ფილოსოფოსების დიდი იდეები

woody180
პერსონა აზრები სხვადასხვა
0
0

მთარგმნელი: მარიამ ადამია

წყარო

ajer

ჯერემი ბენტჰამი - ჰედონიკუს კალკულუსი
 
რა მოხდება, თუ იარსებებს გზა იმის დასადგენად თუ რა არის სწორი? საოცარი არ იქნება თუ გექნებათ ინსტრუმენტი, რომელიც გიკარნახებთ, თუ როგორ იმოქმედოთ ნებისმიერ სიტუაციაში? ეს ზუსტად ის იყო, რაც ჯერემი ბენტამმა სცადა თავისი ჰედონიკური კალკულუსისთვის. 
 
ბენტამი არის ნორმატიული (ანუ "როგორ მოვიქცეთ") ეთიკური თეორიის მამა, რომელიც უტილიტარიზმის სახელით არის ცნობილი. მისი მეშვეობით დგინდება, მოქმედება სწორია თუ არასწორი, რაც გამომდინარეობს მისი შედეგებიდან.  თუ რაიმესგან მეტ სარგებელის ან სიამოვნების მიღება შეიძლება, ის კარგია, თუ ის ქმნის სიდუხჭირეს ან ტკივილს, ეს ცუდია. მისი სიტყვებით: " დიდი ბედნიერების დიდი რიცხვი, ესაა სწორის და არასწორის საზომი". რობინ ჰუდი ზნეობრივი იყო, ბუტ კესიდი კი - არა. მეორე მსოფლიო ომი კარგი იყო (მოკავშირეებისთვის), ჩინგიზ ხანი არა. მარტივად რომ ვთქვათ: გაახარეთ ხალხი და შეამცირეთ სიდუხჭირე. გაეცანით თქვენი ქმედებების შედეგებს.
 
ამასთან, ისმის კითხვა: როგორ უნდა ვიყოთ დარწმუნებული ჩვენი ქმედებების პლიუსში ან მინუსში? ბენტამის პასუხი: ჰედონიკუს კალკულუსი!

ბენტამი ამბობს, რომ ჩვენ, ყველა ქმედების სიამოვნება და ტკივილი უნდა განვსაზღვროთ 7 განსხვავებული კრიტერიუმის საფუძველზე: ინტენსივობა, ხანგრძლივობა, ალბათობა, სიახლოვე, ნაყოფიერება (შექმნის თუ არა ეს შემდგომ სიამოვნებას), სიწმინდე (შექმნის ტკივილი მეტ ტკივილს) და სიდიდე. 
 

Screen%20Shot%202021 01 28%20at%207

პასკალი - ფსონი
 
თუ შემოგთავაზებდით უფასო ფსონს ბედსა და იღბალზე, თქვენ მას აიღებდით? თუ მხოლოდ ორიოდ სიტყვის თქმა გინდათ მარადიული სამოთხის შანსის მისაღებად? ეს კარგი გარიგება იქნება? პასკალი ფიქრობდა, რომ ამ მიზეზით ღმერთის უნდა ვირწმუნოთ.პასკალის ფსონი არის ცნობილი მოსაზრება, რომელიც იყენებს თამაშის თეორიას, როგორც მიზეზს, რომ ვიწამოთ ღმერთის. 
 
შემდეგნაირად: გვაქვს ორი გზა, გვწამდეს ან არ გვწამდეს ღმერთის. თუ ჩვენ მისი გვწამს და ის არსებობს,ჩვენ მივიღებთ მარდიულ სიცოცხლეს და სამოთხეს სამოთხეში. თუ არ გვწამს ღმერთის და ის არსებობს, ჩვენ (საუკეთესო შემთხვევაში) უგუნურ მარადისობაში ვლპებით, ან (უარეს შემთხვევაში) მარადიულ ტანჯვას ვიღებთ. 
 
მეორეს მხრივ, თუ ჩვენ არ გვწამს ღმერთის და ის არ არსებობს (როგორც ათეისტები თვლიან), მაშინ არაფერი ხდება - გვაქვს იდენტური შედეგი იმ შემთხვევაშიც, თუ ღმერთს ვირწმუნებთ და ის რეალურად არ არსებობს! ამ შემთხვევაში რა გვაზიანებს? ეს მომგებიანი ვარიანტია. ჩვენი მიზნებისათვის, თამაშის თეორიისა და ალბათობის მოდელების თანახმად, ფსონის ”პოტენციური მოგების” გამრავლებისას ზარალის წინააღმდეგ, შეგვიძლია შევაფასოთ კარგი ან ცუდი ფსონი. სანამ ღმერთის არსებობა არ არის ერთგვარი ნულოვანი შანსი (თუ ეს ლოგიკურად შეუძლებელია), მანამ "უსასრულობის" ნებისმიერი პოტენციური დაბრუნება, ნანოსკოპიული შანსით გამრავლებულიც კი, დიდი ფსონი იქნება!
 
პასკალი მოკლედ ამბობს: ”თქვენ მოსაპოვებელი გაქვთ უსასრულობა, დასაკარგი კი არაფერი”. ეს უფასო ფსონია სამოთხისთვის!
 
რაც პასკალის ფსონის შესახებ ნაკლებად არის ცნობილი, არის ის, რომ მისი აზრით, არსებობს რეალური სარგებელი რელიგიისგან, რომელსაც დედამიწა აქვე შეგაძენინებთ., მაგალითად ეგზისტენციალური ბედნიერება და საზოგადოების გრძნობა.მათ, ვინც ფიქრობს რომ: ”ეს არ არის ჭეშმარიტი რწმენა” პასკალი პასუხობს, რომ შეიძლება უბრალოდ ”ყალბია მანამ, სანამ არ გამოცდი” - ფიქრობთ საკმარისად რელიგიური ხართ? რიტუალსა და ლიტურგიას, ერთ მშვენიერ დღეს ვერც განანსხვავებთ.

aristo
 
არისტოტელე- სამი ტიპის მეგობარი
 
რატომ ხდება, რომ ჩვენ ერთ ადამიანს ვუყვებით ამბავს ერთი საკითხის შესახებ, ხოლო ვიღაც სხვას სხვა საკითხის შესახებ? რატომ ვართ "საუკეთესო მეგობრები" ერთმანეთისთვის ერთ მომენტში შემდეგ კი მივდივართ ერთმანეთის ცხოვრებიდან? არისტოტელეს, ამ ფილოსოფიის უდიდეს პერფორმანსერს შეიძლება ჰქონდეს პასუხი ამაზე.  
 
არისტოტელეს უდიდეს ნაშრომს, ნიკომაქის ეთიკას, ბევრი რამ აქვს ნათქვამი მეგობრობაზე, რადგან მეგობარს იგი მიიჩნევდა, როგორც ადამიანის სრულყოფილი ცხოვრების აუცილებლობას ("ეუდაიმონია"). ის მეგობრობას ყოფს სამ კატეგორიად: სასარგებლო, სასიამოვნო და კარგი. Ამათგან მხოლოდ ბოლო უნდა დავაფასოთ განსაკუთრებულად.
 
,,სასარგებლო მეგობრები’’ არიან ისეთები, რომლებიც მიზანს ემსახურებიან. ისინი შეიძლება იყვნენ სამუშაო კოლეგები, ვისთანაც ყოველდღე ისადილებთ, ან შეიძლება იყოს თანაგუნდელი, რომელსაც ხედავთ შაბათ-კვირას. როდესაც ეს მიზანი მოიხსნება (თქვენ სამსახურს შეიცვლით, ან სხვა სპორტით დაკავდებით), მეგობრობა გაქრება.
 
,,სასიამოვნო მეგობრები’’ არიან ისეთები, რომელთა გარშემო ყოფნა სიამოვნებას გვანიჭებს. Ისინი მხიარულები არიან. გვიზიარებენ მათი ქცევის, ხასითს საუკეთესო ვერსიას და იგებენ შენი იუმორის გრძნობას. ისინი ყვირიან ცეკვის დროს და შენ გვერდით არიან მაშინაც, როცა დილის 3 საათზე ქაბაბს მიირთმევ. მაგრამ, ეს შეიძლება იყოს ასაკის დამსახურება, ან შესაძლოა თქვენ შეცვალოთ თქვენი დამოკიდებულება რაიმეს მიმართ, რაც მოგწონთ, რის შემდეგადაც ასეთ მეგობარს თანდათან დაშორდებით - ბედნიერ მოგონებებსა და ნოსტალგიაში უკვდავყოფილი.
 
,,კარგი მეგობრები’’ არიან ის ადამიანები, რომელთაც სურთ თქვენი ბედნიერება და აყვავება. ისინი იმ ადამიანების ტიპს მიეკუთვნებიან, რომლებიც გვეუბნებიან: "ის არ არის შესაფერისი მეწყვილე შენთვის" ან "შენ დაწინაურებენ". ისინი, ვინც არასდროს ყვებიან შენს საიდუმლოებზე, რომელტაც შენი ტირილი ნახეს. ვინც დაბლა არ დაგაყენებს და ყოველთვის ენდომება შენთვის საუკეთესო. ეს არის არისტოტელესეული მეგობრები, რომლის  აზრითაც, უნდა დავისახოთ მიზანი და შევინარჩუნოთ ისინი.
 
 ერთი პიროვნება, ჩამოთვლილი ტიპის მეგობრებიდან შეიძლება იყოს ყველა, ან ზოგიერთი მათგანი, არისტოტელეს თქმით:  ჩვენ არ გვჭირდება პირველი ორი ტიპის მეგობარი, არისტოტელე ამტკიცებს იმას, რომ ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ისინი იქ, სადაც საჭიროა. ჭეშმარიტი, "კარგი" მეგობრის გვერდით, ჩვენ მუდმივად უნდა ვიყოთ და დავაფიქსიროთ, ჩვენი მათთან ურთიერთობა, რადგან მათ შეუძლიათ გვაქციონ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიად.

absurd 

ალბერ კამიუ - აბსურდი
 
კამიუ იყო ფრანგი ეგზისტენციალისტი, რომელიც პირადად და ფილოსოფიურად ახლოს იყო სარტრთან და დე ბოვუართან. მათ მსგავსად, მან დაიწყო მარტივი მტკიცებით, რომ ცხოვრებაში არ არსებობდა ობიექტური კანონები და წესები, რამაც შეიძლება გიდობა  გაგვიწიოს. ადამიანებს არ ჰქონდათ "მიზანი" (როგორც არისტოტელესამტკიცებდა), არ არსებობდა არც მორალური კანონი (კანტი) და არც რაიმე შემდგომი სიცოცხლე. 

მის სიზიფეს მითში, კამიუ ხაზს უსვამს იმას, რის არსებობასაც ის  აბსურდულად თვლის. მითში, სიზიფეს ჰქონდა ბედისწერა, მას ლოდი უნდა აეზიდა მთაზე, ხოლო მწვერვალზე მიღწევისას ლოდი კვლავ უკან ჩამოგორდებოდა და ასე - უსასრულოდ გრძელდებოდა. ანალოგიურად, ადამიანები აგრძელებენ საქმის კეთებას, კარგად იციან, რომ ჩვენი ყველა მოქმედება, საბოლოოდ გაქრება: უდიდესიც და ყველაზე პატარაც კი მტვერი გახდება. ყველაფერი აბსურდია: შეიძლება თავი შევიკავოთ და დავმალოთ ეს მარტივი ფაქტი (სარტრის ცუდი რწმენის იდეის მსგავსად), მაგრამ ყველაფრის ბოლოს მარტივი ჭეშმარიტებაა: ყველაფერი გაქრება. ეს ყველაფერი სისულელეა.
 
ერთი შეხედვით ნიჰილისტურად, კამიუ აღიარებდა, რომ ყველაზე დიდი ფილოსოფიური პრობლემა თვითმკვლელობა იყო, მაგრამ მან ასე პესიმისტურად არ დაასრულა. აბსურდული პრობლემა მხოლოდ მაშინ უნდა წარმოიშვას, როდესაც მის წინააღმდეგ გაბრაზდებით. სიზიფეს მხოლოდ ეზიზღება მისი ამოცანა, რადგან ადარებს მას ყოფილ ცხოვრებას. ადამიანები მხოლოდ აბსურდისას განიცდიან იმედს, სანამ გულუბრყვილოდ ეკიდებიან აზრს, რომ ერთ მშვენიერ დღეს იქნება მოსვენება, პასუხი, განკურნება. აბსურდის "რეზოლუცია" არ არის მისი იგნორირება, არამედ მისი მიღება. მას შემდეგ, რაც ღიად და გულახდილად ვაცნობიერებთ, რომ მხოლოდ ჩვენი არჩევანი და მოქმედებები გაგვაჩნია, (მართალია დროებითი, იმპოტენციური და სასრული), ნამდვილად შეგვიძლია ისევ ვიცხოვროთ. ჩვენ შეგვიძლია ბედნიერად ცხოვრებაც კი. ამ "გაბედული" გონებრივი ცვლილებით, ჩვენ ვაღიარებთ ცხოვრებას და ეს არის აბსურდი, ჩვენი "როკი", როგორც ჩვენი, საკუთარი, და ამასთან ერთად მოდის ღრმაეგზისტენციალური კეთილდღეობა და კომფორტი.
 
კამიუმ დაწერა: ”გამანადგურებელი ჭეშმარიტება ქრება აღიარებისგან ”. აბსურდული ტრაგედიის გადალახვაც კი შეიძლება, თუ მას სახეში შევხედავთ, ხელს ვუქნევთ და ვიცინით.

aqaqa

მარტინ ჰაიდეგერი - ფენომენოლოგია
 
მიუხედავად იმისა, რომ ამ ტერმინს არცერთ კონტექსტში არ იყენებდნენ, ჰუსერლმა და ჰაიდეგერმა პოპულარული გახადეს ფენომენოლოგია. ჰაიდეგერი ბევრს წერდა "ყოფაზე" და მისი (ხშირად ბუნდოვანი) ნამუშევრები ხაზს უსვამდა პრობლემას პერსპექტივაში, რაც გამომდინარეობს საკუთარი არსების სესწავლიდან და გამოკვლევიდან.
 
ჰაიდეგერისთვის სუბიექტის / ობიექტის დიქოტომია უაზრო ან წარმოუდგენელი იყო, რადგან ჩვენ თვითონ შეუქცევადად სუბიექტებს წარმოვადგენდით. ჩვენ არ შეგვიძლია რეალურად ვიფიქროთ არარსებობაზე, ვინაიდან ვარსებობთ. ამან დასაბამი მისცა ეგზისტენციალურ აღშფოთებას, რადგან ჩვენ ერთდროულად ვდგავართ და ვცდილობთ  გავცეთ პასუხი სიკვდილის, ღმერთისა და შემდგომი სიცოცხლის გარკვეულ 'საბოლოო კითხვებს’’, მაგრამ ჯერ არ შეგვიძლია, რადგან მხოლოდ სიცოცხლე, კაცობრიობა და ფიზიკურობა, ხორციელება  გვაქვს. 
 
ბიოგრაფიულად, ჰაიდეგერი გარკვეულწილად შეაფერხა ნაციზმთან ასოცირებულმა ურთიერთობამ, რამაც შესაძლოა განაპირობა მისი განზრახვა, თავი შორს დეჭირა სარტრეში და მერლო-პონტში არსებული მისი "ეგზისტენციალისტებისგან" (რომლებიც საფრანგეთის არმიაში იბრძოდნენ, საფრანგეთის წინააღმდეგ).

ajon 

ჯონ ლოკი - საკუთრების უფლებები
 
ჯონ ლოკის პოლიტიკური ფილოსოფია ცნობილია, როგორც მთავარი გავლენა აშშ-ს დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე და აგრეთვე საფრანგეთის რევოლუციაზე. მისი ნაშრომი საკუთრებაზე, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილია.


მიუხედავად ბოლოდროინდელი რევიზიონიზმის დქვემდებარებისა ლოკმა მიიღო "სამართლიანი გამოყენების" ფილოსოფია. ის ამტკიცებდა, რომ (ლიბერალურ დემოკრატიაში) ნებისმიერი ქონების ფლობა შეიძლება იმის მიხედვით, თუ როგორ აკმაყოფლებს ის შემდეგ კრიტერიუმებს:
 
1.მისი გამოყენების შესაძლებლობა მის დაზიანებამდე 
 
2.თუ ის ტოვებს ‘’კარგს და საკმარისს’’ საზოგადოების სხვა წევრებისთვის
 
3.თუ ის მიიღება საკუთარი შრომით
 
თავად ლოკმა ყველაზე მეტად ყურადღება გაამახვილა მეორე კრიტერიუმზე. მას შემდეგ, რაც ფულის გაფუჭების საკითხი მოძველდა ვალუტის გამოგონებით. დღეს მთავარი დებატები მოიცავს მესამე კრიტერიუმს. იმის გარკვევას, თუ რამდენად ჭეშმარიტი იყო ლოკი ამ ფილოსოფიის მიმართ და რა კრიტერიუმებით შეგვიძლია განვსაზღვროთ 'საკუთარი შრომა'. 

dekart 

რენე დეკარტი - კოგიტო
 
დეკარტის ცნობილი ციტატა თითქმის გახდა კლიშე: გადაჭარბებული აფორიზმი, რომელიც ასოცირდება ველურ ასოციაციაში, როგორც სიტყვა "ფილოსოფია", მაგრამ ეს სილამაზეა მისი თამამი სიმარტივით. იგი ყველაზე ხშირად ითარგმნება შემდეგნაირად: ”ვფიქრობ,  მაშასადამე ვარსებობ”. 
 
კოგიტო იყო დეკარტის "არქიმედესეული წერტილი", იგი იმედოვნებდა, რომ ეს გადაწყვეტდა მის რადიკალურ სკეპტიციზმს. დეკარტმა თავის მედიტაციებში განაცხადა, რომ ყველა ძლიერი, მანიპულირებადი დემონის მინიმალური შესაძლებლობაც კი ნიშნავს, რომ 100% -ით ვერასდროს ვიქნებით რაიმეს ნაწილი. ეს 'რეალობა' შეიძლება იყოს მხოლოდ მატრიცა, ტრუმენის შოუ ან ჰანტერ ს. ტომპსონის მოგზაურობა.
 
ამასთან, მაშინაც კი, თუ ყველაფერი სიცრუეა, რაღაც სიცრუის არსებობაც საჭიროა, ის უნდა არსებოდეს. ის ფაქტი, რომ ეჭვი გვაქვს, რომ რეალობას ვვეჭვობთ, იმის მანიშნებელია, რომ რაღაც აზროვნებს, მოქმედებს.  დემონი თავს არ იტყუებს, მაგრამ ატყუებს რაიმეს, ვინმეს-  დეკარტი ფიქრობდა, რომ ეს ვინმე იყო ‘’მე’’. 

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...

მსგავსი სტატიები

ელონ მასკის ცხოვრება, ანუ როგორ შეიძლება ადამიანი გახდეს ასეთი წარმატებული


ელონ მასკი _ ერთერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული მეწარმეა. ამ ...

სილვია პლათი


სილვია პლათი მეოცე საუკუნის გამორჩეული ფიგურაა, რომლის შემოქმედება ...

ჰონგ-კონგელი რეჟისორის, ვონგ კარ-ვაის ინტერვიუ


წყარო  მთარგმნელი: ანეტ შტრაუსი  Ikigai / იკიგაი ვონგ...

ინტერვიუ სლავოი ჟიჟეკთან


მთარგმნელი: ანეტ შტრაუსი; Ikigai / იკიგაიწყარო  1949 წელ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff