ბედნიერების გასაღები - გულწრფელი სურვილები

Admin
აზრები
0
0

იყო გულწრფელი ნიშნავს არ გრცხვენოდეს საკუთარი სურვილების. არ გრცხვენოდეს არავის წინაშე - არც ს...

alan_tegeris_naxatebi11

ავტორი: იოანე შენგელია

იყო გულწრფელი ნიშნავს არ გრცხვენოდეს საკუთარი სურვილების. არ გრცხვენოდეს არავის წინაშე - არც საკუთარი თავის წინაშე, არც სხვა ადამიანების წინაშე (ნაცნობების, მეგობრების, მშობლების და შვილების, და ა.შ.). იყო გულწრფელი ნიშნავს აცნობიერებდე საკუთარ ჭეშმარიტ სურვილებს, არ მალავდე, არ იტყუებდე თავს, არ ექცეოდე ილუზიებში და წარმოდგენებში საკუთარ თავზე, არამედ ხედავდე შენს ნამდვილ სახეს.

არსებობს მარტივი ჭეშმარიტება - ადამიანი ბედნიერი ვერ იქნება მანამ, სანამ არ შეისრულებს თავის ჭეშმარიტ სურვილებს. ამისთვის კი საჭიროა ადამიანი იცნობდეს თავის ჭეშმარიტ სურვილებს. თავის მხრივ, იმისათვის, რომ იცნობდე საკუთარ სურვილებს, აუცილებელია, რომ იყო გულწრფელი პირველ ყოვლისა საკუთარ თავთან, და შემდეგ - დანარჩენ სამყაროსთან.

გულწრფელობის ნულოვანი ეტაპი (ესეიგი ის მდგომარეობა, როცა ჯერ კიდევ არ ანთებულა გულწრფელობა ადამიანში) არის მდგომარეობა, როცა ადამიანი არა თუ სხვებს, არამედ საკუთარ თავსაც კი უმალავს საკუთარ ჭეშმარიტ სურვილებს. ესეიგი, ის არ იცნობს საკუთარ თავს, ილუზიები და ცრუ წარმოდგენები აქვს საკუთარ თავზე, რომლებიც სავსეა სხვადასხვა სტერეოტიპებით, რომლებიც იკვებებიან აბსურდული კომპლექსებით.

გულწრფელობის პირველი ეტაპი არის მდგომარეობა, როცა ადამიანი უკვე საკუთარ თავს გაიცნობს და გააცნობიერებს საკუთარ ჭეშმარიტ სურვილებს. შესაძლოა, სხვა ადამიანების წინაშე ჯერ კიდევ რცხვენოდეს საკუთარი ჭეშმარიტი სახის წარდგენა, მაგრამ საკუთარი თავის წინაშე უკვე აღარ რცხვენია, რადგან გადალახა საკუთარ თავში კომპლექსები.

გულწრფელობის მეორე ეტაპია, როცა ადამიანს შინაგანი გულწრფელობა (რაზეც ზემო აბზაცში ვისაუბრეთ) გარეთ გამოაქვს ადამიანების წინაშე, იმ ადამიანების, რომლებთანაც აქამდე რცხვენოდა საკუთარი თავის წარდგენა. ამ ეტაპზე ადამიანი უკვე არა თუ საკუთარ თავს, არამედ სხვებსაც შიშველი ეჩვენება. პირველ ეტაპამდე მისვლა რთულია, მაგრამ კიდევ უფრო რთულია მეორე ეტაპამდე მისვლა, რადგან ეს დაკავშირებულია ღია პროტესტთან და ბრძოლასთან, რომელიც პატარა ბრძოლაა, მაგრამ ძნელად გადასალახი.

გულწრფელობის მესამე ეტაპია, როცა მოხსნილია ყველანაირი კომპლექსი, ყველანაირი სირცხვილი საკუთარი თავის და სხვა ადამიანების წინაშე. ამ ეტაპზე აღარ მიმდინარეობს ღია პროტესტები. ამ ეტაპზე ადამიანს უკვე შეუძლია სრულიად თავისუფლად და უბრალოდ რეალიზდეს ნებისმიერ სფეროში, რომელშიც აქვს სურვილი.

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ გარემოში გაიზარდა ადამიანი. არიან მშობლები, რომლებიც ბავშვს ისე ზრდიან, რომ გულწრფელობის პირველი ეტაპების გავლის აუცილებლობა არც კი უდგათ მათ. ისინი თავიდანვე მესამე ეტაპზე დგებიან და ასე ატარებენ მთელს ცხოვრებას. მაგრამ, არის შემთხვევები, როცა ზრდასრული ადამიანებიც კი გულწრფელობის ნულოვან ეტაპზე არიან გაყინულნი. გულსატკენია ასეთი ადამიანების არსებობა, რომლებიც ვერც კი აცნობიერებენ რა აბსურდულ ტყვეობაში იმყოფებიან.

როგორ გავხდეთ გულწრფელნი? - თუ ადამიანი იმყოფება ნულოვან ეტაპზე და არც აქვს მიდრეკილება, რომ გადავიდეს მომდევნო ეტაპებზე, მაშინ რთულია ასეთი ადამიანის განვითარებაზე საუბარი. ამ შემთხვევაში ალბათ სპეციალისტის ჩარევა (კარგი ფსიქოლოგის) იქნებოდა მიზანშეწონილი. თუმცა, თუ ადამიანს არ აქვს ტენდენცია, რომ გადავიდეს მომდევნო ეტაპებზე, მაშინ ალბათ ფსიქოლოგსაც არ ექნება ეფექტი.

თუ ადამიანი იმყოფება პირველ ეტაპზე, მაშინ, იმისათვის, რომ ის გადავიდეს მეორე ეტაპზე, საჭიროა სიმამაცე და მეტი არაფერი! ზოგჯერ ხდება, რომ პირველ ეტაპზე მყოფი ადამიანი ვერ უძლებს ურთიერთსაწინააღმდეგო მდგომარეობების დაპირისპირებას (თავისი ჭეშმარიტი სურვილების (რომელთაც ამ ეტაპზე უკვე აცნობიერებს) და გარემოს სურვილების) და ამის გამო არსებობს ალბათობა, რომ ის შეიძლება ნულოვან ეტაპზე დაბრუნდეს (ანუ კვლავ დაიძინოს და დაივიწყოს, რომ ის ინდივიდია თავისი უნიკალური სურვილებით).

ამის გამო არ ღირს პირველ ეტაპზე მყოფი ადამიანის მიერ თავისი მდგომარეობის შენარჩუნება და ამის გაჭიანურება. არსებობს სამი შესაძლო სცენარი: პირველი: ის ვერ გაუძლებს დაპირისპირებას და ისევ ნულოვან ეტაპზე გადავა (ეს ვარიანტი უნდა გამოირიცხოს). მეორე: შეინარჩუნებს ამ ეტაპს და ამის გამო მუდმივ ტანჯვაში იქნება, მოიწამლება ჯერ ფსიქიკურად, შემდეგ კი ორგანიზმზეც გადავა ეს მოწამვლა და უკიდურეს შემთხვევაში ეს გადაიზრდება ქრონიკულ და/ან მომაკვდინებელ დაავადებებში. მესამე: ის მოიკრებს სითამამეს და გადავა მეორე ეტაპზე!

შენიშნეთ, რომ ავადმყოფობები დაკავშირებულია პირველ ეტაპზე მყოფ ადამიანთან. რატომ? - იმიტომ, რომ ადამიანის ფსიქიკურ (და შემდეგ ფიზიკურ) მოწამვლას იწვევს ის, რომ ადამიანი საკუთარ თავთან აღიარებს სურვილებს მაგრამ არ ჰყოფნის მათი გამომჟღავნებისთვის სიმამაცე. ამიტომ, ეს არარეალიზებული სურვილები და შინაგანი პროტესტი იწყებენ მის მოწამვლას. ნულოვან დონეზე ადამიანი ვერც კი აცნობიერებს საკუთარ მექანიკურობას (შესაბამისად - მას არც პასუხისმგებლობა აქვს საკუთარ თავზე), ამიტომ, მის შემთხვევაში ამ მიზეზით ავადმყოფობები არც ჩნდებიან (ან ჩნდებიან ძალიან მსუბუქად იმ მოტივით, რომ დაეხმარნონ მას გამოღვიძებაში).

ამრიგად, პირველ ეტაპზე მყოფი ადამიანები, რომლებიც არც ნულოვან ეტაპზე ბრუნდებიან, მაგრამ არც მეორე ეტაპზე გადადიან, იმყოფებიან ქრონიკული და/ან სასიკვდილო ავადმყოფობების რისკჯგუფში. როგორც უკვე აღვნიშნე, იმისათვის, რომ ისინი გადავიდნენ მეორე ეტაპზე, აუცილებელია მოიკრიბონ სიმამაცე და გულწრფელად გაშიშვლდნენ სამყაროს წინაშე. სხვათაშორის, არსებობს უამრავი მაგალითი იმისა, რომ ადამიანები განიკურნნენ მძიმე დაავადებებისგანაც კი მას მერე, რაც თავიანთი გულწრფელი სურვილების ასრულება დაიწყეს (ანუ, გადალახეს კომპლექსები და დაიწყეს რეალიზება).

რაც შეეხება მეორე ეტაპზე მყოფ ადამიანებს, ისინი მსუბუქად და გლუვად გადადიან მესამე ეტაპზე ისე, რომ ეს გადასვლა არც კი ჩანს. ღია პროტესტი და გულწრფელი აღიარება, როგორც წესი, ერთჯერადი და სწრაფი პროცესია, რის მერეც ადამიანი იწყებს დამოუკიდებელ ცხოვრებას, ანუ ცხოვრებას საკუთარი სურვილებისთვის.

დაუსვით შეკითხვა საკუთარ თავს: რომელ ეტაპზე ვიმყოფები მე და ვარ თუ არა გულწრფელი საკუთარი თავის და გარშემომყოფების წინაშე? მაქვს თუ არა ბოლომდე გაცნობიერებული საკუთარი სურვილები და ვცდილობ თუ არა რეალიზებას ისე, როგორც ჭეშმარიტად შემშვენის მე? - თავადვე უპასუხეთ ამ შეკითხვებს (თქვენთვის) და წარმატდით!!!

გააზიარეთ თუ მოგეწონათ..

 

მსგავსი სტატიები

ქედმაღლობა, როგორც სხვაზე უკეთესობის სიხარული


ავტორი: ლევან ჩახაია წმინდა წერილებში ბევრი რამ თქმულა ქედმაღლობის...

ცოდნის გაზიარების შესახებ


  ავტორი: სერგო ღამბაშიძე ცნობიერების რა საფეხურზეც არ უნდ...

გრავიტაცია


ავტორი: მამუკა გურული ერთ-ერთი ყველაზე "საიმედო" და საკვანძო ცნე...

ათი რამ, რაც მეუღლეზე მეტად გჭირდებათ


ავტორი: ანა თოფურიძე წყარო : Averi Clements 1. მეგობრ...

სვფ-ს სიმეტრიის ჰიპოთეზა


ავტორი: იოანე შენგელია ბუნებაში ყველაფერი სიმეტრიისკენ და ჰარმონიი...

როცა გადაწყვეტილების მიღება არ შეგიძლია


ავტორი: იოანე შენგელია ერთი ამბავი მინდა მოგიყვეთ (სახელები შეცვ...

კვანტური მექანიკის მხილებული რეალობა


ავტორი: ანა თოფურიძე რეალობა ადამიანის გონებისთვის შეუცნობელი გა...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff