იდეების ჩანიშვნა

Admin
აზრები
0
0

ავტორი: იოანე შენგელია თუ დაკვირვებულხართ, ჩვენი აზრების მიმდინარეობა ქაოსურია, გვიჭირს ერთ რა...

ავტორი: იოანე შენგელია

20160713145536 ideas

თუ დაკვირვებულხართ, ჩვენი აზრების მიმდინარეობა ქაოსურია, გვიჭირს ერთ რაიმეზე კონცენტრაცია. რაც უფრო ვიზრდებით და დრო გადის, მით უფრო მეტი "ელემენტი" არსებობს ჩვენს გონებაში და მით უფრო ქაოსურია ჩვენი აზრები. იმისათვის, რომ კონცენტრაცია მოვახდინოთ, საჭიროა დიდი ძალისხმევა და ენერგიის ხარჯვა. თუ სპეციალურად არ გამოვყოფთ ამისთვის ენერგიას, მაშინ მექანიკური პროცესი მიმდინარეობს და აზრები ასოციაციებით ერთი თემიდან მეორეზე ხტებიან.

ეს პროცესი არ არის უჩვეულო და უცნაური. ეს ბუნებრივია ნებისმიერი ადამიანისთვის. მაგრამ, ხანდახან ხდება ხოლმე, რომ აზრთა ამ "სტატისტიკურ ორომტრიალში" იბადება გენიალური იდეები, რომლებიც შეიძლება შეესაბამებოდეს რაიმე პრობლემების გადაჭრას, ან რაიმე კომფორტის გაუმჯობესებას, ან მეცნიერული ამოცანის გადაჭრას და სამყაროს შეცნობის ახალ თეორიას. ან ნებისმიერ სხვა რამეს.

გენიალური იდეები ჩვენს გონებაში ხშირად იბადება (ზოგჯერ ღამ-ღამობით, განსაკუთრებით კი დილის 4-6 საათისთვის), და მათი დაფიქსირებაც რთულია. ისინი იბადებიან მექანიკური აზრების "ოკეანეშიც". მაგრამ, ვინაიდან ადამიანის აზრთა სივრცე უამრავ ელემენტს შეიცავს, რომლებიც ასოციაციებით არიან ერთმანეთთან დაკავშირებულნი, ამიტომაც კონცენტრაცია თითქმის შეუძლებელია ერთ კონკრეტულ ელემენტზე.

ახლა დაფიქრდით რამდენი ასეთი იდეა გაჩენილა თქვენს თავში მთელი თქვენი ცხოვრების განმავლობაში, და რამდენი მათგანი გამქრალა იმის გამო, რომ თავის დროზე არ დააფიქსირეთ ის, და გაქრა სადღაც ჩვენი აზრების სივრცეში შორს, ისეთ სიშორეზე, რომელიც არ ჩანს იმ წერტილიდან, სადაც ახლა ხართ.

თქვენ ვერ მოახერხებთ ყველა თქვენი მექანიკური აზრის ცნობიერად თანგაყოლას, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ზოგიერთი მათგანი ჩანიშნოთ სადმე, მაგალითად ფურცელზე ან "word"-ში. გააკეთეთ ეს იმავე მომენტში, როცა იდეა დაიბადება, და მერე მიეცით საშუალება თქვენს გონებას გააგრძელოს მექანიკური მუშაობა. თუ რაიმე ახალი იდეა დაიბადება, რომელიც ასევე გგონიათ, რომ სასარგებლო იქნება, ისევ ჩანიშნეთ, და ისევ გააგრძელეთ მექანიკური აზრები.

ეს ჩანიშვნის პრაქტიკა ძალიან კარგია, რადგან როდესაც კონცენტრაციის უნარი მაღალი გექნებათ (სუფთა გონებაზე და მაღალი ენერგიით სავსე როდესაც იქნებით), მაშინ შეგიძლიათ მიუბრუნდეთ თქვენს ჩანაწერებს, და გონება გაიხსენებს ამ იდეების დაბადების პროცესს, მათ განვითარებას და გააგრძელებს ფიქრს. თქვენ შეგიძლიათ დაგეგმოთ ხოლმე, რომ მაგალითად ხვალ 16:00 საათზე იფიქრებთ ამა თუ იმ იდეაზე, რომელიც გუშინ გაგიჩნდათ.

თუ ამ პრაქტიკას გამოიმუშავებთ, მაშინ შეძლებთ უფრო პროდუქტიული იყოთ იდეების ჩამოყალიბებაში. რადგან, ნებისმიერი გაელვება და განჭვრეტა საჭიროებს ჩამოყალიბებას და "ხორცის შესხმას" ინფორმაციული "ტყავით". თქვენ შეიძლება რაღაც განჭვრიტოთ, მაგრამ ვერ მოახერხოთ ამის ჩამოყალიბება საკუთარ გონებაში, და ამიტომაც ეს იდეა დაიკარგება და დარჩება "ხორცშეუსხმელი". ამიტომაც, დიდი ხნით აღარ გადადოთ ხოლმე იდეაზე ფიქრი, რადგან რაც უფრო გვიან დაიწყებთ, მით უფრო გაგიჭირდებათ მისი ჩამოყალიბება.

თუმცა, ზოგჯერ ძილის დროსაც ხდება ხოლმე იდეების გენერირებაც და ჩამოყალიბებაც, და დილით ვიღვიძებთ ახალი ცოდნით, მაგრამ ეს ძალზედ იშვიათია. იდეის ჩამოყალიბებას სჭირდება მაღალი კონცენტრაცია და დრო, რათა მიიღოს ინფორმაციულ-სტრუქტურული სახე.

არსებობს იდეების ჩანიშვნის სხვა ტექნიკაც, რომელიც ჩემმა შორეულმა ნაცნობმა მასწავლა: როდესაც აზრების პროცესში ან ღამე (პირობითად 4-6 საათისთვის) რაიმე იდეა გებადებათ, გააკეთეთ ასოცირება რაიმე მარტივ პროცესთან. მაგალითად, თუ ღამე თითქმის გამოღვიძებულზე დაგებადებათ რაიმე იდეა, ის განწირულია დაკარგვისთვის რამდენიმე წამში ან წუთში, როდესაც გამოიღვიძებთ, და თქვენი აზრები სულ სხვა სივრცეს დაიკავებენ. მაგრამ, თქვენ შეგიძლიათ რაიმე მარტივი მოძრაობა გააკეთოთ, მაგალითად, გადაადგილოთ ლოგინში პატარა ნივთი, როდესაც ეს იდეა დაგებადებათ. შემდგომ, როცა უკვე გაიღვიძებთ, შეხედეთ ამ ნივთს, და გონება ასოციაციური მეთოდით გაიხსენებს თქვენს აზრებს, რომელიც გქონდათ ამ ნივთის მოძრაობის პროცესში. რამდენიმე ასეთი პრაქტიკის შედეგად გამოიმუშავებთ ამ იდეების დამახსოვრების და ფიქსირების უნარს.

გამოიმუშავეთ იდეების ჩანიშვნის და ჩამოყალიბების პრაქტიკა, და მაშინ უფრო პროდუქტიული გახდებით იდეათა სამყაროში და თქვენი გონებაც მიეჩვევა იდეების გენერირებას და თავისითაც დაიწყებს ხოლმე კონცენტრაციას და მათ ჩამოყალიბებას.

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ..

მსგავსი სტატიები

პეპლის ეფექტი


ავტორი: იოანე შენგელია თუ არ გაქვს კალამი, ვერ დაწერ დავალებას. ...

აირჩიე წარსული - რომელიც გსურს


ავტორი: ანა თოფურიძე „შენ შეგიძლია აირჩიო ნებისმიერ წარსული..“ - რ...

პირველი და უკანასკნელი


ავტორი: იოანე შენგელია ძვირფასო მკითხველო, წინამდებარე სტატია წა...

იცოდე ვისი (ეგრე)გორისა ხარ!


ავტორი: მამუკა გურული როცა რაღაცის ბევრ ადამიანს სწამს, ეს რაღაც...

მეცნიერება - ეზოთერიის სინთეზის ელემენტები


ავტორი: იოანე შენგელია ყველაფერი დაიწყო ათასწლეულების წინ. ანუ მაშ...

ყოფის აუტანელი სიმსუბუქე


ავტორი: ფჯოსიდ ვრდოორი ვერგაგებული(?) სიტყვების ლექსიკონი ...

შეიმეცნეთ შემეცნების მექანიზმი


ავტორი: იოანე შენგელია   - ლუკა, მოცემულია ორი წილადი: 1/3 დ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff