დასკვნა
დასკვნა
რა ვუყო ამ ახლახანს შეძენილ მანათობელ კალამს?
მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე
2016 წლის ბოლოს ჩრდილოეთ კაროლინაში გავემგზავრე მეგობართან და ბიზნეს პარტნიორთან შესახვედრად. საღამო ერთად გავატარეთ, საერთო საქმეებზე ვფიქრობდით და ვმსჯელობდით. რაღაც მომენტში პიჯაკის ჯიბიდან კალამი ამოიღო და ჩანაწერები გააკეთა. კალამს LED აღჭურვილობა ჰქონდა და წერისას წვერო ანათებდა, ის ძალიან მოსახერხებელი იყო სიბნელეში წერისას. „კიდევ ერთი გაჯეტი“ - გავიფიქრე მე. მაგრამ მერე, მეტაფორულ განწყობაზე დამდგარმა უფრო ღრმად „ჩავიხედე“ მანათობელი კალმის იდეაში. იყო აქ რაღაც სიმბოლური და მეტაფიზიკური. ბოლოს და ბოლოს ჩვენ სიბნელეში დიდ დროს ვატარებთ. ყველას შეგვიძლია გამოვიყენოთ რაღაც შუქით დაწერილი, რომ ის წინ გაგვიძღვეს ცხოვრების გზაზე. სანამ იქ ვისხედით მეგობარს ვუთხარი რომ რაღაცის ჩაწერა მინდოდა და ხომ არ შეეძლო ჩემთვის ამ კალმის ჩუქება. ხოლო როცა გამომიწოდა უზომოდ გახარებული დავრჩი. ახლა სიბნელეში მანათობელი ასოებით წერა შემეძლო. თუმცა მნიშვნელოვანი იყო ამის სწორად კეთება. ასე რომ საკუთარ თავს მთელი სერიოზულობით ვკითხე: „რა ვუყო ამ ახალ შეძენილ მანათობელ კალამს?“ ახალ აღთქმაში ორი ლექსი უკავშირდება მსგავს საგანს. მაშინვე ისინი ამომიტივტივდა გონებაში:
„ითხოვდით და მოგეცეს თქუენ, ეძიებდით და ჰპოვოთ, ირეკდეთ და განგეღოს თქუენ, რამეთუ ყოველი რომელი ითხოვდეს მიიღოს, რომელი ეძიებდეს პოვოს და რომელი ირეკდეს განეღოს !“ (მათე 7:7-8)
ერთი შეხედვით ეს სხვა არაფერია, თუ არა ლოცვის ჯადოსნურ ძალაზე მინიშნება, როცა ღმერთს წყალობისთვის მივმართავთ. მაგრამ ღმერთი ვინც ან რაც არ უნდა იყოს ის უბრალოდ სურვილების ამსრულებელი არაა. ჩვენ უკვე ვნახეთ, რომ თავად ეშმაკის მიერ ცდუნებისას უდაბნოში იესომაც კი არ სთხოვა დახმარება მამა-ღმერთს. სასოწარკვეთილი ადამიანების ყოველდღიური ლოცვები უპასუხოდ რჩება. იქნებ იმიტომ, რომ მათ თხოვნები არასწორადაა ფორმულირებული. იქნებ არც ისე გონივრულია ღმერთს ფიზიკის კანონების დარღვევა ვთხოვოთ როცა კუთხეში მიგვიმწყვდევენ ან რაიმე სხვა სერიოზული პრობლემა გვაქვს. შესაძლოა ამ დროს თქვენ უბრალოდ სწორად არ უდგებით საკითხს და გსურთ თქვენი პრობლემა ჯადოსნური გზით მოგვარდეს. იქნებ უბრალოდ რჩევა უნდა იკითხოთ რის გაკეთება შეგიძლიათ ამ წუთას რათა თქვენი სიმტკიცე გაზარდოთ და საკუთარ თავში ძალა იპოვოთ. შესაძლოა ჭეშმარიტების დანახვაც ითხოვოთ.
თითქმის 30 წლიანი ქორწინებისას მე და ჩემს ცოლს ბევრი უთანხმოება გვქონდა, ზოგჯერ ძალიან დიდიც - სხვადასხვა საკითხებზე. რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ქვეცნობიერ დონეზე ჩვენი კავშირი უკვე გაწყვეტილიყო, რომ უბრალოდ საუბრით ამ ბზარის ამოვსება უკვე შეუძლებელი იყო. ჩვენ ემოციური, გაბოროტებული და რთულად სამართავი ჩხუბის ხაფანგში აღმოვჩნდით. თუმცა შევთანხმდით, რომ ასეთი შემთხვევების დროს სწრაფად გავეცლებოდით ერთმანეთს - სხვა და სხვა ოთახებში გავიდოდით. ხშირად ეს ძალიან ძნელი გახლდათ, როცა მრისხანება ბობოქრობდა და ყველანაირად გიბიძგებდა მოწინააღმდეგე დაგემარცხებინა და გაგემარჯვა. მაგრამ ეს მაინც ჯობდა ჩხუბის მოსალოდნელ შედეგებს, რომელიც სპირალურად განვითარებისა და უმართავობისკენ მიისწრაფვოდა.
მარტო დარჩენილები ვცდილობდით დავმშვიდებულიყავით და ყოველი ჩვენგანი თავს ერთ კითხვას უსვამდა - რა წვლილი შეიტანა თვითოეულმა ჩვენგანმა იმ სიტუაციაში რომელმაც ჩხუბი გამოიწვია. სულ ცოტათი მაინც... ყოველი ჩვენგანი რაღაც შეცდომებს უშვებდა. მერე ისევ ერთმანეთს ვუბრუნდებოდით და ჩვენს ნაფიქრს ვუზიარებდით - აი თურმე რაში ვცდებოდი.
საკუთარი თავისთვის ამ კითხვის დასმა იოლი არაა, ამ დროს მართლაც უნდა გინდოდეს პასუხის მიღება. უბრალოდ პრობლემა იმაშია, რომ პასუხი არ მოგეწონებათ. როცა ვიღაცასთან კამათობთ, თქვენ გინდათ, რომ მართალი იყოთ და ის სხვა, თქვენი მოწინააღმდეგე ცდებოდეს. ეს კი იმას ნიშნავს რომ მან და არა თქვენ უნდა დათმოს, შეცდომა აღიაროს და შეიცვალოს - ასე უფრო უპრიანი იქნება. თუ მცდარი თქვენ ხართ და ცვლილებებიც თქვენ გჭირდებათ, საკუთარი თავის გადახედვა მოგიწევთ, თქვენი წარსულის მოგონებების, ახლანდელი ყოფის და მომავლის გეგმების. ამ შემთხვევაში მოგიწევთ შეცვლის გადაწყვეტილების მიღება და დაფიქრება, თუ როგორ გააკეთოთ ეს. რაც მთავარია ეს ნამდვილად უნდა გააკეთოთ. ეს კი დამქანცველია. ეს მრავალ განმეორებით პრაქტიკას მოითხოვს, შეხედულებების შეცვლას, ახალ რეალობასთან შეგუებას. გაცილებით ადვილია არ გაიაზრო, არ აღიარო და არ ჩაერთო. გაცილებით ადვილია სიმართლეს ზურგი აქციო და ნებაყოფლობით თვალახვეული დარჩე.
სწორედ ამ წუთას უნდა გადაწყვიტოთ რა გნებავთ - რის მიღწევას ცდილობთ - სიმართლის თუ მშვიდობის. უნდა გადაწყვიტოთ - ან თქვენი შეხედულების აბსოლუტურ უტყუარობაზე დაიჟინებთ ან მოუსმენთ სხვებსაც და შეთანხმდებით. თუ ყოველთვის მართალი იქნებით სამყარო ხელიდან გაგისხლტებათ. თქვენ უბრალოდ თავს შეუმცდარად იგრძნობთ მაშინ როცა თქვენი პარტნიორი დამარცხებულად და მცდარად. 10 000-ჯერ გაიმეორეთ ეს და თქვენი ქორწინებაც დასრულდება. მეორე ვარიანტის - მშვიდობის, ასარჩევად თქვენ ჯერ უნდა გადაწყვიტოთ რომ პასუხების მიღება უფრო გსურთ ვიდრე თქვენს სიმართლეში დარწმუნება. ეს თქვენი ჯიუტი აკვიატებების ციხიდან თავის დაღწევაა. ესაა მოლაპარაკების საფუძველი. ეს ნიშნავს დაიცვათ წესი 2 (საკუთარ თავს მოექეცით ისე, როგორც ადამიანს რომელსაც დახმარება სჭირდება).
მე და ჩემმა ცოლმა გავიგეთ, რომ თუ საკუთარ თავს ასეთ კითხვას დაუსვამ და ნამდვილად გინდა პასუხის მიღება (არ აქვს მნიშვნელობა რამდენად საშინელი და სამარცხვინო იქნება ის), მაშინ თქვენი გონების სიღრმეებიდან ამოყვინთავს მოგონება რაღაცა ძალიან სულელურსა და უგუნურზე რაც სულ ახლახანს ჩაიდინეთ. მაშინ შეგიძლიათ თქვენს პარტნიორთან მიხვიდეთ და აუხსნათ რატომ ხართ იდიოტი და ბოდიში მოუხადოთ (გულწრფელად), პარტნიორიც იგივეს გააკეთებს თქვენთვის და ისიც ბოდიშს მოგიხდით (ასევე გულწრფელად). აი მაშინ თქვენ, ეს ორი იდიოტი უკვე შეძლებთ თავისუფლად დალაპარკებას.
იქნებ ჭეშმარიტი ლოცვა სწორედ ეს კითხვაა - “სად დავუშვი შეცდომა და ახლა რა უნდა ვქნა ამ შეცდომის გამოსასწორებლად?“ თუმცა თქვენი გული საშინელი სიმართლის გასაგებად ღია უნდა იყოს. ყურადღებით უნდა მოუსმინოთ იმასაც, რისი გაგონებაც არ გინდათ. როცა გადაწყვეტთ თქვენს შეცდომებზე გაიგოთ ყველაფერი რათა გამოასწოროთ, თქვენ ამ დროს კომუნიკაციას იწყებთ თქვენივე შიშველი/დაუფარავი აზრების სათავესთან. ეს თქვენივე ცნობიერებასთან გავლილ კონსულტაციას ჰგავს. გარკვეული გაგებით ეს საუბარია ღმერთთან.
სწორედ ამ განწყობით ქაღალდის ფურცელი ავიღე და ჩემი კითხვა დავსვი: რა ვუყო ამ ახალშეძენილ კალამს? ისე ვიკითხე თითქოს ნამდვილად მჭირდებოდა პასუხი. დაველოდე და ვსაუბრობდი ჩემს ორ მე-სთან. მე სრულიად გულწრფელად ვფიქრობდი ან ვუსმენდი როგორც ეს 9 წესშია(ადამიანმა, რომელსაც უსმენთ შეიძლება ისეთი რამ იცოდეს რაც თქვენ არ იცით) მოცემული ეს წესი ისევე შეიძლება გამოგადგეთ თქვენც როგორც სხვებს ადგებათ. რა თქმა უნდა კითხვაც მე თვითონ დავსვი და პასუხიც მე თვითონ გავეცი. მაგრამ ეს ჩემი ორი სხვა და სხვა „მე“ იყო. წინასწარ არ ვიცოდი რა პასუხი იქნებოდა. ველოდი რომ ის ჩემი ცნობიერების სცენაზე გამოჩნდებოდა. ველოდი რომ სიტყვები სიცარიელიდან ამოსრიალდებოდა. როგორ შეიძლება ადამიანმა მოიგონოს ის რაც თავადვე გააოცებს? საიდან მოდიან ახალი აზრები? ვინ ან რა ფიქრობს მათ?
რადგან ყველა შესაძლო საგნიდან მე სწორედ მანათობელი კალამი მომცეს, რომელსაც სიბნელეში სინათლის ასოებით წერა შეეძლო მინდოდა მისი საშუალებით საუკეთესო რამ გამეკეთებინა. ასე რომ კითხვა სწორად დავსვი და პასუხმაც არ დააყოვნა: ჩაიწერე სიტყვები რომლებსაც შენს სულში ჩასწერდი. ეს პასუხი ჩავიწერე. ეს რაღაც ძალიან კარგი მეჩვენა - ცოტა რომანტიკული მაგრამ თამაშის წესების სრულ შესაბამისობაში. მერე თამასა ავწიე. გადავწყვიტე საკუთარი თავისთვის ყველაზე უფრო მძიმე კითხვები დამესვა, დავსვი კიდევაც და პასუხებს დაველოდე. ბოლოს და ბოლოს თუ სინათლის კალამი გაქვთ ის რთულ კითხვებზე საპასუხოდ უნდა გამოიყენოთ. აი პირველიც : რა გავაკეთო ხვალ? პასუხი: საუკეთესო რამ რაც ამ მოკლე პერიოდში შეგიძლია. ეს დამაკმაყოფილებელი პასუხი იყო. ასეთი პასუხი ამბიციურ მიზანსა და მაქსიმალური ეფექტურობის მოთხოვნას შეიცავდა. ღირსეული გამოწვევაა.მეორე კითხვაც მსგავსი გახლდათ. რა ვაკეთო შემდეგ წელს? სცადე დარწმუნდე, რომ საუკეთესო სწორედ იმის კეთება იქნება რის კეთებასაც ერთი წლის შემდეგ დაიწყებ. ესეც სოლიდური მეჩვენა - ამბიციების კარგი გაფართოება იყო, დეტალიზებული წინა პასუხთან შედარებით. მეგობარს ვუთხარი, რომ მისი ნაჩუქარი კალმით სერიოზულ ექსპერიმენტს ვატარებდი. ვკითხე ხომ შეიძლებოდა ხმამაღლა წამეკითხა რაც ჩავიწერე. კითხვები და პასუხები მასაც შესაბამისად მოეჩვენა. ამან გამახარა გაგარძელების იმპულსი მომცა.
მომდევნო კითხვამ კითხვების ეს სერია დაასრულა. რა ვუყო ჩემს ცხოვრებას? ისწრაფე სამოთხისკენ და კონცენტრირდი დღევანდელზე. ჰაჰ! ვიცოდი ეს რასაც ნიშნავდა, ამას აკეთებდა ჯეპეტო დისმენის მულტფილმიდან „პინოქიო“, როცა ვარსკვლავებისკენ მიისწრაფვოდა. მოხუცი დურგალი თავს სწევს და მზერას ზემოთ, ამქვეყნიური შფოთისგან ძალიან შორს, ცაზე მობნეულ უამრავ წვრილ მოციმციმე ბრილიანტს მიაპყრობს და თავის ყველაზე სანუკვარ სურვილს ანდობს, რომ მისმა შექმნილმა მარიონეტმა დაკარგოს ის ძაფები რომლებითაც ყველას შეუძლია მისი მართვა და ნამდვილ ბიჭად იქცეს. ეს მთაზე ქადაგების მთავარი გზავნილიცაა როგორც უკვე ვიხილეთ 4 წესში (შეადარეთ საკუთარი თავი ტქვენივე გუშნდელს...) მაგრამ ის იმსახურებს, რომ აქაც გავიმეორეთ.
და სამოსლისათჳს რაჲსა ჰზრუნავთ? განიცადენით შროშანნი ველისანი, ვითარ-იგი აღორძნდის! არა შურებინ, არცა სთავნ. ხოლო გეტყჳ თქუენ, რამეთუ არცაღა სოლომონ ყოველსა მას დიდებასა მისსა შეიმოსა, ვითარცა ერთი ამათგანი. უკუეთუ თივაჲ იგი ველისაჲ, რომელი დღეს არს და ხვალე თორნესა შთაეგზნის, ღმერთმან ესრეთ შემოსის, არა-მე უფროჲს თქუენა, მცირედ-მორწმუნენო? ნუ ჰზრუნავთ და იტყჳთ, რაჲ ვჭამოთ, ანუ რაჲ ვსუათ, ანუ რაჲ შევიმოსოთ? რამეთუ ამას ყოველსა წარმართნი ეძიებენ, რამეთუ იცის მამამან თქუენმან, რაჲ გიჴმს ამათ ყოველთაგანი. ხოლო თქუენ ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა, და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ. მათე(6:28-33)
რას ნიშნავს ყველაფერი ეს? სწორად ორიენტირება სცადეთ. და მხოლოდ მაშინ დაიწყეთ კონცენტრაცია მიმდინარე დღეზე. თქვენი მზერა სიკეთეს, სილამაზეს და სიმართლეს მიაპყარით, მერე კი ყურადღებით და დაკვირვებით ფოკუსირდით ყოველი ცალკეული მომენტის შფოთზე. სანამ დედამიწაზე გულმოდგინეთ შრომობთ, გამუდმებით ზეცისკენ ისწრაფეთ. სანამ ახლანდელზე სრულყოფილად ზრუნავთ ასევე იზრუნეთ მომავალზეც. მაშინ ორივეს სრულყოფის შანსი გექნებათ.
მერე დროსთან ჩემი დამოკიდებულებიდან ადამიანებთან დამოკიდებულებაზე გადავედი და დავწერე და მერე ჩემს მეგობარს წავუკითხე შემდეგი კითხვები და პასუხები. რა უნდა ვუყო ჩემს ცოლს? ისე მოექეცი როგორც წმინდა ღვთისმშობელს, რომ მან ქვეყნიერებას მხსნელი მოუვლინოს. რა ვუყო ჩემს გოგონას? მოუსმინე მას, მხარიდაუჭირე, მიმართულება მიეცი, განავითარე მისი გონება, და გააგებინე, რომ თუ დედობა უნდა ეს ნორმალურია. რა ვუყო ჩემს მშობლებს? ისე იმოქმედე, რომ შენმა ქმედებებმა გაამართლოს ის ტანჯვა რაც მათ გადაიტანეს. რა ვუყო ჩემს ვაჟს? მოექეცი ისე როგორც ნამდვილ ღვთისშილს.
მოვექცე ჩემს ცოლს ისე როგორ ღვთისმშობელს ნიშნავს დავინახო და დავეხმარო მისი დედობრივი როლის ღვთაებრივ ნაწილს (მხედველობაში მაქვს არა მხოლოდ თქვენი შვილების არამედ დედა როგორც ასეთი). საზოგადოება რომელიც ამას ივიწყებს კვდება. ჰიტლერის დედამ ჰიტლერს აჩუქა სიცოცხლე, სტალინისამ კი სტალინს. იყო კი მათ შვილებთან ურთიერთობაში რამე სახის გადახრა? თუ დედის როლის დიდ მნიშვნელობას, თუნდაც ვთქვათ ნდობის დამყარებაში, გავიხსენებთ ეს შესაძლებელი ჩანს. შესაძლოა მათი დედობრივი ვალდებულებების, მათი შვილებთან ურთიერთობის მნიშვნელოვნება არაა სათანადოდ ხაზგასმული, ის რასაც ეს ქალები თავიანთ დედურ ჰიპოსტასში აკეთებდნენ მათი მამების, ქმრების და საერთოდ საზოგადოების ყურადღების მიღმა დარჩა. ვისი აღზრდა შეუძლია ქალს თუ მას სათანადო ყურადღებით და მზრუნველობით ექცევიან? ბოლოს და ბოლოს სამყაროს ბედი ყოველი ახალშობილის პაწია მხრებზე წევს, ამ დროს ის ჯერ კიდევ ძალიან პატარა, სუსტი და შეშინებული, მაგრამ თავის დროზე ის იტყვის სიტყვას და საქმეს გააკეთებს, ისეთს რომელიც ხელს შეუწყობს მუდმივ ბალანსს ქაოსაა და წესრიგს შორის.
რას ნიშნავს მხარ იდაუჭირო შენს გოგონას? ეს ნიშნავს გაამხნევო ის ყველაფერში რასაც მისი სიმამაცე გასწვდება და მას მოუნდება კეთება, და ამავე დროს არ გამოგრჩეს მისი ქალურობა, გაიაზრო მისთვის ოჯახისა და შვილების ყოლის მნიშვნელოვნება და არ გაგიტაცოს ცდუნებამ დაამცირო ეს როლი პირად ამბიციებთან და კარიერასთან შედარებით. როგორც ახლახანს უკვე ვახსენეთ, ღვთისმშობელი ყრმით წმინდა ხატება შემთხვევით სულაც არაა. საზოგადოებები, რომლებიც პატივს აღარ სცემენ ამ ხატებას, რომლებიც აქ გამოხატული ურთიერთობების ტრანსცენდეტურობასა და ფუნდანემტურობას ვეღარ ხედავენ - იღუპებიან.
იმოქმედო ისე, რომ შენი მშობლის ყველა ტანჯვა გაამართლო - ნიშნავს გახსოვდეს ყველა მსხვრპლი რომელიც თქვენთვის გაიღეს ყველამ ვინც თქვენამდე ცხოვრობდა, მთელი საშინელი წარსულის განმავლობაში, მადლობლები ვიყოთ მთელი იმ პროგრესისთვის რომელსაც მათ მიაღწიეს და ვიმოქმედოთ ამ ხსოვნასთან და მადლიერებასთან შეთანხმებით. ადამიანებმა უდიდესი მსხვერპლი გაიღეს, რომ ჩვენ ის გვქონოდა დღეს რაც გვაქვს. ხშირად ისინი იხოცებოდნენ ამისთვის, ჩვენ კი გვმართებს ამ ფაქტისადმი პატივისცემით ვიმოქმედოთ.
მოექეცი შენს ვაჟს როგორც ნამდვილ ღვთისშვილს, ეს ნიშნავს ყველაზე მეტად უსურვო მას, რომ ყველაფერი სწორად გააკეთოს და მხარიც დაუჭირო ამაში სანამ ის ცდილობს. ეს ჩემი აზრით თითქოსდა სამსხვერპლო გზავნილია: დააფასეთ და მხარიდაუჭირეთ თქვენი ვაჟის ტრანსცენდეტულისკენ სწრაფვას ყველაზე მეტად, ყველაფერ დანარჩენზე მეტად (მისი ამქვეყნიური პროგრესის,უსაფრთხოების და შესაძლოა სიცოცხლის ჩათვლითაც).
განვაგრძე კითხვების დასმა. პასუხები რამდენიმე წამში მოდიოდა. რა ვუყო უცნობებს? მოიწვიე ისინი სახლში და მოექეცი როგორც ძმებს, რათა მათ შეძლონ ძმებივით მოგექცნენ. ეს ნიშნავს ადამიანისთვის ნდობის ხელის გაწვდას , რომ მისი საუკეთესო ნაწილი წინ წამოიწიოს და იგივეთი გიპასუხოთ. ეს ნიშნავს გამოამჟღავნოთ წმინდა სტუმართმოყვარეობა, რაც იმათ ცხოვრებასაც კი ვინც ჯერ კიდევ არ იცნობს ერთმანეთს შესაძლებელს გახდიდა.
რა ვუყო ცოდვილ სულს? - ფრთხილად და გულწრფელად გაუწოდე ხელი ისე რომ მან თავად ვერ ჩაგითრიოს ჭაობში. ესაა 3 წესის (იმ ადამიანებთან იმეგობრეთ ვისაც თქვენთვის საუკეთესო სურს) კარგი განზოგადება. ეს ღორებისთვის მარგალიტის დაყრის კარგი პროფილაქტიკაა, და მისგანაც ვინც თავის ცბიერებას სათნოების ნიღბით მალავს.
რა ვუყო ქვეყანას? ისე მოიქეცი თითქოს ყოფნა უფრო მნიშვნელოვანი იყოს ვიდრე არყოფნა. ისე იმოქმედეთ, რომ არსებობის ტრაგედიამ ვერც გაგრყვნათ და ვერც გაგაბოროტოთ. ესაა 1 წესის (გასწორდით და გაშალეთ მხრები) აზრი, ეცადეთ ქვეყნიერების არაპროგნოზირებადობას ნებაყოფლობით დაუპირისპირდეთ - რწმენით და სიმამაცით.
რა ვასწავლო ჩემს ხალხს? გაუზიარე მათ ის რასაც ჭეშმარიტად და მნიშვნელოვნად თვლი. ესაა წესი 8 (ილაპარაკეთ სიმართლე ან სულ ცოტა ნუ იცრუებთ მაინც). ეს ნიშნავს მიისწრაფვოდე სიბრძნისკენ, ამ სიბრზნეს სიტყვებად აქცევდე და ისე ამბობდე როგორც რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანს და აზრიანს, გულწრფელი ზრუნვით. ეს ყველაფერი კი შემდეგ კითხვას ეხება - რა ვუყო გაყოფილ ერს? გააერთიანო ის მართალი სიტყვით. ამ ჩანაწერის აზრი უფრო ნათელი გახდა რამდენიმე წელიწადში - ჩვენ ვიშლებით ორ პოლუსად, ქაოსისკენ მივექანებით. ასეთ მდგომარეობაში თითოეული ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია, რომ თუ გვინდა კატასტროფა ავირიდოთ, აუცილებელია დღის სინათლეზე გამოვიტანოთ სიმართლე - ისეთი როგორსაც ჩვენ მას ვხედავთ, არა ის დასკვნები რომლებსაც იდოლოგიები გვკარნახობს, არა ის მაქინაციები ჩვენი ამბიციები რომ წარმოშობს, არამედ ჩვენი არსებობის ძლიერი და უტყუარი ფაქტები, იმისთვის მოვლენილნი, რომ სხვებმა შეძლონ მათი დანახვა და განხილვა, რათა ვიპოვოთ შეთანხმება და გზა ერთად განვაგრძოთ.
რა გავაკეთო ღმერთისთვის? - მსხვერპლად გაიღე ყველაფერი, რაც შენთვის ძვირფასია კიდევ უფრო მეტი სრულყოფისთვის. დაე ხმელი ბალახი დაიწვას, რათა ნედლმა შეძლოს ახლიდან გაზრდა. ესაა კაენისა და აბელის საშინელი გაკვეთილი რომელზეც დაწვრილებით ვისაუბრეთ 7 წესში.
რა ვუყო მატყუარას? დააცადე ლაპარაკი რომ საკუთარი თავი გამოავლინოს. წესი 9 (ადამიანი რომელსაც უსმენთ...) ისევე აქტუალური აქ როგორც ახალი აღთქმის კიდევ ერთი ნაწყვეტი.
რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა; იმიტომ, რომ არც ეკალზე კრეფენ ლეღვს და არც ნარისაგან მოისთვლიან ყურძენს.ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.ყოველი ხე, რომელიც არ გამოიღებს კეთილ ნაყოფს, მოიჭრება და ცეცხლს მიეცემა. ხე ნაყოფით იცნობა.
ამგავარად როგორ 7 წესიდან უკვე გავარკვიეთ კეთილი ნაყოფის მისაღებად ჯერ დაავადებული ადგილი უნდა ვიპოვოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია შემდეგი კითხვის და მისი პასუხის გასაგებად. რა ვუყო განათლებულს? - შეცვალე ის ჭეშმარიტი სინათლის მაძიებლით. განათლებულები არ არსებობენ, არსებობს მხოლოდ ის ვისაც შემდგომი განათლების სურვილი აქვს. ნამდვილი ყოფნა პროცესია და არა მდგომარეობა, გზაა და არა დანიშნულების ადგილია. ესაა მიმდინარე ტრანსფორმაცია იმისა რაც იცით იმის გაცნობასთან ერთად რაც არ იცით, და არა განსახზღვრის სასოწარკვეთილი სურვილი, რაც არასოდესაა საკმარისი. ეს ეხება 4 წესის (შეადარეთ თქვენი თავი...) მნიშვნელოვნებას. თქვენი ტრასფორმაცია ყოველთვის მიმდინარე რეალობაზე მაღლა დააყენეთ. ეს კი ნიშნავს, რომ გააცნობიეროთ და მიიღოთ საკუთარი არასრულყოფილება რათა გამუდმებით მის აღმოფხვრაზე იმუშაოთ. ეს მტკივნეული მაგრამ სასარგებლო საქმეა.
შემდგომმა რამდენიმე კითხვამ და მათმა პასუხებმა სხვა კავშირების ჯგუფი შექმნეს, რომელიც ამჯერად უმადურობაზე იყო კონცენტრირებული. რა ვქნა როცა მეზიზღება ის რაც მაქვს? გაიხსენე ისინი, ვისაც არაფერი არ აქვთ და ცდილობენ მადლიერები იყვნენ. დაუკვირდით იმას რაც თვალწინ გაქვთ. 12 წესს ირონიულად შეხედეთ (თუ ქუჩაში კატას შეხვდებით წამოიყვანეთ და იზრუნეთ მასზე). ისიც გაითვალისწინეთ, რომ თქვენს პროგრესს შეიძლება ხელი შეუშალოს არა საშუალების არქონამ არამედ იმიან, რომ ზედმეტად თვითდარწმუნებულნი იქნებით და არ გამოიყენებთ იმას რაც პირდაპირ თვალწინ გიდევთ. ესაა წესი 6 (ვიდრე სამყაროს გააკრიტიკებთ ჯერ საკუთარი სახლი მოაწესრიგეთ).
ცოტა ხნის წინ ამ საკითხებზე ერთ ახალგაზრდა კაცს ვესაურბებოდი. მეეჭვება მას როდისმე თავისი ოჯახი დაეტოვებინოს, ხოლო ქვეყანა რომ არ დაუტოვებია ეს ზუსტად ვიცი. მაგრამ ტორონტოში გამოემგზავრა ჩემი ლექციის მოსასმენად და ჩემთან შესახვედრად. იმ მომენტამდე ის ძალიან დიდ იზოლაციაში ცხოვრობდა და ძალიან შფოთავდა. როცა პირველად შევხვდით ერთმანეთს ძლივს ახერხებდა ლაპარაკს. მიუხედავად ამის, გასულ წელს მან მაინც გადაწყვიტა ეს პრობლემა გადაეჭრა. მან ჭურჭლისმრეცხავის დაბალხელფასიანი სამუშაოთი დაიწყო. ამ სამუშაოსადმი ზიზღით განწყობის მაგივრად გადაწყვიტა ყველაფერი კარგად გაეკეთებინა. საკმარისად ჭკვიანი ადამიანია, იმის მაგივრად, რომ სამყაროზე გაბრაზდეს მისი ტალანტების არ აღიარების გამო, იღებს გადაწყვეტილებას გულწრფელად მიიღოს ყველა ის შესაძლებლობა რასაც სამყარო აძლევს, მორჩილება ხომ ჭეშმარიტი სიბრძნეა. ეს ახალგაზრდაც ასე მოიქცა. ახლა დამოუკიდებლად ცხოვრობს. ეს უკეთესია ვიდრე მშობლებთან ცხოვრება. ახლა მას თავისი ფული აქვს. ცოტაა მაგრამ არაფერს სჯობია. ეს მან თავად გამოიმუშავა. ახლა ის ურთიერთქმედებს სოციუმთან და ამ კონფლიქტიდან ხელსაყრელ გამოსავალს პოულობს.
ვინც ადამიანებს იცნობს კეთილგონიერია,
ვინც საკუთარ თავს განათლებული.
ადამიანების მომრევი ძლიერია,
საკუთარი თავისა კი ძლევამოსილი.
ვინც შემოსავალს იღებს მდიდარია,
ვინც გულმოდგინეთ შრომობს ნებისყოფას იხვეჭს,
ვინც საკუთარ ბუნებას არ კარგავს მარადიულია,
ვინც მოკვდა მაგრამ არ დაივიწყეს ის უკვდავია.
ვიდრე ჩემი შეშფოთებული, ცვალებადი და მტკიცე კლიენტი იმავე გზაზე განაგრძობს სვლას სულ უფრო კომპეტენტური და გამოცდილი გახდება. კარგი შედეგების მისაღწევად დიდი დრო არ დასჭირდება. მაგრამ ეს მიღწევები იმის წყალობით იქნება, რომ მან მიიღო თავისი დაბალი სტატუსი და საკმარისი მედლიერება გამოიჩინა, რათა პირველი მორცხვი ნაბიჯი გადაედგა უკვე მიღწეული გზიდან გადასახვევად. ეს გაცილებით უკეთესია ვიდრე გოდოს უსასრულო მოლოდინი. ეს მაღალფარდოვან, სტატიკურ, უძრავ არსებობაზე გაცილებით უკეთესია, სადაც მრისხანების, წყენის და ფუჭად ჩავლილ ცხოვრებაზე გამწარებული დემონები იკრიბებიან შენს გარშემო.
რა ვქნა როცა სიხარბე მითრევს? - გახსოვდეს, რომ ჭეშმარიტად უკეთესია გასცე ვიდრე მიიღო. ქვეყნიერება ფორუმია სადაც ვაჭრობა და გაცვლა მიმდინარეობს (წესი 7), და არა საგანძური რომელიც შეიძლება გაძარცვო. გაცემა ნიშნავს იმის გაკეთებას რაც შეგიძლიათ იმისთვის, რომ რაღაცა მაინც გააუმჯობესოთ. ადამიანებში კეთილი საწყისი მხარს დაუჭერს ასეთ მოქმედებას, უპასუხებს მას, გაიმეორებს, გაამრავლებს, განამტკიცებს ისე, რომ ყველაფერი გაუმჯობესდება და წინ წავა.
რა ვქნა თუ ჩამი ყველა მდინარე დავაშრე? - ეძებე ცოცხალი წყალი და გააცოცხლე ამით დედამიწა. მე ეს კითხვაც და მასზე პასუხიც განსაკუთრებით მოულოდნელი მეჩვენა. მგონი ის ყველაზე მეტადაა დაკავშირებული 6 წესთან (ვიდრე სამყაროს გააკრიტიკებთ ჯერ საკუთარი სახლი მოაწესრიგეთ). შესაძლოა ჩვენი ეკოლოგიური პრობლემები არატექნიკური კუთხიდან უფრო უკეთესად განიხილებოდეს. შეიძლება ჯობს ისინი ფსიქოლოგიურებად ჩავთვალოთ. რაც უფრო მეტი ადამიანი გაერკვევა საკუთარ თავში მით მეტი შეძლებს პასუხისმგებლობის აღებას საკუთარ თავზეც და გარე სამყაროზეც და მეტი პრობლემაც გადაიჭრება. ფართოდ ცნობილი ფაქტია, რომ ჯობია საკუთარი სული მართო ვიდრე მთელი ქალაქი. უფრო ადვილია გარეშე მტერი დაიმორჩილო ვიდრე შინაგანი. შესაძლოა საბოლო ოჯამში აღმოჩნდეს, რომ ეკოლოგიური პრობლემები სინამდვილეში სულიერი პრობლემებია. თუ საკუთარ თავს მოვაწესრიგებთ, სამყაროსაც ადვილად მიხედავთ. სხვა როგორ უნდა იფიქროს ფსიქოლოგმა?
შემდეგი სერია უკავშირდება გადაღლასა და კრიზისზე სწორ პასუხს. რა ვქნა როდესაც მტერი მამარცხებს? - უფრო მეტისკენ ესწრაფე და მადლობელი იყავი გაკვეთილისთვის. მათეს დავუბრუნდეთ: „თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: გიყვარდეს მოყვასი შენი და გძულდეს მტერი შენი,ხოლო მე გეუბნებით თქვენ: გიყვარდით თქვენი მტერნი; დალოცეთ თქვენი მაწყევარნი; კეთილი უყავით თქვენს მოძულეთ და ილოცეთ თქვენსავ მდევნელთა და შეურაცხმყოფელთათვის.რათა იყოთ შვილნი თქვენი ზეციერი მამისა, ვისაც თავისი მზე ამოჰყავს კეთილთა და ბოროტთათვის და წვიმას უგზავნის მართალთაც და უსამართლოსაც“. (მათე 5;43-45) რას ნიშნავს ეს? თქვენი მტრების წარმატებებზე ისწავლეთ, მისდიეთ 9 წესს, მოუსმინეთ მათ კრიტიკას, რათა მათთან კონფლიქტიდანაც კი შეძლოთ სიბრძნის ყოველი ფრაგმენტი მოაგროვოთ, რომლის მიღებასაც შეძლებთ რათა უკეთესი გახდეთ. თქენს ამბიციად სამყაროს შექმნა აქციეთ, სადაც ისინი ვინც თქვენს წინააღმდეგ მოქმედებს სინათლეს დაინახავენ, გამოიღვიძებენ და წარმატებას მიაღწევენ, ისე, რომ ის საუკეთესო რისკენაც თქვენ მიილტვით მათაც გადაწვდეს.
რა ვქნა თუ დავიღალე და მოუთმენელი გავხდი? - მადლიერებით მიიღეთ გამოწვდილი დახმარების ხელი. აქ ორმაგი აზრია. პირველ რიგში არ უნდა გამოგრჩეთ ინდივიდუალური ყოფნის რეალური შეზღუდულობა, მეორე მხრივ კი უნდა მიიღოთ და დააფასოთ სხვების მხარდაჭერა იქნება ეს იჯახის წევრი, მეგობარი, ნაცნობი თუ უცნობი. მოუთმენლობა და გადაღლა გარდაუვალია. გასაკეთებელი ძალიან ბევრი და ძალიან ცოტა დროა ამისთვის. მაგრამ მარტომ არ უნდა ვიბრძოლოთ და არაფერია ცუდი პასუხისმგებლობის გადანაწილებაში, ერთმანეთის ძალისხმევისა და მცდელობების კოოპერირებაში, პროდუქტიული და გააზრებული საქმიანობისთვის, რომლის შესრულება მხოლოდ ასეა შესაძლებელი.
რა ვუყო სიბერეს? - შენი ახალგაზრდობის პოტენციალი შენი მოზდილობის მიღწევებით ჩაანაცვლე. ეს ისევ წეს 3 მეგობრობაზე დაგმოცემულ დისკუსიასთან გვაბრუნებს, სოკრატეს გასამართლებასა და სიკვდილთან და ამის განზოგადება ასე შეგვიძლია - სავსე სიცოცხლე ამართლებს ყველა შეზღუდვას. ახალგაზრდა კაცს რომელსაც არაფერი აქვს - გააჩნია შესაძლებლობა უფროსების მიღწევები გააპროტესტოს. და ეს ყოველთვის ცუდი არაა.
მოხუცი თავისი ბრიყვული შიშებით
კართან მდგარ ყვავის საფრთხობელას გავს.
სანამ სულს სიკვდილის ნაფხრეწი ახურავს,
ვერ აარაკრაკებს სამღერლად ხმას,.
(უილიამ ბატლერ იეიტსი).
რა ვქნა თუ შვილი მომიკვდება? - გვერდით დაუდექით სხვა საყვარელ ადამიანებს და დაეხმარეთ ტკივილს გაუმკლავდნენ. აუცილებელია ძლიერი იყოთ სიკვდილის ხატების წინაშე, რადგან ის გარდაუვალია. ამიტომაც ვეუბენები ჩემს სტუდენტებს: ესწრაფეთ იყოთ ისეთი ადამიანები, რომ თქვენი მამის დაკრძალვაზე თითოეულმა მწუხარე ადამიანმა შეძლოს ნუგეში თქვენთან ჰპოვოს. არის ასეთი ძვირფასი და კეთილშობილი ამბიცია: ძლიერი იყო უბედურების წინაშე. ის ძალიან განსხვავდება სურვილისგან იცხოვრო უბედურებებისგან თავისუფალი ცხოვრებით.
რა გავაკეთო მოსალოდნელ საშიშ მომენტში? შენი ყურადღების ფოკუსირება მოსალოდნელ სწორ ნაბიჯზე სცადე. წყალდიდობა ახლოვდება, ის ყოველთვის ახლოვდება. აპოკალიპსი ყოველთვის ჩვენთანაა. ამიტომაცაა ნოეს ამბავი არქეტიპური. ყველაფერი ინგრევა - ეს ჩვენ 10 წესში გავიხილეთ, და წონასწორობაც ირღვევა. მაშინ ყველაფერი ქაოტური და გაურკვეველი ხდება. და ამ დროს ყველაფერი ის რაც მიმართულებას დაგვანახებს ესაა ის ხასიათი რომელიც ადრე ააგეთ, როცა სიმაღლეებისკენ მიისწრაფვოდით მიმდინარე მომენტზე დაყრდნობით. თუ ასე არ აკეთებდით მაშინ ვერც კრიზისს გაუმკლავდებით, და მხოლოდ ღმერთის იმედიღა დაგრჩებათ.
როგორც მომეჩვენა ეს უკანასკნელი ბლოკი იმ ღამეს დასმულ ყველაზე რთულ კითხვებს მოიცავდა. ბავშვის სიკვდილი ყველაზე უარესი კატასტროფაა. ბევრი ურთიერთობა ინგრევა ამ დროს. აუცილებელი არაა ამ საშინელებამ წაგშალოთ თუმცა ასეთი რეაქცია გასაგებია. მე მინახავს ხალხი, რომლებმაც არაჩვეულებრივარ მყარი ოჯახები და კავშირები შექმნეს, სწორედ მაშინ როცა ოჯახის წევრი ტრაგიკულად დაიღუპა. ვხედავდი როგორ ბრუნდებოდნენ ისინი ცოცხლად დარჩენილებთან და აორმაგებდნენ მათთან გაერთანებისა და მათი დამშვიდების მცდელობას. ამის წყალობით მათ ის დანარჩენი მაინც დაიბრუნეს რაც სიკვდილმა ასე სასტიკად წაართვა. ამიტომა აუცილებელია მწუხარებისას თანაგრძნობა. ტრაგედიის არსბობის ფაქტის წინაშე უნდა გავერთიანდეთ. ჩვენი ოჯახები შესაძლოა სასტუმროებათ გადაიქცეს ანთებული ბუხრებით, სადაც სითბო და სტუმართმოყვარეობა სუფევს, სანამ გარეთ ქარიშხლები ბობოქრობენ. სისუსტისა და მოწყვლადობის შეგრძნება, რომელსაც სიკვდილის არსებობა აჩენს, შიშის მომგვრელია, ამან შეიძლება გაბოროტება და განდგომა გამოიწვიოს. მაგრამ მას გამოღვიძებაც შეუძლია. მას შეუძლია შეახსენოს მწუხარეებს, რომ იმ ადამიანების სიყვარული რომლებიც ჰყავთ არ მიიღონ როგორც ვალდებულება რომ ასეც უნდა იყოს.
ერთხელ ჩემს მშობლებთან დაკავშირებული გარკვეული გადაწყვეტილებები მივიღე, ისინი უკვე 80+ არიან. ესაა იმ საძულველი არითმეტიკის შედეგი რომელსაც 5 წესის (ნუ გააკეთებინებთ თქვენს შვილებს ისეთ რამეს რაც თქვენს თვალში დაამცირებს მათ) განხილვისას ვაწყდებით. მე რაღაცეები გავთვალე რათა ფხიზელი გონებით მემოქმედა. დედას და მამას დაახლეობით წელიწადში ორჯერ ვნახულობ. როგორც წესი რამდენიმე კვირას ვატარებთ ერთად. ვიზიტებს შორის პერიოდში ტელეფონზე ვსაუბრობთ. თუმცა იმ ადამიანების სიცოცხლის სავარაუდო ხანგრძლივობა ვინც 80 წელზე მეტისაა 10 წელზე ნაკლებია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მაშინაც კი თუ ძალიან გამიმართლებს ჩემს მშობლებთან შეხვედრას 20 -ჯერაც კი ვეღარ შევძლებ. ამის ცოდნა საშინელებაა. მაგრამ სწორედ ამ ცოდნის წყალობით აღარ ვთვლი ჩემი მშობლების მონახულებას ვალდბულებად.
კითხვა პასუხების შემდეგი ნაკრები ხასიათის განვითარებას ეხება. რა ვუთხრა ვანდალ ძმას? დაწყევლილითა ღმერთი ყოფიერების ცუდი მოსამართლეა. ჩემი მტკიცე რწმენა მდგომაეობს იმაში, რომ სამყაროს მოსაწესრიგებლდ, როგორც ეს უკვე განვიხილეთ 6 წესში - აუცილებელია საკუთარი თავით დაწყება. ყველაფერი დანარჩენი უბრლოდ თვითკმაყოფილებაა. ყველაფერი დანარჩენი უბრალოდ დაგაზიანებთ, რადგან ამოდის თქვენივე უმეცრებიდან და ოსტატობის უქონლობიდან. მაგრამ ეს ნორმაურია. უამრავი რამის გაკეთება შეიძლება ზუსტად იქ სადაც ახლა იმყოფებით. თქვენი პირადი შეცდომები დამღუპველად აისახება სამყაროზე. თქვენი გაცნობიერებული ნებაყოფლობითი ცოდვები სამყაროს იმაზე უარესს ხდიან ვიდრე იყო. თქვენი უმოქმედობა, ინერცია და ცინიზმი შლიან სამყაროდან თქვენივე იმ ნაწილს რომელსაც შეეძლო მწუხარება დაეცხრო და მშვიდობა მოეტანა. ეს ცუდია. ესაა უსასრულო მიზეზები სამყაროს მიმართ სასოწარკვეთის, გაბოროტების, წყენის და შურიეძიების წყურვილის. საჭირო მსხვერპლის გაღების უუნარობა, საკუთარი თავის გამომჟღავნების უუნარობა, უბრალოდ ცხოვრებისა და სიმართლის თქმის უუნარობა - გასუსტებთ. ასეთი დასუსტებული კი ვერ ააყვავებთ სამყაროს, ვერც საკუთარ თავს მოუტანთ სარგებელს და ვერც სხვას. უიღბლობები ერთმანეთს მიეწყობა და დაიტანჯებით. ეს სულს გაგიხრწნით. სხვაგარად შეუძლებელიცაა. ცხოვრება მძიმეა, მაშინაც კი როცა ყველაფერი კარგად მიდის. ხოლო როცა ცუდად მიდის? მტკივნეულმა გამოცდილებამ მასწავლა, რომ ყველაფერი შეიძლება უფრო უარესადაც იყოს. ამიტომაცაა ჯოჯოხეთი უძირო უფსკრული. ამიტომაც ასოცირდება ის ზემოთხსენებულ ცოდვასთან. ყველაზე საშინელ სიტუაციებში ტანჯული სულების კოშმარული მდგომარეობა, მათივე აზრით, უკავშირდება ხოლმე შეცდომებს, შეგნებულად რომ უშვებდნენ წარსულში - ღალატთან, დაუდევრობასთან, სისასტიკესთან, სიმხდალესთან და ყველაზე ხშრად ნებაყოფლობით სიბრმავესთან. მაგრამ ყოფნა ხელშეუხებელია. აი რატომაა დაწყევლილთა მეფე ყოფიერების ცუდი მოსამართლე.
როდისღა გამოძერწავთ საკუთარი თავისგან იმას ვისზე დაყრდნობაც შეიძლება - საუკეთესო და ყველაზე უარეს დროსაც კი , მშიდობისა და ომის მდგომარეობაში? როგორ ცდილობთ საკუთარი თავი იმად აქციოთ, ვინც თავის ყველაზე უარესი კატასტროფის დროსაც კი არ შეკრავს კავშირს ჯოჯოხეთის მკიდრებთან? კითხვები და პასუხები გრძელდებდა, ყველა ასე თუ ისე უკავშრდებოდა წესებს რომლბიც არ წიგნში გამოვიყვანე.
რა უნდა ვქბა ჩემი სიმტკიცის მოსამატებლად? არ იცრუო და არ გააკეთო ის რაც გეზიზღება.
რა ვქნა რომ სხეულის მიმართ მადლიერება გამოვხატო? მხოლოდ სულის საკეთილდღეოდ გამოვიყენო ის.
რა ვუყო ჩემს რთულ კითხვებს? ჩათვალე რომ ისინი ჭეშმარიტებისკენ მიგიძღვებიან.
რა ვუყო უბედურ ღარიბს? - ეცადე სწორი მაგალითით გაამთელო მისი გატეხილი გული.
რა ვქნა თუ ძალიან დიდი ბრბო მიყვირის? - მტკიცედ იდექი და შენი ჭეშმარიტებები იღაღადე.
სულ ესაა. მე ისევ მაქვს ის სინათლის კალამი. მას შემდეგ ამით აღარაფერი დამიწერია. შესაძლოა მომავალში ისევ მოვიქცე ასე, როცა რაღაცა სულის სიღრმიდან დამიძახებს. მაგრამ ასეც რომ არ მოხდეს, ის უკვე დამეხმარა მეპოვა საჭირო სიტყვები ჩემი წიგნის დასასრულებლად.
იმედი მაქვს ჩემი დაწერილი წიგნი თქვენთვის სასარგებლო აღმოჩნდა. იმედი მაქვს ჩემმა წიგნმა აღმოგაჩენინათ ის რაც იცოდით მაგრამ არ იცოდით ამ ცოდნის შესახებ. იმედი მაქვს, რომ ის ძველიძველი სიბრძნე რომელიც აქ მოვიყვანე ძალას შეგმატებთ. იმედი მაქვს ამან თქვენს გულებში ნაპერწკალი აანთო. იმედი მაქვს თქვენ შეძლებთ წელში გასწორდეთ, ოჯახთან ურთიერთობა გამოარკვიოთ და თქვენს გარშემო საზოგადოებას მშვიდობა და კეთილდღეობა მოუტანოთ. იმედი მაქვს, რომ 11 წესის თანახმად (ხელს ნუ შეუშლით ბავშვებს როცა ისინი სკეიტბორდით თამაშობენ), თქვენ თავადაც გაძლიერდებით და იმათაც შთააგონებთ ვინც თქვენი ზრუნვის საგანია, იმის მაგივრად რომ ქანცის გაძრობამდე იცავდეთ მათ. ყოველივე საუკეთესის გისურვებთ და იმედი მაქვს თქვენც ასევე უსურვებთ სხვებს.
რას დაწერდით თქვენ თქვენი სინათლის კალმით?
მადლობა
სანამ ამ წიგნს ვწერდი რბილად რომ ვთქვათ მძიმე დრო გამოვიარე. მაგრამ მე მხარს მიჭერდნენ სანდო, კომპეტენტური, საიმედო ადამიანები, რომლებიც იმაზე მეტი აღმოჩნდა ვიდრე მე ველოდი და მადლობა ღმერთს ამისთვის. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ტემის, ჩემს დიდ და კეთილ მეგობარს, უკვე თითქმის 50 წლის მანძილზე. ის იყო პატიოსნების, სანდოობის, მხარდაჭერისა, პრაქტიკული დახმარების, ორგანიზაციისა და მოთმინების ნამდვილი წყარო ვიდრე მე ამ წიგნზე ვმუშაობდი, რაც იმის პარალელურად მიმდინარეობდა რაც ხდებოდა ჩვენს ოჯახში. ის მეხმარებოდა, იმისდა მიუხედავად რაც არ უნდა მომხდარიყო გარშემო და რამდენად დამთრგუნველიც არ უნდა ყოფილიყო ეს. ჩემი გოგონა მიქაელა და ვაჟი ჯულიანიც, ასევე ჩემი მშობლები უოლტერი და ბევერლიც ჩემს გვერდით იყვნენ, ჩემს მიმართ დიდ ყურადღებას იჩენდნენ, ერთად განვიხილავდით რთულ საკითხებს და ახალი აზრების, სიტყვების და მოქმედებების აწყობაში მეხმარებოდნენ. ასევე ჩემი სიძე ჯიმ კელერი კომპიტერული მიკროსქემების არაჩვეულებრივად ნიჭიერი შემქმნელი და ჩემი საიმედო და მამაცი და ბონი. ვოდეკ შემბერგის და ესთერ ბექიეს მეგობრობა ჩემთვის მნიშვნელოვანი აღმოჩდა, ყველა შემთხვევაში, მთელი ამ წლების განმავლობაში, ისევე როგორ პროფესორ უილიამ კანინჰემის, უცხო თვალისთვის შეუმჩნეველი მხარდაჭერა. დოქტორმა ნორმან დოიჯმა მოლოდინსაც გადააჭარბა, დაწერა და გადაწერა ამ წიგნის შესავალი, რასაც იმაზე მეტი ძალისხმევა დასჭირდა ვიდრე ვვარაუდობდი. ის მეგობრული სითბო რასაც ყოველთვის გვინაწილებდნენ ის და მისი მეუღლე კარენი ჩვენთვის ძალიან ძვირფასი იყო. ჩემთვის სიამოვნება იყო ქრეიგ ფაიეტთან, ჩემს რედაქტორთან თანამშრომლობა. ქრეიგის განსაკუთრებული ყურადღება დეტალების მიმართ და უნარი მოეთოკა ემოციის მერყეობა, და ხშირად გაღიზიანებაც ჩემს მრავალრიცხოვან შავ ასლებში, ძალიან დამეხმარა რომ საბოლოო ვარიანტი კარგად დაბალანსებული და აწონ-დაწონილი გამოსულიყო.
გრეც ჰერვიცი, მწერალი, სცენარისტი და მეგობარი, რომელმაც ჩემი ბევრი წესი გამოიყენა თავის ბესტსელერში Orphan X ჯერ კიდევ იქამდე ვიდრე წიგნს დავამთავრებდი და ეს დიდი კომპლიმენტი იყო. გრეგი ასევე ნებაყოფლობით გახდა ერთგული, სკურუპულოზური, კომიკურ-ცინიკური და ხისტი რედაქტორი და კომენტატორი, სანამ მე წინგს ვწერდი და ვარედაქტირებდი. ის დამეხმარა არაფრისმომცემი სიტყვების წყება მომეშორებინა და ნარატივის ჩარჩოს არ გავცდენოდი. და ბოლოს მინდა დიდი მადლობა გადაუხადო სალი ჰარდინგს, ჩემს აგენტს, და სხვა კარგ ადამიანს რომლებთან ერთადაც ის მუშაობს CookeMcDermid- ში. სალის გარეშე ეს წიგნი ვერასოდეს დაიწერებოდა.
თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...