როგორ ვუმკლავდებით პრობლემებს?

Admin
აზრები
0
0

  ავტორი: იოანე შენგელია   კაცობრიობის ევოლუციის სასარგებლო მონაპოვარია დიადი გამო...

 
dziri
ავტორი: იოანე შენგელია
 
კაცობრიობის ევოლუციის სასარგებლო მონაპოვარია დიადი გამოცდილება, რაც გვეხმარება სამყაროს მოწყობის კანონზომიერებების გარკვევაში. ამ გამოცდილებასა და ინფორმაციაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვისაუბროთ პრობლემებთან გამკლავების საუკეთესო მეთოდებზე. მთელი ჩვენი რეალობა ერთი პრობლემების გროვაა, ამიტომაც ყველა ძალისხმევა მიმართულია სწორედ მათ მოგვარებაზე.
 
ადამიანის პრობლემასთან დამოკიდებულების (პრობლემასთან ურთიერთობის) ევოლუცია შეგვიძლია პირობითად ოთხ ეტაპად დავყოთ. ისევ და ისევ პირობითობის მიზნით, დავარქვათ მათ: არაცოცხალი, ცოცხალი, ადამიანური და ღვთაებრივი.
 
რას გულისხმობს თითოეული მათგანი? განვმარტავ..
 
არაცოცხალი გულისხმობს ისეთ სიტუაციას, რომელშიც ადამიანი სრულიად პარალიზებულია მოქმედებებში. წარმოიდგინეთ სიმძიმის ძალის ველში მოთავსებული სხეული. ის მუდმივად ქვემოთ მიისწრაფვის და მას არ აქვს "ნება-სურვილი", რომ სიმძიმის ძალას შეეწინააღმდეგოს. ის უბრალოდ სრულიად არაცნობიერია და მექანიკურ მოძრაობას ასრულებს ფიზიკურ ველში. ადამიანის არაცოცხალი დამოკიდებულებაც ამას გულისხმობს - არაფრის კეთება, ცნობიერი რეაქციის არ ქონა და არ რეაგირება მოვლენებზე, არამედ უბრალოდ გარემო ფაქტორების გავლენით მექანიკური მოქმედებები.
 
შედარებით უფრო მაღალი დონეა ცოცხალი. რას გულისხმობს ეს? აქ საქმე ეხება ცოცხალ ბუნებას, მაგრამ არა ადამიანს (რომელიც ასოცირდება გონიერ არსებასთან, ხიდთან ცხოველსა და ღმერთს შორის). უფრო ზუსტი იქნებოდა გვეთქვა, რომ "ცოცხალში" ვგულისმობ ინსტინქტურ დამოკიდებულებას, ხოლო "ადამიანურში" - გონიერ მიდგომას. "ცოცხალი" დამოკიდებულება, ანუ ცხოველური დამოკიდებულება ნიშნავს რეაგირებას, რეაქციის ქონას გარემო ფაქტორებზე.
 
თუ მაგალითად არაცოცხალი გულისხმობს სრულ პარალიზებულობას. ესეიგი, პრობლემა გაჩნდა, და ადამიანი მის მოსაგვარებლად არაფერს აკეთებს, არამედ გულზე ხელებს დაიკრეფს სასწაულის მოლოდინში. მაშინ, შემდგომი საფეხური უკვე რეაქციის ქონაა. მაგრამ, ეს მხოლოდ რეაქციაა, გონიერებას მოკლებული, უაზრო მოქმედებები (გაუაზრებელი). უბრალოდ მოქმედება. თუ პირველ ეტაპზე ადამიანი არაფერს აკეთებს პრობლემების მოსაგვარებლად, მეორე ეტაპზე ის უკვე აკეთებს რაღაცას. მეორე ეტაპზე უკვე ხვდება, რომ სრული უმოქმედობა არ გამოვა. პირველი ეტაპი პარალიზებულობაა, ხოლო მეორე ეტაპი რაღაცის კეთება. ბუნება ხვდება, რომ რაღაც უნდა მოიმოქმედოს.
 
რამდენადაც ხვდებით, შემდგომი ეტაპი, ანუ ადამიანური, უნდა გულისხმობდეს გონიერ მოქმედებას. თუ წინა ეტაპზე ბუნება უბრალოდ მოქმედებს, ამ ეტაპზე მოქმედება გააზრებული ხდება. ამ ეტაპზე ხდება გამოცდილების შეჯამება და სწავლა. თუ ვთქვათ ერთსა და იმავე გარემო პირობებზე სხვადასხვანაირ რეაგირებას მოახდენ, სხვადასხვანაირ შედეგებსაც იხილავ (ექსპერიმენტები ტარდება). საბოლოო ჯამში, ეს გამოცდილება ილექება და ადამიანი ხვდება, რომ უბრალოდ მოქმედებით "შორს ვერ წავა".
 
თუ ვთქვათ ადამიანს ხელი გაეჭრა, მას არც დეპრესიაში ჩავარდნა უშველის (პირველი დონე - პარალიზება), და არც ყვირილი და ხტუნაობა (მეორე დონე - აქტივობა), არამედ უნდა მოიძიოს ინფორმაცია, თუ როგორი რეაქცია იქნებოდა სწორი, ანუ რომელი აქტივობები მოაგვარებდა ამ პრობლემას (მესამე დონე - გააზრებული აქტივობა).
 
როგორც ხედავთ, ეს "დონეები" ერთმანეთზე დალაგებულია და ერთმანეთის ლოგიკურ-ევოლუციურ შედეგს წარმოადგენენ. ეს მოდელი ვრცელდება სამყაროში დიად მასშტაბებზე, და ესვე მოდელი ვრცელდება კონკრეტული ადამიანების კონკრეტულ პრობლემასთან დამოკიდებულებაზე. მექანიკური მოქმედების შემდეგი დონეა ინსტინქტური მოქმედება. ინსტინქტური მოქმედების შემდეგი დონეა გააზრებული მოქმედება. აი გააზრებული მოქმედების შემდგომი დონეა ღვთაებრივი.
 
{შენიშვნა: შესაძლოა ზოგიერთ თქვენგანს გაუჩნდეს აზრი, რომ ინსტინქტებიც და ცნობიერებაც სინამდვილეში ფიზიკური პროცესებია და აქაც გარკვეული მექანიკა მუშაობს, უბრალოდ სხვა დონეზე. მეც ასე ვფიქრობ. ყველაფერი დაიყვანება მექანიკურ პროცესებამდე. მაგრამ, პრობლემასთან დამოკიდებულების ლაკონური ჩამოყალიბების მიზნით ვარჩიე ასე მეთქვა, რომ არაცოცხალი გულისხმობს მექანიკურ პროცესს, ხოლო შემდგომ ცნობიერების დონეები იზრდება. მაგრამ, ცნობიერებაც რომ გარკვეული მექანიკაა (უბრალოდ სულ სხვა დონეზე), ამაში ეჭვი არ მეპარება. უბრალოდ, მექანიკის დღევანდელი განმარტებიდან გამომდინარე ვარჩიე ასე დამერქმია.}
 
მაშ ასე, რას გულისხმობს ღვთაებრივი? გააზრებული მოქმედება (მესამე დონე) გულისხმობს გამოცდილების გამოყენებას, დაკვირვებებს. როგორც სტატიის დასაწყისში აღვნიშნე, კაცობრიობამ შემოგვინახა გამოცდილება (და ჩვენც ყოველდღიურად ვიღებთ გამოცდილებას). ამ გამოცდილების შეჯამებით (გააზრებით) მივიღეთ საინტერესო დასკვნა - ადამიანის რეალობის ფორმირებაში დიდ გავლენას ახდენს ადამიანის რწმენა-განწყობა.
 
ცოტა რთულია ორი სიტყვით ზუსტად განმარტო, თუ რას გულისხმობს ეს "რწმენა-განწყობა". მაგრამ, არსებობს თანამედროვე ეზოთერული თუ ფსიქოლოგიური მიმდინარეობები, რომლებიც მუშაობენ ამ მოდელის დახვეწაზე. ერთ-ერთი ცნობილი მიმდინარეობაა რეალობის ტრანსერფინგი.
 
ამრიგად, ყველაზე უფრო უარესია პარალიზებულობა - არაფრის კეთება. ცოტა უფრო უკეთესია რაღაცის კეთება მაინც. მთლად უკეთესია გააზრებული მოქმედება. და საუკეთესოა განწყობებით მოქმედება. ცხადია, აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ ფიზიკური თუ გონებრივი მუშაობა საჭირო აღარ იქნება და მხოლოდ განწყობის შექმნით და აზრებით მივიღებთ სასურველს. მაგრამ, უმეტესი მუშაობა სწორედ რომ ამ მიმართულებით გვჭირდება. პირველ რიგში ვაკონტროლოთ სამყაროსადმი დამოკიდებულება, შემდგომ კი ჩვენი ფიზიკური ქცევებიც გაკონროლდება.
 
ეს უკანასკნელი "ღვთაებრივის" სახელით გავაჟღერე, რადგან ამ დონეზე უკვე ყველაფერია შესაძლებელი, უსასრულო პოტენციალი გვაქვს რეალობაში. ამ ეტაპზე უკვე "ღმერთები" ვართ. მაგრამ, ილუზიებში რომ არ გადავვარდეთ, გაითვალისწინეთ ის, რომ ამ ტექნიკას სრულად რომ დაეუფლოთ, ჯერ მოგიწევთ რთული და გრძელი გზის გავლა საკუთარი თავის შეცნობის, კომპლექსების დამუშავების და ა.შ.
 
გააზიარეთ თუ მოგწონთ..

მსგავსი სტატიები

მასმედიის და სოცქსელების როლი მასების მათვაში


არავისთვის უცხო არაა ის ფაქტი, რომ ადამიანზე ზეგავლენის მოსახდენ...

ურთიერთობების ფსიქოლოგიური ასპექტები


ავტორი: ნანა აბესაძე     წლებთან ერთად ადამიანებს...

სიძულვილის ანატომია


ავტორი: ანა თოფურიძე ზოგჯერ გვეჩვენება რომ ჯოჯოხეთში ვცხოვრობთ, ...

გაცნობიერდი ამ წამს!


  ავტორი: თიკა ბერძენიშვილი ამ წამს მე ვარსებობ. ამ წამს შევ...

რიცხვების ძალაუფლება


 თავიანთი ფორმითაც კი რიცხვები სიცოცხლის ევოლუციის შესახებ გვიყვები...

სისტემა


ავტორი: ოლეგ ბოკაჩოვი მთარგმნელი: მამუკა გურული სისტემა – ესაა ...

პირველი და უკანასკნელი


ავტორი: იოანე შენგელია ძვირფასო მკითხველო, წინამდებარე სტატია წა...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff