თეზა #7

Admin
აზრები
0
0

1%2AeJ0Cnnytij0d2SZZQ2YxrA

ავტორი: მამუკა გურული

"გზა ნამდვილი თავისუფლებისკენ - გადის მხოლოდ მცირე ჯგუფებზე"

განმარტება: დღეს ჩვენ ვცხოვრობთ გუნდური განვითარების ეპოქაში, როდესაც შეუძლებელია ადამიანმა მარტომ მოიპოვოს მაღალი დონის თავისუფლება. რაღაც ეტაპზე მას მოუწევს მარტოობის ეტაპის გავლა, მარტო ყოფნის შიშის დასაძლევად, საკუთარ თავში მეტად ჩასაღრმავებლად, და საკუთარი ნამდვილი ინდივიდუალობის საპოვნელად, შემდეგი ეტაპი კი ასეთი ინდივიდუალობების მცირე ჯგუფებად ჩამოყალიბებაა, მიზნების, ინტერესების და სხვადასხვა დონეზე სინქრონიზაციის შესაბამისად. მთავარი მიზანი კი რა თქმა უნდა მეტი დამოკიდებულებაა საკუთარ შინაგან მზეზე, და ნაკლები დამოკიდებულება სისტემაზე და სხვადასხვა დიდ ეგრეგორებზე. 

მსოფლიო დონის დიდი ეგრეგორები, იქნება ეს რელიგიები, სულიერი თუ ეზოთერული ორგანიზაციები, სექტები და ა.შ., საწყის ეტაპზე კარგიცაა ვიბრაციის ასამაღლებლად და გარკვეულ ჯანსაღ რიტმზე გადასასვლელად, მაგრამ შემდეგ ადამიანმა თავად უნდა იპოვოს საკუთარი რიტმი და თვითდისციპლინა უნდა შეიქმნას. მეორე მომენტია, თუ ასეთ დიდ ორგანიზაციებში უშუალოდ გაქვს სულიერ ლიდერთან (პატრიარქთან, ოსტატთან, გურუსთან) ხშირი შეხება და ის უშუალოდ გიწევს მეგზურობას საკუთარი მზისკენ, მაშინ ეს უკვე ამ გურუს გარემომცველ ახლო წრეში ყოფნას ნიშნავს, და შესაბამისად წინა პუნქტს აღარ მოიცავს. ამის მთავარი პირობაა, რომ გურუ ცოცხალი უნდა იყოს და უშუალო და საკმაოდ ხშირი შეხება უნდა გქონდეს მასთან. სხვა შემთხვევაში კოლექტიურ რიტმში ხარ და უბრალოდ ეგრეგორს მიყვები, ეს კი რაღაც დონემდე გაგავითარებს, ამის მერე კი ეცდება აღარ გაგიშვას. 

ჩემს სტატიაში ეგრეგორების შესახებ, მე ვისაუბრე იმაზე, რომ "სასწაულები" და საოცარი ფაქტები არ განსაზღვრავს ეგრეგორის ვიბრაციის სიმაღლეს. უფრო მოკლედ რომ ვთქვათ, ხე რამდენიმე ნაყოფით ვერ იცნობა, სრულ სურათს უნდა ვხედავდეთ, რომ რაღაც მოვლენა ობიექტურად შევაფასოთ. 

ასევე ავღნიშნავ, რომ ნამდვილი ცოდნა დღემდე ეზოთერული რჩება, ანუ მასისთვის შეუძლებელია მისი გამჟღავნება, რადგან ვერ გაიგებს, ან უკუღმა და თავისი ხედვის კუთხიდან გაიგებს. 

მაშ ასე, ჩამოვთვლი იმ სამ მთავარ პრინციპს, რომელიც ნამდვილად თავისუფლებისკენ გზაზე მდგარ გუნდს ახასიათებს:

  1. საერთო რიტმი, ოღონდ საკუთარი, და გუნდის მიერ ცნობიერად არჩეული, რომლის შიგნითაც ყოველ წევრს კიდევ სხვა ინდივიდუალური რიტმიც ექნება.
  2. შემოქმედებითობის და ფანტაზიის დიდი წილი მათ ყოველდღიურ საქმიანობაში.
  3. ბუნებასთან მაქსიმალურად ახლოს და ჰარმონიულად ყოფნა (სხვანაირად ჯანსაღ ენერგიას ვერ მიიღებ განვითარებისთვის და დესტრუქციული ან პარაზიტობით მოპოვებული ენერგიით კი თავისუფლებას ვერ მოიპოვებ... თუმცა აქაც იდეალური მდგომარეობა პრაქტიკულად არ არსებობს, და გარკვეული პარაზიტობა და სისტემებთან გარიგება (და არა ვალში ყოფნა) ყველას გვიწევს). 

MAGMA წარმატებას გისურვებთ თავისუფლებისკენ მიმავალ გზაზე!..

მსგავსი სტატიები

ტრანსერფინგი - კვანტურ-მექანიკური ანალოგია


ავტორი: იოანე შენგელია მოგესალმებით ძვირფასო მკითხველო. წინამდებარ...

ბნელი ადგილების ნათელი საიდუმლოებები


ავტორი: ანა თოფურიძე გამარჯობა სიბნელევ ჩემო ძველო მეგობარო... ...

ცხოვრების მთავარი საიდუმლო


ავტორი: მამუკა გურული სათაურის წაკითხვისთანავე ალბათ გაგიჩნდებათ კი...

ბუნებრივი სიამოვნებები - სექსი


ავტორი:ლევან ჩახაია ძველ ეპოქებში ადამიანები ბუნებასთან უფრო ახლოს...

კარმული ეგრეგორები


  ავტორი: იოანე შენგელია მეგობრებო, წინამდებარე ტექსტი წარ...

დეფრაგ(მე)ნტაცია


ავტორი: ანა თოფურიძე მსოფლიოში გავრცელებულია მცდარი წარმოდგენა, რო...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff