წესი XII
წესი XII - თუ ქუჩაში კატას შეხვდებით წამოიყვანეთ და იზრუნეთ მასზე
მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე
არც ძაღლებია ნაკლები
დასაწყისშივე გამოგიტყდებით, რომ მყავს ძაღლი - ამერიკული ესკიმოსი, შპიცის ერთ-ერთი ნაირსახეობა. პირველ მსოფლიო ომამდე მათ გერმანულ შპიცებს ეძახდნენ, მაგრამ მერე ამ სახელს ტაბუ დაედო, თითქოსდა არაფერი შეიძლებოდა გერმანული წარმოშობის კარგი ყოფილიყო. ამერიკული ესკიმოსი - ძაღლების ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სახეობაა - კლასიკური, წინ წამოწეული მგლისებური დინგი, ზემოთ დაცქვეტილი ყურები, გრძელი, ფუმფულა ბეწვი და მოკაუჭებული კუდი. ეს ჯიში ასევე ძალიან ჭკვიანია. ჩვენი ძაღლი, სახელად სიკო (რაც ინუიტურ ენაზე „ყინულს“ ნიშნავს, თუ ჩემს გოგონას ენდობით, რომელმაც მას სახელი დაარქვა), ძალიან სწრაფად ითვისებს სხვა და სხვა ტრიუკებს, ახლაც კი, როცა უკვე მოხუცია. როცა 13 წლის გახდა მე მას ახალი ტრიუკი ვასწავლე, ამ დროისთვის მან უკვე იცოდა თათის გამოწვდენა და სასუსნავის ცხვირზე გაჩერება, ჰოდა მე ეს ორი გავაერთიანე. სამწუხაროდ ვერ დავიფიცებ, რომ ეს ძაღლს რაიმე სიამოვნებას ანიჭებდა.
სიკო ჩემი მიქაელასთვის ვიყიდეთ, როცა ის ჯერ კიდევ 10 წლის იყო. ძალიან საყვარელი ლეკვი გახლდათ: პატარა ცხვირი და ყურები, მრგვალი დინგი, დიდი თვალები და მოუხერხებელი მოძრაობები, ეს თვისებები მაშინვე ზრუნვის სურვილს აჩენს, როგორც ქალებში, ისე მამაკაცებში. სწორედ ასე დაემართა მიქაელას, რომელიც მანამდე უკვე ზრუნავდა წვერიან აგამაზე, გეკონზე, სამეფო პითონებზე, ქამელეონებზე, იგუანებზე და გიგანტურ 9 კილოგრამიან ფლამანდრიულ კურდღელ ჯორჯზე, რომელიც სიგრძეში 82 სანტიმეტრი იყო, მთელი სახლი გადაღრღნა და ხშირად იკარგებოდა (მათდა სამწუხაროდ ვინც იპოვიდა, ესენი კი ძირითადად იმ პაწია ბაღჩების პატრონები იყვნენ ჩვენს გვერდით რომ ცხოვრობდნენ). ყველა ეს არსება ჰყავდა მიქაელას იმიტომ, რომ მას ტრადიციულ შინაურ ცხოველებზე ალერგია ჰქონდა, სიკოს გარდა, რომელიც ჩვენდა საბედნიერიდ ჰიპოალერგიული აღმოჩნდა.
სიკოს 50-იოდე მეტსახელი მაინც ჰქონდა, (ასე დავითვალეთ) რომლებიც ემოციურ ელფერების ფართო სპექტრს მოიცავდა, მათში აისახებოდა ის სიყვარული რაც გარს ეხვია და ჩვენი წუხილიც მისი ცხოველური საქციელების გამო. არამზადა მათ შორის ჩემი ფავორიტი გახლდათ, იყო კიდევ ვირთხუნია, ბეწვის გორგალი - წუწნია ძაღლი. ბავშვები მას ასევე ქურდბაცაცას და ბუზღუნას ეძახდნენ და კიდევ გრძელცხვირას, საფრთხობელას და სნორფალოპოგუსს (დამეთანხმებით ყველაზე საშინელი სახელია). ახლა მიქაელას ყველაზე მეტად სნორბსის დაძახება მოსწონს. ის ასე მიმართავს ძაღლს დიდი ხნის განშორების მერე შეხვედრისას. სრული ეფექტისთვის ეს სახელი გაკვირვების გამომხატველი ნოტებით უნდა წარმოთქვათ.
ისე გამოვიდა, რომ სიკოს ინსტაგრამზეც აქვს საკუთარი ჰეშთეგი : #JudgementalSikko.
ჩემი ძაღლის აღწერა დავიწყე იმის მაგივრად, რომ პირდაპი კატებზე დამეწერა. ეს იმიტომ, რომ მინდა „ჯგუფების მინიმალურ იდენტიფიკაციას“ გავექცე, ფენომენს რომელიც სოციალურმა ფსიქოლოგმა ჰენრი ტაიფელმა აღმოაჩინა. მან თავის ცდებში მონაწილე ჯგუფი ეკრანის წინ დასვა, ეკრანზე კი გამუდმებით ინთებოდა რამდენიმე წერტილი. მათ სთხოვეს წერტილები დაეთვალათ. მერე ტაფლერმა ცდისპირები ორ ჯგუფად დაყო - ისინი ვინც ამცირებდა რეალურ რაოდენობას და ისინი ვინც ზრდიდა, ასევე გამოყო დაკვირვებული და დაუკვირვებელი ჯგუფები მათი ქცევის მიხედვით. მერე სთხოვა მონაწილეებს გაენაწილებინათ ფული ჯგუფის წევრებს შორის.
აქ ტაფლერმა აღმოაჩინა, რომ მონაწილეები საკუთარი ჯგუფის წევრებს აშკარა უპირატესობას ანიჭებდნენ, ერიდებოდნენ ეგალიტარული დისტრიბუციის სტრატეგიას და არაპროპორციულად აჯილდოებდნენ მათ, ვისთანაც საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ახდენდნენ. სხვა მკვლევარები ადამიანებს სხვა და სხვა ჯგუფებად ყოფდნენ და კიდევ უფრო შემთხვევით განმასხვავებლებს იყნენებდნენ, მაგალითად უბრალოდ მონეტას აგდებდნენ. ამას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა მაშინაც კი როცა ცდისპირებმა იცოდნენ როგორ ფორმირდებოდა ჯგუფი. ადამიანები ყველა შემთხვევაში უპირატესობას საკუთარი ჯგუფის წევრებს ანიჭებდნენ.
ტაიფელის კვლევებმა ორი რამ დაგვანახა: პირველი ის, რომ ადამიანები სოციალურები არიან, და მეორე, რომ ისინი ასოციალურები არიან. სოციალურები არიან, რადგან თავიანთი ჯგუფის წევრები მოსწონთ, ასოციალურები კი იმიტომ, რომ არ მოსწონთ სხვა ჯგუფის წევრები. კითხვა თუ რატომაა ასე ხანგრძლივ კამათს იწვევს. ვფიქრობ ეს ოპტიმიზაციის რთული პრობლემის პასუხი უნდა იყოს. ასე ხდება მაშინაც, როცა ორი ან მეტი ფაქტორია მნიშვნელოვანი და ვერც ერთს ვერ გამოვყოფთ, სანამ რომელიმეს მნიშვნელობას არ შევამცირებთ. მსგავსი წინააღმდეგობები ჩნდება თანამშომლობასა და შეჯიბრს შორის, მაშინ როცა ერთიცა და მეორეც სოციალურად და ფსიქოლოგიურადაც სასურველია. თანამშრომლობა საჭიროა დაცულობის შეგრძნებისთვის, მეგობრობისთვის და უსაფრთხოებისთვის. შეჯიბრი კი პირადი ზრდისა და სტატუსისთვის. როგორც არ უნდა იყოს, თუ კონკრეტული ჯგუფი ძალიან პატარაა, მას არ აქვს ძალა და გავლენა და არ შეუძლია მოიგერიოს სხვა ჯგუფები. გამოდის, რომ ასეთი ჯგუფის წევრობა არც ისე სახარბიელოა. ხოლო თუ ჯგუფი ძალიან დიდია, მის სათავეებთან მიახლოებისა და იქ დამკვიდრების შანსები კლებულობს. ამგვარად ძალიან ძნელია წინსვლა. შესაძლოა მონეტის აგდებით იმიტომ ქმნიან ადამიანები ჯგუფებს, რომ სურთ ორგანიზაციაში, დაცვის ქვეშ ყოფნა და იერარქიაში წინ წაწევა. ამიტომაც ანიჭებენ უპირატესობას თავიანთ ჯგუფს რადგან ამით ხელს უწყობენ მის განვითარებას, დაცემულ ცხენზე შეჯდომა ხომ სულაც არაა ჭკვიანური სტრატეგია.
ტაფელის მინიმალური პირობების აღმოჩენის შემდეგ, მე ეს თავი კატებზე ჩემი ძაღლის ამბით დავიწყე. სხვაგვარად ძაღლების პატრონები უბრალოდ არ წაიკითხავდნენ თავს კატებზე, იმ მიზეზით, რომ მე მათი ოთხფეხა მეგობრები ქუჩიდან შინ წამოსაყვან ცხოველთა ჯგუფში არ შევიყვანე. ამ დროს კი მეც ძალიან მიყვარს ძაღლები და სულაც არ მინდა ასეთ გაუგებრობაში მოვყვე. ასე რომ, თუ ქუჩაში უცნობ ძაღლებთან დამეგობრება მოგწონთ, ნუ დაიტოვებთ ჩემი სიძულვილის მიზეზს. მეც ხშირად მოვფერებივარ ქუჩის ძაღლებს. კატების მოყვარულებსაც ბოდიშს ვუხდი, მესმის სათაურიდან გამომდინარე კატების ამბავს ელოდით და ამის მაგივრად იძულებულნი იყავით ჩემი ძაღლის ისტორია გეკითხათ. მათ მხოლოდ იმით დავამშვიდებ, რომ ვეტყვი - კატები კარგად გამოხატავენ იმას, რისი გაძლიერებაც მე მინდოდა და რომ მათ აუცილებლად დავუბრუნდები. მაგრამ მოდით ჯერ სხვა თემები განვიხილოთ.
ყოფიერების ტანჯვა და შეზღუდულობა
როგორ უკვე აღვნიშნეთ ცხოვრების ტანჯვად წარმოჩენის იდეა - ყველა ძირითადი რელიგიური მიმდინარეობის დოგმატია, ამა თუ იმ ფორმით. ბუდისტები ამას პირდაპირ ამბობენ, ქრისტიანები ამის ილუსტრაციას ჯვრით ახდენენ, ებრაელები პატივს მიაგებენ საუკუნეების განმავლობაში მიმდინარე წამებას. უდიდესი სარწმუნოებებისთვის ასეთი მსჯელობები უნივერსლურია, რადგან ადამიანები თავისთავად ძალიან მოწყვლადები არიან. ჩვენთვის ზიანის მიყენება სრულიად შესაძლებელია, მორალურისაც და ფიზიკურისაც, დანაკარგისა და სიბერის დამანგრეველ გავლენას კი ვერ ერთი ჩვენგანი ვერ გაექცევა. ამ სევდიანი ფაქტების წყების მიუხედავად გასაკვირიც კია, როგორ შეგვიძლია აყვავებასა და კეთილდღეობას ველოდოთ.
ცოტა ხნის წინ ვისაუბრე კლიენტთან, რომლის ქმარიც უკვე ხუთი წელია სიმსივნით იტანჯება. ამ ხნის განმავლობაში ორივე საოცრად მამაცურად ებრძოდა დაავადებას. მაგრამ სამწუხაროთ ამ ვერაგმა ავადმყოფობამ მეტასტაზები გაუშვა და მამაკაცის დღეები დათვლილი იყო. ალბათ ასეთი სიახლის მოსმენა ყველაზე მძიმე მაშინაა, როცა ეს ესაა გაუმკლავდით მორიგ სირთულეს და ჯერ ისევ სულის მოთქმას ცდილობთ. ასეთ დროს ასეთი ტრაგედია განსაკუთრებით უსამართლო გვეჩვენება. ამან შეიძლება იმედი საერთოდ დაგვაკარგინოს. ხშირად ეს სრულიად საკმარისია მძიმე ფსიქოლოფიური ტრავმისთვის. მე და ჩემმა კლიენტმა მთელი რიგი საკითხები განვიხილეთ,რომელთა შორის ფილოსოფიურებიც ერია, აბსტრაქტულებიც და სრულიად კონკრეტულებიც. მე მას ჩემი გარკვეული მოსაზრებები გავუზიარე ადამიანის მოწყვლადობის მიზეზ-შედეგობრიობაზე.
ჩემი ვაჟი ჯულიანი სამი წლისათვის ძალიან საყვარელი ბავშვი იყო. ახლა უკვე 23 წლისაა ჯერ ისევ საყვარელია (დარწმუნებული ვარ ეს კომპლიმენტი გაახარებს როცა წაიკითხავს). მის გამო მე ხშირად მიფიქრია პატარა ბავშვების მოწყვლადობაზე. სამი წლის ბავშვს სულ ადვილად დააზიანებთ - შეიძლება ძაღლმა უკბინოს, მანქანა დაეჯახოს ან სხვა ბავშვებმა სცემონ. ანდა ავად გახდეს, ჯულიანი ხშირად ავადმყოფობდა - მაღალი სიცხე და ბოდვები ჰქონდა. ზოგჯერ აბაზანაში შემყავდა და ვაგრილებდი როცა ჰალუცინაციები ეწყებოდა და აქტიურად მეწინააღმდეგებოდა. ავადმყოფ ბავშვზე მეტად ძალიან ცოტა რამეს შეუძლია ადამიანური ყოფის ფუნდამენტური შეზღუდულობები შეგაგრძნობინოს.
მიქაელასაც, რომელიც მხოლოდ წლითა და რამდენიმე თვით იყო ჯულიანზე უფროსი, თავისი პრობლემები ჰქონდა. როცა 2 წლის იყო მხრებზე შესმული დამყავდა. როგორც წესი ბავშვებს მოსწონთ ასე, მან კი, როგორც კი ჩამოვსვი, ტირილი დაიწყო. ამის შემდეგ ასე აღარ მოვქცეულვარ, მეგონა თითქოს პრობლემა აღარ იყო მაგრამ აღმოჩნდა, რომ მხოლოდ მეგონა. ტემიმ, ჩემმა ცოლმა მითხრა, რომ მიქაელას უცნაურად დადიოდა. მე ეს არ შემიმჩნევია, ტემის კი ეგონა, რომ ეს მიქაელას რეაქცია იყო ჩემს მხრებზე სერინობაზე.
მიქაელა ძალიან ხალისიანი გოგონა იყო და მასთან ყოფნა მსიამოვნებდა. ერთხელ, როცა ის ჯერ კიდევ 14 თვის იყო მე ის, დედამისი და მისი ბებია-ბაბუა ქეიფ-ქოდში წავიყვანე. როდესაც დანიშნულების ადგილს მივაღწიეთ ტემი და მისი მშობლები წინ წავიდნენ, მე და მიქაელა კი მარტონი დაგვტოვეს მანქანში. მიქაელა სკამის საზურგეზე გადაწოლილიყო, მზეს ეფიცხებოდა და რაღაცას ტიტინებდა. მე დავიხარე, რომ გამერჩია რას ამბობდა -
„ბედნიერი ვარ, ბედნიერი ვარ, ბედნიერი ვარ“, - იმეორებდა ის.
აი ასეთი გოგონა იყო.
მაგრამ როგორც კი 6 წლის გახდა მოიღუშა, დილით მისი საწოლიდან აგდება ძალიან გაჭირდა. ძალიან ნელა იცვამდა. როცა სადმე მივდიოდით ძლივს მილასლასებდა უკან. ამბობდა, რომ ფეხსაცმელი უჭერდა და ფეხები სტკიოდა. 10 წყვილი სხვა და სხვანაირი ფეხსაცმელი ვუყიდეთ მაგრამ არც ამან უშველა. როცა სკოლაში წავიდა, თავი ამაყად ეჭირა და კარგადაც იქცეოდა, მაგრამ როგორც კი შენ მობრუნებული დედას დაინახავდა მაშინვე ტირილს იწყებდა. ცოტა ხნით ადრე ჩვენ ბოსტონიდან ტორონტოში გადავედით და ყველაფერი ეს გარემოს შეცვლით გამოწვეულ სტრესს დავუკავშირეთ. მაგრამ უკეთესობისკენ არაფერი იცვლებოდა. მიქაელა თითო თითო საფეხურზე ნელა ადიოდა და ჩამოდიოდა კიბეებზე, ის მოძრაობდა როგორც გაცილებით მოზრდილი ასაკის ადამიანი. ჩიოდა თუ მას ხელს ჰკიდებდნენ. ერთხელ კი მკითხა; „მამიკო როცა პატარა ვიყავი - ციცქნა გოჭუნიას მეთამაშებოდი? ალბათ ძალიან მტკიოდა“. არის რაღაცეები რასაც ძალიან გვიან იგებ...
ადგილობრივი კლინიკის ექიმმა მითხრა: „ზოგჯერ ბავშვებს სტკივათ როცა იზრდებიან, ეს ნორმალურია, მაგრამ თუ გსურთ ფიზიოთერაპევტს აჩვენეთ.“ ასეც მოვიქეცით. ფიზითერაპევტმა მიქაელას ტერფის ამოძრავება სცადა. ის არ იძვროდა. ეს არ იყო კარგი ამბავი, ექიმაა გვითხრა :“თქვენს გოგონას საბავშვო რევმატოიდული ართრიტი აქვს“. ეს სულაც არ იყო ის რისი მოსმენაც გვინდოდა. ფიზიოთერაპევტით უკმაყოფილონი დავრჩით. ისევ კლინიკაში დავბრუნდით, ამჯერად სხვა თერაპევტთან. მან შემოგვთავაზა ბავშვთა საავადმყოფოში წავსულიყავით. მან გვირჩია :“სასწრაფო დახმარების სერვისით ისარგებლეთ, ასე უფრო სწრაფად შეძლებთ რევმატოლოგთან მოხვედრას“. მიქაელას ართრიტი დადასტურდა, პირველი ფიზიოთერაპევტი მართალი აღმოჩდა. 37 დაზიანებული სახსარი, მძიმე პოლიარტიკულარული, იუვენალური, იდიოპათიური ართრიტი. მიზეზი უცნობია. პროგნოზი - მოსალოდნელი სახსრების მრავალრიცხოვანი ჩანაცვლება ბავშვობის ასაკში.
რისთვის შექმნა ღმერთმა ისეთი სამყარო სადაც პატარა, ბედნიერ, უცოდველ გოგონას ასეთი რამ დაემართება? ეს კითხვა ფუნდამენტური მნიშვნელობისაა როგორც მორწმუნისთვის ისე არამორწმუნისთვის. ეს პრობლემა (და კიდევ მრავალი სხვა) აღწერილია „ძმებ კარამაზოვებში“, დოსტოევსკის დიდებულ რომანში, რომელიც 7 თავში ვახსენეთ. დოსტოევსკი ყოფიერების მცდარობას ივანის მეშვეობით გამოხატავს, როგორც უკვე გახსოვთ ეს მოწესრიგებული, ჭკვიანი და სანდომიანი ძმაა, მორჩილ ალიოშას მთავარი ოპონენტი. „გამიგე, განა ღმერთს არ ვიღებ, - ეუბნება ალიოშას, - მე არ შემიძლია მივიღო მისი შექმნილი სამყარო, ღმერთის სამყარო, არ შემიძლია დავეთანხმო მას.“
ივანი უყვება ალიოშას პატარა გოგონას ამბავს, რომელსაც დასჯის მიზნით მშობლები გაყინულ საპირფარეშოში კეტავდნენ (ეს ამბავი დოტოევსკიმ გაზეთში ამოიკითხა). „მის დედას შეეძლო მშიდად დაეძინა, როცა საშინელ, ბინძურ ადგილას ჩაკეტილი შვილის ტირილი ესმოდა! - ეუბნება ალიოშას - პატარა არსება, რომელსაც ჯერ იმის გააზრებაც კი არ შეუძლია რა ემართება, ბინძურ ოთახში, თავის პატარა მუშტებს მკერდზე იშენს, ტირის - სისხლის, თუმცა ჯერ კიდევ უბოროტო, მორჩილი ცრემლებით და ღმერთს შესთხოვს შველას, - გესმის თუ არა მთელი ეს აბსურდი ჩემო ძმაო და მეგობარო, ჩემო ღვთისმოშიშო მორჩილო, შემ მაინც გესმის მთელი ეს ახირება რას ემსახურება? მითხარი გთხოვ, პირდაპირ მითხარი - წარმოიდგინე ეს შენ ხარ, შენ აშენებ კაცობრიობის ბედისწერის გოდოლს, რათა ბოლოს ადამიანები გააბედნიერო, რომ მათ საბოლოო მშვიდობა და სიკეთე მისცე, მაგრამ ამისთვის გადაუდებლად აუცილებელი და გარდაუვალია, რომ მხოლოდ ერთი პაწაწინა არსება ეწამოს, აი სწორედ ის ბავშვი, მკერდში პატარა მუშტებს რომ იშენს, და მის სამაგიერო მიუზღავ ცრემლებზე დაგედგა შენი დიდებული გოდოლი, დათანხმდებოდი ასეთ პირობებზე არქიტექტორობაზე? მითხარი - კი თუ არა? მითხარი, არ მომატყუო!“ ალიოშა უარყოფს „არა არ დავთანხმდებოდი“ წყნარად ამბობს ის. ის არ დააკეთებდა იმას, რასაც ღმერთი სულ თავისუფლად უშვებს.
მეც რაღაც მსგავსი გავაცნობიერე 3 წლის ჯულიანთან მიმართებაში. მე ვფიქრობდი: „მიყვარს ჩემი ბიჭი, ის ჯერ კიდევ 3 წლისაა, პატარა, საყვარელი, ხალისიანი ბავშვია. მაგრამ მაინც ძალიან მეშინია, რადგან ძალიან ადვილად შეიძლება მისი ვნება. ამის შეცვლა რომ შემეძლოს რას გავაკეთებდი?“ ვფიქრობდი: „შესაძლოა სიმაღლეში 6 მეტრი ყოფილიყო, მაშინ ვერავინ წააქცევდა. შეიძლება ტიტანისგან ყოფილიყო და არა სისხლისა და ხორცისგან. მაშინ თუ რომელიმე ბავშვი სათამაშო მანქანს წაართმევდა ის აღარ იდარდებდა. შესაძლოა მისი გონება კომპიუტერივით ყოფილიყო გაუმჯობესებული, მაშინ თუ რამე დაუზიანდებოდა უბრალოდ სათადარიგო ნაწილით შევუცვლიდით და სანერვიულოც არაფერი იქნებოდა.“ მაგრამ არა, არავითარი პრობლემა არ გადაიჭრა და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს შეუძლებელია. ჯულიანის ხელოვნურად გაძლიერება მისივე დაშლას უდრიდა. მისი პატარა, სამი წლის „მეს“ მიუხედავად ის მაინც ფოლადისთავიანი ცივი რობოტი იქნებოდა. ეს ჯულიანი კი არა მონსტრი იქნებოდა. ამ ფიქრებში გავაცნობიერე, რომ ის რაც ადამიანში გვიყვარს მისი შეზღუდულობებისგან განუყოფელია. ჯულიანი პატარა, საყვარელი და სასიამოვნო ბავშვი ვერ იქნებოდა იმავე დროს ავადმყოფობის, ტკივილის, ტანჯვის მიმართ ასეთი მოწყვლადი რომ არ ყოფილიყო. ამიტომაც ჩავთვალე, რომ რადგან ძალიან მიყვარდა ის სწორედ ისეთი უნდა ყოფილიყო როგორიც იყო მისი სისუსტის მიუხედავად.
გოგონასთან უფრო გამიჭირდა. რადგან მისი დაავადება პროგრესირებდა. ხელით ტარება მიწევდა როცა სასეირნოდ დავდიოდით. მან ნაპროქსენისა და მეტატრესკოტის მიღება დაიწყო, ორივე ძლიერი ქიმიოთერაპიული პრეპარატებია. კორტიზოლის ინექციის მთელი სერია გადაიტანა (მაჯა, მხრები, იდაყვები, მუხლები, თეძოები, ტერფები, ხელისა და ფეხის თითები) - ყველაფერი ეს ანესთეზიის ქვეშ. ეს დროებით შველოდა მაგრამ მისი მდგომარეობა უარესდებოდა. ერთხელ ტემიმ მიქაელა ზოოპარკში წაიყვანა და ინვალიდის ეტლით ასეირნა, ეს ცუდი დღე იყო.
რევმატოლოგმა პრედნიზონისა და კორტიკოსტეროიდის მიღება გვირჩია, მათ დიდი ხანია ანთებების წინააღმდეგ იყენებენ. მაგრამ პრედნიზონს ბევრი გვერდითა ეფექტი აქვს და ერთ-ერთი არც ისე იშვიათი სახის შესიებაა. ეს პატარა გოგონასთვის ართრიტზე უკეთესი არაფრითაა. საბედნიერიდ რევმატოლოგმა ახალ წამალზე გვიამბო. ამას ადრეც იყენებდნენ უფროსებში. ასე გახდა მიქაელა პირველი კანადელი ბავშვი რომელიც ეტანერცეპს „ბიოლოგიურ“ პრეპარატს იღებდა, სპეციალურად ავტოიმუნური დაავადებების საწინააღმდეგოდ შემუშავებულ წამალს. პირველივე ინექციისას ტემიმ უნებურად გადააჭარბა დოზას... 10-ჯერ. და ჰოი საოცრება ! მიქაელა განიკურნა. რამდენიმე კვირის შემდეგ ის ზოოპარკში თავისი ფეხით დარბოდა და ფეხბურთსაც თამაშობდა. ტემიმ მთელი ზაფხული მისი სირბილის ყურებაში გაატარა.
ჩვენ გვინდოდა, რომ მიქაელას თავის ცხოვრებაში ეკონტროლებინა ყველაფერი რასაც შეძლებდა. მისი ყველაზე ძლიერი მოტივატორი ყოველთვის ფული იყო. ერთხელ ჩვენ დავინახეთ როგორ იდგა ის ქუჩაში თავის ბავშვობის წიგნების გარემოცვაში, ის მათ გამვლელებზე ყიდდა. ერთ საღამოს დავჯექი მის წინა და შევთავაზე, რომ 50$ მივცემდი თუ საკუთარი ხელით გაიკეთებდა ნემსს. მაშინ 8 წლის იყო, მთელი 35 წუთი ებრძოდა საკუთარ თავს და თან ნემსი თეძოსთან ეჭირა. მერე კი გაიკეთა. მეორედ 20$ გადაუხადე მაგრამ მხოლოდ 10 წუთი მივეცი. ამას 10$ და 5 წუთი მოჰყვა. საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე 20$ გავჩერდით, ასეთი იყო შეთანხმება.
რამდენიმე წელიწადში მიქაელას სიმპტომები მთლიანად გაუქრა. რევმატოლოგმა წამლებისგან გადაჩვევა გვირჩია. ზოგიერთი ბავშვი იუვენალურ, იდიოპათიურ ართრიტს მხოლოდ პუბერტატისას ამარცხებს. არავინ იცის რატომ. მიქაელამ დაიწყო მეტატრეკსატის აბების მიღება ინექციების ნაცვლად. 4 წელი ყველაფერი კარგად მიდიოდა. მაგრამ უცებ იდაყვების ტკივილი დაეწყო. ისევ საავადმყოფოში წავიყვანეთ. „თქვენ მხოლოდ ერთი აქტიური ართრიტიანი სახსარი გაქვთ“, - გვითხრა რევმატოლოგის ასისტენტმა. მაგრამ ეს „მხოლოდ“ არ იყო. ორი ერთზე ბევრად მეტი არაა, მაგრამ ერთი ბევრად მეტია ვიდრე ნული. ერთი ნიშნავდა, რომ მან ვერ დაამარცხა თავისი ართრიტი, დიდი რემისიის მიუხედავად. ამ სიახლემ მთელი თვით ამოაგდო კალაპოტიდან, მაგრამ ის მაინც განაგრძობდა ცეკვაზე სიარულს და ბურთსაც თამაშობდა ბავშვებთან ერთად.
მომავალ სექტემბერს, როცა მიქაელა 11 კლასში გადავიდა, რევმატოლოგმა კიდევ ერთი უსიამოვნო სიახლე გაგვანდო. მრტ-ს საშუალებით თეძოს ცვეთა დადგინდა. ექიმმა უთხრა: „ჩვენ მოგვიწევს თეძო შეგიცვალოთ სანამ 30 გახდები“. იქნებ ის იქამდე დაზიანდა ვიდრე ეტანერცეპტი მოახდენდა სასწაულს? არ ვიცით. ეს საგანგაშო სიახლე იყო.
ერთხელ, რამდენიმე კვირის შემდეგ მიქაელა ჰოკეის თამაშობდა სკოლის სპორტდარბაზში. თეძო თითქოს გაეთიშა, მოედნიდან ფეხათრეული გამოვიდა. ტკივილი მხოლოდ ძლიერდებოდა. რევმატოლოგმა უთხრა: „როგორც ჩანს შენი თეძოს ერთ ერთი ძვალი მოკვდა. ვეღარ დაველოდებით შენი თეძოს გამოცვლისთვის 30 წელს, ეს ახლავე უნდა გავაკეთოთ.“
მე ჩემს კლიენტს ვესაუბრებოდი, ის თავისი ქმრის პროგრესირებად დაავადებაზე მიყვებოდა, ჩვენ სიცოცხლის სისუსტეზე ვმსჯელობდით, არსებობის კატასტროფაზე, ნიჰილიზმზე, რასაც სიკვდილის აჩრდილი აღვიძებდა. ჩემს ვაჟზე ფიქრებით დავიწყე. მან კი როგორც ნებსმიერი იკითხავდა მის ადგილას მომმართა:“რატომ მე? რატომ ჩემი ქმარი? რატომ ხდება ეს?“ ჩემი გაცნობიერება ყოფიერების მშვენიერებასა და მის მოწყვლადობას შორის მჭიდრო კავშირის შესახებ ყველაზე კარგი პასუხი იყო რისი გაცემაც მისთვის შემეძლო. მე მას ძველი ებრაული ამბავი მოუყევი, რომელიც როგორც ვიცი თორას განმარტებების კომენტარია. ის ძენ-კოანისებურად სტრუქტუირებული კითხვით იწყება. წარმოიდგინეთ ყოფიერება რომელიც ყოვლისმომცველი, ყოვლისშემძლე და ყველგან მყოფი. რა აკლია ასეთ ყოფიერებას? შეზღუდულობა. თუ შენ უკვე ხარ ყველგან, ყოველთვის და ყველაფერი მაშინ უკვე წასავლელიც არსადაა და ვეღარავინ გახდები. ყველაფერი რაც შეიძლებოდა ყოფილიყო ან მომხდარიყო უკვე არის და მოხდა. აი სწორედ ამიტომ, ამ ამბის თანახმად, ღმერთმა შექმნა ადამიანი. არ არის შეზღუდვები და არ არის ისტორია. არ არის ისტორია და არც ყოფიერებაა. ეს იდეა დამეხმარა ყოფიერების საოცარ სისუსტესთან შეგუებაში. ჩემს კლიენტსაც დაეხმარა. არ მინდა ყველაფრის გადაფასება. არც იმის თქმა, რომ ეს ყველაფერს მისაღებს ხდის. მას ისევ უწევდა ქმრის კიბოსთან გამკლავება, როგორც მე ვუმკლავდებოდი ჩემი გოგონას დაავადებას. მაგრამ არსებობს გარკვეული გაგება და აუცილებელია გაცნობიერება, რომ არსებობა და შეზღუდულობა განუყოფლადაა დაკავშირებული.
ოცდაათი ჩხირი ერთ ბორბალში ერთდება
ჩხირებს შორის კი სივრცეა
და სწორედ ეს აბრუნებს ბორბალს.
თიხისგან ქოთნებს აკეთებენ
მაგრამ იყენებენ სწორედ სიცარიელეს ქოთნებში.
სახლს კარს და ფანჯარას ამაგრებენ, მაგრამ
სახლში არსებულ სიცარიელეში ცხოვრობენ.
აი რატომაა რაღაცის სარგებლიანობა მის სიცარიელეზე დამოკიდებული.
ასეთი ტიპის გაგება ახლახანს გაჩნდა, თანაც პოპ-კულტურის სამყროში, სუპერმენის, DC-ს კომიქსების გმირს ევოლუციის პროცესში. სუპერმენი შეიქმნა 1938 წელს ჯერი ზიგლერისა და ჯო შუსტერის მიერ. თავიდან მას შეეძლო გადაეადგილებინა მანქანები, მატარებლები და გემებიც კი. შეეძლო ძალიან სწრაფად სირბილი, ერთი ნახტომით ცათამბჯენზე გადავლება. მაგრამ იმის მიხედვით, თუ როგორ ვითარდებოდა შემდეგი 4 ათწლეული სუპერმენი, მისი შესაძლებლობები მხოლოდ იზრდებოდა. 1960-იანი წლების ბოლოს უკვე სინათლის სიჩქარეზე სწრაფად დაფრინავდა. მას სუპერსმენა და რენტგენის მზერა ჰქონდა. თვალებიდან სითბური სხივების გამოშვება შეეძლო. თავისი სუნთქვით შეეძლო გაეყინა საგნები და გამოეწვია ქარიშხალი. მთელი პლანეტის გადაადგილება შეეძლო, არც ბირთვული აფეთქებები აჩერებდა. ამ დროს თუ დაიჭრებოდა - იარა მაშინვე ხორცდებოდა. სუპერმენი დაუმარცხებელი გახდა.
მერე კი საშინელი რამ მოხდა. ის მოსაწყენი გახდა. რაც უფრო იზრდებოდა მისი შესაძლებლობები მით უფრო გართულდა მისთვის საინტერესო დაბრკოლების მოძებნა. DC-მ პირველად წარმატებით გადალახა ეს სირთულე, სუპერმენი კრიპტონიტის, მის განადგურებული პლანეტის ნარჩენების, რადიაციის მიმართ მგრძნობიარე გახდა. საბოლოოდ კი ამ ამბის 20-მდე ვარიაცია შეიქმნა. მწვანე კრიპტონიტი ასუსტებდა სუპერმენს, გარკვეულ რაოდენობას მისი მოკვლაც კი შეეძლო. წითელი უცნაურად მოქცევას აიძულებდა. წითლისა და მწვანის ნარევი მასში მუტაციებს იწვევდა (ერთხელ მესამე თვალიც კი გამოეზარდა).
მაგრამ საჭირო იყო კიდევ სხვა მიგნებებიც, რომ სუპერმენის ამბები ისევ სულისშემძვრელი ყოფილიყო. 1976 წელს ის ადამიან-ობობასთან შეაბრძოლეს. მაშინ პირველად გადაიკვეთა ორი სუპერგმირი სტენ ლის კომპანია Marvel Comics-ს, რომელიც ნაკლებ იდეალიზებულ გმირებს ფლობდა და სუპერმენისა და ბეთმენის მფლობელ კომპანია DC-ს შორის. მაგრამ მარველს ადამიანი-ობობას ძალის გაზრდა მოუწია რათა ეს ბრძოლა შემდგარიყო. ეს თამაშის წესების დარღვევა იყო. ადამიანი-ობობა იმიტომაც არის ადამიანი-ობობა, რომ მას ობობის შესაძლებლობები აქვს. თუ უცებ ის სხვა შესაძლებლობებსაც იღებს ის უკვე ადამიანი-ობობა აღარაა. სიუჟეტი თითქმის ჩავარდა. 1980-იან წლებში სუპერმენი უკვე “DEUS EX MACHINA” ტერმინალური სტადიით იტანჯებოდა. ეს ტერმინი აღწერს ხიფათში ჩავარდნილი გმირის უეცრად გამოჩენილი ღმერთის მიერ გადარჩენას ბერძნულ მითოსში. ცუდად დაწერილ ისტორიებში ახლაც შეიძლება წარუმატებელი სიუჟეტის ან უბედური გმირის გადარჩენა ცოტაოდენი ჯადოსნობით ან მსგავსი სოფისტიკით, მაყურებლის/მკითხველის გონივრული მოლოდინების საწინააღმდეგოდ. ზოგჯერ მარველიც ზუსტად ასე იხსნის ხოლმე კრახისთვის განწირულ სიუჟეტს. მაგალითად მაშველი - „იქს ადამიანებიდან“ რომელიც ნებისმიერ ძალას გამოიმუშავებს როცა საქმე ვინმეს გადარჩენას ეხება. ძალიან მოსახერხებელია ასეთი ადამიანის გვერდით ყოლა. პოპულარული გამოცემები სავსე ასეთი მაალითებით. თუნდაც სტივენ კინგის „წინააღმდეგობა“ - ბოლოს (ფრთხილად სპოილერი) თავად ღმერთი ანადგურებს ბოროტმოქმედებს. სერიალ „დალასის“ მთელი მეცხრე სეზონი (1985-86) საბოლოოდ სიზმარი აღმოჩნდება. ფანატები ასეთ ხრიკებს აპროტესტებენ და სამართლიანადაც. ისინი გააცურეს. ადამიანები ისტორიას თვალს ადევნებენ და არ უნდათ უნდობლობის გამომჟღავნება, სანამ შეზღუდვები, რაც ამბავს შესაძლებელს ხდის, დამაჯერებელი და თანმიმდევრულია. მწერლებიც თავის მხრივ ცდილობენ თავიანთ საწყის ხაზს მიჰყვნენ. როცა ავტორები ცრუობენ - ფანატები უკმაყოფილებას გამოთქვამენ. უჩნდებათ სურვილი წიგნი ბუხარში შეაგდონ და ტელევიზორს აგური ესროლონ.
სუპერმენის პრობლემაც ეს გახდა - იმდენი და ისეთი სუპერძალები განივითარა, რომ თავად შეეძლო დეუს- საიდანაც გინდათ გამხდარიყო ნებისმიერ დროს. ამის შედეგად 80-იან წლებში ფრანშიზა კინაღამ დაიღუპა. მხატვარმა ჯონ ბრინმა წარმატებით განაახლა ის, სუპერმენის ბიოგრაფიას არ შეხებია, მაგრამ ბევრი სუპერ ძალა ჩამოაცილა. სუპერმენს აღარ შეეძლო პლანეტების აწევა და წყალბადის ბომბების გადაგდება. მისი ძალა მზეზე დამოკიდებული გახდა და ერთგვარ პირუკუ ვამპირად იქცა. გარკვეული გონივრული შეზღუდვები მიიღო. აღმოჩნდა, რომ ყოვლისშემძლე სუპერგმირი სულაც არაა გმირი. ის აღარაა განსაკუთრებული და შესაბამისად აღარაფერია. აღარაფერია მისთვის დაუძლეველი და საკვირველიც აღარაფერი რჩება. როგორც ჩანს ნებისმიერი გონივრული არსების ყოფა მოითხოვს შეზღუდვებს. ალბათ იმიტომ, რომ ყოფნა რაღაცად გახდომას გულისხმობს, ისევე როგორც უბრალო სტატისტიკურ არსებობას, ხოლო გახდომა - ნიშნავს გაზრდას თუ არა შეცვლას მაინც. ეს კი შეზღუდვების პირობებშია შესაძლებელი.
ასეთი საზღვრებით პროვოცირებულ ტანჯვას რაღა ვუყოთ? იქნებ ყოფიერებისთვის აუცილებელი საზღვრები იმდენად ექსტრემალურია, რომ დროა მთელი წამოწყება ნაგავს გავატანოთ? დოსტოევსკიმ ძალიან ნათლად გაგვცა ამაზე პასუხი „მკვდარი სახლის ჩანაწერების“ მთავარი გმირის პირით: „ერთი სიტყვით ყველაფერი შეიძლება ვთქვათ მსოფლიო ისტორიაზე, ყველაფერი რაც კი მოშლილ წარმოსახვას შეიძლება თავში მოუვიდეს, იმის გარდა, რომ ის კეთილგონივრულია. პირველივე სიტყვებზე წაიბორძიკებთ“. როგორც უკვე ვიცით მეფისტოფელი, ყოფიერების მტერი გოეთეს „ფაუსტში“, ღიად აცხადებს საკუთარ ზრახვებს. წლების შემდეგ გოეთემ „ფაუსტის“ მეორე ნაწილი დაწერა. მან აიძულა ეშმაკს თავისი კრედო გაემეორებინა, ოდნავ განსხვავებული ფორმით, რომ საკუთარი თვალსაზრისიც ჩაესვა:
“სულელური სიტყვაა “გაქრა. სად გაქრა?
წმინდა არარაში? აქამდე რა ქნა? ქრებოდა?
მაგრამ თავიდანვე თუკი ქრებოდა,
მაშინ შესაქმე რად უნდოდა, რას იქმნებოდა!
ყოველი არსი არყოფნაში შედის წყობილად,
რაც იმას ნიშნავს, რომ ყოფადში არცა ყოფილა.
არადა, თითქოს არსებობსო, ისე წრიალებს...
რა შეედრება საუკუნო სიცარიელეს!”
(ფაუსტი. დავით წერედიანის თარგმანი)
ყველას შეგვიძლია ამ სიტყვების გაგება როცა ქორწინება ინგრევა, ოცნება გვემსხვრევა ან ოჯახის წევრი ტანჯვით გვიკვდება. როგორ შეიძლება რეალობა ასეთი აუტანელი იყოს? ვინ და როგორ დაუშვა ეს?
იქნება როგორც კოლუმბინის ბიჭებმა შემოგვთავაზეს (იხ.წესი 6), უკეთესი იქნებოდა სულ არ ვყოფილიყავით. შესაძლოა ყოფიერება სულაც რომ არ ყოფილიყო. თუმცა ადამიანები რომლებიც პირველ დასკვნას ეთანხმებიან თვითმკვლელობას ეთამაშებიან, ხოლო ვინც მეორეს უფრო უარესი - ნამდვილი ურჩხულის ხასიათს ავლენენ. ისინი ყველაფრის განადგურების იდეას ემხრობიან. ისინი გენოციდს ან რამე უფრო უარესს ეთამაშებიან, სიბნელეშიც კია გრადაცია და უფრო ჩაბნელებული ადგილები. ნამდვილად სულისშემძვრელია ის, რომ ასეთი დასკვნები გასაგები და გარდაუვალიც კია. თუმცა ყოველთვის რეალიზებადი არა. რა უნდა იფიქროს გონიერმა ადამიანმა როცა მაგალითად ბავშვის ტანჯვასთან აქვს საქმე? ნუთუ სწორედ გონიერი ადამიანი არ აღმოაჩენს ხოლმე, რომ ასეთი ფიქრები მოსდის თავში? როგორ შეეძლო კეთილ ღმერთს ასეთი სამყაროს არსებობის დაშვება? მსგავსი დასკვნები გასაგებიც შეიძლება იყოს და ლოგიკურიც. მაგრამ საკუთარ თავში საშინელ ხაფანგს მოიცავენ. მსგავს აზრებთან შეთანხმებული ქმედებები გარდაუვლად გააუარესებს ისედაც უკვე არასახარბილო სიტუაციას. სიცოცხლისადმი ზიზღი და სიძულვილი თუნდაც მის მიერვე გამოწვეული ტკივილისთვის, მხოლოდ იმავე სიცოცხლის კიდევ უფრო გამწარებას ემსახურება, ბევრად უფრო გამწარებას. ეს არაა ნამდვილი პროტესტი, არც სათნოება, ეს მხოლოდ სურვილია ტანჯვისთვის ტანჯვით მიაგონ. ესაა ბოროტების არსი, ხალხი, რომელიც ამ დასკვნამდე მივიდა ერთ ნაბიჯზეღაა ტოტალური განადგურბებისგან. ხშირად მათ ამისთვის საშუალებები არ ჰყოფნით, ზოგჯერ კი, როგორც სტალინს ხელი პირდაპირ ბირთვულ ღილაკზე უდევთ.
გააჩნია კი ამ ყველაფერს საკადრისი ალტერნატივა, სამყაროს არსებობის ყველა საშინელების გათვალისწინებით? შესაძლოა კი მალარიის-კოღოების, ბავშვი- მეომრების და დეგენერაციული ნევროლოგიური დაავადებებით სავსე სამყაროს არსებობის გამართლება? დარწმუნებული ვარ ვერ შეძლებდით XIX საუკუნეში ამაზე სათანადო პასუხის გაცემას, სანამ შემდგი საუკუნის მილიარდობით ადამიანის შემმუსვრელი საშინელებები არ გამოჩნდა. არ მესმის რატომაა ასეთი ეჭვების დაშვება მორალურად გაუმართლებელი ჰოლოკოსტის, სტალინური წმენდების და მაოს კატასტროფების გარეშე. მე ისიც ვერ წარმომიდგებია როგორ შეიძლება ამ კითხვაზე პასუხის გააზრება. აზროვნებას შეუფერხებლად მივყავართ უფსკრულისკენ. ამან არ იმუშავა ტოლსტოის შემთხვევაში არც ნიცშესი და მსოფლიო ისტორიაში ძნელად მოიძებნება ვინმე ვინც უფრო ნათლად იაზრებდა მსგავს საკითხებს.
მაგრამ თუ უმძიმეს სიტუაციაში გონებას ვერ დავეყრდნობით რაღა რჩება? ბოლოს და ბოლოს აზროვნება უმაღლესი ადამიანური მიღწევაა, ნუთუ ასე არაა? შესაძლოა არა. რაღაცა ნამდვილად ცვლის აზროვნებას მისი საკვირველი ძალის მიუხედავად. როცა ყოფნა ეგზისტენციალურად აუტანლად ავლენს თავს, აზროვნება შიგნიდან ინგრევა. ასეთ შემთხევაში სიღრმისეულ დონეზე ფოკუსი სწორდება იმაზე რასაც ვამჩნევთ და არა რასაც ვფიქრობთ. ალბათ თავიდან ამას შეამჩნევთ: როცა ვიღაცა ან რაღაცა გიყვართ ეს არ ხდება მისი შეზღუდვების მიუხედავად, არამედ სწორედ ამ შეზღუდვების წყალობით. რა თქმა უნდა ეს რთულია. თქვენ არც უნდა გიყვარდეთ ყველა შეზღუდვა და არც ულაპარაკოდ უნდა იღებდეთ მათ. არ უნდა შეწყვიტოთ მცდელობა სიცოცხლე უკეთესი გახადოთ და ნუ დატოვებთ ტანჯვას ისე როგორც არის. მაგრამ გაუმჯობესების გზაზე არის შეზღუდვები, რომელთა გადალახვაც მოგვინდება თუნდაც ჩვენი საკუთარი ადამიანობის გაწირვის ხარჯზე. რა თქმა უნდა ადვილი სათქმელია, რომ არსებობა შეზღუდვებს მოითხოვს და მშვიდად გააგრძელოთ გზა სანამ მზე ანათებს, მამათქვენს ალცჰაიმერი არ აქვს, ბავშვებიც ჯანმრთელები არიან და ქორწინებაც ბედნიერია, მაგრამ მაშინ რა ხდება როცა საქმე ცუდადაა?
ტკივილი და ნგრევა
ტკივილით დატანჯულ მიქაელას ღამეები არ ეძინა. როცა მასთან ბაბუა მივიდა და კოდეინიანი ტაილენოლ-3-ის რამდენიმე აბი მისცა, გოგონამ როგორც იქნა დაიძინა. მაგრამ ცოტა ხნით. ჩვენმა რევმატოლოგმა, რომელიც ყოველთვის ახერხებდა მიქაელას რემისიამდე მიყვანას, თავისი მოთვინების ზღვარს მიაღწია როცა ჩვენი შვილის ტკივილს შეესწრო. ერთხელ მან ახალგაზრდა გოგონას ოპიატები გამოუწერა, მას კი დამოკიდებულება გაუჩნდა. ამიტომაც ჩვენმა ექიმმა დაიფიცა, რომ ამას აღარ გაიმეორებდა. მან გვკითხა: „იბუპროფენი ხომ არ გიცდიათ?“ ამ დროს მიქაელა მიხვდა, რომ ექიმებმა ყველაფერი არ იციან. იბუპროფენი მისთვის დამშეული ადამიანისთვის პურის ნატეხივით იყო.
ჩვენ ახალ ექიმს ველაპარაკეთ. მან ყურადღებით მოგვისმინა და გოგონას დაეხმარა. თავიდან ტაილენოლ-3 დაგვინიშნა, სწორედ ის რომელიც მას ბაბუამ მოუტანა. ეს გაბედული ნაბიჯი იყო. თერაპევტები უზარმაზარ წნეხს განიცდიან როცა რეცეპტი ოპიატებს ეხება, განსაკუთრებით ბავშვებში. მაგრამ ოპიატები მოქმედებენ. თუმცა მალე ტაილენოლი საკმარისი აღარ იყო. მიქაელამ ოქსიკონტინისა და ოპიოდის მიღება დაიწყო, ამ უკანასკნელს სოფლურ ჰეროინსაც ეძახიან. ამან ტკივილის დაძლევაში უშველა მაგრამ სხვა პრობლემები შეუქმნა. წამლის გამოწერიდან რამდენიმე დღეში ტემიმ მიქაელა ლანჩზე წაიყვანა. გოგონა მთვრალივით იქცეოდა, მისი საუბარი გაუგებარი იყო, თავი გვერდზე უვარდებოდა. ეს კარგი არ იყო.
ჩემი ცოლისდა ექთანია და პალეატიურ ცენტრში მუშაობს. მან ჩათვალა, რომ ოქსიკონტინთან ერთად რიტალინის (ამფეტამინი რომელსაც ჰიპერაქტიურ ბავშვებს აძლევენ) დამატებაც შეიძლებოდა. რიტოლინმა მიქაელას სიფხიზლე დაუბრუნა, თანაც ამ წამალსაც ჰქონდა ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. ეს ძალიან სასარგებლო ინფორმაციაა როცა სხვის ტანჯვასთან გვაქვს საქმე რომელსაც უნდა ვებრძოლოთ. მაგრამ მიქაელას ტკივილი სულ უფრო იზრდებოდა და მტანჯველი ხდებოდა. მას ფეხზე დგომაც უჭირდა, მისი თეძო ისევ გაითიშა, ამჯერად მეტროში სადაც ესკალატორი არ მუშაობდა. მისმა შეყვარებულმა კიბეზე ხელით აიყვანა. სახლში ტაქსით დაბრუნდა, მეტრო კი მისთვის საიმედო ტრანსპორტიის სიიდან ამოიშალა. მარტში მიქაელას 50 კუბიანი სკუტერი ვუყიდეთ. სახიფათო იყო მისთვის სკუტერზე დადგომის ნება მიგვეცა, მაგრამ თავისუფლების ასე ტოტალური შეზღუდვაც არანაკლებ ხიფათს უკავშირდებოდა. მან სპეციალური გამოცდა ჩააბარა რაც სკუტერის დღისით ტარების ნებას აძლევდა. მას რამოდენიმე თვე მისცეს უნარების გასაუმჯობესებლად და მუდმივი მართვის მოწმობის მისაღებად.
მაისში მას თეძო შეუცვალეს, ქირურგმა ფეხების სიგრძეში ნახევარსანტიმეტრიანი სხვაობის აღმოფხვრაც კი შეძლო. როგორც აღმოჩნდა ძვალი არ მომკვდარიყო, ეს უბრალოდ ჩრდილი იყო სურათზე.
მიქაელასთან დეიდა, ბებია და ბაბუა მოვიდნენ სტუმრად. ყველაფერი უკეთესად იყო. მაგრამ ოპერაციის მერე ის მაშინვე უფროსებისთვის განკუთვნილ სარეაბილიტაციო ცენტრში გადაიყვანეს. ბოლო 60 წლის მანძილზე ის ყველაზე ახალგაზრდა პაციენტი იყო. მისი მოხუცებული პალატის მეზობელი ნერვიული ქალი იყო და შუქის ჩაქრობას ღამეც არ ანებებდა. ამასთანავე ეს ქალი ტუალეტში ვერ გადიოდა და იძულებული იყო ქოთანი გამოეყენებინა. ის ვერ იტანდა დახურულ კარს, მიუხედავად იმისა, რომ პალატის მოპირდაპირედ ექთნების ოთახი იყო საიდანაც გამუდმებით ხმამაღალი საუბრისა და ზარის ხმა გამოდიოდა. სად იყო ძილის საშუალება, არადა მიქაელას ძილი ძალიან სჭირდებოდა. საღამოს 7 საათის შემდეგ მნახველებსაც არ უშვებდნენ. ფიზიოთერაპევტი, ვის გამოც მიქაელა იქ მოათავსეს, შვებულებაში აღმოჩნდა. ერთადერთი ადამიანი ვინც დაეხმარა დამლაგებელი გახლდათ, რომელმაც რამდენიმე საწოლიან პალატაში გადაიყვანა, როდესაც მიქაელამ ექთანს შესჩივლა რომ დაძინებას ვერ ახერხებდა. ეს ექთანი იცინოდა, როცა უთხრეს რომელ პალატაში გადაჰყავდათ მიქაელა. გოგონას იქ 6 კვირა უნდა გაეტარებინა მაგრამ მხოლოდ 3 დღე შესძლო. როცა ფიზითერაპევტი შვებულებიდან დაბრუნდა მიქაელა კიბეზეც ავიდა და ყველა აუცილებელი სავარჯიშოც შეასრულა. სანამ ის ამით იყო დაკავებული, ჩვენ ბინა პანტუსებით და სახელურებით აღვჭურვეთ, მერე კი ჩვენი გოგონა შინ დავაბრუნეთ. მან მშვენივრად გაუძლო ტკივილს და ოპერაციას, მაგრამ სარეაბილიტაციო კლინიკის პირობებმა პოსტტრავმული სტრესი განუვითარა.
ივნისში მიქაელა მოტოციკლის ტარების კურსებზე ჩაეწერა, რათა მოწმობა აეღო და ლეგალურად გაეგრძელებინა სკუტერზე სიარული. ჩვენ კი ჯერ ისევ გვეშინოდა. რომ გადმოვარდნილიყო? ავარიაში რომ მოხვედრილიყო? პირველივე დღეს მიქაელა ნამდვილი მოტოციკლით ვარჯიშობდა. ის მძიმე იყო და რამდენჯერმა გაუვარდა კიდეც. მე დავინახე სხვა მოსწავლეს როგორ დაუცდა ფეხი და ავტოსადგომზე გაგორდა სადაც ვარჯიში მიმდინარეობდა. მეორე გაკვეთილზე მისვლა მიქაელას უკვე შეეშინდა. მას უბრალოდ საწოლში დარჩენა უნდოდა. ჩვენ დიდხანს ვიმსჯელეთ და ბოლოს შევთანხმდით, რომ ტემისთან ერთად ვარჯიშის ადგილას მაინც ევლო. თუ მაინც ვერ გაართმევდა თავს შეეძლო მანქანაში დარჩენილიყო სანამ გაკვეთილი დამთავრდებოდა. გზაში გამბედაობა ისევ დაუბრუნდა. როცა ბოლოს და ბოლოს სერთიფიკატი აიღო ყველა მოსწავლე ფეხზედამგდარი უკრავდა ტაშს.
მერე მარჯვენა კოჭი დაეშალა. ექიმებს უნდოდათ ძვლების დიდი ნატეხები ერთ მთლიანობაში გაეერთიანებინათ, მაგრამ ასე მისი ფეხის უფრო წვრილი ძვლები ზეწოლის შედეგად დაიმსხვრეოდა. ალბათ ამის ატანა შეიძლება როცა 80 წლის ხარ თუმცა მაშინაც არ უნდა იყოს ადვილი. მაგრამ სულ სხვა საქმეა მოზარდისთვის. ჩვენ მოვითხოვეთ ძვლის ხელოვნური იმპლანტანტით შეცვლა, იმის მიუხედავად, რომ ეს ახალი ტექნოლოგია იყო. სამი წელი უნდა მოგვეცადა. არც ეს გვაწყობდა. დაზიანებული კოჭი იმაზე მეტად სტკიოდა ვიდრე აქამდე დაზიანებული თეძო.
ეს საშინელ ღამეს მიქაელას სიმტკიცეც ამოეწურა და ლოგიკაც. მე ვეღარ ვამშვიდებდი. მივხვდი, რომ მისი გამძლეობის ზღვარზე გახლდათ. ეს სტრესი კი არა - კატასტროფა იყო.
კვირები და თვეები გავატარეთ იმპლანტების შესავლაში და ვადგენდით რომელი უფრო გამოგვადგებოდა. ასევე ვეძებდით ადგილს სადაც ოპერაციას ყველაზე სწრაფად გავუკეთებდით - იქნებოდა ეს ინდოეთი, ჩინეთი, ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი, კოსტა რიკა თუ ფლორიდა. ონტარიოს პროვინციის ჯანდაცვის სამინისტროს დავუკავშირდით. ისინი ძალიან დაგვეხმარნენ. მათ ჰყავდათ სპეციალისტი ვანკუვერში. ნოემბერში მიქაელას კოჭი შეუცვალეს. ოპერაციის მერე ნამდვილი აგონია დაიწყო. ფეხი არასწორ მდგომარეობაში ჰქონდა, რკინა ძვალსა და კანს ძალიან აწვებოდა. კლინიკას არ უნდოდა მისთვის საკმარისი ოქსიკონტინი მიეცა, მას კი უკვე მაღალი შემგუებლობა გამოუშავდა ამ პრეპარატის გამო რადგან ასე ფარტოდ იყენებდა წარსულში.
როცა ტკივილის შემცირებისთანავე სახლში დაბრუნდა გადაწყვიტა ოპიატებს ნელ ნელა შეშვებოდა. მას სძულდა ოქსიკონტინი, მიუხედავად იმისა, რომ ეს წამალი ძალიან ეხმარებოდა. ერთხელ მიქაელამ მითხრა, რომ ეს წამალი მის ცხოვრებას ნაცრისფერს ხდიდა. შეიძლება ეს კარგიც იყო, მდგომარეობის გათვალისწინებით, თუმცა პირველივე შესაძლებლობისთანავე მან წამლის მიღება შეწყვიტა. ამ პრეპარატის აკრძალვის გამო კი თვეების განმავლობაში იტანჯებოდა, ღამ-ღამობით ოფლიანობდა, ტანჯავდა შეგრძნება, რომ კანის ქვეშ ჭიანჭველები ფუთფუთებდნენ. სიამოვნების მიღების უნარი დაკარგა. ეს ოპიატების აკრძალვის კიდევ ერთი შედეგი იყო.
იმ პერიოდში ჩვენ ძალიან გადატვირთულები ვიყავით. ყოველდღიური ცხოვრების მოთხოვნილებები არსად ქრება მაშინაც კი როცა დიდი უბედურება გეწვევა. აუცილებელი საქმეები მაინც უნდა შესრულდეს. მაგრამ როგორ უნდა გაართვა ამ ყველაფერს თავი? აი რამდენიმე ხერხი რაც ჩვენ ვისწავლეთ.
გამოყავით ცოტაოდენი დრო, რომ დაილაპარაკოთ ავადმყოფობაზე ან რაიმე კრიზისზე, და იმაზე თუ როგორ გაუმკლავდეთ მას ყოველდღიურად. არც ილაპარაკოთ და არც იფიქროთ ამაზე დროის სხვა მონაკვეთში. თუ თქვენ პრობლემის გავლენას არ შეზღუდავთ,ის მთელს თქვენს ყურადღებას წაიღებს, გადაიღლებით და ვეღარაფერს გაუმკლავდებით. ეს კი არაფერს შველის.
შემოინახეთ ძალები. თქვენ ომში ხართ და არა ბრძოლაში, ომი კი მრავალი ბრძოლისგან შედგება. ხოლო თქვენ მუდმივი საბრძოლო ფორმა უნდა შეინარჩუნოთ.
თუ კრიზისთან დაკავშირებული შფოთი იზრდება და ვეღარ უმკლავდებით და ხვდებით, რომ ფიქრებს მთლიანად იკავებს, გაიხსენეთ, რომ ამისთვის გამოყავით დრო და ჯობია ამ დროს იფიქროთ. როგორც წესი ეს მუშაობს. ტვინის იმ ნაწილისთვის, რომელიც შფოთზეა პასუხისმგებელი მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ გეგმა გაქვთ და ნაკლებ მნიშვნელობანი გეგმის დეტალები.
ნუ დაგეგმავთ ამაზე ფიქრს საღამოს ძილის წინ ან ღამით თორემ ვერ დაიძინებთ. ძილი კი აუცილებლად გჭირდებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერაფერს გაუმკლავდებით.
შეცვალეთ დროის ის მონაკვეთი რომელსაც ადრე იყენებდით მომავლის დასაგეგმად. როცა მზე ანათეს, კარგი მოსავალია და ყველაფერი კარგად მიდის შეგიძლიათ დაგეგმოთ შემდეგი თვე, შემდეგი წელი და ა.შ. შეგიძლიათ შემდეგ ათწლეულზეც კი იფიქროთ, მაგრამ როცა თქვენს ფეხს „ნიანგი ჩასჭიდებია“ ამის უფლებას თავს ვეღარ მისცემთ.
„ნუ იზრუნებთ ხვალინდელ დღეზე, ხვალე თავად იზრუნებს ხვალისას, დღევანდელი საზრუნავიც გეყოფათ.“ მათეს სახარება 6:34. ამის ინტერპრეტაციას ხშირად ასე ახდენენ: „იცხოვრეთ დღევანდელი დღით, ხვალინდელზე ნუ იზრუნებთ.“ მაგრამ ეს არაა სწორი განმარტება. ეს უნდა განიხილებოდეს მთაზე ქადაგების ფარგლებში, სადაც მოსეს 10 აკრძალვა ერთ მცნებაშია გაერთიანებული, ქრისტე თავის მიმდევრებს ურჩევს რწმენა და ჭეშმარიტება ზეციურ სამეფოს მიუძღვნან. ეს კი ყოფიერების თავდაპირველი სიკეთის აღიარებას ნიშნავს. სიმამაცის აქტია.
მიისწრაფეთ ზეცისკენ როგორც ჯეპეტო „პინოქიოში“. ისწრაფეთ ვარსკვლავებისკენ და ამ მიზნის ფარგლებში იმოქმედეთ. როცა ზეცისმიმართ ხართ განწყობილი ერთ დღეზეც იზრუნებთ. ფრთხილად იმოქმედეთ და რასაც აკონტროლეთ წესრიგში მოიყვანეთ. გამოასწორეთ რაც შეგიძლიათ, ის რაც უკვე კარგადაა კიდევ უკეთესი გახადეთ. თუ ფრთხილად იმოქმედებთ ყველაფრის გამოსწორება შეიძლება. ადამიანს დიდი სიმტკიცე გააჩნია. მას ბევრი რამის გადატანა შეუძლია ტკივილისა და დანაკარგების მიუხედავად.
ყველაფრის გადასატანად კი აუცილებელია ყოფიერების სიკეთე დავინახოთ. თუ ადამიანები ამ უნარს დაკარგავენ მაშინ მართლაც წასულია მათი საქმე.
ისევ ძაღლები, და როგორც იქნა კატები
ძაღლები ადამიანებივით არიან. ისინი ადამიანების მეგობრები არიან. ძაღლები გასოციალურებული, იერარქიული და მოშინაურებული ცხოველები არიან. ისინი ბედნიერები არიან ოჯახური იერარქიის ქვეშ. იმ ყურადღებისთვის რასაც ოჯახიდან იღებენ, ლოალობით და სიყვარულით პასუხობენ. ძაღლები მშვენიერი არსებებია, კატები უფრო საკუთარი თავისთვის ცხოვრობენ. არც სოციალურები არიან და არც იერარქიულები. მხოლოდ ნახევრად თუ არიან მოშინაურებულნი. ისინი არანაირ ტრიუკებს არ აკეთებენ. თვინიერებიც საკუთარ პირობების მიხედვით არიან. ძაღლები მოათვინიერეს, კატებმა კი თავიანთი პირობები მიგვაღებინეს. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ მათ ადამიანებთან ურთიერთქმედება რაღაცა საკუთარი იდუმალი მიზეზებით სურთ. ჩემთვის კატები ყოფიერების ბუნების გამოვლინების თითქმის ზუსტი ანალოგია. უფრო მეტიც, ეს ყოფიერების ის ფორმაა რომელიც ადამიანებს კეთილი თვალით უყურებს. როცა ქუჩაში კატას ვხვდებით ბევრი რამ შეიძლება მოხდეს. მაგალითად თუ მე მას შორიდან დავინახავ ჩემს ბოროტ ნაწილს მისი შეშინება და გაგდება მოუნდება, ჩემი მცედლობა საბრალო ცხოველს აანერვიულებს , ის გაიფხორება და ზურგს ამობურცავს რომ უფრო დიდი გამოჩნდეს. ალბათ კატებს არ უნდა დავცინოდე მაგრამ ძალიან მიჭირს თავის შეკავება. ის რომ მათი შეშინება ასე ადვილად შეიძლება მათვე ერთ-ერთი საუკეთესო თვისებაა. თუმცა როცა საკუთარ თავს სათანადოდ ვაკონტროლებ შემიძლია დავიხარო და კატას მოვეფერო. ზოგჯერ ისინი გარბიან, ზოგჯერ კი ყურადღებასაც არ მაქცევენ რადგან ისინი კატები არიან. მაგრამ ხანდახან მოდის და ცხვირით ხელის გულზე მეფერება და ამით კმაყოფილია. ხანდხან კი გადაბრუნდება მტვრიან ბეტონზე ზურგით გაგორდება (ამ დროს მეგობრულად განწყობლმა კატამაც კი შეიძლება დაგკაწროთ).
ჩემს ქუჩაზე ერთი ლამაზი სიამის კატაა - ჯინჯერი, ძალიან მშვიდი და ცივსისხლიანი. ნევროზის ტესტის „დიდი ხუთიანის“ თანახმად მას ნევროტულობის,სტრესისა და ემოციური ტკივილის განცდის ძალიან დაბალი მაჩვენებელი აქვს. მას საერთოდ არ აწუხებენ ძაღლები. ჩვენი ძაღლი სიკო მისი მეგობარია. ზოგჯერ,როცა ეძახი ჯინჯერი ქუჩაში შენს შესახვედრად გამორბის ზემოთ აწეული ოდნავ მოკაუჭებული კუდით. მერე ის სიკოს გვედით წვება, ძაღლი კი გახარებული აქიცინებს კუდს. მერე თუ ამის განწყობაზეა შემოივლის ნახევარი წუთით გვესტუმრება. ამას ცოტაოდენი განტვირთვა მოაქვს, ეს მზის შუქია დარში და საისამოვნო სიგრილე ავდარში. თუ ყურადღებით იქნებით წარუმატებელ დღესაც კი ასეთი პატარა გამართლებები შეიძლება დაინახოთ. შეიძლება დაინახოთ როგორ ცეკვავს ბალეტის კაბაში გამოწყობილი პატარა გოგონა ქუჩაში; ანდა ძალიან გემრიელ ყავას მოგართმევენ კაფეში სადაც კლიენტებზე ზრუნავენ. შეიძლება უცებ 20 ან თუნდაც 10 წუთი გამოგიჩნდეთ თავისუფალი და შეგიძლიათ რამე სასაცილო გააკეთოთ, ისეთი ყოფის აბსურდულობაზე რომ გაგაცინებთ. მაგალითად მე მიყვარს „სიმპსონების“ ყურება 1.5 უფრო მეტი სიჩქარით - მთელი სერიის მსვლელობისას 2/3 ყველა იცინის. იქნებ მაშინ, როცა უკვე თავბრუგეხვევათ და გადაწყვეტთ სასეირნოდ გახვიდეთ უცებ თითქმის არსაიდან გამოჩნდება კატა. ხოლო თუ თქვენ მას ყურადღებას მიაქცევთ მიიღებთ 15 წამიან შეხსენებას იმაზე, რომ ყოფიერების სასწაული აწონასწორებს იმ ტანჯვას რომელიც მას ახლავს.
თუ ქუჩაში კატას შეხვდებით მოეფერეთ მას
P.S ეს თავი სულ ახალი დამთავრებული მქონდა, როცა ექიმმა მიქაელას უთხრა, რომ მისი ხელოვნური კოჭი შესაცვლელი იყო რადგან უკვე მწყობრიდან გამოსულიყო. ამჯერად უკვე ამპუტაცია სჭირდებოდა, 8 წლიდან მოყოლებული ტკივილი ტანჯავდა, ჯერ კიდევ პირველი ოპერაციიდან დაწყებული, მისი მოძრაობის უნარიც საგრძნობლად შემცირდა, თუმცაღა ქირურგიულ ჩარევამდე მაინც ყველაფერი უკეთ იყო.
4 წლის მერე ის ახალ ფიზიოთერაპევტს შეხვდა. ეს იყო დიდი, ძლიერი, ყურადღებიანი კაცი. ის კოჭების მკურნალობაზე მუშაობდა დიდ ბრიტანეთში, ლონდონში. მან მიქაელას კოჭს ხელი ჩაავლო და მაგრად დაიჭირა სანამ გოგონა ფეხს წინ და უკან ამოძრავებდა 40 წამის განმავლობაში. ამოვარდნილი ძვალი თავის ადგილას ჩასრიალდა. ტკივილი გაქრა. მიქაელას არასოდეს უტირია სამედიცინო პერსონალთან მაგრამ ახლა თავი ვეღარ შეიკავა. მისი ფეხი როგორც იქნა გასწორდა, ახლა შეეძლო დიდხანს ესეირნა და ევლო ფეხშველს. ხელოვნურ სახსარს მეტი მოქნილობა მიეცა. წელს ის გათხოვდა და ქალიშვილიც გააჩინა, ელისაბედი - ჩემი ცოლის გარდაცვლილი დედის საპავსაცემოდ. ახლა უკვე ყველაფერი კარგადაა.