პროტესტი ანუ "ჰუკის კანონი"?

Admin
აზრები
0
0

  ავტორი: იოანე შენგელია   ალბათ, სკოლის ფიზიკის კურსიდან ყველას გვახსოვს ჰუკის კანო...

 
ce9bf1feff96cbad57e7a6478bf59d6fავტორი: იოანე შენგელია
 
ალბათ, სკოლის ფიზიკის კურსიდან ყველას გვახსოვს ჰუკის კანონი - სხეულის დეფორმაციის შედეგად სხეულში აღიძვრება მაწონასწორებელი ძალა, ეგრეთ წოდებული - დრეკადობის ძალა, რომელიც ცდილობს დაუბრუნოს სხეულს თავდაპირველი მდგომარეობა, რაც შეესაბამება წონასწორობას.
 
ამ კანონის უფრო განზოგადოებული ფორმა ასეთი იქნება: ფიზიკურ სისტემაში ნებისმიერი წონასწორობის დარღვევის შემთხვევა აღძრავს მაწონასწორებელ ძალებს, რომლებიც ცდილობენ სისტემა დააბრუნონ წონასწორობის მდგომარეობაში.
 
გარდა ამისა, აქ უნდა გათვალისწინებულ იქმნას, სისტემის რომელი მახასიათებელი პარამეტრებისთვის მოხდა წონასწორობის დარღვევა, რა გავლენას ახდენს ეს მის სხვა პარამეტრებზე, არის თუ არა ეს წონასწორობის დარღვევა დამოკიდებული სივრცის გეომეტრიაზე, კუთხეებზე, ან ფიზიკურ სიდიდეებზე, ტემპერატურაზე, და ა.შ.
 
მოკლედ, ეს ყველაფერი უკვე დეტალებია, რომლებსაც სპეციალისტები იკვლევენ და კონკრეტულ ამოცანებს ხსნიან მათემატიკური აპარატით.. მაგრამ, ჩვენი მიზანი სულაც არ არის რთული ამოცანების მოდელირების გაკეთება, არამედ მე მსურს ამ განზოგადებული კანონის "მორგება" ფსიქოლოგიურ პროცესებზე.
 
კერძოდ კი, წარმოიდგინეთ, რომ ადამიანი (ან ხალხი) გამოიყვანეს ფსიქოლოგიური წონასწორობის მდგომარეობიდან. მაშინ, მასში აღიძვრება "დრეკადობის ძალა", რაც ცდილობს დააბრუნოს ის საწყის მდგომარეობაში. წონასწორობის მდგომარეობა შეესაბამება მინიმალურ პოტენციალს, და პოტენციალის ზრდის ყოველი მცდელობა, ანუ წონასწორობიდან გამოყვანა, საბოლოოდ იწვევს უკან დაბრუნებას, ანუ მინიმალური პოტენციალისკენ.
 
მაგალითად, ზამბარა გაჭიმეთ, ესეიგი წონასწორობიდან გამოიყვანეთ. ამით, ავტომატურად მასში აღძარით დაძაბულობა, ის კი ცდილობს ჰარმონიაში დაბრუნებას. ამიტოამაც, თუ თქვენ ხელს გაუშვებთ გაჭიმულ ზამბარას, მაშინ თქვენი გაჭიმვის საპირისპირო მიმართულებით დაიწყებს მოძრაობას. მაგრამ, ინერციის გამო გააგრძელებს მოძრაობას და მეორე უკიდურესობაში გადავა, შემდგომ ისევ თქვენკენ წამოვა, და ა.შ.
 
თანდათან გადახრის სიდიდე შემცირდება, და ეს გაგრძელდება მანამ, სანამ გადახრის სიდიდე "0" არ გახდება, ანუ სრულიად არ დაუბრუნდება წონასწორობას ზამბარა. იგივე ხდება ქანქარის შემთხვევაში: ძაფზე ჩამოკიდებულ ბურთს გადახრით ერთ მხარეს, ანუ მიანიჭებთ პოტენციალს, ის კი ისწრაფვის მინიმალური პოტენციალისკენ (სიმძიმის ძალის გავლენით, პოტენციალი ქვემოთ მცირდება). ამიტომაც, ის იწყებს წონასწორობისკენ მოძრაობას, მაგრამ ინერციის გამო ისევ გადაიხრება საპირისპირო მხარეს, და იქანავებს მანამ, სანამ ბოლო-ბოლო არ გაჩერდება ისევ წონასწორობაში, ანუ მინიმალური პოტენციალის მდგომარეობაში.
 
პოტენციალურ ველებთან და ძალებთან დაკავშირებით მექანიკაში იხილეთ ეს სტატია.
 
დავუბრუნდეთ ადამიანებს შემთხვევას:
 
რას ნიშნავს ფსიქოლოგიური წონასწორობა? ეს შეიძლება იყოს ნეიტრალური დამოკიდებულება რაიმე საკითხის მიმართ. როდესაც ადამიანს ბავშვობიდან უნერგავენ გარკვეულ წარმოდგენებს რაიმე საკითხის მიმართ, ეს ავტომატურად ქმნის პოტენციალს, ანუ წონასწორობის დარღვევას ამ საკითხისადმი. სანამ "ხელში უჭირავს" ადამიანის ეს წარმოდგენა რაიმე სისტემას, მანამ ის იმყოფება პოტენციალში.
 
როგორც კი ადამიანი გათავისუფლდება ამ სისტემის ტყვეობისგან, მაშინ პოტენციალი ავტომატურად აღძრავს მაწონასწორებელ ძალას, ანუ ადამიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობა მიისწრაფვის წონასწორობისკენ. მაგრამ, როგორც აღვნიშნეთ, წონასწორობაში დაბრუნება არ ხდება მომენტალურად. აუცილებელი ეტაპია მეორე უკიდურესობა, რომელიც, ასე ვთქვათ, "აბათილებს" პირველ უკიდურესობას. ასე "ხტუნვა-ხტუნვით" საბოლოოდ ადამიანი მიდის წონასწორობამდე, ანუ საკითხისადმი ნეიტრალურ დამოკიდებულებამდე.
 
მაწონასწორებელი ძალა არის ალბათ ის მოვლენა, რასაც პროტესტს უწოდებენ ფსიქოლოგიაში. სწორედ პოტენციალი ქმნის პროტესტს (აღძრავს მაწონასწორებელ ძალას) და თავდაპირველად მეორე უკიდურესობისკენ გადახრის, და "აქეთ-იქით" ახტუნავებს, ყოველ მომდევნო ჯერზე უფრო მცირე "გადახრებით", სანამ საბოლოოდ ნეიტრალურ მდგომარეობამდე არ მიიყვანს.
 
მაგრამ, თუ ჩვეულებრივი ფიზიკური ზამბარისთვის და საქანელისთვის გაწონასწორების პროცესი გრძელდება რამდენიმე წამიდან რამდენიმე წუთამდე, ადამიანის და მითუმეტეს ადამიანების ჯგუფის შემთხვევაში, ეს გაცილებით დიდი ხანი გრძელდება (რადგან, რაც უფრო რთულია სისტემა, მით უფრო ხანგრძლივია პროცესები მასში).
 
მაგალითები ცხადია: დღესდღეობით მრავალი ადამიანი წუხს იმასთან დაკავშირებით, რომ ლიბერალების ყურადღება მიმართულია უფრო მეტად ჰომოსექსუალებზე, რელიგიურ უმცირესობებზე, ფერადკანიანებზე, ქალთა უფლებებზე, და ა.შ. (კიდევ მრავალ სფეროში რევოლუციები) რატომ? ჩნდება შეკითხვა: თუ ლიბერალების ფუნქციაა ყველაფრის გაწონასწორება, რატომ არის მათი ყურადღება მიმართული უფრო მეტად კონკრეტული მხარისკენ?
 
ამ შეკითხვას მრავალი ადამიანი სვამს, თუმცა ცოტაოდენი თუ ფიქრდება იმაზე, რომ ეს ფიზიკური ზამბარის და ქანქარის ანალოგიურია.. საუკუნეების განმავლობაში წონასწორობა დარღვეული იყო, და ნურავის გაუკვირდება ახლა, რომ ლიბერალების პროტესტმა წონასწორობა მეორე მხარეს დაარღვია, რამაც უნდა "გააბათილოს" საუკუნეების განმავლობაში გაჩენილი "უსამართლობა".
 
ამიტომაც, ქალი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მამაკაცი. ფერადკანიანი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თეთრკანიანი. ჰომოსექსუალი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჰეტეროსექსუალი. და ა.შ. რადგან, საუკუნეების განმავლობაში პირიქით იყო ყველაფერი. მათ უნდათ თავისუფლება, მაგრამ ამ სურვილის დემონსტრაციას ახდენენ, რადგან ჯერ ის არ მოუპოვებიათ.
 
equality 1
 
არ იფიქროთ, რომ დღევანდელი ლიბერალები, რომლებიც ასე ფიქრობენ, წარმოადგენენ მაღალი ცნობიერების და წონასწორული მდგომარეობის ეტალონს. ცხადია, ასე არ არის. ზემო აბზაცში ვიხმარე სიტყვა "მნიშვნელოვანია", რადგან ეს არის ქანქარის მეორე უკიდურესობა, რომელიც ასევე პოტენციალს ქმნის, ანუ მნიშვნელოვნებაა. ეს მხოლოდ გაწონასწორების პროცესია, და ჯერ არ დამდგარა საყოველთაო წონასწორობა. ამისკენ მიდის ყველაფერი, და ამისთვის აღიძრა ეს პროტესტი, მაგრამ ჯერ ადრეა წონასწორობა.
 
ადამიანები, რომლებიც წუხან იმაზე, რომ დღევანდელი ლიბერალების უმეტესობა (ყველაზე არ არის საუბარი) ყურადღებას ამახვილებს ამ მხარეზე, წარმოადგენს ქანქარის მორიგ გადახრას, რომელმაც უნდა გააწონასწოროს დღევანდელი ლიბერალების მიერ შექმნილი უკიდურესობა. და ა.შ.
 
როგორც ცნობილია, ყოველ მომდევნო ჯერზე გადახრის "ამპლიდუტა" უფრო მცირეა, ვიდრე წინა ჯერზე. და ეს შემცირების პროცესი გრძელდება მანამ, სანამ სრულიად არ გადავა წონასწორობის მდგომარეობაში სისტემა. ამიტომაც, კაცობრიობაც ახლა ამ პროცესშია ჩართული და ადრე თუ გვიან მივაღწევთ წონასწორობას, როცა არ იქნება მნიშვნელოვანი არც ცალკე ქალის, არც ცალკე კაცის უფლებები, არც ცალკე ფერადკანიანის, და არც ცალკე თეთრკანიანის უფლებები, და ა.შ.
 
ჯერ კიდევ არ დამდგარა "ნეიტრალური ეპოქა", მაგრამ პროტესტი უკვე აღძრულია (მაწონასწორებელი ძალა), და ყველაფერი დროის საკითხია. ამრიგად, რევოლუცია რაიმე სფეროში შეგვიძლია განვმარტოთ, როგორც მაწონასწორებელი ძალის მოქმედება, რომელიც დროთა განმავლობაში ყველაფერს დაიყვანს მინიმალური პოტენციალის მდგოამრეობაში.
 
ეს ეხება ყოველ ცალკეულ ადამიანსაც, თავისი შინაგანი რევოლუციებით, და ადამიანთა ჯგუფებსაც, რომელსაც ცალკეულ ადამიანთა ერთობა ქმნის. ყოველი ახალგაზრდის პროტესტი წარმოადგენს წონასწორობის მცდელობას. თუმცა, ხანდახან პროტესტი ისე ითრევს ადამიანს, რომ ის წონასწორობაში ვეღარ გადადის (ანუ სიცოცხლის ბოლომდე ასე რჩება), და რჩება მეორე უკიდურესობაში.
 
რა იწვევს პროტესტს, ანუ რა აღძრავს მაწონასწორებელ ძალებს? ჩვეულებრივ, ეს ხდება ხოლმე ინფორმაციის საშუალებით. ადრეულ საუკუნეებში ადამიანები ვერ ასწრებდნენ პროტესტის მდგომარეობაში გადასვლას სიცოცხლის ბოლომდე. ახლა კი, 15 წლის მოზარდმა იმაზე მეტი იცის, ვიდრე მე-18 საუკუნის სწავლულმა. ამიტომაც, მასში უფრო სწრაფად და ხშირად ხდება პროტესტები და წონასწორობისკენ სწრაფვა. ზოგიერთი ადამიანი ამ ცხოვრებაშივე აღწევს შინაგანი წონასწორობის მიღწევას.
 
საბოლოოდ, ეს ინფორმაციული ეპოქა მიგვიყვანს საყოველთაო თანასწორობამდე და ადამიანების უფლებების პატივისცემამდე. ადამიანის უფლებების საუკეთესო განმარტებამდე. მაგრამ, როგორც გითხარით, სანამ ეს მოხდება, მანამ ქანქარა გადაიხრება ხან იქით, ხან აქეთ, და მოხდება დაპირისპირებები. მაგრამ, ეს მხოლოდ გაწონასწორების პროცესის თანმდევი შუაგული პროცესებია, რომელთა გარეშეც წონასწორობა არ დამყარდება. ყველაფერი იმის ბრალია, რომ ადრე "ვიღაცამ" ქანქარა გამოიყვანა წონასწორობიდან, მაგრამ როდესაც ის კვლავ წონასწორობაში დაბრუნდება, ეს უკვე იქნება გაცნობიერებული დაბრუნება წონასწორობაში, უკვე გაცნობიერებული თანასწორობა, და არა მექანიკური წონასწორობა. გაცნობიერებული, რაგდან ეს მოხდება რევოლუციების და მასშტაბური დაპირისპირებების გავლის შედეგად, კაცობრიობა დიად გამოცდილებას შეიძენს და ისე დაუბრუნდება წონასწორობას და ნეიტრალურ ბუნებრივობას.
 
ახლა კი ორიოდ სიტყვა მსურს ვთქვა ტრანსერფინგზე, კერძოდ კი - წონასწორობაზე. ვინც ინცობთ ამ ქვეთავებს, უკვე შეამჩნევდით, რომ აქაც იგივე პროცესი ხდება: მნიშვნელოვნება წარმოქმნის პოტენციალს ვარიანტთა სივრცეში, რაც აღძრავს მაწონასწორებელ ძალებს ვარიანტთა სივრცეში, და ა.შ. დანარჩენი კი იცით..
 
შენიშვნა: რაკიღა ტრანსერფინგი ვახსენე, აუცილებლად უნდა ვახსენო ტრანსერფინგისეული "ქანქარა", რომელიც სულაც არ შეესაბამება ჩემს მიერ ნახსენებ ქანქარას, რომელიც წონასწორობის მაგალითისთვის ვახსენე, თუნდაც ტრანსერფინგში ნახსენები წონასწორობის აღწერისთვის. არამედ, ტრანსერფინგისეული ქანქარა არსობრივად სხვა რამეს გამოხატავს (ეგრეგორს), რომელსაც ასევე აქვს ქანქარასთვის დამახასიათებელი თვისებები, მხოლოდ სხვა ასპექტში (სიხშირე და ენერგია).
 
ამრიგად, სამყარო მიისწრაფვის წონასწორობისკენ, ანუ მინიმალური დაძაბულობისკენ, და ფაქტობრივად, ყველა თუ არა, უმეტესობა მაინც პროცესები ამით არის გამოწვეული.
 
გისურვებთ უმაღლესი ჰარმონიისთვის მიგეღწიათ!
 
გააზიარეთ, თუ მოგეწონათ..

მსგავსი სტატიები

ცოდნა როგორც ჭამა


ავტორი: იოანე შენგელია რა შეგვიძლია ვთქვათ საჭმლის მომნელებელ სი...

ხარ თუ არა ღმერთი?


ავტორი: მამუკა გურული მეგობრებო, მინდა ყურადღება გავამახვილო ერთ...

იდეების ჩანიშვნა


ავტორი: იოანე შენგელია თუ დაკვირვებულხართ, ჩვენი აზრების მიმდინა...

კვანტური მექანიკის მხილებული რეალობა


ავტორი: ანა თოფურიძე რეალობა ადამიანის გონებისთვის შეუცნობელი გა...

რიცხვების ძალაუფლება


 თავიანთი ფორმითაც კი რიცხვები სიცოცხლის ევოლუციის შესახებ გვიყვები...

ეზოთერიის შესახებ...


ავტორი: მამუკა გურული ეზოთერია იმ სახით, რა სახითაც ვიცნობდით, მ...

არსებობა..


ავტორი: იოანე შენგელია ძვირფასო მკითხველო, ჩემი მრავალდღიანი თუ ...

როცა გადაწყვეტილების მიღება არ შეგიძლია


ავტორი: იოანე შენგელია ერთი ამბავი მინდა მოგიყვეთ (სახელები შეცვ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff