აზრის თავისუფლება

Admin
აზრები
0
0

ავტორი: ანა თოფურიძე წარმოიდგინეთ კომპიუტერული პროგრამა, რომელშიც ათასი წიგნია ჩატვირთული და ი...

ana

ავტორი: ანა თოფურიძე

წარმოიდგინეთ კომპიუტერული პროგრამა, რომელშიც ათასი წიგნია ჩატვირთული და ის გესაუბრებათ. არსებობს კიდეც ასეთები ბევრი ხომ, ისინი მათში ჩატვირთული ინფორმაციის ჩარჩოებში წარმოქნიან თქვენთვის სათქმელ წინადადებებს. ზუსტად ასე მუშაობს რეალურად ადამიანის ტვინიც, მხოლოდ მასში ათასი წიგნი კი არა, დაბადებიდან გაგონილი და მოსმენილი გამოცდილებებია შეგროვილი და ამ თავის ინდვიდუალური მარტო ერთი ადამიანის მხრიდან აღქმული ცოდნების საფუძველზე გთავაზობთ ყოველ აწმყო წამში ახალ ფიქრს, რომელიც გგონიათ რომ თქვენ ხართ, თუმცა ეს ასე არაა, უბრალოდ პროგრამირების შედეგია და დიდი ალბათობით არასწორია, რადგან სამყაროში სხვა უსასრულო გამოცდილებები, შეხედულებები და აზრები არსებობს.

თქვენი ფიქრი ისეთივე შეზღუდული სივრციდანაა წარმოქნილი როგორც კომპიუტერული პროგრამის წარმოქნილი წინადადება ათასი წიგნის რესურსით. ესაა ყველა პრობლემის სათავე, ამის გაცნობიერების შემდეგ თუ ადამიანი გონებას გაანთავისუფლებს თავისივე ძველი აზრებისგან, ის შეძლებს უფრო ფართოდ დაინახოს სამყარო და ყოველდღიური "წვრილმანებიც" კი ალტერნატიულადაც აღიქვას და გადაჭრას..

რატომ მხოლოდ ერთი პერსპექტივა და არა მეორე, ან ის, რაც ვერ წარმოგიდგენიათ თუმცა ეფექტურია. ჩემთვის ადამიანში საოცარი და ლამაზი სწორედ მისი ტრანფორმაციის და განვითარების უნარია, რისი პოტენციალიც ყველას აქვს... თუ ბევრჯერ განმეორდება ძველი წარმოდგენის ბრმა მორჩილება ამას სხეული იმახსოვრებს, ის მეტად განმტკიცდება და თქვენი პირადი თავისუფალი მე შესუსტდება. როცა საკუთარ თავში ჩაწერილი "წესის" მონა ხარ, შეიძლება ეს წესები სხვამ ამოიცნოს და თავის სასრგებლოდ გმართოს... ხშირად ადამიანი ერთ აზრს "ჩაიხვევს" და იმდენჯერ უმეორებს თავს რომ თავის რეალობად აქცევს, როცა რეალობა სტატიური მოვლენა არაა და მხოლოდ მრავალი ალტერნატივების წამიერი გადაკვეთაა ისიც ყოველთვის თავისუფალი არჩევანით, თუ შეუძლია ადამიანს თავს მისცეს თავისუფალი არჩევანის უფლება თავად. უბრალოდ უნდა წარმოიდგინო თავისუფალი არჩევანი და აირჩიო ნებისმიერი სხვა თუნდაც აქამდე არასოდეს ყოფილიყო თქვენს ცხოვრებაში.. რატომაც არა?

მსგავსი სტატიები

სპეცისიზმი


ავტორი: ლუკა ბაკურაძე სპეცისიზმი - ადამიანთა რწმენა,რომლის მიხედ...

ბნელი ადგილების ნათელი საიდუმლოებები


ავტორი: ანა თოფურიძე გამარჯობა სიბნელევ ჩემო ძველო მეგობარო... ...

დონ ხუანის გამონათქვამები, რომლებიც ცნობიერებას ცვლიან


1. მოიქეცი ისე, თითქოს ეს სიზმარია. იმოქმედე თამამად და ნუ ეძებ გ...

პაზლის ნაწილაკები


მე, ღმერთი, სამყარო, შენ, ის და ა.შ.. ცხოვრების უმეტეს ნაწილს ადამი...

ღამის ფიქრები


ავტორი: აკაკი სხულუხია როცა კაჭკაჭთა იდუმალ ხიდზე ნაპერწკლებს გ...

რიცხვების ძალაუფლება


 თავიანთი ფორმითაც კი რიცხვები სიცოცხლის ევოლუციის შესახებ გვიყვები...

იდეების ჩანიშვნა


ავტორი: იოანე შენგელია თუ დაკვირვებულხართ, ჩვენი აზრების მიმდინა...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff