ჩარჩო რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ

Admin
აზრები
0
0

ავტორი:გურამ ჟღამაძე   დიდიხანია ვფიქრობ ადამიანის გონებაზე, მის აზროვნებაზე და ვცდილობ მივ...

ავტორი:გურამ ჟღამაძე

  დიდიხანია ვფიქრობ ადამიანის გონებაზე, მის აზროვნებაზე და ვცდილობ მივხვდე, თუ როგორ მუშაობს ის. ჩემი აზრით რამდენი მოაზროვნე არსებაც არსებობს, იმდენი განსხვავებული გონება და აზროვნებაა ჩვენს სამყაროში. შეიძლება ბევრი ვიმსჯელოთ და მივიდეთ რაღაც დასკვნებამდე, მაგრამ შეიძლება ვერც ვერასოდეს გავიგოთ რა არის გონება, საიდან მოდის ფიქრი და როგორ ყალიბდება აზროვნება. მახსოვს საიდან დაიწყო ჩემი ფიქრები გონებასთან დაკავშირებით: რამდენიმე წლის წინ ძალიან გატაცებული ვიყავი საუბრებზე ადამანის თავისუფლების შესახებ. ვაწყობდი დისკუსიებს სადაც აუდიტორიას ვიპოვიდი. ვმსჯელობდი ყველა საღად მოაზროვნე ადამიანთან, რომელსაც კი გადავაწყდებოდი და ერთხელაც ამ მსჯელობამ ერთი ძალიან საინტერესო მოსაუბრე შემახვდრა. ამ ადამიანთან საუბარს შევყევი, თავისუფლებიდან გადავედით თემებზე როგორიცა ბავშვის აღზრდა და მან ამ დროს მითხრა, რომ პიროვნებაზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს, თუ რა ენაზე საუბრობს ის. შემდგომ კი მომიყვანა მაგალითი ჩუქჩების, რომელთა ენაშიც სულ ორი ფერია. ფსიქოლოგთა ჯგუფი ატარებდა ექსპერიმენტს: ეს ჯგუფი ბავშვებს ახატიებდა ცისარტყელას და ამით ცდილობდა დაედგინა ახდენს თუ არა ენა გავლენას ბავშვების აღქმაზე. ცდების შედეგად დადგინდა, რომ თურმე ახდენს. ჩუქჩების უმრავლესობა ცისარტყელას ხატავდა 2 ფერში. ძალიან გამიკვირდა რანაირად შეიძლება ესეთი რამე მოხდეს, ზოგადად ყველა ადამიანს უკვირს ის, რომ შეიძლება მეორე ადამიანი განსხვავებულად აზროვნებდეს. შემდგომ დამიწყო მოყოლა, რომ რომელიღაც აზიურ ქვეყანაში აქლემის შესატყვისი ოცამდე სიტყვა აქვთ. თავიდან ვერ მივხვდი ეს რა შუაში იყო, შემდგომ ამიხსნა, რომ ჩვენთვის აქლემი უბრალოდ აქლემია დედალია, მამალია, ერთი ჯიშია მეორე თუ მესამე მნიშვნელობა არ აქვს ჩევნ მას აქლემად აღვიქვამთ. იმ ქვეყნის წარმომადგენლები, რომელთაც აქლემის აღმნიშვნელი დაახლოებით 20 სიტყვა აქვთ არჩევენ მრავალი სახეობის და ფერის დედალ და მამალ აქლემს უბრალოდ შეხედვით. ეს, რომ მითხრა უკვე მივხვდი რამხელა გავლენა შეიძლება იქონიოს სიტყვის ქონა არ ქონამ, ეხლა წარმოიდგინეთ რამხელა გავლენას ახდენს თვითონ ენა და მისი მოწყობა.
   

frame of mind

   ცოტახნის შემდეგ მახსოვს ჩემი კვლევა დაწყებული მქონდა და დავით გოგიჩაიშვილის TED Talk ვუსმენდი. მისი თემა იყო განსხვავება კულტურებს შორის. ის ყვებოდა მაგალითებზე, როგორ ასახავს ქართული ენა ქართველების ქცევას. გოგიჩაიშვილი ამბობდა, რომ საქართველოში მისაღებია დაგაგვიანდეს სადმე და ქართული ენაც ამაზეა მორგებული, მაგალითად: ავტობუსმა გამასწრო. სხვა ყველა ენაში წინადადება ისეა შედგენილი, რომ შენ დაგაგვიანდა ავტობუსზე, ქართულში კი ავტობუსმა გაგასწრო. ეს ძალიან კარგად უსვამს ხაზს იმას, რომ ქართველები პასუხისმგებლობას არ იღებენ საკუთარ თავზე, რომ ისინი ყოველთვის სხვას აბრალებენ მომხდარ ამბებს. მან ასევე მოყვა ადამიანზე, რომელიც თვითმფრინავში აპროტესტებდა იმას, რომ სკამი ცუდად იწეოდა, არადა ამ დროს თვითონ იმაზე ფიქრობდა, რომ რა სასწაულია, რომ დაფრინავს. რა განასხვავებს ამ ორ ადამიანს ერთმანეთისგან? ერთი პრობლემას ხედავს სკამში მეორესთვის კი ის ფაქტი, რომ დაფრინავს უკვე სასწაულია. ეს განსხვავებაა აღქმა. ჩვენივე აღქმა გვიქმნის ჩარჩოს, რომლის მიხედვითაც აღვიქვამთ სამყაროს, მაგრამ ეს ხშირ შემთხვევაში გაუცნობიერებლად ხდება. ჩვენ ყველანი განურჩევლად ეროვნებისა ვხდებით საზოგადოების მსხვერპლი.

    დავიბადებით თუ არა გვახვევენ თავს ბევრ რამეს, რაც ჩვენს აღქმას აყალიბებს. ჩამოყალიბებული არ გაქვს აზროვნება და უკვე ზიხარ ჩარჩოებში. განვიხილოთ ქართული ჩარჩოები: ყველაზე დიდი ჩარჩო არის ის, რომ შენ ქალი ხარ ან კაცი ხარ, ქართველი ხარ, შემდეგ შენ მართლმადიდებელი ხარ, შემდგომ ან სვანი ხარ ან მეგრელი ან იმერელი ან რომელიმე სხვა კუთხის წარმომადგენელი, შემდეგი ჩარჩოა ქალაქში ხარ დაბადებული თუ მის ფარგლებს გარეთ ასევე ჩარჩოა ვის ოჯახში დაიბადე, ფული გაქვს თუ არა, ჩარჩოა არის ის ვინმეს ან რამეს ფანი თუ ხარ. ყველა ჩარჩოს თავისი ქმედებები და აზროვნების გარკვეული ასპექტები მოყვება კომპლექტში, მაგალითად: თუ მერსედესის ფანი ხარ: ყოველთვის აღმერთებ მერსედესს და აკნინებ სხვა მანქანებს; თუ ჯიმი ჰენდრიქსის ფანი ხარ: სხვა მუსიკოსები კი მაგრები არიან, მაგრამ ჯიმი ღმერთია; თუ ქრისტიანი ხარ: ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი ქრისტეა; თუ ქართველი ხარ ვინც მაგრები ვართ ქართველები ვართ; თუ ქალი ხარ: ყველა კაცი ერთნაირია; თუ ფემინისტი ხარ: რამდენი ვინმე ახსენებს კაცურს და ქალურს ცალცალკე იმდენჯერ ღიზიანდები და ესე უსასრულოდ. არავინ არ ფიქრობს იმას, რომ პიროვნება ბრმად არავისტი და არაფრისტი არ უნდა იყოს. ეს ყველაფერი ჩარჩოა, ჩარჩო რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ.
ჩარჩოები მარტო ამითი არ შემოიფარგლება. ეს ის ჩარჩოები ჩამოვთვალე, რომელიც ასე თუ ისე ჩანს. ყველაზე საშიში ის ჩარჩოა, რომელიც არ ჩანს, მაგალითად ის რომ კეთილი ხარ. დიახ ესეც ჩარჩოა და ამის გამო მრავალ ადამიანს ფსიქიკური აშლილობა დამართნია. მაგალითს ფრიც რიმანის წიგნიდან შიშის ძირითადი ფორმებიდან მოვიყვან. ფრიც რიმანი ქალს მკურნალობდა, რომელსაც იმიტომ დაეწყო მსუბუქი ფსიქიკური აშლილობა, რომ მეზობელს უარს ვერ ეუბნებოდა სამსახურში მანქანით წაყვანაზე. ის კეთილი ადამიანის ჩარჩოში იყო გაჭედილი. ერთი მხრივ ჩარჩო ახვევდა თავს გამზადებულ ქცევის მოდელს მეორე მხრივ კი მისი ლოგიკური ნაწილი ეწინააღმდეგებოდა ამ ამბავს. პრობლემა, რომ არ გადაიჭრა გაჩნდა უკვე გამოვლინებები. ამ ქალს კვირის დღეებში, როდესაც თავისი მეზობელი სამმსახურში უნდა გაეყოლებინა ეძინებოდა და თავს სუსტად გრძნობდა. იმის შემდეგ რაც ამ ქალმა მეზობელს საწვავის ფულის გაყოფა სთხოვა პრობლემა მოგვარდა.კიდევ მრავალი ჩარჩო არსებობს, რომელიც აღმოსაჩენია. მე უბრალოდ მიგითითეთ დანარჩენი თქვენით ეძებეთ...

   როგორც ზემოთ განვიხილეთ ადამიანის გონებაზე ძალიან ბევრი რამე მოქმედებს, თუ სად დაიბადა რა ენაზე საუბრობს, ვის ოჯახში გაიზარდა, როგორი ბავშვობა ჰქონდა და ასე შემდეგ. ამის შემდეგაც გიკვირთ რატომ არ ესმით ადამიანებს ერთმანეთის? ან რანაირად უნდა ესმოდეთ? რამდენი ადამიანიც არის იმდენი უნიკალური გონება არსებობს და იმდენი სხვადასხვანაირი აღქმა. ჩვენი სამყაროს ხედვა 100%-ით არის დამოკიდებული იმაზე თუ როგორია ჩვენი გონების მოწყობა. მის მოწყობას კი ჩვენ გარშემო არსებული სოციუმი მისი წეს ჩვეულებები და ენა ქმნის თავისი მთელი ჩარჩოებით. ხშირ შემთხვევაში ჩარჩოებიდან თავის დაღწევის შემდეგაც გონების მოწყობა უცვლელი რჩება. მისი შეცვლა კი ბავშვობაში დაბრუნებას ყველაფრის გააზრებას და უამრავ შრომას მოითხოვს. ყველას წარმატებას გისურვებთ ვინც ამ ნაბიჯს გადადგამთ, ეცდებით გაწმინდოდთ თქვენი გონება და შეიქმნათ ახალი საყრდენი, რომელიც სამყაროს სხვანაირად დაგანახებთ.

მსგავსი სტატიები

გარემოცვა - როგორც ჩვენი დაავადების მთავარი მიზეზი


ავტორი: ლუკა შერმადინი როდესაც გამოვლინებას იწყებს რომელიმე დაავ...

მიენდე უმაღლეს "მეს"


ავტორი: იოანე შენგელია „სამყაროს არსო, ჩემო უმაღლესო „მე“, სული შე...

აირჩიე წარსული - რომელიც გსურს


ავტორი: ანა თოფურიძე „შენ შეგიძლია აირჩიო ნებისმიერ წარსული..“ - რ...

ოთხი კეთილშობილი ჭეშმარიტება ბუდიზმში


მოცემულ ტექსტში ვისაუბრებ ადრეული ბუდიზმის უმნიშვნელოვანეს ასპექტზე

სისტემა


ავტორი: ოლეგ ბოკაჩოვი მთარგმნელი: მამუკა გურული სისტემა – ესაა ...

ბრბო


ავტორი: ნანა აბესაძე    ისეთი მენტალიტეტის ქვეყანაში,როგ...

აზრის თავისუფლება


ავტორი: ანა თოფურიძე წარმოიდგინეთ კომპიუტერული პროგრამა, რომელში...

მეცნიერება - ეზოთერიის სინთეზის ელემენტები


ავტორი: იოანე შენგელია ყველაფერი დაიწყო ათასწლეულების წინ. ანუ მაშ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მზის მანდალა (განახლებული)

Screenshot 2025-12-01 at 19.41.18

☀️ ტრენინგს გავუძღვება მამუკა გურული - სულისმეცნიერი, მენტორი, არაცნობიერის მკვლევარი და magma.ge-ს დამფუძნებელი. 

☀️ ტრენინგი დაიწყება 1 თებერვალს და გაგრძელდება 108 დღის განმავლობაში. გექნებათ პროგრამა თავისი რეჟიმით, პრაქტიკებით და კვებითი რეკომენდაციებით (მათ შორის დეტოქს პროგრამით), რომელთაგანაც ნაწილი იქნება მუდმივი (ამ 108 დღის განმავლობაში) ნაწილი კი განახლდება (დაემატება ახალი დავალებები). განსაკუთრებულ შემთხვევებში (ჯანმრთელობიდან ან სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე) მოგეცემათ ინდივიდუალური რეკომენდაციები. 

☀️ ონლაინ შეხვედრები ჩატარდება Zoom-ის ფორმატში, კვირაში ორი დღე: ხუთშაბათი და კვირა. დილით 8:00 (40-60 წუთი) და საღამოს 21:00 (საათ-ნახევრიდან 3 საათამდე). 

☀️ ჩანაწერები ფეისბუქ-ჯგუფში შეინახება და თუ გაცდენა მოგიწევთ, მოგვიანებით ნახავთ (სასურველია ლაივების 50% მაინც დაესწროთ) და უკუკავშირი პირადად გექნებათ ჩემთან. 

☀️ ბონუსად წინასწარ გამოგეგზავნებათ მაგმას ყველა PDF წიგნი (დაახლოებით 500 ლარის ღირებულების).

☀️ თემები და საკითხები, რომლებსაც გავივლით:

✨ ალბერტო ვილოლდოს სისტემა მისი წიგნის მიხედვით - „შექმენი ახალი სხეული“ (ნეირომეცნიერების და შამანიზმის სინთეზი);

✨ გურჯიევის სისტემა (თეორია და პრაქტიკა);

✨ ოშოს მედიტაციები და პრაქტიკები;

✨ თამაშის ალქიმია - ჰომო ლუდენს - ანუ მოთამაშე ადამიანის პრინციპი - როლი, მსახიობი, მაყურებელი;

✨ ვილჰელმ რაიხის სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის პრინციპები; 

✨ ვექტორული ფსიქოლოგია - არაცნობიერი მოტივაციების საუკეთესო გზამკვლევი (რამდენიმე ლაივი);

✨ იუნგიანური ფსიქოლოგია - თეორიული და პრაქტიკული ლაივები (რამდენიმე ლაივი);

✨ ლირი-ვილსონის წრედების სისტემა;
ტაროს არქეტიპები (გმირის გზა ტაროს მაღალი არკანების მიხედვით);

✨ შამანური ფსიქოლოგია (ამაზონიის შამანების და ჰავაელი შამანების მიხედვით);

✨ რეალობის ტრანსერფინგის ძირითადი პრინციპები;
ჩაკრების სისტემა;

✨ აიურვედას (ვედური მედიცინის) ძირითადი პრინციპები;

✨ სამყარო და ადამიანი ჩენელინგების მიხედვით (თანამედროვე ეზოთერია); 

☀️ დილის ლაივებში ძირითადად გვექნება სხვადასხვა მედიტაციები, ვიზუალიზაციები და ტექნიკები. 

☀️ ჯგუფის დინამიკიდან გამომდინარე შესაძლოა იყოს გარკვეული ცვლილებები, ან რაიმე თემა დაემატოს. 

☀️ ყოველდღიურად დაიდება სარეპორტო პოსტები სამოტივაციო ან შემეცნებითი ტექსტებით. ასევე დავალებად გექნებათ კვირაში 1 ან 2 ფილმის ნახვა (ხელოვნება საუკეთესო მასწავლებელია). 

☀️ ეს ტრენინგი გახლავთ როგორც ტრანსფორმაციული, ასევე სასწავლო-შემეცნებითი. თქვენ მოგეცემათ ის გასაღებები და ტექნოლოგიები, რომლებსაც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე თანდათან გამოიყენებთ. ჩამოთვლილი სისტემებიდან რაღაც უფრო ახლოს იქნება თქვენთან, რაღაც ნაკლებად, და ამის მიხედვით აირჩევთ თქვენი განვითარების გზას. ჩემი ამოცანაა - არსობრივად გაგაცნოთ ეს სისტემები. 

☀️ ჩემი მთავარი მიზანია - გაგაცნოთ თქვენი არაცნობიერის ის პროგრამები და მექანიზმები, რომლებიც თქვენი არსებობის და ცხოვრების 99%-ს მართავენ, და მოგცეთ ტექნოლოგიები მათ გადასაპროგრამებლად. 

☀️ ასევე ვეცდებით ვიპოვოთ საერთო სხვადასხვა სისტემებს შორის და დავაკავშიროთ ისინი ჩვენთვის სასურველი შედეგის მისაღებად. 

☀️ არსებობს სხვადასხვა ფაქტორები (მაგალითად დროის შეზღუდულობა), რის გამოც შესაძლოა იდეალურად ვერ მოახერხოთ ამ მანდალას გავლა, მაგრამ რა პროცენტითაც მოახერხებთ, შესაბამისი შედეგი გექნებათ, და რაც მთვარია, ეს მასალები თქვენთან დარჩება და ყოველთვის შეგეძლებათ გააგრძელოთ ან ხელახლა გაიაროთ ეს მარათონი, ან გაითვალისწინოთ მასში მოცემული რეკომენდაციები. და ამ ტრენინგის დროს გაიგებთ, როგორ გამოათავისუფლოთ მეტი დრო საკუთარი განვითარებისთვის. 

☀️ თუ ჩათვლით, რომ ამ ეტაპზე არ ხართ მზად, შეგიძლიათ მხოლოდ შემეცნებითი ნაწილი გაიაროთ და თეორიაზე გააკეთოთ აქცენტი, პრაქტიკული მხარე კი მაშინ დაიწყოთ, როცა მზად იქნებით.

☀️ თქვენი ჩართულობიდან გამომდინარე ინდივიდუალური კონტაქტი მექნება ჯგუფის ყოველ მონაწილესთან (ვოისებით). 

☀️ ასევე ტრენინგი მოიცავს ერთ ონლაინ-კონსულტაციას ჯგუფის ყოველ წევრთან (1 საათის ხანგრძლივობის). 

☀️ ექსკლუზიურად მზის მანდალასთვის ჯგუფურ ბიოენერგეტიკულ ონლაინ დიაგნოსტიკას (თავისუფალი ნახატით) ჩაატარებს თათა ნაგუალ არაბული - ანთროპოსოფიული არტ თერაპიის სპეციალისტი, სოც-თერაპევტი, ბიოენერგეტიკოსი და მრჩეველი.

☀️ ასეთი ხანგრძლივობის მანდალა მინიმუმ 2-3 წელი აღარ ჩატარდება (წინა „მზის მანდალა“ 3 წლის წინ ჩატარდა და მისი ჩანაწერების შეძენა ახლაც შეგიძლიათ ძალიან კარგ ფასად). ამ მანდალას ჩანაწერები არ გაიყიდება. 

🍀 წლის ბოლომდე ვინც დარეგისტრირდება, იმოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება.

🍀 + დამატებით მათთვის, ვინც ჩვენი რომელიმე ონლაინ-ტრენინგი გაიარა, ან ყველა წიგნი შეიძინა, იმოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება. 

🍀 შესაძლებელია თანხის სამ ნაწილად გაყოფაც.

⭕️ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. მიღება მოხდება წინასწარი გასაუბრების საფუძველზე. 

📩 რეგისტრაციისთვის და სხვა დეტალებისთვის მოგვწერეთ ჩვენს ფეისბუქ-გვერდზე, ან მეილზე: mamuka.guruli@gmail.com

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff