ავტორი: ანა თოფურიძე
ზოგჯერ გვეჩვენება რომ ჯოჯოხეთში ვცხოვრობთ, გარშემო სიძულვილი, ბოროტება, შური და ღალატია და სიკეთე მხოლოდ ზღაპრებში გვხვდება, ისიც ადაპტირებულში, რადგან ორიგინალი ქართული თუ ევროპული ზღაპრები საკმაოდ ბნელია. სამყარო უსამართლოა, მსოფლიო შეშლილია, ადამიანებს ბოროტება მართავს, ღმერთი მოკვდა, ყველა დემონი დედამიწაზეა... „შავი სარკე“ კი დოკუმენტური სერიალია თანამედროვე რეალობაზე. ახლა ვირუსი, სიკვდილიანობის სტატისტიკები და თითეული ადამიანის ქვეცნობიერში ჩაბუდებული შიშების მატერიალიზების დროა.. ასეთ სტრესს ბევრი ვერ უძლებს და გაქცევისთვის სასლმელს, ნარკოტიკს და სხვა გაქცევის საშუალებებს ეჯაჭვება. ბნელი დროა, თუმცა როგორც პროფესორი დაბლდორი იტყოდა: „ბედნიერების პოვნა შეიძლება, ყველაზე ბნელ დროშიც კი თუ ადამიანი სინათლისკენ შებრუნდება..“
კაცობრიობის ყველა პრობლემაზე პასუხი არსებობს, შეიძლება ჯერ არ იცი, მაგრამ პირობას გაძლევ თუ გაბედავ და ძიებას განაგრძობ, მათ აუცილებლად იპოვი საკუთარ თავში. მთავარია არ გაჩერდე და არ დანებდე არანაირ ზეგავლენას.
რა არის სიძულვილი, რატომ გვძულს ადამიანებს ერთმანეთი, რატომ იმართება სიძულვილის ენით ინტერნეტი, რატომ იპოვი მეტ თანამოაზრეს ვინმეს კრიტიკისას, ვიდრე შექებისას. ფაქტია, ადამიანებს სიძულვილი მეტად გვეკომფორტულება და მლაშე თუ მტკლარწე სიამოვნების გრძნობა გვაქვს, როცა ვიღაცას ვლანძღავთ და ამაში სხვა გვიერთდება. როგორი ტკბილია ჭორაობა, კრიტიკა, გალანძღვა როცა შენთან ერთად ამას ათი ან უკეთესი ასი ადამიანი აკეთებს. როგორი კმაყოფილები ვართ როდესაც ვპულობთ იმას, ვინც ჩვენს სიძულვილს იზიარებს რომელიმე პოლიტიკური პერსონის, ცნობილი ადამიანის, ნაცნობის ან თუნდაც უფრო ასბტრაქტულის, მთავრობის ან მასის მიმართ. როცა სისტემა გვძულს და „ამ ცხოვრების დედაც..“
რატომ?
იმიტომ რომ ეს ძალიან ადვილია, იმიტომ რომ სიძულვილში ადგილი ყველასთვისაა, იმიტომ რომ თავს ვირწმუნებთ ვიღაც ჩვენზე უარესი არსებობს, იმიტომ რომ ჩვენსავით ბევრი ირწმუნებს თავს იმაში რომ მათზე უარესები არსებობენ და თუ ამის შანსი გამოჩნდა, დაინახო ვიღაც შენზე უარესი, ამას აუცილებლად საჯაროდ იყივირებ. ხოლო თუ არავინაა ჩვენზე უარესი თუ არავინ გვძულს, მაშ ჩვენს ემოციურ უკმაყოფილებას ვერავის დავაბრალებთ და ჩვენს თავთან დარჩენა მოგვიწევს. ეს კი არავის უნდა..
სოციალურ ქსელში ბევრი ღირებული და კარგი კონტექნტი იქმნება, მაგრამ ასევე დიდი პოპულარობით სხვისი დაცინვა სარგებლობს. წარმოგიდგენიათ რა საცოდავები ვართ? უსასრულო სამყაროში, როცა ხელი უამარავ ინფორმაციაზე და უსასრულო ალტერნატიულ რეალობის შექმნაზე მიგვიწვდება, ჩვენ ვზივართ და სხვის დაცინვას ვამჯობინებთ. ვიღაც სამი თუ ხუთი ადამიანი, რომელიც თვითრეალიზაციისთვის სხვისი შემოქმედების დაცინვას ირჩევს და ათასობით სხვა ადამიანი, ვინც ზის და ამ სხვის დაცინვას უყურებს და ამით სიამოვნებას იღებს. ასეთ ვიდეოებს ასიათასობით ნახვა აქვს და კომენტარები, რომელში ერთმანეთს ეჯიბრებიან ვინ უფრო მეტად დაამცირებს ობიექტს. ძველ დროში რომ გადავიტანოთ ალბათ ჩაქოლვა ან საჯარო ჩამოხრჩობა იგივე ემოციურ სიამოვნებას ანიჭებდა ხალხს.
მაშ რა ფიქრი ან გრძნობა ამოძრავებს ადამიანს ვინც სიძულვილს კოლექტიურ უერთდება?
ყოველ ადამიანს თავის ინდივიდუალუალური მონაცემთა ბაზა აქვს გონებაში და ამ ბაზაში გადანაწილებული მოცემულობები. და ის ფაილები, რომელიც „მე ამაში ვერ ვრეალიზდები, ჩემი თავის გამოცდილებები, შეგრძნებები და წარმოდგენა ამაში მძულს“ განყოფილებაშია.. გამოიცანით რა? გარესამყაროშიც სძულს! შესაბამისად ყველა ის ადამიანი ვისზეც ეს ფაილი მოერგება, ასევე მის გულწრფელ სიძულვილს იმსახურებენ, ზუსტად იმდენს, რამდენადაც თავისივე თავი დაიმსახურებდა!
ხშირად იმას განვიხიკითხავთ და ვუკრძალავთ სხვებს, რაც ჩვენს თავში გვაქვს აკრძალული. იმას რასაც არასოდეს გავაკეთებდით ჩვენ, არ უნდა გააკეთოს არც სხვამ. თუ ჩვენს თავს სიზარმაცის უფლებას არ ვაძლევთ, მაშინ სხვისი სიზარმაცე აუტანელია. თუ ჩვენ მუდამ ვსწავლობთ რაღაც ახალს და თავს გაჩერების უფლებას არ ვაძლევთ, არ მოგვეწონება ადამიანი ვინც არ სწავლობს. თუ ჩვენ არ გვაქვს რამდენიმე ათასი თვიური შემოსავალი და ვთვლით ამას ჯანსაღი გზით ვერ მივაღწევთ, ეჭვით და ნეგატიური ჭრილით ვუყურებთ იმას ვისაც აქვს. ხოლო თუ ვთვლით რომ შესაძლებელია, მაშინ ვისაც აქვს ინსპირაციის წყაროა. ყველაფერი საკუთარი თავის აღქმიდან იწყება ამა თუ იმ სიტუაციაში.. რაც მეტად არარეალიზებულად გრძნობს ადამიანი თავს, მეტად არარეალიზებულია მისთვის გარესამყაროც.
გვძულს ყველა ის ქმედება, რამაც ოდესღაც ნეგატიურ გამოცდილებები გვაგრძნობინა, რადგან მათი გამეორება იმ ძველი შეგრძნებების თავიდან განცდასთან ასოცირდება.
თუ ოდესღაც პირველმა სიყვარული ავუხსენით და უხეში უარი მივიღეთ, რამაც გული გვატკინა მაშინ პირველი ურთიერთობაში ნაბიჯს აღარ გადავდგამთ. თუ სპორტის რომელიმე სახეობაში მარცხი განვიცადეთ, რასაც დამცირების და ჩვენი უუნარობის გრძნობა მოყვა, მეორედ აღარ ვითამაშებთ. ჩვენ უარს ვამბობთ იმ ქმედებების გამეორებაზე, რაც მონაცემთა ბაზაში არასასურველ ემოციებთან და გრძნობებთანაა დაკავშირებული.
გვძულს გარემოპირობებში ჩვენი მეს აღქმა და არა გარემოპირობა.
რუტინაში 9 საათიანი სამსახური კი არა, ჩვენივე თავის მდგომარეობა გვძულს ამ 9 საათში. ჭორიკანა მეზობელი კი არა, ჩვენი თავის მდგოამრეობა გვძულს მეზობელთან ურთიერთობისას. მთავარობა კი არა, ჩვენი ცხოვრება გვძულს რომელზე პასუხისმგებლობასაც მთავრობას ვაკისრებთ. ყოფილი არა, ჩვენი ის ემოციური მდგომარეობა გვძულს რასაც ამ ყოფილის დანახვა იწვევს ჩვენში. ჩვენ გვძულს ჩვენივე სხეულში და გონებაში წარმოქმნილი მდგომარეობები, მხოლოდ სარკეს ვაბრალითხოლმე. როცა ის გარეთაა და მხოლოდ და მხოლოდ სარკეა.
რეალურად ერთადერთი რაც გვძულს, ჩვენივე თავია, შემდეგ კი გზებს ვეძებთ საკუთარი თავის სიძულვილის გაცნობიერებისგან გასაქცევად და ეს გზები სიძულვილის გზებია. წარმოიდგინეთ, დედამიწაზე შვიდი მილიარდი ადამიანი ცხოვრობს, უმეტესობას საკუთარი თავი სძულს, რადგან აღზრდის სისტემა არაჯანსაღია და თითეული მათგანი თავის თავის რეალურ აღქმას სხვაზე ჭორაობაში, სხვის კრიტიკაში, სხვის ლანძღვაში გაურბის. უფრო მძიმე ფორმები კი უკვე ძალადობაა. შვიდივე მილიარდი ადამიანის ცნობიერება უნიკალური მატრიცაა.
ადამიანის ქმედება მის შინაგან მდგომარეობაზე რეაქციაა, თუ მას სტკივა, ის სიყვარულს და დადებითს ვერ მოგცემს, შესაბამისად შენც გატკენს. თუ მას ეშინია, ის შენც შიშს გადმოგდებს, რაც აქვს იმას გასცემს და ვცხოვრობთ ასე, შვიდი მილიარდი არაჯანსაღად აღზრდილი შეშინებული, ტრამვირებული, ცნობიერების მონაცემთა ბაზაში უამრავი: „მე ამაში ვერ ვრეალიზდები, ჩემი თავის გამოცდილებები, შეგრძნებები და წარმოდგენა ამაში მძულს“ ფაილით დახუნძლული ადამიანი. ზოგს ბავშობაში უყვიროდნენ, ზოგს სცემდნენ, ზოგს სახლი წაართვეს, ზოგის მშობლები გაშორდნენ და ა.შ.. ყველას აქვს რაღაც რამაც ტრამვა მიაყენა და თავის მეს აღქმაში გარკვეული პერიოდი და ფაილები შეაძულა. დედამიწა ჯოჯოხეთი არაა, დედამიწა უფრო საავადმყოფოს გავს, სამკურნალო ადგილს სადაც უამრავი ტრამვირებული ადამიანი ერთად ცხოვრობს.
დაბადებიდან ადამიანს სიყვარულის ბუნებრივი მოთხოვნილება აქვს. სიყვარულის, მიღების და მოსმენის. როდესაც ამას ოჯახში ვერ იღებს, მაშინ ოჯახის გარეთ სხვა ადამიანებში ეძებს და ელის, რომ გამოჩნდება ვინმე ვინც მას სრულად დააკმაყოფილებს. ეს კი შეუძლებელი მოლოდინია, რადგან დედამიწაზე ყველა ზუსტად მასსავით ეძებს თავის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას და ვერავინ იარსებებს ისეთი იმ მონაცემთა ბაზით და მზაობით რაღაც გასცეს რაც შენ გჭირდება. რაღაც ყოველთვის ვერ დაემთხვევა. არის დამთხვევებიც, თუმცა დროებითიახოლმე, იდეალურად ემთხვევა ოთხი ან ხუთი ფაილი, მაგრამ არა სრული სისტემა. ხვდება ორი ადამიანი, ორივეს სჭირდება სიყვარული ისე როგორც მას სურს და ვერ ხედავს, რომ მეორეს მისი სრულად მიცემა არ შეუძლია, რადგან ჯერ კიდევ აქვს თავის თავში ცნობიერების მონაცემთა ბაზაში სიძულვილთან და შიშებთან დაკავშირებული ფაილები, რომელთა მანიფესტაციაც ყოველდღიურობაში ხდება. ზოგჯერ ორ ადამიანს საერთო სიძუვილი აერთიანებს ან საერთო ტრამვა. თუ პოულობ ვიღაცას ვისაც შენი მსგავსი ტრამვა აქვს უკვე მარტო აღარ ხარ, თუ პოულობ ვიღაცას ვისაც სძულს ის რაც შენ გძულს უკვე იღებ იმ შენს მიღების და მოსმენის მოთხოვნილებას. ისმენენ შენს სიძულვილის ენას და გიღებენ სიძულვილის მდგომარეობაში. იღებ იმ ემოციურ მდგომარეობას რაც გჭირდებოდა, თუმცა დროებითი ფორმით. ასეთ ურთიერთობაში ერთ-ერთმა თუ ტრამვა განიკურნა, იკარგება ის რაც აერთიანებდათ. ხშირად სამეგობრო წრეები, დაჯგუფებები და გაერთიანებები, სწორედ საერთო სიძულვილის ობიექტებზეა დამყარებული, ესაა რასისტული, რელიგიური თუ სექსისტური. დაჯგუფებებში ერთიანდებიან ადამიანები, ვისაც თავის თავი არ შეუცვნიათ და ეძებენ მიღებას და მოსმენას. ძალიან ბევრი ადამიანი ირგებს რაიმე იმიჯს, მხოლოდ იმის გამო რომ მიიღონ რაიმე წრეში, რომ მიიღონ მისი სიძულვილის ენა. მას რეალურად სჭირდება ფაილების წაშლა, მაგრამ გონია თუ მიიღებენ ისინი აღარ შეაწუხებს. რეალურად მის შინაგან მდგომარეობას, მის შინაგან მონაცემთა ბაზას არაფერი აქვს საერთო იმ იმიჯთან როგორ როლსაც თამაშობს, მაგრამ მარტოობას ისევ ეს მოცემულობა ურჩევნია.. და ა.შ.. უამრავი ადამიანი არის არასწორ ადგილას და ცდილობს მოერგოს რაღაცას არასწორ პაზლის ნაწილად, იქ სადაც რეალურად მისი ადგილი არაა.
ამ ქაოსში ნათელი გზა, საკუთარივე ცნობიერებაშია. საკუთარი მონაცემთა ბაზის გადახედვაში, ფაილების წაშლაში და გაცნობიერებაში, საკუთარი თავის მდგომარეობების გაანალიზებასა და მიღებაში, საკუთარი ტრამვების განკურნებაში და პასუხისმგებლობაში. საკუთარ თავში მშობლის, მეგობრის პოვნაში. იმ ყველაფრის პოვნაში რასაც გარესამყაროში ეძებ. ეს რეალობაა, ეს ბევრმა ადამიანმა უკვე შეძლო, ამის ბევრი პრაქტიკა არსებობს. გაიცნო შენი თავი, შენი შინაგანი მექანიზმები, გაშიფრო და გარდაქმნა შენი ყოველდღიური ფიქრები და თვისებები და განვითარდე. ეს შესაძლებელია და რაც მეტად იყვარებ შენი მეს მდგომარეობებს, მეტად მცირდება სიძულვილის მოთხოვნილებაც, აღარ გრჩება დრო ვინმეზე იჭორაო, აღარც ვინმეს გალანძღვის სურვილი გაქვს, რადგან რამდენადაც შენი თავი გაიცანი, მიხვდი რომ სხვაც თავის პირად შიშებს და ტრამვებს ებრძვის. ბევრი რამე მარტივდება და სამყარო ჯოჯოხეთად აღარ გეჩვენება.
საინტერესო, გარდაქნად უსასრულო სამყაროში ვცხოვრობთ, გარშემო მუდამ საინტერესო მოვლენები, გამოცდილებები, სიახლეები და მათი გაგებაა. სიკეთე შეგიძლია შენვე შექმნა და სხვისი ცხოვრება შეცვალო. ზღაპრად შენივე განვლილი გზა აქციო და ცხოვრება კი თავგადასავლად. მსოფლიო საინტერესოა, ადამიანებს უამარავი ძალა მართავს, მაგრამ სასურველია თავად ისწავლო თავის მართვა, ღმერთს შენში პოულობ, დედამიწაზეც ბევრი ძალა მოქმედებს და შეგიძლია აირჩიო რას დაუკავშირდე... თვითიზოლაციის პერიოდი, თვითშეცნობის პერიოდია, ბუნება ისვენებს, ჰაერი იწმინდება. ბნელში ნათელის პოვნის დროა, და როგორც პროფესორი დაბლდორი იტყოდა: „ბედნიერების პოვნა შეიძლება, ყველაზე ბნელ დროშიც კი თუ ადამიანი სინათლისკენ შებრუნდება..“