თეზა #6

Admin
აზრები
0
0

ავტორი: მამუკა გურული "ნუ ჩასვავ ადამიანებს შენი წარმოდგენების გისოსებში! მიეცი მათ თავისუფლებ...

gisosebi

ავტორი: მამუკა გურული

"ნუ ჩასვავ ადამიანებს შენი წარმოდგენების გისოსებში! მიეცი მათ თავისუფლება, რათა შენც მოგეცეს თავისუფლება!"

განმარტება: "ხუთი კაცი რომ გეტყვის ჩაინიკი ხარ - ორთქლი უნდა გამოუშვაო" - გაგიგიათ ალბათ ეს გამოთქმა. ადამიანები თითქმის გამუდმებით ვახდენთ ჩვენი წარმოდგენების პროეცირებას სხვა ადამიანებზე, და რაც ყველაზე ცუდია, ერთხელ შექმნილი პროექცია თითქმის მუდმივდ რჩება და აღარ იცვლება. ვინც დამეთანხმებით იმაში, რომ აზრი (იდეა) ქმნის მატერიას და არა პირიქით, შესაბამისად დამეთანხმებით იმაშიც, რომ ნებისმიერი ფიქსირებული წარმოდგენა კონკრეტულ ადამიანზე, სწორედ ამ რეალობაში აფიქსირებს ადამიანს.

აქ რა თქმა უნდა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ძალთა თანაფარდობას (როგორც რაოდენობრივს, ასევე ხარისხობრივს). ერთია, როცა ათასობით ადამიანი გაფიქსირებს კონკრეტულ ხატ-სახეში, და მეორეა, როცა რამდენიმე უძლური ადამიანი ცდილობს ამას. ერთია, როცა თავად გაქვს ძლიერი მენტალი და ადვილად უძლებ წნეხს, და მეორეა, როცა ჯერ ჩამოუყალიბებელი და სუსტი ხარ და შენი "ფიქსაციი წერტილი" ადვილად ყალიბდება სხვა ადამიანების მიერ.

ადამიანები იცვლებიან. ბოროტმოქმედი და მანიაკი, შესაძლოა რაღაც გარემოებებით ან შინაგანი იმპულსით ერთ დღესაც სრულიად გარდაიქმნას. მაგრამ მას ამ გარდაქმნაში სწორედ პროექცია უშლის ხელს, რომელსაც სხვ ადამიანები ადებენ. დამღა, რომელსაც სამუდამოდ ასვამენ შუბლზე. როგორც წესი მხოლოდ სიკვდილია ხოლმე ის ძალა, რომელსაც სხვა ფიქსაციის წერტილში გადაჰყავს ასეთი ადამიანი.

და ეს ისტორია მეტ-ნაკლებად ყველას გვეხება. ჩვენ ერთმანეთს ვუქმნით გისოსებს, და ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ სხებთან ერთად, პირველ რიგში საკუთარ თავს ვსვამთ ჩარჩოებში, და თავად ტუსაღებს, არ მოგვწონს სხვების თავისუფლების დანახვა. ესაა მანკიერი წრე, რომლისგანაც თავის დაღწევა მხოლოდ ერთეულებს ძალუძთ, და ამ ერთეულებისთვის პირველი იმპულსი და ძალისხმევა სწორედ სხვების განთავისუფლებაა საკუთარი წარმოდგენების გისოსებიდან...

გაიხსენეთ, რამდენია თქვენს გარშემო ისეთი ადამიანი, დაწყებული მეგობრით და ნათესავით, დამთავრებული პოლიტიკოსებით, ცნობილი ადამიანებით, რომლებსაც ქვეცნობიერად არასოდეს უშვებთ თქვენი პარადიგმის კლანჭებიდან.

და აქ არ იგულისხმება, რომ ეს გისოსები მაინცდამაინც ნეგატიური ხასიათისაა... ადამიანების დაყოფა ფსიქოტიპების, ფიზიოგნომიკური ნიშნების, ზოდიაქოების, სოციალური კასტების და უამრავი სხვა კრიტერიუმის მიხედვით - ეს უკვე გისოსია, რომელიც კონკრეტულ მომენტში შესაძლოა სრულიად შეესაბამებოდეს რეალობას, მაგრამ ხელს უშლის ამ ადამიანს ზრდაში, ცნობიერების შეცვლაში, თუ კასტანედას ტერმინოლოგიით ვიტყვით - შემკრები წერტილის (Assemblage point) გადანაცვლებაში. სწორედ ამიტომ უწევს ადამიანს, რომ მარტოხელა მგელი გახდეს და უზარმაზარი ენერგია ხარჯოს სხვებთან ბრძოლაში. არადა რა მარტივი იქნებოდა ყველაფერი, ერთმანეთისთვის თავისუფლება რომ მიგვეცა. რეალურად, დღეს ხომ იმაში მდგომარეობს სულიერი განვითარების სტრატეგია, რომ ამ გისოსებს თავი დავაღწიოთ და სხვებს ჩვენზე წარმოდგენა შევუცვალოთ (რადგან მიუხედავად იმისა, გვაღელვებს თუ არ გვაღელვებს სხვების აზრი, იგი მაინც მოქმედებს ჩვენზე).

აქვე მინდა ვთქვა, რომ გარკვეული პარადიგმები და გისოსები გარკვეული დროის მონაკვეთში საჭიროა, რადგან ხშირადაა საჭირო ადამიანის უფრო მაღალ რეალობაში დაფიქსირება, თუკი თავად ვერ ახერხებს ამას, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია, რომ ეს ფიქსირება მოუდმივი არ იყოს.

ჩვენ არ მოგვწონს წინასწარგანუსაზღვრელი ადამიანები, საფრთხის შეგრძნება გვაქვს, როდესაც არ ვიცით, რას ველოდოთ ადამიანისგან, და სწორედ ეს შიში განაპირობებს ყველაფერს, რაც ზემოთ აღვწერე. გვირჩევნია გალიებიდან ვეურთიერთოთ ერთმანეთს, ასე უფრო კომფორტულად ვართ.

პირველ რიგში ეს მიმართვა ეხებათ "ქურუმებს" - ადამიანებს, რომელთა აზრსაც დიდი ძალა აქვს და რეალობის შეცვლა შეუძლია. "ქურუმად" კლასიფიცირება - ესეც უკვე გისოსია, მაგრამ რადგან მოგვწონს ეს გისოსი, დროებით ჩაგსვამთ და მეც ჩავჯდები... აზრი მართავს მატერიას! არსი მართავს ფორმას!

მსგავსი სტატიები

რაობის თავისთავადობა


ავტორი: ნიკა ვასაძე და შეიქმნა სამყარო, რამეთუ დაიწყო ადამიანმა ...

რეალობის კვანტური პარადოქსი


ავტორი: იოანე შენგელია მირეკავს ახალი პოტენციური მოსწავლე. მომდე...

დეფრაგ(მე)ნტაცია


ავტორი: ანა თოფურიძე მსოფლიოში გავრცელებულია მცდარი წარმოდგენა, რო...

იცოდე ვისი (ეგრე)გორისა ხარ!


ავტორი: მამუკა გურული როცა რაღაცის ბევრ ადამიანს სწამს, ეს რაღაც...

სუიციდის პრევენცია მოზარდებში


ავტორი: ნანა აბესაძე რა არის სუიციდი? სიცოცხლის ხელყოფა. უფრო ზუსტ...

გამთლიანება


ავტორი: თიკა ბერძენიშვილი ადამიანებს ოდითგანვე აინტერესებდათ და დღ...

კვანტური მექანიკის მხილებული რეალობა


ავტორი: ანა თოფურიძე რეალობა ადამიანის გონებისთვის შეუცნობელი გა...

ჩემი კომენტარი "სვფ" -ს


ავტორი: იოანე შენგელია მოგესალმებით მეგობრებო. არც ისე დიდი ხნის წ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მაგმას ლექციების ვიდეო-ჩანაწერები

  MAGMA, გთავაზობთ უკვე ჩატარებული ლექციების ვიდეო-ჩანაწერებს ფასდაკლებით.

 

- გურჯიევის სისტემა - გასაგებად და მარტივად - 30 ლარი

  მოყვება წიგნი: პიოტრ უსპენსკის - "მეოთხე გზა"

  - რაიხიანული ფსიქოლოგია - ენერგეტიკული ბლოკები, კუნთოვანი ჯავშნები და მათგან განთავისუფლების გზები - 30 ლარი

  მოყვება წიგნი:ანიშა დილანი - "ტანტრა - გზა ნეტარებისკენ"

  - შამანური ფსიქოლოგია - კაჰუნების სიბრძნე - 30 ლარი

  მოყვება წიგნი: მაქს ფრიდომ ლონგი - "მეცნიერება სასწაულებს მიღმა"

  - ფსიქიკის შრეები და მათი გადაპროგრამების მეთოდები ლირი-ვილსონის სისტემის მიხედვით - 30 ლარი

  მოყვება წიგნი: რობერტ ანტონ ვილსონი - "პრომეთეს აღზევება"

  - მეხუთე ლექცია: "ცხოვრების თამაშით კაიფის" 8 მთავარი არხი (ორი ლექცია ვექტორული ფსიქოლოგიის თემაზე) - 60 ლარი

  - გმირის გზა ტაროს მაღალი არკანების მიხედვით (ორი ლექცია) - 45 ლარი

 

დაგამატებთ ლექციების შესაბამის ჯგუფებში, სადაც მუდმივი წვდომა გექნებათ ჩანაწერებზე.

ყველას ერთად შეძენის შემთხვევაში ფასი 225 ლარის ნაცვლად 150 ლარია.

შესაბამის ჯგუფში დასამატებლად ჩარიცხეთ თანხა რომელიმე ქვემოთ მითითებულ ანგარიშზე და მოგვწერეთ მეილზე: mamuka.guruli@gmail.com

ან ჩვენს ფეისბუქ-გვერდზე: https://www.facebook.com/info.magma.ge/

 

ანგარიშის რეკვიზიტები:

საქართველოს ბანკი:
#GE04BG0000000621532700

TBC ბანკი:
#GE30TB7154245061100005

მიმღები: მამუკა გურული

პირადი ნომერი: 35001029103

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff