მეცნიერება - ეზოთერიის სინთეზის ელემენტები

Admin
აზრები
0
0

ავტორი: იოანე შენგელია ყველაფერი დაიწყო ათასწლეულების წინ. ანუ მაშინ, როდესაც ადამიანმა გადაწყვი...

ავტორი: იოანე შენგელია

ყველაფერი დაიწყო ათასწლეულების წინ. ანუ მაშინ, როდესაც ადამიანმა გადაწყვიტა საკუთარი ცხოვრების გაუმჯობესება. გაჩნდა და განვითარდა ეზოთერია და ეზოთერული ცოდნა, რომელიც ადამიანებს ეხმარება (უნდა დაეხმაროს) საკუთარი ბედნიერი ცხოვრების მოწყობაში. ცხოვრების მოწყობისთვის კი საჭიროა, რომ ცოდნა არსებობდეს რეალობის ფუნქციონიერების კანონების შესახებ.

ეზოთერული ცოდნა არსებობდა (და არსებობს) სამყაროს ყველა დონეზე და რეალობის ყველა საკითხზე. მაგრამ, ეს ცოდნა მეტად ბუნდოვანია, ან ინდივიდუალური და სუბიექტურია. კაცობრიობის შემეცნების ევოლუციის რაღაც ეტაპზე აღმოცენდა მეცნიერება. მეცნიერული ცოდნა კი უკვე ისეთი ინფორმაციაა, რომელიც მიწვდომადია (მიწვდომადი უნდა იყოს) ყველა გონებისთვის ერთნაირად.

ვგულისხმობ იმას, რომ მეცნიერული ცოდნა მოკლებულია ბუნდოვნებას, ესე იგი ინდივიდუალურობის და სუბიექტურობის ნაცვლად არის ობიქტური და ზოგადი ექსპერიმენტებით დადასტურებული. ეს ისეთი ცოდნაა, რომელიც მაქსიმალურად იყენებს გონებრივ აპარატს. მეცნიერული ცოდნა შემეცნების ევოლუციის უფრო მაღალი საფეხურია, ვიდრე ეზოთერული ცოდნა, ამიტომაც მას "ავალია" გაფილტროს ეზოთერული ცოდნა ბუნდოვნებისგან.

ცხადია, ეზოთერიკას წვდომა აქვს სამყაროს ყველა დონეზე, ხოლო მეცნიერებას სამყაროს მხოლოდ ნაწილზე. მაგრამ, სამაგიეროდ მისეული ცოდნა მეტად სისტემურია, და პასუხობს შეკითხვებს "რატომ" და "როგორ" მაქსიმალური სიზუსტით. ამიტომაც, მეცნიერება ნელა ვითარდება, მაგრამ საფუძვლიანად, და, ადრე თუ გვიან, "დაეწევა" ეზოთერიას. (არ არის გამორიცხული, რომ შემეცნების ევოლუციაში კიდევ ახალი მიმართულებაც გაჩნდეს ახლო მომავალში).

ბოლო დროს ეს ორი მიმართულება (მეცნიერება და ეზოთერია) ერთმანეთთან თანამშრომლობსსავით. ბოლო დროს, უფრო ხშირად შეხვდებით მეცნიერებს, რომლებიც იკვლევენ ეზოთერულ "მოვლენებს", ხოლო ეზოთერიკოსები ხდებიან მეტად სისტემურები. შეიძლება ითქვას, რომ ცოდნის ეს ორი მიმართულება სინთეზირდება, და სინთეზი შეიძლება უამრავი სახით არსებობდეს, და თითოეულ მათგანზე მიმდინარეობდეს მუშაობა დღესდღეობით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

წინამდებარე სტატიაში მე მსურს ვისაუბრო სინთეზის მხოლოდ ერთ-ერთ გამოვლენაზე, კერძოდ კი - ანალოგიაზე ფიზიკასა და რეალობის ეზოთერულ მოდელს შორის. ვიმეორებ, ეს სინთეზის მხოლოდ ერთ-ერთი გამოვლენაა.

პირველი შეკითხვა, რაც გაუჩნდება მკითხველს - რატომ უნდა არსებობდეს ანალოგია და რას გულისხმობს ის?

ფრაქტალურობის შესახებ თუ გსმენიათ? ალბათ გაგებული გექნებათ, რომ სამყაროში ფრაქტალურობის მრავალ მაგალითს ვაწყდებით. ფრაქტალი ასეთი რამეა: ობიექტი სხვა და სხვა "ქვე" და/ან "ზე" დონეებზე იმეორებს ერთსა და იმავე სტრუქტურას.

ბუნებაში ამის მრავალი მაგალითია. ხოდა, რატომ არ შეიძლება ფიზიკური კანონების სტრუქტურაც ფრაქტალური იყოს რეალობის სხვა და სხვა დონეებზე? ვფიქრობ, მეცნიერები ამ მოსაზრებას "ეჭვის" თვალით შეხედავდნენ და მოითხოვდნენ რაიმე ობიექტურ მტკიცებულებებს. ხოლო, ეზოთერიკოსებისთვის ეს მოსაზრება მისასალმებელი იქნებოდა.

რას ვგულისხმობ ფიზიკური კანონების ფრაქტალურობაში? იმას, რომ მაგალითად ნიუტონის მექანიკის მოდელი, რომელიც მუშაობს ფიზიკური სხეულებისთვის და მექანიკური ძალებისთვის, შეიძლება გამოდგეს რეალობის უფრო ფაქიზი დონეების აღსაწერად. ამის კარგი მაგალითია ტრანსერფინგი, და წინამდებარე სტატიაში ვაპირებ უფრო დაწვრილებით ვისაუბრო იმაზე, თუ როგორი "ანალოგია" არსებობს რეალობის ტრანსერფინგულ მოდელსა და ნიუტონის მექანიკას შორის, მიუხედავად იმისა, რომ ისინი რეალობის სულ სხვა და სხვა დონეებზე მუშაობენ.

ტრანსერფინგის მოდელი, შეიძლება ითქვას, რომ ერთდროულად კლასიკური მექანიკის (ნიუტონის მექანიკის) და ქვანტური მექანიკის ანალოგიურია. ამ უკანასკნელზე აქ მიწერია, თუმცა ამ სტატიაში ვეცდები უფრო დაწვრილებით ვისაუბრო.

ტრანსერფინგის ანალოგია მექანიკასთან

სანამ ანალოგიაზე დავიწყებ საუბარს, ჯერ კარგად უნდა გაეცნოთ თავად მექანიკის ყველაზე მარტივ ამოცანას მაინც, როგორიცაა, მაგალითად ერთი ნაწილაკის მექანიკური მოძრაობა. თუ ეს ტექსტი კარგად გაიაზრეთ და ამასთან - ტრანსერფინგსაც იცნობთ, მაშინ, ვფიქრობ არ გაგიჭირდებათ ანალოგიის აღმოჩენა ამ ორ სრულიად სხვა და სხვა რეალობას შორის.

ანალოგია ასეთია:

მექანიკაში გვაქვს სამგანზომილებიანი სივრცე, რომელშიც ხდება მატერიალური სხეულების მოძრაობა. სივრცე - ეს არის ის "ადგილი", რომელშიც მიმდინარეობს მექანიკური მოძრაობები. თავად სივრცის სტრუქტურას რაც შეეხება, ეს არის უბრალოდ ნამდვილ რიცხვთა სამგანზომილებიანი სივრცე - R^3.

რეალობაში გვაქვს ვარიანტთა სივრცე, რომელშიც მიმდინარეობს მატერიალური რეალიზაცი(ებ)ის მოძრაობა. ვარიანტთა სივრცე - ეს არის პოტენციურად ყველა შესაძლო ვარიანტების სიმრავლე, რომლებიც დაკავშირებულნი არიან მიზეზ-შედეგობრივი ჯაჭვებით. ვარიანტთა სივრცე არ იმყოფება დროსა და სივრცეში, არამედ მათ მიღმაა, რადგან სწორედ ეს სივრცე მოიცავს ყველა დანარჩენ არსებულ რეალობას (წარსული, აწმყო, მომავალი, ეს სამყარო, პარალელური სამყარო და ა.შ. - ეს ყველაფერი ვარიანტთა სივრცეშია). ცხადია, ვარიანტთა სივრცე უსასრულო სივრცეა უსასრულო ვარიანტებით (ვარიანტთა სივრცე მთელი სამყაროა).

მექანიკის ძირითადი ამოცანაა დაადგინოს მატერიალური სხეულების სივრცეში მოძრაობის კანონზომიერებები. ამ ამოცანის ამოსახსნელად ფიზიკოსებმა შემოიტანეს მექანიკური ძალებისა და პოტენციალური ენერგიის მოდელი. ყველაფერი აღიწერება ენერგიების ენაზე.

ტრანსერფინგის ძირითადი ამოცანაც არის მატერიალური რეალიზაციის ვარიანტთა სივრცეში მოძრაობის კანონზომიერების დადგენა (თუ გვეცოდინება კანონზომიერება, მაშინ შევძლებთ რეალობის მართვას). მატერიალური რეალიზაციის მოძრაობის კანონებიც აღიწერება ენერგიების ენაზე. ხოლო ძალებისა და პოტენციალების როლს ასრულებენ ქანქარები და "მნიშვნელოვნება".

ახლა კი უშუალოდ მოძრაობაზე ვისაუბროთ:

დავიწყოთ პოტენციალური ველების შემთხვევით (როგორც მექანიკაში). როგორც ცნობილია, თუ სივრცეში არსებობს პოტენციალური ბარიერების არათანაბარი განაწილება, მაშინ სხეულის მოძრაობაც არათანაბარი იქნება. სხეულს აქვს გარკვეული ენერგეტიკული მარაგი, რომელიც შეესაბამება მის მოძრაობის უნარს - კინეტიკური ენერგია. გავიხსენოთ მოძრაობის კანონზომიერება მექანიკაში:

თუ დაუშვათ სხეული იმყოფება სივრცის x წერტილში v სიჩქარით (რომელსაც მიმართულება გააჩნია), მაშინ იმ მიმართულებით, საითაც სიჩქარეა მიმართული, თუ პოტენციალური ბარიერები მატულობს, მაშინ იკლებს მისი მოძრაობის ენერგია (რადგან "იხარჯება" პოტენციალური ბარიერის დაძლევაში), ანუ იკლებს მისი სიჩქარე. და პირიქით, თუ ამ მიმართულებით პოტენციალური ბარიერები იკლებს, მაშინ იმატებს მისი მოძრაობის უნარი (კინეტიკური ენერგია), და შესაბამისად სიჩქარეც. თუ ამ მიმართულებით პოტენციალური ბარიერები არ იცვლება (იგივეა, რაც x წერტილში) მაშინ მოძრაობის უნარიც უცვლელია, ანუ სიჩქარე იგივე რჩება და ვიღებთ წრფივ-თანაბარ მოძრაობას. ხოლო სივრცის ის უბნები, რომელთა პოტენციალური ბარიერები აღემატება სხეულის სრულ ენერგეტიკულ მარაგს, ამ სხეულისთვის "აკრძალული" და შეუძლებელი ზონაა. აქ სხეული ვერ ხვდება საერთოდ.

დაახლოებით იმავე სიტუაციას ვაწყდებით მატერიალური რეალიზაციისთვის. აქ სივრცის x წერტილის როლს ასრულებს ვარიანტთა სივრცის ის ვარიანტი, რომელსაც რეალიზებას უკეთებს მატერიალური რეალიზაცია. ხოლო v სიჩქარის მიმართულების როლს ასრულებს განზრახვა. მართლაც, სიჩქარის მიმართულება ერთი წერტილიდან აჩვენებს იმ მეორე წერტილს, საითაც უნდა მოხვდეს სხეული. ისევე, როგორც განზრახვა აჩვენებს, თუ რომელ ვარიანტში გვსურს მოხვედრა. თუ იმ მიმართულებით, საითაც განზრახული გვაქვს მოძრაობა, პოტენციალური ბარიერები მატულობს (მნიშვნელოვნება მატულობს), მაშინ იკლებს ჩვენი "სიჩქარე", ანუ განზრახვა სუფთა აღარ არის. თუ პოტენციალური ბარიერები იკლებს (მნიშვნელოვნება იკლებს), მაშინ პირიქით იმატებს სუფთა განზრახვა. ყველაფერი დამოკიდებულია ენერგიებზე. შეიძლება ჩვენ გვეყოს ენერგია, რომ მატერიალური რეალიზაცია მივმართოთ და "მივიყვანოთ" დანიშნულების ადგილამდე.

ხოლო, ვარიანტთა სივრცის ის "უბნები", რომლებიც ჩვენთვის იმაზე მნიშვნელოვანია (პოტენციალურად რთულად მისაღწევი), ვიდრე ჩვენი ენერგეტიკული მარაგი და სუფთა განზრახვა, ეს "უბნები" ჩვენთვის "აკრძალული ზონაა", ანუ ვერ მივიყვანთ მატერიალურ რეალიზაციას ამ ვარიანტში. როგორც ხვდებით, თუ სივრცის რომელიმე სექტორი პოტენციალურად დიდია და ვერ ვარეალიზებთ, ამისთვის უნდა შევამციროთ მნიშვნელოვნება, და მაშინ ენერგია გვეყოფა იმისთვის, რომ მივიდეთ იქამდე.

ახლა კი რაც შეეხება გარე ძალების ეფექტს..

მექანიკიდან ვიცით, რომ გარე ძალების გავლენით სხეულის სრული ენერგია შეიძლება შეიცვალოს (მოემატოს ან პირიქით). დაუშვათ გარე ძალამ სხეულს გადასცა დამატებითი ენერგია. მაშინ, მას შეიძლება ეყოს ენერგია იმ პოტენციალური ბარიერის დასაძლევად, რომელსაც აქამდე ვერ ძლევდა. ხოლო თუ წაერთვა ენერგია, მაშინ პირიქით, იმ უბნებშიც ვერ იმოძრავებს, რაშიც აქამდე მოძრაობდა.

სწორედ ასეთანაირად, ადამიანი რეალურად ძალიან ცოტა ენერგიას ფლობს იმისათვის, რომ სამყაროში დიდი ცვლილებები განახორციელოს და მატერიალური რეალიზაციის მართვაც პოტენციალურად მაღალ სივრცეში შეძლოს. თუ ადამიანს არ ჰყოფნის ენერგია იმისათვის, რომ მატერიალური რეალიზაცია "მიიყვანოს" სივრცის ამა თუ იმ წერტილში, მაშინ მას აქვს, პირობითად რომ ვთქვათ, ორი ვარიანტი:

პირველი - შეამციროს მინიმუმამდე მნიშვნელოვნება, ან მეორე - მას სჭირდება დიდი ენერგია ამ ბარიერის დასაძლევად, და თუ ის მიიღებს ამ ენერგიას "გარედან", და მიმართავს მატერიალურ რეალიზაციას ამ ენერგიით, მაშინ შეიძლება ეყოს ბარიერის დასაძლევად (როგორც ხვდებით, ყველაფერი დამოკიდებულია ენერგიების სხვაობებზე).

რას ნიშნავს, რომ ადამიანი გარე ძალებისგან იღებს ენერგიას? წინათ აღვნიშნე, რომ მექანიკური ძალების ანალოგიას წარმოადგენენ ქანქარები. ქანქარები კი ენერგეტიკული რესურსების დიდი ბიზნესმენები არიან. თუ რომელიმე ქანქარას აწყობს ვარიანტთა სივრცის რომელიმე სექტორის რეალიზება, მაშინ მან შეიძლება "გამოყოს" გარკვეული ენერგია, გადასცეს ადამიანს და მის განძრახვას, და ამ შემთხვევაში მატერიალურ რეალიზაციას შეიძლება ეყოს ენერგია დიდი პოტენციალური ბარიერის დაძლევისთვისაც კი. ამ შემთხვევაში ადამიანისთვის მნიშვნელოვანი ვარიანტებიც განხორციელდება, რადგან მის უკან დგას დიადი ენერგეტიკული რესურსის მქონე ეგრეგორი.

თუმცა, პირიქითა ვარიანტებიც არსებობს, როდესაც ქანქარას პირიქით - არ აწყობს ამა თუ იმ ვარიანტის განხორციელება, და მაშინ ის ადამიანს აცლის ენერგიას. ორივე შემთხვევაში, ადამიანი ამ ქანქარის "რჩეულია" და მისი კარმის კანონებით მოქმედებს.

რა ევალება ადამიანს?

სამყაროში მუდმივად მიმდინარეობს ენერგეტიკული დინებები. თავად ადამიანს არ აქვს დიდი ენერგია, მაგრამ მას შეუძლია ისწავლოს ამ დინებების "დეტექტირება" და სათავისოდ გამოყენება, ანუ მართვა. მაგალითად, ადამიანი ვერ ამცირებს ვარიანტთა სივრცის რომელიმე სექტორზე მნიშვნელოვნებას. რა უნდა ქნას? მას შეუძლია ითანამშრომლოს დიდ ენერგეტიკულ სტრუქტურასთან - რომელიმე ეგრეგორთან, რომელსაც მასავით აწყობს ამ სექტორის რეალიზება. ამ შემთხვევაში ადამიანი ეგრეგორის წევრი ხდება და მასთან ერთად უკვე მატერიალურ რეალიზაციას მიმართავს სასურველი მიმართულებით. ამ შემთხვევაში, ადამიანის პირად მატერიალურ რეალიზაციას "ეძლევა" ენერგია გარე ძალებით (ეგრეგორით).

ამის კარგი მაგალითია, როდესაც ადამიანი თვლის, რომ რაიმე დიადი მისიის შესასრულებლად მოევლინა დედამიწას. ვთქვათ, ცხოვრებაში მან უნდა განახორციელოს ესა და ეს. თუ შევხედავთ პოტენციალური ბარიერების გადმოსახედიდან, ეს მაღალი მნიშვნელოვნებაა, რაც მიუღწევადია ადამიანისთვის. მაგრამ, თუ მისი ეს "სიდიადე" დადასტურებულია რომელიმე, ენერგეტიკულად მძლავრი ეგრეგორით, მაშინ ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ ადამიანი მართლაც დიადი გახდება. რადგან, თუ რომელიმე ეგრეგორის ინტერესებშია ამ ადამიანის "სიდიადე", მაშინ ის "ჩადებს" ენერგიას ამ საქმეში. ეს ენერგია კი უკვე საკმარისი იქნება მნიშვნელოვანი სექტორების რეალიზებისთვის.

მეტსაც გეტყვით, უმეტეს შემთხვევაში ეგრეგორები თავად ირჩევენ ადამიანებს და "ავალენებ" მათ დიადი მისიების შესრულებას. შეიძლება ადამიანს წინა ცხოვრებიდან ჰქონდეს ღრმა კავშირი რომელიმე ეგრეგორთან. ასეთ შემთხვევაში, თუ ადამიანი ხვდება თავის "მისიას", რომც ძალიან მნიშვნელოვანი იყოს მისთვის ეს და თავს სამყაროს ცენტრში წარმოიდგენდეს, ის მაინც მიაღწევს მწვერვალებს, რადგან მის "უკან" დგას დიდი ენერგეტიკული მარაგი ეგრეგორის სახით. ასეა, კარმული ეგრეგორები არსებობენ.

აქედან დასკვნა: ითანამშრომლეთ იმ ეგრეგორებთან, რომელთა ინტერესები თქვენს სურვილებს შეესაბამება. ან არადა მინიმუმამდე დაიყვანეთ მნიშვნელოვნება, თუმცა, ამ შემთხვევაში ადამიანი შეიძლება ვერ დატკბეს "სათანადოდ". მთელი დანარჩენი ტრანსერფინგი კი იმისთვისაა, რომ ვისწავლოთ განძრახვის მართვა და სასურველი ვარიანტების მიზიდვის სხვა მეთოდები.

ვფიქრობ, გასაგებია ანალოგია მექანიკასა და ტრანსერფინგს შორის. თუმცა რჩება პასუხგაუცემელი შეკითხვები: მაგალითად, რამდენი მატერიალური რეალიზაცია არსებობს? არის ის ერთადერთი თუ თითოეულ ადამიანს თავისი აქვს? მოცემული ადამიანის რეალობაში პოტენციალურ ველს (მნიშვნელოვნების განაწილებას) მხოლოდ ეს მოცემული ადამიანი ქმნის თუ ყველა ერთდროულად და ჯამურ ეფექტთან გვაქვს საქმე (ეს უკანასკნელი შეკითხვა პირდაპირ კავშირშია პირველ ორთან)? და სხვა მრავალი..

ამ შეკითხვებს, როგორც "ღია" პრობლემებს ვტოვებ საფიქრელად ყველა დაინტერესებული გონებისთვის.. მანამ კი გემშვიდობებით.

ბოლო შენიშვნა:

მეცნიერებისა და ეზოთერიის სინთეზის ერთ-ერთი გამოვლენაა ანალოგია, ხოლო ანალოგიის ერთ-ერთი გამოვლენაა მექანიკის ანალოგია რეალობის მოდელთან. თუმცა, ხომ შეიძლება ანალოგია სხვა სახითაც არსებობდეს. მაგალითად, არა მაინცადამაინც ნიუტონის მექანიკის (ან კვანტური მექანიკის) ერთი ნაწილაკის ამოცანის ანალოგიური მოდელი, არამედ მრავალი ნაწილაკის ამოცანის ანალოგიური, ან თუნდაც ფიზიკის სხვა დარგების ანალოგიური მოდელი რეალობისთვის. ვთქვათ, სიმების თეორიის ანალოგიური მოდელი ეზოთერიაში. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო იქნებოდა. თუ გავითვალისწინებთ ტრანსერფინგის მასშტაბებს, მაშინ უფრო რთული ფიზიკის ანალოგიური ეზოთერიკა ისეთი მრავალფეროვანი იქნება, რომ წარმოდგენა რთულია. დღესდღეობით სინთეზის მხოლოდ პირველი ნაბიჯები იდგმევა, ასე რომ, სამომავლოდ დიადი აღმოჩენები გველის..

გააზიარეთ თუ მოგეწონათ...

მსგავსი სტატიები

გონების დამშვიდება


მიზეზი რატომაც დაუსაბამო ფიქრები არ გვტოვებენ არის ის, რომ ყოველ მა...

პროტესტი ანუ "ჰუკის კანონი"?


  ავტორი: იოანე შენგელია   ალბათ, სკოლის ფიზიკის კურსი...

დაამსხვრიე ილუზია ისე, რომ არ განსაჯო საკუთარი თავი და შენ "აშენდები"


ავტორი: ლევან ჩახაია ილუზია ადამიანის თვითგადარჩენის საინტერესო ...

სამყარო, როგორც პროგრამა


ავტორი: აკაკი სხულუხია თავიდან მინდა დავწერო საიდან მოვიდა ეს იდ...

ბუნებრივი სიამოვნებები - სექსი


ავტორი:ლევან ჩახაია ძველ ეპოქებში ადამიანები ბუნებასთან უფრო ახლოს...

ბავშვები ღიმილს მშობლებისგან სწავლობენ


ავტორი:ანა თოფურიძე "ბავშვი ეს უხილავი წერილია, რომელსაც ჩვენ ვაგზ...

შემეცნების რაობა


ავტორი: აკაკი სხულუხია ის რაზეც მე უნდა გესაუბროთ, შეიძლება ითქვ...

პირველი და უკანასკნელი


ავტორი: იოანე შენგელია ძვირფასო მკითხველო, წინამდებარე სტატია წა...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff