გაანალიზე წარსული აწმყოში, რათა განსაზღვრო მომავალი

Admin
აზრები
0
0

ავტორი: აკაკი სხულუხია ვფიქრობ მკითხველთა უმეტესი ნაწილისთვის ცნობილია მიზეზ- შედეგობრივობაზე ...

aaaqqqqqqqq

ავტორი: აკაკი სხულუხია

ვფიქრობ მკითხველთა უმეტესი ნაწილისთვის ცნობილია მიზეზ- შედეგობრივობაზე სამყაროში რომელიც მოვლენების მთავარი მამოძრავებელი ძალაა. თუმცა თავს დავიზღვევ და მაინც მოკლედ გეტყვით, რომ ეს არის კანონი რომელიც მოქმედებს სამყაროს ნებისმიერ წერტილში, რაღაც მოვლენა იწვევს გარკვეულ შედეგს, რომელიც შემდეგ ისევ რააიმე მოვლენის მიზეზი ხდება. პრინციპში ამ თემაზე ვრცლად მიწერია ჩემს პირველ სტატიაში „სამყარო როგორც პროგრამა“ და დაინტერესებული პირები შეგიძლიათ გაეცნოთ. ამ კანონიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ რომ სამყაროში ყველაფერი განპირობებულია, რომ რაღაც „გამაღიზიანებელი“ იწვევს გარკვეულ „რეაქციას“. თუმცა ეს არ ეხება მხოლოდ მოვლენებს, ჩემს წინა სტატიაში რომელზეც ზემოთ მოგახსენეთ ყურადღება გამახვილებული მაქვს მხოლოდ გარეგან მოვლენებზე რომლებიც ადამიანის გარშემო ხდება, თუმცა არაფერი მაქვს ნათქვამი თავად ადამიანის შინაგან სამყაროზე ფიქრებზე და გადაწყვეტილებებზე. დიახ იმის თქმას ვცდილობ რომ ადამიანის საქციელი, გადაწყვეტილება დღეს გავლენას ახდენს არამარტო იმაზე თუ რა მოხდება მის თავს მომავალში არამედ იმაზეც თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს იგი, ამ სტატიაში მინდა გაგიზიაროთ ჩემი მოსაზრება თუ რატომ ხდება ასე და ასევე რა არის ამ „ მოვლენათა ჯაჭვის“ საწყისი წერტილი.

თავიდან დავიწყებ იმაზე საუბარს თუ რა შეიძლება იყოს ამ მოვლენათა ჯაჭვის საწყისი წერტილი. რათქმაუნდა აწმყოში მიღებული გადაწყვეტილება გავლენას ახდენს მომავალზე თუმცა ამ გადაწყვეტილებასაც აქვს თავისი მიზეზი, რატომ ასე და არა სხვაგვარად? ამ ყველაფრის საწყისი თქვენივე გადაწყვეტილება ან საქციელი ვერ იქნება რადგან მაშინ როდესაც სამყაროში პირველ ნაბიჯებს დგამდით ( ანუ ბავშვობაში) თქვენ ჯერ კიდევ სწავლობდით არჩევანის შესახებ და არანაირი წარმოდგენა არ გქონდათ არათუ მიზეზ-შედეგობრივობაზე, არამედ თითქმის არ შეგეძლოთ ცუდისა და კარგის გარჩევა და არჩევანის დამოუკიდებლად მიღება (ეს ბუნებრივია). მოვიშველიებ ბიჰევიორიზმს და მასზე დაყრდნობით ვიტყვი რომ თქვენი დამოკიდებულება სამყაროს მიმართ იმ გარემომ წარმოშვა რომელშიც დაიბადეთ და აღიზარდეთ, თვითონ ეს გარემო ასევე რომელიღაც გარემომ აღზარდა, თუმცა ამჯერად შორს წასვლას და პირველმიზეზამდე მისვლას არ ვეცდები და ვისაუბრებ მხოლოდ ერთ კონკრეტულ ცხოვრებაზე და არა მრავალ თაობაზე. ადამიანი იბადება და პირველივე დღეებში რაც შეუძლია არის მხოლოდ პრიმიტიული ხმოვანი სიგნალებით რეაქციის ქონა გარემო ფაქტორებზე, მაგალითად ბავშვი ტირის როდესაც რაღაც არ სიამოვნებს და იცინის ან რაიმე შესაბამისს აკეთებს როდესაც რაღაც სიამოვნებს.

ალბათ დამეთანხმებით განვითარების ამ დონეზე მუდმივად დარჩენა სახიფათოა ამიტომ მშობლები და სხვა ადამიანები რომლებიც გარს გვერტყმიან ცდილობენ დაგვეხმარონ სხვადასხვა საკითხების ათვისებაში, მოგვაწოდონ რაც შეიძლება ბევრი მათი აზრით მაქსიმალურად სასარგებლო ინფორმაცია ცხოვრებისა და სამყაროს შესახებ რაც ჩვენ ცხოვრებაში დაგვეხმარება. ეს ახდენს უდიდეს გავლენას იმაზე თუ რა გადაწყვეტილებებს მივიღებთ მომავალში და როგორ შევაფასებთ გარკვეულ სიტუაციებს. მართალია რაღაც ასაკში ვიწყებთ ( თუმცა არ ვარ დარწმუნებული რომ ყველა შემთხვევაში ასეა) გარკვეულ საკითხებზე დამოუკიდებლად მსჯელობას თუმცა ეს მსჯელობაც პრინციპში განპირობებულია იმ ბაზისური ცოდნით რაც მივიღეთ ბავშვობაში და შედარებით ნაკლებ თუმცა ასევე არცისე სუსტ გავლენას ახდენს ინფორმაციის ნაკადი აწმყოში. ასე ვთქვათ ჩვენი გარემო ქმნის ჩვენს არჩევანს, არჩევანი ქმნის ჩვენს ქცევებს ქცევები კი ჩვენს ცხოვრებას. ერთი შეხედვით ჩანს რომ თავისუფლება უბრალო ილუზიაა და იგი არ არსებობს რადგან თავისუფალი არჩევანი რომლითაც ადამიანთა დიდი ნაწილი თავს იწონებს განპირობებულია გარემოს მიერ, თუმცა ეს ასე არ არის, არსებობს ერთი რამ რისი დახმარებითაც მცირედით მაინც შეგვიძლია სადავეები ჩვენს ხელებში მოვაქციოთ, ეს არის წარსულის გაანალიზება და იმის დადგენა რა განაპირობებს თქვენს არჩევანს აწმყოში რაც შემდეგ მომავალსაც განსაზღვრავს. მიზეზის დადგენის შემთხვევაში მარტივად შეიძლება უბრალოდ უარი თქვათ იმ სტიმულზე რომელიც არ მოგწონთ ან ხვდებით რომ ამ გზით წასვლა კარგს არაფერს მოგიტანთ, ამ მეთოდით გადაეწყობით „ახალ ხაზზე“ რომელმაც შეიძლება საფუძვლიანად შეცვალოს თქვენი მომავალი რისი ანალიზიც ასევე შეგიძლიათ (სურვილის შემთხვევაში). თუმცა ეს არცისე ვრცლად აღწერილი მეთოდი საკმაოდ დიდ ძალისხმევას მოითხოვს, პირველ რიგში საჭიროა „გადახედვის“ დაპრაქტიკება. საფუძვლიანად უნდა გადახედოთ თქვენს წარსულს ყველა მნიშვნელოვან მოვლენას, ყველაფერს რასაც შეიძლება „სტიმული“ ეწოდოს. ურთიერთობას მეგობრებთან, მშობლებთან ნებისმიერ ადამიანთან ვისზეც ფიქრობთ რომ თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი კვალი დატოვა, მოვლენებს წყენას, სიხარულს საჭიროა მაქსიმალური ინფორმაცია რათა ანალიზი მაქსიმალურად იყოს მიახლოებული სიზუსტესთან. არამგონია წარსულის ასი პროცენტით გაანალიზება რეალური იყოს გარკვეული სუბიექტური ფაქტორების გამო, მთავარია პირველი ნაბიჯის გადადგმა პროცესში კი დაიხვეწებით. წარსულის გაანალიზებით გააცნობიერებთ მოტივებს რომლებიც გამოძრავებთ და შეგეძლებათ რამოდენიმე ვარიანტიდან თქვენთვის მაქსიმალურად სასურველი ამოირჩიოთ (რადგან მოტივი არასდროსაა ერთადერთი).

მართალია ამასაც რაღაც განაპირობებს, ისიც კი თქვენ რომ ამ სტატიას კითხულობთ რაღაცითაა გამოწვეული თუმცა გაცნობიერებულობის შემთხვევაში იმას მაინც მივაღწევთ რომ მიღებული შედეგით კმაყოფილები ვიყოთ და ვფიქრობ ეს არცისე ცოტაა, თან ამ განპირობებულ სამყაროში შესაძლებელი იქნება მცირედით მაინც მოაქციოთ ცხოვრების სადავეები თქვენს ხელში. ვფიქრობ ისეთი რწმენა წარმოდგენები როგორიცაა კარმა, მოექეცი სხვას ისე როგორც შენ ისურვებდი რომ მოგგცეოდენ, ის რომ ფიქრები აყალიბებენ შენ რეალობას ყველა უკავშირდება ერთ წინადადებას გაანალიზე წარსული აწმყოში, რათა განსაზღვრო მომავალი . იმის ცოდნა თუ რა მოტივები გამოძრავებს ძალიან დიდ გავლენას ახდენს ადამიანზე რადგან მიმაჩნია რომ გარკვეული უსიამოვნების წარმომქმნელი ქმედებების მიზეზი სწორედაც რომ გულგრილობა და გაუაზრებლობაა ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, წინასწარმეტყველება სხვა არაფერია თუ არა წარსულის ანალიზი და მომავალზე ლოგიკურად მსჯელობა. რეალურად ნებისმიერი მოვლენა რაც თქვენს თავს ხდება, ნებისმიერი ადამიანი რომელსაც ცხოვრების გზაზე ხვდებით და ნებისმიერი ურთიერთობა განპირობებულია თქვენი არჩევანით, თქვენს არჩევანს კი გარკვეული „სტიმულები“ აკონტროლებენ. გააკონტროლეთ სტიმულები და თქვენ გააკონტროლებთ თქვენს ცხოვრებას.

შეგიძლიათ ამწამსვე შეუდგეთ საქმეს ან იქნებ მომავალში, ეს უკვე მე აღარ მეხება.... შემდეგ შეხვედრამდე...

მსგავსი სტატიები

პრობლემა თუ გამოწვევა


ავტორი: სალომე ჯოჯუა ფოტოს ავტორი: ვანო ხარაშვილი ნახევარი საათ...

მან რეის აზრები


მთარგმნელი: ანეტ შტრაუსი  Ikigai / იკიგაი წყარო მან რეი...

ბავშვები ღიმილს მშობლებისგან სწავლობენ


ავტორი:ანა თოფურიძე "ბავშვი ეს უხილავი წერილია, რომელსაც ჩვენ ვაგზ...

ბნელი ადგილების ნათელი საიდუმლოებები


ავტორი: ანა თოფურიძე გამარჯობა სიბნელევ ჩემო ძველო მეგობარო... ...

თეზა #3


ავტორი: მამუკა გურული ყოველი დახარჯული ენერგია და ძალისხმევა გავ...

თეზა #7


ავტორი: მამუკა გურული "იარე საკუთარი გზით, სხვაგვარად "სოკოს" ვე...

შვიდი მილიარდი მატრიცა


ავტორი: ანა თოფურიძე - ტრიიიინ ტრიიიიინ ტრიიიინ - (ტელეფონი ზარი...

ცოდნის გაზიარების შესახებ


  ავტორი: სერგო ღამბაშიძე ცნობიერების რა საფეხურზეც არ უნდ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff