ბრბო

Admin
აზრები
0
0

ავტორი: ნანა აბესაძე    ისეთი მენტალიტეტის ქვეყანაში,როგორიც საქართველოა,ადამიანებს აქ...

ავტორი: ნანა აბესაძე

   ისეთი მენტალიტეტის ქვეყანაში,როგორიც საქართველოა,ადამიანებს აქვთ კერპების მოთხოვნილება. მათ სჭირდებათ ბელადები, ავტორიტეტები. ესეც აგრესიის გამოვლინების ერთერთი ფორმაა. ამას არ განვავრცობ, უბრალოდ ვიტყვი რომ ზოგადად ერს აქვს მოთხოვნილება, იძალადონ მასზე. ეს უახლესი ისტორიიდან დღემდე კარგად ჩანს.

ბრბოს და მასზე ზემოქმედების მექანიზმებს, განვიხილავ როგორც აგრესიის გამოვლინებას და შევეცდები შეძლებისდაგვარად დავასაბუთო.

crowd

  ადამიანის ქცევა ბრბოში არის, საერთო მოქმედებების განხორციელება, განსაზღვრული გარკვეული დროებით ჩარჩოებით , ადგილმდებარეობით და მიზნით. ეს ქცევა სხვა ქცევისგან განსხვავდება იმით, რომ ადამიანთა მსგავსი თავშეყრისას, მისი ინდივიდუალური ქცევა საკმაოდ შეზღუდულია. ბრბოს აქვს კოლექტიური არაცნობიერი და შესაბამისად მოქმედების საერთო მიზეზები. ასეთ შემთხვევაში ადამიანის ფსიქიკური მდგომარეობა, არსობრივად განსხვავდება მისი ინდივიდუალური ქცევისაგან. ბრბოში ინფორმაციის აღქმის დიაპაზონი შეზღუდულია. ბრბო იმპულსური, ცვალებადი და აგზნებადია. ბრბოს ქვეცნობიერი მართავს. ბრბო მოწყვლადია და ადვილად ექცევა გავლენის ქვეშ, შესაბამისად ის ადვილი სამართავია.ბრბოს მართავს ლიდერი, ხშირად აგრესორი, რომელსაც სურს თავისი ინტერესების გატარება. ლიდერის გარეშე, შედეგი არ მიიღწევა. ლიდერი შეიძლება საერთოდ არ ჩანდეს და მიზნების განსახორციელებლად გამოიყენოს სხვა ადამიანები, რომლებსაც სჯერათ იდეის.მას (მათ) ვინც მართავს ბრბოს, გააჩნია პირადი ინტერესი, რომელსაც კარგად შეფუთულს აწვდის ბრბოს შედარებით მოაზროვნე ნაწილს, შთააგონებს მას, რომ ეს არის სწორი გზა გადარჩენისკენ, ნათელი მომავლისკენ,მიზნისაკენ.

ბრბო შეიძლება დავყოთ ხუთ ნაწილად: 1.პასიური ნაწლი, ,რომელიც ნაკლებად აქტიურია. 2.ანალიზატორები, რომლებიც ემოციონალურად მკაფიო სიგნალების დემონსტრირებას ახდენენ ამა თუ იმ ობიექტის მიმართ, პროფესიონალური თვალსაზრისით. 3.სტიმულატორები, რომლებიც ბრბოში ასრულებენ ამა თუ იმ ქმედებას, რომლებსაც აქვთ დამახასიათებელი მოძრაობის მანერა და ემოციის გამოვლინება. (ახდენენ ინდუცირებას) 4. მედიატორები, რომლებიც არ ასრულებენ არანაირ ფუნქციას, მოიაზრებიან მოძრავ რეზერვად. მათი დანიშნულებაა გადასცენ ემოცია ერთი მთავარი მიმართულებიდან მეორე, ასევე მთავარი მიმართულებით. 5. მემასეები, რომლებიც არიან უბრალოდ დამკვირვებლები, რომლებიც შემთხვევით მოხვდნენ მასაში.

მასაში არსებული ფსიქო-ემოციური სფერო იცვლება. ეს დამოკიდებულია ადამიანის ხასიათზე, მოტივაციაზე, ფასეულობებზე, ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულებაზე და ბოლოს საერთო ყურადღების ობიექტზე. მასის ქცევა გავლენას ახდენს როგორც, მისი ცალკეული წევრების ქცევაზე ასევე მათ საერთო მოქმედებაზე. რეგულირებადი მასების მომზადება და მათ მიერ დავალების შესრულება, მჭირდოდ არიან დაკავშირებული ლიდერთან და განსახორციელებელ მიზანთან. იმდენად, რამდენადაც ბრბოს არ გააჩნია ცნობიერი, ის მარტივად ექცევა ლიდერის გავლენის ქვეშ. ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, რომ ისეთი მენტალიტეტის და ცნობიერების დონის ქვეყანას, როგორიც საქართველოა, აქვს მოთხოვნილება თაყვანი სცეს კერპებს. მას სჭირდება ბელადი, ავტორიტეტი. ესეც აგრესიის გამოვლინების ერთ-ერთი ფორმაა, იძალადონ მასზე, თუმცა ამაზე არ განვევრცობი.

მასებზე ზემოქმედების მექანიზმების შესახებ .

ზემოქმედების ფორმა შეიძლება იყოს:

1. სპონტანური, (*ექსპრესიული აგრესია)

2. დაგეგმილი (*სოციალურად მოტივირებული მტრული აგრესია )
3. შესწავლილი.

ინსტრუმენტული აგრესიის ფორმა-.სოციალურად მოტივირებული.ეს აგრესიის ფორმა, ადამიანის ან ადამიანთა ფსიქოლოგიურად განადგურების მიზნისკენაა მიმართული. აგრესორი საკუთარ ინტერესებს ატარებს, მასაში ან კონკრეტულ ინდივიდებზე. ეს დამოკიდებულია აგრესორის ან აგრესორთა აგრესიის მასშტაბებზე და დიაპაზონზე. ჩემი სუბიქეტური მოსაზრებიდან გამომდინარე ავღნიშნავ, რომ ეს საკმაოდ დიდი საფრთხის შემცველი აგრესიაა, რადგან ამ აგრესიის ფორმამ შესაძლოა აგრესორთა თაობა წარმოშვას. ზემოქმედების მექანიზმებია, სოციალური ქსელი, მასმედია და უამრავი სხვა.მაგალითად, ეს შეიძლება იყოს გაუცნობიერებელი აგრესია, რომელიც „კეთილ ზრახვებს“ ემსახურება.ლიდერი მართავს ბრბოს და აღწევს შედეგს. ლიდერისთვის არა აქვს მნიშვნელობა, როგორია შედეგი. მთავარია მიზანი ამართლებდეს საშუალებას.

რაც შეეხება ლიდერს:
ლიდერად გვევლინებიან ადამიანები, რომლებშიც გარდა ხასიათობრივი თვისებებისა და სოციალური სტატუსისა, თითქმის ყველა შემთხვევაში, აქვთ კომპლექსი და შესაბამისად დაგროვილი დიდი აგრესია. ამის მიზეზი შეიძლება იყოს მშობლების, თანატოლების, პედაგოგების აგრესიის გამოვლინების შემდეგ ჩამოყალიბებული არასრულფასოვნების განცდა და როგორც კი ეძლევა საშუალება, ახლოს მივიდეს მასებთან, ის მაქსიმალურად ცდილობს თავისი აგრესიის პროექციას. ეს აგრესია არის *ინდივიდუალურად მოტივირებული მტრული აგრესია - სხვისთვის ზიანის მიყენების განზრახვასა და ამ განზრახვის სისრულეში მოყვანას გულისხმობს. იგი მოიცავს უფრო დიდ მასშტაბებს. მაგალითად, მასათა ფსიქოლოგიაზე დესტრუქციული ზეგავლენას. ამის მაგალითი უამრავია კაცობრიობის ისტორიაში. საწყის ფაზაში, მასისთვის ლიდერი ავტორიტეტია. იგი ვალდებულია, თუნდაც ნაწილობრივ დააკმაყოფილოს მასის წევრების მოთხოვნა.გამოავლინოს მათ მიმართ ყურადღება, მოიპოვოს ნდობა, სიმპათია. შთააგონოს რწმენა მის მიმართ. ლიდერმა უნდა დაიცვას ბრბო,იპოვოს გამოსავალი რთული სიტუაციიდან, უნდა მოახდინოს დაძაბულობის განმუხტვა და ა. შ. ამგვარად ლიდერი ბრბოს უქმნის დაცულობისა და უსაფრთხოების შეგრძნებას. გარკვეულ ეტაპზე ლიდერი შეიძლება გახდეს „ერთ-ერთი მათთაგანი“, მოიქცეს ისე როგორც ბრბოში მყოფი ადამიანი. გააკეთოს ის, რასაც აკეთებს სხვა. ამგვარად ლიდერს ეძლევა საშუალება, ზემოქმედება იქონიოს მასის ნებისმიერ წევრზე. იმისათვის რომ ლიდერმა ოპტიმალურად მოირგოს როლი მასაში, ამისათვის აუცილებელია იყოს მოქნილი, შეეძლოს ლავირება დირექტივებისას, უნდა შეეძლოს შექმნას გარემო პირობები, უნდა ჰქონდეს მარეგულირებელი ფაქტორების კეთილსაიმედოდ გადმოცემის და გამოვლინების უნარი.უნდა შეეძლოს ძლიერი ფსიქოლოგიური ზემოქმედება ადამიანზე. რათქმაუნდა ყველა, ვისაც აქვს დაგროვილი აგრესია და აქვს მასებზე ზეგავლენის საშუალება, არ შეიძლება ლიდერად მოგვევლინოს. ასეთ შემთხვებაში, უამრავი სხვა ფაქტორი განაპირობებს ადამიანის ლიდერად შედგომის ფაქტს.

მსგავსი სტატიები

ვირუსის შემეცნება და განკურნება


  ავტორი:ანა თოფურიძე -მახველებს, სურდო მაქვს და ფილტვების...

გაანალიზე წარსული აწმყოში, რათა განსაზღვრო მომავალი


ავტორი: აკაკი სხულუხია ვფიქრობ მკითხველთა უმეტესი ნაწილისთვის ცნ...

არამეცნიერული კომენტარები სიმების თეორიაზე


ავტორი: იოანე შენგელია სიმების თეორიის თანახმად, სამყაროს ყველა ის...

როგორ გვმატებს თვითრწმენას ქვეცნობიერის აღმოჩენა?!


ავტორი: ნინო დიდებაშვილი ჩვენ ვიბადებით, ვიზრდებით - საზოგადოება...

ადამიანების კონტროლი და მომავალი


ავტორი: იოანე შენგელია   (მოცემული სტატიის მეორე ნახევარში მ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff