წმინდა გიორგი და ბრძოლა საკუთარ თავთან

Admin
აზრები
0
0

წმინდა გიორგის ორი დიდი დღეობა აღინიშნება წლის განმავლობაში. ერთი გაზაფხულზე, მეორე კი შემოდგომაზ...

ავტორი: ინკოგნიტო

წმინდა გიორგის ორი დიდი დღეობა აღინიშნება წლის განმავლობაში. ერთი გაზაფხულზე, მეორე კი შემოდგომაზე, და ამ პერიოდების მიხედვით ინაწილებენ წმინდა გიორგიც და გველეშაპიც მითოლოგიურ სიმბოლოებს. წმინდა გიორგისა და გველეშაპის ორთაბრძოლა ორი მარად დაპირისპირებული პრინციპების შერკინებაა, რომელიც კონკრეტული დროისა და სივრცის მიღმაა.

ერთი გიორგობა გაზაფხულზე აღინიშნება მაშინ, როდესაც მზე კუროშია, ხოლო მეორე - შემოდგომაზე, როცა იწურება მორიელის პერიოდი. კურო და გაზაფხული სიცოცხლის პრინციპს განასახირებს, ხოლო მორიელი და შემოდგომა - სიკვდილის პრინციპს. მორიელის ასტროლოგიურ ნიშანს მხოლოდ ერთი სიმბოლო არ აქვს, ერთ-ერთია გველი, გველეშაპი... გიორგი მიწის სტიქიაა, ბერძნულად სახელიც ნიშნავს "მიწათმოქმედს", მიწა და მასთან დაკავშირებული სამუშაო კუროსია, ხოლო გველეშაპს ხშირად ხატავენ ტბიდან ამომავალს, წყლის სტიქია კი მორიელის არის. სხვადასხვა ხალხების ფოლკლორში ვხვდებით ხარის(მოზვერის) და გველის(გველეშაპის) ბრძოლის მოტივებს, მათ შორის ქართულ ფოლკლორში (იხილეთ ზურაბ კიკნაძის გამოკვლევები). ეს ბრძოლა სხვა არაფერია, თუ არა ორი ზეციური ნიშნის ერთმანეთთან დაპირისპირება, რომლებიც ერთმანეთის ოპოზიციური ნიშნებია.

შემთხვევითი არ არის, რომ წმინდა გიორგის სწირავდნენ ხარს. ეს ცხოველი სიმბოლურად არის მიკუთვნილი ამ წმინდანზე. ყველა ქართველი მკვლევარი არა, მაგრამ დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველოში წმინდა გიორგიმ დაიკავა მთვარის კულტის ადგილი, ხარი კი სწორედ მთვარის ატრიბუტია. ხარის რქები ნამგალა მთვარის ფორმისაა. ხარის რქებზე მიმაგრებული სანთლებით მთვარეს განადიდებდნენ. სხვადასხვა მითებში მთვარის ღვთაებებს ეტლში ხარები ჰყავთ შებმული, როდესაც ცაზე მოძრაობენ. ამასაც აქვს თავისი საფუძველი აქვს. ითვლება, რომ მთვარე ეგზალტაციას განიცდის სწორედ კუროს ნიშანში. მთვარე ოკულტური ტრადიციების მიხედვით ფორმების შექმნაზეა პასუხისმგებელი. და ეს პრინციპი კუროს სფეროა. კუროს მოწოდებაა შენება, შექმნა, ფორმების ჩამოყალიბება, ის გამძაფრებულად აღიქვამს ზოგადად ნებისმიერ ფორმას. მის პერიოდში გაზაფხულია, გამრავლების და სიცოცხლის აღორძინების დროა... საპირისპიროა მორიელის მოქმედება. თუ კუროში მთვარე ეგზალტირებულია, მორიელში ეს მნათობი დაცემულია. მორიელი უკვე არსებულის დაშლაა, განადგურება, მისი ფორმები ილუზიაა. მის პერიოდში შემოდგომაა, დაშლისა სიკვდილის დროა.

კუროს მფარველი ვენერაა, ხოლო მორიელის - მარსი. ვენერა სიყვარულის ძალით მშვიდად ქმნის სიცოცხლის ფორმებს, მარსი კი ომის ძალით სპობს სიცოცხლის ფორმებს, რომლებსაც თავიანთი არსებობის ვადა გაუვიდათ. აქაც ვხვდებით წყვილს, რომლებიც ერთმანეთის საწინააღმდეგო პრინციპებია, მაგრამ უერთმანეთოდ ვერასოდეს იქნებიან: მარსი მითოლოგიაში ვენერას ვნებიანი საყვარელია, მათ იზიდავთ ერთმანეთში ის, რაც თვითონ აკლიათ. ორივე ღვთაება და შესაბამისად კუროც და მორიელიც ჭარბი სექსუალობის გამოვლინებაა, ოღონდ ერთი ამას ფაქიზად ავლენს, მეორე კი - მკვეთრად.

კუროსა და მორიელში კიდევ ერთი დაპირისპირებაა. კუროს თუ ვენერა მფარველობს, მორიელის კიდევ ერთი მფარველი პლუტონია, რომლის უკან დგას მისი მეუღლე - პროზერპინა. ბერძნულ-რომაულ მითოლოგიაში ამ ორი ქალღმერთის კავშირი ნაკლებად ჩანს, მაგრამ შუამდინარულ სისტემაში ვენერას ანალოგი ინანა(იშთარი) და ქვესკნელის მმართველი, ერეშქიგალი(პერსეფონე-პროზერპინას ანალოგი) დები არიან... ერთი და ზეციური დედოფალია, მეორე და - მიწისქვეშეთის დედოფალი. ღვთაება დუმუზი, რომელიც ყოველწლიურად კვდება და ისევ მკვდრეთით აღდგება, გაზაფხულზე ინანასთან არის, ხოლო შემოდგომის მოსვლისას ერეშქიგალთან ბრუნდება შავეთში. დები სინამდვილეში ერთი ქალური პრინციპია, ერთი ნათელი, მეორე კი ბნელი. ერთი და იმავე მამაკაცი მონაცვლეობით შეიმეცნება ქალური საწყისის ორნაირი გამოვლინების მიერ: ქალური საწყისი მას ხან ნათელი ასპექტით განუცხადებს საკუთარ თავს, და ხანაც ბნელი ასპექტით.

წმინდა გიორგისა და გველეშაპის ბრძოლა არის ხატი ამ ყველა პრინციპების შერკინების, რომლებიც ერთმანეთთან შეურიგებლად არიან დაპირისპირებული, მაგრამ ქმნიან პარადოქსსაც: მათ ერთმანეთის გარეშეც არ შეუძლიათ, კვებავენ და ქმნიან ერთმანეთს. ნიუტონის მესამე კანონით რომ გამოვთქვათ ეს, ქმედებას ყოველთვის აქვს ტოლი და საწინააღმდეგო უკუქმედება... აქვე შეგვიძლია დავამატოთ კიდევ ერთი ცნობილი პრინციპი: ის, რის წინააღმდეგაც იბრძვი, შენ თვითონ ხარ. მოწინააღმდეგე შენი ბნელი მხარეა. შეგვიძლია უფრო შორს წავიდეთ ამ მსჯელობაში და ვთქვათ, რომ წმინდა გიორგი თავად არის გველი, იქნებ ამას უკავშირდება წოდება "გველისფერი წმინდა გიორგი", რაც ნიშნავს გველის მსგავსს, გველის იდენტურ გიორგის, რადგან მათი იდენტობა იგივეა. ამიტომ აღნიშნავენ, რომ წმინდა გიორგის ბრძოლა გველეშაპთან სიმბოლურად ადამიანის ჭიდილია საკუთარ თავთან, სადაც მხედარი ადამიანის გონებას აღნიშნავს, თეთრი ცხენი - განწმენდილ სამშვინველს და ფსიქიკურ ძალებს რომლებსაც გონება მართავს და ამის წყალობით იმარჯვებს გველეშაპზე - ქვენა გრძნობებზე. გველეშაპს (მორიელის პრინციპს) კიდევ ერთი თავისებურება აქვს - მორიელი სპობს, მაგრამ იმავე დროს ტრანსფორმაციას იწვევს. ბრძოლის შედეგად გამოწვეული გარდასახვებები და გამონათებები კი არის ჩვენში იმ ახალი რეალობის შემეცნება, რომელიც ბრძოლამდე არ ვიცოდით... ისეთივე ტრანსფორმაცია, როგორსაც სიმბოლურად განიცდის გიორგი ყოველი კვდომისა და აღდგენის შემდეგ...

მსგავსი სტატიები

ჩვენ


ავტორი: ლიკა ფაჩულია და რა არის რეალური ცხოვრება? ვცხოვრობთ კი ...

ახალი წელი - ახალი სამყარო


 ავტორი: ალქიმიკოსი "და პირველად იყო სიტყვა" გვეუბნებიან რე...

დონ ხუანის გამონათქვამები, რომლებიც ცნობიერებას ცვლიან


1. მოიქეცი ისე, თითქოს ეს სიზმარია. იმოქმედე თამამად და ნუ ეძებ გ...

წმინდა გიორგი და ბრძოლა საკუთარ თავთან


წმინდა გიორგის ორი დიდი დღეობა აღინიშნება წლის განმავლობაში. ერთი გ...

იდეების ჩანიშვნა


ავტორი: იოანე შენგელია თუ დაკვირვებულხართ, ჩვენი აზრების მიმდინა...

ჩემი კომენტარი "სვფ" -ს


ავტორი: იოანე შენგელია მოგესალმებით მეგობრებო. არც ისე დიდი ხნის წ...

ეზოთერიის შესახებ...


ავტორი: მამუკა გურული ეზოთერია იმ სახით, რა სახითაც ვიცნობდით, მ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მაგმას PDF წიგნების სრული სია

Screenshot 2025-09-12 at 18.17.44

🔥 შეგახსენებთ, რომ ჩვენ გვაქვს მხოლოდ ელექტრონული წიგნები PDF ფორმატში.

🔥 თუ ყველა წიგნს ერთად შეიძენთ, ფასი 420 ლარის ნაცვლად 200 ლარი იქნება. 

☘️ ვადიმ ზელანდი - "რეალობის ტრანსერფინგი" (ხუთტომეული) - 30 ლარი.
☘️ ვადიმ ზელანდი - "ტრანსერფინგის პრაქტიკული კურსი 78 დღეში " - 20 ლარი.
☘️ კარლ გუსტავ იუნგი - "წითელი წიგნი" (25 ლარი)
☘️ დანიელ ზ. ლიბერმანი და მიშელ ე. ლონგი - მოლეკულა "მეტი" (20 ლარი)
☘️ რენე გარსია - "კვანტური კაპიტალისტი" (5 ლარი)
☘️ დიონ ფორჩუნის - "მისტიური კაბალა (20 ლარი)
☘️ იუჯინ ფერსენი - "ყოფიერების მეცნიერების შვიდი გაკვეთილი" (20 ლარი)
☘️ მაქს ფრიდომ ლონგი - "მეცნიერება სასწაულებს მიღმა (კაჰუნების სიბრძნე)" (20 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "მოგზაურობა იქსტლანში" (10 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "სიზმარხილვის ხელოვნება" (10 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "ზღაპრები ძალაზე" (10 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "ძალის მეორე რგოლი (20 ლარი)
☘️ პიოტრ უსპენსკი - „მეოთხე გზა" (20 ლარი)
☘️ პიოტრ უსპენსკი - "სასწაულებრივის ძიებაში" (20 ლარი)
☘️ ბრაიან ვაისი - "მრავალი ცხოვრება; მრავალი მასწავლებელი" (10 ლარი)
☘️ ოლეგ თელემსკი - "იუნგი დამწყებთათვის" (10 ლარი)
☘️ რობერტ ანტონ უილსონის - „პრომეთეს აღზევება" (20 ლარი)
☘️ ფრანც ბარდონი - "ინიციაცია ჰერმეტიზმში" (20 ლარი)
☘️ ანიშა დილანი - "ტანტრა - გზა ნეტარებისკენ (10 ლარი)
☘️ ჯეიმს ჰოლი - სიზმრების იუნგიანური ინტერპრეტაცია (20 ლარი)
☘️ რობერტ ალექს ჯონსონი - "შინაგანი სამუშაო: სიზმრებისა და აქტიური წარმოსახვის გამოყენება პერსონალური განვითარებისათვის" (20 ლარი)
☘️ დ. ლიბერმანი, მ. ლონგი - "მოლეკულა "მეტი"" (20 ლარი)
☘️ რიჩარდ ბენდლერი - გამოიყენე შენი ტვინი ცვლილებებისთვის (10 ლარი)
☘️ დიმიტრი ტროცკი - სანამ "მე" მე არ ვარ (Пока-я-не-Я") (10 ლარი)
☘️ ჯოი მანე - "ოჯახური განლაგებები" (10 ლარი)
☘️ ჰაინრიხ კორნელიუს აგრიპა - "ოკულტური ფილოსოფია" (10 ლარი)

წიგნების შესაძენად მოგვწერეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდზე

ან მეილზე: mamuka.guruli@gmail.com

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff