მასმედიის და სოცქსელების როლი მასების მათვაში

Admin
აზრები
0
0

არავისთვის უცხო არაა ის ფაქტი, რომ ადამიანზე ზეგავლენის მოსახდენად და შემდგომ მის სამართავად, ...

1749726_4bab

ავტორი: ნანა აბესაძე

არავისთვის უცხო არაა ის ფაქტი, რომ ადამიანზე ზეგავლენის მოსახდენად და შემდგომ მის სამართავად, სხვადასხვა ეპოქაში, სხვადასხვა მექანიზმები არსებობდნენ. ჯერ კიდევ დავით აღმაშენებელმა ჩამოაყალიბა დაზვერვის სამსახური,“მსტოვრები“. დიახ, ესენი იყვნენ სპეციალურად შერჩეული, მომზადებული, განსწავლული ადამიანები, რომლებიც აკონტროლებდნენ სახელმწიფოში არსებულ ვითარებას და არამარტო. ისიც მოგეხსენებათ რომ, ქვეყნის მართვა, ადამიანთა მასის მართვაა და რაც უფრო ადვილად სამართავია მასა, მით უფრო ადვილად სამართავია სახელმწიფო.

ახლა კი, 21-ე საუკუნეში, როდესაც არსებობენ მასმედიის უამრავი წყაროები და სოცქსელები, მით უფრო ადვილია ადამიანთა ფსიქიკაზე ზეწოლა და შემდგომ მართვა. როდესაც ყველა გადაცემაში, სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებში, სოცქსელებში აშუქებენ ნეგატიურ ინფორმაციას და თან ისეთ დეტალებს განიხილავენ, რისი გამოტანაც საჯაროდ დაუშვებელია, უნდა მივხვდეთ რომ ჩვენით მანიპულირებენ. აბა სხვას რა ემსახურება ასეთი თემების საჯაროდ განხილვა? სხვას არაფერს.

რაც მეტად დათრგუნულია ადამიანი, მით უფრო ადვილი სამართავია და ეს ვიცით. მედიასაშუალებები გამუდმებით ერთსადაიმავე, სრულიად უსარგებლო ინფორმაციას გვაწვდიან, ინფორმაციას რომლის მიზანიც ადამიანის დემორალიზებაა. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ ამ კადრების ნახვით და ინფორმაციის მოსმენით, ვერაფერს ვცვლით და ვერც შევცვლით, თუმცა ძალაუნებურად ვიკვიატებთ(ან ილექება ჩვენს ქვეცნობიერში) და შემდეგ სოცქსელებში განვიხილავთ. სოცქსელები რომ სპეცსამსახურებისთვის გადაშლილი წიგნია, ისიც ვიცით. ისიც ვიცით რომ, სწორედ სოცქსელებში არიან ადამიანები, რომლებიც წერენ ისეთ სტატუსებს თუ პოსტებს, ძნელია აუარო გვერდი. ჩვენ შევდივართ ან პოლემიკაში, ან სულაც ვიწონებთ და ავტორის აზრს ვიზიარებთ. ვმსჯელობთ იმაზე, რაზეც დრო არ უნდა დავკარგოთ, ვინაიდან არანაირი აზრი არა აქვს ამას. სამაგიეროდ, მიღებულ ნეგატიურ ინფორმაციას, აქაც განვიხილავთ. მოკლედ, ის რაც უნდა აკეთონ შესაბამისმა სტრუქტურებმა, „გვაკეთებინებენ“ ჩვენ. ლამის ყველა ჩვენთაგანი გამომძიებელია, ექსპერტია, პოლიტოლოგია. ადამიანი, რომელიც გამუდმებით ფიქრობს „საქმის არსში გარკვევას“, იმას მთელი ყურადღება გადატანილი აქვს ამ „საქმეზე“. ამ დროს კი, მავანი თავის ინტერესებს ისე ატარებს, ჩვენ ვერც კი ვხვდებით. რა ინტერესებს? გააჩნია იმ მომენტში რა უნდა. ჩვენ როდესაც მუდმივად გვესმის რომ ადამიანებს კლავენ, საქმე გამოუძიებელია, მკვლელი ვირუსი ბობოქრობს და ა. შ. ძალაუნებურად გვიპყრობს შიში. ახლობლისა და საკუთარი სიცოცხლის განადგურების შიში. ეს ელემენტარულია. შიში სხვადასხვა ადამიანში, სხვადასხვაგვარად ვლინდება. ყველა ადამიანის ფსიქიკა ერთნაირად არ რეაგირებს. ზოგს დეპრესია ემართება, ზოგს სომატოფორული აშლილობა, ზოგი აგრესიული ხდება და ესეც ჯანსაღი ფსიქიკის ნორმებს სცდება და ის ვისაც თავისი ინტერესების გატარება სურს, ღებულობს შედეგს-ადამიანთა მასას, რომლის მიზანიც გადარჩენაა. ასეთი მასა კი ადვილად სამართავია. ასეთ დროს ადამიანს, მასშტაბურზე ფიქრი არ შეუძლია. წინააღმდეგობის გაწევის უნარი არ აქვს, ეძებს იმას, ვინც უშველის, გადაარჩენს. გამოდის რომ აზროვნების უნარს ვკარკავთ, ორიენტირებულნი ვართ ფიზიკურ გადარჩენაზე. დანარჩენი უკვე მეათეხარისხოვანია.

ეს ადამიანთა ფსიქიკაზე დესტრუქციული ზეგავლენაა და ეს გახლავთ აგრესიის გამოვლინების ერთერთი ფორმის, სოციალურად მოტივირებული აგრესიის შედეგი. იხ. სტატია „აგრესია და მისი გამოვლინებები გამომწვევი ფაქტორები“.

შესაძლოა ეს ყველაფერი რიტორიკად მოგეჩვენოთ, მაგრამ მაინც ვიტყვი-ნუ მივცემთ საშუალებას გვმართონ. ჩვენ პიროვნებები ვართ. ჩვენ გვაქვს არჩევანის უფლება.

გისურვებთ წარმატებებს!

მსგავსი სტატიები

ურთიერთობების ფსიქოლოგიური ასპექტები


ავტორი: ნანა აბესაძე     წლებთან ერთად ადამიანებს...

პროტესტი ანუ "ჰუკის კანონი"?


  ავტორი: იოანე შენგელია   ალბათ, სკოლის ფიზიკის კურსი...

სპეცისიზმი


ავტორი: ლუკა ბაკურაძე სპეცისიზმი - ადამიანთა რწმენა,რომლის მიხედ...

შეჯიბრებები ბავშვებს ერთმანეთის მტრებად გარდაქმნიან


  ავტორი: ლევან ჩახაია შეჯიბრებები ბავშვებს ერთმანეთის მტრ...

ყოფის აუტანელი სიმსუბუქე


ავტორი: ფჯოსიდ ვრდოორი ვერგაგებული(?) სიტყვების ლექსიკონი ...

ფილოსოფიური ტრაქტატი: ფესვები.


ავტორი:გიორგი მინჯია მე ვარ ხე-ამოზრდილი დედამიწის გულიდან და მტ...

თეზა #5


ავტორი: მამუკა გურული "სიცოცხლის გასაღები - ზომიერებაშია..." და...

სოლიდარობა 90-იან თაობაში დაბადებულ "დაჩმორებულ", "დასაჩმორებელ" და "ქალაჩუნა" ბიჭებს


ავტორი: ნინო დიდებაშვილი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პოსტი, სად...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მზის მანდალა (განახლებული)

Screenshot 2025-12-01 at 19.41.18

☀️ ტრენინგს გავუძღვება მამუკა გურული - სულისმეცნიერი, მენტორი, არაცნობიერის მკვლევარი და magma.ge-ს დამფუძნებელი. 

☀️ ტრენინგი დაიწყება 1 თებერვალს და გაგრძელდება 108 დღის განმავლობაში. გექნებათ პროგრამა თავისი რეჟიმით, პრაქტიკებით და კვებითი რეკომენდაციებით (მათ შორის დეტოქს პროგრამით), რომელთაგანაც ნაწილი იქნება მუდმივი (ამ 108 დღის განმავლობაში) ნაწილი კი განახლდება (დაემატება ახალი დავალებები). განსაკუთრებულ შემთხვევებში (ჯანმრთელობიდან ან სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე) მოგეცემათ ინდივიდუალური რეკომენდაციები. 

☀️ ონლაინ შეხვედრები ჩატარდება Zoom-ის ფორმატში, კვირაში ორი დღე: ხუთშაბათი და კვირა. დილით 8:00 (40-60 წუთი) და საღამოს 21:00 (საათ-ნახევრიდან 3 საათამდე). 

☀️ ჩანაწერები ფეისბუქ-ჯგუფში შეინახება და თუ გაცდენა მოგიწევთ, მოგვიანებით ნახავთ (სასურველია ლაივების 50% მაინც დაესწროთ) და უკუკავშირი პირადად გექნებათ ჩემთან. 

☀️ ბონუსად წინასწარ გამოგეგზავნებათ მაგმას ყველა PDF წიგნი (დაახლოებით 500 ლარის ღირებულების).

☀️ თემები და საკითხები, რომლებსაც გავივლით:

✨ ალბერტო ვილოლდოს სისტემა მისი წიგნის მიხედვით - „შექმენი ახალი სხეული“ (ნეირომეცნიერების და შამანიზმის სინთეზი);

✨ გურჯიევის სისტემა (თეორია და პრაქტიკა);

✨ ოშოს მედიტაციები და პრაქტიკები;

✨ თამაშის ალქიმია - ჰომო ლუდენს - ანუ მოთამაშე ადამიანის პრინციპი - როლი, მსახიობი, მაყურებელი;

✨ ვილჰელმ რაიხის სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის პრინციპები; 

✨ ვექტორული ფსიქოლოგია - არაცნობიერი მოტივაციების საუკეთესო გზამკვლევი (რამდენიმე ლაივი);

✨ იუნგიანური ფსიქოლოგია - თეორიული და პრაქტიკული ლაივები (რამდენიმე ლაივი);

✨ ლირი-ვილსონის წრედების სისტემა;
ტაროს არქეტიპები (გმირის გზა ტაროს მაღალი არკანების მიხედვით);

✨ შამანური ფსიქოლოგია (ამაზონიის შამანების და ჰავაელი შამანების მიხედვით);

✨ რეალობის ტრანსერფინგის ძირითადი პრინციპები;
ჩაკრების სისტემა;

✨ აიურვედას (ვედური მედიცინის) ძირითადი პრინციპები;

✨ სამყარო და ადამიანი ჩენელინგების მიხედვით (თანამედროვე ეზოთერია); 

☀️ დილის ლაივებში ძირითადად გვექნება სხვადასხვა მედიტაციები, ვიზუალიზაციები და ტექნიკები. 

☀️ ჯგუფის დინამიკიდან გამომდინარე შესაძლოა იყოს გარკვეული ცვლილებები, ან რაიმე თემა დაემატოს. 

☀️ ყოველდღიურად დაიდება სარეპორტო პოსტები სამოტივაციო ან შემეცნებითი ტექსტებით. ასევე დავალებად გექნებათ კვირაში 1 ან 2 ფილმის ნახვა (ხელოვნება საუკეთესო მასწავლებელია). 

☀️ ეს ტრენინგი გახლავთ როგორც ტრანსფორმაციული, ასევე სასწავლო-შემეცნებითი. თქვენ მოგეცემათ ის გასაღებები და ტექნოლოგიები, რომლებსაც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე თანდათან გამოიყენებთ. ჩამოთვლილი სისტემებიდან რაღაც უფრო ახლოს იქნება თქვენთან, რაღაც ნაკლებად, და ამის მიხედვით აირჩევთ თქვენი განვითარების გზას. ჩემი ამოცანაა - არსობრივად გაგაცნოთ ეს სისტემები. 

☀️ ჩემი მთავარი მიზანია - გაგაცნოთ თქვენი არაცნობიერის ის პროგრამები და მექანიზმები, რომლებიც თქვენი არსებობის და ცხოვრების 99%-ს მართავენ, და მოგცეთ ტექნოლოგიები მათ გადასაპროგრამებლად. 

☀️ ასევე ვეცდებით ვიპოვოთ საერთო სხვადასხვა სისტემებს შორის და დავაკავშიროთ ისინი ჩვენთვის სასურველი შედეგის მისაღებად. 

☀️ არსებობს სხვადასხვა ფაქტორები (მაგალითად დროის შეზღუდულობა), რის გამოც შესაძლოა იდეალურად ვერ მოახერხოთ ამ მანდალას გავლა, მაგრამ რა პროცენტითაც მოახერხებთ, შესაბამისი შედეგი გექნებათ, და რაც მთვარია, ეს მასალები თქვენთან დარჩება და ყოველთვის შეგეძლებათ გააგრძელოთ ან ხელახლა გაიაროთ ეს მარათონი, ან გაითვალისწინოთ მასში მოცემული რეკომენდაციები. და ამ ტრენინგის დროს გაიგებთ, როგორ გამოათავისუფლოთ მეტი დრო საკუთარი განვითარებისთვის. 

☀️ თუ ჩათვლით, რომ ამ ეტაპზე არ ხართ მზად, შეგიძლიათ მხოლოდ შემეცნებითი ნაწილი გაიაროთ და თეორიაზე გააკეთოთ აქცენტი, პრაქტიკული მხარე კი მაშინ დაიწყოთ, როცა მზად იქნებით.

☀️ თქვენი ჩართულობიდან გამომდინარე ინდივიდუალური კონტაქტი მექნება ჯგუფის ყოველ მონაწილესთან (ვოისებით). 

☀️ ასევე ტრენინგი მოიცავს ერთ ონლაინ-კონსულტაციას ჯგუფის ყოველ წევრთან (1 საათის ხანგრძლივობის). 

☀️ ექსკლუზიურად მზის მანდალასთვის ჯგუფურ ბიოენერგეტიკულ ონლაინ დიაგნოსტიკას (თავისუფალი ნახატით) ჩაატარებს თათა ნაგუალ არაბული - ანთროპოსოფიული არტ თერაპიის სპეციალისტი, სოც-თერაპევტი, ბიოენერგეტიკოსი და მრჩეველი.

☀️ ასეთი ხანგრძლივობის მანდალა მინიმუმ 2-3 წელი აღარ ჩატარდება (წინა „მზის მანდალა“ 3 წლის წინ ჩატარდა და მისი ჩანაწერების შეძენა ახლაც შეგიძლიათ ძალიან კარგ ფასად). ამ მანდალას ჩანაწერები არ გაიყიდება. 

🍀 წლის ბოლომდე ვინც დარეგისტრირდება, იმოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება.

🍀 + დამატებით მათთვის, ვინც ჩვენი რომელიმე ონლაინ-ტრენინგი გაიარა, ან ყველა წიგნი შეიძინა, იმოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება. 

🍀 შესაძლებელია თანხის სამ ნაწილად გაყოფაც.

⭕️ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. მიღება მოხდება წინასწარი გასაუბრების საფუძველზე. 

📩 რეგისტრაციისთვის და სხვა დეტალებისთვის მოგვწერეთ ჩვენს ფეისბუქ-გვერდზე, ან მეილზე: mamuka.guruli@gmail.com

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff