თეზა #5

Admin
აზრები
0
0

ავტორი: მამუკა გურული "სიცოცხლის გასაღები - ზომიერებაშია..." დააკვირდით მე-14 არკანს - ზომიერ...

devil temperance

ავტორი: მამუკა გურული

"სიცოცხლის გასაღები - ზომიერებაშია..."

დააკვირდით მე-14 არკანს - ზომიერებას. იგი რიგითობით მოქცეულია ორ არკანს - სიკვდილსა და ეშმაკს შორის.

სიკვდილი, თავის ერთ-ერთ ასპექტში - ესაა რაღაცის განულება, მოკვლა, უარის თქმა. გინახავთ ალბათ ადამიანები, რომლებიც უარს ამბობენ ყოველგვარ სიამოვნებაზე, სექსზე, ჭამაზე, სხვადასხვა სახის ტკბობაზე, ზედმეტად გადადიან ასკეტიზმში, და რაღაცით მკვდრებს ჰგვანან. მათში ენერგია თითქმის არ მოძრაობს (განსაკუთრებით მაშინ, თუ არ არიან მომწოფებულნი ასკეტიზმისთვის და დროზე ადრე გადიან იმ არკანს, რომელიც არ ხელეწიფებათ).

ეშმაკი - ესაა მიჯაჭვულობა ტკბობაზე, სექსზე, მატერიალურ და სულიერ სიამოვნებებზე. ესაა გადაჭარბება, რომელიც ტკბობას თანდათანობით ტანჯვად აქცევს. სექსზე, საჭმელზე, ალკოჰოლზე, სიგარეტზე, ნარკოტიკებზე დამოკიდებულება...

იმისთვის, რომ დაინახოთ ამ სამ არკანს შორის გრადაცია, დააკვირდით კვების პროცესს. მაშინ, როდესაც ძალიან გშიათ, უენერგიოდ ხართ (სიკვდილი)... როდესაც რაღაც დონეზე დანაყრდებით, სხეული ენერგიით გევსებათ (ზომიერება), მაგრამ გიჭირთ შეჩერდეთ და იმაზე მეტს ჭამთ, ვიდრე გჭირდებათ (ეშმაკი), და ბოლოს მოთენთილი ხართ, გეძინებათ, და ხშირად ეს სიზედმეტე ჩვევად, მიჯაჭვულობად გექცევათ.

შეეცადეთ, და შეჩერდით მაშინ, როცა კვების დროს ენერგიით აივსეთ, და ყურადღება აღარ მიაქციოთ ტვინის და კუჭის იმპულსებს... და აქ დაიჭერთ ზომიერების არკანის ზღვარს...

და იგივე პრინციპი შეგიძლიათ ნებისმიერ ბუნებრივ და ჯანსაღ ტკბობაზე გაავრცელოთ.

თქვენი მფარველი ანგელოზი ბალანსი და ზომიერებაა - მის ერთ მხარეს სიკვდილი დგას, მეორე მხარეს კი - ეშმაკი.

მსგავსი სტატიები

იცოდე ვისი (ეგრე)გორისა ხარ!


ავტორი: მამუკა გურული როცა რაღაცის ბევრ ადამიანს სწამს, ეს რაღაც...

თითქოს სამყარო არ გყოფნის


ავტორი: სალომე ჯოჯუა ფოტოს ავტორი: ივანე ხარაშვილი გქონიათ ისეთ...

ღამის ფიქრები


ავტორი: აკაკი სხულუხია როცა კაჭკაჭთა იდუმალ ხიდზე ნაპერწკლებს გ...

განვლილი გზის ანალიზი XX საუკუნიდან დღემდე და შეხედულებები მომავალზე


ავტორი: აკაკი სხულუხია როდესაც რუსეთის იმპერია დაინგრა მის ნანგრ...

ბრბო


ავტორი: ნანა აბესაძე    ისეთი მენტალიტეტის ქვეყანაში,როგ...

თავისუფლების ცნება


ავტორი: ლუკა ბაკურაძე თავისუფლებაზე ან იმაზე მსჯელობისას თუ რა ა...

თეზა #2


ავტორი: მამუკა გურული ყოველ თეზაზე მოიძებნება ანტითეზა, რომელიც ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff