მეცნიერება და ეზოთერია

Admin
აზრები
0
0

მოგესალმებით ძვირფასო მკითხველო. წინამდებარე ტექსტი წარმოადგენს ჩემს პირად ნააზრევს და შეხედულებ...

მოგესალმებით ძვირფასო მკითხველო.

წინამდებარე ტექსტი წარმოადგენს ჩემს პირად ნააზრევს და შეხედულებას მოცემულ თემასთან დაკავშირებთ. ესეიგი, ეს არის რამდენადმე პოპულარულ ენაზე დაწერილი სტატია, და არ არის პროფესიონალური, რადგან მე არ ვარ პროფესიონალი არც მეცნიერებაში და არც ეზოთერიკაში, მაგრამ ჩემს ცოდნაზე და დაკვირვებებზე დაყრდნობით მაქვს გარკვეული იდეები, რომელთა თქვენდამი გაზიარება მსურს.

რა არის ეზოთერია? ალბათ უმეტესობა თქვენგანმა იცის განმარტება, რომელსაც ინტერნეტში ვაწყდებით: ეზოთერია - ეს არის საიდუმლო ცოდნა სამყაროს (ან მისი ნაწილების) მოწყობაზე. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეზოთერიკის დარგები წარმოადგენენ რეალობის მოდელებს, რომლებიც რეალობის სხვა და სხვა გამოვლინებებს (ანუ რეალობის სხვა და სხვა ნაწილებს, მოვლენებს) აღწერენ და პირველ მიზეზებს ეძებენ.

ადამიანისთვის არსებობს ჩვეულებრივ ორი გზა, რომლითაც ის იღებს საიდუმლო ცოდნას - „ზემოდან ქვემოთ“ და „ქვემოდან ზემოთ“. პირველ შემთხვევაში ადამიანს მასზე მაღალი წესრიგიდან ეძლევა „წვდომა“ გარკვეულ მექანიზმებზე, რომელიც ჩვეულებრივ ადამიანურ მექანიზმებს აღემატება მასშტაბურობით. მეორე შემთხვევაში ადამიანი თავისით ისწრაფვის ავიდეს მაღალ წესრიგამდე და თვითონ „დაიპყროს უფრო მაღალი წესრიგი“.

ანუ პირველ შემთხვევაში „ღმერთი მოდის ადამიანის შესახვედრად“, მეორე შემთხვევაში კი „ადამიანი მიდის ღმერთის შესახვედრად“. ვერ ვიტყვით რომელი მათგანი უფრო სრულყოფილია, რადგან, ორივე მათგანი სასარგებლოა. პირველ შემთხვევაში სუფთად მოდის საჭირო და საკმარისი ინფორმაცია აბსოლუტისგან (ან უფრო სწორედ, ჩვენზე მაღალი წესრიგიდან), მეორე შემთხვევაში ადამიანი „მე თვითნ“ პრინციპით აღწევს მაღალ სისტემას.

ამაზე უფრო დაწვრილებითი ინფორმაციისთვის გაეცანით მამუკა გურულის სტატიას ეგრეგორები.

ახლა კი ვიტყვი ისეთ რამეს, რაც ალბათ მრავალი მეცნიერისთვის მიუღებელი და შეიძლება დამამცირებელიც იყოს, თუმცა ეს ჩემი პირადი შეხედულებაა, და მეტსაც გეტყვით: მე თვითონ ვარ დაკავებული მეცნიერებით.

განსაკუთრებული არაფერი, მხოლოდ ის, რომ მეცნიერებაც ეზოთერიის ერთ - ერთი დარგია. შეიძლება ითქვას, რომ მეცნიერება „ქვემოდან ზემოთ“ და „მე თვითონ“ ტიპის ეზოთერიის მწვერვალია. ის ინფორმაციები სამყაროს მოწყობაზე, რომლებიც ადრე სხვა და სხვა არა მეცნიერული სახით გვეძლეოდა ადამიანებს, ახლა მრავალწლიან მაგრამ სრულყოფილ „გადამოწმებას“ გადის მეცნიერების მიერ. ანუ ეზოთერული საიდუმლო ცოდნა მეცნიერისთვის - ეს არის ცოდნა უშუალო ექსპერიმენტებით მიღებული და დადასტურებული.

მართალია, მეცნიერები მკაცრად გამოჰყოფენ საკუთარ თავს ეზოთერიკისგან, მაგრამ ეს იგივე ეზოთერიკაა ადამიანის თანამედროვე მიდგომებით და „მე თვითონ“ პრინციპით, რადგან ემსახურება იმავე მიზანს, რასაც ყოველთვის ემსახურებოდა ეზოთერიკა - საიდუმლო ცოდნის მიღება სამყაროს მოწყობაზე, რეალობის მოდელის შექმნა, და ადამიანის ბედნიერების ძიება.

ასეა. დღევანდელი მეცნიერები არიან ის ადამიანები, რომლებიც საუკუნეებით ადრე იყვნენ ეზოთერიკოსები, ანუ საიდუმლო ცოდნის და რეალობის მოწყობის მაძიებლები, რომლებიც თანდათან დაშორდნენ ეზოთერიკას და ყველაფრის ექსპერიმენტული შემოწმება დაიწყეს. ანუ, მეცნიერება აღმოცენდა სწორედ იმ იმპულსებიდან, საიდანაც აღმოცენდა თავის დროზე ეზოთერიკის სხვა და სხვა დარგები ადამიანში. და მე მჯერა, რომ დროთა განმავლობაში ეზოთერიკა და მეცნიერება კვლავ ერთ კალაპოტში აღმოჩნდებიან.

საერთოდაც, რეალობის მოწყობის მექანიზმებს იკვლევენ სმენის ვექტორის ადამიანები, რადგან ეს მათი ფუნქციაა დედამიწაზე - მოიგონონ თავიანთი აბსტრაქტული ინტელექტით რეალობის მოდელები, რომლებიც რაც შეიძლება დახვეწილად აღწერენ რეალობას და ხსნიან მოვლენებს. სწორედ სმენების დამსახურებაა მეცნიერების და ეზოთერიკის სხვა და სხვა დარგების განვითარება, რადგან ისინი მიისწრაფვიან მაღალი წესრიგის შეცნობისკენ და - მათ ეს გამოსდით, თუ დაზიანებები არ აქვთ.

[საერთოდაც, ნებისმიერ ადამიანს დედამიწაზე თავისი ფუნქცია აქვს, რის გარკვევაშიც გვეხმარება ეზოთერიკის სხვა და სხვა დარგები, მაგალითად ასტროლოგია, თუმცა, ამ ეტაპზე, ჩემი აზრით, ადამიანების ფუნქციებს ყველაზე უფრო სრულყოფილად აღწერს სისტემურ - ვექტორული ფსიქოლოგია. ამ თემასთან დაკავშირებით იხილეთ ჩემი სტატიაც. და, როგორც ერთმა ბრძენმა კაცმა თქვა: ყველა ადამიანს თავისი ფუნქცია აქვს, და თუ ამას ასრულებს, მაშინ ბედნიერია, თუ არ ასრულებს, მაშინ უბრალოდ იტანჯება.]

ამრიგად, თემიდან რომ არ გადავუხვიოთ, ვსაუბრობდით იმაზე, რომ მეცნიერება წარმოადგენს თავისი ფუნქციით ეზოთერიკას, რამდენადმე უცნაურს და თავისებურს, მაგრამ მაინც ეზოთერიკას. ახლა კი რაზეც მსურს საუბარი არის ის, რომ ნებისმიერი მეცნიერება დაიყვანება ფიზიკაზე, რადგან ფიზიკა არის ყველაზე ფუნდამენტური მეცნიერებებს შორის, რომელმაც უნდა აღწეროს მექანიზმები მეცნიერების სხვა ყველა დარგშიც - ქიმია, ბიოლოგია, ფსიქოლოგია და სხვა.

ვინაიდან ფიზიკა სუფთად მეცნიერებაა, ამიტომაც ის ნელა ვითარდება და ქიმიის აღწერა - ახსნას ჯერ არ გასცდენია, თუმცა ბოლო პერიოდში ბიოლოგიაშიც იწყება ფიზიკის მუშაობა, და ალბათ, სმენურ - მეცნიერული სულისკვეთება არ დანებდება და, ადრე თუ გვიან, ფიზიკას შეაძლებინებს გაარღვიოს ბიოლოგიის საზღვრები და სიცოცხლის მექანიზმიც ახსნას, ფსიქოლოგიური პროცესები და სხვა. თუმცა, ჯერჯერობით, ეს მხოლოდ ფანტასტიკაა, რომ ფიზიკამ სუფთად თავისი სტილით ახსნას ეს პროცესები, მაგრამ მრავალი ათწლეულის მერე ვინ იცის?

მოკლედ, ამას არ აქვს ახლა არსებითი მნიშვნელობა. არსებითია ის, რომ ადამიანებს აქვთ მოგონილი ისეთ საოცარი აბსტრაქტული მექანიზმი, როგორიც მათემატიკაა, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია ჩვენი ცხოვრება, რადგან ნებისმიერი ტექნიკური ხელსაწყო თუ მეცნიერება - იქნება ეს თეორიული თუ ექსპერიმენტული - დამყარებულია მათემატიკურ აღწერებსა და გათვლებზე (მადლობა ამისთვის მეცნიერული სულისკვეთების ადამიანებს კაცობრიობის ისტორიაში).

მათემატიკა - ეს არის უნივერსალური ენა, გრამტიკა, რომლითაც გვესაუბრება სამყარო, რომელ ენაზეც საუბრობენ მეცნიერები და ეზოთერიკოსებიც კი მათემატიკას და მის ჰარმონიას „წამ და უწუმ“ აწყდებიან და იყენებენ.

ეს ყველაფერი ჩემში აღძრავს იდეას, რომ მათემატიკა ადამიანმა (სმენის ვექტორმა) მოიგონა გაუცნობიერებლად, რათა დაეკმაყოფილებინა თავისი გაუცნობიერებელი სურვილი - სამყაროს უფრო მაღალ წესრიგთან შერწყმა, წესრიგებს კი მათემატიკა აღწერს. მათემატიკა გაუცნობიერებლიდან ამოვიდა ცნობიერში, როგორც წესრიგების და კანონზომიერებების აბსტრაქტული აღწერის უნარი. მის გარეშე შეუძლებელია რაიმეს აღწერა, რადგან ნებისმიერი რამის აღწერისას, თუნდაც მათემატიკურ ტერმინოლოგიას და აპარატს არ იყენებდე, იყენებ აბსტრაქტულ ინტელექტს, რომელსაც ხორცს ასხამს მათემატიკა. ანუ მათემატიკაში გავითარება სხვა არაფერია, თუ არა „სმენური“ მექანიზმის (აბსტრაქტული ინტელექტის) დახვეწა. რადგან, რაც მეტად ვითარდები მათემატიკაში, მით უფრო იხვეწები სამყაროს პროცესების აღწერაში და სხვა და სხვა რთული ამოცანების ამოხსნაში.

რატომ გადავეკიდე მათემატიკას? იმიტომ, რომ ფიზიკა ნებისმიერი მეცნიერების „ჩონჩხია“, თავად ფიზიკის „ჩონჩხი“ კი მათემატიკაა - ანუ „აზროვნების მექანიზმი“. ამიტომაც ამ სტატიაში მე მსურს წარმოვადგინო ანალოგია ეზოთერიკასა და სწორედ მათემატიკას შორის.

ანალოგია

იმისთვის რომ ანალოგია გავაკეთოთ მათემატიკასა და ეზოთერიკას შორის, პირველ რიგში ვთქვათ ის ძირითადი ‘ელემენტი“, რაზეც აიგება ეს თითოეული მიმართულება.

080200

ეზოთერიკაში ეს არის ეგრეგორი - ეს არის სიმრავლე რაიმე ელემენტებისა, მაგრამ ამ სიმრავლეს აქვს გარკვეული „აზრი“, „იდეა“, ანუ ეს ელემენტები გაერთიანებულნი არიან რაღაც მექანიზმით, რაღაც საერთო იდეთ, ან უბრალოდ კანონზომიერება არსებობს. ასეა თუ ისე, ეგრეგორი (ანუ იგივე სისტემა) ეს არის ელემენტები და გარკვეული სტრუქტურა. სტრუქტურა კი ათასგვარი შეიძლება იყოს, და არსებობს უამრავი სახის ეგრეგორი, რაზეც ჩვენ არ ვისაუბრებთ, არამედ, როგორც შეგპირდით, ზედაპირულად გადავხედავთ ამ თემატიკას.

რატომ არის საფუძველთა საფუძველი ეგრეგორი? იმიტომ, რომ ნებისმიერი რაიმეს აგებულება ეზოთერიკაში დაიყვანება ეგრეგორამდე. შეუძლებელია რაიმე ეზოთერულ დისციპლინას ეცნობოდეთ, და რეალობის მოდელი ეგრეგორებამდე არ „დავიდეს“ (თავად ეზოთერული დისციპლინებიც ეგრეგორებია). შეიძლება ითქვას, რომ ეგრეგორები არიან სამყაროს აგურებიც და მშენებლობებიც. რადგან, ეგრეგორები არიან ელემენტებიც და მათი გარკვეული სტრუქტურაც - ანუ ამ ელემენტებისგან შემდგარი სისტემა.

აქვე მინდა გირჩიოთ წაიკითხოთ მამუკა გურულის სტატია, სადაც საუბარია სამყაროს ფრაქტალურობაზე, ანუ იმაზე, რომ სამყარო იმეორებს გარკვეულ სტრუქტურას სხვადასხვა მასშტაბების ეგრეგორებში. მაგალითად მზის სისტემის და ატომის მოდელი წააგავს ერთმანეთს (თუმცა სულ სხვა და სხვანაირია მაინც). მზის სისტემაც და ატომიც გარკვეული ეგრეგორებია, რადგან ხდება ელემენტების გაერთიანება გარკვეული წესრიგით, სტრუქტურით. მზის სისტემის ატომები კი მზის სისტემის ქვესისტემები არიან.

ალბათ გესმით, ეგრეგორების რაოდენ რთული და ლამაზი სტრუქტურაა მთელი სამყარო. შეიძლება ითქვას, რომ სამყაროს ყოველი „ნაწილი“ და „სეგმენტი“ არის „ეგრეგორების ეგრეგორი“, ანუ სისტემები და მათი ქვესისტემები, სადაც თითოეული სისტემა თავისებურია და თავისი ფუნქცია აკისრია. ცხადია, ეგრეგორებში ვგულისხმობ არა მარტო უსიცოცხლო ბუნებას, არამედ ცოცხალ ბუნებასაც, განათლების და ეზოთერიკის სისტემებს, რელიგიურ სისტემებს, და საერთოდაც - ყველაფერს.

[აქვე მინდა ვთქვა ბოლო პერიოდში გაჩენილი სიმების თეორიის შესახებ. ზოგიერთ ფიზიკოსი მიიჩნევს, რომ სამყაროს „აგურებს“ წარმოადგენს სხვა და სხვა სიხშირეებზე ვიბრირებადი სიმები, რომლებიც სიხშირეების და სხვა პარამეტრების ნაირსახეობით ქმნიან სხვა და სხვა დღესითვის ცნობილ ელემენტარულ ნაწილაკებს და ველებს, რომლებიც თავის მხრივ ქმნიან მიკრო ობიექტებს, რომლებიც ქმნიან მაკრო ობიექტებს, და ასე შემდეგ. ეს ძალიან საინტერესო იქნებოდა, სამყაროს ყველაზე „ფუნდამენტალური“ ეგრეგორები სიმები რომ ყოფილიყვნენ. სხვათაშორის, ტრანსერფინგში ვადიმ ზელანდი ეგრეგორებს ქანქარებს უწოდებს, რომლებიც ასევე არიან ობიექტები, რომლებიც ირხევიან გარკვეულ სიხშირეზე. არ არის გასაკვირი, რომ ვადიმ ზელანდი პროფესიით ფიზიკოსი იყო, რაც მის მრავალ ინტერპრეტაციაში მჟღავნდება. მაგალითად: ვარიანტთა სივრცეში მატერიალური რეალიზაციის მოძრაობა, წონასწორული ძალების მოქმედება და სხვა, მაგრამ ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს.]

ამრიგად, ეგრეგორული სტრუქტურა, ვიმედოვნებ, ასე თუ ისე გასაგებია.

ახლა კი მათემატიკაზე ვთქვათ ორიოდე სიტყვა. მათემატიკაში უკვე მრავალი წელია დამკვიდრდა ტენდენცია, რომ ნებისმიერი დარგი და/ან მიმართულება დაიყვანება „მათემატიკურ სივრცეზე“. მოდი განვმარტოთ ზოგადად ეს რა არის:

მათემატიკურად სივრცე ეწოდება რაიმე სიმრავლეს, მხოლოდ ამ სიმრავლეს გარკვეული სტრუქტურა აქვს.

ეგრეგორების შესახებ კარგად წერია ამ სტატიაში თავისი მაგალითებით. მათემატიკური სივრცის მაგალითებიდან კი ერთ - ერთი ყველაზე მარტივია ნატურალური რიცხვების სივრცე: გვაქვს ნატურალური რიცხვები და მიმატების ოპერაცია, რომელიც ორ ნებისმიერ ნატურალურ რიცხვს გადაიყვანს მესამე რაიმე ნატურალურ რიცხვში.

7 3

შეიძლება ახლა ავიღოთ მთელ რიცხვთა სიმრავლე „ჯგუფის“ (ერთ - ერთი ალგებრა) სტრუქტურით, და სხვა მრავალი. შეიძლება ნატურალურ რიცხვთა სივრცე (მაგალითად მიმატების ოპერაციით) წარმოადგენდეს კერძო შემთხვევას მთელ რიცხვთა ჯგუფის. ანუ წარმოადგენდეს მის ქვესივრცეს - მთელი რიცხვების „ნახევარს“ წარმოადგენს ნატურალური რიცხვები, და მთელი რიცხვები, თავისი მიმატება-გამოკლებებით უფრო მრავალფეროვანია, ვიდრე მისი კერძო შემთხვევა - ნატურალური რიცხვები მიმატებით.

არსებობს უამრავი მათემატიკური სივრცე - მეტრიკული სტრუქტურით, ალგებრული სტრუქტურებით, ტოპოლოგია და სხვა. შეიძლება მათი კომბინაციებიც შეგვხვდეს. მოკლედ, აქ ძირითადი სათქმელი ის არის, რომ ბოლო საუკუნეში გაჩნდა ტენდენცია, რომ მათემატიკის ნებისმიერი მიმართულება, რაც გაჩენილა აქამდე და რაც გაჩნდება მომავალში, დავიდეს ამ მიდგომამდე - გვაქვს სივრცე, ანუ გვაქვს სიმრავლე და რაიმე სტრუქტურა, ანუ გარკვეული კანონზომიერება, გარკვეული „იდეა“, რომელიც აერთიანებს სიმრავლის ელემენტებს გარკვეული წესით, ანიჭებს თითოეულ მათგანს გარკვეულ ფუნქციას შესაბამისი სტრუქტურის ფარგლებში.

მათემატიკოსები ვერც კი ხვდებიან, რომ მათემატიკური სივრცე იგივე ეგრეგორის სტრუქტურა და მოდელია. ან კი როგორ უნდა მიხვდენენ, თუ არ იციან რა არის ეგრეგორი. ის კი, ვინც იცის რა არის ეგრეგორი და მათემატიკური სივრცე, დამეთანხმება, რომ ეზოთერიკოსები თავიანთ კვლევის საგანს - რეალობას ისევე უყურებენ, როგორც მათემატიკოსები თავიანთ კვლევის საგანს - მათემატიკურ დისციპლინებს.

ალბათ გესმით, რომ მათემატიკურ სივრცეებშიც შეიძლება იგივე კეთდებოდეს, რაც ეგრეგორებში. ანუ გვქონდეს ქვესივრცეების ცნება, გვქონდეს თავად სივრცეების სივრცე (ანუ სივრცე, სადაც სიმრავლის ელემენტებს თავად სივრცეები წარმოადგნენ) და სხვა მრავალი, რაც ადამიანის წარმოსახვას შეუძლია მოიგონოს.

მე ვთვლი, რომ ეს ანალოგია შემთხვევითი ხასიათის არ არის. მათემატიკოსებს ამოძრავებთ იგივე „იმპულსი“, რაც ეზოთერიკოსთა უმეტესობას. ეს არის სმენური ვექტორის იმპულსები, და არ არის გასაკვირი, რომ ერთი და იგივე ნიჭის ადამიანებიდან ზოგი ეზოთერიკაში ვითარდება და ეგრეგორების სტრუქტურებს იკვლევს, ზოგი კი მათემატიკაში ვითარდება და მათემატიკური სივრცეების სტრუქტურებს იკვლევს. განსხვავება მხოლოდ დეტალებშია, სტილი კი ერთი და იგივეა.

როდესაც მათემატიკური უნარებით დაჯილდოვებული ადამიანები თავიანთ აბსტრაქტულ ინტელექტს და აპარატს არგებენ მეცნიერების სხვა და სხვა დარგებს, ისინი რეალობის საოცარ მოდელებს ქმნიან. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ამ ადამიანებმა ეზოთერიკას მოახმარონ თავიანთი აპარატი, მაშინ რაებს არ მოიგონებენ და აღმოაჩენენ (მოუგონებიათ და აღმოუჩენიათ კიდეც). ამიტომაც, მათემატიკა სასარგებლოა ეზოთერიკის გავითარებისთვის.

მსგავსი სტატიები

თავისუფლების მაძიებელთათვის


ავტორი: მამუკა გურული 1. ყოველი ცოცხალი ორგანიზმი დედამიწაზე, მა...

განვლილი გზის ანალიზი XX საუკუნიდან დღემდე და შეხედულებები მომავალზე


ავტორი: აკაკი სხულუხია როდესაც რუსეთის იმპერია დაინგრა მის ნანგრ...

სუიციდის პრევენცია მოზარდებში


ავტორი: ნანა აბესაძე რა არის სუიციდი? სიცოცხლის ხელყოფა. უფრო ზუსტ...

შეჯიბრებები ბავშვებს ერთმანეთის მტრებად გარდაქმნიან


  ავტორი: ლევან ჩახაია შეჯიბრებები ბავშვებს ერთმანეთის მტრ...

შეხვედრა სიკვდილთან


მაშინ 5 წლისა ვიყავი, სულ არ ვიცოდი სიკვდილი საერთოდ თუ არსებობდა ქ...

ადამიანი = განტოლება ვარიანტთა სივრცეში?


ავტორი: იოანე შენგელია რომ წარმოვიდგინოთ ვარიანტთა სივრცე (ანუ ყ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff