ავტორი: ანა თოფურიძე
წყარო : Averi Clements
1. მეგობრების ხარისხიანი წრე. არ აქვს მნიშვნელობა წრე დიდია თუ პატარა, მნიშვნელოვანია ადამიანების ხარისხი ვინც მათში არიან. ყევლაზე წარმატებულ და დამოუკიდებელ ადამიანებსაც ესაჭიროებათ თუნდაც ორი ან სამი მეგობარი, რომელსაც დაეყრდნობიან ცუდ და კარგ დღეებში, ყველას აქვს აღმასვლები და დაღმასვლები, ცხოვრება ასეთია და სასურველია ამრტო არ იყოთ. თუნდაც ოჯახში პრობლემებისას. ცხოვრებაში ხომ ყველაფერი ხდება. საიმედო და კარგი მეგობრები თქვენ ცხოვრებას გააუმჯობესებენ.
2. კარიერა რომელიც გიყვართ. ცხოვრება ხანმოკლეა,იმისთვის რომ მოწყენილობაში გაატაროთ. თუ თქვენს ყოველდღიურ რუტნაში სიხარულს ვერ გრძნობთ, ეს ჯანმრთელობაზეც ცუდად აისახება. ჩვენი ჯანმრთელობა ჩვენივე ემოციებია რომელთან სხეული განიცდის ხოლმე. ხოლო სამსახური სადაც რეალიზდებით, სადაც სხვადასხვა ადამიანებს ეკონტაქტებით და რაიმე ღირებულს აკეთებთ, თავს სრულყოფილად გაგრძნობინებთ.
3. ჰობები რომლებიც გახალისებთ. თუნდაც გქონდეთ იდეალური სამსახური, გართობა და განსხვავებულ სივრცეებში თავის გამოცდა მეტ სტიმულს მოგცემთ სიცოცხლისთვის. ჰობი რომელსაც თქვენი პირადი ბედნიერებისთვის აკეთებთ, ეს იქნება სპორტი, ხელოვნება თუ რაიმე სხვა სოციალური აქტივობა, დაამატებს ნაპერწკლებს თქვენს ყოველდღიურობას. და ჰობი არის ის სადაც თქვენს თავს პოულობთ როცა ურთიერთობაში ან კარიერაში საქმე არც ისე კარგად მიდის.
4. საკუთარი თავის ნდობა. ყველაფერი უფრო მარტივია, როცა გარშემომყოფებს ენდობით და იცით რომ ისინი თქვენთან იქნებიან საჭირო დროს, თუმცა ბევრად უკეთესია თუ თქვენი თავის რწმენა და ნდობა გაქვთ რაც არ უნდა მოხდეს, ცხოვრებაში თავს დაკარგულად არასოდეს იგრძნობთ. საკუთარ თავთან ურთიერთობა ყველაზე მნიშვნელოვანია და მისი იგნორირება არ ღირს..
5. ეკონომიკური დამოუკიდებლობა. გადასახადების გადახდის უნარი თავდაჯერებულობას განიჭებთ და მშვენიერი გრძნობაა, მაგრამ კიდევ უფრო კარგია როცა შეგიძლიათ გამოიმუშაოთ ფული, რითაც ნებისმერ თქვენს სურვილს დაიკმაყოფილებთ. რამდენად მდიდარი და ხელგაშლილი მეუღლე ან მზრუნველი ადამიანიც არ უნდა გყავდეთ გვერდით, საკუთარი ფინანსური დამოუკიდებლობა ყველაზე სასიამოვნო შეგრძნებაა, თან სხვებისადმი სიყვარულის მატერიალურ ფორმებში გამოხატვის ფუფუნებასაც იძლევა.
6. საკუთარი ღირებულების გრძნობა. როდესაც იცით ვინ ხართ და რას იმსახურებთ, თავდაჯერებულად ივლით მიზნებისკენ და სწორად გაანაწილებთ დროს და ენერგიას. ხოლო თუ ამას ნათლად ვერ აცნობიერებთ, არის საფრთხე რომ არასწორ ადამიანებთან გაატაროთ ცხოვრება და ერთხელაც გაღვიძებული აღმოაჩენთ რომ ბედნიერი არ ხართ და რაღაც გამოგრჩათ.
7. საკუთარ თავზე ზრუნვის კულტურა. ჩვენს ეპოქაში და დაბინძურებულ გარემოში რთულია ჯანმრთელობის შენარჩუნება, ეს შრომას მოითხოვს, მოუაროთ თქვენს სხეულს, ენერგიას, ემოციებს, გონებას და თქვენს მეს, ეს მხოლოდ თქვენი პირადი პასუხისმგებლობა და მოვალეობაა, რაც საწინდარია ყველა სახის სიხარულის. სხვა ვერ შეგირჩევთ სწორი კვების და ვარჯიშის რეჟიმს, ამის არჩევა და გაკეთება მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ. ეს საკუთარი თავის სიყვარულია, რომელიც ცხოვრებაში ძალას შეგმატებთ.
8. რაღაც რაც მოტივაციას გაძლევთ. მოტივაცია ის უხილავი ძალაა რაც წინსვლისკენ, მეტი შრომისკენ, მეტი ზრუნვისკენ მეტის მოპოვების და შექმნისკენ მიგიძღვით ყოველდღიურ ცხოვრებაში, როცა ქმედება რუტინაში გადადის და გარემოც არც ისე დადებითია, თქვენ არ უნდა გაჩერდეთ და ამისთვის თქვენი პირადი მოტივაცია უნდა გქონდეთ. გარშემო ყველაფერი იცვლება და თუ მოტივაციას გარე მოვლენას დაუკავშირებთ, ისიც ცვალებადობას დაექვემდებარება, ამიტომ სჯობს თქვენი მამოძრავებელი ძალა თქვენში იპოვოთ.
9. ბედნიერების შეგრძნება, რომელიც ურთიერთობის სტატუსს არ ექვემდებარება. უამრავი ადამიანი გრძნობს თავს დაკარგულად ურთიერთობის დასრულებისას და ეს იმიტომ ხდება, რომ მათ თავის ბედნიერების მოლოდინი ცხოვრების მხოლოდ ერთ ასპექტში ჩადეს. ვიღაცას შეუძლია მარტოც იყოს ბედნიერი და ვიღაცას მარტოობა ყველაზე მეტად აშინებს და ვერ სუნთქავს ურთიერთობის გარეშე. ბევრად ბედნიერი იქნება თქვენი ცხოვრება თუ სიხარულის მიზეზები და შედეგები პირადი ურთობების გარდა სხვა სფეროებშიც გექნებათ, თუ ბედნიერებას თქვენში იგრძნობთ და იცხოვრებთ ბედნიერად და საერთოდაც იყავით ბედნიერები ცხოვრების შეგრძნებით, რატომ არა?
10. საკუთარი თავის ნამდვილი სიყვარული. მრავალი ადამიანი ქმნის ოჯახს იმ შეგრძნებით რომ რაღაც აკლია და შემდეგ ურთიერთობაში პრობლემები ექმნებათ. საკუთარი თავის სრული მიღება და სიყვარული მთავარი სიყვარულია ცხოვრებაში, თქვენ სხვას ვერ მოსთხოვთ უყვარდეთ და გაგაბედნიეროთ თუ თავად არ შეგიძლიათ ეს. ყველა ოჯახის წევრი განსხვავებული ადამიანია თავის პირადი სამყაროთი და ცხოვრებით. მათ საკუთარი თავი ყავთ მოსავლელი და საზრუნავი, მათ თავიანთი სურვილები, მისიები, მიზნები და საკუთარი პიროვნული ბედნიერებები. ისინი გაგინაწილებენ დროს და ენერგიას, მაგრამ ვერავინ მოგიძღვნით სრულად თავის ცხოვრებას, თქვენ ვერავინ მოგცემთ 100% სიყვარულს და ბედნიერებას, ეს მხოლოდ თქვენვე შეგიძლიათ და თუ ამას ისწავლით გარშემომყოფებსაც გადაედებათ დადებითი განწყობა.