პაზლის ნაწილაკები

Admin
აზრები
0
0

მე, ღმერთი, სამყარო, შენ, ის და ა.შ.. ცხოვრების უმეტეს ნაწილს ადამიანები ტვინის შექმნილ ილუზიაში ...

Magma Puzzleმე, ღმერთი, სამყარო, შენ, ის და ა.შ.. ცხოვრების უმეტეს ნაწილს ადამიანები ტვინის შექმნილ ილუზიაში ვატარებთ. ვფიქრობთ, ვგრძნობთ, ვცხოვრობთ მხოლოდ ჩვენს თავს, ჩვენს მეს, ჩვენს არაცნობიერს, ჩვენს შეხედულებებს, ჩვენს პრობლემებს და შეიძლება ისე გავიდეს წლები, რომ რეალურად ერთი სხვა ადამიანიც ვერ დაინახო და ვერ იცნო შენი თავის გარეთ. რეალურ სამყაროს ვერ ხედავდე და ისე ატარებდე საათებს მუშაობაში ან თუნდაც დასვენებაში. საკუთარი თავის ვერ გაცნობიდან და ვერ დანახვიდანაც იმდენი პრობლემა გვექმნება, გვგონია მტრები გვყავს, გვგონია ვინმე გვებრძვის ან ცუდი უნდა. გვგონია არ ვუყვარვართ ისე, როგორც ვიმსახურებთ, გვგონია არ იქცევიან და არ ცხოვრობენ სწორად სხვა ადამიანები, ვბრაზდებით და ვჩხუბობთ, ვწუხთ და ასე ვატარებთ იმ დროს, რომელიც შეგვიძლია სრულ სიმშვიდეში და მხიარულებაში გავატაროთ თუ ჩვენივე ეგოს გავაქრობთ და უბრალოდ დავაკვირდებით ყველაფერს ჩვენი შეფასების გარეშე.
ბევრი წელი მაქვს გატარებული სიბნელეში, როცა მხოლოდ ჩემი შეხედულებებით ვცხოვრობდი, ახლა კი ცოტა გავიზარდე, სულ სულ ცოტა, მაგრამ ეს ცოტა გაზრდაც იმდენად აისახა ჩემს პიროვნებაზე და ცხოვრებაზე, რომ მინდა ყველამ გაიაროს ეს ეტაპი და დაინახოს თუნდაც ერთ ვარიანტად ცხოვრება როგორც მე ვხედავ.
ჩემთვის წარმოვიდგენ ხოლმე, რომ დავიშალო მილიონ პატარა ნაწილაკად, და ჩემი პატარა ნაწილაკები იყვნენ მეები, მხოლოდ ხასიათით წარმოადგენდნენ ჩემი თავის ყოველ წამს, რაც კი ამ ცხოვრებაში გამივლია, მოექცნენ მარტოობის ილუზიაში და ერთმანეთსაც ამ ჩემმა ნაწილაკებმა ისე შეხედონ როგორც უცხოებს, გაიცნონ, დამეგობრენენ, გადაემტერონ. ყოველთვის მეცინება და ვცდილობ წარმოვიდგინო რას გრძნობს ღმერთი, ჩვენი ადამიანების მიმართ. ეს არის უსაზღვრო სიყვარული და ღიმილი. მაგრამ თუ რომელიმე პატარა ნაწილაკი აჯანყდება, გაიბუტება, წავა მარტოობაში, მერე სხვებს შეებრძოლება, მე ხომ მასზე ვერ გავბრაზდები? ხომ ვერ დავსჯი? დაველოდები როდის მოვა თვითონ, როდის შეიცნობს თავის თავს, როდის განთავისუფლდება ნაწილაკობის მდგომარეობიდან, მიეწებება სხვებს და მეც მთლიანად მიგრძნობს რომ მე ვყოფილვარ ის.
ესეთი ფიქრები და შეგრძნებები რათქმაუნდა მუდმივი არაა, ყოველდღიურ ცხოვრებაში ვეფლობი ხოლმე სიტუაციებში და მდგომარეობებში, როცა მავიწყდება, სიმთლიანე და შიშის ან მარტოობის ან უძლურების გრძნობა მეუფლება. ზოგჯერ, ზოგჯერ არა, ხშირად მგონია რომ საერთოდ ვერ მიგებენ მეგობრები და ვიწყენ. ვიწყენ როცა მახსენდება რომ არ მყავს ნაპოვნი სულიერი მეორე ნახევარი. თუმცა სამაგიეროდ მყავს ისეთი მეგობრები, ათასი კილომეტრით შორსაც რომ იყვნენ, სულ რომ ვგრძნობ მათთან ერთიან ველს და ვიცი ერთად ვართ რომელიღაც განზომილებაში.
პაზლის ნაწილია ყველა ადამიანი, მხოლოდ განსხვავებულ სიხშირეებზე, წარმოიდგინეთ მზე, მზის სხივებზე მოფარფატე ოქროსფერი მტვერი.
ერთადერთი, რაც ხელს გვიშლის, არის ეგო, და თუმცა ამის გაქრობა ძალიან ძალიან ძალიან და ათასჯერ "ძალიან" რთული რამაა. რადგან ღრმად ვართ დაპროგრამებულები დაბადებიდან სხვადასხვა პროგრამებით, რომელნიც იზიდავენ სხვადასხვა ფიქრებს, ფიქრები კი ჩვენს შინაგან მდგომარეობას ქმნიან და ამისგან განთავისუფლება მთელი ცხოვრების, სიკვდილის ბოლო წუთამდე გაცნობიერების საქმეა.
როდესაც ჩვენ ვანთავისუფლებთ გონებას ფიქრებისგან, და უბრალოდ ვაკვირდებით გარემოს, ვხედავთ ადამიანებს ისეთებად როგორებიც არიან და არა ისეთებს როგორებიც გვგონია და ვაფასებთ. ამ დროს გრძნობ ამ მთლიანი პაზლის ნაწილობას. ხვდები, რომ არსებობს ძალიან დიდი, ერთი სისტემა და ყველანი ჩვენ, ადამიანები, ჩვენებურად, ჩვენ–ჩვენს პატარა სამყაროებში და ეგოებში ვცხოვრობთ უბრალოდ. და გვერდიდან რომ შემოგვხედო, ვართ პატარა ბავშვებივით, რომ ჯერ არ იციან ამ ქვეყნად არაფერი, მხოლოდ ინსტიქტებით მოქმედებენ და რაც მოსწონთ იღებენ და თამაშობენ. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ძალიან რთულია მსოფლმხედველობის გაფართოება და დანახვა სხვა ადამიანების, მათი პირადი რეალობების და სულის, რომ ისინი არიან ისეთივე არსებები როგორც შენ, რადგან თავადაც ინიღბავენ თავს სხვადასხვა მატერილური სახელებით და ფიქრებით, ქცევებით, ზოგჯერ თვითონაც ჯერ არ იციან ვინც არიან და ამიტომ. და შენც შენი მცირე გამოცდილებიდან, რადგან ჯერ ცოტა რამ გინახავს იჯერებ მის ნიღაბს და იჯერებ რომ სხვაა, იჯერებ რომ იჯერებ რომ.. მერე ურთიერთობები რთულდება, რადგან ჯერ კიდევ ბავშვ ადამიანს ჰგონია ყველაფერი ისე უნდა იყოს როგორც მას მიაჩნია სწორედ. როგორც ის იგრძნობს თავს კარგად და სხვებისგან ითხოვენ ამის დაკმაყოფილებას და ყველა ასეა.
ეს ბავშობაა ჯერ, ჯერ თვალების დახუჭული მდგაომარეობაა მაგრამ არიან თვალხელილებიც, არიან გამოღვიძებული ადამიანებიც ვინც შემოგხედავს და თავისუფლებას და უპირობო სიკეთეს გაგრძნობინებს. არა იმიტომ რომ შენ ხარ, არა იმიტომ რომ დაიმსახურე რამით, არამედ იმიტომ რომ, მათ შეიცნეს მე, ის ვინც დაიშალა და პაზლი გახდა და რაც უფრო მეტად შეიცნო და გაიგო თავისი წარმოშობა მისი ზრუნვა სხვა ადამიანების მიმართ, სხვა ნაწილაკების მიმართ უტოლდება და ემსგავსება იმ სიყვარულს და ღიმილს, რომელიც შენ გექნებოდა მილიარდ ნაწილაკად რომ დაშლილიყავი შენივე თავის მიმართ. ამიტომ არიან კეთილები და ამიტომ გიჩვენებ ხოლმე უპირობო სიყვარულს, მათ ნაწილაკობის ილუზია დაძლიეს და საწყისი მე იგრძნეს. და ვინც ჯერ ილუზიაშია ისინიც უყვართ, რადგან იცის რომ მისი ნაწილები არიან, მხოლოდ სხვადასხვა ეტაპზე, სხვადასხვა გზაზე, ზოგი გაბუტული, ზოგი მხიარული, ზოგი მეგობრული და ზოგი ძალიან ახლოს. პაზლის ნაწილაკები.

სტატიის ავტორი: ანა თოფურიძე

მსგავსი სტატიები

პაზლის ნაწილაკები


მე, ღმერთი, სამყარო, შენ, ის და ა.შ.. ცხოვრების უმეტეს ნაწილს ადამი...

თეზა #7


ავტორი: მამუკა გურული "იარე საკუთარი გზით, სხვაგვარად "სოკოს" ვე...

პრობლემა თუ გამოწვევა


ავტორი: სალომე ჯოჯუა ფოტოს ავტორი: ვანო ხარაშვილი ნახევარი საათ...

ქებათა ქება მატერიას


აბსტრაქტული სისტემები ერთის მხრივ წარმოადგენენ უზომოდ დიდ მონაპოვარ...

არამეცნიერული კომენტარები სიმების თეორიაზე


ავტორი: იოანე შენგელია სიმების თეორიის თანახმად, სამყაროს ყველა ის...

ბნელი ადგილების ნათელი საიდუმლოებები


ავტორი: ანა თოფურიძე გამარჯობა სიბნელევ ჩემო ძველო მეგობარო... ...

მან რეის აზრები


მთარგმნელი: ანეტ შტრაუსი  Ikigai / იკიგაი წყარო მან რეი...

გველეშაპის წიაღი


ავტორი: მიხაილ ედიშერაშვილი მატერია შეიძლება დროის პროდუქცია არ იყ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მაგმას PDF წიგნების სრული სია

Screenshot 2025-09-12 at 18.17.44

🔥 შეგახსენებთ, რომ ჩვენ გვაქვს მხოლოდ ელექტრონული წიგნები PDF ფორმატში.

🔥 თუ ყველა წიგნს ერთად შეიძენთ, ფასი 500 ლარის ნაცვლად 250 ლარი იქნება. 

☘️ ვადიმ ზელანდი - "რეალობის ტრანსერფინგი" (ხუთტომეული) - 30 ლარი.
☘️ ვადიმ ზელანდი - "ტრანსერფინგის პრაქტიკული კურსი 78 დღეში " - 20 ლარი.

☘️ ვადიმ ზელანდი - "ქურუმი ტაფტი" - თავისუფალი დონაციით

☘️ ალბერტო ვილოლდო - "შექმენი ახალი სხეული" - თავისუფალი დონაციით

☘️ კარლ გუსტავ იუნგი - "წითელი წიგნი" (25 ლარი)
☘️ დანიელ ზ. ლიბერმანი და მიშელ ე. ლონგი - მოლეკულა "მეტი" (20 ლარი)
☘️ რენე გარსია - "კვანტური კაპიტალისტი" (5 ლარი)
☘️ დიონ ფორჩუნის - "მისტიური კაბალა (20 ლარი)
☘️ იუჯინ ფერსენი - "ყოფიერების მეცნიერების შვიდი გაკვეთილი" (20 ლარი)
☘️ მაქს ფრიდომ ლონგი - "მეცნიერება სასწაულებს მიღმა (კაჰუნების სიბრძნე)" (20 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "მოგზაურობა იქსტლანში" (20 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "სიზმარხილვის ხელოვნება" (20 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "ზღაპრები ძალაზე" (20 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "ძალის მეორე რგოლი (20 ლარი)
☘️ პიოტრ უსპენსკი - „მეოთხე გზა" (20 ლარი)
☘️ პიოტრ უსპენსკი - "სასწაულებრივის ძიებაში" (20 ლარი)
☘️ ბრაიან ვაისი - "მრავალი ცხოვრება; მრავალი მასწავლებელი" (10 ლარი)
☘️ ოლეგ თელემსკი - "იუნგი დამწყებთათვის" (10 ლარი)
☘️ რობერტ ანტონ უილსონის - „პრომეთეს აღზევება" (20 ლარი)
☘️ ფრანც ბარდონი - "ინიციაცია ჰერმეტიზმში" (20 ლარი)
☘️ ანიშა დილანი - "ტანტრა - გზა ნეტარებისკენ (10 ლარი)
☘️ ჯეიმს ჰოლი - სიზმრების იუნგიანური ინტერპრეტაცია (20 ლარი)
☘️ რობერტ ალექს ჯონსონი - "შინაგანი სამუშაო: სიზმრებისა და აქტიური წარმოსახვის გამოყენება პერსონალური განვითარებისათვის" (20 ლარი)
☘️ დ. ლიბერმანი, მ. ლონგი - "მოლეკულა "მეტი"" (20 ლარი)
☘️ რიჩარდ ბენდლერი - გამოიყენე შენი ტვინი ცვლილებებისთვის (10 ლარი)
☘️ დიმიტრი ტროცკი - სანამ "მე" მე არ ვარ (Пока-я-не-Я") (10 ლარი)
☘️ ჯოი მანე - "ოჯახური განლაგებები" (10 ლარი)
☘️ პარამაჰამსა იოგანანდა - იოგის ავტობიოგრაფია (35 ლარი)

 

წიგნების შესაძენად მოგვწერეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდზე

ან მეილზე: mamuka.guruli@gmail.com

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff