოგიას მივმართავთ).
ასეთი შოკისმომგვრელი თვისების გამოვლენისა და მათი უდიდესი ანთროპოლოგიური მნიშვნელობის გამო, ჯეინ გუდოლი თავისი დაკვირვების შედეგებს დიდხანს მალავდა და თვლიდა, რომ შიმპანზეების ქცევაზე მასთან ურთიერთობამ იქონია გავლენა. მას შემდეგაც კი, რაც მან თავისი მოხსენება გამოაქვეყნა, ბევრმა ადამიანმა უარი თქვა ასეთი თეორიის მიღებაზე, მაგრამ მალევე ცნობილი გახდა, რომ მისი დაკვირვებისას გამოვლენილი ქცევა იშვიათობას სულაც არ წარმოადგენდა.
მარტივად თუ ვიტყვით - შიმპანზეების ტომები ომობენ ერთმანეთთან, თანაც ამ დროს ძალიან სასტიკები არიან. ტიპიური ზრდასრული შიმპანზე, ორჯერ ძლიერია, ვიდრე შესაბამისი ასაკის ადამიანი, მიუხედავად სიმაღლეში სხვაობისა.
გუდოლმა თავის მოხსენებაში აღნიშნა, რომ შიმპანზეები მიდრეკილნი იყვნენ კბილით დაეგლიჯათ მყარი ფოლადის კაბელები. მათ ერთმანეთის კბილებით დაგლეჯაც თავისუფლად შეეძლოთ და რაც მთავარია ასეც იქცეოდნენ.
არც ადამიანთა საზოგადოება და არც მათი ტექნოლოგიური მიღწევები, ამაში დამნაშავე არაა.
“ხშირად როცა ღამე ვიღვიძებდი,“ წერს ის -„გონებაში საშინელი სურათი ამომიტივტივდებოდა - სატანა (შიმპანზე რომელსაც დიდი ხანი ვაკვირდებოდი) ხელს მაგრამ უჭერდა ყელში სნიფის და მისი დიდი ჭრილობიდან მომდინარე სისხლს სვამდა... ჯომეო დეს თეძოდან კანს აგლეჯდა, ფიგანი გამეტებით ურტყამდა და ურტყამდა დაცემული გოლიათის აკანკალებული სხეულს.“
მოზარდი შიმპანზეების პატარა დაჯგუფებები, ძირითადად მამრები - მათი ტერიტორიის საზღვრების გასწვრივ დაძრწიან.
თუ უეცრად უცხოებს წააწყდებიან (იმ შიმპანზესაც კი, რომელსაც ერთ დროს იცნობდნენ, მერე კი დატოვეს უკვე ძალიან გაზრდილი ჯგუფი) და თუ რიცხობრივად მათ აღემატებიან, ჯგუფურად ესხმიან თავს და დაუნდობლად გაუსწორდებიან.
შიმპანზეებს არც ისე განვითარებული სუპერ ეგო აქვთ და კარგი იქნება თუ არ დავივიწყებთ, რომ ადამიანის თვითკონტროლის უნარი შესაძლოა გადაჭარბებულად იყოს შეფასებული.
თუ ყურადღებით წავიკითხავთ წიგნს, ის ისევე საშინელია როგორც ირის ჩანგის „ნანკინის დაცემა“, სადაც აღწერილია ჩინური ქალაქის განადგურება შემოჭრილი იაპონელების მიერ. რაც ნაკლები გვეცოდინება 713-ე დანაყოფზე; საიდუმლო, იაპონურ დანაყოფზე რომელიც ბიოლოგიურ იარაღზე მუშაობდა, მით უფრო უკეთესია ჩვენთვის. თუ წაიკითხავთ, ეს უკვე თქვენი ნებაა, მე გაგაფრთხილეთ.
მონადირე-შემგროვებლები უფრო მეტად არიან მიდრეკილნი მკვლელობისკენ, ვიდრე მათი ქალაქში მცხოვრები, ინდუსტრიულად განვითარებული თანამედროვეები, მიუხედავად მათი ლოკალიზებული კულტურისა და ერთ კოლექტივად ცხოვრებისა.
ოჯახური მკვლელობების წლიური დონე თანამედროვე ბრიტანეთში დაახლოებით 1 შემთხვევაა 100 000 ადამიანზე, რაც ხუთჯერ მეტია ვიდრე ა.შ.შ-ში და დაახლოებით ცხრაჯერ მეტი ვიდრე ჰონდურასში, რომელსაც თანამედროვე ერებს შორის განვითრების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს.
მტკიცებულებები გვაჩვენებენ, რომ ადამიანები უფრო და უფრო მშვიდობიანები გახდნენ და დროსთან ერთად პროგრესიც მოვიდა, ხოლო საზოგადოება გაფართოვდა და უფრო ორგანიზებული გახდა.
აფრიკელ ბუშმენებში, რომლებიც ელიზაბეთ მარშალ თომასმა 50-იან წლებში რომანტიკულად დაგვიხატა, როგორც „უწყინარი ხალხი“, მკვლელობების წლიური სტატისტიკა 40 ყოველ 100 000 ადამიანზე, რაც 30% -ით მეტს ნიშნავს. ესაა რთული სოციალური სტრუქტურების კარგი მაგალითი, რომლებიც ცდილობენ შეამცირონ და არ გაზარდონ ადამიანთა დამღუპველი მიდრეკილებები.
ყოველწლიური მკვლელობების დონე: 300 - ყოველ 100 000 ბრაზილიის იანომამიში, ეს ადგილი ცნობილია თავისი აგრესიით, მაგრამ არც ეს არაა ზღვარი, პაპუა ახალი გვინეის მაჩვენებელია 140-1000-მდე ყოველ 100 000 ადამიანზე. თუმცა რეკორდსმენი ამ მხრივ მაინც კალიფორნიის ადგილობრივი ხალხი - კატოა - 1450 - ყოველ 100 000-ზე მხოლოდ 1840 წელს.
რადგან ბავშვები, სხვა ადამიანების მსგავსად, მხოლოდ კარგები არ არიან, არ შეიძლება მათი თავის ნებაზე მიშვება, ისე რომ საზოგადოებასთან საერთოდ არ ჰქონდეს შეხება და ასე სრულყოფილებაში გაიფურჩქნოს.
ძაღლებიც კი საჭიროებენ სოციალიზაციას, რათა ისინი ჯოგის წევრები გახდენენ და ბავშვები მით უფრო, ისინი ხომ ძაღლებზე გაცილებით რთული არსებები არიან. ეს იმას ნიშნავს, რომ ბავშვები გაცილებით ადვილად შეიძლება სათანადო აღზრდის გზას ასცდნენ დისციპლინის გარეშე.
ეს ნიშნავს, რომ არასწორია ადამიანთა ძალადობრივი ტენდენციები მთლიანად საზოგადოების პათოლოგიურ სტრუქტურას მივაწეროთ. ეს არასწორი და მეტწილად ჩამორჩენილი შეხედულებაა.
სოციალიზაციის სასიცოცხლოდ აუცილებელი პროცესი, ბევრი ზიანის პრევენციას ეწევა და კარგ თვისებების განვითარებას უწყობს ხელს.
ბავშვები ინფორმირებული და ფორმირებული უნდა იყვნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ვერ გაიზრდებიან. ეს ფაქტი მკვეთრად ჩანს მათ ქცევაში, ბავშვებს ერთნაირად სჭირდებათ თანატოლების და მოზრდილების ყურადღება, ეს მათ უფრო ეფექტურ და რთულ საზოგადოებრივ მოთამაშეებად აქცევს, რაც მათთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია.
ბავშვებს ძალიან დიდი ზიანი ადგებათ უყურადღებობით, ისინი მენტალური ან ფიზიკური შეურაცხყოფის მცხვერპლები ხდებიან. ეს ზიანი უფრო დაუდევრობითაა მიყენებული ვიდრე ზედმეტი მზრუნველობით, მაგრამ მაინც არანაკლებ სასტიკი და ხანგრძლივია. ბავშვებს ზიანს აყენებს ისიც, რომ მათი „სათნო“ უყურადღებო მშობლები ვერ ახერხებენ ისინი მოქნილები და დაკვირვებულები გახადონ, ამის მაგივრად მათ გაუცნობიერებელ და ჩამოუყალიბებელ მდგომარეობაში ტოვებენ.
ბავშვები ზიანდებიან მაშინაც, როცა პირი, რომელსაც მათზე ზრუნვა ევალება გაურბის კონფლიქტს და ვერ ახერხებს მიუთითოს მათ, ამით კი ფაქტიურად სწორი მიმართულების გარეშე ტოვებს.
მე ადვილად ამოვიცნობ ხოლმე ასეთ ბავშვებს ქუჩაში. ისინი ფერმკრთალი, უყურადღებო და გონებაგაფანტულები არიან. ისინი მოდუნებული და მძიმეები არიან, იმის მაგივრად რომ აქტიურები და ნიჭიერები იყვნენ, მუდმივი ლოდინის მახეში გამომწყვდეულები, წიგნის გაუჭრელ ფურცლებს გვანან.
ასეთ ბავშვებს თანატოლები ქრონიკულად აიგნორებენ, იმიტომ რომ მათთან თამაში სახალისო არაა. მოზრდილებიც ამჟღავნებენ ტენდენციას იგივე დამოკიდებულება გამოავლინონ მათ მიმართ (თუმცა კი უარყოფენ ამას).
ჩემი კარიერის ადრეულ პერიოდში, როცა საბავშო ბაღებში ვმუშაობდი, შედარებით უყურადღებოდ მიტოვებული ბავშვები მოდიოდნენ ჩემთან, თავიანთი მოუხერხებელი, ნახევრად ფორმირებული მანერებით.
არ ჰქონდათ დისტანციის სწორი შეგრძნება და არც თამაშის სურვილით გამოირჩეოდნენ. ისინი მოუხერხებლად დაეტყეპებოდნენ ჩემთან ძალიან ახლოს ან პირდაპირ ჩემს მუხლებზე, არ ჰქონდა მნიშვნელობა რას ვაკეთებდი - გააფთრებით ეძებდნენ მოზრდილის ყურადღებას, რაც მათი შემდგომი განვითარებისთვის აუცილებელია.
ძალიან რთული იყო გაღიზიანებისა და ზიზღის გარეშე რეაგირება ასეთი ბავშვების და მათი ზედმეტად გაგრძელებული ინფანტილიზმის მიმართ, რთული იყო უბრალოდ ხელი არ გეკრა მათთვის, მიუხედავად ამისა, მე მაინც ძალიან ვწუხდი მათ გამო და ძალიან კარგად მესმოდა მათი მდგომარეობა.
როგორი სასტიკიც არ უნდა იყოს, მაინც მინდა აღვნიშნო რატომ ამბობს საზოგადოება უარს ასეთ - ნაკლებად სოციალურ ბავშვებთან ურთიერთობაზე, ისინი შინაგანად გრძნობენ რამდენი დროისა და ყურადღების და სხვა რესურსის გაღება სჭირდება მსგავს ბავშვთან ურთიერთობას, რამხელა ყურადღების გაცემა (რაც თავის დროზე მშობლებს უნდა გაეკეთებინათ), ამიტომაც როცა მსგავს სიტუაციას აწყდებიან როგორც ბავშვები ისე მოზრდილები, ამჯობინებენ უფრო განვითარებულ ბავშვს მიაქციონ ყურადღება რომელთანაც დანახარჯი/მოგების დონე უხეშად რომ ვთქვათ გაცილებით ნაკლები იქნება.
მშობელი თუ მეგობარი
დაუდევრობა და ზრუნვის ნაკლებობა, იმ ცუდად სტრუქტურირებული და ზოგიერთ შემთხვევაში სულაც უგულებელყოფილი დისციპლინური მიდგომის ნაწილია, რომელსაც მშობლები წინასწარგანზრახულად და სრულიად გაცნობიერებული მოტივებით მიმართავენ, მაგრამ უფრო მეტად თანამედროვე მშობლებს ეშინიათ, რომ აღარ მოეწონებათ და უფრო მეტიც, თავიანთ შვილებს აღარ ეყვარებათ, თუ ისინი დასჯიან მათ რაიმე მიზეზის გამო. მათ პირველ რიგში მეგობრობა უნდათ თავიანთ შვილებთან და ამას პატივისცემასაც კი სწირავენ.
ეს კი კარგი არაა. ბავშვს ბევრი მეგობარი ეყოლება, მაგრამ მხოლოდ ორი მშობელი - თუ ასეა - იქნება მისთვის მეტი ვიდრე მეგობარი. მეგობარს ძალიან ცოტა უფლებამსილება აქვს რაიმე ასწალოს, ამავე დროს ყველა მშობელმა უნდა ისწავლოს მომანტალური სიბრაზის ანდა სულაც სიძულვილის მართვა, რომელითაც მას ბავშვი უპასუხებს როცა აღზრდის აუცილებელ მეთოდს მიმართავენ, რადგან ბავშვს არ შეუძლია მასზე ზრუნვის შორეულ პერსპექტივაში გათვლილი შედეგების დანახვა.
მშობლები არიან მათი არბიტრები საზოგადოებაში. ისინი ასწავლიან ბავშვებს როგორ მოიქცნენ, რათა საზოგადოების წევრებმა შეძლონ მათთან პროდუქტიული ურთიერთობა.
ესაა პასუხისმგებლობის აქტი ბავშვის დისციპლინისთვის. ეს არაა სიბრაზე მისი ცუდი საქციელის გამო, ანდა შურისძიება იმის გამო, რომ რაიმე დააშავა. ეს ხანგრძლივ დროზე გათვლილი განსჯისა და მზრუნველი სათნოების მოხერხებული კომბინაციაა.
საჭირო დისციპლინა საჭირო ძალისხმევასაც მოითხოვს - პრაქტიკულად ეს ძალისხმევის სინონიმია.
რთულია ზუსტად სათანადო ყურადღება მიაქციოთ ბავშვებს, რთულია განუსაზღვროთ რა არის სწორი და რა არა და რატომ.
რთულია სამართლიანი სტრატეგიისა და დისციპლინის ფორმირება და რაც მთავარია შეათანხმო ეს ყველაფერი იმ ადამიანებთან, ვინც უშუალოდ მონაწილეობს ბავშვის აღზრდაში.
ამ სირთულეებისა და პასუხისმგებლობების კომბინაციის გათვალისწინებით შესაძლოა ვიფიქროთ, რომ ნებისმიერი აკრძალვა ბავშვისთვის საზიანოა. ასეთი მიდგომა კი მოზრდილებს უფლებას აძლევს ადვილად გაექცეოდნენ თავიანთ მოვალეობას ბავშვისთვის აღზრდის და სოცილიზაციის აგენტები გახდნენ და ხელს უწყობს თავს დააჯერონ, რომ ასეთი დამოკიდებულება კარგია ბავშვისთვის.
ესაა თავის მოტყუების დამღუპველი აქტი. ესაა სიზარმაცის, სისასტიკის და დაუნდობლობის გამოვლინება. ჩვენი რაზიონალიზაციისკენ მისწრაფება ამით არ მთავრდება.
ჩვენ გვგონია, რომ წესები ხელს შეუშლიან იმას, რასაც სხვაგვარად ჩვენი შვილების უსაზღვრო შინაგან კრეატიულობას ვეძახით, მაშინაც კი, როცა სამეცნიერი ლიტერატურა ნათლად მიანიშნებს, რომ პირველ რიგში - კრეატიულობა ტრივიალურობის გარეშე ძალიან იშვიათია, მეორე კი - ის რომ მკაცრი შეზღუდვები უფრო ხელს უწყობენ, ვიდრე უშლიან შემოქმედითობის განვითარებას.
რწმენა გარკვეული წესებისა და სტუქტურის დამღუპველი გავლენის შესახებ, ხშირად ერწყმის იდეას, რომ ბავშვებს თავად შეუძლიათ აირჩიონ როდის ჭამონ და როდის დაიძინონ, თუ მათ სრულყოფილ ბუნებას უბრალოდ გამოვლენის საშუალებას მივცემთ. ესეც უსაფუძვლო მოსაზრებაა.
ბავშვებს თავისუფლად შეუძლით იოლად გავიდნენ ჰოთ დოგებით, ქათმის ჩხირებით ან ხილის ფანტელებით, რომელიც მათ ყურადღებას იქცევს და რაღაც ახლის გასინჯვის სურვილს აღუძრავს.
იმის მაგივრად, რომ მშვიდობიანად და ჭკვიანად წავიდნენ დასაძინებლად, ბავშვები გაუცნობიერებლად ებრძვიან ძილს სანამ ბოლოს დაღლილობა არ დაამარცხებთ. ისინი მშვენივრად ახერხებენ მოზრდილების პროვოცირებას, იყენებენ რა კონტროლიც მექანიზმსა და სოციალურ გარემოს, ზუსტად ისე როგორც პატარა შიმპანზეები აღიზიანებენ მოზრდილებს ჯგუფში. გაჯავრებისა და დაცინვის შედეგებზე დაკვირვება ბავშვებსაც და პატარა შიმპანზეებსაც საშუალებას აძლევს არასტრუქტურირებულ და მათთვის საშინელ თავისუფლებაში საზღვრებს მიაგნონ.
სწორედ ეს აღმოჩენილი საზღვრები განსაზღვრავენ შემდგომში მათ დაცულობას, მაშინაც კი, როცა ეს აღმოჩენა იმედგაცრუებას იწვევს.
ერთხელ, მახსოვს, როგორ წავიყვანე ჩემი გოგონა სათამაშო მოედანზე, როცა ის მხოლოდ ორი წლის იყო.
ის მაშინვე monkey bars-ზე აძვრა და ჰაერში გამოეკიდა, მისივე ასაკის ნამდვილი პატარა მონსტრი ზუსტად მის ზემოთ იმავე კიბეზე თამაშობდა.
ვუყურებდი როგორ უახლოვდებოდა ჩემს გოგონას. მერე მანაც შემომხედა. მან ნელა მაგრამ სრულიად შეგნებულად დააბიჯა ჩემს შვილს ხელზე თანაც ამას სულ უფრო ძლიერად და მტკივნეულად აკეთებდა და თან მე მიყურებდა. მან ზუსტად იცოდა რასაც აკეთებდა. “მკიდიხარ მამიკო“ - აი მთელი მისი ფილოსოფია.ის უკვე მისულიყო იმ დასკვნამდე, რომ მოზრდილები საზიზღრები არიან და თამამად შეუძლია მათთვის წინააღმდეგობის გაწევა (საწყენი მხოლოდ ის იყო, რომ ოდესღაც ისიც გაიზრდებოდა).
ეს იყო უიმედო მომავალი, რომელიც თავისივე მშობლებმა განუმზადეს. მისი დიდი მოლოდინის მიუხედვაად, რომ ავიყვანდი კიბიდან და 30 ფუტის სიმაღლიდან ძირს დავაგდებდი მე ეს არ ჩამიდენია, მე უბრალოდ მოვკიდე ხელი ჩემს გოგონას და სხვა ადგილას გადავინაცვლე. მაგრამ ვფიქრობ,რომ მისთვის ჩამოგდება უკეთესი იქნებოდა ეს რომ შემძლებოდა.
წარმოიდგინეთ ერთ წლამდე ბავშვი, რომელიც გამუდმებით ურტყამს დედას სახეში. რატომ აკეთებს ის ამას? სულელური შეკითხვაა, გულუბრყვილოა. პასუხი ნათელია: დედაზე დომინირებისთვის.
აკვირდება რამდენად გაუვა ასეთი საქციელი. ძალადობა დანაშაულია, ეს ადვილია. მშვიდობა კი რთულია - უნდა ისწალო, იშრომო, დაიმსახურო. (ადამიანები ხშირად უკუღმა სვამენ ფსიქოლოგიურ კითხვებს. აი მაგალითად - რატომ მიმართავს ხალხი ნარკოტიკებს? ეს სასწაული არაა. სასწაული ისაა რატომ არ მიმართავენ მათ. რატომ იტანჯება ხალხი სიბრაზისგან? ეს სასწაული არაა. როგორ ახერხებენ ადამიანები ყოველთვის მშვიდად იყონ, აი ესაა სასწაული. ჩვენ ადვილად მსხვრევადი და მოკვდავები ვართ.მილიონი რამ შეიძლება დაგვიშავდეს მილიონი გზით. ჩვენ ყოველ წუთს უნდა გვეშინოდეს რამე არ მოვიტეხოთ. მაგრამ არ გვეშინია. იგივეს თქმა შეიძლება დეპრესიაზე, სიზარმაცეზესა და დამნაშავეობაზე).
თუ მე შემიძლია გატკინო და დაგჩაგრო, მაშინ შემიძლია ვაკეთო რაც მინდა, როცა მინდა - მაშინაც კი როცა ჩემს გვერდით ხარ. შემიძლია გაწამო და ჩემი ცნობისმოყვარეობა დავიკმაყოფილო. შემიძლია სულ არ მოგაქციოთ ყურადღება და თქვენზე დომინირებაც შევძლო. შემიძლია თქვენი სათამაშო მოვიპარო. ბავშვები პირველები ურტყამენ რადგან აგრესია თანდაყოლილია, თუმცა ის ზოგ ინდივიდში მეტია - ზოგში ნაკლები, რადგან აგრესია აღვივებს სურვილს. სისულელეა თითქოს ასეთ ქცევას სწავლობენ.
გველს არავინ ასწავლის თავსადსხმას. ეს ყველაფერი მხეცის ბუნებაში დევს. ორი წლის ბავშვები, რომლებიც უკვე ლაპარაკობენ, სტატისტიკურად ყველაზე აგრესიული ხალხია.
ისინი ურტყამენ, კბენენ და სცემენ სხვებს, იპარავენ სხვების საკუთრებას. ისინი ამას აკეთებენ რათა გამოიკვლიონ გარემო, გამოთქვან თავიანთი აღშფოთება და თავიანთი იმპულსური სურვილები დაიკმაყოფილონ. რაც ყველაზე მთავარია, ისინი ამ დროს დასაშვებსა და დაუშვებელს შორის ნამდვიოლ ზღვარს პოულობენ.
აბა სხვა გვარად რა ქნან - თავი იმტვრიონ რა შეიძლება და რა არა? ჩვილები გვანან ბრმებს, რომლებიც ხელის ცეცებით კედელს ეძებენ. მათ ხელი უნდა გაიწოდონ და ისე იმოძრაონ რათა იპოვონ სადაა რეალური საზღვრები (და ამ ზღვრებს მერე ძალიან იშვიათად უახლოვდებიან).
ასეთი ქცევის შემდგომი კორექცია, ბავშვისადმი დასაშვებ აგრესიის ლიმიტს მოითხოვს. ასეთის არ არსებობა კი უბრალოდ ცნობისმოყვარეობას უძლიერებს - ის ხელს გირტყამთ, გკბენთ, გცემთ, ხოლო თუ აგრესიული და დომინანტურია, ეს ქცევა იქამდე გაგრძელდება ვიდრე ზღვარს არ მიადგება.
რამდენად მაგრად შეიძლება დავარტყა დედას? სანამ ის არ მიშლის. ამიტომაც ქცევის კორექტირება რაც მალე ხდება მით უკეთესია (თუ რა თქმა უნდა მშობლის სურვილი არაა რომ სცემონ).
ქცევის კორექცია იმასაც ასწავლის ბავშვს, რომ სხვებზე თავდასხმა ოპტიმალური სოციალური სტრატეგია არაა. ასეთი კორექციის გარეშე ვერც ერთი ბავში ვერ ახერხებს თავისი იმპულსების ორგანიზებას და რეგულირებას, რადგან ეს იმპულსები უკონფლიქტოდ თანაარსებობენ ბავშვის ფსიქიკასა და მის მოსაზღვრე გარე სამყაროში. გონებაა არაა მარტივად მოწყობილი.
ჩემი ვაჟი სისასტიკით გამოირჩეობა ბავშვობაში. როცა ჩემი გოგონა პატარა იყო, შემეძლო მხოლოდ მკაცრი მზერით გამეჩერებინა ის. ასეთმა ჩარევამ ვერანაირი გავლენა ვერ იქონია ჩემს ვაჟზე, მან კუთხეში მიიმწყვდია ჩემი ცოლი სადილობისას როცა ჯერ კიდევ 9 თვისა იყო. ის ებრძოდა დედას კოვზზე კონტროლისთვის.
„კარგი“- ვიფიქრეთ ჩვენ და აღარ გაგვიგრძელებია მისი კვება, თანაც პატარა აჯანყებულს ჯერ მხოლოდ 3-4 ლუკმა ჰქონდა ნაჭამი. ამის მერე მან თამაში დაიწყო. ის კოვზით ურევდა საჭმელს თავის თეფშში. ის ყრიდა საჭმელს მაგიდაზე და ძირს და აკვირდებოდა როგორ ვარდებოდა იატაკზე.
არაა პრობლემა - ეს მისი დაკვირვებებია, მაგრამ ის არასაკმარისად ჭამდა, და რადგან ნაკლებს ჭამდა ნაკლებიც ეძინა. ის ტიროდა და შუაღამისას აღვიძებდა მშობლებს. ისინი კი კალაპოტიდან ვარდებოდნენ და ნერვიულობდნენ. დედამისი ნერვიულობდა და მე აღარ მაკარებდა ბავშვთან. ყველაფერი ცუდისკენ მიდიოდა.
რამდენიმე დღის არეულობის შემდეგ, გადავწყვიტე კოვზი უკან დამებრუნებინა. ომისთვის ვემზადებოდი და ამიტომაც ამისთვის საკმარისი დრო გამოვყავი. მოთმინებით აღჭურვილ მოზრდილს შეუძლია ორი წლის ბავშვის დამარცხება. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ეს ასეა. როგორც ამბობენ : „სიბერეს და მუხანათობას ყოველთვის შეუძლია ახალგაზრდობისა და ნიჭის დამარცხება“. ეს ნაწილობრივ ასეცაა, რადგან როცა ორის ხარ, დრო მარადისობად გეჩვენება. ნახევარი საათი ჩემთვის, მთელი კვირა იყო ჩემი ვაჟისთვის.
ჩემი გამარჯვების მჯეროდა. ის ჯიუტი და საშინელი იყო, მაგრამ მე უარესი აღმოვჩნდი. მე მის პირისპირ დავჯექი - ჩემი თეფში ზუსტად მის წინ დავდგი. ეს ბრძოლა იყო, მეც ვიცოდი და მანაც. მან კოვზი აიღო. მე ის გამოვართვი და საჭმლით ავავსე. მერე კი შეგნებულად წავიღე კოვზი მისი პირისკენ. მან ისე შემომხედა, როგორც სათამაშო მოედნის პატარა მონსტრი მიყურებდა. ტუჩები მაგრად მოკუმა და კუთხეები ქვემოთ დასწია. მე დავდევდი კოვზით პირის გარშემო ის კი ჯიუტად იქნევდა თავს.
მაგრამ მე მეტ ბანქოს ვმალავდი სახელოში. თავისუფალი ხელი მკერდზე მივარტყო რომ გამეღიზიანებინა. ის არც კი განძრეულა. კიდევ და კიდევ ვცადე. მაგრად არა, მაგრამ ისე რომ თავს ვერ ამარიდებდა. ათჯერ ან მეტადაც კი რომ მივარტყი, როგორც იქნა პირი გააღო, რათა აღშფოთება გამოეთქვა. აი აქ შეცდა. მე მოხერხებულად ჩავუდე კოვზი პირში.
ის ძალიან ცდილობდა კოვზი ენით გადმოეგდო უკან, მაგრამ მე ვიცოდი ამას როგორ გავმკლავებოდი. საჩვენებელი თითი ტუჩებზე მივადე. ცოტა საჭმელი მაინც გადმოყარა, მაგრამ ნაწილი ჩაყლაპა. ერთი ქულა მამიკოს. თავზე ხელი გადავუსვი და ვუთხარი,რომ კარგი ბიჭი იყო. ასეც ვფიქრობდი.
როცა ადამიანი იმას აკეთებს რაც თქვენ გინდათ, უნდა შეაქოთ. გამარჯვება აქრობს წყენას. ერთ საათში ყველაფერი დასრულდა, აღშფოთებაც იყო, ცრემლებიც.
ჩემი ცოლი ოთახში ვეღარ გაჩერდა. მისთვის ეს ძალიან სტრესული იყო, მაგრამ ჩემმა ვაჟმა ბოლოს შეჭამა საჭმელი. მერე დაღლილი მიესვენა ჩემს მკერდზე. მერე კი ერთად ჩაგვეძინა. გაღვიძებისას ის იმაზე ბევრად უკეთესი იყო, ვიდრე დისციპლინას მივაჩვევდი.
ასეთ რამეს როგორც წესი ვაკვირდებოდი, როცა პირისპირ ვრჩებოდი ჩემს ვაჟთან და არა მარტო მასთან. ცოტა მოგვიანებით, დროებით კიდევ ერთ წყვილთან ერთად ბავშვების ძიძობა მოგვიწია. ყველა ბავშვი ერთად იყო ერთ სახლში. მერე ერთი წყვილი სასადილოდ თუ კინოში გავიდნენ და შვილები მეორე წყვილთან დატოვეს, ყველაზე უფროსი ბავშვი სამი წლის იყო. ერთ საღამოს ეს წყვილი ჩვენ შემოგვიერთდა. მე მათ ორი წლის ძლიერ, დიდ ბიჭს ჯერ არ ვიცნობდი.
„მას არ ეძინება“ - თქვა მამამისმა - „საწოლში რომ ჩააწვინე, ისევ წამოდგა და კიბეებზე ჩამოვდა ჩვენთან, ჩვენ ელმოს ვიდეოს ვურთავთ და ვუტოვებთ, რომ უყუროს.“
„მე არასოდეს ვაჯილდოვებ ბავშვს რომელიც შესაფერისად არ იქცევა, - ვფიქრობდი მე - მაგრამ ელმოს ვიდეოსაც არასოდეს ვაყურებინებ.“
ვერ ვიტანდი ამ საშინელ, მტირალა თოჯინას. ეს ჯიმ ჰენსონის მემკვიდრეობის სირცხვილი იყო. შესაბამისად ელმოთი დაჯილდოებასაც არ მივესალმებოდი. რა თქმა უნდა არაფერი მითქვამს. არასოდეს ელაპარაკოთ მშობლებს თავიანთ შვილებზე, სანამ არ დარწმუნდებით, რომ მზად არიან მოგისმინონ.
ორი საათის მერე ბავშვები დასაძინებლად გავუშვით, ხუთიდან ოთხი მორჩილად წავიდა, მეხუთე კი გაჯიუტდა. მე ის ბავშვის საწოლში ჩავაწვინე რომ არ გაპარულიყო. მაგრამ ღნავილი აქაც შეეძლო და ღნაოდა კიდეც.
ეს არ იყო ცუდი სტრტეგია მისი მხრიდან, მეც მაღიზიანებდა და სხვა ბავშვებსაც აღვიძებდა, მალე მათაც ღნავილი დაიწყეს. ერთი ქულა ბავშვების სასარგებლოდ. საძინებელში შევედი და ვუთხარი „დაწექი“. რა თქმა უნდა რეაქცია არ მოჰყოლია. „დაწექი“,- გავუმეორე - ან დაგაწვენ“.
ბავშვებთან რეციონალური მსჯელობა არაა ძალიან ეფექტური, განსაკუთრებით ასეთ დროს მაგრამ მე მაინც მჯეროდა სამართლიანი მოთხოვნის. რა თქმა უნდა არ დაწვა. და ისევ აღნავლდა მეტი ეფექტისთვის.
ბავშვები ხშირად ტირიან. შეშინებულ მშობლებს კი ჰგონიათ, რომ შვილებს რაღაცა სტკივათ ან მოიწყინეს. ეს კი ასე არაა, სიბრაზე ყველაზე ხშირი საბაბია ტირილისთვის. მტირალი ბავშვების მიმიკაზე ხანგრძლივმა დაკვირვებამ დამიდასტურა ეს.
სიბრაზის ტირილი და ტკივილის ან მოწყენის ტირილი სხვა და სხვა ნაირად გამოიყურება. ისინი არც ჟღერენ ერთნაირად, ყურადღებით დავაკვირდებით ამასაც გავარჩევთ. სიბრაზის ტირილი ხშირად უბრალოდ დომინაციის აქტია და მიდგომაც შესაფერისი უნდა იყოს. მე ის დავაწვინე. ისევ წამოდგა. ისევ დავაწვინე და ზურგზე ხელი დავადე. ის იბრძოდა, ძლიერად მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს და ბოლოს ის მხოლოდ ჩემი სიმაღლის მეათედი იყო. ერთი ხელითაც ავიყვანდი. ამგვარად ისევ დავაწვინე და მშვიდად დაველაპარაკე, ვუთხარი, რომ კარგი ბიჭია, ამან ის მოადუნა. მე მას საწოვარა მივეცი და ფრთხილად მივარტყი ზურგზე. დამშვიდაა, თვალები დახუჭა. ხელიც მოვაცილე.
ის სწრაფად წამოხტა ფეხზე. შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი. ბავშვს ძლიერი სული ჰქონდა. ხელში ავიყვანე და ისევ დავაწვინე „დაწექი პატარა ურჩხულო“ - ვუთხარი მე და ნაზად მივარტყი ზურგზე. ზოგიერთ ბავშვს ეს აწყნარებს. დაიღალა და უკვე მზად იყო დამნებებოდა. თვალები დახუჭა, ფეხზე ავდექი და სწრაფად გავემართე კარისკენ. უკან მოვიხედე და უკანასკნელად შევავლე თვალი.ის ისევ ფეხზე იდგა. მე თითით ვანიშნე „დაწექი პატარა ურჩხულო!“ ის მოცელილივით დაეცა. კარი დავხურე. ჩვენ ერთმანეთიუკვე გვიყვარდა. არც მე და არც ჩემს ცოლს ხმაც არ გაგვიგია მთელი ღამე.
„როგორ იქცეოდა ბავშვი?“ - მკითხა მამამისმა როცა სახლში დაბრუნდა, ღამე ძალიან გვიან.
„კარგად“,- ვუპასუხე მე - „პარობლემები არ შეგვქმნია, ახლა სძინავს.“
„არ ამდგარა?“ - მკითხა მამამისმა.
„არა“ - ვუპასუხე - „ მთელი ღამე ეძინა“.
მამამისმა შემომხედა,უნდოდა გაეგო ეს როგორ მოხდა, მაგრამ არაფერი მკითხა და მეც არაფერი მითქვამს.
ნუ დაუყრით მარგალიტებს ღორებს როგორც ძველი სიბრძნე გვასწავლის. თქვენ ფიქრობთ, რომ უხეშად მოვიქეცი. თქვენ კი ასწავლით მას როგორ არ დაიძინოს და თან საშინელი მარიონეტით აჯილდოებთ? ესეც არანაკლებ უხეშია. თქვენ თქვენს შხამს ირჩევთ, მე - ჩემსას.
დისციპლინა და სასჯელი
თანამედროვე მშობლებს აშინებთ ისეთი სიტყვების თანხვედრა როგორიცაა - დისციპლინა და სასჯელი. მათ ამ დროს ჯარი, ციხე და ჯარისკაცის ბათინკები ახსენდებათ, თუმცა განსხვავება დისციპლინის მოყვარულსა და ტირანს, ანდა სასჯელსა და წამებას შორის, ძალიან დიდია.
დისციპლინას და სასჯელს ძალიან ფრთხილად უნდა მივუდგეთ. შიში ბუნებრივია, მაგრამ მაინც ორივე საჭიროა. მათ შესაძლოა მივმართოთ შეგნებულად ან შეუგნებლად, კარგად ან ცუდად, მაგრამ მათ გამოყენებას ვერ გავექცევით.
ვერ ვიტყვით, რომ ჯილდოთი არ შეიძლება დისციპლინის მიღწევა. მართლაც, ჯილდო კარგი საქციელისთვის ეფექტურია. ყველაზე ცნობილი ბიჰევიორისტი ფსიქოლოგი ბ.ფ სკინერი ასეთი მიდგომის მომხრე იყო. ამის ექსპერტი გახლდათ.
მან ასწავლა მტრედებს პინპონგის თამაში, აგრეთვე ნისკარტით ბურთის გამოგორება. მაგრამ ისინი მტრედები იყვნენ და ცუდადაც რომ ეთამაშათ საბოლოო ჯამში ეს მაინც კარგი იქნებოდა. სკინერმა ასევე გაწვრთნა თავისი ჩიტები რაკეთების გასაშვებად მეორე მსოფლიო ომისას, პროექტ მტრედისთვის (მოგვიანებით „ორკონი“). დიდი დრო გავიდა მას შემდეგ რაც მისი გამოგონება ელექტრო მოწყობილობამ შეცვალა.
სკინერი განსაკუთრებული ზრუნვით ეპყრობოდა საწვრთნელ ცხოველებს. ნებისმიერი ქმედება, რაც ოდნავ მაინც მიახლოვდებოდა სასურველს, მყისვე ჯილდობდებოდა - ზუსტად საჭირო რაოდენობით, ჯილდო არც ძალიან მცირე იყო და არც გადამეტებულად დიდი.
ასეთივე მიდგომა შეიძლება გამოვიყენოთ ბავშვებთანაც და ეს ძალიან კარგად მუშაობს. წარმოიდგინეთ, რომ გინდათ თქვენს პატარას სუფრის გაშლა ასწავლოთ. ეს ძალიან საჭირო უნარია. თქვენც უფრო მეტად მოგეწონებოდათ ის და მისი ღირსების გრძნობისთვისაც არ იქნებოდა ურიგო.
ამისთვის თქვენ მთელი მოცემული ქცევა შემადგენელ ნაწილებად უნდა დაშალოთ. სუფრის გაშლის პირველი ელემენტია თეფშების კარადიდან მაგიდამდე მიტანა. ესეც კი შესაძლოა ძალიან რთული იყოს, რადგან თქვენმა პატარამ სულ რამდენიმე თვეა რაც სიარული ისწავლა. ის ჯერ ისევ ბარბაცებს და ეცემა. ამიტომაც სწავლას იწყებთ იმით, რომ აჭერინებთ ხელში თეფშს მერე კი ისევ უკან გიბრუნებთ. თავზე ხელის გადასმა არ დაგავიწყდეთ. შეგიძლიათ ამ ყველაფერს თამაშის სახე მისცეთ. ხან მარცხენა ხელით მიაწოდეთ თეფში, ხან - მარჯვენით, გარშემო შემოიტარეთ. მერე კი რამდენიმე ნაბიჯი გადადგით, რომ ის მოვიდეს თქვენთან და ისე დაგიბრუნოთ თეფში. ითამაშეთ მასთან სანამ ამ თამაშის ვირტუოზი არ გახდება.
ამ მიდგომით შეგვიძლია ნებისმიერს ნებისმიერი რამ ვასწავლოთ. პირველ რიგში კონცენტრირდით იმაზე რა გსურთ. შემდეგ ქორივით დააკვირდით ადამიანებს თქვენს გარშემო. ბოლოს, როდესაც დაინახავთ რაიმეს იმის მსგავსს რაც თქვენ გინდათ, ქორივით დააცხრებით ამას და ჯილდოსაც მიიღებთ.
თქვენი გოგონა თინეიჯერობის ასაკში ძალიან გულჩათხრობილი გახდა, თქვენ კი გინდათ, რომ მან მეტი გესაუბროთ. თქვენი მიზანია - გოგონა უფრო კომუნიკაბელური გახდეს. ერთ დილით საუზმეზე მან თავის სკოლაზე ანეგდოტი მოგიყვათ. ეს ძალიან კარგი შემთხვევაა ყურადღების მისაქცევად. ჯილდოს დროა. შეწყვიტეთ შეტყობინებების წერა და მოუსმინეთ. თუ არ გინდათ, რომ ის ისევ გაჩუმდეს და აღარაფერს ყვებოდეს.
მშობლის ჩარევა შვილის ქცევის ფორმირებაში აუცილებელია, ეს ბავშვებისთვის უკეთესია. იგივე ეხება ქმრებს, ცოლებს, თანამშრომლებს და მშობლებს.
თუმცაღა სკინერი რეალისტი იყო. ის აღნიშნავდა, რომ ჯილდოს გამოყენება ძალიან ძნელი იყო - დამკვირვებელი მშვიდად ელოდა როდის მოიქცეოდა სამიზნე საჭიროებისამებრ, თანაც ეს საქციელი სპონტანური არ უნდა ყოფილიყო, მერე კი ეფექტი ძლიერდებოდა. ამას ბევრი დრო და ბევრი ლოდინი სჭირდებოდა, პრობლემაც სწორედ ეს იყო. ის ასევე აშიმშილებდა თავის ცხოველებს, ვიდრე ისინი თავისი წონის მეოთხედს არ დაკარგავდნენ, რათა საჭმლით დაჯილდოების ინტერესი გამოეწვია. მაგრამ მხოლოდ ესეც არაა ამ პოზიტიური მიდგომის ნაკლი.
პოზიტიურებთან ერთად ნეგატიური ემოციებიც გვეხმარება სწავლაში. ჩვენ უნდა ვისწავლოთ, რადგან სულელები ვართ და ადვილად მოწყვლადები. თანაც შეიძლება მოვკვდეთ. ეს კი კარგი არაა და ვერც კარგად გვაგრძნობინებს თავს. ეს რომ მოგვწონდეს მაშინ სიკვდილის ძიებაში ვიქნებოდით და ადვილად დავიხოცებოდით. ჩვენ არ გვიყვარს სიკვდილზე ფიქრი მაშინაც კი, თუ ეს უბრალოდ ოდესმე შესაძლებელია. ყოველთვის ასეა.
ამგავარად, ნეგატიური და უსიამოვნო ემოციები გვიცავენ. ჩვენ გვეშინია, გვრცხვენია, გვტკივა და გვეზიზღება და ვცდილობთ, ამ გრძნობებს თავი ავარიდოთ. ჩვენ მეტად ვართ მიდრეკილი ნეგატიური ემოციების განცდისკენ.
ფაქტია, რომ ერთი და იმავე ზომის დანაკარგი უფრო დაგვადარდიანებს ვიდრე ჯილდო გაგვახარებს. ტკივილი უფრო ძლიერია, ვიდრე სიამოვნება, შფოთვა უფრო ძლიერია ვიდრე იმედი.
ემოციები, პოზიტიური თუ ნეგატიური, ორი განსხვავებული ვარიანტის არსებობს. სიამოვნება გვამცნობს, რომ რაც ჩვენ გავაკეთეთ კარგი იყო, მაშინ როცა იმედი გვანიშნებს, რომ სიამოვნება ჯერ კიდევ გზაშია. ტკივილი ზიანს გვაყენებს, ამიტომაც აღარ ვიმეორებთ ქცევას, რომელსაც გვატკენს ან საზოგადოებისგან იზოლაციას გამოიწვევს (ტექნიკურად იზოლაციაც ტკივილის ფორმაა). შფოთვა გვაიძულებს საეჭვო ხალხსა და ადგილებს მოვერიდოთ.
ყველა ეს ემოცია ერთმანეთს აბალანსებს, ამიტომ ყველა საჭიროა, რათა გადავრჩეთ და განვვითარდეთ. ჩენს შვილებს ცუდ სამსახურს ვუწევთ, როცა არ ვიყენებთ ბუნებრივ თვისებებს, რომ რაიმე ვასწავლოთ, ნეგატიურ ემოციებსც კი, მაგრამ მათი გამოყენებისას ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ.
სკინერმა იცოდა, რომ მუქარამ და სასჯელმა შესაძლოა შეაჩეროს არასასურველი ქცევა, ჯილდო კი წაახალისებს სასურველს.
სამყაროში, რომელიც პარალიზებულია აზრით, ბავშვის ბუნებრივ სამყაროში ჩაურევლობის შესახებ, შესაძლოა ზემოხსენებული მეთოდების განხილვა გართულდეს. მაშინ, როცა ბავშვებს არც ექნებათ ბუნებრივი განვითარების ხანგრძლივი პერიოდი - სიმწიფის მიღწევამდე, თუ მათი საქციელის სწორი ფორმირება არ მოხდება. თითქოსდა დედის საშოდან გამოსულებს მაშინვე აქციებით ვაჭრობის დაწყება შეეძლოთ.
მათ შიშისა და ტკივილისგან ბოლომდე ვერ დაიცავთ. ისინი პატარები და ადვილად მოწყვლადები არიან, ბევრი არაფერი იციან სამყაროზე. მაშინაც კი, როცა ისეთ ბუნებრივ რამეს აკეთებენ, როგორიც სიარულის სწავლაა, ისინი სამყაროსგან დარტყმებს იღებენ, რომ აღარაფერი ვთქვათ იმედგაცრუებასა და უარყოფაზე, რომელსაც და-ძმასთან და არც ისე კეთილისმსურველ მოზრდილებთან პირველი ურთიერთობისას აწყდებიან.
ამის გათვალისწინებით, მთავარი მორალური საკითხია ის კი არაა, რომ მთლიანად დავიცვათ ისინი უბედურებისა და ცუდი შემთხვევებისაგან, რომ არასოდეს იგრძნონ ტკივილი და შიში, არამედ ის, რომ მათთის სასარგებლო თვისებების სწავლების მაქიმიზაცია მინიმალური დანაკარგებით შევძლოთ.
დისნეის ფილმში_ „მძინარე მზეთუნახავი“ მეფეს და დედოფალს გაუჩნდებათ დიდი ხნის ნანატრი ასული ავრორა. ისინი დიდ ნათლობას გეგმავენ მისი ხალხისთვის წარსადგენად. იწვევენ ყველას, ვინც პატის სცემს და უყვარს ავრორა, მაგრამ არ შეუძლიათ მალეფისენტას (ბოროტება) დაპატიჟება, მიწისქვეშეთის ანდა ბინების ნეგატიური მხარის დედოფლის. სიმბოლურად ეს ნიშნავს, რომ ორი მონარქი განსაკუთრებულად იცავს შვილს და ქმნის მის გარშემო ნეგატივისგან მთლიანად თავისუფალ სამყაროს.მაგრამ ეს ვერ იცავს მას. ეს ასუსტებს პრინცესას. მალეფისენტა ახერხებს ავრორასთან მისვლას მის 16 წლის დაბადების დღეზე და სასიკვდილოდ დაჭრის ძაფის სართავის ნემსით. მბრუნავი ბორბალი ბედის ბორბალია, ნემსის ჩხვლეტით წამოსული სისხლი ქალწულობის დაკარგვის სიმბოლოა, ნიშანი, რომ გოგონასგან ქალი დგება.
საბედნიეროდ, კეთილი ფერია (ბუნების პოზიტიური მხარე) ამცირებს გაუცნობიერებელ სასჯელს და წამლად სიყვარულის კოცნას იშველიებს. პანიკაში ჩავარდნილი მეფე და დედოფალი ანადგურებენ ყველა ბორბალს სამეფოში და გოგონას გასაზრდელად სამ კეთილ ფერიას აძლევენ. ფერიები აგრძელებენ მშობლების სტრატეგიას და არიდებენ პრინცესას ყველანაირ ნეგატივს, მაგრამ ამით მას გამოუცდელს, სუსტს და გულუბრყვილოს ტოვებენ. ერთ დღეს, ზუსტად 16 წლისა ავრორა ტყეში უფლისწულს ნახავს და მაშინვე შეუყვარდება. ნებისმიერი გონივრული მოსაზრების მიხედვით ეს ძალიან ცოტა დროა. შემდეგ ის მწარედ დასტირის ფაქტს, რომ ცოლად უნდა გაჰყვეს პრინც ფილიპს, რომელზეც ჯერ კიდევ ჩვილობაში იყო დანიშნული და მშობლებთან დაბრუნებისას დაქორწინდებიან კიდეც.
მისი ემოციური სამყარო ირყევა, სწორედ ამ დღეს გამოავლენს თავს მალეფისენტას წყევლა. სასახლეში იხსნება პორტალი, ჩნდება მბრუნავი ბორბალი, ავრორა ხელს იჭრის მასზე და უსულოდ ეცემა. ასე ხდება ის მძინარე მზეთუნახავი. ამ საქციელით (სიმბოლურად), ის ირჩევს არაცნობიერს, მოზრდილი ცხოვრების ნაცვლად. ხანდახან რაღაც მსგავსი ემართებათ ზედმეტად დაცულ ბავშვებს, რომელბიც გაუცნობიერებელ სიამოვნებას არჩევენ რეალურ ცხოვრების ტკივილთან პირველივე შეჯახებას, ან უფრო უარესი - ნამდვილ ბოროტებასთან, რომელიც მათ არც იციან და არც უნდათ რომ იცოდნენ. შესაბამისად თავსაც ვერ იცავენ მისგან.
მოდით ავიღოთ სამი წლის ბავშვის მაგალითი რომელსაც გაყოფა არ ასწავლეს. ის ამ ცუდ საქციელს მშობლების თანდასწრებით გაიმეორებს, მაგრამ მათ შვილის სიყვარული ჩარევის საშუალებას არ მისცემს. უფრო სწორად თუ ვიტყვით ისინი ყურადღებას არ მიაქცევენ, არ აღიარებენ რა ხდება და არ ასწავლიან, როგორ მოიქცეს სწორად. ეს კარგი არაა.
მოგვიანებით ისინი დაიჭერენ შვილს სრულიად დაუკავშირებელი მოვლენის გამო. მას ეტკინება, გაოცდება და ვერაფერსაც ვერ ისწავლის. უფრო უარესიც, მერე ეცდება შეიძინოს მეგობრები და არაფერი გამოუვა თავისი სოციალური ადაპტირებულობის ნაკლებობის გამო.
მისი ასაკის ბავშვებს, მისი თანამშრომლობის უუნარობა განიზიდავს. ისინი იჩხუბებენ მასთან, ხოლო სამეგობროდ ვინმე სხვას მოძებნიან. ამ ბავშვების მშობლები ნახავენ მის მოუქნელ და ცუდ საქციელს და აღარ მიიწვევენ მას თავიანთ შვილებთან სათამაშოდ. ის უარყოფილი და მარტოსული იქნება.
ეს მოზარდში დეპრესიას, შფოთვასა და წყენას გამოიწვევს. ეს კი მის ცხოვრებაში გადატრიალებას მოახდენს, რაც იგივეა, რომ გაუცნობიერებელ მდგომარეობაში დარჩენა ისურვოს.
მშობლები, რომლებიც უარს ამბობენ თავიანთი შვილების დისციპლინაზე პასუხისმგებლობა აიღონ, უბრალოდ გაურბიან კონფლიქტს, რომელიც ბავშვის სწორად აღზრდისას გარდაუვალია.
გაურბიან ცუდი ბიჭის სახელს, მაგრამ ამით შვილებს ვერც შიშისგან და ვერც ტკივილისგან ვერ იცავენ. უფრო პირიქით - გულგრილი და განსჯის მოყვარული სამყარო უფრო მეტ კონფლიქტსა და სასჯელს მოუვლენს, ვიდრე ამას ფხიზელი და გაცნობიერებული მშობელი გააკეთებდა.
თქვენ შეგიძლიათ თქვენვე მიაჩვიოთ თქვენი შვილები დისციპლინას, ან ეს გულგრილ და მკაცრ სამყაროს მიანდოთ. ამ უკანასკნელის არჩევის მოტივი სიყვარული სულაც არ იქნება.
შეგიძლიათ შემეკამათოთ, როგორც ამას თანამედროვე მშობლების უმეტესობა აკეთებს, თუ რატომ უნდა დაემორჩილონ შვილები მშობლების მოთხოვნებს.
ფაქტიურად კი ეს მსჯელობის ახალი, პოლიტკორექტული ვარიანტია, რომელიც „მოზრდილობის“ იდეას გამოხატავს, ცრურწმენისა და შევიწროვების ფორმის ისეთივე ანალოგია, როგორიცაა სექსიზმი ან რასიზმი.
მოზრდილის ავტორიტეტის საკითხს ფრთხილად უნდა მივუდგეთ. ეს თავად საკითხის გულდასმით შესწავლას მოითხოვს. საწინააღმდეგო აზრის მიმღებლობა უკვე ნახევარი გზაა ამ მიდგომის ვალიდურობის მისაღებად, თუმცა შეიძლება სახიფათო იყოს, თუ საკითხს არასწორად დავაყენებთ. მოდით ყველაფერში გავერკვეთ.
პირველ რიგში რატომ უნდა იყოს ბავშვი მორჩილი? ეს ადვილია. იმიტომ, რომ ყოველი ბავშვი უნდა უსმენდეს და ემორჩილებოდეს უფროსებს, რადგან ის დამოკიდებულია იმ ზრუნვაზე, რომელსაც მის მიმართ არც თუ სრულყოფილი ერთი ან რამდენიმე მოზრდილი იჩენს.
ამის გათვალისწინებით, ბავშვისთვის უკეთესია ისე მოქცევა, რომ ბუნებრივი მიჯაჭვულობა და კეთილგანწყობა გამოვიწვიოთ, შეიძლება რამე უკეთესიც კი.
ბავშვი იქცევა ისე, რომ ერთდროულად იპყრობს მოზრდილის ყურადღებას და მას თავისი არსებობისა და განვითარების გაუმჯობესებისკენ მიმართავს. ეს ძალიან მაღალი სტანდარტია, მაგრამ ბავშვის ინტერესებშია და ამიტომაც მას ყველა საფუძველი აქვს, რომ აქეთ მიისწაფვოდეს.
ყოველმა ბავშვმა უნდა ისწავლოს, სამოქალაქო საზოგადოებას მოხერხებულად როგორ მოერგოს. ეს არ ნიშნავს, გასრესილ იქნას უაზრო იდეოლოგიათა შეთავსებაში. ეს იმას ნიშნავს, რომ მშობლებმა სასურველი ქცევა, რომელიც ბავშვს ოჯახის გარეთაც მოუტანს წარმატებას, ჯილდოთი უნდა წაახალისონ. ამავე დროს მიმართონ მუქარას - რათა აღკვეთონ საქციელი რომელიც ბავშვს ტანჯვასა და უიღბლობას მოუტანს.
ასეთი შესაძლებლოების სპექტრი ძალიან ვიწროა, ამიტომაც ზომები სწრაფად უნდა მივიღოთ. თუ ბავშვს ოთხი წლისთვის არ ვასწავლით სწორად მოქცევას, მისთვის ყოველთვის ძნელი იქნება მეგობრების გაჩენა. ეს სამეცნიერო ლიტარატურაში ნათლადაა განმარტებული და მნიშვნელოვანია, რადგან 4 წლის შემდეგ თანატოლები სოციალიზაციის ძირითად წყაროს წარმოადგენენ. უარყოფილი ბავშვები ვეღარ ვითარდებიან, რადგან თანატოლებისგან მოცილებულნი არიან. ისინი უფრო და უფრო იძირებიან, სხვა ბავშვები კი განაგრძობენ განვითარებას.
ამგვარად, უმეგობრო ბავშვი მარტოსული, ასოციალური, დეპრესიული თინეიჯერი და მოზრდილი ხდება. ეს რა თქმა უნდა კარგი არ არის. გამუდმებით გვჭირდება შეხსენება, სწორად როგორ ვიფიქროთ და ვიმოქმედოთ. თუ ვმერყეობთ, ის ხალხი ვინც ჩვენზე ზრუნავს და ვუყვარვართ, ფრთხილად გვიბიძგებს და სწორ გზაზე დაგვაბრუნებს. ასე რომ, უკეთესია ასეთი ხალხი გარშემო ბევრი გვყავდეს.
ეს რა თქმა უნდა იმ შემთხვევებს არ ეხება, როცა მშობლების ნაკარნახევი ყოველთვის ახირებულია. ასეთი მიდგომა მხოლოდ უფუნქციო, ტოტალიტარულ სახელმწიფოშია გამართლებული, მაგრამ ცივილურ, ღია საზოგადოებაში გარკვეულ ფუნქციურ წესრიგზე უმრავლესობა თანხმდება, რომელიც საერთო კეთილდღეობისკენ, ან სულაც განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე თანაცხოვრებისკენაა მიმართული.
ამ მინიმალური შეთანხმებით წარმოდგენილი წესებიც კი არაა დაუსაბუთებელი, ის ალტერნატივებს გვთავაზობს - თუ საზოგადოება ადეკვატურად არ წაახალისებს პროდუქტიულ, პრო-სოციალურ ქცევას, მხარს უჭერს რესურსების გადანაწილებას მიკერძოებული და უსამართლო გზით, უშვებს ქურდობას და ექსპლუატაციას, ასე უკონფლიქტოდ დიდხანს არსებობას ვერ გააგრძელებს.
თუ იერარქიები მნიშვნელოვანი და რთული გადაწყვეტილებების კომპეტენციის მაგივრად, მხოლოდ ძალაუფლებაზე იქნება დაფუძნებული, ესეც გარდაუვალ კრახამდე მიგვიყვანს. ეს ასეცაა, შიმპანზეების უფრო მარტივ იერარქიაში.
ცუდად სოციალიზებულ ბავშვს საშინელი ცხოვრება აქვს, ამიტომ უკეთესია მათი ოპტიმალური სოციალიზაცია.
რაღაცის მიღწევა დაჯილდოებით შეიძლება, მაგრამ ყველაფრის არა, ამიტომაც საკითხი არ დგას ისე - გამოვიყენოთ სასჯელი და მუქარა, თუ არა. საქმე იმაშია, ეს გააზრებულად და გონივრულად გავაკეთოთ.
მაშ როგორ მივაჩვიოთ ბავშვები დისციპლინას? ეს ძალიან რთული კითხვაა, რადგან ბავშვების ხასიათი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. ზოგი ბავშვი დამჯერია. მათ ძალიან უნდათ გასიამოვნონ, მაგრამ ეს მათ კონფლიქტურობისა და მიჯაჭვულობისკენ მიდრეკილებად აქცევს. სხვები უფრო სასტიკები და დამოუკიდებლები არიან. ამ ბავშვებს ყველაფრის თავის ნებაზე კეთება უნდათ, ყოველთვის როცა მოუნდებათ. ისინი რთული, შეუთავსებელი და ჯიუტები არიან.
ზოგ ბავშვს ძალიან სჭირდება დისციპლინა და წესები, და აკმაყოფილებთ ხისტი გარემოც კი. არიან ისეთებიც, რომელთა საქციელის განსაზღვრა ნაკლებად შესაძლებელია, ვერ/არ აკმაყოფილებენ მოთხოვნებს სულ მცირე აუცილებელ დონეზეც კი.
ზოგი ძალიან ნიჭიერი და შემოქმედებითია, სხვები კი ზედაპირული და კონსერვატიული. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი განსხვავებებია, რომელბზეც ბიოლოგიური ფაქტორები დიდ გავლენას ახდენს და მათ სოციალური მოდიფიკაციას ართულებს.
საბედნიეროდ, ამ უამრავი ცვლებადობის წინაშე - ჩვენ გაწონასწორებული ქველმოქმედები გამოვდივართ, რომლებიც სოციალურ კონტროლს სწორად იყენებენ.
ძალის აუცილებელი მინიმუმი
აი მარტივი საწყისი მოსაზრება - წესების მოქმედება აუცილებლობის საზღვრებს არ უნდა გასცდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცუდი კანონები კარგ კანონებს განდევნიან.
ეს ოკამის სამართებლის (სამეცნიერო კონცეპტუალური გილიოტინა რომელიც ამტკიცებს, რომ მარტივი შესაძლო ჰიპოთეზა უპირატესია) ეთიკური, უფრო მეტიც იურიდიული ექვივალენტიც კია. ამგავარად არაა საჭირო ბავშვების და მათი აღმზრდელების ზედმეტი წესებით გადატვირთვა. ეს იმედგაცრუების გზაა.
აუცილებელია წესების შეზღუდვა და იმის დადგენა, თუ რა უნდა მოვიმოქმედოთ როცა რომელიმე მათგანი დაირღვევა. სასჯელის სიმკაცრის განმსაზღვრელი, ზოგადი კონტექსტიდან ამოვარდნილი წესის დადგენა რთულია. მიუხედავად ამისა, ინგლისურ სამოქალაქო კანონებში უკვე საჭირო ნორმებია გაწერილი, ეს კი დასავლური ცივილიზაციის დიდი მონაპოვარია. მათი ანალიზი გვეხმარება მეორეული სასარგებლო პრინციპები დავადგინოთ.
ინგლისური სამოქალაქო კანონები საშუალებას გაძლევთ კანონით განსაზღვრულ ფარგლებში თქვენი უფლებები დაიცვათ. თუ ვინმე შემოიჭრება თქვენს სახლში, თქვენ კი დატენილი პისტოლეტი გაქვთ, თავის დაცვაც შეგიძლიათ მაგრამ ეს ეტაპობრივად უნდა გააკეთოთ. ხომ შეიძლება ეს უბრალოდ დაბნეული და მთვრალი მეზობელი იყოს? „ვესვრი“, - ფიქრობთ თქვენ. მაგრამ ეს არც ისე იოლია. ამის მაგივრად ამბობთ „სდექ! პისტოლეტი მაქვს.“ თუკი მან არც უკან დაიხია და არც პასუხს გცემთ მაშინ უფლება გაქვთ ჰაერში გაისროლოთ გამაფრთილებლად. თუ შემოჭრილი პირი ისევ თქვენსკენ მოდის მაშინ უკვე ფეხში უმიზნებთ.(ამ ყოველივეს იურიდიულ რჩევად ნუ მიიღებთ. ეს უბრალოდ მაგალითია).
ამ დროს მხოლოდ ერთ საუკეთესო პრინციპს შეგიძლიათ მიმართოთ - ესაა აუცილებელი ძალისხმევის მინიმიზაცია. აი ახლა უკვე დისციპლინის ორი აუცილებელი წესი გვაქვს. პირველი - წესების ლიმიტი და მეორე - ნებისმიერი წესის აღსრულებისთვის მინიმალურ ძალისხმევას მივმართავთ.
პირველ პრინციპთან დაკაშირებით, ალბათ უკვე გაგიჩნდათ მოსაზრება- „შევამციროთ წესები , მაგრამ კონკრეტულად რომელი?“ აი რამდენიმე შემოთავაზება.
არ დაკბინოთ, არ კრათ ხელი და არ სცემოთ არავინ, თუ ეს თავდაცვის აუცილებელი პირობა არ იქნება. არ აწამოთ და არ დასცინოთ ბავშვებს, თორემ ციხეს ვერ ასცდებით. მიირთვით ცივილიზებულად და ზრდილობიანად, რომ ადამიანებს მოუნდეთ თქვენი სადილზე დაპატიჟება. ისწავლეთ გაყოფა, რათა სხვა ბავშვებმა იმეგობრონ თქვენთან. ყურადღებით მოუსმინეთ უფროსებს როცა გელაპარაკებიან, მათ არ სძულხართ და უნდათ რაიმე გასწავლონ. დაიძინეთ მორჩილად და საჭირო დროს, ამით თქვენს მშობლებს პირადი ცხოვრების საშუალებას მისცემთ და მათაც აღარ შეაწუხებთ თქვენი არსებობა. გაუფრთილდით თქვენს ნივთებს, რათა იცოდეთ როგორ გაგიმართლათ მათი მფლობელი რომ გახდით. იმხიარულეთ როცა რამე სახალისო ხდება, მაშინ შემდეგ გასართობზეც აუცილებლად დაგპატიჟებენ. ისე მოიქეცით რომ გააბედნიეროთ ადამიანები თქვენს გარშემო, მაშინ ბევრ ადამიანს მოუნდება თქვენს გვერდით ყოფნა. ბავშვს, რომელიც ამ წესებს იცავს, კარი ყველგან ღია ექნება.
რაც შეეხება მეორე - ასევე აუცილებელ პრინციპს - თქვენ აქაც გაგიჩნდებათ კითხვა : „რა არის მაინც ეს ძალისხმევის მინიმუმი?“ ეს თანდათან, სულ მცირე ჩარევით დაწყებული მოსინჯვით უნდა დადგინდეს.
ზოგიერთი ბავშვი ქვის ლოდს გავს, სხვებისთვის კი სიტყვიერი მიმართვა სავსებით საკმარისია, ზოგს კი სულაც უბრალოდ თითების გატკაცუნებაც ჰყოფნის. ასეთ სტრატეგიას ზოგიერთ დაწესებულებაში პრაქტიკულად იყენებენ, მაგალითად რესტორანში.
ამის გამოყენება წყნარად, სწრაფად და ეფექტურად, ყოველგვარი გართულების გარეშეა შესაძლებელი.
რა არის ამის ალტერნატივა?
ბავშვი, რომელიც სიბრაზისგან ტირის და ყურადღების მიქცევას ცდილობს, ამით სახელს ვერ გაითქვამს. ბავშვი, რომელიც მაგიდიდან მაგიდასთან დარბის და ყველას აწუხებს მშობლებსაც არცხვენს და თავის თავსაც. ასეთი შედეგები ოპტიმალურისგან ძალიან შორსაა, რადგან ბავშვები საზოგადოებაში ყოველთვის ცუდად იქცევიან, ამით ცდილობენ დაადგინონ ამ ახალ ადგილას იგივე წესები მოქმედებს თუ არა რაც სახლში. ისინი ამაში სხვაგვარად ვერ ერკვევიან მაშინაც კი, როცა ჯერ სამი წლისთვისაც არ მიუღწევიათ.
როცა ჩვენი შვილები პატარები იყვნენ და რესტორანში მიგვყავდა, ყველა უღიმოდა მათ. ისინი კარგად და ზრდილობიანად იქცეოდნენ. მათ არ შეეძლოთ ასე დიდხანს გაძლება და ჩვენც არ ვრჩებოდით დიდხანს.
როცა დაახლოებით 45 წუთის მერე ისინი აწრიალდებოდნენ, ჩვენც ვხვდებოდით, რომ უკვე წასვლის დრო იყო. ეს იყო შეთანხმების ნაწილი. ჩვენს ახლოს მსხდომები ყოველთვის გვეუბნებოდნენ, რა სასიამოვნო იყო ბედნიერი ოჯახის ხილვა. თუმცა ჩვენ ყოველთვის ბედნიერები არ ვყოფილვართ და ჩვენი შვილებიც ყოველთვის კარგად არ იქცეოდნენ, თუმცა ძირითადად მაინც ყველაფერი რიგზე იყო და ჩვენს რა თქმა უნდა გვსიამოვნებდა , რომ ხალხს უხაროდა ჩვენთან ერთად ყოფნა.
ეს ძალიან კარგი იყო ასევე ჩვენი შვილებისთვისაც. საჭირო იყო ენახათ, რომ ადამიანებს მოსწონდათ. ეს აუმჯობესებდა მათ კარგ ქცევას, ეს ჯილდო იყო.
ხალხს ნამდვილად მოეწონებათ თქვენი შვილები, თუ მათ ამის შანსს მისცემთ. ეს იყო პირველი რაც გავიგე მას შემდეგ რაც ჩვენი უფროსი გოგონა მიქაელა დაიბადა; როცა ჩვენ მას თავისი პატარა ეტლით მონრეალის ფრანგულ, მუშათა უბანში მივასეინებდით - არც თუ დახვეწილი გარეგნობის, მთვრალი ლამბერ ჯეკის სტილის ადამიანები ჩერდებოდნენ და უღიმოდნენ მას. ისინი ხითხითებდნენ, იმანჭებოდნენ და სასაცილო გამომეტყველებას იღებდნენ.
როცა ვუყურებ როგორ რეაგირებენ ადამიანები ბავშვებზე, რწმენა ადამიანის ბუნებისადმი ისევ მიბრუნდება. ეს ყველაფერი მრავლდება, როცა თქვენი შვილი საზოგადოებაში კარგად იქცევა. ამისთვის კი საჭიროა თქვენი შვილების ფრთხილად და ეფექტურად დისციპლინირება - ამისთვის, კი ცოდნისთვის თავის არიდების მაგივრად, ზუსტად უნდა ერკვეოდეთ, რა არის ჯილდო და რა სასჯელი.
თქვენს გოგონასთან ან ვაჟთან ურთიერთობის ნაწილია, გავარკვიოთ, თუ როგორ რეაგირებს ის დისციპლინირებაზე და მერე ისე ჩავერიოთ, რომ ეს უფრო ეფექტური იყოს.
მარტივია კლიშეების გამეორება, როგორიცაა - „არანაირი გამართლება არ აქვს ფიზიკურ სასჯელს“, ან „ბავშვის ცემა მასაც ასწავლის როგორ სცემოს სხვები“.
მოდით პირველი დებულებიდან დავიწყოთ: ფიზიკურ სასჯელს გამართლება არ აქვს. პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ რომ ფართოდ გავრელებული მოსაზრება, რომ ზოგიერთი გადაცდომა, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც ქურდობას და თავდასხმებს ეხება აუცილებლად დასჯადი უნდა იყოს.
მეორეს მხრივ, კი მრავალი სასჯელი თავის არსში, თვისი ფსიქოლოგიური ფორმით თითქმის ფიზიკურს უტოლდება.
თავისუფლების აღკვეთა ზუსტად ფიზიკურის მსგავს ტკივილს გვაყენებს. იგივე ეხება სოციალურ იზოლაციას. ეს ნეირობიოლოგიიდან ვიცით. სამივე მათგანზე ტვინის ერთი და იგივე ნაწილები რეაგირებს და ყველა მათგანი იკურნება ერთი და იმავე კლასის წამლებით_ ოპიატებით.
ციხე ნამდვილად ფიზიკური სასჯელია, განსაკუთრებით თუ მარტო ხართ დაპატიმრებული, მაშინაც კი თუ ძალადობას არ აქვს ადგილი. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ზოგიერთი სამართლებრივი გადაცდომა მყისიერად და ეფექტურად უნდა აღიკვეთოს, რათა რაიმე უფრო უარესში არ გადაიზარდოს.
რა არის შესაფერისი სასჯელი მისთვის ვინც გამუდმებით ყოფს ჩანგალს ელექტრო ჩამრთველში? ან ვინც სიცილით გარბის სუპერმარკეტის გადავსებული მანქანების სადგომიდან? პასუხი მარტივია. ყველაზე უკეთესი ხერხი ისაა რაც ამ ყველაფერს ყველაზე სწრაფად აღკვეთს, რადგან ალტერნატივა შესაძლოა ფატალური იყოს.
ეს სრულიად ნათელია პარკინგის და ელ. ჩამრთველის შემთხვევაშიც, მაგრამ იგივე ხდება სოციალური სფეროშიც, რასაც მეოთხე პუნქტამდე მივყავართ - ფიზიკური სასჯელის გამართლება.
ცემა ცუდი საქციელისთვის (ან მსგავსი რასაც ეფექტურად მიმართავენ ბავშვობაში), ბავშვის ასაკის მატებასთან ერთად უფრო სასტიკი და სრულიად უპროპორციო ხდება განსაკუთრებით იმ ბავშვებისთვის, რომლებმაც 4 წლამდე სოციალიზაცია ვერ შეძლეს.
მათ „დასჯას“ ახალგაზრდობასა და სიყმაწვილეში უკვე საზოგადოება აგრძელებს. ყველაზე ხშირად, მშვიდი 4 წლის ბავშვები სწორედ ისინი არიან, რომლებიც 2 წლამდე განსაკუთრებულ აგრესიას ამჟღავნებდნენ.
სტატისტიკურად მათ თანატოლებზე მეტად იყვნენ მიდრეკილები ცემისკენ, კბენისკენ და სათამაშოებს წართმევისკენ. ასეთებია ბიჭების დაახლოებით 5% და უფრო ნაკლები გოგონები. თუ დაუფიქრებლად, შელოცვასავით გავიმეორებთ „არ აქვს გამართლება ფიზიკურ სასჯელს“, ეს იგივეა, რაც ხელი შეუწყოთ მოსაზრებას თითქოს მოზარდები რაღაცა ჯადოსნურად იზრდებიან ანგელოზი-ბავშვებისგან. თქვენ არაფერ კარგს არ უკეთებთ თქვენს შვილებს როდესაც ყურადღებას არ აქცევთ მის ცუდ საქციელს, (განსაკუთრებით თუ ამას აგრესიაც ერთვის).
ფიზიკური სასჯელის მომხრე რომ არ გეგონოთ, გეტყვით რომ სიტყვა „არა,“ შეიძლება ეფექტურად გამოვიყენოთ იმ პირის მიმართ, რომელიც სასჯელით გვემუქრება.
ქალი თავისუფლად ეტყვის არას ნარცის მამაკაცს, რადგან მას ხელს უწყობს კანონი, სოციალური ნორმები და სახელმწიფო იცავს.
მშობელსაც თავისუფლად შეუძლია უთხრას არა ბავშვს, რომელიც მესამე ნაჭერ ნაცხვარს მოითხოვს, რადგან ის უფრო ძლიერი და უფრო ჭკვიანია ვიდრე ბავშვი (ამ ყველაფერს კი ზურგს სწორედ სახელმწიფო და კანონები უმაგრებს).
ეს საბოლოო ჯამში მაინც ნიშნავს, რომ „თუ ამის კეთებას გააგრძელებ, მაშინ ის დაგემართება რასაც არ ისურვებ.“ ან უფრო უარესიც, ეს ნიშნავს კიდევ ერთ უაზრო მოსაზრებას, უმეცარი მშობლების მოგონილს. ან უფრო უარესსაც: „ყველა მოზრდილი სუსტი და მოუხერხებელია.“ განსაკუთრებით ცუდი გაკვეთილი კი ისაა, რომ ყოველი ბავშვი უნდა გაიზარდოს, და რასაც ტკივილის გარეშე ისწავლის მშობლის ქცევის მოდელიდან აიღებს. რას აკეთებს ბავშვი როცა უგულებელყოფს მოზრდილს და უპატივცემულობას იჩენს მათ მიმართ? რატომ უნდა გაიზარდოს საერთოდ?
ეს პიტერ პენის ამბავია. ის ხომ ფიქრობდა, რომ ყველა მოზრდილი კაპიტანი კაუჭას განსახიერებაა - ასეთივე დესპოტი და სიკვდილის შიშით დატანჯული (მშიერი ნიანგი მუცელში საათით). ძალადობას ერთადერთ შემთხვევაში არ აქვს გამართლება - როცა ცივილური ადამიანი, მას მეორე ცივილური ადამიანის მიმართ იყენებს.
არსებობს მოსაზრება, რომ თუ ბავშვს დაარტყამთ, ეს მასაც ასწავლის სხვას დაარტყას. პირველ რიგში - არა, ესაა შეცდომა და ძალიან მარტივი მიდგომაა.
დავიწყოთ იმით, რომ „დარტყმა“ ზედმეტად გამარტივებული სიტყვაა ეფექტური მშობლის დისციპლინის აქტის გადმოსაცემად. თუ „დარტყმა“ ზუსტად გადმოსცემდა ფიზიკური ძალის დიაპაზონს, მაშინ სხვაობა წვიმის წვეთებსა და ატომური ბომბების დაცემას შორის არ იქნებოდა. საზომს აქვს მნიშვნელობა, თუ საკითხს ბრმად არ მივუდგებით.
ყოველმა ბავშვმა იცის სხვაობა ავი ძაღლის ნაკბენსა და შინაურის ცუგას თამაშისას უნებურად გაკრულ კბილს შორის. შესაბამისად, როცა დარტყმაზე ვლაპარაკობთ, გვერდს ვერ ავუვლით თუ ვის, რატომ და რა სიძლიერით ურტყამენ.
დროსაც, როგორც კონტექსტის შემადგენელს, ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ თქვენი ორი წლის შვილს შუბლზე უბრალოდ წკიპურტს მიარტყამთ იმის საპასუხოთ, რომ მან თავისზე უმცროსს თავში ხის სათამაშო ჩაარტყა, ეს უბრალოდ გათანაბრება იქნება - ბავშვს კი სხვისი დარტყმის სურვილს შეუმცირებს. ეს თითქოს კარგ შედეგს გავს.
რა თქმა უნდა ის არ ჩათვლის, რომ დას მაგალითად დედის ხელით უნდა დაარტყას. ის ხომ სულელი არ არის, ის უბრალოდ ეჭვიანი, იმპულსური და არც ისე რთულად გასაგებია.
მაშ სხვანაირად როგორ უნდა დაიცვათ მისი უმცროსი და? თუ თქვენი აღზრდა არაეფექტურია, ბავშვი გაიტანჯება. შეიძლება წლების მანძილზეც კი. ბულინგი კი გაგარძელდება იმიტომ, რომ თქვენ ვერაფერი მოიმოქმედეთ მის შესაჩერებლად.
თქვენ, მშვიდობის დასამყარებლად აუცილებელ კონფლიქტს გაექეცით. თქვენ ამაზე თვალი დახუჭეთ. მოგვიანებით კი როცა უმცროსი შვილი ამას შეგახსენებთ, თქვენ უპასუხებთ „მე ეს არც კი ვიცოდი“. თქვენ კი უბრალოდ ამის ცოდნა არ გინდოდათ, ამიტომაც არ იცოდით.
თქვენ მოიხსენით დისციპლინისთვის აუცილებელი პასუხისმგებლობა და ეს თქვენი მოწყალების გამოვლინებებით გაამართლეთ. ყოველ ნამცხვრის სახლში ცხოვრობს კუდიანი რომელიც ბავშვებს ჭამს, ჰოდა როდის გვანებებს თავს ეს ყველაფერი? მაშინ როცა გადავწყვეტთ რას ვაპირებთ - ეფექტურად დისციპლინირებას თუ ამაზე უარის თქმას (საერთოდ არ მივიღოთ გადაწყვეტილება და სრულიად უარი ვთქვათ დისციპლინაზე, მაშინ ბუნება და საზოგადოება სასტიკად დასჯიან ბავშვის ნებისმიერ საქციელს, რომელიც თავის დროზე არ გამოსწორდა).
ამიტომ ქვემოთ რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას მოვიყვან: ტაიმ აუტი, შესაძლოა დასჯის ძალიან ეფექტური ფორმა იყოს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს მაშინვე წავახალისებთ, როცა თავის საქციელს გამოასწორებს.
გაბრაზებული ბავშვი დასვით მარტო სანამ არ დამშვიდდება. მერე უკვე შეუძლია ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს. ბავშვისთვის კი ეს უფრო სასარგებლოა ვიდრე სიბრაზე.
წესი - „შეგიძლია დაბრუნდე ჩვენთან როგორც კი კარგად მოიქცევი,“ კარგ სამსახურს უწევს ბავშვსაც, მშობელსაც და საზოგადოებასაც. ამით ისევ აღადგენთ მასზე კონტროლს და მის სიყვარულს მიუხედავად ცუდი საქციელისა, ისევ ისე გააგრძელებთ.
თუ ამის მერე ისევ ბრაზობთ, შესაძლოა თქვენმა შვილმა ბოლომდე არ მოინანია, ანდა თქვენ გაქვთ მიდრეკილება უკმაყოფილებისკენ.
თუ თქვენი შვილი ნამდვილი ონავარია და სიცილით გაურბის სასჯელს, ფიზიკური შეკავების დამატება ტაიმ აუტის რეიმისთვის ურიგო არ იქნება. ბავშვი ფრთხილად მაგრამ მტკიცედ დაიჭირეთ მხრებით, სანამ სხმარტალს არ შეწყვეტს და ყურადღებას არ მოგაქცევთ.თუ არც ამან იმუშავა, მაშინ ბავშვი მუხლზე გადაიწვინეთ ; ბავშვისთვის, რომელიც ცდილობს დასაშვები საზღვრები უფრო გააფართოოს, უკანალზე მორტყმამ პასუხისმგებელი მოზრდილისგან აუცილებელ სერიოზულობაზე უნდა მიანიშნოს.
არსებობს სიტუაციები, სადაც ესეც კი არასაკმარისია. ბავშვები ძალიან ჯიუტი, მოუსვენარი და სასტიკებიც კი არიან, მათი საქციელი მიუტევებლად შეურაცხმყოფელია, ხოლო თუ თქვენ ამის საწინააღმდეგო ხერხს არ მიმართავთა, მაშინ პასუხისმგებლობიანი მშობელი არ ყოფილხართ.
ამით ე.წ ბინძურ საქმეს, სხვას უტოვებთ გასაკეთებლად, ვინც ამას გაცილებით ბინძურად გააკეთებს.
პრინციპების შეჯამება
დისციპლინის პრინციპები:
1. წესების ლიმიტი.
2. მინიმალური ძალის გამოყენება.
ამაში მონაწილეობას ორივე მშობელი უნდა იღებდეს. ბავშვის აღზრდა დამღლელია და ბევრ ენერგიასაც მოითხოვს, ამიტომაც ერთი მშობელი ადვილად უშვებს შეცდომებს. უძილობა, შიმშილი, კამათი, ნაბახუსევი, ცუდი დღე სამსახურში - თითოეულ მათგანს შეუძლია დაუფიქრებელი ნაბიჯი გადაგადგმევინოთ, კომბინაციაში კი უფრო უარეს შედეგსაც იძლევა.
საჭიროა ყოველთვის იყოს გვერდით ვინმე, ვინც თვალს გადევნებთ და სწორ დროს ჩაერევა. ეს მტირალა ბავშვისა და გაღიზიანებული მშობლის კონფლიქტის ალბათობას შეამცირებს, რამაც წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანოს.
მშობლები წყვილად უნდა ცხოვრობდნენ, რომ ახალშობილის მამამ იზრუნოს დედაზე, რათა ის არ გადაიღალოს და სასოწარკვეთისგან რამე არ ჩაიდინოს, როცა ბავშვის კოლიკების მოსმენა მოუწევს ღამის 11-დან დილის 5 საათამდე, მთელი თვის განმავლობაში.
ისე ნუ გაიგებთ, თითქოს მარტოხელა დედების საწინააღმდეგო რაიმე მქონდეს, ბევრი მათგანი ძალიან ძლიერია და თითქმის შეუძლებელს აკეთებს, მათი ნაწილი იძულებული იყო სასტიკ მოპყრობას გაჰქცეოდა, თუმცა ეს არც იმას ნიშნავს, რომ ყოველი ოჯახური ფორმა ერთნაირად სიცოცხლისუნარიანია.
მეოთხე პრინციპი: ფსიქოლოგიური
მშობლებმა უნდა გააცნობიერონ თავიანთი უნარები, თუ რამდენად სასტიკები, შურისმაძიებლები, ამპარტავნები, ნაწყენები, ავები და მატყუარები არიან. ძალიან ცოტა ადამიანი იღებს შეგნებულ გადაწყვეტილებას, შეასრულოს ის საშინლად რთული მოვალეობა რასაც დედობა და მამობა ჰქვია, ცუდი აღზრდის მაგალითებს კი ყოველდღე ვაწყდებით.
ეს იმიტომ, რომ ადამიანების სიავეს, ისევე როგორც სიკეთეს საზღვარი არ აქვს, მაგრამ ისინი შეგენებულად თვალს ხუჭავენ ამაზე. ადამიანები აგრესიულები და ეგოისტებიც ისევე არიან როგორც კეთილები და მზრუნველები.
სადაც არ არიან მოზრდილი ადამიანები, იქ არც იერარქიაა, მტაცებელ ცხოველსაც კი შეუძლია მოთმინებით აიტანოს პირმშოს ჭირვეულობა, მაგრამ შურისძიება არ დააყოვნებს.
ყველაზე კარგი და მომთმენი მშობლებიც კი, როცა თავიანთი შვილის საზოგადოებრივ ადგილას, მაგ: სუპერმარკეტში ისტერიკას ვერ უმკლავდებიან, ათი წუთის მერე ისინი ბავშვს გულგრილად შეხედავენ, როცა ეს უკანასკნელი მათთვის თავისი რაიმე მიღწევის საჩვენებლად მიირბენს.
მოუსვენრობა, დაუმორჩილებლობა და დომინაციის სურვილი საკმარისია, რომ ყველაზე თავგანწირული მშობელიც კი ნაწყენი დარჩეს. ამას კი ნამდვილი სასჯელი მოჰყვება. წყენა შურისძიების სურვილს ბადებს. სიყვარულის გამომჟღავნების წილი შემცირდება და ამას რაციონალური ახსნაც მოეძებნება.
ამით ბავშვის განვითარებისთვის საჭირო პირობები შემცირდება. შედეგი კი ის იქნება, რომ ბავშვი ნელ ნელა თავს აგარიდებთ. ეს კი ტოტალური ოჯახური ომის მხოლოდ დასაწყისია, იატაკქვეშ რომ მიმდინარეობს - სიყვარულისა და მოჩვენებით სტაბილურობის ფასადს მიღმა.
უკეთესია თუ გატკეპნილ გზას თავს ავარიდებთ. მშობელი, რომელსაც სერიოზულად აქვს შეგნებული თავისი მოთმინების ლიმიტი და უნარი, თუ რამდენად ცუდ საქციელს შეუძლია მისი პროვოცირება, თავისუფლად შეძლებს სწორი დიცსიპლინის სტრატეგია დაგეგმოს, განსაკუთრებით მაშინ, თუ თვალს გონიერი პარტნიორი ადევნებს.
ასე საქმე არასოდეს მივა ნამდვილ სიძულვილამდე. ფრთხილად იყავით, გარშემო ბევრი ტოქსიკური ოჯახია. მათ არანაირი წესები არ აქვთ და არც შეზღუდვებს აწესებენ. ისინი მოულოდნელად და უმიზეზოდ ესხმიან თავს.
ბავშვები ცხოვრობენ ქაოსში და ისრისებიან თუ სუსტები არიან, ხოლო უხეში და მეამბოხე - უშედეგოდ იბრძოლებს. ეს კარგი არაა, ამან შეიძლება მკვლელობამდეც კი მიგვიყვანოს.
მეხუთე და ზოგადი პრინციპი
მშობლები ვალდებულნი არიან მოიქცნენ როგორც დანარჩენი სამყაროს უფლებამოსილები - მოწყალე უფლებამოსილები, მზრუნველები, მაგრამ უფლებამოსილები - სხვა არაფერი.
ეს ვალდებულება ცვლის ყოველგვარ პასუხისმგებლობას შვილების ბედნიერება და შემოქმედებითობის უნარი უზრუნველყონ, თვითშეფასება აუმაღლონ.
მშობლების განსაკუთრებული მოვალეობაა შვილები საზოგადებისთვის სასურველ წევრებად აღზარდონ. ეს ბავშვებს თვითდამკვიდრებასა და დაცულობის შეგრძნებას მისცემს. ეს იმაზე უკეთესიცაა ვიდრე მათში ინდივილუარული იდენტობის წახალისება. ამ წმინდა გრაალზე გამოკიდება მხოლოდ მაშინ შეიძლება, თუ სოციალრი სტაბილურობის უმაღლესი დონე მიიღწევა.
კარგი შვილი და პასუხისმგებელი მშობელი
სწორად სოციალიზებული სამი წლის ბავშვი, ზრდილობიანი და მიმზიდველია. მას ხელს არ ჰკრავენ. ის სხვა ბავშვების ინტერესს და მოზრდილების სიმპატიებს იწვევს. ის ცხოვრობს სამყაროში, სადაც ბავშვები სიამოვნებით ხვდებიან მას და იბრძვიან მისი ყურადღებისთვის, სადაც მოზრდილებს უხარიათ მისი ნახვა და მოჩვენებითი ღიმილით არ გაურბიან. მას საზოგადოებას წარუდგენს ხალხი, რომლებსაც სიამოვნებს ამის გაკეთება. ეს კეთდება უფრო მეტად მისი შესაძლო ინდივიდუალობით ვიდრე მშიშარა მშობლის მიერ რომელიც გაურბის დისციპლინასა და კოლფლიქტებს.
თქვენი ბავშვებთან დაკავშირებული სიმპატიები და ანტიპატიები პარტნიორთან ერთად განიხილეთ, ან თუ ამას ვერ ახერხებთ, მეგობართან მაინც. ამ სიმპატიების და ანტიპატიების არსებობისნუ შეგეშინდებათ. თქვენ შეგიძლიათ სასურველი არასასურველისგან გამიჯნოთ, ხორბალი - ღვარძლისგან. გააცნობიეროთ სხვაობა ავსა და კარგ შორის. ამით თქვენს პოზიციას ნათელს მოჰფენთ, გააცნობიერებთ თქვენს წვრილმან, ამპარტავან და ადვილად გაღიზიანებად ბუნებას - ამით ერთ ნაბიჯს გადადგამთ და თქვენს შვილს სწორად ქცევას ასწავლით.
თქვენ მათ აღზრდაზე პასუხისმგებლობას აიღებთ. თქვენ აიღებთ პასუხისმგებლობას იმ შეცდომებზე, რომლებიც აღზრდისას გარდაუვალია. ბოდიშს მოიხდით, როცა რამე შეგეშლებათ და ისწავლით როგორ გააკეთოთ უკეთესად.
ბოლოს და ბოლოს, თქვენ ხომ გიყვართ თქვენი შვილები. თუ მათი ქცევა არ მოგწონთ, წარმოიდგინეთ რას იფიქრებენ ამაზე სხვები, ვინც მათზე გაცილებით ნაკლებს ზრუნავს ვიდრე თქვენ. ისინი მას შეგნებულად თუ შეუგნებლად, მკაცრად დასჯიან.
ნუ დაუშვებთ ამას. უკეთესია თუ თქვენს პატარა ურჩხულს ასწავლით, რა არის სასურველი და რა არა, და ისინის ოჯახის გარეთ გარემოს მშვიდი მცხოვრებლები გახდებიან.
ბავშვი, რომელიც ყურადღებით გისმენთ ჭირვეულობის ნაცვლად, შეუძლია თამაში - ღნავილის ნაცვლად, სასაცილოა და არა გამაღიზიანებელი, სანდოა - მეგობრებს შეიძენს ყველაგან და ყოველთვის. ის მასწავლელებსაც მოეწონებათ და მშობლებსაც. თუ ის ზრდილობიანად მოექცევა უფროსებს, ისინიც ღიმილით და ზრდილობიანად მიიღებენ მას.
ასე ბავშვი წარმატებას მიაღწევს, როგორი ცივი, მტრული და უპატიებელიც არ უნდა იყოს სამყარო მის გარშემო.
თვალსაჩინო წესები დაიცავენ ბავშვებსაც და მშვიდ, რაციონალურ მშობელსაც. დისციპლინის თვალსაჩინო პრინციპები სასჯელს და ჯილდოს დააბალანსებენ, ისე რომ სოციალური განვითარება და ფსიქოლოგიური სიმწიფე თანაბრად წახალისდება.
მტკიცე წესები და დისციპლინა ეხმარება ბავშვს, ოჯახს და საზოგადოებას დაადგინოს, განსზღვროს და გააფართოვოს წესრიგი, რომელიც ჩვენ დანაშაულებრივი სამყაროს ქაოსისგან დაგვიცავს. არ არსებობს იმაზე დიდი ჯილდო, ვიდრე სამართლიან და მამაც მშობელს შეუძლია შვილს მისცეს.
თქვენს შვილებს ისეთს ნურაფერს გააკეთებინებთ, რაც თქვენს თვალში დაამცირებს მათ.