ურთიერთობების ფსიქოლოგიური ასპექტები

Admin
აზრები
0
0

ავტორი: ნანა აბესაძე     წლებთან ერთად ადამიანებს გამოცდილება გვემატება. გამოცდ...

comunication

ავტორი: ნანა აბესაძე  

  წლებთან ერთად ადამიანებს გამოცდილება გვემატება. გამოცდილების მატებასთან ერთად ნაკლებ შეცდომებს ვუშვებთ. ჩვენს მაგალითზე ვიღაც ჭკუას სწავლობს, ვიღაც არა. ნებით თუ უნებლიედ ყველანი ვუშვებთ შეცდომებს. ეს შეცდომები გვზრდიან და ვაღწევთ რაღაც ასაკამდე, ასე თუ ისე პიროვნებებად ვყალიბდებით. ახალგაზრდობაში ბევრი რამ ვერ გავბედეთ, არ ვცადეთ, შეგვეშინდა, მოგვერიდა. მოკლედ უამრავი მიზეზი შეიძლება ჩამოვთვალოთ საამისოდ. რა თქმა უნდა ბევრი რამ, მარტო ჩვენზე არ იყო დამოკიდებული, გარემო ფაქტორებიც თამაშობდნენ ამაში გარკვეულ როლს. თუმცა, ადამიანს რომ ჰკითხოთ, რას უფრო მეტად ნანობს, რაც გააკეთა თუ რაც არ გააკეთა. ალბათ, არ გაკეთებულზე გეტყვით.

  რაც შეეხება ჩვენს ამა თუ იმ ქმედებას, რა თქმა უნდა თუ შეცდომა თუ არ დავუშვით, ვერ მივხვდებით რა არის კარგი და რა არის ცუდი. ამით გამოცდილებასაც ვიღებთ და პიროვნულადაც ვიზრდებით. ვიძენთ ემპათიის უნარს, გვესმის სხვების განცდები. სხვაგვარად ადამიანი ვერ განვითარდება. მაგრამ, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ დაშვებულ შეცდომაზე, არ უნდა გვქონდეს მუდმივი სინანულის განცდა. დროს ვერ დავაბრუნებთ და ვერც ვერაფერს შევცვლით. სინანულმა კი შეიძლება გაგვანადგუროს. ნუ ვიქნებით მუდმივად ნაწყენი. არ შეიძლება მარტო ჩვენ ვიყოთ მართლები და სხვა ყველა დამნაშავე. ასე უფრო დავითრგუნებით და ყოველგვარ მოტივაციას დავკარგავთ. უბრალოდ შევეცადოთ გავაანალიზოთ სიტუაცია, ეს შეცდომა მეორედ რომ არ დავუშვათ.

  ელიოტ არანსონმა, ჩატარებული კვლევების საფუძველზე აღმოაჩინა, რომ ჩვენს მიერ დაშვებული პატარა შეცდომები აუმჯობესებენ ჩვენს მიმართ ადამიანების განწყობას. დავფიქრდეთ, ჩვენ თვითონ როგორი ადამიანები უფრო მოგვწონს, იდეალურები და მიუღწევლები, თუ ჩვეულებრივები, ჩვენნაირები? ნუ ვიქნებით დარწმუნებული რომ ბევრი დრო გავაქვს, რამის გაკეთებას მაინც ვეცადოთ და დღეის გასაკეთებელი დღეს გავაკეთოთ, ხვალის ხვალ. მერე რომ არ ვინანოთ არ გაკეთებულზე, არ ნათქვამზე.

  ჩვენი დღევანდელი თავდაჯერებულობა დამოკიდებულია ჩვენი წარსულის გამოცდილებაზე. არსებობს ცნობილი მენტალური სავარჯიშო: ვიღებთ ფურცელს და ვწერთ ჩვენს 50 ცხოვრებისეულ მიღწევას, არა აქვს მნიშვნელობა როგორს, სრულიად ბანალურიც გამოდგება. მაგალითად, ვისწავლე წერა, კითხვა, აგნგარიში და ა.შ. მერე დადეთ გამოსაჩენ ადგილას. მერე, ძალაუნებურად შევხედავთ მას და ვფიქრობთ, თუკი ეს გავაკეთე, რატომ ვერ შევძლებ ამას?  არ ეცადოთ ყველას მოაწონოთ თავი. ეს გააკეთეთ თქვენთვის. ზოგიერთ ჩვენთაგანს, ძალიან უჭირს ინიციატივის გამოვლენა. სხვისგან ელოდება პირველი ნაბიჯის გადადგმას. იმ სხვამ, შეიძლება საერთოდ არ გადმოდგას არანაირი ნაბიჯი და მერე?

  სასურველია ჩვენი აზრი თამამად გამოვთქვათ. მითუმეტეს როცა ეს ეხება ჩვენს კეთილდღეობას, როცა ჩვენ ჩვენს სურვილებში, მიზნებში და მისწრაფებებში წრფელები ვართ, როცა მოვითხოვთ სამართლიანობას.  ნუ ვიქნებით სასწაულის მოლოდინში. ნუ გვექნება იმის ილუზია, რომ კარგს რასაც ველოდებით თავისთავად მოხედბა. კი, ზოგჯერ ასეც არის, მაგრამ მხოლოდ მოლოდინი ფრუსტრაციას მოგვიტანს. (ფრუსტრაცია- ფრუსტრაცია [ლათ. frustratio მოტყუება; ამაო ცდა; ჩაშლა (გეგმისა, ჩანაფიქრისა)] – (ფსიქოლ.). დამთრგუნველი დაძაბულობის, მღელვარების, გამოუვალობისა და სასოწარკვეთილების მდგომარეობა)

  რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შეძლებისდაგვარად მარტივად დავამყაროთ ადამიანებთან ურთიერთობები და შევძლოთ რაღაცის გაკეთება, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია?
აქ აუცილებელია კომუნიკაციის უნარი. რა თქმა უნდა ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და შესამაბისად ამ უნარებს ყველას ვერ მოვარგებთ და ვერც ჩვენ მოვერგებით.
ადამიანები სოციალური ცხოველები ვართ. აქ, რამოდენიმე, ელემენტარულ რჩევას მოგცემდით:
1. ვიყოთ გულწრფელი მის მიმართ. ადამიანი ყოველთვის გრძნობს ამას.
2. ცუდი კუთხით ნუ განვიხილავთ ადამიანებს სხვების თანდასწრებით. ეს ჩვენ ღისრებას არ შეგვმატებს, ხოლო იმ სხვას კი ჩვენზე დარჩება შთაბეჭდილება, რომ მასზე მისი არყოფნის შემთხვევაში იგივეს გავაკეთებთ და ეს რა თქმა უნდა ჩვენი პლიუსი ვერ იქნება.
3. ა)თუ გვინდა ადამიანთან საერთო ენა გამოვნახოთ, ვილაპარაკოთ მასთან მისსავე, მისთვის გასაგებ ენაზე. პირველ რიგში ეს ადამიანს მოუხსნის იმის კომპლექსს, რომ თქვენ მასთან თავის წარმოჩინებას ცდილობთ.
ბ) ფსიქოლოგი ლეი ლოუნდესი, გვირჩევს აქტიური მოსმენის მარტივ ტექნიკას. ჩვენ ვუსმენთ თანამოსაუბრეს, და მერე ოდნავი პერიფრაზით, ვიმეორებთ მის ნათქვამს. ეს მეთოდი თანამოსაუბრეს დადებითად განაწყობს.
გ) ფსიქოლოგიისა და სოციალური ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის დარგის პროფესორი და ექსპერტი რობერტ ციალდინი გვირჩევს, რომ თანამოსაუბრეს ვკითხოთ რაიმე რჩევა, თუნდაც ელემენტარული. ამით მას თავის საჭიროების და ამასთანავე ავტორიტეტულობის გრძნობა უჩნდება.
4. სხეულის ენა. დააკვირდით თანამოსაუბრეს. თუ ის თქვენს წინ ზის, გადაჯვარედინებული ხელებით, ან თუ წარამარა იყურება საათზე, მობილურში, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ის არ გიშვებთ მის პირად სივრცეში, ან უბრალოდ არ გისმენთ. თუ იყენებს ჟესტიკულაციას, ის შემოდის კონტაქტში და თქვენც გაძლევთ მისი კომფორტის ზონაში შესვლის საშუალებას. ურთიერთობებისას დიდი მნიშვნელობა აქვს არავერბალურ კომუნიკაციას. მაგალითისთვის, ჩართეთ ვიდეო, სადაც ვინმე ორატორი სიტყვით გამოდის. ჩაუწიეთ ხმას, დააკვირდით მის სხეულსახვით მოძრაობებს. ამით, კიდევ ერთხელ დარწმუნდებით რამხელა გავლენას ახდენს ადამიანზე ჟესტიკულაცია და არავერბალური კომუნიკაცია. გამოდის რომ, ადამიანი ჩვენზე პირველ შთაბეჭდილებას ახდენს არა იმით, თუ რაზე ლაპარაკობს, არამედ იმით თუ როგორ რანაირად. ამიმიური სახით მოლაპარაკე ადამიანი, ვერ მოახდენს შთაბეჭდილებას.
5. როდესაც მოსაუბრისათვის რაღაცის განმარტებას ვცდილობთ, მაგალითად „ეს ასეა და რატომ არ გესმის?“ ამის ნაცვლად თუ ვეტყვით, რომ „ეს ასეა და ვიცი რომ შენც გესმის“ ბევრად კონსტრუქციულად წარიმართება დიალოგი.

მინდა გითხრათ, ამ სტატიით არავის არ ვუთითებ არაფერზე.
უბრალოდ გიზიარებთ ჩემს მოსაზრებებს.

გისურვებთ წარმატებებს და წინსვლას!

მსგავსი სტატიები

ღმერთების დაღუპვა


"რაგნაროკი არ არის ერთხელ მომხდარი ამბავი. და არც სამომავლო მოვლენა...

ჩარჩო რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ


ავტორი:გურამ ჟღამაძე   დიდიხანია ვფიქრობ ადამიანის გონებაზე, ...

როგორ ვუმკლავდებით პრობლემებს?


  ავტორი: იოანე შენგელია   კაცობრიობის ევოლუციის სას...

ადამიანების კონტროლი და მომავალი


ავტორი: იოანე შენგელია   (მოცემული სტატიის მეორე ნახევარში მ...

ბუნებრივი სიამოვნებები - სექსი


ავტორი:ლევან ჩახაია ძველ ეპოქებში ადამიანები ბუნებასთან უფრო ახლოს...

კვანტური მექანიკის მხილებული რეალობა


ავტორი: ანა თოფურიძე რეალობა ადამიანის გონებისთვის შეუცნობელი გა...

რა მიშლის ხელს საკუთარი თავის აღმოჩენაში?


ავტორი: ლევან ჩახაია კარგად დაფიქრდი, სანამ იტყვი :-მე ასე მსურს- ...

ურთიერთობების ფსიქოლოგიური ასპექტები


ავტორი: ნანა აბესაძე     წლებთან ერთად ადამიანებს...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მზის მანდალა (განახლებული)

Screenshot 2025-12-01 at 19.41.18

☀️ ტრენინგს გავუძღვება მამუკა გურული - სულისმეცნიერი, მენტორი, არაცნობიერის მკვლევარი და magma.ge-ს დამფუძნებელი. 

☀️ ტრენინგი დაიწყება 1 თებერვალს და გაგრძელდება 108 დღის განმავლობაში. გექნებათ პროგრამა თავისი რეჟიმით, პრაქტიკებით და კვებითი რეკომენდაციებით (მათ შორის დეტოქს პროგრამით), რომელთაგანაც ნაწილი იქნება მუდმივი (ამ 108 დღის განმავლობაში) ნაწილი კი განახლდება (დაემატება ახალი დავალებები). განსაკუთრებულ შემთხვევებში (ჯანმრთელობიდან ან სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე) მოგეცემათ ინდივიდუალური რეკომენდაციები. 

☀️ ონლაინ შეხვედრები ჩატარდება Zoom-ის ფორმატში, კვირაში ორი დღე: ხუთშაბათი და კვირა. დილით 8:00 (40-60 წუთი) და საღამოს 21:00 (საათ-ნახევრიდან 3 საათამდე). 

☀️ ჩანაწერები ფეისბუქ-ჯგუფში შეინახება და თუ გაცდენა მოგიწევთ, მოგვიანებით ნახავთ (სასურველია ლაივების 50% მაინც დაესწროთ) და უკუკავშირი პირადად გექნებათ ჩემთან. 

☀️ ბონუსად წინასწარ გამოგეგზავნებათ მაგმას ყველა PDF წიგნი (დაახლოებით 500 ლარის ღირებულების).

☀️ თემები და საკითხები, რომლებსაც გავივლით:

✨ ალბერტო ვილოლდოს სისტემა მისი წიგნის მიხედვით - „შექმენი ახალი სხეული“ (ნეირომეცნიერების და შამანიზმის სინთეზი);

✨ გურჯიევის სისტემა (თეორია და პრაქტიკა);

✨ ოშოს მედიტაციები და პრაქტიკები;

✨ თამაშის ალქიმია - ჰომო ლუდენს - ანუ მოთამაშე ადამიანის პრინციპი - როლი, მსახიობი, მაყურებელი;

✨ ვილჰელმ რაიხის სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის პრინციპები; 

✨ ვექტორული ფსიქოლოგია - არაცნობიერი მოტივაციების საუკეთესო გზამკვლევი (რამდენიმე ლაივი);

✨ იუნგიანური ფსიქოლოგია - თეორიული და პრაქტიკული ლაივები (რამდენიმე ლაივი);

✨ ლირი-ვილსონის წრედების სისტემა;
ტაროს არქეტიპები (გმირის გზა ტაროს მაღალი არკანების მიხედვით);

✨ შამანური ფსიქოლოგია (ამაზონიის შამანების და ჰავაელი შამანების მიხედვით);

✨ რეალობის ტრანსერფინგის ძირითადი პრინციპები;
ჩაკრების სისტემა;

✨ აიურვედას (ვედური მედიცინის) ძირითადი პრინციპები;

✨ სამყარო და ადამიანი ჩენელინგების მიხედვით (თანამედროვე ეზოთერია); 

☀️ დილის ლაივებში ძირითადად გვექნება სხვადასხვა მედიტაციები, ვიზუალიზაციები და ტექნიკები. 

☀️ ჯგუფის დინამიკიდან გამომდინარე შესაძლოა იყოს გარკვეული ცვლილებები, ან რაიმე თემა დაემატოს. 

☀️ ყოველდღიურად დაიდება სარეპორტო პოსტები სამოტივაციო ან შემეცნებითი ტექსტებით. ასევე დავალებად გექნებათ კვირაში 1 ან 2 ფილმის ნახვა (ხელოვნება საუკეთესო მასწავლებელია). 

☀️ ეს ტრენინგი გახლავთ როგორც ტრანსფორმაციული, ასევე სასწავლო-შემეცნებითი. თქვენ მოგეცემათ ის გასაღებები და ტექნოლოგიები, რომლებსაც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე თანდათან გამოიყენებთ. ჩამოთვლილი სისტემებიდან რაღაც უფრო ახლოს იქნება თქვენთან, რაღაც ნაკლებად, და ამის მიხედვით აირჩევთ თქვენი განვითარების გზას. ჩემი ამოცანაა - არსობრივად გაგაცნოთ ეს სისტემები. 

☀️ ჩემი მთავარი მიზანია - გაგაცნოთ თქვენი არაცნობიერის ის პროგრამები და მექანიზმები, რომლებიც თქვენი არსებობის და ცხოვრების 99%-ს მართავენ, და მოგცეთ ტექნოლოგიები მათ გადასაპროგრამებლად. 

☀️ ასევე ვეცდებით ვიპოვოთ საერთო სხვადასხვა სისტემებს შორის და დავაკავშიროთ ისინი ჩვენთვის სასურველი შედეგის მისაღებად. 

☀️ არსებობს სხვადასხვა ფაქტორები (მაგალითად დროის შეზღუდულობა), რის გამოც შესაძლოა იდეალურად ვერ მოახერხოთ ამ მანდალას გავლა, მაგრამ რა პროცენტითაც მოახერხებთ, შესაბამისი შედეგი გექნებათ, და რაც მთვარია, ეს მასალები თქვენთან დარჩება და ყოველთვის შეგეძლებათ გააგრძელოთ ან ხელახლა გაიაროთ ეს მარათონი, ან გაითვალისწინოთ მასში მოცემული რეკომენდაციები. და ამ ტრენინგის დროს გაიგებთ, როგორ გამოათავისუფლოთ მეტი დრო საკუთარი განვითარებისთვის. 

☀️ თუ ჩათვლით, რომ ამ ეტაპზე არ ხართ მზად, შეგიძლიათ მხოლოდ შემეცნებითი ნაწილი გაიაროთ და თეორიაზე გააკეთოთ აქცენტი, პრაქტიკული მხარე კი მაშინ დაიწყოთ, როცა მზად იქნებით.

☀️ თქვენი ჩართულობიდან გამომდინარე ინდივიდუალური კონტაქტი მექნება ჯგუფის ყოველ მონაწილესთან (ვოისებით). 

☀️ ასევე ტრენინგი მოიცავს ერთ ონლაინ-კონსულტაციას ჯგუფის ყოველ წევრთან (1 საათის ხანგრძლივობის). 

☀️ ექსკლუზიურად მზის მანდალასთვის ჯგუფურ ბიოენერგეტიკულ ონლაინ დიაგნოსტიკას (თავისუფალი ნახატით) ჩაატარებს თათა ნაგუალ არაბული - ანთროპოსოფიული არტ თერაპიის სპეციალისტი, სოც-თერაპევტი, ბიოენერგეტიკოსი და მრჩეველი.

☀️ ასეთი ხანგრძლივობის მანდალა მინიმუმ 2-3 წელი აღარ ჩატარდება (წინა „მზის მანდალა“ 3 წლის წინ ჩატარდა და მისი ჩანაწერების შეძენა ახლაც შეგიძლიათ ძალიან კარგ ფასად). ამ მანდალას ჩანაწერები არ გაიყიდება. 

🍀 წლის ბოლომდე ვინც დარეგისტრირდება, იმოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება.

🍀 + დამატებით მათთვის, ვინც ჩვენი რომელიმე ონლაინ-ტრენინგი გაიარა, ან ყველა წიგნი შეიძინა, იმოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება. 

🍀 შესაძლებელია თანხის სამ ნაწილად გაყოფაც.

⭕️ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. მიღება მოხდება წინასწარი გასაუბრების საფუძველზე. 

📩 რეგისტრაციისთვის და სხვა დეტალებისთვის მოგვწერეთ ჩვენს ფეისბუქ-გვერდზე, ან მეილზე: mamuka.guruli@gmail.com

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff