"რატომ ფინანსდება ნოტრდამის აღდგენა თითქმის მილიარდი ევროთი მაშინ, როცა მსოფლიოში ამდენი ადამიანი შიმშილობს?"

Admin
აზრები
0
0

ავტორი: მამუკა გურული "რატომ ფინანსდება ნოტრდამის აღდგენა თითქმის მილიარდი ევროთი მაშინ, როცა ...

notrdame

ავტორი: მამუკა გურული

"რატომ ფინანსდება ნოტრდამის აღდგენა თითქმის მილიარდი ევროთი მაშინ, როცა მსოფლიოში ამდენი ადამიანი შიმშილობს?"

ეს კითხვა ხშირად შემხვდა ფეისბუქზე, ამიტომ ვეცდები ძალიან მოკლედ ავხსნა.

1. პირველ რიგში უნდა გვესმოდეს ეგრეგორების (ქანქარების) მოქმედების მექანიზმი იმისთვის, რომ ეს გავიგოთ. ნოტრდამი - ერთ-ერთი უდიდესი ეგრეგორის, კათოლიკური ეკლესიის ერთ-ერთი ცენტრალური ტაძარია. საუბარი არ მაქვს იმაზე, რომ ამასთანავე იგი ხელოვნების ნიმუში და არქიტექტურული ძეგლია. მსგავსი და უკეთესი არქიტექტურული ძეგლებიც არსებობს, მაგრამ იგივე რომ შემთხვეოდა ასეთ ამბავს მაინც არ გამოიწვევდა. საქმე აქ ეგრეგორშია, და ყველა, ვინც აქტიურადაა ჩართული ამ ეგრეგორში, ბუნებრივია, რომ თუ საშუალება აქვს ეცდება, რომ დაეხმაროს ტაძარს. ამას ემატება ისიც, რომ იგი ასევე ერთ-ერთი უდიდესი ქვეყნის - საფრანგეთის გულია.

2. არც კათოლიკური და არცერთი სხვა რელიგიის ეგრეგორს რეალურად არ აინტერესებს ზოგადად ადამიანები და მათი კეთილდღეობა (თავის მიმდევრებსაც კი უფრო მეტს ართმევს, ვიდრე იღებს). ყოველთვის, როცა დაღმასვლას განიცდიან და "მოშივდებათ" ხოლმე, ასეთი ეგრეგორები ახდენენ სხვადასხვა დაპირისპირებების, სკანდალების, სასწაულების და ა.შ. პროვოცირებას, ანუ ყველაფერი იმის, რაც ძალიან ბევრი ადამიანის ყურადღებას მიიპყრობს. არ ვამბობ, რომ მაინცდამაინც ეს შემთხვევა კონკრეტულად კათოლიკური ეგრეგორის პროვოცირებულია, თუმცა არც ესაა გამორიცხული. და არც იმას ვამბობ, რომ ყველა ეგრეგორი დესტრუქციული და პარაზიტულია. 

3. ის, რომ გაცილებით უფრო მეტად აფინანსებენ მსგავს ტაძრებს, ვიდრე გაჭირვებულ ადამიანებს, ზოგადად განუვითარებელ ქვეყნებში განათლებას, და სხვა უფრო მტკივნეულ საკითხებს, საკმაოდ დიდი წილით ყოველი ჩვენგანის დამსახურებაცაა. სანამ ეს ამბავი არ მოხდებოდა, რამდენს გვახსოვდა იგივე მოშიმშილე ბავშვები კენიაში, სირიაში თუ სადმე სხვაგან? გასაგებია, რომ არსებობს ადამიანთა კატეგორია, რომელიც სულ იბრძვის მათთვის და ძალიან ხმამაღლაც, მაგრამ ასეთები ცოტანი არიან, და მასებზე ჯერ-ჯერობით მაინც ვერ ახდენენ დიდ გავლენას. 

4. ისიც ფაქტია, რომ არსებობს უამრავი ფონდი და ჰუმანიტარული ორგანიზაცია, რომლებიც მსოფლიოში შიმშილობის დამარცხებას ცდილობენ, მაგრამ მდგომარეობა მაინც რთულია, რადგან ეს საკითხი კომპლექსურია და ბევრი მიმართულებითაა საჭირო განვითარება იმისთვის, რომ ეს პრობლემები გადაიჭრას, განსაკუთრებით განუვითარებელ ქვეყნებში. 

5. რით დასრულდება ეს ყველაფერი? ნოტრდამი რა თქმა უნდა აღდგება (და უნდა აღდგეს კიდეც, როგორც ფრანგული და ქრისტიანული კულტურის უდიდესი ნიმუში). ადამიანებიც დამშვიდდებიან და დაივიწყებენ ამ ამბავს. ვიღაცეები ცოტა მეტ ფულს გადარიცხავენ ჰუმანიტარულ ფონდებში, მაგრამ ყველაზე დიდი ენერგია და სარგებელი ამ ყველაფრისგან ისევ ეგრეგორებმა (ამ შემთხვევაში ყველაზე მეტად კათოლიკურმა ეგრეგორმა) მიიღეს. 

6. ყველა ეგრეგორი ეცდება თავის სასარგებლოდ მოითბოს ხელი ამ ამბით: ნაციონალისტური ეგრეგორები ეცდებიან, რომ თავიანთი ზეგავლენა გააფართოვონ და მიგრანტების წინააღმდეგ აგრესია გაამძაფრონ... ლიბერალური ეგრეგორები ეცდებიან, რომ მშვიდობის და ურთიერთ-სიყვარულის მოწოდებებით მიიქციონ მეტი ყურადღება. ასევე უფრო მეტი აქცენტი გააკეთონ იგივე "მოშიმშილე ბავშვებზე"... რელიგიური ეგრეგორები ეცდებიან, რომ გაფრთხილება, "მეორედ მოსვლის", ან სხვა ნიშნები დაინახონ ამ ყველაფერში და ა.შ. ვისაც როგორ სჯერა და აწყობს. და ეს ყველაფერი ბუნებრივია, და ეგრეგორების თამაშია. 

7. რა უნდა ვქნათ ჩვენ, ჩვეულებრივმა ადამიანებმა? არ უნდა ავყვეთ მექანიკურ ძალებს, რომლებიც ცდილობენ, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი, და რაც შეიძლება გაუცნობიერებლად ჩართონ თავიანთ თამაშებში, და პირველ რიგში უნდა ვეცადოთ, რომ ამ ყველაფრის უკან მიზეზ-შედეგობრივი კავშირები მაქსიმალურად ნათლად დავინახოთ.

უბრალოდ იყავით მეტად გაცნობიერებულნი და მექანიკურად ნუ აჰყვებით ემოციებს. ეს ყველაზე მეტი საკვებია ეგრეგორებისთვის... 

ეგრეგორების შესახებ უფრო ვრცელ ინფორმაციას გაეცანით ამ ლინკზე

p.s. ბუნებრივია, MAGMA-ს ეგრეგორიც  ცდილობს თქვენი ყურადღებას მიპყრობას, და ნურც მისი მიმდევრები გახდებით საღი აზრისა და გაცნობიერებულობის გარეშე... 

მსგავსი სტატიები

შეიმეცნეთ შემეცნების მექანიზმი


ავტორი: იოანე შენგელია   - ლუკა, მოცემულია ორი წილადი: 1/3 დ...

გამთლიანება


ავტორი: თიკა ბერძენიშვილი ადამიანებს ოდითგანვე აინტერესებდათ და დღ...

როგორ ვუმკლავდებით პრობლემებს?


  ავტორი: იოანე შენგელია   კაცობრიობის ევოლუციის სას...

ვირუსის შემეცნება და განკურნება


  ავტორი:ანა თოფურიძე -მახველებს, სურდო მაქვს და ფილტვების...

ანიმა-ანიმუსის გამთლიანების ჩემებურ ტექნიკაზე


ავტორი: ნინო დიდებაშვილი წლების წინ გავაცნობიერე, რომ ადამიანი 'მე...

იდეების ჩანიშვნა


ავტორი: იოანე შენგელია თუ დაკვირვებულხართ, ჩვენი აზრების მიმდინა...

როცა გადაწყვეტილების მიღება არ შეგიძლია


ავტორი: იოანე შენგელია ერთი ამბავი მინდა მოგიყვეთ (სახელები შეცვ...

სპეცისიზმი


ავტორი: ლუკა ბაკურაძე სპეცისიზმი - ადამიანთა რწმენა,რომლის მიხედ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff