თავისუფლების მაძიებელთათვის

Admin
აზრები
0
0

ავტორი: მამუკა გურული 1. ყოველი ცოცხალი ორგანიზმი დედამიწაზე, მათ შორის ადამიანი, წარმოადგენს ...

kodi

ავტორი: მამუკა გურული

1. ყოველი ცოცხალი ორგანიზმი დედამიწაზე, მათ შორის ადამიანი, წარმოადგენს ბიოლოგიურ მექანიზმს, მანქანას, როგორც ფიზიოლოგიურ, ასევე ფსიქიკურ დონეზე. თუ რეალობის დანახვა გვინდა, ეს ბიოლოგიური მექანიზმები უნდა ავღწეროთ. მედიცინა, როგორც მცნიერების დარგი, კარგად აღწერს ფიზიკური სხეულის მექანიზმებს, და დღეს ვერ წარმოგვიდგენია კაცობრიობა ამ აღწერილობის გარეშე. ფსიქოლოგია კი - ნაკლებად მეცნიერული დარგია და ბურუსითაა მოცული. ამ ბურუსში რაღაც კონტურები გამოიკვეთება ხოლმე, აღიწერება, და ცოდნას ახალი ფაქტები ემატება, მაგრამ როგორც ამბობენ, ფსიქიკას "ვერ გაზომავ და ვერ აწონი", და სწორედ ეს იწვევს ორაზროვან და სუბიექტურ დამოკიდებულებებს ამ დარგის მიმართ. სინამდვილეში კი, ფსიქიკაც ისეთივე მანქანაა (მექანიზმია), როგორც ფიზიკური სხეული.

2. უამრავი ძველი თუ ახალი, ეზოთერული თუ მეცნიერული სისტემა ცდილობს, რომ აღწეროს ფსიქიკა, მოახდინოს ფსიქოტიპების დიფერენცირება, და გამომდინარე იქიდან, რომ ფსიქიკას ფიზიკური სხეულივით "ვერ გაზომავ და ვერ აწონი", ამას აკეთებენ გარკვეული კალკებით, შაბლონებით, ფორმებით. და ბევრი ასეთი შაბლონი უფრო მეტად ძველი ავტორიტეტებისადმი რწმენას, ლოგიკას და ვიწრო (არასრულ) მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს ემყარება. მეცნიერება ვითარდება, ამ ბურუსით მოცულ სფეროშიც კი ჩნდება გარკვეული მყარი და სტატისტიკურად ან ექსპერიმენტებით გამყარებული ფაქტები, და შესაბამისად ძველი და დრომოჭმული შეხედულებებიც (განსაკუთრებით ეზოთერული) წარსულს ბარდება, მაგრამ ფსიქიკის მექანიზმების ისე ზუსტად დანახვამდე, როგორც ფიზიკური სხეულის მექანიზმებს ვხედავთ, ჯერ კიდევ ძალიან შორია.

3. ყოველ ადამიანს გააჩნია თავისი "პროგრამული კოდი", რომლის გარკვეული ნაწილის წაკითხვაც კარგ ფსიქოლოგს შეუძლია. პროგრამული კოდის და მასში არსებული ხარვეზების რაც უფრო მეტ ნაწილს და რაც უფრო მიზეზ-შედეგობრივად ზუსტად ხედავს ფსიქოლოგი (როგორც სხვაში, ასევე საკუთარ თავში), მით უფრო კარგი ფსიქოლოგია იგი. და ძნელია ესაუბრო გარკვეული პროგრამული კოდის შესახებ იმ ადამიანს, რომელსაც ამის დანახვა და გაგება არ შეუძლია. მას შეგიძლია მხოლოდ კონკრეტული რჩევები მისცე მისთვისვე გასაგებ ადამიანურ ენაზე.

4. არავის არ მოწონს იმის აღიარება, რომ მისი პროგრამული კოდი თავიდანვე გაწერილია, და ლავირება მხოლოდ ამ კოდის ფარგლებში შეუძლია. განსაკუთრებით ჩვენს ეპოქაში, როცა ხშირია ლოზუნგები: "შენ წყვეტ შენს ბედს", "შენ სრულიად თავისუფალი ხარ არჩევანში", "შენ შეგიძლია ყველაფერს მიაღწიო"! და რაღაც პროცენტით ასეცაა (ადამიანთა გარკვეული პროცენტისთვის), ლავირების უნარი თავის არჩევანში ყველას აქვს, მაგრამ მხოლოდ მეტ-ნაკლებად, და ასეთი ლოზუნგები გარკვეულ შემთხვევებში გარკვეული ადამიანებისთვის დროებითი თერაპიის ან მოტივაციის ფუნქციასაც ასრულებენ. სხვა თუ არაფერი, ასეთი ლოზუნგი გაფუჭებით დიდად არაფერს გააფუჭებს... მაგრამ მე, როგორც მეცნიერული ყაიდის ადამიანს, რეალობა მაინტერესებს, მისი თუნდაც "ულამაზო" სახით.

5. თავისუფლების მოპოვების ერთადერთი საშუალება ჩვენში არსებული პროგრამული კოდის გაგებაა. ზოგიერთს შეუძლია თავისი კოდის გარკვეული ნაწილი წაიკითხოს და შეცვალოს კიდეც, და ამით დაფრთიანებული თავისუფლად მიიჩნევს თავს, + სხვებსაც ეხმარება მსგავს "განთავისუფლებაში", მაგრამ ყოველთვის არსებობს კოდის ის ნაწილი, რომელსაც თვითონ ვერასოდეს მიწვდება (რაოდენ "ულამაზოც" არ უნდა იყოს ეს ფაქტი").

6. ყველა სისტემას - იქნება ეს ეზოთერული თუ მეცნიერული სისტემები, კოდის მხოლოდ გარკვეული ნაწილის წაკითხვა შეუძლია, და მათი (იგულისხმება ჯანსაღი სისტემები) ერთმანეთთან ინტეგრირებითაა შესაძლებელი რაღაც უფრო მასშტაბური და სიღრმისეული კოდის გაშიფვრა.

7. ის, რომ სხვადასხვა სისტემების ტიპოლოგიას და შაბლონებს ყველა თავისთვის ირგებს ისე როგორც აწყობს, სულაც არაა ამ სისტემების და ეგრეგორების ბრალი. ნებისმიერი სისტემა შეიძლება "გაპაპსავდეს" და ესეც ბუნებრივი კანონზომიერებაა. კოდის რეალური მკითხველები ყოველთვის ცოტანი იყვნენ და ცოტანი იქნებიან. და მათ ყველას თავისი ენა აქვთ და ადამიანის ან სამყაროს კოდის მხოლლოდ გარკვეულ ნაწილს კითხულობენ (და ზოგჯერ სხვებისას უარყოფენ, მიუხედავად იმისა, რომ არ ესმით ბოლომდე რას უარყოფენ).

8. ყოველთვის არსებობს რაღაც დიდი სისტემა, რომელიც მასზე პატარა სისტემებს იტევს თავის თავში და აღწერს, და ყოვეთვის არსებობს მასზე გაცილებით დიდი სისტემა, რომელიც მასაც და მისი ზომის სისტემებსაც აერთიანებს.

9. ადამიანი ვერასოდეს იქნება ბოლომდე თავისუფალი. იგი ყოველთვის რაღაც დიდი სისტემის ნაწილია, თავისი ფუნქციური მექანიზმით, და თუ ასრულებს თავის ფუნქციას - ბედნიერია, თუ არ ასრულებს - იტანჯება. ადამიანი კი ყოველთვის ბედნიერებისკენ მიილტვის - მაშ, სადაა აქ თავისუფლება? მხოლოდ არჩევანში: შეასრულო შენი ფუნქცია, თუ არ შეასრულო...

10. და მაინც, ადამიანთა გარკვეული ნაწილი განაგრძობს მტკიცებას, რომ ჩარჩოები არ არსებობს და თავის ფუნქციურ როლს თავად წყვეტს... ესეც მისი ფუნქციური როლიდან გამომდინარეობს, ასეც უნდა ამტკიცოს. სხვაგვარად ვერ შეასრულებს თავის ფუნქციას, სანამ პროგრამული კოდის სიღრმისეულ ხედვას არ მიაღწევს...

რა უფრო მეტი თავისუფლებაა: როცა იცი შენი ჩარჩოები და როგორც მდინარე კალაპოტს, ისე იყენებ, რომ ოკეანეს მიაღწიო, თუ როცა წარმოსახვით ამსხვრევ ჩარჩოებს და უკვე ოკეანეში წარმოიდგენ თავს, სინამდვილეში კი ტბად იქცევი, კალაპოტის და მიმართულების გარეშე?

მსგავსი სტატიები

სამება როგორც შემოქმედების არქეტიპი


„პირველითგან იყო სიტყვა, სიტყვა იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყ...

არამეცნიერული კომენტარები სიმების თეორიაზე


ავტორი: იოანე შენგელია სიმების თეორიის თანახმად, სამყაროს ყველა ის...

მასმედიის და სოცქსელების როლი მასების მათვაში


არავისთვის უცხო არაა ის ფაქტი, რომ ადამიანზე ზეგავლენის მოსახდენ...

სვფ-ს სიმეტრიის ჰიპოთეზა


ავტორი: იოანე შენგელია ბუნებაში ყველაფერი სიმეტრიისკენ და ჰარმონიი...

თეზა #5


ავტორი: მამუკა გურული "სიცოცხლის გასაღები - ზომიერებაშია..." და...

შეიმეცნეთ შემეცნების მექანიზმი


ავტორი: იოანე შენგელია   - ლუკა, მოცემულია ორი წილადი: 1/3 დ...

საიდან მოდიან საკრალური რიცხვები - 3, 7, 8, 12?


ავტორი: იოანე შენგელია ცნობილია, რომ რიცხვები - 3, 7, 8, 12 - გავრ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff