კვანტური მექანიკის მხილებული რეალობა

Admin
აზრები
0
0

ავტორი: ანა თოფურიძე რეალობა ადამიანის გონებისთვის შეუცნობელი გამოცანაა და უმეტესად ჩვენ მხოლო...

ana

ავტორი: ანა თოფურიძე

რეალობა ადამიანის გონებისთვის შეუცნობელი გამოცანაა და უმეტესად ჩვენ მხოლოდ პატარ-პატარა ტყუილებით ვივსებთ წარმოდგენებს და წლიდან წლამდე ვცხოვრობთ ასე, სანამ არ მოხდება რაღაც რაც მსოფლმხედველობას გაგვიფართოვებს, სანამ არ წავიკითხავთ ან მოვისმენთ ან კიდევ უკეთესი არ გამოვცდით რაღაც აუხსნელს, რაც გვიბიძგებს რომ მეტი ვისწავლოთ გარკვეულ სფეროებში რომ უკეთ ავხსნათ რაა სამყარო და ჩვენი როლი და შესაძლებლობები მასში. ზოგჯერ შეცნობის სურვილი თანდაყოლილია, ზოგჯერ ვიღაცის გავლენაა, ზოგჯერ რაიმე კლინიკური სიკვდილის გამოცდილების მსგავსი გვინათებს გონებას და გვახვედრებს რომ სამყარო იმაზე ბევრად დიდია ვიდრე ყოველდღიური საყველპურო ტელევიზორის მაყურებელი და ფეისბუქისმსქროლავი ცნობიერებით წარმოგვიდგენიახოლმე.

მედიასაშუალებები, სკოლა და სოციალური ქსელები ადამიანებს მხოლოდ ზედაპირულ და მარტივ მცდარ წარმოდგენებს აწვდიანხოლმე. ძირითადად მოგვდის ინფორმაცია რაც გათვლილია ჩვენს ემოციურ რეაქციებზე, ცუდზე ან კარგზე, დაშინებაზე ან აღმაფრენაზე თუმცა მთავარია რომ მასობრივად კონტრილებადია ის რაც ადამიანებმა უნდა იცოდნენ. მხოლოდ იშვიათი გამონაკლისია როდესაც გამოჩნდება ადამიანი ვინც შეისწავლის ფიზიკას, ფილოსოფიას, ძველ სწავლებებს თუ ფსიქოლოგიას იმ დონემდე რომ ძირეული პასუხები გაგვცეს საჭირო საკითხებზე. დაბადება და ათწლეულები ცხოვრება მხოლოდ ერთ სოციუმში ადამიანს ძალიან ზღუდავს, კულტურული და რელიგიური წარმოდგენები, საზოგადოებრივი ტრადიციები, მითუმეტეს თუ მსოფლიოში ერთადერთ სწორ ცხოვრებას იბრალებდნენ საკმაოდ ავიწროვებს სამყაროს აღქმას. დედამიწაზე უამრავი საოცარი კულტურაა და სწავლებაა, უამრავი განსხვავებული ადამიანი თავის ინდვიდუალური ცხოვრების გზებით და გამოვლინებებით და ის ვინც ამას არ ხედავს და იჯერებს, რომ მხოლოდ მისი ქვეყანა, მხოლოდ მისი ცხოვრების წესია სწორი თავს ილუზიაში იმყოფებს. რათქმაუნდა ეს თავისუფალი არჩევანია. ადამიანებს აქვთ უფლება დაიჯერონ ყველანაირი ტყუილი და იცხოვრონ მათში.

ჩემს ცხოვრებაში ყველა გაცნობილ ინფორმაციაზე და მიღებულ ცოდნაზე არანაკლებ ვაფასებ იმის გაცნობეირებას, რომ არ ცოდნა ეს ცოდნაა. ეს იდეა ერთ-ერთმა გენიალურმა ადამიანმა, ნობელის პრემიის ლაურეატმა ამერიკელმა ფიზიკოსმა რიჩარდ ფეინმანმა შთამაგონა. ის ღიმილით ამბობს ინტერვიუში რომ ურჩევნია არ იცოდეს, ვიდრე იცოდეს ის რაც არასწორია. და განა შეიძლება ჩვენ რამე ვიცოდეთ ზუსტად? ჩვენ მხოლოდ შეიძლბა გვქონდეს რიგითი მცდარი ცოდნა სამყაროზე და ნებისმიერ მოვლენაზე, რადგან ჩვენი ტვინი ძალიან შეზღუდულია. ჩვენ არ ვყოფილვართ მარსზე და არც მთვარეზე, ჩვენ არ ვყოფილვართ დროის დასაწყისში ან თუნდაც მომავალში და ასწლეულის დასრულში რომ ობიექტურად დავინახოთ და შევაფასოთ ისტორიის და მისი შემოქმედი ადამიანების სრული სურათი. ჩვენ მხოლოდ ჩვენი ვიწრო გადასახედიდან შეგვიძლია ვივარაუდოთ რაღაც, რაც რათქმაუნდა თავადვე ეჭვის ქვეშ უნდა დავაყენოთ, ეს არის ჯანსაღი აზროვნება და არა დარწმუნებულობა რომ რაღაც ზუსტად იცი და სხვა ასევე თავის ვიწრო გადასახედიდან ნავარაუდებ ცოდნაში დარწმუნებულ ადამიანთან კამათი, კონფლიქტი და ურთიერთშეურაცხყოფა.  არ ცოდნასთან დამეგობრების შემდეგ ჩემი ცხოვრება და შემცნება ბევრად სახალისო და პროდუქტიული გახდა და მივხვდი რომ რეალობას მეტად დავუახლოვდი.

მეცნიერებაც ისევე როგორც კაცობრიობის განვითარება ვითარდება და გადის ეტაპებს, საუკუნეებთან ერთად იბადება ყოველი ახალი მეცნიერი ვინც წინა მეცნიერების გზას აგრძელებს და  წინ მიდის. ბოლო აღმოჩენა რაც მეცნიერებმა ჩვენს დროში გააკეთეს ჩემთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა, რადგან ის განსხვავდება იმისგან რასაც სკოლაში წიგნებიდან მასწავლიდნენ. ჩვენ გვასწავლეს ატომის აგებულება. ატომი, მოლეკულები, პროტონები, ნეოტრონები და ა.შ... მაგრამ ჩვენ ისინი ფურცელზე დახატული სტატიური საგნებივით აღვიქვით. უკანასკნელი აღმოჩენებით კი გამოიკვლიეს რომ ატომი არ არის ერთგვარი და სტატიური, არამედ ის არის რხევადი ველების გადაკვეთა. წარმოიდგინეთ ფენტეზის ჟანრის ფილმში ან ვიდეოთამაშში შემხვედრი მანათობელი მოფარფატე ბურთი, წარმოიდგინეთ რომ ის მოძრაობას ყველა მიმართულებით და მისი არსებობა სწორედ ამ ბევრი მიმართულებით რხევების გადაკვეთაა და არა რაიმე რაც სტატიურია მოცემული ერთ კონრეტულ დროსა და სივრცეში. ატომი არ არის ფიქსირებული, ის არის მოძრავი ყოველნაირი ალტერნატიულკი მომავლით სავსე და სწორედ ეს მრავალი ალტერნატიული მომავალი ქმნის მას ახლა.

კვანტური მექანიკის აღმოჩენით ატომი არ არსებობს ერთ მოცემულობაში, მაშ ჩვენც არ ვარსებობთ ჩვენს მოცემულობაში. ადამიანი ეს არ არის რაღაც ერთი კონკრეტული გამოძერწილი თოჯინა რომელმაც უბრალოდ უნდა იაროს, ისუნთოს, ჭამოს და შემდეგ მოკვდეს. ადამიანი ამაზე ბევრად მეტია.

კვანტური მექანიკის თეორიით დამკვირვებელი ქმნის დაკვირვების ობიექტს და შეუძლია ზემოქმედება მასზე. მაშ ადამიანსაც შეუძლია იმოქმედოს საკუთარ თავზე, ადამიანს შეუძლია იმოქმედოს საკუთარ ფიქრებზე და ენერგიაზე. მხოლოდ საკითხავი ისაა რამდენად აქვს დაპროგრამებული და შეზღუდული კონრეტული ადამიანის გონებას საკუთარივე შესაძლებლობები რომ ეს გააკეთოს.

ძალიან საინტერესო ფენომენია ადამიანის "წარსული". ჩემი დაკვირვებებით და ახლანდელი აღმით წარსული არ არსებობს. არ არსებობს ცალკე მოცემული წარსულის რეალური ფენომენი. ის რაც ჩვენ გვგონია რომ წარსულია, არის ჩვენივე შთაბეჭდილებები გარემოზე, რომელიც ათი, თხუთმეტი წლის ცხოვრების ნებისმერ დღეს ჩვენვე შევქმნით გონებაში, ჩვენვე დავარქვით რეალობა, ჩვენვე გავბრაზდით ან გაგიხარდა, ჩვენვე ჩვენივე სიტყვებით შევთხზეთ ისტორიად და შევქმენით წარსული, რომელიც მხოლოდ ჩვენთვის არსებობს. ამას აკეთებს ყველა ადამიანი ინდვიდუალურად და თუნდაც ერთ ოთახში მყოფებს ახსოვთ სხვადასხვა წარსული. ასე არაა? რიჩარდ ბახის "მესიის ჯიბის ლექსიკონში" არის ასეთი ციტატა, შენ შეგიძლია აირჩიო ნებისმერი წარსული. პირველად ეს სიტყვები ვერ გავიგე, მხოლოდ მისი იდეის სილამაზით მოვიხიბლე, მაგრამ ახლა უკვე გასაგებია. ადამიანს შეუძლია შეცვალოს თავისი წარსული, თავისივე დაკვირვებით მის მოგონებებზე. ეს ხდება მედიტაციით, კონცენტრაციით და ენერგიის გადაგზავნით ცნობეირების იმ წერტილში სადაც არის კონკრეტული მოგონება. აღსანიშნავია რომ ეს ბევრ ადამიანს გამოუვიდა, მედიტაციის შემდეგ მოგონება იცვლება და იცვლება წარსულზე ჩვენი წარმოდგენაც. იცვლება წარსულიც. მაშ ადამიანს შეუძლია აირჩიოს ის წარსული რომელიც სურს. რათქმაუნდა აქ თავის მოტყუებაზე და სიყალბის შექმნაზე არაა საუბარი, ეს იმ მოგონებებს ეხება, სადაც ჩვენი მეს აწმყოში მყოფობა აკლია და რომელიც გაწყვეტილი სიმივითაა დარჩენილი. როდესაც რაიმე გვახსენდება, ეს სინამდვილეში არის არა უბრალოდ "მოგონება", არამედ ჩვენი ტვინის მიერ არჩეული და მოწოდებული ჩანაწერი, რომელსაც გადახედვა და გასწორება სჭირდება სრული ნერვული სისტემის ჰარმონიისთვის.

აღარაფერს ვიტყვი მომავალზე, რომელიც ჯერ არც კი დაგმდგარა და მხოლოდ ჩვენივე გონება ქმნის წინასწარ წარმოდგენებს, მხოლოდ ჩვენივე გონებას შეუძლია წინასწარ განიცადოს ის რაც არ მომხდარა, შეეშინდეს და იმის გამო რაც არ მომხდარა, არც მოხდება და რომც მოხდეს ამას უამარავი ალტერრნატიული არჩევანიდან ჩვენ განვიცდით სწორედ ისე როგორც ავირჩევთ, სანამ მოხდება განვიცდით. შეიძლება ჩაიხლართა, თუმცა დაკვირვებული ადამიანი ამას თავადაც აღმოაჩენს. და მიხვდება რას საუბრობდა ბუდა, როდესაც ამბობდა რომ აწმყო ეს ერთადერთია რაც არსებობს და უფრო მეტიც არც აწმყო არსებობს, აწმყო ეს მრავარლნაირი ალტერნატიული აწმყოს მხოლოდ ერთი შემთხვევითი გადაკვეთაა.

მსგავსი სტატიები

სულიერი განვითარების ტექნოლოგიები


ავტორი: ოლეგ ბოკაჩოვი მთარგმნელი: მამუკა გურული რა წარმოადგენს ...

დაამსხვრიე ილუზია ისე, რომ არ განსაჯო საკუთარი თავი და შენ "აშენდები"


ავტორი: ლევან ჩახაია ილუზია ადამიანის თვითგადარჩენის საინტერესო ...

მარტოსული ღმერთი


ავტორი: ანა თოფურიძე ცხოვრება სპექტაკლია და ადამიანები მხოლოდ მს...

თეზა #5


ავტორი: მამუკა გურული "სიცოცხლის გასაღები - ზომიერებაშია..." და...

ქედმაღლობა, როგორც სხვაზე უკეთესობის სიხარული


ავტორი: ლევან ჩახაია წმინდა წერილებში ბევრი რამ თქმულა ქედმაღლობის...

როგორ გვმატებს თვითრწმენას ქვეცნობიერის აღმოჩენა?!


ავტორი: ნინო დიდებაშვილი ჩვენ ვიბადებით, ვიზრდებით - საზოგადოება...

რა არის ყველაზე მთავარი სულიერი განვითარებისთვის?


ავტორი: მამუკა გურული ამ მცირე სტატიაში ვეცდები ვუპასუხო კითხვას...

თავისუფლების მაძიებელთათვის


ავტორი: მამუკა გურული 1. ყოველი ცოცხალი ორგანიზმი დედამიწაზე, მა...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff