ჩემი კომენტარი "სვფ" -ს

Admin
აზრები
0
0

ავტორი: იოანე შენგელია მოგესალმებით მეგობრებო. არც ისე დიდი ხნის წინ მე გავეცანი ამ დისციპლინას ...

ავტორი: იოანე შენგელია

მოგესალმებით მეგობრებო. არც ისე დიდი ხნის წინ მე გავეცანი ამ დისციპლინას - სისტემურ - ვექტორულ ფსიქოლოგიას, ფსიქოლოგიის ერთ - ერთ თანამედროვე, და მე ვიტყოდი - მეტად პროგრესულ მიმდინარეობას. ვინაიდან ამ სფეროს მე სიღრმისეულად არ ვიცნობ, ამიტომაც ჩემს თავს ვერ მივცემ უფლებას დეტალებში გადავვარდე და თქვენც თან გაგიყოლოთ, მაგრამ მე მსურს გაგიზიაროთ ჩემი ზედაპირული მოსაზრება svp -სთან დაკავშირებით, ის მოსაზრება, რაც ჩამომიყალიბდა ჩემი მწირი ცოდნითა და დაკვირვებებით.

სანამ უშუალოდ svp -ს გავუკეთებდე კომენტარს, მანამ მცირე შესავალს მინდა გაეცნოთ, რაც, ჩემი აზრით, დაგეხმარებათ ამ დისციპლინის მასშტაბურ დანახვაში და მის "ჩარჩოში" ჩასმაში.

ფიზიკა, როგორც ასეთი..

მოდი ზედაპირულად განვიხილოთ მოლეკულური ფიზიკა, ან უფრო ზუსტად რომ ვთქვათ - მრავალი ნაწილაკის ფიზიკა.
წარმოიდგინეთ მრავალი ნაწილაკისგან შემდგარი სისტემა, მაგალითად აირი, რომელიც მრავალი მოლეკულის სიმრავლეს წარმოადგენს, რომლებიც ქაოსურად მოძრაობენ. ეს ეგრეთ წოდებული ზედსართავი - "ქაოსური" სინამდვილეში დაკავშირებულია იმასთან, რომ მრავალნაწილაკიანი სისტემის მდგომარეობის დროში აღწერა რთულია, ამიტომაც მას "ქაოსურს" უწოდებენ.

მაგრამ, იქ ქაოსური არაფერია. ნებისმიერი ნაწილაკის ტრაექტორია აღწერადია (აღწერის სირთულე გამოწვეულია ნაწილაკების რაოდენობით).
წარმოიდგინეთ ნაწილაკი, რომელსაც აქვს განსაზღვრული იმპულსი (ანუ მიმართულია სივრცეში რომელიმე კონკრეტული მიმართულებით, ასე ვთქვათ ვექტორით). ის მოძრაობს ამ მიმართულებით, მაგრამ რაღაც მომენტში მას სხვა ნაწილაკი ეჯახება რომელიღაცა კუთხით. რა ხდება ამ დროს? ნაწილაკი იცვლის მიმართულებას, იმპულსს.
ახლა? ახლა ისევ ვიტყვით, რომ ამ ნაწილაკს აქვს განსაზღვრული იმპულსი (ანუ სიჩქარის ვექტორი). ეს აღარ ემთხვევა წინას, მაგრამ აქ იგივე სიტუაცია ხდება. ნაწილაკი მოძრაობს, და მას კვლავ ეჯახება სხვა ნაწილაკი, და ისევ ხდება მისი მიმართულების ცვლილება. ყველაფერი მეორდება. უმეტეს შემთხვევაში ნაწილაკის ტრაექტორია რაღაცნაირი ტეხილია, სადაც "გადატყდომის" ადგილები სივრცეში არის სხვა ნაწილაკებთან დაჯახების ადგილები. ეს ტეხილი წარმოადგენს ნაწილაკის ქაოსურ ტრაექტორიას, სინამდვილეში კი ქაოსური არაფერია, არამედ ყველაფერი მიზეზ-შედეგობრივია.

ამრიგად, იმისთვის, რომ შევისწავლოთ ნაწილაკის ტრაექტორია მოცემული მომენტიდან, სულაც არ არის საჭირო შევისწავლოთ მისი მთელი წინარე ისტორია. ანუ ჩვენ არ გვჭირდება ვიცოდეთ როდის გაჩნდა ეს მოლეკულა, როდის მოხვდა ამ აირში, რას შეეჯახა პირველად, რას შეეჯახა მეორედ და ა.შ. ჩვენ მთავარია ვიცოდეთ (ანუ გავზომოთ) მისი იმპულსი (სიჩქარის ვექტორი) მოცემულ მომენტში. თუკი ეს გვეცოდინება, მაშინ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ საით მიდის (რა მიმართულებით) მოცემული ნაწილაკი. სხვა საქმეა, რომ მას გზაზე დახვდებიან სხვა ნაწილაკები და შეჯახების შედეგად მოხდება გაბნევა. მაშინ ჩვენი ნაწილაკი შეიცვლის მიმართულებას.

1

მოდი ერთ რამეზე დავფიქრდეთ. დაუშვათ ვიცით A ნაწილაკის იმპულსი (სიჩქარის ვექტორი). ის მოძრაობს და ეჯახება B ნაწილაკს გარკვეული k კუთხით. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ საით წავა A ნაწილაკი? ამის თქმა შეგვიძლია მხოლოდ მაშინ, თუ ვიცით B ნაწილაკის იმპულსიც, და რაც მთავარია კუთხე ამ ორ ვექტორს შორის (A და B ნაწილაკების იმპულსებს შორის). ამას აქვს მნიშვნელობა. B ნაწილაკის იმპულსს და კუთხეს იმპულსებს შორის აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა იმაში, თუ საით წავა A ნაწილაკი. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, უნდა ვიცოდეთ ორივე ნაწილაკის პარამეტრები.

თუ A-ს შევუცვლით იმპულსს, მაშინ გაბნევაც რაღაც სხვა კუთხით მოხდება, და თუ B-ს შევუცვლით იმპულსს, მაშინაც გაბნევაც რაღაც სხვა კუთხით მოხდება. ანუ ორივეს საწყისი იმპულსის ცვლილება იწვევს მათი საბოლოო იმპულსების ცვლილებასაც.

დაუშვათ, რომ A-ს მიმართულება დაფიქსირებულია და ვიცით რა იმპულსი აქვს (საწყისი პირობები ვიცით). მაშინ ფიქსირებული A-ს იმპულსისთვის თუ ჩვენ დავიწყებთ B-ს იმპულსის ცვლილებას, ამის პარალელურად იცვლება მოცემული ფიქსირებული A-ს შემდგომი იმპულსი (ანუ იმპულსი დაჯახების შემდგომ). ამრიგად, ფიქსირებული A-ს იმპულსისთვის A ნაწილაკის შემდგომი ისტორია დამოკიდებულია B-ს იმპულსზე.

ცხადია, იგივე შეიძლება ითქვას B ნაწილაკზე A-სთან მიმართებაში, თუმცა ამას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა.

არქეტიპული იმპულსები

დაახლოებით ასეთივე სურათს ვხედავთ ადამიანებთან მიმართებაში. ბევრი თვლის, რომ არსებობენ ეგრეთ წოდებული არქეტიპები, რომლებსაც რეალიზაცია "სურთ" ადამიანის "გავლით". ადამიანი მოქმედებს არქეტიპებით, მაგრამ გარე სამყარო "ქაოსურია", ამიტომაც, ადამიანის იმპულსი (არქეტიპი) ურთიერთქმედებს რა სამყაროს იმპულსებთან, შედეგად ვიღებთ ადამიანს კონკრეტული მიზნებით და მოტივებით. ანუ როგორც წინა თავში აღვნიშნეთ "ადამიანში მოცემული არქეტიპის (იმპულსის) შემდგომი ისტორია დამოკიდებულია გარე სამყაროს იმპულსებზე (გარემოებებზე)".

თითქოს ყველაფერი ნათელია. ადამიანებს აქვთ შინაგანი იმპულსები, რომლებიც რეალიზდებიან გარშემო რეალობასთან ურთიერთქმედებით. ისევე, როგორც A ნაწილაკის ტრაექტორია დამოკიდებულია B ნაწილაკებზე, ასევე მოცემული ადამიანის ისტორია დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ურთიერთქმედებს მისი ბუნებრივი მოტივი (მისი ფუნქცია, არქეტიპი) გარემოსთან.

რაც შეეხება თავად არქეტიპებს. მოცემულ ადამიანში არსებობენ არქეტიპები და ცხადია ამასაც თავისი მიზეზი აქვს. მაგრამ, ხომ გახსოვთ წინა მაგალითში: არ გვაინტერესებს ჩვენ A ნაწილაკის წინა ისტორია, ანუ არ გვაინტერესებს რატომ აქვს ახლა, მოცემულ მომენტში ესა და ეს იმპულსი. თუ ჩვენ ვიცით რა იმპულსი აქვს, ეს უკვე საკმარისია ჩვენი კვლევისთვის და იმისთვის, რომ ის ჩვენთვის სასურველი მიმართულებით გავუშვათ.

ანუ მე არ მაინტერესებს (ამ შემთხვევაში, ამ სტატიაში) რატომ აქვს მოცემულ ადამიანს ესა და ეს იმპულსი და მიდრეკილება, მაგრამ მე თუ ვიცი რომ ესა და ეს აქვს, მაშინ მე ისიც ვიცი როგორ უნდა მოვიქცე, რათა სასურველი მიმართულებით წავიდეს ადამიანი. შეიძლება მას ეს იმპულსი ჰქონდეს წინა ცხოვრებიდან გადმოყოლებული, შეიძლება სამყარომ ასე "განაგო". წარმოდგენა არ მაქვს რატომ აქვს ესა და ეს იმპულსი.. მაგრამ, თუ მე შემიძლია მისი დიაგნოსტირება, მაშინ ეს უკვე რაღაც დონეზე საკმარისია, რათა მე მოვახერხო მისით მანიპულაცია.

[მაგალითად, თუ ჩემსკენ A ნაწილაკი მოძრაობს გარკვეული ჩემთვის ცნობილი იმპულსით (და მე არ მაინტერესებს რატომ აქვს მას ეს იმპულსი, მხოლოდ ის ვიცი, თუ რა იმპულსი აქვს), მაშინ მე შემიძლია მისი იმპულსის შესაბამისი იმპულსი შევქმნა, რომელთან ურთიერთქმედებითაც A ნაწილაკი წავა იქითკენ, საითაც მე მაწყობს. ეს ჩვეულებრივი ფიზიკის ამოცანაა: მოცემულია იმპულსი, და მოიგონეთ ისეთი იმპულსი, რომელიც ამ ნაწილაკს წაიყვანს აქა და აქ. ეს მათემატიკურად მარტივად გადასაწყვეტი ამოცანაა.]

აი სწორედ ასეთი ამოცანები იხსნება ცხოვრებაში. ამას იყენებენ მანიპულატორები, იციან რა ადამიანის შინაგანი მოტივები. იმპულსები, ანუ მოტივები არიან ადამიანის პირველადი ვექტორები, ანუ საითკენაც ადამიანები ისწრაფიან, ხოლო თუ ეს ვექტორი ურთიერთქმედებს რაიმე სხვა იმპულსთან, მაშინ ბუნებრივია მისი მიმართულება იმ სახეს იძენს, რაც "დაამჩნია" გარემო იმპულსმა.

მაგალითად, დაუშვათ ჩემი იმპულსია ვაშლის შეჭმა. თუ მანიპულატორებმა ჩემი იმპულსი იციან, მაშინ ისინი მე შემომთავაზებენ ვაშლს ძვირად, მაგრამ მას კარგ რეკლამას გაუკეთებენ. მორჩა! ამ იმპულსმა იმოქმედა ჩემს იმპულსზე, და ჩემი მიმართულება შეიცვალა რეკლამის შესაბამისად, ანუ მე ვყიდულობ ვაშლს. ჩემი თავდაპირველი მოთხოვნილება შესრულდა გარე იმპულსის ველში, მისი შეფერილობით.

თუმცა თუ ჩემი უფრო ძლიერი იმპულსი იქნებოდა ეკონომიურობა, მაშინ ცხადია ამ ანკესზე ვერ წამოვეგებოდი.. ასე რომ, მეტ ნაკლებად ყველაფერი "მათემატიზირებულია". ანუ ადამიანი მუდმივად ურთიერთქმედებს გარემო რეალობასთან და მისი იმპულსებიც შესაბამისად იცვლებიან.

2

ახლა კი "ფიზიკის" ამოცანა: დაუშვათ ვიცით ადამიანის თავდაპირველი იმპულსები (ანუ ის იმპულსები, რაც მას თან დაჰყვა დაბადებიდან, და არ გვაინტერესებს საიდან და რატომ აქვს ეს, უბრალოდ აქვს), და ვიცით მისი გარემო რეალობა. მაშინ, შეგვიძლია თუ არა ადამიანის ცხოვრების ტრაექტორია განვსაზღვროთ? თეორიულად შესაძლებელია, ოღონდ ამისთვის ყველა პარამეტრის მნიშვნელობა ზუსტად უნდა ვიცოდეთ (რაც უკვე პრაქტიკულად შეუძლებელია. ამაში მდგომარეობს ქაოსის იდეა). ისევე, როგორც A ნაწილაკის იმპულსის ცოდნის შემთხვევაში არ არის საკმარისი მისი ტრაექტორიის განსაზღვრა (საჭიროა იმ სისტემის ცოდნა, სადაც ნაწილაკია მოთავსებული), ასევე ადამიანის ტრაექტორიის განსაზღვრა მითუმეტეს შეუძლებელია, რადგან ცხოვრება და თავად ადამიანიც მრავალფეროვანია.

მეტსაც ვიტყვი, თავად A ნაწილაკიც ხომ ურთიერთქმედებს B ნაწილაკთან (და საერთოდ მთელს აირთან), ასე რომ მსოფლიო პროცესებში ყველა ადამიანი იღებს გარკვეულ მონაწილეობას და მსოფლიოს თითოეული "ნაწილაკის" ტრაექტორიებიც ერთმანეთზეა გადაჯაჭვული და ერთმანეთზეა დამოკიდებული. ეს რთული სტრუქტურაა. მაგრამ, თუ ჩვენ ვიცით ადამიანის თავდაპირველი იმპულსები, მაშინ ამ იმპულსების შესაბამისი სწორი აღზრდის შემთხვევაში ადამიანს მივცემთ სასურველ მიმართულებას, ანუ ის რეალიზდება და ბედნიერი იქნება.

ცხადია, ადამიანი ნებისმიერ შემთხვევაში რეალიზდება, მაგრამ რეალიზდება იმის "ელფერით", რასთანაც იურთიერთქმედებს (გაიხსენეთ ჩემი და ვაშლის ამბავი). თუმცა, ზოგიერთი რეალიზება (სცენარი) მოცემული ადამიანისთვისაც და საზოგადოებისთვისაც ტანჯვის მომტანია (მაგალითად მკვლელები, პედოფილები და სხვა მანიაკები). ამის თავიდან ასაცილებლად საჭიროა სწორი მეთოდი (იმპულსი) შეირჩეს მოცემული არქეტიპული იმპულსისთვის. ასეთი ამოცანები მრავლადაა ფიზიკაში, თუმცა აღმოჩნდა, რომ ფსიქოლოგიაშიც შეიძლება მსგავსი ტექნიკის შემოტანა.

SVP - ს არქეტიპები

მრავალი საუკუნის განმავლობაში არაერთი რელიგიური თუ ეზოთერული დისციპლინა ცდილობს გახსნას ადამიანის ბუნების საიდუმლო (ან თვლის, რომ უკვე გახსნილი აქვს) და გაარკვიოს თითოეული ადამიანის ფუნქცია (ასე ვთქვათ "კოდი"). ბოლო დროს კი ეს საქმე ფსიქოლოგიამ გადაიბირა (სიტყვა "არქეტიპიც" ფსიქოლოგიის ერთ - ერთმა დიადმა დამფუძნებელმა - კარლ გუსტავ იუნგმა შემოიტანა).

ანუ, მრავალი დისციპლინა არსებობს, რომელიც თავის შეხედულებას გამოთქვამს ადამიანის არქეტიპებზე, ანუ მის ბუნებრივ მოტივებზე. ამის გარკვევას ცდილობდა იუნგიც, და მრავალი სხვა ფსიქოლოგი თუ ეზოთერიკოსი. ცხადია, მე არ ვაპირებ ამ მიმართულებების სათითაოდ ჩამოთვლას, არამედ მხოლოდ ერთ - ერთ მათგანზე (ჩემი აზრით ყველაზე პროგრესულზე) გავამახვილებ ყურადღებას.

3

მე-20 საუკუნეში ფსიქოლოგიაში გაჩნდა ახალი მიმართულება - სისტემურ ვექტორული ფსიქოლოგია, რომელიც, ვფიქრობ, წარმატებით მუშაობს. ამ დისციპლინის თანახმად არსებობს არქეტიპული 8 ვექტორი (ანუ 8 იმპულსი), რომლიდანაც თითოეულ ადამიანს აქვს რამოდენიმე მათგანი. მიზეზი, თუ რატომ აქვს მოცემულ ადამიანს ესა და ეს ვექტორი, ჩემთვის არ არის ცნობილი, მაგრამ თუ მე შევძელი მოცემული ადამიანის დიაგნოსტირება, მაშინ ეს უკვე მრავალი რამისთვის არის საკმარისი. [გაიხსენეთ ნაწილაკების მაგალითი. მე არ მჭირდება ვიცოდე საიდან აქვს A ნაწილაკს მოცემული იმპულსი. თუ მე ეს იმპულსი აღმოვაჩინე (ანუ შევძელი მისი გაზომვა მისი "backgraund"-ის უცოდნელად), მაშინ ეს უკვე საკმარისია იმისთვის, რომ ამ ნაწილაკთან ვიმუშავო.]

ასევეა ადამიანებშიც. "svp"-ს თანახმად თითოეულ ადამიანში არსებობს რამდენიმე ვექტორი ამ რვიდან (არსებობენ ერთვექტორიანებიც). ეს ვექტორები არიან ერთგვარი იმპულსები (იმპულსის ვექტორები), რომლითაც ადამიანები გარესამყაროსთან ურთიერთქმედებენ. თუ მე დავადგინე რომელი ვექტორები აქვს ადამიანს, მაშინ სათანადო ცხოვრებისეული პირობების შექმნით (გარემო იმპულსების შექმნით) მე ამ იმპულსს გარკვეულ მიმართულებას მივცემ ადამიანში.

თითოეულ ვექტორს თავისი ფუნქცია აქვს, რაც პირველყოფილ საზოგადოებაში ვლინდებოდა შესაბამისად იმ ცხოვრებისეული პირობებისა. დღესდღეობითაც იგივე მექანიზმი მუშაობს - თითოეულ ვექტორს თავისი არქეტიპული როლი აქვს, რომელიც დღესაც გარკვეულ "საქმეებს" და "მოქმედებებს" ბადებს დღევანდელი პირობების შესაბამისად.
ვექტორების ფუნქციებს შეგიძლიათ გაეცნოთ "magma" -ში, შესაბამის განყოფილებაში.

ურთიერთქმედება გარემოსთან

რამდენადაც გარემო პირობები მრავალფეროვანია, იმდენად თითოეული ვექტორის გამოვლენა სხვადასხვანაირად არის შესაძლებელი. მაგალითისთვის განვიხილოთ ყნოსვის ვექტორი.

4

ყნოსვის ვექტორის ფუნქციაა ჯგუფის გადარჩენა ყველაფრის ფასად. ეს მას "აიძულებს" იყოს ინტუიციური, რათა წინასწარ შეიგრძნოს ნებისმიერი ადამიანის პოტენციალი, რათა შეაფასოს ჯგუფში ამ ადამიანებისგან მოსალოდნელი საფრთხე. ეს ყველაფერი ხანდახან ყნოსვას უბიძგებს ფარული ძალაუფლების მოპოვებისკენ, რისი ღრმა მიზეზიც ჯგუფის გადარჩენის ინსტინქტია. ეს არის ყნოსვის ვექტორი.

ახლა განხილოთ ამ ვექტორის ურთიერთქმედება ცხოვრების პირობებთან. თუ ყნოსვას გარემო პირობებიდან გამომდინარე ცხოვრებაზე შეექმნა ისეთი წარმოდგენა, რომ ყველაზე მეტი ძალაუფლება რელიგიურ ლიდერებს აქვთ, მაშინ ის იზრუნებს იმაზე, რომ რელიგიური ლიდერი გახდეს. თუკი ის ფიქრობს, რომ რეალური ძალაუფლება პოლიტიკოსებს აქვთ, მაშინ ამაზე იზრუნებს. უხეშად რომ ვთქვათ, ეს დამოკიდებულია იმაზე, რას უფრო მეტი ძალაუფლება აქვს მის თვალში. მისი "სათვალე" კი ცხოვრების პირობებმა ააწყვეს (ასევე შეიძლება მისმა სხვა ვექტორებმაც). ეს ცხოვრების პირობები არიან გარე იმპულსები, რომელთანაც ურთიერთქმედებს ყნოსვის ინსტინქტი - ჯგუფის გადარჩენა.

ამრიგად, მექანიზმი იგივეა, რაც ნაწილაკების ფიზიკაში, უბრალოდ ისეთი ზუსტიც არ არის, რადგან ფსიქოლოგია ვერ იქნება ზუსტი. თუმცა, ეს უზუსტობა გამოწვეულია "ქაოსურობით" ანუ ცხოვრების სისტემის სტრუქტურის სირთულით და მრავალფეროვნებით.

"svp" ჭეშმარიტად ფსიქოლოგიაა, რადგან ის საუბრობს არა ცხოვრებისეულ მოვლენებზე (რაზეც მაგალითად რელიგიებმა ან ასტროლოგიამ შეიძლება ისაუბროს), არამედ საუბრობს ადამიანის მოტივებზე, მის ბუნებრივ სტილზე, რომელიც ურთიერთქმედებს გარესამყაროსთან და შესაბამის გამოხატულებას (რეალიზებას) ჰპოვებს. გარესამყაროს მოვლენებს კი ფსიქოლოგია ვერ იწინასწარმეტყველებს.

მაგალითად, "svp" იტყვის იმის შესახებ, თუ რა სცენარით შეიძლება გავითარდეს ანალის ვექტორიანი ბავშვის ცხოვრება, თუ მისი მშობელი ასეთი და ასეთია. "svp" ვერ იტყვის იმას, მისი მშობელი როგორი იქნება. "svp" მხოლოდ იტყვის ცხოვრების სცენარის ზოგად ფონს სხვა და სხვა ვარიანტებში. მაგრამ "svp" ვერაფერს იტყვის იმის შესახებ, თუ როგორი მშობელი შეხვდება შვილს. ანუ "svp" არ არის "მკითხაობა" და "მჩხიბაობა", არამედ ფსიქოლოგიაა სუფთა სახით. ცხადია, "svp" ვერ იტყვის, რომ ესა და ეს ვექტორი მაინცა და მაინც ცხოვრების ამა და ამ სფეროთი დაინტერესდება (სფერო დამოკიდებულია ვექტორის "სათვალეზეც"). ვექტორს აქვს შინაგანი მოტივი, ბიძგი, სტილი, რომელიც რეალიზდება გარემო პირობებიდან გამომდინარე (გაიხსენეთ ყნოსვის და მისი "სათვალის" მაგალითი).

"svp" საუბრობს იმაზე, რომ 8 ვექტორიდან რამდენიმე მათგანი აქვს ადამიანს, და ეს მისი ბუნებრივი ფუნქციებია და გარკვეული სტილი, რომელსაც ხორცს ასხამს ცხოვრების გარემოებები, რადგან ადამიანი ყველა ვარიანტში რეალიზდება, მხოლოდ ერთია, რეალიზაცია შეიძლება მისთვის და საზოგადოებისთვის საზიანო და არასასურველი იყოს.
ეს კი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ პირობებში იზრდება ინდივიდი. პირველ რიგში მშობლების როლზეა დამოკიდებული. რამდენი მშობელი არსებობს, რომელმაც არ იცის თავისი შვილის ბუნებრივი "სტილი" და თავისი ქმედებებით მის ვექტორს არასწორად წარმართავს, და მას უბედურებისთვის გაწირავს. მეორეს მხრივ, ეს დამოკიდებულია გარემო პირობებზეც, სოციუმზეც. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ თუ ბავშვი ოჯახში მისთვის სასიკეთო იმპულსებთან ურთიერთქმედებს, მაშინ ის გაუძლებს გარემო არასასურველ პირობებსაც (რადგან მეტი წილი მაინც ოჯახში გაზრდას ეკუთვნის). ანუ თუ ბავშვი სწორად ვითარდება თავის ვექტორში (თავის ბუნებრივ იმპულსში), მაშინ გარემო სოციალურ პირობებსაც (თუ ძალიან უსაშველო არ იყო მისთვის) ის "გადალახავს" და მაინც სწორად გავითარდება.

წინა აბზაცში მე ტყუილად არ მითქვამს "მისთვის სასიკეთო" (გადახედეთ), რადგან ნებისმიერ ვექტორს თავისებური სტილი აქვს, და მათთან ურთიერთობაც (ანუ ურთიერთქმედებაც) ინდივიდუალურია. მაგალითად, ანალი ბავშვი არ უნდა დააჩქაროთ და საქმეების დასრულება უნდა აცადოთ დინჯად. მომავალში ის შეიძლება პროფესიონალი მეცნიერი დადგეს რაიმე კონკრეტულ დარგში, და თავისი სრულყოფილი ცოდნაც სხვებს გადასცეს. მაგრამ თუ დააჩქარებთ, მაშინ მომავალში ის შეიძლება დადგეს ადამიანად, რომელიც არ არის დარწმუნებული იმაში, რომ საქმის ბოლომდე მიყვანა შეუძლია. ეს პირობითად დადებითი და უარყოფი სცენარია მოცემული ვექტორისთვის.

ასე, თითოეულ ვექტორს თავისებური მიდგომა სჭირდება. თუ მაგალითად ანალი არ უნდა დააჩქარო, კანისთვის შეიძლება მცირედი დაჩქარება და კონურენციის შექმნა (არაგადაჭარბებული) პირიქით სასარგებლოც კი იყოს, ასე ის გამოიმუშავებს თავის საყვარელ უნარს - მრავალ საქმეზე ერთდროულად კონცენტრირებას და სწრაფ რეაგირებას, ასევე კონკურენტუნარიანობას, რაც შეიძლება საწინდარი გახდეს იმისა, რომ ის დადგება მომავალში იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც წარმატებებს აღწევენ, მუდამ წინ მიიწევიან და მუდმივად აფართოებენ თავისი კონტროლის სფეროს, და წარმატების ფორმულებსაც წერენ სხვებისთვის.

ამრიგად, თითოეულ ვექტორს თავისი სტილი აქვს, რომელიც ურთიერთქმედებს გარესამყაროსთან. თქვენ შეიძლება გარესამყაროს არასასურველი ზემოქმედება (იმპულსები) ვერ გააკონტროლოთ, სამაგიეროდ გააკონტროლეთ ის წილი, რაც თქვენ გერგოთ, ანუ თქვენს გარშემო ადამიანებისთვის (და საკუთარი თავისთვის) იყავით "ფსიქოლოგი", ანუ შეარჩიეთ ის იმპულსები, რაც ადამიანს (თავისი ვექტორების შესაბამისად) წარმართავს ჯანმრთელი და ბედნიერი რეალიზაციისკენ. ამისთვის კი კარგად უნდა იცნობდეთ "svp"-ს.

განსაკუთრებით ეს რჩევა ეხებათ მშობლებსა და მასწავლებლებს (ანუ მათ, ვისაც ბავშვის ადამიანად ჩამოყალიბებაში დიდი გავლენა აქვთ).

პრობლემა და გამოსავალი

ცხადია იდეალური იქნებოდა, რომ მშობლებმა, მასწავლებლებმა იცოდნენ "svp" და რაც მთავარია - ცხოვრების გარემოებებიც იმაზე იყოს აწყობილი, რომ ადამიანმა თავის იმპულსს ჯანმრთელი რეალიზაცია მისცეს. მაგრამ ასეთი იდეალური ჩვენი ყოფა არ არის. ცხოვრების გარემოებები, განათლების სისტემა და სხვა (უმეტეს ქვეყანაში) არ არის მორგებული ადამიანის მოთხოვნილებებზე, რათა ადამიანმა შეძლოს ჯანმრთელი რეალიზაცია თავისთვის სასურველ ნებისმიერ სფეროში.

არც მშობლებლებისგან ვარ კმაყოფილი. თუმცა მათი ქცევაც გასაგებია, ისინიც ისე იქცევიან როგორც შეუძლიათ (საერთოდაც, სამყაროში ყველაფერი გასაგებია ან გაგებადია, მაგრამ ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს). უმეტეს შემთხვევაში, როცა მშობლების და შვილების ვექტორების "სტილი" სრულებით არ ემთხვევა ერთმანეთს, ხდება ხოლმე მშობლისგან შვილის დაკომპლექსება (კანი მშობელის და ანალი შვილის მაგალითი ხშირად არის ხოლმე განხილული).

ხდება ხოლმე, რომ მშობელი (ან ნებისმიერი ადამიანი, ან გარემო და სოციალური ნორმები) თავს მოახვევს ადამიანს "იდეალური ადამიანის მოდელს", და თუ მოცემული ადამიანის შინაგან წყობასთან ეს მოდელი თანხვედრაშია, ჰო კარგი, და თუ არ არის, მაშინ მისი ვექტორის მიმართულება არც ისე სასურველი ხდება. ასეთ შემთხვევებში ადამიანს სხვა და სხვა ტიპის "დაზიანებული" სცენარი აქვს. ცუდ შემთხვევაში ის უბრალოდ ვერ რეალიზდება და თავს დაჩაგრულად (ან კიდევ სხვანაირად) იგრძნობს ამ სამყაროში. უარეს შემთხვევაში კი ის პრობლემა ხდება სხვა ადამიანებისთვისაც, ანუ მაგალითად მოძალადე, მანიაკი, ენერგოვამპირი, ძალაუფლებისთვის ყველაფერზე წამსვლელი და ა.შ. გააჩნია თავად ვექტორსაც და ასევე იმ გარემოებებსაც (გარემო იმპულსებს), რომლთანაც იურთიერთქმედა მოცემულმა ვექტორმა.

5

ცხადია, ვენარაირი ფსიქოლოგიური მიმდინარეობა ვერ მოგვცემს დისციპლინას, რომლის შესრულებითაც მივიღებთ ჯანმრთელ და რეალიზებულ ადამიანებს 100 პროცენტიანი გარანტიით, თუნდაც იმის გამო, რომ ცხოვრების მოვლენები არაპროგნოზირებადია. მაგრამ, "svp"-ს შეუძლია მოგვცეს ინსტრუქცია მოცემულ ვექტორებთან ურთიერთობის, რითაც ჩვენს დადებით წილს მაინც შევიტანთ მოცემული ვექტორის დადებით განვითარებაში. "svp"-თი ჩვენ გავერკვევით ჩვენს ქვეცნობიერ იმპულსებში და პირველ ეტაპზე გვეცოდინება მაინც რა გვსურს.

ჩვენ ვერ ვუზრუნველვჰყოფთ გარემო პირობების აბსოლუტურ კონტროლს, სამაგიეროდ შეგვიძლია ჩვენი წილი არანაკლები გავლენა ვიქონიოთ ადამიანზე. შეიძლება დადებითი გავლენა მას დაეხმაროს კიდეც გარემო არასასურველ პირობებთან გამკლავებასა და გადალახვაში.

ამრიგად, სასურველია მშობლებმა იცოდნენ "svp"-ს ელემენტები მაინც, ან კონსულტაცია გაიარონ სპეციალისტებთან, რათა მიიღონ რჩევები კონკრეტული ვექტორიანი ბავშვის აღზრდის სტილისთვის.

და მაინც, სად არის პრობლემა? იქ არის, რომ მშობლების უმეტესობა (განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, სადაც ტრადიციებს იცავენ და სიახლეების ეშინიათ) არ მიიღებს "svp" რჩევებს, თითქოს ეს რომელიმე რელიგიის ან ტრადიციის შეურაცჰყოფა იყოს (დამიჯერეთ, "svp" არავის და არაფერს შეურაცჰყოფს).

შეიძლება არ მიღების მიზეზი ზედმეტი თავდაჯერებულობაც იყოს. ანუ ადამიანი თვლიდეს, რომ მას ვერავინ ასწავლის ბავშვის აღზრდის იმაზე უკეთეს მეთოდებს, რაც თვითონ იცის. შეიძლება არ მიღების მიზეზი უიმედობა იყოს (ანუ მშობელი თვლიდეს, რომ ბავშვი ისეა "ხელიდან წასული", რომ მისი "გადარჩენა" შეუძლებელია). შეიძლება ამ ჩამოთვლილი მიზეზების კომბინაციებსაც შევხვდეთ. მოკლედ ბევრი ვარიანტია.

ასევე, ერთ - ერთი გავრცელებული მიზეზია ის, რომ მშობელი თავის შვილს პიროვნებად არ აღიქვამს, ანუ პატივს არ სცემს მის ხასიათს და არჩევანს. მშობლებს (და მასწავლებლებს) ხანდახან თავისი სცენარი აქვთ ხოლმე დაწერილი თავიანთი შვილებისთვის, რომელსაც სხვა და სხვა პირდაპირი თუ ირიბი (შთაგონებითი) მეთოდებით თავს ახვევენ შვილებს. ცხოვრებაში გამოუცდელი ბავშვები კი პროტესტს ვერ გამოთქვამენ და ირგებენ იმ სტილს, რაც მას შესთავაზეს, არადა ეს "სტილი" შეიძლება სწორედ ის იმპულსები იყოს, რასთანაც ურთიერთქმედებისას მისი ჭეშმარიტი მოტივები და არქეტიპები ცუდი სნეცარით რეალიზდება (გაიხსენეთ ანალი ბავშვის მაგალითი) და მერე გვიანია თავში ხელის წამორტყმა და დადანაშაულება საკუთარი თავის (ან სხვა რაღაცების) იმის გამო, რომ ბავშვი დეპრესიულია, ნარკოტიკებს იღებს, უსაქმურია, ცხოვრება არ უხარია, მოძალადეა, სადისტია და ა.შ.

მშობელმა ჯობს სპეციალისტთან გაიაროს კონსულტაცია ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით. ასეთ შემთხვევაში მშობელმა უნდა შეიგნოს, რომ მისი შვილი ადამიანია თავისი მიდრეკილებებით, რომელიც შეიძლება სულაც არ დაემთხვეს მის (მშობლის) წარმოდგენას მათზე. სანამ ეს არ გაცნობიერდება, მანამ პატივის ცემა შვილისადმი და მისი მიდრეკილებებისადმი და შესაბამისად ამ მიდრეკილებების ჯანმრთელი რეალიზაცია გამორიცხულია. არადა ნებისმიერი მიდრეკილების ჯანმრთელი რეალიზაციაა შესაძლებელი, ანუ ნებისმიერი მიდრეკილება რაღაც გაგებით "ნიჭია", რომლის სათანადო დამუშავებით შეიძლება მივიღოთ დიდი მასშტაბების სარგებელი, ან პირიქით - უბედურება. სწორედ ამ სარგებლის გზის დანახვისთვის არსებობს ფსიქოლოგია, და მისი ერთ - ერთი საუკეთესო მიმართულება - "svp".6

ადამიანს უნდა შეეძლოს ახლის მიღება. ანუ უნდა მიიღოს ის იდეა მაინც, რომ არსებობს რაღაც იმაზე მეტი, რაც მან იცის და მის საზღვრებს სცდება. თუ ადამიანი რაღაც დონეზე მაინც ასე ფიქრობს, მაშინ მას შეუძლია (აქვს ამის უნარი, "can" "is able to") გაეცნოს "svp"-ს, და შესაბამისად, ის დაიწყებს მის გამოყენებასაც.

ცხადია, აზროვნების ახალ სისტემაზე და ქცევის ახალ დისციპლინაზე სრულყოფილად გადასვლა რთულია. ამას შეიძლება დასჭირდეს რამოდენიმე თვიდან რამოდენიმე წლამდე (უკიდურეს შემთხვევაში - რამდენიმე ცხოვრებაც :))), გააჩნია თავად ადამიანს, რამდენად არის მიჩვეული ცვლილებებს.

ხოლო თუ თქვენ მზად ხართ პირველ რიგში "ირწმუნოთ", ხოლო მეორე რიგში გაეცნოთ და თქვენი დაკვირვებებიც გააკეთოთ "svp"-ში, მაშინ გზა ხსნილია მეგობრებო. ბრმად არაფერს მიჰყვეთ, უბრალოდ გაეცანით "svp"-ს, და თუ თქვენ დაკვირვებები დაიწყეთ და აღმოაჩინეთ, რომ "svp" რაღაც დონეზე მაინც "სწორი დისციპლინაა", მაშინ უკვე შეგიძლიათ მისი გამოყენება დაიწყოთ.

თუ თქვენ გსურთ საკუთარ ქვეცნობიერ იმპულსებში გარკვევა და "სისტემურ - ვექტორული ფსიქოლოგიის" გაცნობა - შესწავლა, მაშინ გადადით ამ ლინკზე „magma” -ში ან ეწვიეთ საიტს svp.ge. ხოლო ვისაც კონსულტაცია გსურთ "svp"-ში, საქართველოში ამის რამდენიმე კარგი სპეციალისტია. მათთან საკონტაქტო ინფორმაცია იხილეთ ამ ლინკზე.

მსგავსი სტატიები

სამყარო, როგორც პროგრამა


ავტორი: აკაკი სხულუხია თავიდან მინდა დავწერო საიდან მოვიდა ეს იდ...

მიუტევე რამეთუ არ იციან...


"ხოლო იესუ იტყოდა: მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან რასა იქმან...

პირველი და უკანასკნელი


ავტორი: იოანე შენგელია ძვირფასო მკითხველო, წინამდებარე სტატია წა...

იცოდე ვისი (ეგრე)გორისა ხარ!


ავტორი: მამუკა გურული როცა რაღაცის ბევრ ადამიანს სწამს, ეს რაღაც...

ბედნიერების გასაღები


ავტორი: მამუკა გურული რომ კითხოთ ყველას, რა არის ბედნიერებაო? ყვ...

შვიდი მილიარდი მატრიცა


ავტორი: ანა თოფურიძე - ტრიიიინ ტრიიიიინ ტრიიიინ - (ტელეფონი ზარი...

გაცნობიერდი ამ წამს!


  ავტორი: თიკა ბერძენიშვილი ამ წამს მე ვარსებობ. ამ წამს შევ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff