ჩვენი ოცნებები ზოგჯერ საშიშები არიან? იცოდით , რომ პრობლემები ჩვენი სურვილების ასრულებაა?

Admin
აზრები
0
0

ავტორი: ლევან ჩახაია დედისერთა ვიყავი , დედა ზედმეტად მიფრთხილდებოდა, ამიტომაც ხშირად ვერ ვთამაშ...

shutterstock 357969482ავტორი: ლევან ჩახაია

დედისერთა ვიყავი , დედა ზედმეტად მიფრთხილდებოდა, ამიტომაც ხშირად ვერ ვთამაშობდი სხვა ბავშვებთან. მე ვოცნებობდი ბევრ ბავშვთან დიდხანს ყოფნაზე 14 წლის ასაკში ბავშვთა სახლში მოვხვდი. 150 ბავშვთან ერთად ვცხოვრობდი.
ვითხოვე და მომეცა!
დამოუკიდებლობა მინდოდა. ვიღლებოდი უფროსები, რომ ერეოდნენ ჩემს ცხოვრებაში. 14 წლიდან სახლიდან წამოვედი. და მას მერე ვეღარ დავბრუნდი.
ვითხოვე და მომეცა!
მინდოდა ძლიერი ვყოფილიყავი და დიდი გამოცდილება დამეგროვებინა. ამიტომაც სამყარომ ეს თხოვნაც შემისრულა და უამრავი ფათერაკი შემახვედრა ცხოვრებაში. ბევრი სახის მოვლენას შევეჯახე. ზოგჯერ იყო მტკივნეული. ზოგჯერ ძალიან ტკბილი. მაგრამ დიდი გამოცდილება გროვდება.
ვითხოვე და მომეცა

მინდოდა მესწავლა ტკბობა იმით, რაც მაქვს. მინდოდა ,მადლიერება მესწავლა და არ ვიცოდი, რომ ამ უნარის გამოსამუშავებლად ბევრი რამ უნდა დაკარგო. ამიტომაც ღმერთმა ეს თხოვნაც შემისრულა და დანაკარგები განმაცდევინა.შემდეგ ვისწავლე, რომ სანამ მაქვს უნდა გავუფრთხილდე და დავტკბე. დღემდე ვცდილობ არ გამომრჩეს რამე დაუფასებელი. ტანსაცმელსაც კი ვუხდი ხოლმე მადლობას, რომ მემსახურა.
ვითხოვე და მომეცა.

მსურდა რომ ადამიანებზე დამოკიდებულებებს გადავჩვეოდი. მიჯაჭვულობები გადამელახა საკუთარ თავში. ოჯახთან, მეგობრებთან. სამყარომ ძალიან ბევრი დანაკარგი განმაცდევინა სანამ ერთ დღეს არ გავიაზრე, რომ ადამიანები, რომლებიც მოდიან აუცილებლად წავლენ. მოსვლაც ბედნიერია და წასვლაც. უნდა შემძლებოდა მათი მადლიერებით მიღება და მადლიერებით გაშვებაც ისე, რომ სიცარიელე არ დაეტოვებინათ ჩემს ცხოვრებაში, რადგან სიცარიელე არ არსებობს . არსებობს ყოფა საჭირო დროში განსაზღვრულ ადგილას. წასვლა ეს ის მოვლენაა, როცა იქ უკვე აღარ არის შენი ადგილი. შესაბამისად სიცარიელე ილუზიაა. და მე ვფიქრობ მეტად ვკონცენტრირდი საკუთარ თავზე რათა არ მტკენოდა.. მაგრამ ეს უნარი, მანამ არ მოვიდა სანამ ბევრჯერ არ მეტკინა.
ვითხოვე და მომეცა.

მსურდა ჩემი თავი შემეცნო. ამიტომაც სამყარო მიგზავნიდა მოვლენებს, რომლებიც გამომავლენდნენ მე. ძალიან ტმკივნეულია ეს დღემდე. მაგრამ თვითშეცნობის პროცესი ნაყოფიერი და ხარისხიანია.
ვითხოვე და მომეცა.

გიფიქრია, რომ შენი ცხოვრება განპირობებულია შენი სურვილებით?
გიფიქრია, რომ ყოველ ნათქვამ სიტყვას დიდი ძალა აქვს და შენივე უნებლიე ემოციური ტექსტებით ქსოვ მომავალს?
იცი, რომ ვინც ხარ ეს შენი დამსახურებაა?
როცა გაბრაზებული ხარ, დიდი ენერგია იდება გამოთქმულ სიტყვებში .. ზოგჯერ იმხელა ენერგიას ვდებთ ბრაზით, რომ რთულია მშვიდ მდგომარეობაში გაცნობიერებულად გავაკეთოთ იგივე რაოდენობის ენერგიის ინვესტირება სურვილების წარმოთქმისას.
მაგ:
- ოღონდ ეს მომშორდეს არაფერი არ მინდა. -
- დავიღალე ნეტა ყველამ დამანებოს თავი.
- მინდა ყველა გაქრეს და მარტო ვიყო.
- არავის ჩემი არ ესმის.. ( აქ ნაგულისხმევია გულის ტკენის მდგომარეობა როცა ყველას ერთ ქვაბში ვხარშავთ. და იმდენად ვიჯერებთ იმას, რომ არავის არ ესმის , ყველა ადამიანი ქრება ჩვენს გარშემო ვისაც ოდესმე რამის გაგება და თანაგრძნობა შეეძლო.
იგივე ადამიანები მერე გამოდიან ტექსტებით:
- მე ის მენატრება .
- მარტოობით დავიღალე.
- როგორ ვერ ვაფასებდი მას ან მათ!
ითხოვე და მოგეცემა. და სანამ ითხოვ დაფიქრდი, რადგან ყველაფერი მოგეცემა, რასაც ითხოვ.

მსგავსი სტატიები

თეზა #4


ავტორი: მამუკა გურული "ნუ განიკითხავ და არ განიკითხები" მინდა ა...

ფილოსოფიური ტრაქტატი: ფესვები.


ავტორი:გიორგი მინჯია მე ვარ ხე-ამოზრდილი დედამიწის გულიდან და მტ...

სისტემა


ავტორი: ოლეგ ბოკაჩოვი მთარგმნელი: მამუკა გურული სისტემა – ესაა ...

სპეცისიზმი


ავტორი: ლუკა ბაკურაძე სპეცისიზმი - ადამიანთა რწმენა,რომლის მიხედ...

სამყაროს ჰიპოთეზა


ავტორი: იოანე შენგელია ნებისმიერი სისტემის უკან დგას ამ სისტემის...

პრობლემა თუ გამოწვევა


ავტორი: სალომე ჯოჯუა ფოტოს ავტორი: ვანო ხარაშვილი ნახევარი საათ...

ბედნიერების დევნაში დაშვებული შეცდომები


ბედნიერება არ არის მიღწევადი წრფივი მოვლენა, არც მუდმივობით გამოირჩ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff