ავტორი: იოანე შენგელია
ერთი ამბავი მინდა მოგიყვეთ (სახელები შეცვლილია).
საქართველოს ერთ-ერთი უნივერსიტეტის უცხო ენის პედაგოგმა - პირობითად ვინმე ლიკამ - პირობითად ეკონომიკის ფაკულტეტის პირველ კურსელ სტუდენტებს შესთავაზა, რომ უცხო ენაზე მოემზადებინათ პრეზენტაცია ეკონომიკის თემაზე და უნივერსიტეტის კონფერენციაზე გაეტანათ. ამ შემოთავაზებას დათანხმდა პირობითად ვინმე ნიკა და მისი ორი ძმაკაცი. უცხო ენის პედაგოგთან შეხვედრის დრო დანიშნეს პირობითად ორშაბათი დღის 16:00 საათი. მაგრამ, დანთქმულ ორშაბათს ნიკა ურეკავს ლიკას და ეუბნება, რომ ძმაკაცის ბებია გარდაიცვალა და სოფელში უნდა წავიდნენ ორი დღით.
ლიკა, რაღა თქმა უნდა, გამოთქვამს სამძიმარს და ემშვიდობება ნიკას. იმავე საღამოს ლიკა შედის უნივერსიტეტის სასადილოში და ხედავს ნიკას თავის ძმაკაცებთან ერთად, რომელიც სოფლის ნაცვლად სასადილოში ზის და არსად არ ეჩქარება. რა მოხდა? სინამდვილეში არავის ბებია არ იყო გარდაცვლილი, უბრალოდ ნიკამ და მისმა საძმომ გადაიფიქრა კონფერენციაზე გასვლა, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ თავისი გადაწყვეტილება ემცნობებინა პედაგოგისთვის, მოატყუა ის. რატომ? აბა გამოიცანით..
ჩვენი განათლების სისტემა სკოლებში ისეთნაირად არის აწყობილი, რომ მოსწავლეებს აქვთ დანაშაულის განწყობა, როდესაც ისინი ვერ ასრულებენ დავალებებს. როდესაც კი სადმე გაიგონებენ, რომ დავალებაა შესასრულებელი, მათში იწყება შინაგანი ჭიდილი - გავაკეთო, არ გავაკეთო, მეზარება, თავს ძალა დავატანო, და სხვა მრავალი. ჩვენი განათლების სისტემა ორიენტრიებულია არა შემეცნებაზე, არამედ დავალებების შესრულებაზე. ამიტომაც, უნივერსიტეტში მოსულ პირველ კურსელს მოჰყვება ასეთი სტანდარტები. როდესაც ის გაიგონებს, რომ შეუძლია კონფერენციაზე გამოვიდეს, მასში ალბათ კონკურენტუნარიანობა და მოტივაცია იღვიძებს, მაგრამ ამასთან ერთად მასში იღვიძებს დავალების შესრულება - არ შესრულების ინსტინქტი, რომელიც სკოლიდან მოჰყვება.
ამიტომაც, ის დათანხმდება, მაგრამ თან არ არის დარწმუნებული საკუთარ თავში, და გადაიფიქრებს (ეს კიდევ ცალკე პრობლემაა). მაგრამ, იმის მაგივრად, რომ უბრალოდ თავისი გადაწყვეტილება ამცნოს პედაგოგს, ის ატყუებს. რატომ? იმიტომ, რომ სკოლაშიც ასე მიეჩვია ტყუილებს, როდესაც დავალება არ ჰქონდა შესრულებული, რათა მასწავლებელს არ გაელანძღა და "ორიანი" არ დაეწერა. მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტმა იცის, რომ მას აქვს უფლება უბრალოდ უარი თქვას კონფერენციაზე, და ამაში არაფერი უცნაური არ იქნება, ის მაინც "დავალებად" აღიქვამს მას, და იქცევა ისე, როგორც იქცეოდა ხოლმე დავალების უქნოლობის შემთხვევაში.
არ მაქვს საუბარი ყველა სტუდენტზე. არსებობს სხვა და სხვა ვარიანტები, ზოგიერთმა ბავშვობიდანვე იცის რა სურს ცხოვრებაში, მაგრამ გარკვეული ნაწილი ასეა. ბოლო-ბოლო რა ცხოვრებისეული სცენარი უყალიბდება ასეთ ადამიანს ძნელი გამოსაცნობი არ არის: ის მთელს თავის ცხოვრებას გაატარებს საკუთარ თავში დაურწმუნებლის მდგომარეობაში, ყოველ ახალ შემოთავაზებაზე ეჭვები შეაწუხებს ღირს თუ არა გაგეკთება, დასჯიან თუ არა ამისთვის. ასე გაატარებს მთელს თავის ცხოვრებას, და ვერ გახსნის თავის პოტენციალს, თავის უნარებს, და ვერ რეალიზდება ისე, როგორ შეეფერება. მოკლედ რომ ვთქვათ - ის ვერ შედგება პიროვნებად, რომელმაც იცის რა სურს ცხოვრებაში, რადგან მის მაგივრად ჯერ კიდევ ბავშვობაში იღებდნენ გადაწყვეტილებებს.
აი საიდან მოდის ყველაფერი..
ყველაფერი იწყება მაშინ, როდესაც 10 წლის ბავშვი მიყავხარ დედაშენს ტანსაცმლის მაღაზიაში, და იმის მაგივრად რომ გკითხოს როგორი ტანსაცმელი მოგწონს, თვითონ ირჩევს რა არის შენთვის შესაფერისი. ეგ კიდევ არაფერი, ამან თქვენში შეიძლება შეწინააღმდეგების უნარი წარმოშვას, რადგან თქვენი ნების წინააღმდეგ მიდიან. მაგრამ, მაგაზე უარესიც ხდება - დედათქვენი ცდილობს დაგაჯეროთ და შთაგაგონოთ, რომ თქვენვე გსურთ ის, რაც რეალურად არ გსურთ, და ამას აკეთებს ინტენსიურად წლების განმავლობაში. ასეთ შემთხვევაში თქვენში წინააღმდეგობის გრძნობაც არ ჩნდება, რადგან ირიბი და შემოვლითი გზით ხდება თქვენი პიროვნების ჩაქრობა. შედეგად 10 წლის მერე მივიღებთ ადამიანს, რომელსაც არ შეუძლია გაერკვეს საკუთარ თავში, არ სცემს პატივს საკუთარ პიროვნებას, არ არის თავდაჯერებული და ა.შ. მოკლედ, უიღბლობისთვის არის განწირული მთელი ცხოვრება.
თუ რატომ იქცევიან ასე მშობლები, ეს ცალკე თემაა. ეს მათი წინაპრების "ბრალია" ალბათ, და ა.შ. მაგრამ, ჩვენი მიზანი არ არის ბრალდებულების ძიება წარსულში, არამედ ნათელი მომავლის შექმნაა, ამიტომაც მივმართავ ასეთ დასტრესილ ადამიანებს - სანამ საკუთარი თავის პატივისცემას არ ისწავლით და არ ცნობთ საკუთარ თავს სრულფასოვან პიროვნებად, მანამდე ვერაფერსაც ვერ მიაღწევთ და მთელი ცხოვრება გაატარებთ სტრესში.
დაიწყეთ ყველაზე მარტივით. მაგალითად, თუ დღემდე დედიკო გირჩევთ რა უნდა ჩაიცვათ, სანამ გარეთ გახვალთ, შეჩერდით წამიერად და წარმოიდგინეთ, რომ დედათქვენი არ არსებობს სამყაროში. რას ისურვებდით, რომ ჩაგეცვათ? ... მოიფიქრეთ? მაშინ ჩაიცვით. დედათქვენის რეაქციას კი ყურადღება არ მიაქციოთ. ეს მოდელი შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი გადაწყვეტილების წინ, როდესაც თავს არაკომფორტულად გრძნობთ.
ისწავლეთ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება, ხოლო მშობლებს ვურჩევ კარგად გაიაზრონ აქ რაც წერია. და კიდევ, ყველა ბავშვს ერთ ქვაბში ნუ მოხარშავთ. ვინც სისტემურ-ვექტორულ ფსიქოლოგიაშიერკვევა, ეცოდინება, რომ მაგალითად ანალური და კანური ფსიქოტიპის ბავშვებისთვის განსხვავებული მოპყრობაა საჭირო, რათა ისინი სრულფასოვან პიროვნებებად ჩამოყალიბდნენ და ჯანმრთელად რეალიზდნენ.
ბავშვის აღზრდასაც ცოდნა უნდა, და ის ფაქტი, რომ მშობლებს ბავშვები ისედაც "უყვართ" ინსტინქტის დონეზე, სულაც არ გულისხმობს იმას, რომ ეს ინსტინქტი თანამედროვე სამყაროში ბავშვის სრულფასოვანი რეალიზების და ბედნიერების გარანტია. რაც უფრო მეტი იცი, მით უფრო ნაკლებ შეცდომებს უშვებ და აქ ინსტინქტი არაფერ შუაშია. დასტრესილი მშობლები არ უნდა გახდნენ ბავშვების დასტრესის მიზეზი. უმჯობესია, თუ საკუთარ სტრესებში გაერკვევიან მშობლებიც და ბავშვებიც, და მაშინღა შეიქმნება ნათელი მომავალი. სხვაგვარად კი არასოდეს დასრულდება არცერთი წამოწყებული საქმე, არ იქნება ორიენტირი ქვეყნის განვითარებაზე, და ა.შ.
გააზიარეთ თუ მოგეწონათ