ავტორი: ანა თოფურიძე
ბევრი ადამიანი თვლის თავს სოციუმისგან განსხვავებულად. მასაზე მაღლა მდგომად, პროგრესულად და განვითარებულად. ამის მიზეზი შეიძლება ბევრი რამე იყოს, უმეტესად ბავშობიდან გადმოყოლილი კომპლექსების კომპენსირება ან თუნდაც უნარების თავისებურება რაც მხოლოდ მას აქვს და გარშემო იშვიათია. გარკვეული იდეოლოგიის ან სფეროს მიმდევრობა, გარკვეული ეგრეგორის გამტარობა ქმნის ილუზიას, რომ შენ სხვანაირი ხარ და სხვებს არ გავხარ. სულიერ სწავლებებში და ეზოთერულ სფეროებში გარკვეულობაც ზოგჯერ ამ მდგომარეობამდე მიდის, რადგან გაქვს ინფორმაცია და რაიმე პრაქტიკას მიყვები, გაქვს ილუზია რომ განსხვავებული ხარ. ადამიანის ეგოს ესაჭიროება რომ არსებობდეს ვინმე ვინც მასზე ცუდია, რომ თავის სიკარგეს გაუსვას ხაზი, ამისთვის გონება უსასრულო ინფორმაციებიდან ქმნის სხვადასხვა წარმოდგენებს ხალხებზე და ადამიანების ჯგუფებზე და თავს იკმაყოფილებზე დაჯერებით, რომ მათზე მაღლა დგას. მათგან განსხვავებულია და უპრატესობა აქვს. ჩვენს დროში ესეთი განსხვავებული უკვე თითქმის ყოველი მესამეა, რაც გულწრფელად სასაცილოა, მაგრამ ახლა მინდა კონკრეტულად ვისაუბრო იმაზე, თუ როგორ უშლის ადამიანს ხელს ეს შეგრძნება განვითარებასა და ბედნიერებაში.
ჩვენი ფიქრები და განწყობა ქმნის ჩვენივე რეალობას, იზიდავს ადამიანებს და მოვლენებს, ქმნის ურთიერთობებს და სიტუაციებს. თუ შენ გაქვს განსხვავებულობის და სხვაზე მაღლა მდგომობის განწყობა, მაშინ ის აუცილებლად მატერიალიზდება და ხელს შეგიშლის იმ ტიპის კომუნიკაციაში სადაც არის თანსწორი ურთიერთგაცვლა. მეორე ადამიანს სულ რომ არ ქონდეს წარმოდგენა შენს დამოკიდებულებაზე, გაუცნობიერებლად ის აირჩევს იმ სიტყვებს და ქმედებებს რაც შენივე დაბლოკილი ენერგეტიკიდან გამომდინარეობს. შესაბამისად ცოტაა დამეგობრების, გაცნობის და ურთიერთგაცვლით რაღაც ახალი გამოცდილების მიღება. ხოლო ახალი გამოცდილების გარეშე რეალური ზრდა არ არსებობს, ახალი უნარის გამომჲშავების, ახალი ტიპის ენერგიის გაცემის გარეშე ახალი რეალობა არ შეიქმნება. ახალ რეალობას კი უამრავი ახალი შანსი და შესაძლებლობა მოაქვს ჩვენთვის. ხოლო თუ განსხვავებულობის და სხვებზე მაღლა მდგომობის კომფორტს არ გაცდები, ისევ დაიბლოკავ ამ პოზიციით ცნობიერების ფანჯრებს და დარჩები წაგებულ პოზიციაში. თუ შენ თვლი რომ სხვებზე კარგი ხარ და არ გეკადრებთან მათთან ურთიერთობა და მხოლოდ უნდა აღფრთოვადნენ შენით, მაშინ მარტო იქნები, რადგან ეს შენივე არჩევანია. თუ მიიღებ სხვას, როგორც თანასწორ მეგობარს გულწრფელად, მაშინ გულის ენერგიაც გაიხსნება და შემოიკრიბება ის ვინც შენთან სინქრონშია და შეუძლია მოგცეს ახალი, სასიამოვნო, სასარგებლო გამოცდილებები. გაქვს შანსი ისწავლო ის რაც არ იცი. შეიძლება შენ განსწავლული იყო „ბჰაგავატგიტაში“, მოდაში, პროგრამირებაში ან ვიდეოთამაშებში, მაგრამ წარმოდგენა არ გქონდეს სოფლის მეურნეობაზე. შეიძლება გენიოსი პროგრამისტი ხარ, მაგრამ ხის დარგვა არ იცი, ასევე შეიძლება პროფესიონალი სპორტსმენი ხარ, მაგრამ არაფერი გესმის ხელოვნებაში. ყველა რაღაცაში ვართ კარგები, მაგრამ ბევრი რამ არ ვიცით... სამყაროს ალგორითმები კი მუდამ იმას გვახვედრებს ვინც გჭირდება თუმცა ჩვენი ნაბიჯებითაც უნდა დავეხმაროთ.
განსხვავებული არავინ არაა და ყველა განსხვავებულია. ჩვენ ფიზიკურ სხეულში ვცხოვრობთ და ისევე გვტკივა როგორც ყველას, ისევე ვიღებთ ტრავებს, გვწყინს, გვიხარია და განვიცდით, ისევე გვჭირდება სიმყუდროვე და სიყვარული როგორც ყველას. გვაქვს პრობლემები, გვესაჭიროება ჭამა, სექსი, ძილი, მუშაობა, დასვენება, სწავლა და განვითარება.. ჩვენი ბიოლოგია თანაბრად მოქმედებს, ჩვენი ცხოვრებების სცენარები მსგავსია, ძალიან ბევრი საერთო გვაქვს ერთმანეთთან და თუ ერთ საკითხში განსხვავდები, ამის გამო თავი არც უფრო მაღლა და არც უფრო დაბლა არ უნდა დავაყენოთ. რადგან სწორედ ესეთი წარმოდგენები ქმნის ენერგეტიკულ ბლოკებს, რაც ასევე ბერვ ალტერნატიულ ბედნიერებისკენ მიმავალ პოტენციალებს გვიბლოკავს.
განსხვავებულად თავის წარმოდგენა, ზოგჯერ უსიყვარულობას უკავშირდება. შენ არ გიყვარს ის ვინც ხარ და მეტად ღირებულად მიიჩნევ თავს თუ იქნები „გასხვავებული“. „სხვებზე უკეთესი მე უფრო მიყვარს და ღირებული ვარ, ვიდრე ყველასნაირი მე..“ ეს გაუცნობიერებელი ხაფანგია, რომელიც მიანიშნებს საკუთარი თავის მიუღებლობაზე.
განსხვავებული უნარების შემთხვევაში მართალია ფაქტებთან გვაქვს საქმე, მაგრამ თუ ღმერთმა მოგანიჭა რაიმე უნარი რაც სხვებს არ აქვთ, ხედვის, გრძნობის, აზროვნების, მეხსიერების თუ ფიზიკური შესაძლებლობის, ეს შენივე პირად მისიას უკავშირდება და შენივე გამოწვევაა ის გამოიყენო გარკვეული შედეგისთვის. თუ შენ გაქვს მაღალი ინტელექტი უნდა ნახო სამსახური სადაც მის რეალიზებას მაოხერხებ და საათობით არ ისაუბრო იმათთან ვინც შესავით ვერ ითვლის მათემატიკურ ფორმულებს და არ იძახო მაღლა ვარო. თუ გაქვს რაიმე სხვა ნიჭი რაც განგასხვავებს, უნდა დაფიქრდე რაში გამოიყენო და როგორ მოახდინო მისი რეალიზება. არავის არ აქვს მიცემული ნიჭი იმისთვის, რომ მან იძახოს განსხვავებული ვარ მასისგან, მაღლა ვდგავარ და არ მეკადრება ჩემზე დაბალ საფეხურზე მყოფებთან ურთიერთობაო, ყველა ნიჭის მოყვება მიზეზი, მიზანი და რეალიზაციის გზაზე უამრავი გამოცდილება რითაც გაიზრდები პიროვნულად და სულიერად. მეცნიერმა უნდა შექმნას უკეთესი გამოგონება, ხელოვანმა ახალი იდეები სამყარო და ემოციები, ფიზიკური მონაცემების მქონემ ახალი სპორტული მიღწევებით შთააგონოს გარშემომყოფები და ა.შ.. ნებისმიერი უპირატესობა პოტენციალია შენს გარშემო რეალობა უკეთესი გახადო და ამაში ყველაზე მეტად ხელის შემშლელი, ის ილუზიაა, რომ დაიჯერო „განსხვავებული და მასაზე განვითარებული“ ხარ.