ავტორი: ანა თოფურიძე
ელისონ დიუბუა - ამერიკელი მწერალი, რომელიც ამტკიცებს, რომ მედიუმის ნიჭითაა დაჯილდოებული. მრავალი წელია, ის აშშ-ის პოლიციას ეხმარება დამნაშავეთა ამოცნობასა და დაკავებაში. სერიალ „მედიუმში“ მთავარი როლის შემსრულებელი პატრიცია არკეტი ელისონს განასახიერებს.
მედიუმს ადამიანთა ენერგიის წაკითხვის და მისი წარსულის ან მომავლის წაკითხვის ნიჭი აქვს. სერიალში ელისონი ინფორმაციას ძირითადად სიზმრებიდან იღებს, თუმცა სიზმარი მხოლოდ ერთი მდგომარეობაა. ინფორმაციის წაკითხვა შეიძლება ნებისმიერ დროს როდესაც ადამიანის ნაქონ ნივთს ეხები და კონცენტრირდები მასზე, ეს თანაყოლილი ნიჭი უამრავ ადამიანს აქვს მხოლოდ ზოგი ანვითარებს და იყენებს, ზოგი კი მალავს და ცდილობს ყურადღება არ მიაქციოს. ადამიანებს ერთმანეთთან კავშირი ფიზიკური სიახლოვის და მეტყველების გარდა სხვა ცნობეირების შრეებითაც გვაქვს. ხშირად გარდაცვლილები ახლობლებს უკავშირდებიან, ბევრჯერ გაგვიგია რომ წინა ღამეს დაესიზმრათ ან რატომღაც გაახსენდათ და დიდხანს ფიქრობდნენ მათზე, ეს ხდება რადგან ისინი ახლობლებს ძლიერი მუხტით უგზავნიან ენერგიას. ასეთი ნიჭი მემკვიდრეობითაც გადაიცემა, თუ ის ქონდა ბებიას ექნება შვილიშვილსაც, თუმცა ადამიანის არჩევანზეა, მიაქცევს თუ არა ყურადღებას თავის შეგრძნებებს.
ელისონი პირველად ექვსი წლის იყო, როდესაც ახალი დასაფლავებული დიდი ბაბუა დაინახა რომელმაც სთხოვა დედისთვის გადაეცა: „მე კარგად ვარ, ტკვილს აღარ ვგრძნობ და იცოდეს რომ მე მასთან ვარ“. ჩვიდმეტი წლის ასაკში კი ის ხმამ ის სიკვდილს გადაარჩინა. მან გაიგონა როგორ უთხრეს რომ საწოლი გადაეადგილებინა და გოგონა ასეც მოიქცა, იმავე საღამოს მის სახლს გარედან მანქანა დაეჯახა და სერიოზული ზიანი მიაყენა იმ ადგილს სადაც ელისონს წესით უნდა სძინებოდა. ელისონ დიუბუას როგორც სერიალში ისევე რეალურ ცხოვრებაში ავიაინჟინერი მეუღლე და სამი შვილი ყავს. მის უფროს გოგონას ავრორას და უმცროს სოფიასაც ასევე აქვთ მედიუმის ნიჭი.
ოპრასთან ინტერვიუში ის ყვება როგორ თანამშრომლობს პოლიციასთან. როდესაც უყურებს კრიმინალის ფოტოს და სახელს და გვარს, ელისონი წვდება მკვლელის ცნობეირებას, გრძნობს მის მოტივაციას და მისი თვალებიდან და აზროვნებიდან ხედავს როგორ მოხდება მკვლელობა. ინფორმაციის მიღების პროცესის დროს ცდილობს ემოციურად არაფერს მიუდგეს, მხოლოდ კონცეტრირდეს დანახულზე რომ სწორად მიიღოს ყველაფერი. ზოგჯერ ის ყურსასმენებს იკეთებს რომ სხვა არაფერი გაიგონოს, ის ამბობს თანდაყოლილი ნიჭისგან ვერ განთავისუფლები მაგრამ დასვენება ზოგჯერ ყველას სჭირდება.
სერიალის მთავარი გმირის მსგავსაც, ნამდვილის ელისონიც ცდილობს ადამიანების დახმრებას და ოჯახის წევრებისთვის სიმშვიდის მოტანას. გარდაცვლილთაგან ახლობელბისთვის მხიარული და ნათელი მესიჯები გადმოაქვს. ოჯახის წევრებს სთხოვენ რომ გაუშვან დარდი და ტკვილი და იზეიმონ ცხოვრება, ელისონი ამბობს რომ გარდაცვლილებს უნდათ მათი ახლობები აქ ბედნიერები ნახონ. ისინი აჩვენებენ ელისონს ცხოვრებისეულ ეპიზოდებს, როდის იყვნენ ყველაზე ბედნიერები და ყოველთვის ამბობენ რომ ახლა თავს ძალიან კარგად გღრძნობენ სიმშვიდეში. ოჯახის წევრებმა არ უნდა იფიქრონ ცუდზე.
ელისონს სამი წიგნი აქვს გამოცემული:
Secrets of the Monarch
We Are Their Heaven
Don’t Kiss Them Good-Bye
ელისონი აცნობიერებს მისი ბევრს არ სჯერა და სკეპტიკურად აღიქვამენ:
მესმის რომ ადამიანებს უჭირთ ამის დაჯერება, ჰგონიათ რომ ამას პოპულარობისთვის ვაკეთებ, თუმცა ეს მათი ნებაა. მე ვერაფერს შევცვლი. რომ იცოდეთ, იმ ადამიანთა რიცხვი, ვისაც ზებუნებრივი ნიჭი აქვს, გაცილებით მეტია, ვიდრე “უნიჭო”. ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყველა გამოცდის იმ გრძნობას, როცა ყურმილის აღებამდე გრძნობს, ვინ რეკავს. ან კიდევ ცუდი წინათგრძნობა და აფორიაქება, სანამ ახალ ამბავს შეიტყობს.
ჩაუღრმავდით თქვენს თავს, თუნდაც განსაკუთრებულად არ მიგაჩნდეთ. მიყევით ინტუიციას, გაამახვილეთ გრძნობები და ადრე თუ გვიან, აღმოაჩენთ დაფარულ ტალანტს. მთავარია საკუთარი თავის გჯეროდეთ.
- რა სურთს გარდაცვლილებს რომ ვიცოდეთ?
- მათ ინდივიდუალური ისტორიები აქვთ თუ როგორ დატოვეს სხეული და რა იყო ამის გამოწვევი, თუმცა ძირითადად ამბობენ რომ კარგად არიან, მშვიდად და თავის თავი ცხოვრების იმ წლებში წარმოუდგენიათ როდესაც ყველაზე ბედნიერები იყვნენ. ბედნიერები, ლამაზები და სიცოცხლეში სამოთხეს გრძნობდნენ. ეს ზოგისთვის ცხრამეტი წელია, ზოგის კი მეუღლესთან და ოჯახთან გატარებული არადადეგები ორმოცი წლის ასაკში. როდესაც ადამიანის ცხოვრებას თვითმკვლელობით ასრულებს, მაშინ ისინი ბედნიერებას უფრო პატარა ასაკში ხედავენ, მანამ სანამ ცხოვრების სირთულეები დაამძიმებდათ და სიცოცხლის უარყოფისკენ წავიდოდნენ.
- რას გიყვებიან სიკვდილის საზღვრის გადალახვის შემდეგ, მსგავსია მათი გამოცდილებები?
- დაუმთავრებელი საქმეები აწუხებთ ხოლმე, რაღაც ვერ მოასწრეს, რაღაც ვერ თქვეს. თუმცა უფრო მხიარულები და მსუბუქები ბრუნდებიან. ბევრს ხუმრობენ. საუკეთესო თვისებები რასაც სიცოცხლეში ატარებდნე მათ თან მიყვებიათ, უფრო ნათლად გამოვლინებული, ხოლო ცხოვრებაში შეძენილი ტკივილი, მაგალითად ომში ბრძოლის გამოცდილება ან ტრაგედიისგან დარჩენილი კვალი მათგან ქრება. ისინი თავისუფლდებიან.
- რა გვემართება სიკვდილის შემდეგ?
- სიკვდილის შემდეგ ჩვენ ვხვდებით ყველას ვინც დაგვტოვა, ვის პანაშვიდზეც ვყოფილვართ და გვიტირია და გამოვემშვიდობეთ, მათ ყველას შევხდებით. სიკვდილის შემდეგ ვაგრძელებთ სიყვარულს და ცხოვრებას სხვა ფორმით. ზოგჯერ ახლობლებს არ უნდათ ჩვენი დატოვება და ისინი რჩებიან ჩვენს დამხმარეებად და მფარველებად. განსაკუთრებით ბავშვები, ბავშვებს უნდათ მშობლებთან იყონ. მათ ჩვენ ვუყვარვართ.
- რა ხდება როდესაც გარდაცვალების მომენტში ახლობელი გვერდით არაა?
- ამას მიზეზი აქვს ხოლმე, შემთხვევით არ ხდება რომ ზოგჯერ ოჯახის წევრი გვერდით არაა. ეს ძალიან დიდ ტრამვას მიაყენებს ახლობელს და სჯობს რომ შორს იყო. გარდაცვალების შემდეგ არ უნდათ სულებს რომ ხედავდნენ მათი წასვლის გამო როგორ იტანჯებიან მათი საყვარელი ადამიანები. ამიტომ ეს ასეც უნდა მოხდეს, არ უნდა დაიდანაშაულოთ თავი და იდარდოთ იამზე რომ გვერდით არ იყავით.
- ხდება ისეც რომ სულები მედიუმის გარეშე, პირდაპირ ეკონტაქტებიან თავის საყვარელ ადამიანებს?
- დიახ, ესეც ხდებახოლმე და მე მირჩევნია ასე იყოს. ზოგჯერ იღვძებს ადამიანი და ამბობს რომ ეს მხოლოდ დაესიზმრა და ამით არ იღებენ რეალობას. ზოგჯერ ისინი თავის ფანტაზიას მიაწერენ ნიშნებს, თუმცა მეტად უნდა ენდოთ ინტუიციას. რადგან ახლობლები არ გვტოვებენ, მუდამ ახლოს არიან.
„იპოვო შენი ნიჭი ეს ადამიანის მისიის ნაწილია რომ გავხდეთ განსხივოსნებული ადამიანები“
„სიკვდილი სასაცილოა, რადგან მას მოაქვს საუკეთესო და ყველაზე უარესი რაც ადამიანში იყო. სიკვდილი დამაბრმავებლად ნათელს ჰფენს ყველაფერს.“
„ადამიანები ვინც ცხოვრება თვითმკვლელობით დაასრულეს არ მიდიან ჯოჯოხეთში, მე ვესაუბრე მათ ვინც მეორე მხარეს არიან და ისინი ოჯახის წევრებთან კარგად გრძნობენ თავს“.