მარტოსული ღმერთი

Admin
აზრები
0
0

ავტორი: ანა თოფურიძე ცხოვრება სპექტაკლია და ადამიანები მხოლოდ მსახიობები ვართ, სცენიდან გასვლი...

40481621 260941734627236 5183623062066561024 n

ავტორი: ანა თოფურიძე

ცხოვრება სპექტაკლია და ადამიანები მხოლოდ მსახიობები ვართ, სცენიდან გასვლის და როლური კოსტუმის გახდის დრო ყველას უწევს. ზოგს არ უნდა თამაშის დასრულება, ზოგს უნდა, ზოგი თამაშით დაიღალა, ზოგი კი იმდენადაა ჩართული წარმოდგენაში, რომ აზრადაც არ მოსდის შეიძლება რიგითი მსახიობი იყოს. ცხოვრების სპექტაკლი ცოტა უფრო მრავალფეროვანია ვიდრე თეატრის, აქ მსახიობებს მეტი თავისუფლება და თავისუფალი იმპროვიზაციის მცირედ მეტი არჩევანი გვაქვს, მაგრამ ეს მხოლოდ მცირეა. მთავარი სცენები წინასწარაა განსაზღვრული დრამის სიღრმისეული გათამაშებისთვის და მათ აუცილებლად ვასრულებთ.

ის მსახიობები ვინც სცენაზე დიდ ხანს თამაშობენ, უკვე ცოტათი რეჟისორებიც ხდებიან და თავისი იდეები უჩრდებათ, შეიძლება არ ამხელდნენ ან როლშივე პატარა თავის სპექტაკლებს დგამდნენ, ამ მსახიობებს ზოგჯერ სცენარის ავტორის მიმართ პროტესტიც აქვთ და ზოგჯერ სულაც თავად სურთ ყველაფერის ავტორები იყვნენ. ასეთი მსახიობები როლის მიმართულებას ცვლიან და უფრო და უფრო ხშირად დგებიან რეჟისორის ან სცენარისტიც პოზიციაში, შეიძლება თან როლს ასრულებდნენ და თან რეჟისორებიც იყვნენ ამ დროს მათი აღქმა იცვლება და ისინი უფრო მეტს ხედავენ. ის თავის თავში უფრო მეტ აღმოაჩენს ვიდრე მსახიობს, ის რეჟისორს აღმოაჩენს და ახლა უკვე რეჟისორის თვალით სცენაზე მორბენალ, მოხტუნავე, მოცეკვავე და მოჩხუბარ მსახიობებს სხვა თვალით უყურებს.

ერთხელაც დაინახავ რომ შენს გარშემო ყველა ნიღბებს იცვლის და ზოგჯერ მათ ნიღბებს შენ ურჩევ. შენ არქმევ კლოუნს მტერს, ან რიგით გამვლელს მეგობარს და ამით ამძაფრებ სპექტაკლში მონაწილეობის სიამოვნებას შეგრძნებებით. ზოგჯერ კი როცა იღლები ამდენი ემოციებით და დატვირთვით, როცა იღებ მაქსიმუმს დასვენება გინდება. დასვენებისას უკვე მტრების საჭიროება აღარ გაქვს, აღარც ძმადნაფიცი გულმხრუვალე თანამბრძოლის და არც საოცნებო სატრფოსი. როდესაც ხვდები უბრალოდ დასვენება გინდა, იწყებ ნიღბების მოხსნას. ხსნი ნიღაბს მოცეკვავეს, ჯამბაზს, პოეტს, შემდეგ იმ გავლელებს რომლებიც შენთვის მხოლოდ ფონს ქმნიან თუმცა სხვა გამვლელებისთვის საოცნეობო სატრფოები და ძმები არიან. ახლა ნიღბები მათაც მოხსენი და მძაფრი ემოციებიც გაქრა. ახლა უფრო მეტად რეჟისორი ხარ ვიდრე მსახიობი და ახლა ხვდები როგორ იდგმევა თურმე სპექტაკლი, ახლა ხედავ რომ თურმე ყველა მსახიობი ყოფილა და ნიღბებს იცვლიდნენ, ზოგჯერ კი შენც ეხმარებოდი მათ ამაში რადგან საკუთარი სასურველ სცენების გასათამაშებლად გჭირდებოდნენ. ხვდები რომ შენც ასეთივე მსახიობი იყავი ვიღაცისთვის მტერი, ვიღაცისთვის ქალღმერთი, ვიღაცისთვის საოცნებო პოეტი ან საძულველი მტერი. ხვდები ბევრი ნიღაბი მოგირგია და საკუთარი თავი ბევჯერ დაგვიწყებია. გახსენდება სხეულით და ემოციებით როლში შესულს როგორ განგისახიერებია მკვლელიც და გმირიც. მაგრამ ახლა კითხვა გაგიჩნდა, კი მაგრამ თუ ეს ყველაფერი თამაში იყო, მაშინ ვინ ვარ?

ვინ ვარ?
ყოველი შემხვედრი ადამიანი სიამოვნებით გეტყვის ვინ ხარ, მოგითხრობს შენზე ამბებს და დაგიხატავს შენს პორტრეტს ისე როგორც მისი სპაქტაკლისთვის გამოსადეგ მსახიობს მოუხდება, მაგრამ ვერცერთი გეტყვის რეალურად ვინ ხარ.

მარტოსული ღმერთი. რომელმაც მარტოობით მოიწყინა და გადაწყვიტა თავის გარშემო სპექტაკლი გაეთამაშებინა. მან შექმნა ყოველი ადამიანი და ყოველი არა ადამიანი, დაარქვა სახელები და დააჯილდოვა თვისებებით, ემოციებით და უფრო საინტერესო რომ ყოფილიყო ისინი ერთმანეთისგან განასხვავა. ზოგიერთი სხვას დაუპირისპირა ზოგიერთი კი დაამსგავსა, რომ გამოეცადა რას ნიშნავს მტრობა რადგან სიყვარული თავიდან ეპოვა. განსახვავა, რომ მსგავსებები უფრო სასიამოვნოდ გამოჩენილიყო.

და რას იზამდით თქვენ მარტოსული ყოველისშემძლე ღმერთი რომ ყოფილიყავით? არ შექმნიდით თეატრს? თეატრის მსახიობი გახდებოდით თუ მაყურებელი ან იქნებ ორივე ერთად უფრო სასიამოვნო ყოფილიყო?

მსგავსი სტატიები

ბავშვები ღიმილს მშობლებისგან სწავლობენ


ავტორი:ანა თოფურიძე "ბავშვი ეს უხილავი წერილია, რომელსაც ჩვენ ვაგზ...

განვლილი გზის ანალიზი XX საუკუნიდან დღემდე და შეხედულებები მომავალზე


ავტორი: აკაკი სხულუხია როდესაც რუსეთის იმპერია დაინგრა მის ნანგრ...

მე მახინჯი ვარ


ავტორი: მარი ბექაური წყარო გუშინ მე და ჩემი ბავშვობის დაქალი ვლაპ...

დაისი თუ აისი


ავტორი: ბადრი მეფარიშვილი „შეიცან თავი შენი, შეიცნობ სამყაროს და...

თეზა #2


ავტორი: მამუკა გურული ყოველ თეზაზე მოიძებნება ანტითეზა, რომელიც ...

ტრაკის როლი ქართულ მენტალობაში


ავტორი: მამუკა გურული ბოლო წლებია ცხადად ვაკვირდებით, რომ საქართ...

როგორ ვუმკლავდებით პრობლემებს?


  ავტორი: იოანე შენგელია   კაცობრიობის ევოლუციის სას...

ბედნიერების გასაღები - გულწრფელი სურვილები


იყო გულწრფელი ნიშნავს არ გრცხვენოდეს საკუთარი სურვილების. არ გრც...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მაგმას PDF წიგნების სრული სია

Screenshot 2025-09-12 at 18.17.44

🔥 შეგახსენებთ, რომ ჩვენ გვაქვს მხოლოდ ელექტრონული წიგნები PDF ფორმატში.

🔥 თუ ყველა წიგნს ერთად შეიძენთ, ფასი 500 ლარის ნაცვლად 250 ლარი იქნება. 

☘️ ვადიმ ზელანდი - "რეალობის ტრანსერფინგი" (ხუთტომეული) - 30 ლარი.
☘️ ვადიმ ზელანდი - "ტრანსერფინგის პრაქტიკული კურსი 78 დღეში " - 20 ლარი.

☘️ ვადიმ ზელანდი - "ქურუმი ტაფტი" - თავისუფალი დონაციით

☘️ ალბერტო ვილოლდო - "შექმენი ახალი სხეული" - თავისუფალი დონაციით

☘️ კარლ გუსტავ იუნგი - "წითელი წიგნი" (25 ლარი)
☘️ დანიელ ზ. ლიბერმანი და მიშელ ე. ლონგი - მოლეკულა "მეტი" (20 ლარი)
☘️ რენე გარსია - "კვანტური კაპიტალისტი" (5 ლარი)
☘️ დიონ ფორჩუნის - "მისტიური კაბალა (20 ლარი)
☘️ იუჯინ ფერსენი - "ყოფიერების მეცნიერების შვიდი გაკვეთილი" (20 ლარი)
☘️ მაქს ფრიდომ ლონგი - "მეცნიერება სასწაულებს მიღმა (კაჰუნების სიბრძნე)" (20 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "მოგზაურობა იქსტლანში" (20 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "სიზმარხილვის ხელოვნება" (20 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "ზღაპრები ძალაზე" (20 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "ძალის მეორე რგოლი (20 ლარი)
☘️ პიოტრ უსპენსკი - „მეოთხე გზა" (20 ლარი)
☘️ პიოტრ უსპენსკი - "სასწაულებრივის ძიებაში" (20 ლარი)
☘️ ბრაიან ვაისი - "მრავალი ცხოვრება; მრავალი მასწავლებელი" (10 ლარი)
☘️ ოლეგ თელემსკი - "იუნგი დამწყებთათვის" (10 ლარი)
☘️ რობერტ ანტონ უილსონის - „პრომეთეს აღზევება" (20 ლარი)
☘️ ფრანც ბარდონი - "ინიციაცია ჰერმეტიზმში" (20 ლარი)
☘️ ანიშა დილანი - "ტანტრა - გზა ნეტარებისკენ (10 ლარი)
☘️ ჯეიმს ჰოლი - სიზმრების იუნგიანური ინტერპრეტაცია (20 ლარი)
☘️ რობერტ ალექს ჯონსონი - "შინაგანი სამუშაო: სიზმრებისა და აქტიური წარმოსახვის გამოყენება პერსონალური განვითარებისათვის" (20 ლარი)
☘️ დ. ლიბერმანი, მ. ლონგი - "მოლეკულა "მეტი"" (20 ლარი)
☘️ რიჩარდ ბენდლერი - გამოიყენე შენი ტვინი ცვლილებებისთვის (10 ლარი)
☘️ დიმიტრი ტროცკი - სანამ "მე" მე არ ვარ (Пока-я-не-Я") (10 ლარი)
☘️ ჯოი მანე - "ოჯახური განლაგებები" (10 ლარი)
☘️ პარამაჰამსა იოგანანდა - იოგის ავტობიოგრაფია (35 ლარი)

 

წიგნების შესაძენად მოგვწერეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდზე

ან მეილზე: mamuka.guruli@gmail.com

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff