სოლიდარობა 90-იან თაობაში დაბადებულ "დაჩმორებულ", "დასაჩმორებელ" და "ქალაჩუნა" ბიჭებს

Admin
აზრები
5
1

ავტორი: ნინო დიდებაშვილი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პოსტი, სადაც ვისაუბრებ ყველაზე მტკივნეულ...

mozardi copyავტორი: ნინო დიდებაშვილი

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პოსტი, სადაც ვისაუბრებ ყველაზე მტკივნეულ თემებზე, რამაც გავლენა იქონია, ჩემი აზრით, ქართულ საზოგადოებაზე: 

- "ქურდული" სამყაროს არაჯანსაღი გავლენები;

მისი წარმოშობის მიზეზები, მისი შედეგები - ჩვენს საზოგადოებაზე;

სექსუალური იდენტობის და ორიენტაციის საკითხები.

დავიბადე პირველ სამშობიაროში - ნახალოვკაში, ვარ "ნახალოვკელი" , შესაბამისად მიუხედავად იმისა რომ გოგო ვარ, ქურდულმა მენტალიტეტმა მეც დამაზარალა. და გარდა ამისა, კარგად ვიცნობ მსგავს "კაიბიჭის" ტიპაჟებს და შესაბამისად, ამ კუთხით ტრამვებზე და კომპლექსებზე მუშაობა წლები დამჭირდა. მინდა ვისაუბრო ამ ყველაფრის არაჯანსაღობაზე და მიზეზებზე, განსაკუთრებით ბიჭის ფსიქოლოგიური ჩამოყალიბების კუთხით.

იმ პერიოდის მენტალიტეტი, რაც გავრცელებული იყო საზოგადოებაში გახდა ძალიან ბევრი "ნორმალური" ადამიანის დათრგუნვის და ძალით დაავადმყოფების მიზეზი. "კაცობად" მოგეხსენებათ რა ითვლებოდა - მუშტების ქნევა, ვიღაცის დაჩმორება - "არაკაცობად" კი - ფიზიკური სისუსტე, ის რომ არავის ცემა არ გინდა, არ ხარ აგრესიული , არავის დაჩმორება არ გინდა, არავისთვის ფულის წართმევა და პანჩურის ამორტყმა. ეს კუნთმაგარი ტიპები , რომლებსაც კუნთების მეტი არაფერი არ ჰქონდათ (ან ტიპები , რომლებიც ვიღაც "ვზროსლებთან" ნაცნობობით ბლატაობდნენ "მე და ამას ვინ მოგვერევა" პოლიტიკით და მათ გარეშე მარტოები - შიშისგან იფსავდნენ) ძალადობრივ პოლიტიკას აწარმოებდნენ - მათთვის ჩმორ , ქალაჩუნა და ჩემი გადასახედიდან და დღევანდელი გადასახედიდან - ნორმალურ, ჯანმრთელ ადამიანებზე - და რაც მთავარია ჭკვიან ბიჭებზე! სრულიად გაუნათლებელი , უინტელექტო, ცხოველურ ინსტიქტებს რომ ვერ ცდებოდნენ , მსგავსი ადამიანები - თრგუნავდნენ - ბიჭებს, რომლებიც იყვნენ ჩუმები, წყნარები, მშვიდობისმოყვარეები, ჭკვიანები, აინტერესებდათ ხელოვნება, მუსიკა, თანასწორად თვლიდნენ ყველა ადამიანს - და რაც მთავარია! - გარეგნულად ლამაზ ბიჭებზე, ბიჭებზე, როლებიც გოგოებთან კარგად ურთიერთობდნენ (გოგოს რას ჩამოუჯექი და ელაპარაკები ფრაზები ძმაკაცების მიმართ ნათქვამი რამდენს მოგისმენიათ?) და მათი სიმპატიის ობიექტები იყვნენ. ნუ ეს ფაქტი თქვენთვის არავისთვის არაა ახალი, მაგრამ ახლა მე ვიტყვი ამას რატომ აკეთებდნენ და საერთოდ რა , რატომ, როგორ.

იმ პერიოდში მშობლების თაობის უმეტესობა, მამები - იყვნენ ძალიან ცუდ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში, ძალიან ბევრი აფხაზეთის ომ-გამოვლილი, ძალიან ბევრი არარეალიზებული - რადგანაც ქვეყანა თავზე დაენგრათ - გალოთებულ , განარკომანებულები - ქალებისგან დათრგუნული ფსიქოლოგიურ დონეზე, რადგან ქალებმა - მატერიალური კუთხით 90-იანებში უფრო მეტად იმარჯვეს, ვიდრე მამაკაცებმა, ძალიან ბევრ ოჯახში ქალი მუშაობდა და კაცი სახლში იჯდა - შესაბამისად, ეს კაცები ჩამოყალიბდნენ ფსიქოლოგიურ ავადმყოფებად - იმის გამო, რომ თავის მამაკაცური როლი ვერ შეასრულეს (რომელიც საზოგადოებამ მიაწება, თორემ ოჯახის "რჩენა" ორივეს მოვალეობაა თუ გაინტერესებთ) გაუჩნდათ აგრესია ცოლებზე (ეს ქალებიც თავისებურად ძალადობდნენ თავიანთი ჭორაობით ქმრებზე - უმუშევრებზე, უნიათოებზე - საზოგადოება მათ არაკაცებად თვლიდა და ქალებიც ფიქრობდნენ რომ "სხვა გზა არ იყო", თორემ კაცს უნდა "შემოეტანა" ,"ბავშვებს მშიერს ხომ არ დახოცავს აბა" და საერთოდ არ ფიქრობდნენ თავიანთ დამოუკიდებლობაზე - თითო ოროლას გარდა ალბათ - და ეს მუშაობა ვალდებულებად მიაჩნდათ და თავს ტანჯულად და "ვის ხელში ჩავარდნილებად" თვლიდნენ და თავიანთ ქმრებს მუდმივად ახსენებდნენ მათ "არაკაცობას" - ცალი მხარე არასოდესაა დამნაშავე - ამიტომაც ქალებმა დიდი წილი შეიტანეს მსგავსი მახინჯი ცნობიერების ჩამოყალიბებაში.

ბევრი ქალი თვლიდა, რომ კაცია და დალევს, კაცია და სადღაც გაივლის და ვინ იცის რომ არ დაელიათ, ვინმე არ ეცემათ , არ ებლატავათ, არ ეგინებინათ , ქალებში არ ევლოთ არც ჩაეთვალათ მამაკაცობა და თვითონ ეძახათ თავიანთი მშვიდობისმოყვარე ქმრებისთვის - ჩმორი და არაკაცი, შესაბამისად, ძალიან ბევრ ოჯახში ხდებოდა ფიზიკური ძალადობა, სამსახურიდან მოსულ ცოლს ბევრი "უბრახუნებდა", იმიტომ, რომ "ქალი თუ მუშაობს ბოზია", გარდა ამისა, ზოგიერთის ცოლი საერთოდ საზღვარგარეთ წავიდა და ამიტომაც ამით ძალიან ჩაეთრგუნათ კაცური საწყისი - მაგ თაობის კაცებმა დაიწყეს - კაცობის მტკიცება! ეგ კი რა არის იცით? დ კატა არ დაიწყებს იმის მტკიცებას კატა ვარო, თუ თავის კატობაში ეჭვი არ შეეპარა.

ადამიანი, ზოგადად, რასაც ამტკიცებ, იმის ნაკლებობას თვითონ განიცდი და გინდა სხვების დაჯერებით შენს თავსაც დააჯერო რომ ეს რაღაც გაქვს - ამ შემთხვევაში კი კაცობა! ამას დაემატა ეს ავად სახსენებელი ქურდული მორალი - კაცობის ხოტბა და გაიდეალურება , კაცის რაღაც ჰეროიკულ ტიპაჟად წარმოდგენა, სხვადასხვა ჯელტმენურ - გმირული ისტორიები "ნამდვილ კაცურ კაცებზე", ამ "ქურდული" გაგების უკან კი... :))))))) (ბევრმა ვისაც მსგავსი მენტალიტეტი აქვს , თუ ფეხზეა დაჯდეს - იმიტომ რომ თქვენი ქვეცნობიერი უნდა გამოვაჭენო ახლა) ჰოდაა , მის უკან იმალება - ქვეცნობიერ დონეზე ლტოლვა საკუთარი სქესის მიმართ, ე.წ. კაიბიჭობის , კაცობის განდიდება - არის - ქვეცნობიერ დონეზე შეფარული ჰომოსექსუალიზმი, თანაც დამახინჯებული სახით. (ვიტყვი იმას, რომ ეს ყველაფერი არ ნიშნავს რომ ყველა ვინც მსგავს სამყაროში იყო "გეია" რადგან დავაკვირდი ყველაფერს აქ პირდაპირი მნიშვნელობით იგებენ, მანდაც იქნებოდნენ გამონაკლისები , კარგი ადამიანები, რომლებიც ,უბრალოდ იდეოლოგიის მსხვერპლები გახდნენ და მაგ გამოხატვით - ადამიანურობის გზას ადგნენ თავის ჭკუაში, თუმცა თითო ოროლა იქნებოდა ალბათ ასეთი).

ახლა ჩემს კიდევ ერთ ზოგად დაკვირვებას მოგახსენებთ. ჩემი აზრით, "კაიბიჭობა" გამოძახილია ქალთა გათავისუფლების - პატრიარქატის მოშლის. ქვეცნობიერ დონეზე , როცა ქალი თავისუფალი გახდა - მამაკაცს გაუჩნდა შიში დაეკარგა მართვის სადავეები, ამიტომ წავიდა ქვეცნობიერ დონეზე ომი. ზუსტად ამის გამოძახილია "კაიბიჭობა" - ქურდული მენტალიტეტი - დაუკვირდით თუ ამაში სიმართლის მარცვალი არაა ! შავი სამყარო - სადაც "ქალს სიტყვა არ ეთქმის" , "კაცმა თავის და, შეყვარებული თვითონ უნდა გააჩუმოს და ასწავლოს", თუ "შენი და ტლიკინებს შენ გაილახები, ვერ ასწავლე", "ქალის ჭკუაზე თუ გაიარე ქალაჩუნა ხარ და გცემენ" , "შენ რა გოგოებთან მეგობრობ", "რა ქალივით ტირი", "რა ქალივით გაცვია", "ეგ რა ვარდისფერი შარვალი გაცვია, ბარემ - კაბა ჩაიცვი", "კაბიანო", გავაგრძელოთ ჩამოთვლა? თუ თვითონვე ხვდებით , რამდენად დიდი აგრესიაა ჩადებული ამ მენტალიტეტში ქალის სქესის მიმართ? ...

მოკლედ, ეს მენტალიტეტი აშკარა გამოხატულებაა "კაცის განდიდების" და "ქალის დაკნინების". ჩემი აზრით, ქვეცნობიერ დონეზე ზოგადად - მამაკაცმა - იმისთვის რომ არ უნდოდა თანასწორობა და ეშინოდა "ქალი თავზე არ დაჯდომობა", მოიგონა მსგავსი სფერო - სადაც ქალი - მონის უფლებების მქონეა. კონსტიტუციით მინიჭებული უფლებები ქალს "ქურდულმა გაგებამ" ჩამოართვა. სიტყვის თავისუფლება ქალის - ტლიკინად შეიფუთა. გაიხსენეთ რამდენ ბიჭს უთქვამს გოგოებო თქვენთვის ქალი რომ არ იყო გცემდიო? და რა ქალი რომ ვიყავი? შენ რომ ქალის ცემა გინდოდა და უკვე ქვეცნობიერ დონეზე შენს კაცობაში გადახრა გქონდა იცი? თუ არ იცი ახლა გაიგე და თუ არ "მცემე" - ფსიქოლოგიურ დონეზე "მცემე" - ამიტომაც შენს "კაცობას" რაც დამართე მაგით მიხვდი ახლა :).

მთავარი, რაც სქესობრივ იდენტობას აყალიბებს: არის ბიჭი - არის ლტოლვა საპირისპირო სქესისადმი . როგორ ექცევა ბავშვი - ბიჭი - გოგოებს, როგორ გამოხატავს სიყვარულს - სიმპატიას, თავის კაცურობა კი არ უნდა აღაფრთოვანებდეს - ქალისკენ უნდა ჰქონდეს ლტოლვა და ქალი აღაფრთოვანებდეს. ეს არის მამაკაცური ენერგიის ბუნებრივი - გამოვლინება. თუ ბიჭი აგრესიულია გოგოებისადმი, ქალის მიმართ უჩნდება აგრესიის, ძალადობის სურვილი - მას პრობლემა აქვს ორიენტაციაშიც და იდენტობაშიც. ზოგადად აგრესია - რომ ავადობის გამოხატულებაა ალბათ ამაზე ყველანი ვთანხმდებით. ამიტომ ძალიან ბევრი ბიჭი ვერც ამხელდა ვინმე თუ უყვარდა ძმაკაცებში - "გოგომ როგორ გაგაგიჟა, ქალმა თავი როგორ უნდა მოგაკვლევინოს, გოგოს გამო ძმაკაცს როგორ ვეჩხუბები და ა.შ.

90-იანების ბავშვების მამები (ძვირფას გამონაკლისებს არ ვეხები, დიდი მადლიერებით ვარ განწყობილი მათ მიმართ, თქვენ ძალიან ბევრი ადამიანი გადაარჩინეთ - ჩემი დაკვირვებით ეგ კაცები მაგ გაგებით "პატიოსანი"- ს სახელით იცნობოდა, ერთგვარი ნეიტრალიტეტი დ და ის კაიბიჭებიც მაგათ იმიტომ სცემდნენ პატივს, რომ ეგენი რომ არა, მათ რომ არ ემუშავათ, ეშრომათ , მერე ქურდები ვის გაქურდავდნენ?  ამიტომ ეგეც მათთვის საჭირო კატეგორია იყო), რომლებიც თვითონ თავის კაცობაში ეჭვშეტანილები - ყოველდღე ქალს, რომელსაც კონსტიტუციამ უფლებები მიანიჭა ფსიქო-ფიზიკურად თრგუნავდნენ, თავიანთ ბიჭებს უკიჟინებდნენ იგივე მომწამვლელ იდეებს . "ნუ ტირიხარ კაცი ხარ" (თითქოს კაცი ადამიანი არაა, არ განიცდის და ემოციურ დონეზე რეალურად - არანაკლებ ემოციურია ეს სქესიც და ბევრი ბიჭი მერე თუ ემოციური იყო თავის "კაცობაში" შეჰქონდა ეჭვი, თან ყველა ქალაჩუნას ეძახდა და ბევრის ჰომოსექსუალიზმს ესეც შეუწყობდა ხელს , ყოველ შემთხვევაში ემოციების გამო გაირიყა - ბიჭთა კასტიდან - ჩუმად ტიროდა და ა.შ.), "პასპორტი მანახე" (კაცის ფალოსით ტკბობა შეფარული ჰომოსექსუალიზმია, მგონი აშკარაა), ძალიან ბევრი მამა როგორ ელოდებოდა ბიჭს და ბევრი თუ გაიგებდა ქალი ორსულად იყო გოგოზე მუცელს აშლევინებდნენ (ამაზე კვლევაც არის მაგ მიზნით უამრავი აბორტი რომ გაკეთდა საქართველოში) . ჰოდა ზუსტად ამ მამის შვილები, სახლში დედის ცემას და მამის გინებას რომ უყურებდნენ, გამოდიოდნენ და ძალადობდნენ - ბიჭებზე, რომლებიც მათზე სუსტები იყვნენ ფიზიკურად და ემოციურები, ძალადობდნენ ასევე გოგოებზე , რადგანაც სახლში მამამ ქალის ცემა და დაჩმორება ასწავლა (ამიტომ იყო თუ ვინმეს ვუყვარდით გოგოები, ან თმას რომ გვწიწკნიდნენ, ან გვეიაზვებოდნენ, ან გვეუხეშებოდნენ, ხელებს გვიმტვრევდნენ, ქუჩაზე თუ მიდიოდი გზას გადაგიღობავდნენ და ტირილამდე მიყავდი არ გატარებდნენ, ქვებს გვესროდნენ, სასაცილო სახელებს გვარქმევდნენ და დაგვცინოდნენ - და თურმე ვუყვარდით ოლალალაა! კომედია).

ჰოდა სოლიდარობას ვუცხადებ ყველა იმ ბიჭს, რომელმაც მაგ დროს მაგ მახინჯი მენტალიტეტის გამო სერიოზული ფსიქოლოგიური, ან ფსიქიკური ტრამვა მიიღო. ეს იყვნენ ძირითადად მოაზროვნე ბიჭები, რომლების ცნობიერება "კუნთებში" არ იყო და ამის გამო ძალიან ბევრი გაირიყა, ძალიან ბევრს უწევდა თამაში , ესმინა "ძმაკაცების" ბოდვები, რომ ყოველ დღე დაჩმორების ობიექტი არ ყოფილიყო. ძალიან ბევრი მაგ სასტავშივე გარეული ბიჭისგან გამიგონია მსგავსი რამ, რომ იმათ ატყუებდა, თორემ ეგრე არ აზროვნებდა, როლს თამაშობდა და სულ სხვა ტიპი იყო მათთან, ეგეთ თემებზე იმათთან როგორ ილაპარაკებდა და ა.შ. (ასე რომ შიდა მტრები გყავდათ და თუ ახლაც ხართ - გყავთ დ ;) ) , ბევრი თქვენზე ჭკვიანი აღმოჩნდა და თქვენი უაზრო აგრესიის მსხვერპლი რომ არ გამხდარიყო პირში გეთანხმებოდნენ და თავის გუნებაში გული ერეოდათ და ეცინებოდათ თქვენს გამომპალ აზროვნებაზე.

kaibiji

ჩემს უბანში დღემდე ვისმენ ნასვამები როგორ უხსნიან ერთმანეთს სიყვარულს მსგავსი ქვეცნობიერი ჰომოსექსუალები სიყვარულს ერთმანეთს (ძმაკაცობა ჰომოსექსუალიზმიაო ახლა ბევრი იტყვის , არა ბატონო , მაგრამ ბიჭების განდიდება, ერთმანეთის სიყვარული კაცობის ვარიანტში, ქალებზე მუდმივად ზიზღით და აგრესიით საუბარი - კი ჰომოსექსუალიზმია (ჰომოსექსუალიზმში არ ვგულისხმობ მაინცდამაინც სექსის ქონას მამაკაცთან, უბრალოდ ესეთ ცნობიერებას).

იმედია კარგად ავხსენი, რატომ არაა "კაცობის მამტკიცებელი" - კაცი - კაცობის ეტალონი. რაც შეეხება "დაჩმორებულ" ბიჭებს, ეს ბიჭები ბევრად უფრო მამაკაცურები იყვნენ ვიდრე - ჯგუფ-ჯგუფად მოსიარულე "ვოლკები". და რატომ? ისინი არ განადიდებდნენ საკუთარ სქესს, საკუთარი სქესით ტკბობაში არ იყვნენ - უყვარდებოდათ გოგოები, ჯანსაღი ურთიერთობები ჰქონდათ მათთან - არ ჰქონდათ ქალურ სქესზე აგრესია და ე.წ. 'სუსტი სქესის' თავის 'ძლიერებით' დაჩმორების სურვილი. რეალურად ხდებოდა ის, რომ უმეტესად პოპულარობით გოგოებში ის ბიჭები სარგებლობდნენ "ვინც ილახებოდა" - რადგანაც გოგობს ემპათია უჩდებოდათ მათ მიმართ , "ესაყვარლებოდათ" ისინი, სხვებს ცხოველებად თვლიდნენ და ბევრჯერ ხუთი კაცი რომ ერთს გაიგდებს - გოგოები იცავდნენ მას და მის მხარეს იჭერდნენ. თანაც ისინი გოგოებს კარგად ექცეოდნენ, ელაპარაკებოდნენ, თანასწორად თვლიდნენ რადგან აზროვნებდნენ , ჭკვიანები იყვნენ - ესეც მოწონდათ, საინტერესოები, ემოციურები და გოგო "ატირებულ ბიჭზე" - მინდა გითხრათ რომ "იბნიდება" და გული გვერეოდა ამ მოძალადე მუტანტებზე (კუნთიანებს ასე ვეძახდით), რომლებიც ჩვენთვის თავის მოსაწონებლად სხვებს სცემდნენ და ეგონათ ამაზე დავეფეთებოდით, არადა ამ დროს საბოლოოდ ვიძულებდით მსგავს მონსტრებს (მოგეხსენებათ ქალი ემოციური არსებაა - ჭიანჭველა ეცოდება და დოსტოევსკიმ კიდევ ქალს რომ კაცი ეცოდება - მაშინ უყვარდებაო) , თან ვისაც ცემდნენ ლამაზები იყვნენ (სხვათაშორის ლამაზებზე გარდა იმისა რომ გოგოს ახევდნენ, იმიტომ ჰქონდათ აგრესია რომ ეგეც შეფარული სექსუალური ლტოლვა იყო დეგრადირებული სახით. რადგან ქალს ჰგავდა- ლტოლვა უჩნდებოდათ და თანაც აგრესიული სახის ლტოლვა. ისიც მოგეხსენებათ ქურდული მენტალიტეტის ხალხს , ჰომოსექსუალიზმად ის რომ მიაჩნდა მხოლოდ - ვისაც 'ხმარობენ' თორე ვინც 'ხმარობს' - ის კაცია მაინც და ამ ლამაზ ბიჭებზე სექსუალური კუთხით რა ტერმინები, რა გინებები და რა ფანტაზიები ჰქონდათ თქვენ თვითონ გაიხსენეთ) .

მოკლედ "კაიბიჭების" სამწუხაროდ გოგოების უმეტესობის სიყვარულის ობიექტები აღმოჩნდნენ - სუსტი, ლამაზი, ემოციური, ხელოვანი, საყურიანი, გრძელთმიანი, როკერი, ჭკვიანი - ბიჭები , ანუ "დაჩმორების ობიექტები". ამიტომ ამ ისედაც ჩატრამვულ , გასაცოდავებულ ბიჭებს - ნელნელა რაც უფრო იზრდებოდნენ შეექმნათ უამრავი კომპლექსი და შესძულდათ - ეს კონკურენტები.

ახლა კი - როგორ შეიცვალა სცენარი ამას ვიტყვი. რადგანაც კაიბიჭები - ქუჩობას, ცემა - ტყეპას ვერ გასცდნენ - "ჩმორები" რაც უფრო იზრდებოდნენ, რადგან უფრო ჭკვიანები და უნარიანები, ნიჭიერები იყვნენ - წამოიწიენ წინ. რეალიზდნენ - სწავლობდნენ, იშოვეს სამსახურები, ჰყავდათ შეყვარებულები - ეს საცოდავი 'ქუჩის ბიჭები' კი აღმოჩნდნენ "ცოცხების მსხვერპლი", ციხეებში გაიბნენ (სააკაშვილები და აღარ მახსოვს ძმები ვინც იყვნენ მაშინ შსს-ში - მაგ კუნთმაგარი ტიპების ჩაკომპლექსებული ხალხია, ვინებიც რომ გაიზარდნენ შური იძიეს დამჩმორებლებზე ), ნარკომანები, უსაქმურები - ყველანაირ სიკეთე მოკლებულები აღმოჩნდნენ. მოკლედ კარმა დატრიალდა. (იყვნენ იმ დროს გოგოები, იშვიათად, ვისაც ისევ მოწონდა მობლატავე ბიჭები, მაგრამ იშვიათად რადგანაც გოგოები იძულებდნენ აგრესიულ მოძალადე მამებს , შესაბამისად მათი მსგავსებიც შესძულდათ , მაგრამ ვისაც ელექტრას სერიოზული კომპლექსი ჰქონდა - მათ მოსწონდათ ეს 'კაი ბიჭები' და ახლა ეს გოგოები არიან 'ძალადობის მსხვერპლები' ქვეცნობიერი მაზოხისტები და ისინიც ნელ-ნელა დროებიდან გამომდინარე - ნელნელა გამოდიან ამ არაჯანსაღი მამაკაცის აღქმიდან და მონობიდან , ცდილობენ დამოუკიდებლობის მოპოვებას და უფრო ეცდებიან).

ნაწილმა"კაიბიჭებმა" ჭკუა იხმარეს და რა ქნეს: როგორც კი მიხვდნენ რომ "კაიბიჭობით" კაი არაფერი მიიღეს - გოგოები სხვებმა აახიეს - მსწრაფლ ჩამოიხსნეს "ქურდული" გაგების ნიღბები და დაიწყეს იმის კეთება რის გამოც ადრე სხვებს სცემდნენ (გამოდით გიცანით, გვახსოვხართ). დაიწყეს თმების გაზრდა, "ბათინკების" ჩაცმა, ოუფენიარებზე სიარული, "როკების" მოსმენა, ყურის გახვრეტა , გიტარაზე დაკვრა და 20 წლის ასაკში წიგნების კითხვა (ეს შემოვიდა მოდაში და სხვა რას იზამენ მედროვეები), სათვალეების გაკეთება - უფრო ინტელექტუალები რომ გამოჩნდნენ, ასე შემდეგ და ასე შემდეგ.  ასეთ ადამიანებს ეტყობათ კიდეც ამას იმიჯის გამო რომ აკეთებენ და ქვეცნობიერ დონეზე გამომპალ მენტალიტეტს რომ ატარებენ, რაც არუნდა კამიუ-დოსტოევსკი იკითხონ ;) ასე რომ , გოგოებო- სანამ ბიჭს მსგავსი გამოვლინებებით შეაფასებთ, დაფიქრდით ხომ არ დგას მის უკან ის "კაიბიჭი" ქვებს რომ გესროდა და ჯაჭვები რატომ გიკეთიაო საცინად გიგდებდა? გამოკითხეთ ბავშვობის ისტორიები, თან ერთ ხრიკს გასწავლით: ამ დროს ისე უნდა მოაჩვენოთ თავი, თითქოს ძალიან მოგწონთ ეს "ბლატავები" და როგორ ვერ იტანდით "აჩკარიკა" მუწუკიან განათლებულ ჩმორებს. იცოცხლე ისტორიებს მოგიყვებიან, სად რამდენჯერ იჩხუბეს და რამდენი მუშტი მოახვედრეს სულ დეტალებში ზეპირად ახსოვთ, რადგან მაგით იმაღლებდნენ თვითშეფასებას, რას არ დაიმახსოვრებდნენ?

ჰოდა მოკლედ ეს თემა, შეიძლება ვინმეს დრომოჭმული ჰგონია, სხვა თემებზეც რაც ზოგად - მასაზე დავწერე - ისეთი კომენტარები გაკეთდა, ვაიმე და რაღა დროის ეგეთებია, ვისწავლეთ, განვვითარდითო, მაგრამ მე ზოგადად ვსაუბრობ, ზოგადად კი ბევრი არაფერი შეცვლილა განსაკუთრებით ფსიქოლოგიურ დონეზე. ჩვენს ერს ამ საკითხებში, რაცაა - სექსუალური ტაბუ, "კაიბიჭობა", თანასწორობა სქესებს შორის, ქალის დამოუკიდებლობა, რელიგიური ფანატიზმი - ძალიან, ძალიან მაგრად უჭირს.

ამ თემაზე ზოგადად მინდოდა დამეწერა, მაგრამ ამასწინად უფრო მეტად მომანდომა იმ ფაქტმა რომ ასე გავიგონე რომ 'ვიღაც ვიღაცეები - ვიღაცეებს 'კაცობას' ასწავლიან :))))) თან ამ ვიღაც - ვიღაცეებზე ისეთი ისტორიები ვიცი მე პირადად (რადგანაც საკმაოდ ახლობელი ადამიანები არიან ფიზიკურ დონეზე) , რაც მათ 'კაცობაში' არათუ ეჭვის შეტანის საფუძველია , არამედ პირდაპირი - ფაქტი მათი 'არაკაცობისა' (მათ შესახებ ჰომოსექსუალური ამბები, ქალზე ძალადობები, ქალის ცემა-ტყეპის თემები) . ჯერ კიდევ ჩემს უბანში 'ბირჟას ამაგრებენ' , პატარა ბავშვებს დაიჭერენ და 'კაცობას ასწავლიან' და ვინ იცის კიდევ რას . ჯერ კიდევ ქალების ცემა-ტყეპის ხმები ისმის, ჯერ კიდევ "ქალივით" - რატომ შვრები ამას და იმას, ჯერ კიდევ ნასვამზე სიყვარულს უხსნიან ერთმანეთს - პროშნიან და კოცნიან ძმაკაცები (საერთოდ ნორმალური გგონიათ ბიჭების მუდმივად გადახლართულად სიარული, კაი გოგოსავით ერთი მეორეს ხელგადახვეული რომ დაატარებს, ბიჭები თავის ცხოვრების 20 საათს რომ ერთად ატარებენ და გოგოს გაგონება არ უნდათ, ან ის ფაქტი ხომ არ გგონიათ ნორმალური ბავშვობაში ერთმანეთის სასქესო ორგანოთი ასეთი დაინტერესებულები რომ იყავით, იმ ასაკში როცა წესით ქალის გენეტალიებით უნდა დაინტერესებულიყავით? არა ბატონო, არაა ეგ ჯანსაღი).

მე არ მინდა იმის თქმა, რომ პატარა გამოვლინება და ვსიო ადამიანი ავადმყოფია ,ან დარღვევა აქვს ან რაიმე. მინდა რომ გავაანალიზოთ ის გარემო რაშიც გავიზარდეთ, ის მენტალიტეტის გავლენა , გავაცნობიეროთ ჩვენში არსებული დესტრუქციული თვისებები - ყველაფერს დაერქვას თავის სახელი, სწორად შევისწავლოთ მახინჯი გავლენები - რამ რა განაპირობა, გამომპალი მენტალიტეტით ბევრი რამის მოწამვლა და დაბინძურება, რომ შევძლოთ საზოგადოების შექმნა სადაც - ბედნიერები ვიქნებით.

არც ისე გაიგოს ვინმემ, რომ მე ჰომოფობი ვარ და ყველა ჰომოსექსუალს ვთვლი ავადმყოფად ,რა სისულელეა - უბრალოდ მე ვსაუბრობ არაჯანსაღ სექსუალურ განვითარებაზე , იქ სადაც არის სიძულვილი მეორე სქესისადმი და სიყვარული შენი სქესის. სადაც ადამიანში არის აგრესია ,ზიზღი, სიძულვილი - მსგავსი ადამიანი არის საშინლად ცუდად, დესტრუქციაში, ჩვენ უნდა ვიმუშავოთ ჩვენს არაჯანსაღ განვითარებებზე. ჰომოსექსუალიზმი არის ძალიან რთული თემა და ამ საკითხზე ჯერ კიდევ ვფიქრობ და ვეცნობი ლიტერატურას, ამიტომაც არ მაქვს ჩამოყალიბებული აზრი. როცა მექნება მაგაზეც დავწერ. უბრალოდ როცა ჩვენი სექსუალობა, რა ორიენტაციაც არ უნდა გვქონდეს - არის აგრესიით, ზიზღით , სადიზმით ან მაზოხიზმით სავსე ჩვენ ცუდად ვართ, ეს არ არის გემოვნების საკითხი - ეს გამოხატავს ადამიანს რამდენად უყვარს საკუთარი თავი. სექსუალობა - სიყვარულის გამოხატვაა, ინსტიქტია გამრავლებისკენ - სიცოცხლისკენ ,სიამოვნებისკენ და ბედნიერებისკენ - როცა მანდ ადგილი აქვს აგრესიებს , ზიზღს , ცემა-ტყეპას - არის პრობლემა, რაზეც უნდა ვიმუშავოთ. არ ვამბობ რომ ვაი დეპრესიაში ჩავვარდეთ და ავადმყოფები ვყოფილვართ, 90იანების თაობა ისედაც საკმაოდ ტრამვირებულნი ვართ და ვერ ავცდებით ბევრ პრობლემას მსგავს საკითხებთან მიმართებაში - მაგრამ ჩემი დაკვირვებით და ფსიქოლოგიური ლიტერატურის გაცნობით, - კარგად მყოფ, ბედნიერ ადამიანს არ სიამოვნებს , როცა მასზე ძალადობენ და არც ის, როცა თვითონ ძალადობს სხვაზე. ემპათია -ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის ერთერთი მთავარი პირობაა, ადამიანებს აწვენენ ფსიქიატრიულში , რადგანაც ის ხდება აგრესორი, უშავებს სხვებს, სხვებს კი ისე ვერ დაუშავებ, თუ მათდამი ემპათიას განიცდი, თუ მათ ნივთებივით არ აღიქვამ და თუ არ გსიამოვნებს სხვისი ტკივილი. ამიტომაც თუ ჩვენში ემპათიის უნარი სუსტია, პრობლემა გვაქვს, რაზეც უნდა ვიმუშავოთ. ნუ შეგეშინდებათ ნურავის თქვენი მახინჯი გავლენების, ბავშვობის გამო, თუნდაც 'ყოფილ კაიბიჭებს' , თუ კარგად ყოფნა და ბედნიერება გვინდა ყველაფრიდან არსებობს გამოსავალი, ყველანაირი გადახრა - გადმოხრიდან. ადამიანს შეუძლია სრულიად სხვა ადამიანი გახდეს! თუ დაიწყებს თავის თავზე მუშაობას.

ჰომოსექსუალიზმზე დავამატებ იმას, რომ საქართველოში უმეტესობა, ვისაც მსგავსი სახის პრობლემები აქვს - არის გარკვეული ბავშვობის მტკივნეული გამოცდილების მქონე, საკმაოდ დიდი ტრამვების. ამიტომაც ეს გვაფიქრებინებს, რომ დიდწილად მსგავსი "გადახრა" ყალიბდება მსგავსი გამოცდილების შედეგად. ნუ ადამიანების ბიოგრაფიები ამაზე მეტყველებს. მაგრამ! შესაძლოა, ეს ყველაფერი ჩამოყალიბდეს აბსოლიტურად ჯანსაღ გარემოში და მსგავსი ინდივიდი, სულაც არ იყოს რაიმე სახის ფსიქო- ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი - ამიტომაც მსგავს ადამიანს დავარქვათ "გადახრილი" დესტრუქციაში მყოფი, იქნება ერთი დიდი სისულელე. ზოგადად სქესობრივი დაყოფა, იდენტიფიკაციები - შესაძლოა სულ სხვა რამედ იქცეს დროთა განმავლობაში, ამას ისტორია და მომავალი გადააფასებს. უბრალოდ დღეს დღეობით - სექსუალობა, რომელიც ჩამოყალიბდა ტრამვების შედეგად - ადამიანში წარმოშობს ფსიქიკურ აშლილობებს, ამიტომაც ყველანი ამ კუთხით დავფიქრდეთ საკუთარ განვითარებაზე და გავაკეთოთ ანალიზი, იმისთვის რომ ბედნიერები ვიყოთ.

მე მჯერა სიყვარულის ძალის, ამიტომაც არცერთი გამოვლინების ადამიანი ჩემთვის არაა 'გადახრილი' , მიუხედავად იმისა რომ ამ სიტყვას ხშირად ვიყენებ, ამას ვაკეთებ იმიტომ რომ მგონია შინაგანი ბალანსის დაცვაზე უნდა ვიზრუნოთ, რომ უფრო მეტად ბედნიერები ვიყოთ. ძალიან ბევრი 'გადახრილ-გადმოხრილი' ბევრ 'ნორმალურზე ' განვითარებულოცაა და ჯანმრთელიც და თანაც ყველა ჩვენებურად 'გადახრილ-გადმოხრილები' ვართ, კულტურა განპირობებულია მასთან შეთანხმებაში ყველა ვერ მოვა, შესაძლოა ეს კულტურაც - შეფუთულია და უბრალოდ ფსიქიკური აშლილობა იმიტომ ემართებათ 'გადახრილებს' რომ მათ საზოგადოება ვერ იღებს, ისინი წინააღმდეგობაში მოდიან ხალხთან და მუდმივი დამალვა, მიჩქმალვა ხდება. ამიტომაც ამ მხრივ არანაირად, გარიყული არ უნდა იყოს ინდივიდი , რომელსაც მსგავსი "გადახრა" აქვს. მითუმეტეს თანასწორი უფლებები უნდა ჰქონდეთ რაღა თქმა უნდა, ავადმყოფებად არ ითვლებოდნენ, არ გაირიყონ, არ დაიმალონ, არ რცხვენოდეთ არაფრის.

საზოგადოება უნდა იყოს მიმღები ყველაფრის, ყველამ უნდა დაუშვას - რომ მეორე მხარე შეიძლება იყოს მართალი, ამ თემებზე უნდა მოხდეს სერიოზული კვლევები (მსოფლიოში არის, მაგრამ ჩვემთანაც) , უნდა შევისწავლოთ ენერგეტიკები, ზოგადად ყველაფერი რაც ადამიანის - ლიბიდოს ენერგიას - იდენტიფიკაციას ეხება, რადგანაც ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხი და ამიტომაც ღრმა კვლევებს საჭიროებს. საჭიროა თვითდაკვირვება, შინაგანი ჰარმონია - როგორ როდის გვაქვს ხოლმე, რა გვხევს უკან, რა გვაბედნიერებს - რადგანაც მხოლოდ და მხოლოდ ინდივიდს - შეუძლია თავის ცხოვრებაში განსაზღვროს რა ანგრევს მას და მის ცხოვრებას , რა აბედნიერებს და რა აუბედურებს. ადამიანს მხოლოდ თავის თავის გამოკეთება შეუძლია - და ვერც სხვა დაგვაყენებს სწორ გზაზე. დავაკვირდეთ ჩვენს თავს მოვნახოთ დესტრუქციული მხარე და ჰარმონიული მაგომარეობის განმაპირობებული საშუალებები, უბრალოდ ეს თემები იმიტომ გამოვკვეთე რომ აქ მთავარია - სხვაზე ფსიქო - ფიზიკური ძალადობა, ხოლო საზოგადოებაში ცხოვრებისთვის აუცილებელია ეს ყველაფერი შეწყდეს - ადამიანი რომელიც სხვას ტკენს ვერ იქნება კარგად და მითუმეტეს ადამიანი რომელსაც ტკენენ და ჩაგრავენ, მხოლოდ ამისგამო დავიწყე საუბარი ამ თემაზე - რომ გავაცნობიეროთ ძალადობების წარმომშობი მიზეზები და განვითარდეთ იმ დონეზე, რომ ადამიანებს მეტად გვიყვარდეს ერთმანეთი და თუ არ გვიყვარს არ გვძულდეს, არ ვკლავდეთ და ვცემდეთ მაინც).

ვინც აქამდე წაკითხავთ, ძალიან დიდი მადლობა ასეთი ინტერესისთვის და დაფასებისთვის.

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...

მსგავსი სტატიები

გამთლიანება


ავტორი: თიკა ბერძენიშვილი ადამიანებს ოდითგანვე აინტერესებდათ და დღ...

გონების დამშვიდება


მიზეზი რატომაც დაუსაბამო ფიქრები არ გვტოვებენ არის ის, რომ ყოველ მა...

მარტოსული ღმერთი


ავტორი: ანა თოფურიძე ცხოვრება სპექტაკლია და ადამიანები მხოლოდ მს...

იდეების ჩანიშვნა


ავტორი: იოანე შენგელია თუ დაკვირვებულხართ, ჩვენი აზრების მიმდინა...

ბედნიერების გასაღები


ავტორი: მამუკა გურული რომ კითხოთ ყველას, რა არის ბედნიერებაო? ყვ...

ბედნიერების დევნაში დაშვებული შეცდომები


ბედნიერება არ არის მიღწევადი წრფივი მოვლენა, არც მუდმივობით გამოირჩ...

სვფ-ს სიმეტრიის ჰიპოთეზა


ავტორი: იოანე შენგელია ბუნებაში ყველაფერი სიმეტრიისკენ და ჰარმონიი...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff